განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/514-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ თ-------------ას,ბრალდებულების ზ-----------–-----ის და ლ------------–---–ის,ადვოკატების ტ------–--------ის, გ---------------–---–ის და გ--–--------–--–--ლის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-----------–-----ის (პ--------------- - დაბადებულის 1----–-–-------------------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–---------------------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და საქართველოს სსკ 2381 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო;
ლ------------–---–ის (---------------- - დაბადებულის 1----–-–----------------–-, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–----------–------------------------ - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ პუნქტებით და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ზ-----------–-----ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ-----------–-----მა გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2018 წლის 22 დეკემბერს ატარებდა კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AKC-74Y” ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, მასში მოთავსებულ 44 (ორმოცდაოთხი) ცალ 5,45 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნასთან ერთად, რითაც იმავე დღეს, მან ლ------------–---–თან ერთად დააყაჩაღა ქ. თბილისში, კოჯრის გზატკეცილზე მდებარე შპს ,,ფ------“, რის შემდგომაც იგი შეინახა ქ. თბილისში, ფ------------–------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბუჩქებში, სპორტულ ჩანთაში.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ-----------–-----მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.
ზ-----------–-----ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სადგომში უკანონოდ შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის და 2018 წლის 30 მარტის განჩენთა ერთობლიობით ზ-----------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც დღეის მდგომარეობით იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.
2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ,,AKC-74“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღითა და მასში მოთავსებული 44 (ორმოცდაოთხი) ცალი 5,45 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით აღჭურვილი ზ-----------–-----ი და მაკაროვის კონსტრუქციის საშტატო ნიმუშის ,,IIM” ცეცხლსასროლი პისტოლეტითა და მასში მოთავსებული 5 (ხუთი) ცალი 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით აღჭურვილი ლ------------–---–ი ჯგუფურად, თავს დაესხნენ ქ. თბილისში, დაბა შინდისში, კოჯრის გზატკეცილზე მდებარე შპს ,,ფ------“-ს ავტოგასამართ სადგურს და ოპერატორ გ------------------ს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს შპს ,,ფ------“-ს კუთვნილი თანხა 411 (ოთხას თერთმეტი) ლარის ოდენობით.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ-----------–-----მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
ზ-----------–-----ს ბრალად ედება ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის და 2018 წლის 30 მარტის განაჩენთა ერთობლიობით ნასამართლევი და დღეის მდგომარეობით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ-----------–-----ი, 2018 წლის 26 დეკემბერს, 12:36 საათიდან 12:46 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისში, თ------–---–-------------ში უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს - კერძოდ დანას.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ-----------–-----მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ლ------------–---–ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ------------–---–მა გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2018 წლის 22 დეკემბერს ატარებდა მაკაროვის კონსტრუქციის საშტატო ნიმუშის ,,IIM“ პისტოლეტს, მასში მოთავსებულ 5 (ხუთ) ცალ 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნასთან ერთად, რითაც იმავე დღეს, მან ზ-----------–-----თან ერთად დააყაჩაღა ქ. თბილისში, კოჯრის გზატკეცილზე მდებარე შპს ..ფ------“, რის შემდგომაც იგი შეინახა ქ. თბილისში, ფ------------–------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბუჩქებში, სპორტულ ჩანთაში.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.
