გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.09.2019
საქმის ნომერი
080210017001936450
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1272-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.09.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მ--–--------------

სხდომის მდივანი - ნ---------------

მოსარჩელე - ს-------------------------

წარმომადგენელი - ლ---------------

მოპასუხე - მ----- ღ---------; ბ--------- ღ---------

წარმომადგენელი- მ----- ღ---------

დავის საგანი - თანხის დაკისრება; იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. მოპასუხეებზე; მ----- ღ---------სა და ბიქტორ ღ---------ზე, N F------ გენერალური ხელშეკრულების და N------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „პ------------- ბანკი“-ს სასარგებლოდ 24,757.51 ლარის სოლიდარულად დაკისრება. (19,891.79 ლარი ძირი; 3,877.10 ლარი საპროცენტო სარგებელი; 988.62 ლარი დარიცხული ჯარიმა).

 

1.2. მოპასუხეებზე; მ----- ღ---------სა და ბიქტორ ღ---------ზე N----- გენერალური ხელშეკრულების და N21.3910 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „პ------------- ბანკი“-ს სასარგებლოდ 18,378.46 ლარის სოლიდარულად დაკისრება. (13,940.00 ლარი ძირი; 4,359.62 ლარი საპროცენტო სარგებელი; 78.84 ლარი დარიცხული ჯარიმა).

 

1.3. სს „პ------------- ბანკი“-ს სასარგებლოდ მ----- და ბიქტორ ღ---------ზე N F------ გენერალური ხელშეკრულების და N------- და N21.3910 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან და N 120039365-021 იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მ----- ღვინიანიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის: წყ--–-------------: ო--–-----ი; ს/კ 2-----------) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნა შესრულებულად ჩაითვალოს მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხის ნაწილში და დავალიანების გადახდა განხორციელდეს მოპასუხეების სხვა კუთვნილ ქონებებზე სოლიდარული ვალდებულების N 6------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

1.4. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოპასუხეებზე; მ----- ღ---------სა და ბიქტორ ღ---------ზე, N F------ გენერალური ხელშეკრულების და N------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „პ------------- ბანკი“-ს სასარგებლოდ 21945.72 ლარის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა. (17.080.00 ლარი ძირი; 3,877.10 ლარი საპროცენტო სარგებელი; 988.62 ლარი დარიცხული ჯარიმა).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 25 სექტემბერს სს „პ------------- ბანკს“ და მ----- ღ---------ს შორის დაიდო N F------, გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ლიმიტი 150 000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 360 თვის ვადით, სარგებლის წლიური არაუმეტეს 36%-ის დარიცხვით.

 

2012 წლის 25 სექტემბრის გაფორმებული იქნა N 120039365-021 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მ----- ღვინიანიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (წყალტუბოს რაიონი სოფ. ო--–-----ი; ს/კ 2-----------) დაიტვირთა იპოთეკით.

 

2012 წელს 25 სექტემბერს გაფორმებულ იქნა N 6------------ სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბიქტორ ღ---------მ იკისრა ვალდებულების სოლიდარულად შესრულება.

 

2014 წელს 04 აგვისტოს გაფორმებულ იქნა N------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და გაიცა სესხი 22 000.00 ლარი (საპროცენტო სარგებელი 14 %)

 

2014 წლის 04 აგვისტოს მსესხებელ მ----- ღ---------ს და ს--------------------------ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N21.3910 და გაიცა სესხი 15 000.00 ლარი. (48 თვით წლიური 15% სარგებლით)

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხე მ----- ღ---------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა იყო ჩამოწერილი, განულებული და აღარ ევალება გადასახდელად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 3.2.6. საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 01 მაისის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება დაზუსტებული ფართობით 2710/00 კვ.მ. ს.კ 2-----------. მ----- ღვინიანიძის საკუთრებაშია. მტკიცებულება: N29/16/32/021 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 53-54).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1 დადგენილია, რომ 2012 წლის 25 სექტემბერს სს „პ------------- ბანკს“ და მ----- ღ---------ს შორის დაიდო N F------, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ლიმიტი 150 000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 360 თვის ვადით, სარგებლის წლიური არაუმეტეს 36%-ის დარიცხვით.

მტკიცებულება:

- N F------ საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 21-30)

 

3.2.2. 2012 წლის 25 სექტემბრის გაფორმებული იქნა N 120039365-021 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ----- ღვინიანიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (წყალტუბოს რაიონი სოფ. ო--–-----ი; ს/კ 2-----------)დაიტვირთა იპოთეკით.

მტკიცებულება: N 120039365-021 იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.31-36)

 

3.2.3. 2012 წელს 25 სექტემბერს გაფორმებულ იქნა N 6------------ სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ--------- ღ---------მ იკისრა ვალდებულების სოლიდარულად შესრულება.

მტკიცებულება:

N 6------------ სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება (ს.ფ. 37-40)

 

3.2.4. 2014 წლის 04 აგვისტოს მსესხებელ მ----- ღ---------ს და სს ,,პ------------- ბანკს’’ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N21.3910 და გაიცა სესხი 15 000.00 ლარი. (48 თვით წლიური 15% სარგებლით)

მტკიცებულება:

საკრედიტო ხელშეკრულება N21.3910 (ს.ფ. 41-47)

 

3.2.5. 2014 წელს 04 აგვისტოს გაფორმებულ იქნა N------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და გაიცა სესხი 22 000.00 ლარი (საპროცენტო სარგებელი 14 %)

მტკიცებულება:

N------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ 48-52).

 

3.2.6. სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხეები მართალია აღიარებენ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის ფაქტს, თუმცა სასამართლო სხდომაზე მ----- ღ---------მ განმარტა, რომ აღნიშნული თანხა იყო ჩამოწერილი, განულებული და არ ევალება მისი გადახდა.

მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები. მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია მოპასუხეების ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა სს ,,პ------------- ბანკს’’ და მ----- ღ---------ს შორის დადებული 2012 წლის 25 სექტემბერს N F------ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება.

ასევე იმავე მხარეებს შორის 04 აგვისტოს გაფორმებულ იქნა N------- და N21.3910 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მიიღო 22, 000.00 ლარი (საპროცენტო სარგებელი 14 %) და 15, 000.00 ლარი. (48 თვით წლიური 15% სარგებლით).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

6.3. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

6.4. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ მ----- ღ---------ს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

6.5. დადგენილია, რომ მოპასუხეების, მ----- ღვინიანიძის და ბიქტორ ღვინიანიძის დავალიანება, N F------ გენერალური ხელშეკრულების და N------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „პ------------- ბანკი“-ს წინაშე შეადგენს 21945.72 ლარს. (17.080.00 ლარი ძირი; 3,877.10 ლარი საპროცენტო სარგებელი; 988.62 ლარი დარიცხული ჯარიმა).

ასევე დადგენილია, რომ მ----- ღვინიანიძის და ბიქტორ ღვინიანიძის დავალიანება N----- გენერალური ხელშეკრულების და N21.3910 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „პ------------- ბანკი“-ს წინაშე შეადგენს 18,378.46 ლარს. (13,940.00 ლარი ძირი; 4,359.62 ლარი საპროცენტო სარგებელი; 78.84 ლარი დარიცხული ჯარიმა).

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებას იმის შესახებ, რომ სესხი განულებულია, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

6... განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი.

მოთხოვნა სესხის პროცენტის (სარგებელი) ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

6.7. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი (სარგებელი). სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება, ითვალისწინებს წლიურ საპროცენტო სარგებელს.

 

- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.

ამდენად, სარჩელი სესხზე დარიცხული პროცენტი (სარგებელი) N F------ გენერალური ხელშეკრულების და N------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „პ------------- ბანკი“-ს წინაშე შეადგენს - 3,877.10 ლარს.

ხოლო N----- გენერალური ხელშეკრულების და N21.3910 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „პ------------- ბანკი“-ს წინაშე შეადგენს - 4,359.62 ლარს.

 

6.8. მოტივაცია სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) დაკისრების შესახებ.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ჯარიმა - N F------ გენერალური ხელშეკრულების და N------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „პ------------- ბანკი“-ს წინაშე შეადგენს 988.62 ლარს,ხოლო N----- გენერალური ხელშეკრულების და N21.3910 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „პ------------- ბანკი“-ს წინაშე შეადგენს 78.84 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

-საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია, კერძოდ, ამ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო, 17.080.00 ლარზე 988.62 ლარი და 13,940.00 ლარზე 78.84 ლარი, ვერ მიიჩნევა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6.9. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სოლიდარული ვალდებულება. კერძოდ დადგენილია, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,პ------------- ბანკს’’, მ----- ღ---------ს და ბიქტორ ღ---------ს შორის 2012 წელს 25 სექტემბერს გაფორმებულ იქნა N 6------------ სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითად მოვალესთან ერთად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

6.10. მოთხოვნა საფუძვლიანია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებთან გაფორმებულ იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მ----- ღვინიანიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე (წყალტუბოს რაიონი სოფ. ო--–-----ი; ს/კ 2-----------)

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სსს კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოპასუხეებზე; მ----- ღ---------სა და ბ--------- ღ---------ზე, N F------ გენერალური ხელშეკრულების და N------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „პ------------- ბანკი“-ს სასარგებლოდ 21945.72 ლარის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა. (17.080.00 ლარი ძირი; 3,877.10 ლარი საპროცენტო სარგებელი; 988.62 ლარი დარიცხული ჯარიმა), ანუ მოთხოვნა შემცირდა 3800 ლარით. ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 114.00 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახ. ბიუჯეტიდან და ნაწილობრივ ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150. საგადახადო დავალება N---------. თარიღი 18.05.2017. გადამხდელის ბანკი სს ,,პ------------- ბანკი“.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟი 1180.08 მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

8. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,პ------------- ბანკი” -ს სარჩელი.

 

2. მ----- ღ---------ს და ბ--------- ღ---------ს N F------ გენერალური ხელშეკრულების და N------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „პ------------- ბანკი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ - 21,945.72 ლარის სოლიდარულად გადახდა. ( 17.080.00 ლარი ძირი; 3,877.10 ლარი საპროცენტო სარგებელი; 988.62 ლარი დარიცხული ჯარიმა).

 

3.მ----- ღ---------ს და ბ--------- ღ---------ს N----- გენერალური ხელშეკრულების და N21.3910 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „პ------------- ბანკი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 18,378.46 ლარის სოლიდარულად გადახდა. (13,940.00 ლარი ძირი; 4,359.62 ლარი საპროცენტო სარგებელი; 78.84 ლარი დარიცხული ჯარიმა).

 

4.საკრედიტო ხელშეკრულებიდან და N 120039365-021 იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მ----- ღვინიანიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის: წყ--–-------------: ო--–-----ი; ს/კ 2-----------) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.

 

5.თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნა შესრულებულად ჩაითვალოს მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხის ნაწილში და დავალიანების გადახდა განხორციელდეს მოპასუხეების სხვა კუთვნილ ქონებებზე სოლიდარული ვალდებულების N 6------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

6.მოპასუხეებს - მ----- ღ---------ს და ბ--------- ღ---------ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „პ------------- ბანკის“-ს სასარგებლოდ - სასამართლო ბაჟის - 1180.08 ლარის გადახდა.

 

7.გადახდილი სახ. ბაჟი 114.00 ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდეს სახ. ბიუჯეტიდან და ნაწილობრივ ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150. საგადახადო დავალება N---------. თარიღი 18.05.2017. გადამხდელის ბანკი სს ,,პ------------- ბანკი“.

 

8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მ--–--------------