გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3987-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.09.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მ--–--------------
სხდომის მდივანი - ნ-------------ძე
მოსარჩელე - სს ,,კ------------ი’’
წარმომადგენელი - კახა ჩხეტია
მოპასუხეები - ქ--------ა ნ-------–---–ი, ავ--------– ნ-------–---–ი, ზ------- ჩ----ე, ქეთევან აბესაძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებზე; ქ--------ა ნ-------–---–ი, ავ--------– ნ-------–---–ი, ზ------- ჩ----ე, ქეთევან აბესაძეზე, სოლიდარულად, მოსარჩელე - სს ,,კ------------ი’’-ს სასარგებლოდ 6800.99 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება. 4750.04 აშშ დოლარი სესხის ძირი; 1314.35 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი; 188.56 აშშ დოლარი - სადაზღვევო შენატანი; 24.76 აშშ დოლარი მომსახურების საკომისიო; 523.28 აშშ დოლარი პირგასამტეხლო.
1.2. მოპასუხე ქ--------ა ნ-------–---–ზე მოსარჩელე - სს ,,კ------------ი’’-ს სასარგებლოდ 1539.23 ლარის გადასახდელად დაკისრება.
დავის არსი:
სარჩელში მითითებულია, რომ 2015 წლის 12 ივნისს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----ო’’-ს და ქ--------ა ნ-------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №20150612QNATR, რის საფუძველზეც მან ისესხა 6300 აშშ დოლარი, 37 თვის ვადით 2018 წლის 02 ივლისის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან (სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.05%-ს თვეში), მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან. სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
2015 წლის 12 ივნისის თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, ავ--------– ნ-------–---–მა, ზ------- ჩ----ემ და ქეთევან აბესაძემ იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კ-----იტორის წინაშე ქ--------ა ნ-------–---–ის მიერ 2015 წლის 12 ივნისის №20150612QNATR სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე (თავდებობა იკისრეს სესხის ძირითად თანხაზე - 6300 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 2796.79 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 283.68 აშშ დოლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე (საკომისიო) 60.12 აშშ დოლარზე, რაც ჯამში შეადგენს 9440.59 აშშ დოლარზე, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კ-----იტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.
ძირითადი მოვალის ქ--------ა ნ-------–---–ის მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, დღეის მდგომარეობით, მის მიერ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული 2016 წლის 02 ივლისის გადასახდელი და იმყოფება 18 თვიან ვადაგადაცილებაში. ის გაფრთხილებულია მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების და წერილობით გაფრთხილებების მეშვეობით, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს, ასევე თავს არიდებს წერილობითი გაფრთხილებების პირადად ჩაბარებას. ასევე თავდები მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების და წერილობით გაფრთხილებების მეშვეობით გაფრთხილებულნი იქნენ, რომ მსესხებელი არ ასრულებს ვალდებულებას და მათ მოთხოვეს ვალდებულების შესრულება, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ასრულებენ თავდებობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას.
სესხის ხელშეკრულების 9.7. პ-ტის და თავდებობის ხელშეკრულების მე-7 პ-ტის თანახმად, მხარეები ვალდებულნი იყვნენ საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებების შესახებ გამსესხებელი წერილობით გაეფრთხილებინათ.
სესხის ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს სესხის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, დარიცხული პროცენტების, მომსახურების საკომისიოს, სადაზღვევო პრემიის თანხის გადახადა(ეს არ გამორიცხავს კანონითა და ხელშეკრულებით გამსესხებლისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელებას), თუ მსესხებელი გადააცილებს გადახდის ვადას, კერძოდ: 7.1-პუნქტის თანახმად ,,გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა” ხოლო 7.4. პუნქტი განსაზღვრავს, რომ ,,მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ,,გამსესხებელს“ უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება’’.
ხელშეკრულების 8.1. პუნქტის შესაბამისად, გამსესხებელ უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები მთლიანად და ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული ჯარიმები(8.2. პუნქტი).
ამჟამად 2015 წლის 12 ივნისის №20150612QNATR სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 6800.99 აშშ დოლარი, საიდანაც 4750.04 აშშ დოლარი არის სესხის ძირი, 1314.35 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი, 57.50 აშშ დოლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადიცილებულ დღეზე გადახდილ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა), 465.77 აშშ დოლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებულ გადასახდელ თანხის 0.27 % 150 დღის განმავლობაში, 188.56 აშშ დოლარი სადაზღვევო შესატანი, 24.76 აშშ დოლარი არის მომსახურების საკომისიო.
-მსესხებელს ქ--------ა ნ-------–---–ს და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----ოს“ შორის 2015 წლის 12 ივნისს გაფორმდა „განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება. მსესხებელზე გაცემული იყო ნატვრის ბარათი N1199412529818623, რომელზეც გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი. აღნიშნული ხელშეკრულებით ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 800 აშშ დოლარი(ხელშეკრულების N3 დანართის 1-ელი პუნქტი), მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს, სარგებელი 1.5% თვეში სწორხაზოვანი მეთოდით (იმავე დანართის მე-2 პუნქტი), გარდა სპეციალური აქციის მოქმედების პერიოდში(1.19 პუნქტი), ხელშეკრულების თანახმად მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა(მე-4 მუხლი).ყოველი სესხის ვადაა 12 თვე(ხელშეკრულების N3 დანართის მე-4 პუნქტი), გარდა იმ სპეციალური აქციების და ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევებისა, როცა ბარათის გამცემი ცვლის სესხის მოქმედების ვადას.
,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ’’. ხელშეკრულების 5.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყველა ვადაგადაცილებაზე.
2015 წლის 31 დეკემბერს მსესხებელის მიერ განხორციელდა 348 ლარის ტრანზაქცია. სესხის ნომერი LD1536500515. ეს სესხი უნდა დაფარულიყო 17 თვის ვადაში გრაფიკის შესაბამისად.
2016 წლის 20 იანვარს მსესხებელის მიერ განხორციელდა 1442.28 ლარის ტრანზაქცია. სესხის ნომერი LD1602000467. ეს სესხი უდა დაფარულიყო 12 თვის ვადაში გრაფიკის შესაბამისად.
მსესხებლის მიერ სესხები სრულად და კეთილსინდიერად არ არის გადახდილი. ამჟამად № LD1536500515 სესხზე ქ--------ა ნ-------–---–ს ინდივიდუალურად გადასახდელი აქვს356.58 ლარი, საიდანაც 239.25 ლარი, 108.09 ლარი არის ჯარიმა, 9.24 ლარი სადაზღვევო შესატანი.ხოლო № LD1602000467 სესხზე ქ--------ა ნ-------–---–ს ინდივიდუალურად გადასახდელი აქვს 1182.65 ლარი, საიდანაც 721.14 ლარი სესხის ძირი, 112.50 არის საპროცენტო სარგებელი, 328.12 ლარი არის ჯარიმა, 20.89 ლარი სადაზღვევო შესატანი.შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----ო’’-მ 2016 წლის 09 სექტემბერს შეიცვალა ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა და გახდა სააქციო საზოგადოება, ხოლო 2017 წლის 17 მარტს შეიცვალა სახელი და ამჟამად არის სს ,,კ------------ი’’.
1.2. 2019 წლის 23 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ წარმოადგინა განცხადება და სსს კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე გაიხმო სარჩელი მოპასუხე ქ--------ა ნ-------–---–ზე მოსარჩელე - სს ,,კ------------ი’’-ს სასარგებლოდ 1539.23 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა - ავ--------– და ქ--------ა ნ-------–---–ებმა წარმოადგინეს შესაგებელი და და განმარტეს, რომ მოპასუხის დავალინება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6064.39 აშშ დოლარს (ძირი თანხა და პროცენტი), რასაც აღიარებენ და გადაიხდიან ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოსა და საკომისიოს დარიცხვის გარეშე, ამასთან მოპასუხე არის უმუშევარი და ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. გარდა ამისა, ოჯახს აქვს სხვადასხვა სასესხო ვალდებულებები სხვა საბანკო დაწესებულებების მიმართაც, ამასთან აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ივნისს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----ო’’-ს და ქ--------ა ნ-------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №20150612QNATR, რის საფუძველზეც მან ისესხა 6300 აშშ დოლარი, 37 თვის ვადით 2018 წლის 02 ივლისის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან (სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.05%-ს თვეში), მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან. სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
მტკიცებულება:
- სესხის ხელშეკრულება №2------------ (ს.ფ.24-25);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.26)
3.1.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ივნისის თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე ავ--------– ნ-------–---–მა, ზ------- ჩ----ემ და ქეთევან აბესაძემ იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კ-----იტორის წინაშე ქ--------ა ნ-------–---–ის მიერ 2015 წლის 12 ივნისის №20150612QNATR სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე (თავდებობა იკისრეს სესხის ძირითად თანხაზე - 6300 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 2796.79 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 283.68 აშშ დოლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე (საკომისიო) 60.12 აშშ დოლარზე, რაც ჯამში შეადგენს 9440.59 აშშ დოლარზე, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კ-----იტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.
მტკიცებულება: თავდებობის ხელშეკრულება; თავდების განცხადება; (ს.ფ.28-34);
3.1.3. დადგენილია, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ავ--------– და ქ--------ა ნ-------–---–ებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს 6064,39 აშშ დოლარის ნაწილში.
მტკიცებულება: შესაგებელი. მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. დადგენილია, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ წარმოადგინა განცხადება და სსს კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე და გაიხმო სარჩელი მოპასუხე ქ--------ა ნ-------–---–ზე მოსარჩელე - სს ,,კ------------ი’’-ს სასარგებლოდ, 1539.23 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
მტკიცებულება: მოსარჩელის განცხადება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ნაწილობრივ სადავოა სესხის ძირი თანხის ნაწილი (6064.39 აშშ დოლარის ნაწილში ძირითადმა მოვალემ ცნო სარჩელი) დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო.
მტკიცებულება: შესაგებელი. მოპასუხეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში ნაწილობრივ აღიარებს დავალიანების არსებობას. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკ-----იტო და თავდებობის ხელშეკრულებები.
მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიერ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ცნობის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს 6064,39 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირი თანხების და პროცენტის ნაწილში საფუძვლიანია, რის გამოც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შემცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრული ოდენობით პირგასამტეხლომდე.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 623-625-ე, 411-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე-873-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 208.3-ე; 102-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კ-----იტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6.4. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.5. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხეების მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კ-----იტის ხელშეკრულებით კ-----იტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კ-----იტი სესხის ფორმით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან საკ-----იტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.9. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,კ------------ი’’-ს მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო კ-----იტის №20150612QNATR ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კ-----იტი, ხოლო მოვალის მიერ კ-----იტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის.
6.10.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ცნობის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს 6064,39 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.
6.11.განსახილველ შემთხვევაში, სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთს.
- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
-დადგენილია, რომ სარჩელის შემოტანის დროისათვის, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ: 6800.99 აშშ დოლარი, საიდანაც - 4750.04 აშშ დოლარი არის სესხის ძირი; 1314.35 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი;
6.12. მოხმობილი სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს წარმოეშვათ სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარათ კ-----იტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც არაჯეროვნად შეასრულეს. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.
ამდენად, სარჩელი საბანკო კ-----იტის №20150612QNATR ხელშეკრულებით მოთხოვნილი პროცენტის (1314.35 აშშ დოლარი) მოპასუხეებზე დაკისრების ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
-საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კ-----იტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო, რადგან მოპასუხის მიერ სესხის ვადის გადაცილება გამოწვეულია მძიმე ოჯახური მდგომარეობით, იგი აღიარებს სესხის ძირ თანხას და კეთილსინდისიერია ვალდებულების მიმართ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლო 523.28 აშშ დოლარი, სესხის ძირ თანხასთან 4750.04 აშშ დოლართან მიმართებით, შეუსაბამოდ მაღალია, უნდა შემცირდეს და განისაზღვროს სესხის ძირი თანხის 3% რაც შეადგენს 142.50 აშშ დოლარს.
6.14. მოთხოვნა საფუძვლიანია თავდები პირების მიმართ, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კ-----იტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
6.15. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2015 წლის 12 ივნისის შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----ო’’-ს და ქ--------ა ნ-------–---–ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება №20150612QNATR, რის საფუძველზეც მან ისესხა 6300 აშშ დოლარი, 37 თვის ვადით 2018 წლის 02 ივლისის ჩათვლით. 2015 წლის 12 ივნისის თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე ავ--------– ნ-------–---–მა, ზ------- ჩ----ემ და ქეთევან აბესაძემ იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კ-----იტორის წინაშე ქ--------ა ნ-------–---–ის მიერ 2015 წლის 12 ივნისის №20150612QNATR სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე (თავდებობა იკისრეს სესხის ძირითად თანხაზე - 6300 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 2796.79 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 283.68 აშშ დოლარზე, მომსაურების ყოველწლიურ გადასახადზე (საკომისიო) 60.12 აშშ დოლარზე, რაც ჯამში შეადგენს 9440.59 აშშ დოლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.
საქმეში წარმოდგენილი თავდებობის ხელშეკრულების 3.1. მუხლით თავდებმა პირებმა აიღეს სოლიდარული ვალდებულება კ-----იტორის წინაშე. კერძოდ -,,თავდები“ ვალდებულია სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხებლის“ წინაშე და დაფაროს დავალიანება მაშინაც კი როცა ადგილი არ ჰქონდა იძულებითი აღსრულების მცდელობას ,,მსესხებლის“ მიმართ.
შესაბამისად მოთხოვნა თავდები პირების მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ 6064,39 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელი ცნეს. ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟის 181,39 აშშ დოლარის 3% -(ერ.ვალ.კურსი 2.53) ექვივალენტი ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150; საგადასახადო დავალება N0 64463; 2017.12.25. გადამხდელის ბანკი სს კ------------ი.
სარჩელი შემცირდა დაკმაყოფილდა პირგასამტეხლოს ნაწილში - 380.78 აშშ დოლარის 3% 11.42 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დარჩეს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს 594.10 აშშ დოლარის ნაწილში და ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 17.82 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი -(ერ.ვალ.კურსი 2.53), მოპასუხეებს სსს კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე გადასახდელად უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი.
2019 წლის 23 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ წარმოადგინა განცხადება და სსს კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე გაიხმო სარჩელი მოპასუხე ქ--------ა ნ-------–---–ზე მოსარჩელე - სს ,,კ------------ი’’-ს სასარგებლოდ 1539.23 ლარის მოთხოვნის ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს და ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150; საგადასახადო დავალება N0 64464; 2017.12.25. გადამხდელის ბანკი სს კ------------ი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება სსს კოდექსის 199.1 მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სს ,,კ------------ის” სარჩელი.
2. მოპასუხეებს - ქ--------ა ნ-------–---–ს, ავ--------– ნ-------–---–ს, ზ------- ჩ----ეს, ქეთევან აბესაძეს, მოსარჩელე - სს ,,კ------------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადასახდელად სესხის ძირი თანხა - 4750.04 აშშ დოლარი; სესხის პროცენტი 1314.35 აშშ დოლარი; დაზღვევა 188.56 აშშ დოლარი; მომსახურების საკომისიო 24.76 აშშ დოლარი; შემცირებული პირგასამტეხლო - 142.50 აშშ დოლარი.
3. მოსარჩელეს დაუბრუნდეს გადახდილი სახ. ბაჟი 181,39 აშშ დოლარის 3% -(ერ.ვალ. კურსი 2.53) ექვივალენტი ლარი ბიუჯეტიდან, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150; საგადასახადო დავალება N0 64463; 2017.12.25. გადამხდელის ბანკი სს კ------------ი.
-ასევე მოსარჩელეს დაუბრუნდეს გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი და ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150; საგადასახადო დავალება N0 64464; 2017.12.25. გადამხდელის ბანკი სს კ------------ი.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 11.42 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში -(ერ.ვალ. კურსი 2.53) დარჩეს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.
5.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 17.82 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი -(ერ.ვალ.კურსი 2.53) და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი,მოპასუხეებს; ქ--------ა ნ-------–---–ს, ავ--------– ნ-------–---–ს, ზ------- ჩ----ეს, ქეთევან აბესაძეს, სოლიდარულად გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
6. უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მ--–--------------