გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2499-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.09.2019 წელი ქ. ქ-------ი
ქ-------ის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მ--–--------------
სხდომის მდივანი -გ-------------
მოსარჩელე- ს--- ი------ის კანონიერი წარმომადგენელი ნ--------------–--ე
წარმომადგენელი - კ--------–-------ე
მოპასუხე- ი---- ი------ე
წარმომადგენელი - მ-----–----------ე; ზ-------------------ე.
დავის საგანი - სანოტარო აქტის ბათილად ცნობა; სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ქ. ქ-------–-------–--------- გამზ N 33/12-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილში, ნოტარიუს ხ-------------------–ის მიერ, 2017 წლის 31 ივლისს გაცემული N 1-------- სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
1.2. ქ. ქ-------–-------–--------- გამზ N 33/12-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ს.კ 0------------------, როგორც სამკვიდრო ქონების შეს---მისად ½ ნაწილის მესაკუთრედ ს--- ი------ის (პ/ნ 6----------) ცნობა.
დავის არსი;
მოსარჩელის განმარტებით, 1999 წლის 05 აგვისტოს გარდაიცვალა ნ--------------–--ის არასრულწლოვანი შვილის ს--- ი------ის ბაბუა პავლე ი------ე, რომლის საკუთრებაშიც ირიცხებოდა უძრავი ქონება, კერძოდ; საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ქ-------ი, ს---–----ს---ს გამზ. №33/12-ში. პავლე ი------ეს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე შვილები - ი---- ი------ე და ს--- ი------ის მამა ირაკლი ი------ე, რომლებმაც ფაქტიური ფლობით მიიღეს მამის სამკვიდრო. 2016 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა ირაკლი ი------ე რის შემდეგ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნ--------------–--ე აპირებდა, როგორც მისი შვილის კანონიერი წარმომადგენელი, ეწარმოებინა სამკვიდრო საქმე ს--- ი------ის მამის და ბაბუის დანაშთ ქონებაზე, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ი---- ი------ესთან, როგორც მემკვიდრესთან. ამ პერიოდში ნ--------------–--ესთან შეუთანხმებლად, ი---- ი------ემ მისი შვილის და შეს---მისად წარმომადგენლის შოთა ჯანიბეგაშვილის მეშვეობით, ფარულად აწარმოა სამკვიდრო საქმე, მისი მამის მთლიან წილზე ისე, რომ დამალეს ნოტარიუსთან სხვა მემკვიდრის არსებობა - აღიდგინა მემკვიდრეობა და ზემოაღნიშნული უძრავი ქონება მთლიანად დაირეგისტრირა საკუთრებად 2017 წლის 04 აგვისტოს, ხოლო შემდეგ 22 აგვისტოს უკვე საჯარო რეესტრში შოთა ჯანიბეგაშვილმა (უძრავი ქონების შენაჩუნების მიზნით) წარადგინა ნაჩუქრობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც აღნიშნული ბინა უკვე დარეგისტრირდებოდა მის საკუთრებად. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ტრანზაქცია შეწყვეტილია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო.
2.2. მოპასუხის პოზიცია
2.2.1. მოპასუხე- ი---- ი------ის წარმომადგენელმა, მ-----–----------ემ და ზ-------------------ემ სარჩელი არ ცნეს და სასამართლოს სხდომაზე განმარტეს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან ნ--------------–--ის მეუღლეს ირაკლი ი------ეს, მამის დანაშთი სამკვიდრო არც ფაქტობრივი ფლობით და არც ნოტარიუსთან მიმართვით არ მიუღიათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ 1999 წლის 05 აგვისტოს გარდაიცვალა პავლე ი------ე (N 6----------).
მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ 26)
3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა ირაკლი ი------ე (N 68167004630).
მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ 27)
3.1.3. დადგენილია, რომ ს--- ი------ე დაბადებული 19.12.2001 წელი არის ნ--------------–--ის და ირაკლი ი------ის შვილი.
მტკიცებულება: დაბადების მოწმობა (ს.ფ 28)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ივლისის N 1-------- სამკვიდრო მოწმობით, ი---- ი------ემ, როგორც გარდაცვლილ პავლე ი------ის პირველი რიგის მემკვიდრემ- შვილმა მიიღო სამკვიდრო ქონება, უძრავი ნივთი მდებარე: ქ. ქ-------ი ს---–----ს---ს გამზ N33, ბ. N12.
მტკიცებულება: 2017 წლის 31 ივლისის N 1-------- სამკვიდრო მოწმობა. (ტ.1.ს.ფ-14-15).
3.2.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 აგვისტოს ი---- ი------ეს და შოთა ჯანიბეგაშვილს შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც შოთა ჯანიბეგაშვილმა პ/ნ 60001125150 ჩუქებით მიიღო ქ. ქ-------ში ს---–----ს---ს N 39/12-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო 36 კვ.მ (ს.კ 0------------------) (ნახაზით 60,84 კვ.მ) ფართობი.
მტკიცებულება: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება - (ტ.1.ს.ფ-18-24).
3.2.3. დადგენილია, 207 წლის 04 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერით ი---- ი------ე იყო ს.კ 03.05.01.115.01/012 ის ქ. ქ-------ის ს---–----ს---ს გამზ N33, ბინის მფლობელი
მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (ტ.1.ს.ფ 25);
3.2.4. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ-------ის სამოქალაქო რეესტრის სამსხურის მიერ 2017 წლის 23 აგვისტოს საინფორმაციო ბარათით ირაკლი პავლეს ძე ი------ე რეგისტრირებულია ქ. ქ-------ში ს---–--- ს---ს გამზ N 33.ბ N12-ში. (რეგისტრაციის თარიღი (15.02.2000)
მტკიცებულება: საინფორმაციო ბარათი (ტ. 1.ს.ფ-32-33)
3.2.5. დადგენილია, რომ შპს „აუდიტ-სერვის-ცენტრი“-ს მიერ გაცემული 2017 წლის 29 აგვისტოს დასკვნით საცხოვრებელი ბინა საერთო ფართობით 36.00 კვ.მ. ს.კ. 0------------------- ს---ზრო ფასების გათვალისწინებით შეფასა 48.000 ლარად.
მტკიცებულება: შპს „აუდიტ-სერვის-ცენტრი“-ს მიერ გაცემული 2017 წლის 29 აგვისტოს დასკვნა (ტ. 1.ს.ფ-34).
3.2.6. დადგენილია, 2017 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულებით N35 ადვოკატისათვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1200.00 ლარი.
2017 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულება N35 (ტ. 1.ს.ფ-38-42).
3.2.7. მოსარჩელის ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა მარიკა ფრუიძემ განმარტა, რომ არის პედაგოგი და ცხოვრობს მოსარჩელის მეზობლად. ი---- ი------ეს იცნობს მას შემდეგ, რაც ნათია გახდა ი------ეების რძალი.
მოწმის განმარტებით, მამის გარდაცვალებისას ირაკლი ი------ე იყო მსჯავრდებული და სასჯელს იხდიდა რუსეთის ფედერაციაში. მამის, პავლე ი------ის გარდაცვალებიდან მალევე ირაკლი ი------ე დაბრუნდა მამისეულ სახლში. იყო ავად. მამის გარდაცვალების ექვსი თვის თავი გადაიხადეს მისი მონაწილეობით. ბინა გაარემონტა ნათიას შერთვის შემდეგ. ირაკლი უგზავნიდა ბინის რემონტის თანხებს. იმ ბინაში ცხოვრობდა ი---- ი------ე შვილთან ერთად. ბინის შესახებ დედმამიშვილები შეთანხმებული იყვნენ, რომ უნდა ეცხოვრათ ერთად. სახლი იყო ირაკლი ი------ის და დაბრუნდა სახლში. გარდაიცვალა იქვე.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.8. მოსარჩელის ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა ნათია ორმოცაძემ განმარტა, რომ არის მოსარჩელის მეზობელი.
მოწმის განმარტებით, მამის გარდაცვალებისას ირაკლი ი------ე იყო მსჯავრდებული და სასჯელს იხდიდა რუსეთის ფედერაციაში. მამის, პავლე ი------ის გარდაცვალებიდან სამ თვეში ირაკლი ი------ე დაბრუნდა მამისეულ სახლში. სხვა სახლი არ ჰქონდა. რემონტი გააკეთა ირაკლიმ. სურდა ბინის საკუთარ სახელზე გაფორმება. იყო ავად, თუმცა მოვლას არ საჭიროებდა. საავადმყოფოშიც საკუთარი ფეხით მივიდა.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.9. მოპასუხის ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა გიორგი კაპანაძემ განმარტა, რომ არის მოპასუხის მეზობელი. მოწმემ არც უარყო და არც დაადასტურა პავლე ი------ის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ირაკლი ი------ის მამისეულ სახლში დაბრუნების ფაქტი.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.10. მოპასუხის ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა ირინა გელენიძემ განმარტა, რომ არის მოპასუხის მეზობელი. მოწმის განმარტებით, ირაკლი ი------ე რუსეთიდან ჩამოვიდა მამის სახლში, იყო ავად და უვლიდა ი---- ი------ე. ირაკლი ი------ეს მემკვიდრეობასთან დაკავშირებით არ უსაუბრია. მკურნალობის ხარჯებს იღებდა ი---- ი------ე და ვალების გამო წავიდა საზღვარგარეთ.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.11. მოპასუხის ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა გიორგი ბერძენიშვილმა განმარტა, რომ ნათია უღრელიძე გაიცნო ირაკლის გარდაცვალების დღეს. იცის რომ სახლის რემონტი გაკეთდა ირაკლის ხარჯებით. ირაკლის არ გამოუხატავს აზრი ქონების ი---- ი------ისათვის გადაცემის შესახებ.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.12. სასამართლო აღნიშნავს-საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-4 მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
შეს---მისად, დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენს სსსკ-ში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, რომლებზეც ისინი თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.
მოცემულ შემთხვევაში, აწ. გარდაცვლილი ირაკლი ი------ის მიერ, 1999 წლის 05 აგვისტოს გარდაცვლილი პავლე ი------ის დანაშთი სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების მტკიცების ტვირთი, მოსარჩელის მხარესაა, რომელმაც შეძლო წარმოედგინა შეს---მისი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზეც სათანადოდ დაასაბუთა აღნიშნული გარემოება.
სასამართლო მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე მიუთითებს, რომ მოსარჩელე ს--- ი------ის კანონიერი წარმომადგენელის, ნ--------------–--ის მოწმეთა ჩვენების გაზიარებით, უდავოდ დგინდება შემდეგი: „მიუხედავად იმისა, რომ აწ. გარდაცვლილი ირაკლი ი------ე მამის დაკრძალვას არ დასწრებია (იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში), იგი მამის, 1999 წლის 05 აგვისტოს გარდაცვლილი პავლე ი------ის გარდაცვალებიდან ექვს თვეში დაბრუნდა მამისეულ სახლში, მდებარე, ქ. ქ-------ი, ს---–--- ს---ს გამზ N 33.ბ N12-ში. ცხოვრობდა და რეგისტრირებულია იქვე და გარდაიცვალა იქვე 2016 წლის 14 ივლისს. ამდენად, უდავოდ დადგენილია, რომ მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება, რომელიც ბუნებრივია მემკვიდრეობით გადავა მის შვილზე - ს--- ი------ეზე.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე,1336-ე, 1319-ე, 1320-ე, 1421-ე, 1424-ე, 1452-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103, 105-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებელის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებელის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებელის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. იმავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება – ეს არის ნებითი მოქმედება, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს თანხმობას, მიიღოს მამკვიდრებელის კუთვნილი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და თავისი ბუნებით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მემკვიდრის თანხმობის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამკვიდროს მიმღებ პირად. იმისათვის, რომ სამკვიდროს მიღება იყოს ნამდვილი და წარმოშობდეს მემკვიდრეთა უფლებებს სამკვიდროზე, იგი, როგორც ყველა სხვა გარიგება, უნდა პასუხობდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
6.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეს---მისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონით მემკვიდრეობა, ვინაიდან 1999 წლის 05 აგვისტოს გარდაცვლილ პავლე ი------ეს ანდერძი არ დაუტოვებია.
დადგენილია, რომ 1999 წლის 05 აგვისტოს გარდაცვლილ პავლე ი------ეს დარჩა ორი შვილი, პირველი რიგის ორი მემკვიდრე, შვილები - მოპასუხე ი---- ი------ე და 2016 წლის 14 ივლისს გარდაცვლილი - ირაკლი ი------ე, რომელსაც თავის მხრივ დარჩა - მეუღლე, მოსარჩელე ნ--------------–--ე და მცირეწლოვანი შვილი - ს--- ი------ე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ივლისის N 1-------- სამკვიდრო მოწმობით, ი---- ი------ემ, როგორც გარდაცვლილი პავლე ი------ის პირველი რიგის მემკვიდრემ- შვილმა მიიღო სამკვიდრო ქონება, უძრავი ნივთი მდებარე: ქ. ქ-------ი ს---–----ს---ს გამზ N33, ბ. N12. ს/კ. 0-------------------
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შეს---მისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
როგორც აღინიშნა, თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას, სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას (მაგალითად, არ იცხოვრებს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში) ან არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მამკვიდრებელის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს.
-ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.
6... განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ-------ის სამოქალაქო რეესტრის სამსხურის მიერ 2017 წლის 23 აგვისტოს საინფორმაციო ბარათით ირაკლი პავლეს ძე ი------ე რეგისტრირებულია ქ. ქ-------ში ს---–--- ს---ს გამზ N 33.ბ N12-ში. (რეგისტრაციის თარიღი (15.02.2000) (ტ. 1.ს.ფ-32-33).
როგორც აღინიშნა, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აწ. გარდაცვლილი ირაკლი ი------ე მამის დაკრძალვას არ დასწრებია (იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში), იგი მამის, 1999 წლის 05 აგვისტოს გარდაცვლილი პავლე ი------ის გარდაცვალებიდან ექვს თვეში დაბრუნდა მამისეულ სახლში, მდებარე, ქ. ქ-------ი, ს---–--- ს---ს გამზ N 33.ბ N12-ში. ცხოვრობდა და რეგისტრირებულია იქვე და გარდაიცვალა იქვე 2016 წლის 14 ივლისს. ამდენად, უდავოდ დადგენილია, რომ მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება, რომელიც ს.კ. 1421-ე მუხლის საფუძველზე მემკვიდრეობით გადავა მის შვილზე - ს--- ი------ეზე.
ამდენად, მოპასუხე ი---- ი------ის მიერ, 1999 წლის 05 აგვისტოს გარდაცვლილ მამის, პავლე ი------ის სამკვიდრო ქონების სრულად მიღება ეწინააღმდეგება და ლახავს ირაკლი ი------ის შვილის -ს--- ი------ის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ მემკვიდრეობის უფლებას.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ -ს--- ი------ეს უფლება აქვს მიიღოს მამის დანაშთი სამკვიდროდან კუთვნილი ½ ნაწილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება. მემკვიდრეობის უფლება წარმოადგენს პირადი ქონებრივი ხასიათის უფლებას, ერთ-ერთი ან თუნდაც რამდენიმე მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება, არ ნიშნავს სხვა მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღებას. სწორედ ამ უფლების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ წესებსა და პირობებს, რასთანაც დაკავშირებულია და რაც განსაზღვრავს გარდაცვლილი პირის სამკვიდროს მიღებას.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოხმობილი ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, კერძოდ, ირაკლი ი------ის მიერ 1999 წლის 05 აგვისტოს გარდაცვლილი მამის, პავლე ი------ის დანაშთი სამკვიდროს მიღების ფაქტი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად - პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელემ სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 720 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფისათვის 50 ლარი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა საფუძვლიანია. კერძოდ, მოპასუხე ი---- ი------ეს ნ--------------–--ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 960 ლარი, რაც შეადგენს 24 000 ლარის 4% და, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის ფარგლებშია.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხი:
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსს კოდექსის 199.1 მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ნ--------------–--ის სარჩელი.
2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ხ-------------------–ის მიერ 2017 წლის 31 ივლისს გაცემული N 1-------- სამკვიდრო მოწმობა, ქ. ქ-------–-------–--------- გამზ N 33/12-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ 0------------------) სამკვიდრო ქონების ½ ნაწილში
3. ქ. ქ-------–-------–--------- გამზ N 33/12-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ს.კ (0------------------), ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს ს--- ი------ე (პ/ნ 6----------).
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 720 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი და საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი 960 ლარი, გადასახდელად დაეკისროს მოპასუხე ი---- ი------ეს მოსარჩელე ნ--------------–--ის სასარგებლოდ.
5. უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქ-------ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა არ დაიშვება.
მოსამართლე მ--–--------------