გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.09.2019
საქმის ნომერი
120210019003109770
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3109770-2/463-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 სექტემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი მ------ სუხიაშვილი

მოსარჩელე - ა---------–---–ი

წარმომადგენელი - ე--------------–--ე

მოპასუხე - სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის

სოფელ ა--- საჯარო სკოლა

წარმომადგენელი - მ--------------ე, გ------------–--–-–---–ი

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელი ა--- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის 2019 წლის 20 ივნისის N1 სხდომის ოქმი.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელი ა--- საჯარო სკოლის დირექტორის მ--------------ის 2019 წლის 24 ივნისის N---- ბრძანება და 2019 წლის 9 ივლისის N---- ბრძანება.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ა---------–---–სა და ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯრო სკოლის დირექტორის მ/შ მ--------------ეს შორის უთანხმოება წარმოიშვა ჯერ კიდევ 2016 წლიდან, რის შემდგომაც მოსარჩელემ ვერ შეძლო დირექტორთან ურთიერთობის ნორმალიზება, რადგან დირექტორის მ/შ სრულიად უსაფუძვლოდ თვლიდა და თვლის, რომ სკოლიდან განთავისუფლებულ ადმინისტრატორს რ---------------–-–------ს, დირექტორის წინააღმდეგ საჩივარი სწორედ ა---------–---–მა დააწერინა. ამასთან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უსაფუძვლოდ თვლის, რომ ა---------–---–ი მის საქმიანობას ჩუმად უთვალთვლებს, იწერს მის მასწავლებლებთან საუბრებს, რატა შემდგომში ეს ყოველივე გამოიყენოს მის წინააღმდეგ.

2019 წლის 4 ივნისს სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელი ა--- საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მ--------------ემ მიმართა, სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელი ა--- საჯარო სკოლის დისციპლინარულ კომიტეტს N6----- წარდგინებით, რომ თითქოს ა---------–---–მა 2019 წლის 10 მაისს და 13 მაისს საჯარო სკოლაში თავისი მობილური ტელეფონით განახორციელა მისი და მასწავლებლების უკანონო ჩაწერა, მას ჩამოართვეს ახსნა-განმარტება და 2019 წლის 20 ივნისს ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დისციპლინარულმა კომიმტეტმა, დასწრების გარეშე, სრულიად უკანონოდ და საკითხის შეწავლის გრეშე, მხოლოდ მოწმეთა ჩამორთმეული ახსნა-განმარტებების საფუძველზე ჩატარებული სხდომის ოქმით მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი დადგენილება, რითაც მათემატიკის მასწავლებელს ა---------–---–ის ქმედება რომელიც მას არ ჩაუდენია ჩაუთვალეს დისციპლინარულ გადაცდომად, კერძოდ მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დარღვევად, რისთვისაც მათი ამ გადაწყვეტილებითვე რეკომენდაცია მისცეს სკოლის დირექტორს დაეკისრებინა შეასბამისი ბრძანებით ა---------–---–ისატვის საყვედური პირად საქმეში შეტანით.

 

2019 წლის 24 ივნისს ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელი ა--- საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მ--------------ემ N---- ბრძანებით ასევე უკანონოდ მისცა საყვედური პირად საქმეში შეტანით ა---------–---–ს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დსციპლინარული კომიტეტის მიერ სრულად მოხდა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, განიხილა ა---------–---–ის მიერ განხორციელებული დისციპლინარული გადაცდომის ფაქტები, რომელიც გამოიხატა მისი მხრიდან სხვისი საუბრის ფარულს ჩაწერაში და მას დაეკისრა შესაბამისი სახდელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 17 სექტემბერს სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დირექტორს მ--------------ეს და ა---------–---–ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება №210, რომლის თანახმადაც ა---------–---–ი დანიშნული იქნა სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 17.09.2018წ. შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 97-101);

3.1.2. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად სკოლის შინაგანაწესი ხელშეკრულების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 17.09.2018წ. შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 97-101);

 

3.1.3. 2019 წლის 10 ივნისს სსიპ ქალაქ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დირექტორმა მ--------------ის ახსნა განმარტებით დადგენილია, რომ

მიმართა სსიპ ქალაქ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტს და მიუთითა, რომ ა---------–---–მა მობილური ტელეფონის საშუალებით 2019 წლის 10 მაისს და 13 მაისს განახორციელა ფარული ჩაწერა სამასწავლებლოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ--------------ის 10.06.2019წ. ახსნა-განმარტება (ს.ფ. 72-73);

 

3.1.4. სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სორელ ა--- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მათემატიკის მასწავლებელს ა---------–---–ს დისციპლინარული გადაცდომისათვის მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის, დისციპლინარული სახდელის სახით მიეცა საყვედური. ამავე გადაწყვეტილებით სკოლის დირექტროს მიეცა რეკომენდაცია სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლისათვის ა---------–---–ისათვის დისციპლინარული სახდელის სახით საყვედურის დაკისრების თაობაზე, პირად საქმეში შეტანით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის 20.06.2019წ. N1 სხდომის ოქმი (ს.ფ. 62-65);

3.1.5. სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დირექტორის 2019 წლის 24 ივნისის N---- ბრძანებით სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის მასწავლებელს ა---------–---–ს სხვისი საუბრის უნებართვოდ ჩაწერის გამო დისციპლინარული სახდელის სახით მიეცა საყვედური, პირად საქმეში შეტანით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დირექტორის 24.06.2019წ. N---- ბრძანება (ს.ფ. 66).

3.1.6. სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დირექტორის 2019 წლის 9 ივლისის ბრძანებით ცვლილება შევიდა სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დირექტორის 2019 წლის 24 ივნისის ბრძანებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დირექტორის 2019 წლის 9 ივლისის N---- ბრძანება (ს.ფ. 67).

3.1.7. სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის ა--- საჯარო სკოლის შინაგანწესის თანახმად, დისციპლინარული გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინარული სახდელი. ერთ-ერთი დისციპლინარული გადაცდომაა მასწავლებლის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის შინაგანწესი (ს.ფ. 102-129);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1.. ხ---------–--------–---–ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მაისს მე-5 გაკვეთილის დროს ავიდა სამასწავლებლოში პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, კერძოდ უნდა დამეხარისხებინა ახალი მოსული პრესა. დაიკავა იმ დროისათვის თავისუფალი ადგილი, რომელიც ა---------–---–ს ეკუთვნის. როდესაც დაიწყო ჟურნალების დალაგება, შემთხვევით თვალი მოკრა მერხის ქვეშ, ღია თაროზე განათებულ ტელეფონს. იფიქრა, რომ ანა მასწავლებელს ურეკავდნენ და უნდოდა დაეძახა მისთვის. იგი ამ დროს ეზოში იჯდა. თუმცა რომ დაიარა შეხედა, რომ ტელეფონი იყო ხმის ჩამწერ რეჟიმში ჩართული. ეს ფაქტი ხმამაღლა განაცხადა სამასწავლებლოში, სადაც იყვნენ პედაგოგები - მ------------–---–ი, თ------------–-----ი, ნ------------–ი, მ--------------ე, მ---------------ე, ფ----------------–---–ი და მშობელი გ---–-----------–-–---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ხ---------–------–---–-ს ახსნა-განმარტება (ს.ფ.71)

 

3.2.2. ვ----------------ს ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 მაისს მე-5 გაკვეთილზე ქალბატონ მ------ს სთხოვა დერეფანში გამოსულიყო, რადგან კითხვა ჰქონდა მასთან. 5 წუთის შემდეგ შევიდნენ სამასწავლებლოში. ვ-----------------მ თქვა, რომ ა---------–---–ის ტელეფონი ჩართული იყო სხმის ჩაწერის რეჟიმში. ქალბატონი მ------ი მივიდა მაგიდასთან აიღო ტელეფონი და აღნიშნა, რომ ტელეფონი მართლაც ხმის ჩაწერის რეჟიმში იყო, რაც დაინახდა ვ----------------მაც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვ----------------ს ახსნა-განმარტება (ს.ფ. 74).

3.2.3. თ-----------–-----ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მაისს მე-5 გაკვეთილზე, იმყოფებოდა სამასწავლებლოში რამოდენიმე პედაგოგთან ერთად, თ-----------–-----ი, ფ----------------–---–ი, ნ------------–ი, მ---------------ე, მ------------–---–ი. დირექტორი მ--------------ე, ბიბლიოთეკარი ხ---------–-------–---–ი, მშობელი გ---–-----------–-–---–-. მუშაობდა, რა დროსაც ბიბლიოთეკარმა, რომელიც ახარისხებდა ახალ პრესას, გამოაცხდა, რომ ღია თაროში დადებული ტელეფონი იყო ჩაწერის რეჟიმში, ჩართული მდგომარეობაში. აღნიშნული ფაქტი ნახეს ყველა იქ მყოფმა. რამდენიმე ხნის შემდეგ შევიდა ა--- რომელიც ეზოში იმყოფებოდა, აიღო ტელეფონი, დახედა ჩაიდო ჩანთაში და წავიდა სახლში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ-----------–-----ის ახსნა-განმარტება (ს.ფ 75).

3.2.4. მ---------------ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მაისს მე-5 გაკვეთილის მსველობის დროს სამასწავლებლოში იმყოფებოდა, რამდენიმე პედაგოგთან ერთად, თ-----------–-----ი, ფ----------------–---–ი, ნ------------–ი, მ---------------ე, მ------------–---–ი. დირექტორი მ--------------ე, ბიბლიოთეკარი ხ---------–-------–---–ი, მშობელი გ---–-----------–-–---–-. ბიბლიოთეკარი, რომელიც იჯდა მათემატიკის მასწავლებლის ა---------–---–ის მაგიდასთან აწყობდა გაზეთებს. მან შეამჩნია ღია თაროში დადებული ტელეფონი იყო ჩაწერის რეჟიმში, ჩართული მდგომარეობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ----------------ის ახსნა-განმარტება (ს.ფ.76).

3.2.5. ვ----------------ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 მაისს მე-5 გაკვეთილის მსვლელობის დროს იმყოფებოდა სამასწავლებლოში, იდგა ფანჯარასთან და ესაუბრობოდა სკოლის ადმინისტრატორის ზ--------------ეს და მასწავლებელს ე-–------------–---–ს. ამ საუბრის დროს მიიხედა ა---------–---–ის მაგიდისაკენ. შენიშნა, რომ მაგიდის ღია თაროდან ტელეფონი ანათებდა. მივიდა ხელშეუხებლად შეხედა და ანიშნა იქ მყოფებს რომ ტელეფონი იყო ჩაწერის რეჟიმში. მიმდინარეობდა ჩაწერა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვ----------------ის ახსნა-განმარტება (ს.ფ.76).

3.2.6. ნ------------–ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მაისს მე-5 გაკვეთილზე იყო სამასწავლებლოში მასწავლებლებთან ერთად. უცბად ხ---------–-------–---–მა დაიძახა, რომ ა---------–---–ის ტელეფონი იყო ხმის ჩამწერ რეჯიმში. ყველა მივიდა და ნახეს, თუმცა ტელეფონისათვის ხელი არ მოუკიდიათ. ა---------–---–ი ამ დროს იჯდა ეზოში. ცოტა ხანში ამოვიდა სამასწავლებლოში, აიღო ტელეფონი, დახედა ჩაიდო ჩანთაში და წავიდა სახლში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ნ------------–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ.78).

3.2.7. ფ----------------–---–ის ახსნა-განნმარტებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მაისს მე-5 გაკვეთილი იყო დაწყებული, იმყოფებოდა სამასწავლებლოში რამდენიმე პედაგოგთან ერთად. იყო ასევე დირექტროი მ--------------ე, მშობელი გ---–-----------–-–---–-, ბიბლიოთეკარი ხ---------–-------–---–ი, რომელიც იჯდა ა---------–---–ის მერხთან და ახალ გაზეთებს აწყობდა. ამ დროს ა---------–---–ი იმყოფებოდა ეზოში. ჩ--–-------–---–მა შეამჩნია ჩართულო ტელეფონი, რომელიც ღია თაროზე იდო და იყო ჩაწერის რეჟიმი ჩართული. მან ეს გაახმოვანა. ყველა იქ მყოფებმა ნახეს მასზე დაფიქსირებული დროც - 2 წთ და 47 წმ. ტელეფონს არ შეხებიან. დატოვეს იმავე მდგომარეობაში. ზარის შემდეგ ა---------–---–ი ამოვიდა აიღო ტელეფონი და წავიდა სახლში. განმერებითი ფაქტი მოხდა 2019 წლის 13 მაისს, იმყოფებოდა სკოლის ეზოში ნ------------–-–---–თან ერთად. ასევე ეზოში იყო ა---------–---–იც, იდგა ცალკე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ფ----------------–---–ი ახსნა-განმარტება (ს/ფ 79)

 

3.2.8. მ------------–---–ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მაისს მეოთხე გაკვეთილის შემდეგ იყო სამასწავლებლოში, რამდენიმე პედაგოგთან ერთად. გაკვეთილები დასრულებული ჰქონდა და ემზადებოდა წასასვლელად, როცა ხ---------–-------–---–მა თქვა, რომ მაგიდის ღია უჯრაში იყო ტელეფონი, ხმის ჩაწერის რეჟიმში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მ------------–---–ის ახსნა-განმარტება (ს/ფ 79).

3.2.9. ზ--------------ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 მაისს იმყოფებოდა სამასწავლებლოში და საუბრობდა ვ-----------------სთან და ე-–------------–---–თან ერთად. საუბრის დროს ვ-----------------მ შენიშნა შემთხვევით, რომ ქალბატონი ა---------–---–ის მაგიდის ღია თაროდან ანატებდა ტელეფონი, დახედა და დაინახა ტელეფონი, რომ იყო ხმის ჩაწერის რეჟიმზე, თქვა , რომ დირექტორს უნდა ვუთხრაო, დაპირა წასვლა სათქმელად და ამ დროს სამასწავლებლოში შემოვიდა დირექტორი და ბატონი ვ--------, შემოსვლისთანავე საქმის მწარმოებელმა ანიშნა, რომ ტელეფონი არის ხმის ჩამწერ რეჟიმზე დაყენებული და გარეთ გავიდა. შემდეგ მივიდა ქალბატონი მ------ი და მართლა იწერდა საუბარს. ამ დროს შემოვიდა ქალბატონი ა---------–---–ი და უსაყვედურა ჩემი ტელეფონი რად გინდათო. ქალბატონმა მ------მა უთხრა, რომ რატომ იწერდა საუბარს. ა---------–---–ი გაბრაზდა, აირო ტელეფონი და გავიდა სამასწავლებლოდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ზ---------------ის ახსნა-განმარტება (ს.ფ.82).

3.2.10. ნ------------–-–---–ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 მაისს მეოთხე გაკვეთილზე იმყოფებოდა ფაქტი დიანოსაშვილთან ერთად სკოლის ეზოში, სკოლის ეზოშივე იმყოფებოდა ამავე სკოლის პედაგოგი ა---------–---–ი. ზარის დარეკვამდე, ა---------–---–ი წამოვიდა სამასწავლებლოში. ცოტა ხანში თავადაც, ფ--------ნ ერთად წავიდა სამასწავლებლოში. როდესაც შევიდა შეესწრო კამათას, ქალბატონ მ------სა და ქალბატონ ა---------–---–ს შორის. ამ დროისათვის სკოლაში იმყოფებოდა აუდიტი და გამომდინარე იქიდან, რომ არ უნდოდა მ------ს სიტუაციის გამძაფრება მალევე მოაწესრიგა და დააწყნარა სიტუაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ------------–-–---–ის ახსნა-განმარტება (ს/ფ 83)

3.2.11. ე-–------------–---–ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 მაისს მე-5 გაკვეთილის მსვლელობის დროს იმყოფებოდა სამასწავლებლოში, შენიშნა ა---------–---–ის მაგიდის ღია თაროდან ტელეფონი ანათებდა. მიხვდა, რომ ტელეფონი იყო ჩაწერის რეჟიმში. მიმდინარეობდა ფარული მოსმენა ა---------–---–ის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ე-–--------------–---–-ს ახსნა-განმარტება (ს/ფ 72-7

3.2.12. გ---–-----------–-–---–ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მაისს მეოთხე გაკვეთილის შემდეგ იმყოფებოდა სამასწავლებლოში რამდენიმე პედაგოგთან ერთად. გაკვეთილები დასრულებული ჰქონდან და წასასვლელად ემზადებოდა, როცა ხ---------–-------–---–მა თქვა, რომ მაგიდის ღია უჯრასთან იყო ტელეფონი, ხმის ჩაწერის რეჟიმში. ამ დროს ტავად ფანჯარასთან მდგომ მაგიდაზე პრესას ახარისხებდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გულნარი კუბლაშვილისს ახსნა-განმარტება (ს/ფ 86)

3.2.12. 2019 წლის 10 მაისის და 2019 წლის 13 მაისის აქტებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მაისს და 13 მაისს ა---------–---–ის მაგიდაზე იდო ტელეფონი ჩართულ მდგომარეობაში, ხმის ჩამწერი რეჟიმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აქტები(იხ.სფ.69-70).

 

3.2.13. ა---------–---–ს 2019 წლის 10 მაისს და 13 მაისს არ განუხორციელებია სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის სამასწავლებლოში სხვისი საუბრის უნებართვო ჩაწერა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში ა---------–---–ის მიმართ დისციპლინარული სახდელის გამოყენებას საფუძვლად დაედო მის მიერ 2019 წლის 10 მაისს და 13 მაისს სამასწავლებლოში სხვისი საუბრის უნებართვო ჩაწერა. სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის მიერ ა---------–---–ის ქმედება შეფასებული იქნა როგორც მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა. შესაბამისად მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინარული სახდელი. ა---------–---–ი უარყოფს ფაქტს და განმარტავს, რომ მას სამასწავლებლოში საუბრები არ ჩაუწერია. შესაბამისად მის მიმართ არასწორად იქნა გამოყენებული დისციპლინარული სახდელი. მოპასუხე მხარის მიერ ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილი მოწმეები არ ადასტურებენ და არც სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ანა კეოშვილის მხრიდან აღნიშნული ქმედების მობილური ტელეფონით სხვის საუბრის ჩაწერის ფაქტი. მათთვის ცნობილი არ არის კოკრეტული გარემოებები, მათ არ დაუნახავთ ვის მიერ იქნა ჩართული ჩაწერის პროგრამა, იყო თუ არა ჩაწერილი რაიმე საუბარი და ა.შ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წერილობითი დოკუმენტების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.

 

ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ა---------–---–ს 2019 წლის 10 მაისს და 13 მაისს არ განუხორციელებია სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის სამასწავლებლოში სხვისი საუბრის უნებართვო ჩაწერა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------–---–ის მოთხოვნა ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი; ზოგადი განათლების შესახებ კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

,,ევროპის სოციალური ქარტიის" პირველი ნაწილის მეორე პუნქტის თანახმად, ხელმომწერი მხარეები აღიარებენ საყოველთაო უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა გა---აზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია აღიარებითი მოთხოვნებით, მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენს: 1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელი ა--- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის 2019 წლის 20 ივნისის N1 სხდომის ოქმი; 2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელი ა--- საჯარო სკოლის დირექტროის მ--------------ის 2019 წლის 24 ივნისის N---- ბრძანება და 2019 წლის 9 ივლისის N---- ბრძანება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი დავის შედეგისადმი პირის სუბიექტური დამოკიდებულებით არ გა---აზღვრება. აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი შედეგს, რასაც მიზნად ისახავს. ამდენად, იურიდიული ინტერესის არსებობა გულისხმობს იმ შედეგების მითითებას, რომლის მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს აღიარებითი სარჩელით. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან.

 

სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის ა--- საჯარო სკოლის შინაგანაწესის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ''დასაქმებულისათვის დისციპლინარული სახდელის დაკისრება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში''. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს აქვს სამართლებრივი ინტერესი, რომ მის დასაქმებას არ შეექმნეს პრობლემები დისციპლინური გადაცდომის დადასტურებულად აღიარების შემთხვევაში.

 

''ზოგადი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საჯარო სკოლის დირექტორსა და ამ სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო

 

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს კანონის -''ზოგადი განათლების შესახებ'' მე-2 მუხლის ''მ'' ქვეპუნქტის თანახმად ''ზოგადი განათლება ესაა განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად 1. საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) ზოგადი განათლების ღიაობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში; ბ) საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ჩართვას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში; გ) საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან; დ) ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების და აკრედიტაციის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას; ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დადგენას; ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიას; ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრას; თ) ინკლუზიური განათლების დანერგვას; ი) მასწავლებელთა პროფესიის რეგულირებას.

აღნიშნული ნორმები იძლევა ზოგად წარმოდგენას თუ რა დანიშნულება უნდა ქონდეს სკოლას საზოგადოებაში. ნათელია, რომ სკოლას, აღმზრდელობით დაწესებულებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა საზოგადოების განვითარების, სახელმწიფოში მომავალი თაობის აღზრდისა და სრულფასოვანი მოქალაქეების ჩამოყალიბების საქმეში. საზოგადოების ყოველდღიური ყურადღების ქვეშ ექცევა ნებისმიერი მოქმედება, რაც დაკავშირებულია სკოლასთან, მოსწავლესთან და მასწავლებელთან.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის 167/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დისციპლინარული წარმოების წესის" მეორე და მესამე მუხლები განსაზღვრავენ მასწავლებელთა დისციპლინარული გადაცდომის სახეებს და დისციპლინარული სახდელებს ჩადენილი გადაცდომისათვის, რომელთაგან ადმინისტრაციული სახდელის სახეს წარმოადგენს-საყვედური.

 

ამავე ბრძანების მეოთხე მუხლის თანახმად დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტი.

 

ამავე ბრძანების მერვე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად დისციპლინური კომიტეტის სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული (არჩეული) სხდომის თავმჯდომარე. სხდომის თავმჯდომარეს სხდომა მიჰყავს დღის წესრიგის შესაბამისად.

 

ამავე ბრძანების მეცხრე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.

 

ამავე ბრძანების 12-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმით.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია სსიპ ა---––---- სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის 2019 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი N1, რითაც არ დგინდება ვისი გადაწყვეტილებით მოხდა ახსნა-განმარტებები ჩამორთმევა პედაგოგებზე, ეს იყო პედაგოგების ინიციატივა, თუ დისციპლინარული კომიტეტის თავჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რადგან დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში შემთხვევაში სახეზე უნდა ყოფილიყო დისციპლინარული კომიტეტის სხდომის ოქმი.

 

სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის 2019 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი N1 დგინდება სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის ხუთი წევრი, მაგრამ არ ესწრებოდა საპატიო მიზეზით მასწავლებელი ნანა ბაღდოშვილი, შესაბამისად არ არ არის მითითებული საპატიო მიზეზი, ან რა სტატუსით უნდა დასწრებოდა კომიტეტის სხდომას.

 

ამასთან ამავე ოქმში მითითებულია, რომ ესწრებოდა საჯარო სკოლის დირექტორი მ--------------ე.

 

ოქმიდან არ ირკვევა, რომ დისციპლინარული საკითხის განხილვისას სხდომაზე მიწვეული, რომ ყავდათ თვით ა---------–---–ი, რითაც დადასტურებულია გარემოება, რომ კომიტეტს საკითხის განხილვისისა არ ყოლია ის მიწვეული, მხოლოდ გამოქვეყნდა მისი ახსნა-განმარტება, მაშინ როდესაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის 167/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დისციპლინარული წარმოების წესის" 6-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად მასწავლებელს უფლება აქვს დისციპლინური დევნისას ისარგებლონ დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

 

ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.

 

ამავე ბრძანების მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს დისციპლინური წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომელიც შეიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საიდუმლო ინფორმაციას.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს დისციპლინურ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საქმის მასალების ასლები გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის გამოც დისციპლინარული კომიტეტის მიერ ა---------–---–ის კომიტეტის სხდომაზე მიუწვევლობით და საქმის მასალების გაუცნებლობით არსებითად დაირღვა ა---------–---–ის უფლებები.

ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის 167/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დისციპლინარული წარმოების წესის" მეათე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დისციპლინურ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინური კომიტეტის ის წევრი, რომელიც:

ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;

ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამ წესის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება პირდაპირი ხაზის ნათესავი;

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ძირითადი მოწმე, რომელის ახსნა განმარტება იქნა წარდგენილი ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგენდა კომისიის წევრს, მდივანს ქალბატონი ნ------------–-–---–ი, ასევე ერთ-ერთი ძირითადი მოწმე ვ----------------- არის დისციპლინარული კომიტეტის თავჯდომარის და, რის გამოც დისციპლინარული კომიტეტის მიერ ა---------–---–ის საკითხის განხილვაში მიუწევლობის გამო დაირღვა უფლებები, რადგან ამავე ბრძანების 11-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს დისციპლინური კომიტეტის წევრის აცილების საფუძველი, უფლება აქვს წერილობით განუცხადოს მას აცილება.

 

განსახილველ შემთხვევაში გასაანალიზებელია სკოლის ხელმძღვანელის, დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა სწორედ სკოლის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქციისა და დანიშნულების გათვალისწინებით.

 

სადავო ბრძანება წარმოადგენს დამსაქმელის, სკოლის მიერ დასაქმებულის, სკოლის პედაგოგის მიმართ, მათ შორის არსებული შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, მასწავლებლის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო დისციპლინური ღონისძიების მიზნით გამოცემულ აქტს. შესაბამისად, მისი სამართლებრივი შედეგი შრომითი ხელშეკრულების მხარეების, ხელშეკრულების სუბიექტების მათ შორის ა---------–---–ის სამართლებრივ უფლებებს განსაზღვრავს.

 

საქმის განხილვით დასტურდება, რომ სკოლის დირექტორმა სამასწავლებლოში ნახა მათემატიკის მასწავლებლის ა---------–---–ის მობილური ტელეფონი, რომელშიც იყო ხმის ჩაწერის პროგრამა ჩართული. სასამართლო განმარტას, ის, რომ სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის ტელეფონი იყო სამასწავლებლოში ეს ბუნებრივია. რაც შეეხება ხმის ჩაწერის პროგრამის ჩართვას, აღნიშნული რომ ნამდვილად ა---------–---–ის მიერ იქნა განხორციელებული და რაიმე სახის საუბარი იქნა ჩაწერილი, ეს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, მათ შორის თვით დაკითხული მოწმეთა განმარტებებით, რადგან არცერთ მათგანს არ მიუთითებია გარემოება, რომ მათ მოისმინეს მობილურ ტელეფონში არსებული ჩანაწერი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა, დაკისრებული მოვალეობის მიუხედავად, არსებითად არ გამოიკვლია ა---------–---–ის მიერ ჩადენილი შესაძლო გადაცდომის მიზეზები, იგი დაკმაყოფილდა ზედაპირზე არსებული ფაქტებით და სწორხაზოვნად გადაწყვიტა ჩადენილი საქციელის ბედი. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში არსებითია იმის გამოკვლევა, ნამდვილად ა---------–---–ის მიერ იქნა ჩართული თუ არა ხმის ჩაწერის პროგრამა, მაშინ როდესაც მოსარჩელის მიერ ტელეფონი იდო სამასწავლებლოში, ღია სივრცეში და რომელზეც შესაბამისად ხელი მიუწვდომოდა სხვა პირებსაც, რადგან მოწმეთა განმარტებებით აღნიშნულ დროს ა---------–---–ი იმყოფებოდა სკოლის ეზოში, ან მოხდა თუ არა საერთოდ რაიმე საუბრის ჩაწერა ტელეფონზე, ან მიუხედავად იმისა, რომ ჩართულ რეჟიმში იყო იწერდა თუ არა ტელეფონი, და ა.შ., რაც საერთოდ არ გამოუკვლევია სადისციპლინო კომიტეტს.

 

სსიპ ა---––---- მუნიიპალიტეტის სოფელს ა--- საჯარო სკოლის შინაგანწესის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დისციპლინარული გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინარული სახდელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ავეპუნქტის თანახმად, დასაქმებულის დისციპლინარული გადაცდომაა მასწავლებლის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა.

 

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, დისციპლინარული სახდელის სახიტ საყვედრუი შეიძლება გამოყენებული იქნა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის დარღვევისას.

 

მოსარჩელისთვის დისციპლინური სახდელის გამოყენება განხორციელდა სსიპ ა---––---- საჯარო სკოლის შინაგანაწესის მე-22 მუხლის ,,ე’’ პუნქტის საფუძველზე, კერძოდ, მასწაქვლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ ვერ დადასტურდა ა---------–---–ის მიერ დისციპლინარული გადაცდომის ჩადენის ფაქტი, არ არსებობს საფუძველი აღნიშნული შინაგა-აწესით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის 167/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დისციპლინარული წარმოების წესით" განსაზღვრული საყვედურის გამოყენებისათვის.

 

საქმის მასალებით ირკვევა რომ მოსარჩელის მიერ არ დარღვეულა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი, რაც საფუძველს აცლიდა შესაბამის ორგანოს მიერ მიღებული ყოფილიყო დისციპლინური სახდელის დაკისრების გადაწყვეტილება, ამიტომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელი ა--- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის 2019 წლის 20 ივნისის N1 სხდომის ოქმი; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დირექტორის მ--------------ის 2019 წლის 24 ივნისის N---- ბრძანება და 2019 წლის 9 ივლისის N---- ბრძანება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად აღნიშნული კატეგორიის დავებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგარმ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გაადხდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი. შესაბამისად, სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლას ა---------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი.

 

მოსარჩელს უარი ეთქვას საადვოკატო მომსახურების 500 ლარის მოპასხუისათვის დაკისრებაზე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მითითებული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წამოდგენილ იურიდიული მომსახურებისათვის განკუთვნილი თანხის მიღება-ჩაბარების აქტს, აღნიშნული არ წარმოადგენს ხარჯის გაწევის დამადასტურებელ სათანდო მტკიცებულებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელი ა--- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის 2019 წლის 20 ივნისის N1 სხდომის ოქმი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ა--- საჯარო სკოლის დირექტორის მ--------------ის 2019 წლის 24 ივნისის N---- ბრძანება და 2019 წლის 9 ივლისის N---- ბრძანება.

 

2. სსიპ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელი ა--- საჯარო სკოლას ა---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა;

 

3. მოსარჩელეს უარი ეთქვას საადვოკატო მომსახურების 500 ლარის დაკისრებაზე.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---––---- რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გია ბერაია