გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3107669-3/142-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02.10. 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალცხის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
მოსარჩელე - შ-----------–--------–-–--------------------;
წარმომადგენელი - გ--------–--–----–---–--
მოპასუხე- შ-------------------------------------–----------–-----–--------------–----------–---–--------------–--–-;
წარმომადგენელი-გ----------------.
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--“-ს შს----------–--------–-–--------------------- სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის 3900 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე - შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--“-ს დაეკისროს შ-----------–--------–-–--------------------- მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის-სახელმწიფო ბაჟის გადახდა;
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--სთან“ და შ-----------–--------–-–-------------------- შორის 2015 წლის 31 დეკემბერს დადებულ იქნა N--- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ.
შ-----------–--------–-–-------------------- ვალდებული იყო 2016 წლის 1 აპრილიდან განეხორციელებინა დამკვეთის ობიექტის (მდებარე: ა---––------------------–-------–-----) დაცვა 3 უმცროსი ინსპექტორის მეშვეობით 2017 წლის 31 დეკემბრამდე. დეპარტამენტმა ჯეროვნად უზრუნველყო N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, მაგრამ დამკვეთმა თავის მხრივ ნაწილობრივ შეძლო ვალდებულების შესრულება, კერძოდ შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--“-მ ვერ გადაიხადა 2017 წლის დეკემბრის (ბოლო) თვის მომსახურების საფასურის ნაწილი -1500 ლარი.
შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--“-სთან და შ------–--------–-–-------------------- შორის 2017 წლის 29 დეკემბერს დადებულ იქნა N--- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ.
N--- ხელშეკრულების 1.1; 2.1 და 3.1 პუნქტების საფუძველზე დეპარტამენტი ვალდებული იყო განეხორციელებინა დამკვეთის ობიექტის (მდებარე: ა---––------------------–------–-----) დაცვა 3 უმცროსი ინსპექტორის მეშვეობით, 2018 წლის 01 იანვრიდან- 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა საფასური 2400 ლარი.
დეპატამენტმა ჯეროვნად უზრუნველყო N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, მაგრამ დამკვეთმა არ გადაიხადა მომსახურების საფასური -2400 ლარი.
დავალიანების გადანაწილების მიზნით 2018 წლის 30 მარტს გაფორმდა ურთიერთშეთანხმება, თუმცა მოპასუხემ ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვა ვერ შეძლო.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--“-ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, მაგრამ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--სთან“ და შ-----------–--------–-–-------------------- შორის 2015 წლის 31 დეკემბერს დადებულ იქნა N--- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-N--- ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21);
3.2. ს-------–--------–-–-------------------- ვალდებული იყო 2016 წლის 1 აპრილიდან განეხორციელებინა დამკვეთის ობიექტის (მდებარე: ა---––------------------–-------–-----) დაცვა 3 უმცროსი ინსპექტორის მეშვეობით 2017 წლის 31 დეკემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-N--- ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21);
-N-- ურთიერთშეთანხმება (ს.ფ. 22);
N--- ურთიერთშეთანხმება (ს.ფ. 23);
3.3. დეპარტამენტმა ჯეროვნად უზრუნველყო N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, მაგრამ დამკვეთმა თავის მხრივ ნაწილობრივ შეძლო ვალდებულების შესრულება, კერძოდ შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--“-მ ვერ გადაიხადა 2017 წლის დეკემბრის (ბოლო) თვის მომსახურების საფასურის ნაწილი -1500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
N----------------------------- ბრძანებები დაცვის მომსახურების შესახებ (ს.ფ. 24-26);
ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ და თანხის ბრუნვის ბარათი (ს.ფ.28-29)
3.4. შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--“-სთან და შ------–--------–-–-------------------- შორის 2017 წლის 29 დეკემბერს დადებულ იქნა N--- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-N--- ხელშეკრულება (ს.ფ. 30-32);
3.5. N--- ხელშეკრულების 1.1; 2.1 და 3.1 პუნქტების საფუძველზე დეპარტამენტი ვალდებული იყო განეხორციელებინა დამკვეთის ობიექტის (მდებარე: ა---––-------------------–------–------ დაცვა 3 უმცროსი ინსპექტორის მეშვეობით, 2018 წლის 01 იანვრიდან- 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა საფასური 2400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
N--- ხელშეკრულება (ს.ფ. 30-32);
3.6.დეპატამენტმა ჯეროვნად უზრუნველყო N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, მაგრამ დამკვეთმა არ გადაიხადა მომსახურების საფასური -2400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 27);
-ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ და თანხის ბრუნვის ბარათი (ს.ფ. 28-29);
-N------- ბრძანება (ს.ფ.33)
3.7. დავალიანების გადანაწილების მიზნით 2018 წლის 30 მარტს გაფორმდა ურთიერთშეთანხმება, თუმცა მოპასუხემ ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვა ვერ შეძლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ურთიერთშეთანხმება 30/03/2018 (ს.ფ. 34);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს----------–----–------------------------------ ს-------–--------–-–--------------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--ში“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის - 3900 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის ს----------–----–------------------------------ მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1. მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ შ-----------–--------–-–--------------------ა და შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--“-ს შორის 2015 წლის 31 დეკემბერს დადებულ იქნა N--- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. ს-------–--------–-–-------------------- ვალდებული იყო 2016 წლის 1 აპრილიდან განეხორციელებინა დამკვეთის ობიექტის (მდებარე: ა---––------------------–-------–-----) დაცვა 3 უმცროსი ინსპექტორის მეშვეობით 2017 წლის 31 დეკემბრამდე. დეპარტამენტმა ჯეროვნად უზრუნველყო N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, მაგრამ დაკვეთამ თავის მხრივ ნაწილობრივ შეძლო ვალდებულების შესრულება, კერძოდ შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--“-მ ვერ გადაიხადა 2017 წლის დეკემბრის (ბოლო) თვის მომსახურების საფასურის ნაწილი -1500 ლარი. შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--“-სთან და შ------–--------–-–-------------------- შორის 2017 წლის 29 დეკემბერს დადებულ იქნა N--- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. N--- ხელშეკრულების 1.1; 2.1 და 3.1 პუნქტების საფუძველზე დეპარტამენტი ვალდებული იყო დაგანეხორციელებინა დამკვეთის ობიექტის (მდებარე: ა---––-------------------–------–------ დაცვა 3 უმცროსი ინსპექტორის მეშვეობით, 2018 წლის 01 იანვრიდან- 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა საფასური 2400 ლარი. დეპატამენტმა ჯეროვნად უზრუნველყო N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, მაგრამ დამკვეთმა არ გადაიხადა მომსახურების საფასური -2400 ლარი. დავალიანების გადანაწილების მიზნით 2018 წლის 30 მარტს გაფორმდა ურთიერთშეთანხმება, თუმცა მოპასუხემ ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვა ვერ შეძლო.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს თანხის მოთხოვნის უფლებას, ამასთან სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე - შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--“-ს მოსარჩელე - ს-------–--------–-–--------------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 3900 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის ნახევრის 58,5 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 117 ლარის ოდენობით. მოპასუხემ სარჩელი ცნო, ამდენად, მოპასუხე - შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--ს“ მოსარჩელე - ს----------–----–------------------------------ ს-------–--------–-–--------------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 58,50 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ამასთან შ-----------–--------–-–-------------------- უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 117 ლარიდან 58,5 ლარი სახელმწიფო ხაზინიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს----------–----–------------------------------ ს-------–--------–-–--------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--ს“ (ს.კ.4--------) მოსარჩელე შ-----------–--------–-–--------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს - 3900 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე - შ-------------------------------------–----------–-----–--------------–---------–---–--------------–--ს“ (ს.კ.4--------) მოსარჩელე - შ-----------–--------–-–--------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 58,5 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. შ-----------–--------–-–-------------------- დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟიდან 58,5 ლარი სახელმწიფო ხაზინიდან ( გადახდილი 2019 წლის 16 აპრილს საგადასახადო დავალება N290318.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია