გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.09.2019
საქმის ნომერი
080310018002483688
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/384-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მ--–----------ნიძე

სხდომის მდივანი - ნ------------აძე

მოსარჩელე – ე-–--------–----–---–ი

წარმომადგენელი - დ-------–-----აძე

მოპასუხე - სა---------–---------–ამენტი

წარმომადგენელი - ბ--------------–---ი

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 04 მაისის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი №---- აქტის, ე-–--------–----–---–ის 2018 წლის 27 აპრილის №---- განცხადებაში მოთხოვნილი არაანაზღაურებადი შვებულების (2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა.

 

1.2. სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 10 მაისის №236/1 ბრძანების ე-–--------–----–---–ის სამსახურიდან დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობა.

 

1.3. სა---------–---------–ამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ა-------ის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ე-–--------–----–---–ის აღდგენა.

 

1.4. დაევალოს მოპასუხე, სა---------–---------–ამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება ე-–--------–----–---–ის 2018 წლის 27 აპრილის №---- განცხადება არაანაზღაურებადი შვებულების (2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე) დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 

დავის არსი:

 

სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსს ბატონ გივი მიქანაძეს. განცხადებაში მითითებული იყო, რომ ე-–--------–----–---–სა და სა---------–---------–ამენტს, ნიკოლოზ ნათენაძესა და სოფიო კილაძეს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომლის მოთხოვნებს წარმოადგენს დისციპლინური წარმოების შედეგად მიღებული აქტის ბათილად ცნობა, ასევე ე-–--------–----–---–ის მიმართ მიმდინარე შევიწროების (პროფესიის ნიშნით დისკრიმინაცია) დადგენა და მისი აღმოფხვრა. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ე-–--------–----–---–მა გამოთქვა სურვილი, რომ ესარგებლა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით მონიჭებული უფლებით და გამოეყენებია ანაზღაურების გარეშე შვებულება 01 წლის ვადით 2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე. ე-–--------–----–---–მა მიუთითა, რომ ამ პერიოდში დასრულდებოდა ზემოთ აღნიშნული სასამართლო დავა და არაანაზღაურებადი შვებულების შემდეგ შეეძლებოდა მუშაობა მშვიდ და არადისკრიმინაციულ გარემოში განეგრძო. ე-–--------–----–---–მა განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ ,,იმ შემთხვევაში თუ შვებულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული პოზიციიდან 2018 წლის 10 მაისიდან’’.

 

სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 04 მაისის წერილით ე-–--------–----–---–ს უარი ეთქვა არაანაზღაურებადი შვებულების მიცემაზე და განემარტა, რომ ,,განცხადებაში დასახელებული გარემოებები არ არის მოხელისათვის ანაზღაურების გარეშე შვებულების მიცემის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებული დისკრეციის ფარგლებში მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სამსახურში დროებით არმყოფი მოხელის დროებით მოვალეობის შემსრულებლით ჩანაცვლებას’’. წერილში არ არის დასაბუთებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერება და არ არის მითითებული საჯარო დაწესებულების თუ არა ინტერესს ეწინააღმდეგებოდა ე-–--------–----–---–ის არაანაზღაურებად შვებულებაში გასვლა.

 

2018 წლის 04 მაისის წერილში ასვე მითითებულია, რომ ,,რაც შეეხება მეორე მოთხოვნას დაკავებული პოზიციიდან 2018 წლის 10 მაისიდან გათავისუფლების შესახებ, მას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი’’. სრულიად გაურკვეველია თუ რა იგულისხმება პ----–------ის ა-------ის უფროსის წერილის ამ ფრაზაში, რადგან არც არაანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნასთან და არც სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მოტივაციას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს და არ აკონკრეტებს თუ რა მოტივით არის ან არ არის დასაშვები არაანაზღაურებადი შვებულების აღება ან სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნა.

 

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა ახალი განცხადებით სადაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება და 2018 წლის 10 მაისის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს სამსახურიდან.

 

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ე-–--------–----–---–ი იძულებული გახდა მიემართა ახალი განცხადებით, რომელშიც მითითებულია, რომ მას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ანაზღაურების გარეშე შვებულებაზე, შესაბამისად იგი იძულებულია დატოვოს სამსახური. განცხადებაში მითითებული იყო რომ ე-–-ა ფ---–----–---–ი სამსახურში ვეღარ გამოცხადდებოდა 2018 წლის 10 მაისიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს პ----–------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 04 მაისის №---- წერილის ბათილად ცნობის თაობაზე არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

 

ის გარემოება, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომლის განხილვაც მიმდინარეობს საკასაციო ინსტანციაში, ეს თავისთავად არ წარმოადგენს დასაბუთებულ სამართლებრივ საფუძველს საკითხის დადებითად გადაწყვეტის თვალსაზრისით. საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მხრიდან იმის მტკიცება, რომ აღნიშნულ ინსტანციაში საქმის წარმოებისათვის მას სჭირდება 01 წლიანი ანაზღაურების გარეშე შვებულება, მითუმეტეს როცა მის ინტერესებს აღნიშნულ საქმეზე იცავენ ადვოკატები, როგორც ცნობილია უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოების წესიდან გამომდინარე შესაძლებელია საქმე დაუშვებლად იქნას მიჩნეული ან საქმე განხილულ იქნას მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე ან საქმე განხილულ იქნას მხარეთა დასწრებით ზეპირი მოსმენით, რასაც შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე სასამართლო სხდომა, რისთვისაც არ შეიძლება მას სჭირდებოდეს 01 წლიანი ანაზღაურების გარეშე შვებულება, საკმარისი იყო საკითხი დაეყენებინა მის ხელმძღვანელობასთან, რომ სასამართლო სხდომებში მიეღო მონაწილეობა, როგორც ეს მოხდა წინა სასამართლო პროცესებზე, შესაბამისად მოსარჩელის მიერ მითითებული კანონიერი ინტერესის არსებობის დასაბუთება არ არის არგუმენტირებული.

 

მოსარჩელე ასევე მიუთითებს შემდეგ გარემოებაზე, რომ ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის ერთწლიან პერიოდში დასრულდება აღნიშნული სასამართლო დავა და მას შესაძლებლობა ექნება მუშაობა გააგრძელოს მშვიდ და არადისკრიმინაციულ გარემოში, აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ მას დისკრიმინაციულ გარემოში უწევს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება, ვინაიდან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებს არ დაუდგენიათ დისკრიმინაცია პროფესიის ნიშნით, შესაბამისად ვერც ეს ,,გარემოება’’ ვერ იქნება მიჩნეული საკმარის საფუძვლად ანაზღაურების გარეშე შვებულებით დაკმაყოფილების თვალსაზრისით, შესაბამისად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არათუ არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, არამედ საერთოდ არ არის სახეზე.

 

ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 04 მაისის №---- წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ანაზღაურების გარეშე შვებულებით დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს, ასევე წერილში მითითებულია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სამსახურში დროებით არმყოფი მოხელის დროებით მოვალეობის შემსრულებლით ჩანაცვლებას, რაც სამართლებრივად დარეგულირებულია ამავე კანონის 125-ე მუხლით, შესაბამისად განმცხადებლისათვის სრულიად ნათლად და გასაგებად იყო მითითებული ის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც განაპირობა მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

მეორე სასარჩელო მოთხოვნას - მოპასუხე არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 10 მაისის №236/1 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. როგორც ცნობილია მოსარჩელემ 2018 წლის 07 მაისს განცხადებით მიმართა სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსს და მოთხოვა ,,გთხოვთ, ჩემ მიერ წარმოდგენილი ,,საკუთარი განცხადება’’ მიიღოთ მხედველობაში და გამათავისუფლოთ სამსახურიდან 2018 წლის 10 მაისიდან. 10 მაისიდან სამსახურში ვეღარ გამოვცხადდები...’’

 

აღნიშნული განცხადების საფუძველზე სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის მიერ 2018 წლის 10 მაისს გამოიცა ბრძანება ,,ე-–-ა ფ---–----–---–ის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან დაუყონებლივ განთავისუფლების შესახებ’’, ხოლო ვინაიდან მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა კონკრეტული თარიღიდან - 2018 წლის 10 მაისიდან, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდა მოთხოვნის შესაბამისად და დაუყონებლივ გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან მითითებული თარიღიდან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 10 მაისის №236/1 ბრძანება სრულად აკმაყოფილებს ინდ. ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა აღდგენილ იქნეს სა---------–---------–ამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ა-------ის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა სამართლებრივი არგუმენტაცია მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 10 მაისის №236/1 ბრძანების ბათილად ცნობის საკითხს. გასაჩივრებული ინდ. ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი არის კანონიერი და დაუსაბუთებელი, შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მისი სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობასთან, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რადგან მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა საკუთარი განცხადების საფუძველზე და მის ნებაზე რაიმე ფორმით ზეგავლენა არავის მოუხდენია, თანაც გათავისუფლებას მოითხოვდა ორი სხვადასხვა განცხადებით. მოპასუხის აზრით, ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ საქმე წარმოადგინონ იმგვარად, რომ მიღებული (გასაჩივრებული) გადაწყვეტილებით თითქოს კვლავ გრძელდება მის მიმართ შევიწროების ფაქტები და ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას.

 

მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა -დაევალოს სა---------–---------–ამენტს ახალი ინდ.ადმ. სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ე. ფ---–----–---–ის 2018 წლის 27 აპრილის №---- განცხადება არაანაზღაურებადი შვებულების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რადგან სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 04 მაისის №---- წერილით განმცხადებელს სრულიად გასაგებად განემარტა, რომ მის მიერ წერილში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ საკმარის სამართლებრივ საფუძველს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უფლებამოსილ პირს მიეღო სხვაგვარი (დაკმაყოფილების) გადაწყვეტილება. შესაბამისად აღნიშნული მოცულობის პირობებში, როდესაც მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე, თავისთავად გამორიცხავს აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ შესაძლებლობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ე-–--------–----–---–ი მუშაობდა სა---------–---------–ამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ა-------ის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

მტკიცებულება: სარჩელი; მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ე-–--------–----–---–მა 2018 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსს გივი მიქანაძეს. განცხადებაში მითითებული იყო, რომ ე-–-ა ფ---–----–---–სა და სა---------–---------–ამენტს, ნიკოლოზ ნათენაძესა და სოფიო კილაძეს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომლის მოთხოვნებს წარმოადგენს დისციპლინური წარმოების შედეგად მიღებული აქტის ბათილად ცნობა, ასევე ე-–--------–----–---–ის მიმართ მიმდინარე შევიწროების (პროფესიის ნიშნით დისკრიმინაცია) დადგენა და მისი აღმოფხვრა. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ე-–--------–----–---–მა გამოთქვა სურვილი, რომ ესარგებლა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით მონიჭებული უფლებით და გამოეყენებია ანაზღაურების გარეშე შვებულება 01 წლის ვადით 2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე. ე-–--------–----–---–მა მიუთითა, რომ ამ პერიოდში დასრულდებოდა ზემოთ აღნიშნული სასამართლო დავა და არაანაზღაურებადი შვებულების შემდეგ შეეძლებოდა მუშაობა მშვიდ და არადისკრიმინაციულ გარემოში განეგრძო. ე-–--------–----–---–მა განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ ,,იმ შემთხვევაში თუ შვებულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული პოზიციიდან 2018 წლის 10 მაისიდან’’.

მტკიცებულება: განცხადება (ტ.1. ს.ფ. 44)

 

3.2.2. დადგენილია, რომ სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 04 მაისის წერილით ე-–--------–----–---–ს უარი ეთქვა არაანაზღაურებადი შვებულების მიცემაზე და განემარტა, რომ ,,განცხადებაში დასახელებული გარემოებები არ არის მოხელისათვის ანაზღაურების გარეშე შვებულების მიცემის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებული დისკრეციის ფარგლებში მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სამსახურში დროებით არმყოფი მოხელის დროებით მოვალეობის შემსრულებლით ჩანაცვლებას’’.

მტკიცებულება: გივი მიქანაძის პასუხი (ტ.1. ს.ფ.45 )

 

3.2.3. დადგენილია, რომ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსს და მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

მტკიცებულება: ე-–-ა (ტ.1. ს.ფ.46)

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 10 მაისის N 236/1 ბრძანების საფუძველზე ე-–--------–----–---–ი გაათავისუფლეს სა---------–---------–ამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ა-------ის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან.

მტკიცებულება: 2018 წლის 10 მაისის N 236/1 ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 47)

 

3.2.5. მოცემულ შემთხვევაში მხართა შორის დავას იწვევს არაანაზღაურებად შვებულებაზე უარი, ასევე, 2018 წლის 10 მაისის სამსახურიდან გათავისუფლების N 236/1 ბრძანების კანონიერება, აღნიშნული კი, სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს ე-–--------–----–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

5.1.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს აღძრას სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამ სახის სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს მოთხოვნილი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგო უარის თქმა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ამგვარი სასარჩელო მოთხოვნისათვის აუცილებელია ისეთი წინაპირობის არსებობა, როგორიცაა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაინტერესებული პირის მოთხოვნით ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარის თქმა. უარის თქმაში იგულისხმება, როგორც წერილობითი უარი, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უარის თქმად განიხილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა, დადგენილ ვადაში აქტის არ გამოცემა.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ე-–--------–----–---–ის მოთხოვნას წარმოადგენს - სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 04 მაისის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი №---- აქტის, ე-–--------–----–---–ის 2018 წლის 27 აპრილის №---- განცხადებაში მოთხოვნილი არაანაზღაურებადი შვებულების (2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა;

სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 10 მაისის №236/1 ბრძანების ე-–--------–----–---–ის სამსახურიდან დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობა;

სა---------–---------–ამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ა-------ის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ე-–--------–----–---–ის აღდგენა და სა---------–---------–ამენტზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება ე-–--------–----–---–ის 2018 წლის 27 აპრილის №---- განცხადება არაანაზღაურებადი შვებულების (2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე) დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 

-ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტები,სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 04 მაისის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი №---- აქტი, ე-–--------–----–---–ის 2018 წლის 27 აპრილის №---- განცხადებაში მოთხოვნილი არაანაზღაურებადი შვებულების (2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 10 მაისის №236/1 ბრძანება ე-–--------–----–---–ის სამსახურიდან დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ; სა---------–---------–ამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ა-------ის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ე-–--------–----–---–ის აღდგენისა და სა---------–---------–ამენტზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება ე-–--------–----–---–ის 2018 წლის 27 აპრილის №---- განცხადება არაანაზღაურებადი შვებულების (2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე) დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

6.4. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის 62-ე მუხლი ადგენს საჯარო მოსამსახურის შესახებ შვებულებით სარგებლობის სტანდარტებს.

კერძოდ, მოხმობილი მუხლის პირველი ნაწილით - 1. მოხელისათვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.

2. მოხელეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით მოხელეს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოხელეს შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს მიეცემა. (29.06.2017. №1157)

3. მოხელეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.

4. მოხელეს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელთან უნდა შეთანხმდეს.

 

იმავე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენს მოცემული სარჩელის სამართლებრივ საფუძველს. კერძოდ, მითითებული მუხლით - მოხელეს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საჯარო დაწესებულების ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი სამართალურთიერთობის წარმოშობის საფუძველია იურიდიული შინაარსის მქონე ფაქტი.

 

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ 2018 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსს ბატონ გივი მიქანაძეს და აღნიშნა, რომ მასსა და სა---------–---------–ამენტს, ნიკოლოზ ნათენაძესა და სოფიო კილაძეს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომლის მოთხოვნებს წარმოადგენს დისციპლინური წარმოების შედეგად მიღებული აქტის ბათილად ცნობა, ასევე ე-–--------–----–---–ის მიმართ მიმდინარე შევიწროების (პროფესიის ნიშნით დისკრიმინაცია) დადგენა და მისი აღმოფხვრა. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ე-–--------–----–---–მა გამოთქვა სურვილი, რომ ესარგებლა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით მონიჭებული უფლებით და გამოეყენებია ანაზღაურების გარეშე შვებულება 01 წლის ვადით 2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე. ე-–--------–----–---–მა მიუთითა, რომ ამ პერიოდში დასრულდებოდა ზემოთ აღნიშნული სასამართლო დავა და არაანაზღაურებადი შვებულების შემდეგ შეეძლებოდა მუშაობა მშვიდ და არადისკრიმინაციულ გარემოში განეგრძო.

 

ცხადია კანონის აღნიშნული დანაწესი (,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილი), უფლებას აძლევს საჯარო მოხელეს ისარგებლოს არაანაზღაურებადი შვებულებით, თუმცა ამავე დროს უფლების არსებობა, ან მისი რეალიზაცია ცალკეულ ობიექტურ გარემოებებზე დამოკიდებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს, როდესაც ასეთი გარემოებები არსებითად ცვლიან უფლების განმაპირობებელი ვითარების შემადგენლობას და ეს აშკარად გამომდინარეობს კანონიდან.

ის, რომ მოსარჩელე სასამართლო წესით დავობს უფლების შესაძლო დარღვევაზე და სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საკასაციო ინსტანციაში, მითითებული ფაქტი არ შეიძლება გახდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების განმაპირობებელი გარემოება, რადგან კანონი იქვე განსაზღვრავს, რომ ანაზღაურებისგარეშე შვებულების გამოყენება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო დაწესებულების ინტერესებს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე-–--------–----–---–ი მუშაობდა სა---------–---------–ამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ა-------ის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი უფლება - მოვალეობები განსაზღვრული იყო კანონით.

 

6.5.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით უნდა მოახდინოს მის დისკრეციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტა, რაც სამოქალაქო წესრიგის დაცვის აუცილებელი პირობა და გარანტია.

 

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება, გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

საქართველოს საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად არ უნდა მიიღოს. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი, უპირველესად, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. მართალია, სასამართლოს კომპეტენციას სცილდება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს, შეამოწმოს საკითხის გადაჭრის ყველაზე მისაღები გზის არჩევის მიზანშეწონილობა, მაგრამ სასამართლო ზედამხედველობს ასეთი აქტების სათანადო დასაბუთებას, რაც საკითხის გადაჭრის დროს კანონიერების, გამჭირვალობის, ობიექტურად შეფასების თანაბარზომიერების, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის მიღებული“.

 

-მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვინაიდან ე-–--------–----–---–ის მოთხოვნა ანაზღაურებისგარეშე შვებულების მიცემაზე, ეწინააღმდეგებოდა სა---------–---------–ამენტის ფუნქციონალურ ინტერესებს, მას სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსმა, მისივე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სარჩელი სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 04 მაისის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი №---- აქტის, ე-–--------–----–---–ის 2018 წლის 27 აპრილის №---- განცხადებაში მოთხოვნილი არაანაზღაურებადი შვებულების (2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობის და სა---------–---------–ამენტზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ე-–--------–----–---–ის 2018 წლის 27 აპრილის №---- განცხადება არაანაზღაურებადი შვებულების (2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე) დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, მოთხოვნის ნაწილში.

 

6... სარჩელი ასევე უსაფუძვლოა სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის 2018 წლის 10 მაისის №236/1 ბრძანების ე-–--------–----–---–ის სამსახურიდან დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობის და სა---------–---------–ამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ა-------ის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ე-–--------–----–---–ის აღდგენის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

ამავე კანონის 108-ე მუხლით - მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით - მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ე-–--------–----–---–მა, 2018 წლის 07 მაისს განცხადებით მიმართა სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსს - ,,გთხოვთ, ჩემ მიერ წარმოდგენილი ,,საკუთარი განცხადება’’ მიიღოთ მხედველობაში და გამათავისუფლოთ სამსახურიდან 2018 წლის 10 მაისიდან. 10 მაისიდან სამსახურში ვეღარ გამოვცხადდები...’’ (ტ.1. ს.ფ.)

 

აღნიშნული განცხადების საფუძველზე სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსის მიერ, 2018 წლის 10 მაისს გამოიცა ბრძანება ,,ე-–--------–----–---–ის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან დაუყონებლივ განთავისუფლების შესახებ’’, ხოლო ვინაიდან მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა კონკრეტული თარიღიდან - 2018 წლის 10 მაისიდან, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდა მოთხოვნის შესაბამისად და დაუყონებლივ გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან მითითებული თარიღიდან.

 

6.7. საჯარო ხელისუფლების განხორციელება საჯარო - სამართლებრივი ურთიერთობების მეშვეობით ვლინდება. ამასთანავე, საჯარო - სამართლებრივი ურთიერთობა განსხვავდება კერძო - სამართლებრივი ურთიერთობისაგან იმ ძირითადი ნიშნით, რომ საჯარო - სამართლებრივი ურთიერთობა იმპერატიული ხასიათისაა და ეფუძნება ლეგალურობის და კანონით ბოჭვის პრინციპს, განსხვავებით კერძო - სამართლებრივი ურთიერთობისგან, სადაც უპირატესად მოქმედებს პირადი ავტონომიის პრინციპი. საჯარო - სამართლებრივი ურთიერთობა არეგულირებს მოქალაქესა და საჯარო დაწესებულების ან საჯარო დაწესებულებათა შორის ურთიერთობას. უდავოა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

 

როგორც აღინიშნა, ცხადია კანონის დანაწესი უფლებას აძლევს საჯარო მოხელეს ისარგებლოს არაანაზღაურებადი შვებულებით, თუმცა ამავე დროს უფლების არსებობა ან მისი რეალიზაცია ცალკეულ ობიეტურ გარემოებებზე დამოკიდებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს, როდესაც ასეთი გარემოებები არსებითად ცვლიან უფლების განმაპირობებელი ვითარების შემადგენლობას და ეს აშკარად გამომდინარეობს კანონიდან. ვინაიდან არაანაზრაურებადი შვებულების მიცემა წინააღმდეგებოდა სა---------–---------–ამენტის ფუნქციონალურ ინტერესებს, სა---------–---------–ამენტის ა-------ის უფროსმა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ე-–--------–----–---–ს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

 

ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან გასაჩივრებული ინდ. ადმინისტრაციული აქტები არ ლახავს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,უ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხი.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 10-ე, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს ე-–--------–----–---–ის სარჩელი.

 

2. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე მ--–----------ნიძე