განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
საქმის №1/1045-18 09.09.2019 წელი ქუთაისი
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი ქ------- უ-----ე
დაცვის მხარე
ადვოკატი ი---- ბ-----–--ე
ბრალდებული: ნ-------ი გ--------ის ძე შ------–--ე
დაბადების თარიღი: 1---------
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: ს----------–-------ქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, მ--------–---–-ს ქ. №1
სისხლის სამართლის საქმე: №041241018001
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ნ-------ი შ------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის თებერვლის თვეში ქ-------–ი, ბ-------ს ქუჩა #33/52-ში მდებარე სახლში ნ------- შ------–--ემ მეუღლეს ნ----------ეს რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2018 წლის 06 მაისს, საღამოს საათებში ქ-------–ი, მაღაზია „კოტონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნ------- შ------–--ემ მეუღლეს ნ----------ეს ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2018 წლის 21 ოქტომბრის ღამის 04:00 საათზე ქ-------–ი, ბ-------ს ქუჩა #33/52-ში მდებარე სახლში ნ------- შ------–--ემ მეუღლეს ნ----------ეს თავი დაარტყა თავის არეში და ასევე ხელი დაარტყა რამდენჯერმე სახის არეში. დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდებული ნ-------ი შ------–--ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 2018 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში გამოცხადდა მოქალაქე ნ----------ე, რომელმაც განაცხადა მისი არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ნ------- შ------–--ის მიერ მასზედ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.
ნ----------ის განცხადებით ირკვევა, რომ ის არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება ნ------- შ------–--ესთან. 2018 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ის დაბრუნდა თავის მეგობართან ერთად მეგობრის კუთვნილ ბინაში, მდებარე ბ-------ს მე-2 მ/რ N20-ში, იქ მიაკითხა ნ------- შ------–--ემ, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული დარეგისტრირდა №2597681 შეტყობინებით.
ნ-------ი შ------–--ე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2018 წლის 31 ოქტომბერს 17:30 სთ-ზე ქ. ქ-------–ი, მ--------–---–-ს ქუჩაზე ქვეითად გადაადგილების დროს.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით ირკვევა, რომ 24.10.2018წ. 03:53-04:10 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ: ნ----------ეს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხ. პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა გ------- გ-------–-–ვილმა. მოწმის განმარტებით, ნ----------ემ მას განუმარტა, რომ ის 2018 წლის 21 ოქტომბერს დაახლოებით 04:00 საათზე ქალაქ ქ-------–ი ბ-------ს ქუჩა #39 საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა სტუმრად ნ---- გ-------სთან. აღნიშნულ მისამართზე მივიდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ნ-------ი შ------–--ე. მათ მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რის შედეგადაც ნ------- შ------–--ემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ნ----------ემ ასევე განუმარტა, რომ მიყენებული ფიზიკური ზემოქმედებების შედეგად ის უჩიოდა ტკივილებს დაზიანებულ მიდამოებში.
მოწმე ზ------ ჟ----–---–--ნმა სასამართლოს უჩვენა, რომ 2018 წლის 31 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მუშაობდა ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. მან ხელმძღვანელისგან მიიღო დავალება, რომ შეესრულებინა მოსამართლის მიერ გაცემული განჩინება, რაც გულისხმობდა ბრალდებულის სახით ნ------- შ------–--ის დაკავებას ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. ბრალდებულის დაკავება მოხდა მ--------–---–-ს ქუჩაზე, დაკავების ოქმი შეადგინეს ადგილზევე. ამის შემდეგ მოხდა დაკავებულის გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, მის მიერ მოხდა მხოლოდ დაკავების ოქმის შედგენა.
მოწმე გ------- კ-----ემ სასამართლოს უჩვენა, რომ ის თანამშრომლებთან ერთად მოსამართლის განჩინების საფუძველზე მივიდა ნ------- შ------–--ის საცხოვრებელ მისამართზე. მათ ბრალდებული შეხვდათ ქუჩაში და იქვე მოხდა შექმნილი სიტუაციის განმარტება თანამშრომლების მიერ. ამის შემდეგ შეადგინეს დაკავების ოქმი და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მოხდა ბრალდებულის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა.
მოწმე გ------- მ---------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ 2018 წლის 21 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში ნ----------ის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწო ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებისთანავე გ------- მ---------ემ გამოკითხა ნ----------ე, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ცხოვრობდა ქალაქ ქ-------–ი ბ-------ს ქუჩაზე 2017 წლის ოქტომბრიდან. მას ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდა ნ------- შ------–--ესთან, რაც დაადასტურა ნ------- შ------–--ემაც გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში. ნ----------ემ ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 20 ოქტომბერს მის მეგობართან, ნ---- გ-------სთან ერთად იმყოფებოდა ქ-------–ი კონცერტზე, რაზეც ნ------- შ------–--ე ინფორმირებული არ ყოფილა. ნ----------ე და ნ---- გ------- მივიდნენ ნ---- გ-------ს საცხოვრებელ სახლში 21 ოქტომბერს, შუაღამისას, დაახლოებით 04:00 საათზე. მათთან სახლში მივიდა ნ------- შ------–--ე 21 ოქტომბერს 04:00 საათზე, სადაც მოხდა შეკამათება ნ------- შ------–--ესა და ნ----------ეს შორის, რის შედეგადაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავი დაარტყა თავის არეში. ნ----------ე წაიქცა და ამ დროს ნ------- შ------–--ემ მიაყენა ხელით ფიზიკური შეურაცხყოფა თვალბუდის არეში და მკლავებზე. გამოკითხვისას ნ----------ემ აღნიშნა, რომ ნ------- შ------–--ის მიერ არაერთხელ მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფის განხორციელება. აღნიშნული ფაქტი იყო 2018 წლის თებერვალში, ბ-------ს ქუჩაზე არსებულ დროებით ნაქირავებ ბინაში, ასევე 2018 წლის 06 მაისს ქალაქის ცენტრში, სავაჭრო ცენტრ „კოტონთან“, სადაც ხელი დაარტყა სახის არეში. მსგავსი ფაქტი განმეორდა კიდევ ერთხელ იმ მიზნით, რომ ნ----------ე არ წასულიყო მეგობრებთან ერთად. მოწმის განმარტებით, მან ნ----------ის მიმართ დანიშნა ექსპერტიზა და წარდგენილი იქნა საექსპერტო ბიუროში. მოცემულ საქმეზე, მის მიერ გამოკითხულ იქნა თვითმხილველი მოწმე ნ---- გ-------, რომელმაც დაადასტურა 2018 წლის 21 ოქტომბრის ფაქტი ნ------- შ------–--ის მიერ განხორცილებული ფიზიკური ძალადობის შესახებ. მის მიერ ჩატარებული იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 31 ოქტომბერს მან დააკავა ნ------- შ------–--ე, რომელსაც განემარტა მისთვის მინიჭებული ყველა უფლება. ამის შემდეგ მოხდა ბრალის წარდგენა.
მოწმე დ--- კ-------–---–მა სასამართლოს უჩვენა, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს მიიღეს შეტყობინება კრიმინალური პოლიციის მეხუთე განყოფილებიდან ოჯახური ძალადობის ფაქტზე. განყოფილებაში მისვლისას გაირკვა ცემის ფაქტი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს - ნ----------ესა და ნ------- შ------–--ეს შორის. კერძოდ, ნ----------ემ მას განუმარტა, რომ 21 ოქტომბერს დაახლოებით ღამის 04:00 საათზე ის თავის მეგობართან ერთად დაბრუნდა მეგობრის სახლში და ამავე დროს მათთან მივიდა ნ------- შ------–--ე. მან ნ----------ეს დაუწყო ლანძღვა-გინება, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე სცემა, რის შედეგადაც ნ----------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, სახისა და მკლავის არეში. მოწმის განმარტებით, ნ----------ის გამოკითხვისას, შემაკავებელი ორდერის კითხვარის შევსების შედეგად დაგროვდა 3 ქულაზე მეტი, რაც იყო შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი. აღნიშნულ ორდერში დაფიქსირებული იქნა ფიზიკური ძალადობა, რადგან ცემის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, რადგან სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.
ნ---- გ-------ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მას ჰყავს ახლო მეგობარი ნ----------ე, რომელიც 2017 წლის ოქტომბრიდან ურთიერთ თანაცხოვრებას ეწევა ნ-------ი შ------–--ესთან. ნ---- გ-------სთვის ცნობილი იყო, რომ ნ------- შ------–--ე მეუღლეს უშლიდა მეგობრებთან ერთად ყოფნას, რის გამოც აყენებდა როგორც სიტყვიერ ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის 20 ოქტომბერს ნ---- გ------- და ნ----------ე წავიდნენ ჯგუფ „კონოიას“ კონცერტზე, რის შესახებაც მას არ დაუბარებია მეუღლისათვის. 21 ოქტომბერს შუაღამით ნ---- გ------- და ნ----------ე დაბრუნდნენ ნ----ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში და დაახლოებით ღამის 04:00 საათზე მათთან მივიდა ნ------- შ------–--ე, რომელიც იყო გაბრაზებული და უსაყვედურა ნ----------ეს თუ რატომ იმყოფებოდა მის დაუკითხავად კონცერტზე. აღნიშნულის გამო იგი მისაღებ ოთახში მიუახლოვდა ნ----------ეს, თავდაპირველად შეაგინა დედის მისამართით და ძლიერად ჩაარტყა თავი შუბლის არეში, რის გამოც ნ----------ე დაეცა იატაკზე, იმავდროულად ნ------- შ------–--ე ზემოდან მოექცა ძირს წაქცეულ ნ----------ეს და ძლიერად ორივე ხელებით მიაყენა ფიზიკური დაზიანებები როგორც თვალბუდის არეში, ასევე მკლავებზეც. ნ----------ე ითხოვდა შველას. ნ---- გ-------მ სიტყვიერად მოუწოდა ნ------- შ------–--ეს შეეწყვიტა მისი ძალმომრეობითი მოქმედება, თუმცა ის არ აპირებდა შეჩერებას, რის გამოც ნ---- გ------- ჩადგა მათ შორის და მოახდინა მისი მოცილება ნ----------ისაგან. ამის შემდეგ ნ------- შ------–--ე წავიდა სახლიდან. პირადად მისთვის ნ------- შ------–--ეს რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ასევე არ დაუზიანებია მისი კუთვნილი ნივთები. ნ---- გ-------სთვის ცნობილი არის ასევე სხვა ფიზიკური შეურაცხყოფების ფაქტები, კერძოდ, სავაჭრო ცენტრ კოტონთან და ბ-------ს ქუჩაზე დროებით ნაქირავებ ბინაში, თუმცა აღნიშნულ ფაქტებს თავად არ შესწრებია.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ნ----------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა ნ-------ი შ------–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ასევე უარი განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი). ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ნ-------ი შ------–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას ბრალდებულ ნ-------ი შ------–--ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მისთვის წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
კერძოდ, 2018 წლის თებერვლის, 2018 წლის 06 აპრილის ეპიზოდებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას. ხოლო რაც შეეხება 2018 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომლები მიუთითებენ ნ-------ი შ------–--ის მხრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ----------ის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, ვერ ჩაითვლება საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგან მათი ჩვენება წარმოადგენს დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რის გამოც მათი ჩვენება, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
ხოლო თავის მხრივ, დაზარალებულმა ნ----------ემ უარი განაცხადა მისი მეუღლის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე. ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა ერთადერთი თვითმხილველი მოწმის ნ---- გ-------ს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ჩვენების მისაცემად, რის გამოც სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ნ---- გ-------ს გამოკითხვის ოქმი, მაგრამ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ხსენებული დასკვნა იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ნ----------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მაგრამ ეს მტკიცებულება პირდაპირ ვერ ადასტურებს ნ------- შ------–--ის მიერ ნ----------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, რომლის შედეგად ნ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოცემულ შემთხვევაში სამივე ეპიზოდთან დაკავშირებით შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ ვარაუდზე და არა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულის საწინააღმდეგო, პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც ნ------- შ------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ნ-------ი შ------–--ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის თებერვალში, 2018 წლის 06 მაისსა და 2018 წლის 21 ოქტომბერს, ნ-------ი შ------–--ემ იძალადა თავის მეუღლეზე - ნ----------ეზე, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ მტკიცებულებას გააჩნია მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ნ-------ი შ------–--ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (სამივე ეპიზოდში), ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და ვარაუდზე, რომ ნ------- შ------–--ემ იძალადა მეუღლეზე და ამ ძალადობის შედეგად ნ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ზემოთ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნ------- შ------–--ემ იძალადა მეუღლეზე და ძალადობის შედეგად ნ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ნ-------ი შ------–--ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ნ-------ი შ------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ ნ-------ი შ------–--ის ბრალეულობაში, რის გამოც, ნ-------ი შ------–--ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-------ი შ------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.
ნ-------ი შ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (გ--------ი შ------–--ე) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
განემარტოს ნ-------ი შ------–--ეს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე