განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
010100119003180589
დავის ტიპი
381
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003180589

საქმე N 1-851/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

0--10.2019 წელი ქ . ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - ან---------–--ლი

 

დაცვის მხარე

1. ბრალდებული: ალ--------------–--ძე

მამის სახელი: ბე--------ი

დაბადებული: 0--1--1--- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ფაქტობრივი მისამართი: სამტრედია, სოფელი ნა-----ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: -2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2019 წლის 06 ივლისს, შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების თანამშრომლების მიერ, ალ--------------–--ძის მიმართ, 30 (ოცდაათი) დღის ვადით გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N01----, რომლითაც მას როგორც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის - თავისი ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლის ან-----------ს მიმართ, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ასევე აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნული სარგებლობა.

 

მიუხედავად N01---- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვებისა 2019 წლის 02 აგვისტოს ღამის საათებში, ალ--------------–--ძე მივიდა ან-----------ს საცხოვრებელ სახლთან, მდებარე ქ. ბათუმი, ზ. გა------------------------, რომლითაც ალ--------------–--ძემ დაარღვია N01---- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

1.2 ალ--------------–--ძე გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 11 სექტემბერს აქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი მძიმე დანაშაულისათვის;

 

ნასამართლობის გაქარწყლებამდე ალ--------------–--ძე 2019 წლის 02 აგვისტოს, ღამის საათებში იმყოფებოდა რა ქ. ბათუმში, ზ. გა-------------------------ში მდებარე ან-----------ს საცხოვრებელ სახლთან, - უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს კერძოდ მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით დანას.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ

დამცავი ორდერით გათვალისიწინებული მოთხოვნებისა და

ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის

ნასამართლევი პირის მიერ

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 18 სექტემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. 2019 წლის 06 ივლისს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერით, ალ--------------–--ძეს აეკრძალა იმ სახლთან და იმ ადგილთან მიახლოება სადაც იმყოფებოდა ან----------- მასვე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და ხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე თანასაკუთრებით ერთპიროვნული სარგებლობა.

 

2.4. 2019 წლის 02 აგისტოს ალ--------------–--ძემ მივიდა ყოფილ მეუღლესთან ან-----------ს საცხოვრებელ სახლთან. ქ. ბათუმში, ზ. გა-------------------ში.

 

2.5. 2019 წლის 02 აგვისტოს პოლიციის განყოფილებაში ან-----------ს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და იმავე დღეს 23:53 საათზე დაკავებული იქნა ალ--------------–--ძე;

 

2.6. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ალ--------------–--ძემ 2019 წლის 06 ივლისის შემაკავებელი ორდერით - აკრძალული ჰქონდა რა ან-----------სთან მიახლოება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - 2019 წლის 02 აგვისტოს ალ--------------–--ძე მივიდა ყოფილ მეუღლესთან ან-----------ს საცხოვრებელ სახლთან. ქ. ბათუმში, ზ. გა-------------------ში, რითაც დაარღვია 2019 წლის 06 ივლისს გამოცემული შემავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2.7. საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ძალაში შესული შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გათვალისიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის შეუსრულებლობისათვის; სუბიექტური მხარე კონკრეტული დანაშაულისა გამოიხატება განზრახვაში - დამნაშავემ იცის, რომ იგი ვალდებულია შეასრულოს შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები მაგრამ არ ასრულებს და სურს ასეთი შედეგი; ობიექტური მხარე კი გამოიხატება შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.

 

2.8. ალ--------------–--ძისათვის ცნობილი იყო მის მიმართ მიღებული ორდერის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მას აკრძალული ჰქონდა ან-----------სთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია 30 დღის ვადით 2019 წლის 02 აგვისტოს - ალ--------------–--ძე ან-----------ს ნახვას და მასთან კომუნიკაციას ცდილობდა.

 

2.3. ალ--------------–--ძემ საქმის განხილვისას თავი არ ცნო დამანშავედ ცივი იარაღის დანის ტარების ნაწილში წარდგენილი ბრალდებით და განმარტა, რომ მან დანა იპოვა იქვე სახლის წინ აივანზე დაგდებული და ეცადა რა თავის დაზიანებას, შემდეგ დანა ჩაიდო ტანთმოსილი შარვლის ჯიბეში; მან იცოდა, რომ პოლიციის თანამშრომლები მივიდოდნენ და არც უცდია დანის გადაგდება, თავად ამოიღო ჯიბიდან და წარუდგინა მათ; (იხ სხდომის ოქმი)

 

2.4. სასამართლო მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებების ანალიზით თვლის, რომ ამ ნაწილში ალ--------------–--ძის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებებით:

 

კერძოდ, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით Nც------, 08.08.2019წ, დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას (იხ. ს.ფ 28-31).

 

უადვო მტკიცებულებით ან-----------ს გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია, რომ მან თავად დაინახა ალ--------------–--ძემ როგორ ამოიღო დანა ჯიბიდან და დაისვა ხელზე და ისევ ჩაიდო ჯიბეში, ის ფანჯრიდან ადევნებდა თავლყურს მის ქმედებებს, აივანზე არც რაიმე საგნებია განთავსებული და არც რაიმე სახის დანა ყოფილა დაგდებული; (იხ გამოკითხვის ოქმები)

 

ასევე მოწმის მე---------------ის გამოკითხვის ოქმით დადასტურებულია, რომ სახლი მის საკუთრებას წარმოადგენს სადაც ან----------- ქირით ცხოვრობს, სახლის აივანზე არც ყვავილებია განტავსებული და არც დანა ყოფილა და დაუნახავს ოდესმე; (იხ გამოკითხვის ოქმი)

 

თავად ბრალდებული კი საქმის განხილვისას ადასტურებს, რომ დანა მანდვილად ჯიბეში ჰქონდა და გადასცა პოლიციელებს;

 

შესაბმისად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ალექსანდერ მელქაძის ინახავდა და ატარებდა ცივ იარაღს დანას, რაც შემთხვევის დღეს მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული; (იხ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი 03.08.2019წ);

 

2.5. ალ--------------–--ძეს 2015 წლის 11 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი 03 წელი თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64 მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 03 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.6 საქართველოს სსკ-ის 79 მუხლის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე;

 

პირობით მსჯავრდებულის მიმართ ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;

 

2.7. ალ--------------–--ძე ცივ იარაღის - დანას ინახავდა და ატარებდა 2019 წლის 02 აგვისტოს, შესაბამისად მას ამ დროისთვის ნასამართლობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ ჰქონდა;

 

2.8. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (შეტყობინება, მოწმეების: ან-----------ს, გო----------------------------------ის და მე---------------ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 06 ივლისის N01---- შემაკავებელი ორდერი, ალ--------------–--ძესთან სატელეფონო გასაუბრების ოქმი, ბრალდებულ ალ--------------–--ძის დაკავების ოქმი, ც------ ექსპერტიზის დასკვნა ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) დადასტურებულია, რომ ალ--------------–--ძემ 2019 წლის 02 აგვისტოს ან-----------სთან სახლში მისვლით - ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა; ასევე, დადასტურებულია, რომ ალ--------------–--ძემ 2019 წლის 02 აგვისტოს ცივი იარაღის - დანის ტარებით ჩაიდინა განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ--------------–--ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით რის გამოც და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: -2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული ნაწილობრივ ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ბრალდებულმა კვლავ განმეორებით ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა დანაშაული;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ--------------–--ძის მიერ ჩადენილი ქმედება ოჯახის იგივე წევრის (ყოფილი მეუღლის) მიმართ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველს; რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო თვლის, რომ ამ ნაწილში ჯარიმა იქნეს გამოყენებული.

 

სასჯელის დანიშვნისას და მისი სახის და მოცულობის განსაზღვრისას ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული წარსულში ნასამართლობა ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ალ--------------–--ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

მოცემულ შემთხვევაში ალ--------------–--ძის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ალ--------------–--ძის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევა, დამნაშავე პირთა რესოციალიზაცია, მათ მიერ დანაშაულის უარყოფითი შედეგების გააზრება, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების გათავისება და მსხვერპლთათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ალ--------------–--ძის მიმართ სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას; თუმცა შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო თვლის რომ შესაძლებელია მის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილი გადავადდეს პირობით;

 

სასამართლო დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ალ--------------–--ძის დაკავების დროს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა 1 (ერთი) პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ალ--------------–--ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ალ--------------–--ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ალ--------------–--ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა - გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ალ--------------–--ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 02 აგვისტოდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ალ--------------–--ძის დაკავების დროს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა 1 (ერთი) პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე