განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/1191-19
(№0----------1)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 აგვისტო, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------,დაცვის მხარე:
ადვოკატი - ბ-----------------,ბრალდებული - გ----–---------ი - დაბადებული 1----–-–------------–-, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მ--------–--------------------–----------------–--–- (ამჟამად პატიმარი),კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (2 ეპიზოდი), სსკ-ის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი,ბრალდებული - ნ----- ბ---------- - დაბადებული 1----–-–----------------–-, პირადი N2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მ--------–--------------------–----------------–--–- (ამჟამად პატიმარი),კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (2 ეპიზოდი), სსკ-ის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი,თარჯიმანი - ფირდანა ახმედოვი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო:
საქართველოს მოქალეებმა ნ------------------ და გ----–---------მა, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში, 2019 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში, ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთეს მ--------–--------–----–----------------–----------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი ს----------–------------------ სახელმწიფო საზღვარი და გადავიდნენ აზერბაიჯანში.
საქართველოს მოქალაქეებმა ნ------------------ და გ----–---------მა, რომლებიც იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში, გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, 2019 წლის 21 თებერვალს, გამთენიისას, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს მ--------–--------–----–----------------–----------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი ს----------–------------------ სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში, რა დროსაც ნ------------------ და გ----–---------მა, საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონო გადაკვეთი გზით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოიტანეს დიდი ოდენობით ნივთები - სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 7724.40 ლარი.
მხარეებმა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა გ----–---------მა და ნ------------------ თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დაეთანხმნენ მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულების აღიარება დანაშაულის ჩადენის შესახებ სრულად თავსებადია მოწმეთა, ა------------–---------- და ხ-----------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, გ----–---------ისა და ნ----- ბ----------ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საზღვრის კვეთის მონაცემებით, გ----–---------ისა და ნ----- ბ----------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, სასაქონლო და სასაქონლო საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა შეფასებით სასამართლო თვლის, რომ გ----–---------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით; ნ----- ბ----------- ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით;
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ბრალდებულების გ----–---------ისა და ნ----- ბ----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით დადგენილი არ არის;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ----–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ----–---------ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
გ----–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 თებერვლიდან;
გაუქმდეს გ----–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
ნ----- ბ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ნ----------------- სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
ნ----------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 თებერვლიდან;
გაუქმდეს ნ----- ბ----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, გ----–---------ს და ნ----------------- სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვათ ოთხი ცალი ჩანთა, რომლებშიც მოთავსებულია ამოღებული სიგარეტის კოლოფები - საერთო რაოდენობით 4710;
ნივთიერი მტკიცებულება: გ----–---------ისა და ნ----------------- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საზღვარგარეთის პასპორტები დაუბრუნდეთ მათ მფლობელებს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/