ლ------------–---–ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სადგომში უკანონოდ შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, მაკაროვის კონსტრუქციის საშტატო ნიმუშის ,,IIM” პისტოლეტითა და 5 (ხუთი) ცალი 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით აღჭურვილი ლ------------–---–ი და კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ,,AKC-74 Y” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღითა და მასში მოთავსებული 44 (ორმოცდაოთხი) ცალი 5,45 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით აღჭურვილი ზ-----------–-----ი ჯგუფურად, თავს დაესხნენ ქ. თბილისში, დაბა შინდისში, კოჯრის გზატკეცილზე მდებარე შპს ,,ფ------ს“ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორების ოთახში ოპერატორ გ------------------ს, ხოლო ლ------------–---–მა ამ უკანასკნელის მიმართ მაკაროვის პისტოლეტის გამოყენებით განახორციელა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა და მოსთხოვა ფული, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს შპს ,,ფ------ს“ კუთვნილი თანხა 411 (ოთხას თერთმეტი) ლარის ოდენობით.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დ-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
ლ------------–---–ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ. თბილისში, 26 მაისის მოედნის №1-ში მდებარე სლოტკლუბ ,,აჭ--------–ი“ ლ------------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ე-––---------------ს კუთვნილ ,,SAMSUNG“-ის ფირმის ,,Galaxy S7 edge”-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა 1 800 (ათას რვაასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დ-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების ლ-–--–------–-–---–ის, კ------------–---–ის, ნ----------–----–---–ის, გ--–-----------–---–ის, გ--------------–ის, თ--------------–---–ის, ზ----------------–---–ის, ბ--------------–---–ის, მ-------------ის, გ-------------–--ის, ე-–-------------ის, ი-------------ის, ი-----–--------–--ის, პ-------------ის, ხ------------------ის, ზ----------–-----ას, გ------------–--ის, თ-------–-–----ის, გ----------------ის, ე-–------------ის, ი--------------–-–---–ის, მ------------–---–ის, გ------------------ის, ი-----–----------ის, რ---------------–---–ის, მ--------------ის, პ--------------ის, დ--------------ის, ა-–-----------ის, ლ---------–---–ის, ეკ--------------–--–---–ის, მ-------–------–---–ის, ი-----–-------ის, მ------------–-–---–ის, ზ------------–--ის, ზ--------------–-–---–ის, გ------------–--–-–---–ის და გი---------------–---–ის ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებების ნაწილი და მივიდა დასკვნამდე, რომ ზ-----------–-----ის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების (საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით), ასევე ყაჩაღობის (საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით) ნაწილში სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, უტყუარ, რელევანტურ და ავთენტიკურ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში. ხოლო ცივი იარაღის ტარების ნაწილში (საქართველოს სსკ 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით), სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზ-----------–-----ის მიერ საქართველოს სსკ 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ:
დაზარალებულმა გ------------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, დაბა შინდისში, კოჯრის გზატკეცილზე მდებარე შპს ,,ფ------“-ს ავტოგასამართ სადგურში, ოპერატორად. 2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე დღის შემოსავალი უნდა დაეანგარიშებინა, რაც ყოველ საღამოს კეთდება, რის შემდეგაც ხდება თანხის შეტანა ბანკში. მან შეიტანა თანხა ბანკში და დაუბრუნდა ოთახს. ამ დროს მასთან მასთან შევიდა ორი შეიარაღებული პიროვნება, რომლებმაც ფული მოსთხოვეს. მან ჯიბიდან ამოიღო 400 ლარი და მისცა. ერთ-ერთს სახეზე ნიღაბი ეკეთა. შემდეგ მათ ოთახში არსებული კარადები შეამოწმეს და როდესაც ვერაფერი ნახეს, წავიდნენ. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში, რა დროსაც ამოიცნო ერთ-ერთი ბრალდებული ლ------------–---–ი, რომელსაც თავდასხმისას ნიღაბი არ ეკეთა. მან ფოტოსურათით ამოცნობისას იცნო ზ-----------–-----ი, რადგან მას მანამდე იცნობდა, თუმცა თავდასხმისას იყო თუ არა ზ-----------–-----ი, არ იცის, რადგან ნიღბის მიღმა არავინ ეცნო. იგი ზ-----------–-----ს ბავშობიდან იცნობს და ხვდებოდა ხოლმე. მას ამოცნობისას არ მიუთითებია, რომ ზ-----------–-----მა იგი დააყაჩაღა. გამომძიებელმა მას ჰკითხა, იცნობდა თუ არა აღნიშნულ პირს, რაზეც დაუდასტურა, რომ იცნობდა.
მოწმე ი-----–--–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ტაქსის მძღოლი. ბრალდებულ ლ------------–---–ს ბავშობიდან იცნობს. 2018 წლის 22 დეკემბერს, საღამოს 11 საათამდე პერიოდში იგი გააჩერა ორმა პიროვნებამ, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ლ------------–---–ი. მათ სურდათ შინდისში წაყვანა, რაზეც დათანხმდა და წაიყვანა შინდისში. შინდისში ასვლისას მათ სთხოვეს, რომ დალოდებოდა მათ, რადგან ნაცნობები უნდა ენახათ. მათ გადაიხადეს 50 ლარი, რის შემდეგაც მანქანიდან ჩავიდნენ შინდისში, სოფლის შუაგულში. ისინი დაახლოებით 15-20 წუთში დაბრუნდნენ მანქანაში, რის შემდეგაც დაბრუნდნენ უკან, თვითონ კი გააგრძელა მუშაობა. მოგვიანებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მან გამოძიებას მიუთითა ის ადგილი, სადაც ჩაისვა ხსენებული პირები და სადაც ჩამოსვა. ამ ფაქტის შემდეგ მას ლ------------–---–თან შეხება აღარ ჰქონია. ასევე ფოტოსურათით და პირის ამოცნობისას ამოიცნო ლ------------–---–ი, სხვა პირები არ ამოუცვნია, ვინაიდან სიბნელის გამო არ დაუნახავს მანქანაში სხვისი სახე. ლ------------–---–ის თანმხლები პირი მას არ ამოუცვნია. ზ-----------–-----ი მან პირველად ნახა სასამართლოში ჩვენების მიცემისას და შემთხვევის დღეს იგი მის მანქანაში ნამდვილად არ მჯდარა.
მოწმე ი-----–-----------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2018 წლის 22 დეკემბერს მუშაობდა შინდისის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ფ------“-ში მენეჯერის თანამდებობაზე. შემთხვევის დღეს, ღამის საათებში მას დაურეკა ოპერატორმა უ-----------მა და უთხრა, ყაჩაღობისა და 411 ლარის ოდენობის თანხის წაღების თაობაზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებლებმა ამოიღეს ვიდეოკამერების ჩანაწერები და დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რომელშიც მანაც მიიღო მონაწილეობა. მან დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე მისი ხელმოწერების ნამდვილობა.
ბრალდებულმა ლ------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ ის და ზ-----------–-----ი 2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები თავს დაესხნენ ქ. თბილისში, დაბა შინდისში, კოჯრის გზატკეცილზე მდებარე შპს ,,ფ------“-ს ავტოგასამართ სადგურს და ოპერატორ გ------------------ს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 411 ლარი.
ბრალდებულმა ზ-----------–-----მა სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა, თუმცა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ცივი იარაღის ტარების ნაწილში თავი ცნო დამნაშავედ, ხოლო ყაჩაღობის ჩადენისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ნაწილში, - არა.
გამომძიებლებმა შ--–------------ემ, ბ------------–---–მა, ვ-–------------------–---მ, ლ--------–-–---–მა, კ----------–--------–---–მა და შ--------------მ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, დაბა შინდისი, კოჯრის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური ,,ფ------“, რის შედეგადაც ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, ანაწმენდები და ხელის თითის კვლები (ტომი I, ს.ფ. 5-21).
2018 წლის 26 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ლ------------–---–მა გამოძიებას მიუთითა ის ადგილები, სადაც მან და ზ-----------–-----მა გააჩერეს ტაქსი და წავიდნენ შინდისში, სადაც ასევე მიუთითა ადგილი, სადაც ჩაიდინეს ყაჩაღობა. ასევე ლ------------–---–მა გამოძიებას ფანასკერტელის ქუჩაზე მიუთითა ადგილი, სადაც ყაჩაღობის ჩადენის შემდეგ შეინახა ცეცხლსასროლი იარაღები, რომლითაც მან და ზ-----------–-----მა ჩაიდინეს ყაჩაღობა (ტომი I, ს.ფ. 60-76).
2018 წლის 26 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, ფანასკერტელის ქუჩა №45ა-38ბ მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგად ამოღებული იქნა პისტოლეტი მჭიდით და 5 ცალი ვაზნით, ავტომატი, 2 ცალი მჭიდი, და 44 ვაზნა, ექსპერტების მიერ განმუხტვის დროს გამოყენებული ერთი წყვილი ხელთათმანი, მუქი ფერის სპორტული ჩანთა და თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი (ტომი I, ს.ფ. 77-93).
2018 წლის 26 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ი-----–--–--ემ ამოიცნო ლ------------–---–ი (ტომი I, ს.ფ. 136-140).
2018 წლის 26 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ გ------------------მა ამოიცნო ლ------------–---–ი (ტომი I, ს.ფ. 142-146).
2018 წლის 26 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ი-----–--–--ემ ამოიცნო ზ-----------–-----ი, რომელმაც 2018 წლის 22 დეკემბერს, ლ------------–---–თან ერთად იმგზავრა მისი მანქანით ჯავახიშვილის ქუჩიდან დაბა შინდისამდე (ტომი I, ს.ფ. 148-153).
2018 წლის 26 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ გ------------------მა ამოიცნო ზ-----------–-----ი, რომელსაც 2018 წლის 22 დეკემბერს, ბენზინგასამართ სადგურ ,,ფ------“-ში ყაჩაღური თავდასხმის დროს სახეზე ეკეთა ნიღაბი და ხელში ეჭირა ავტომატი (ტომი I, ს.ფ. 154-159).
2019 წლის 8 მაისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №46/22-228 დასკვნის მიხედვით, სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ქ. თბილისი, დაბა შინდისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ფ------“-ში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან, კერძოდ: ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორების, მენეჯერის და სათავსო ოთახებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების ლ------------–---–ისგან და ზ-----------–-----ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, ზ-----------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 6 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით (ტომი II, ს.ფ. 31-36).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით, ზ-----------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით (ტომი II, ს.ფ. 131-135).
2018 წლის 26 დეკემბრის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, თ------–---–-------------ში, შსს ძველი თბილისის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ზ-----------–-----ს, რის შედეგად მას შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა ვერცხლისფერი ფერის გასაშლელი დანა, წარწერით ,,Police” (ტომი I, ს.ფ. 121-124).
2018 წლის 31 დეკემბრის ცივი იარაღის ექსპერტიზის №-----–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოქ. ზ-----------–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას (ტომი II, ს.ფ. 103-106).
სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ზ-----------–-----ის მიერ საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალიწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ და მე-3 ნაწლის ,,ა“ პუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სადგომში უკანონოდ შეღწევით, არაერთგზის) გათვალიწინებული დანაშაულების დამნაშავედ ცნობისთვის. აღნიშნული ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“. კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს ზ-----------–-----ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს, ბრალდებულ ლ------------–---–ის გარდა.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს სასამართლო დამოუკიდებელ მტკიცებულებად ვერ შეაფასებს, რადგან აქაც ინფორმაციის წყარო არის ბრალდებული ლ------------–---–ი.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, გამოძიების ეტაპზე ი-----–--–--ემ და გ------------------მა ფოტოსურათით ამოიცნეს ზ-----------–-----ი, თუმცა სასამართლოში ჩვენებისას ი-----–--–--ემ განმარტა, რომ მან ამოიცნო მხოლოდ ლ------------–---–ი, ხოლო სხვა პირები არ ამოუცვნია, ვინაიდან მის ავტომანქანაში სიბნელის გამო ლ------------–---–ის გარდა არ დაუნახავს სხვა პირის სახე. ლ------------–---–ის თანმხლები პირი მას არ ამოუცვნია. ზ-----------–-----ი მან პირველად ნახა სასამართლოში და შემთხვევის დღეს მის მანქანაში ნამდვილად არ მჯდარა. გ------------------მა კი სასამართლოს მოახსენა, რომ მან ფოტოსურათით ამოცნობისას იცნო ზ-----------–-----ი, რადგან მას მანამდე იცნობდა, თუმცა თავდასხმისას იყო თუ არა ზ-----------–-----ი, არ იცის, რადგან ნიღბის მიღმა არავინ ეცნო. იგი ზ-----------–-----ს ბავშობიდან იცნობს. მას ამოცნობისას არ მიუთითებია, რომ ზ-----------–-----მა იგი დააყაჩაღა. გამომძიებელმა მას ჰკითხა, იცნობდა თუ არა აღნიშნულ პირს, რაზეც დაუდასტურა, რომ იცნობდა. ამდენად, ამოცნობის ოქმები არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ზ-----------–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
ასევე გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებში რომ ზ-----------–-----ი ფიგურირებს, ესეც არ დასტურდება ცალსახად, თავად ზ-----------–-----ი უარყოფს, რომ ვიდეოჩანაწერებში არის თვითონ, ჩანაწერი არ არის მკვეთრი, ასევე არ არის ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა პიროვნების იდენტიფიცირების მიხედვით. შესაბამისად, არც აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს ზ-----------–-----ის ბრალეულობას, მისი მხრიდან ყაჩაღობის განხორციელებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტებს.
რაც შეეხებათ საქმეზე დაკითხულ მოწმეებს შ--–------------ეს, ბ------------–---–ს, ვ-–------------------–---ს, ლ--------–-–---–ს, კ----------–--------–---–ს და შ--------------ს, ისინი არიან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები, რომლებიც ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას, მათ მიერ შედგენილი ოქმების სისწორეს, მაგრამ უშუალოდ ზ-----------–-----ის მიერ ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ეპიზოდთან დაკავშირებით მათი მონათხრობი დამყარებულია ბრალდებულ ლ------------–---–ის ჩვენებაზე ე.ი ამ ნაწილში (საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით) მათი ჩვენებები ირიბია, რასაც სასამართლო ვერ გამოიყენებს ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთობლიობაში.
რაც შეეხება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, მართალია შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ზ-----------–-----ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების, თუმცა ვინაიდან ზ-----------–-----ი და დაზარალებული გ------------------ი არიან დიდი ხნის ნაცნობები, რომლებიც მანამდეც ხვდებოდნენ ერთმანეთს, ჩნდება ეჭვი, რომ სუნის კვალი შესაძლოა იქ დარჩენილიყო შემთხვევამდე. შესაბამისად, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, ბრალდება ემყარება მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებას - ბრალდებულ ლ------------–---–ის ჩვენებას, სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა (მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება), მხოლოდ ერთი მტკიცებულება კი არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში (მაგ. საქმე №--------, 28/04/2016წ).
სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ზ-----------–-----მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება და ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სადგომში უკანონოდ შეღწევით, არაერთგზის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-----------–-----ის მიმართ ბრალდების ამ ნაწილში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548) გადაწყვეტილებით, რომელიც ეხება ირიბ ჩვენებებს, განმარტებულია, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ზ-----------–-----ის მიერ საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალიწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ და მე-3 ნაწლის ,,ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სადგომში უკანონოდ შეღწევით, არაერთგზის) ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.
რაც შეეხება ზ-----------–-----ის მიმართ საქართველოს სსკ 2381 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრალდება ემყარება მხარეთა შორის არასადაოდ მიჩნეულ და სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა ზ-----------–-----მა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რის გამოც ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავეებად და სასჯელი უნდა განესაზღვროთ აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზ-----------–-----ი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია. მართალია იგი ნასამართლევია, თუმცა ნასამართლობა მისი ბალად შერაცხული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო აღნიშნულ ფაქტს მის დამამძიმებელ გარემოებად არ განიხილავს.
რაც შეეხება ბრალდებულ დ-------------–---–ს, 2019 წლის 5 სექტემბერს, სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის დროს, ზემდგომ პროკურორთან გოჩა ქორაიასთან წინასწარი შეთანხმებით, პროკურორ თ-------------ას, ადვოკატ გ--–--------–--–--ლის და ბრალდებულ ლ------------–---–ის ნებაყოფლობითი თანხმობით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმის, ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხის, საჯარო ინტერესების დაცვით, რომ მაქსიმალური ეფექტურობით იქნეს გამოყენებული სახელმწიფო რესურსები, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ლ------------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პოკურატურის პროკურორ თ-------------ას და ბრალდებულ ლ------------–---–ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი, აღნიშნული შუამდგომლობის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ:
ლ------------–---–ი ცნობილი იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება:
საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლება პირობით;
საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვლება პირობით.
საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვლება პირობით.
საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით, - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვლება პირობით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელებს და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ლ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 64-ე მუხლის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვლება პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს სახელმწიფო ბრალმდებელმა, ბრალდებულმა ლ------------–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა გ--–--------–--–--ლმა.
სასამართლომ განიხილა აღნიშნული შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 21-ე თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია მოტყუების, მუქარის, ძალადობის, შანტაჟის ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება მომავალში დაუშვებელია მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიაწვდიან სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. საპროცესო შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში.
საქმის მასალების: დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებების და გამოკითხვის ოქმების, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ:
ლ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მას მსჯავრი. შესაბამისად, უნდა დამტკიცდეს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ლ------------–---–ის მიმართ პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული ლ------------–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულებისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს, აგრეთვე საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა დანაშაულის აღიარებისა და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ლ------------–---–ი აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
ლ------------–---–ისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მისი კონსტიტუციური უფლებები, ამასთან ისიც და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატიც სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ლ------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. წარმოდგენილ საპროცესო შეთანხმებაში მითითებული სასჯელი სამართლიანია და შეესაბამება, როგორც ლ------------–---–ის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ, რომ ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-------------ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ლ------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც მან ყაჩაღობა ჩაიდინა ჯგუფურად, მართალია ზ-----------–-----ი ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ------------–---–მა ყაჩაღობა ჩაიდინა დაუდგენელ პირთან ერთად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-----------–-----ი გამართლდეს საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ-----------–-----ი გამართლდეს საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ-----------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ზ-----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ-----------–-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.
სახელმწიფო ბრალმდებლის, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-------------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს სახელმწიფო ბრალმდებელ - ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-------------ას და ბრალდებულ ლ------------–---–ის შორის 2019 წლის 5 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
ლ------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით, - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ლ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 64-ე მუხლის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
ლ------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
1) შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, ზ-----------–-----ის და ლ------------–---–ის სუნის ნიმუშები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2) შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები და ზ-----------–-----ისგან აღებული ხელის კვლები, ლაზერულ დისკთან ერთად, დალუქული ერთ პაკეტად (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), ლ------------–---–ისგან ელექტრონული სკანერით აღებული ხელის კვალის ნიმუში (ინახება ელექტრონულ ბაზაში), - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
3) შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, ადგილმდებარეობის ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, ლ------------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, ი-----–--–--ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
4) მაკაროვის კონსტრუქციის, უნომრო პისტოლეტი, 1 (ერთი) ცალი მჭიდით, დალუქული ერთ პაკეტად (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), - გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს;
5) №531214 ავტომატი, 2 (ორი) ცალი მჭიდით, 30 (ოცდაათი) ცალი 5,45 მმ კალიბრის ვაზნა და 3 (სამი) ცალი 9მმ კალიბრის ვაზნა, დალუქულ ერთ პაკეტად (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), - გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს;
6) სპორტული ჩანთა, პოლიეთილენის პარკი დალუქული ერთ პაკეტად (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
7) ექსპერტის მიერ გამოყენებული ერთი წყვილი ხელთათმანი, დალუქული ერთ პაკეტად (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
8) ზ-----------–-----ისგან პირადი ჩხრეკით ამოღებული ცივი იარაღი - კერძოდ დანა, დალუქული სახით (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
9) ლ------------–---–ის, ზ-----------–-----ის ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, დალუქული ცალ-ცალკე პაკეტებში, 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე იარაღებიდან აღებული ნიმუშები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
10) სს ,,თიბისი ბანკი“-დან და სს ,,ტერაბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 3-3 ცალ ლაზერულ დისკზე, ლომბარდ ,,გოლდ კრედიტიდან“, მაღაზია ,,თბილისურიდან“, შპს ,,ფ------“-დან, ქ. თბილისი წინანაურის ქ. №1-დან და ქ. თბილისი, გელაზის №3-დან გამოთხოვილი ინფორმაცია 5 ცალ ლაზერულ დისკზე, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
11) ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქულ მდგომარეობაში და ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი დალუქულ მდგომარეობაში, - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი