განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3841-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- ვ------ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ---- ა------- ძე ს---------, - პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 8-----------–ს, რეგისტრირებული: რ--------- ხ--–---- მ------------ გამზ. #--- ბინა #---–- და ფაქტობრივად მცხოვრები: რ--------- რ---------–-ს ქ.----–-
კვალიფიკაცია:
1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.კ---- ს--------- და მ--- ს--------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 5 ივლისს, ღამით, დაახლოებით 00:00 საათზე, თ---–--–-- ვ---------–-- მ--- მ/რაიონი, მ--- რიგი, მ------ორპუსის ეზოში ყოფნის დროს კ---- ს--------მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლეზე - მ--- ს--------ზე. კერძოდ, ხელი ძლიერად გაარტყა სახეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 5 ივლისს, ღამით, დაახლოებით 00:00 საათზე, თ---–--–-- ვ---------–-- მ--- მ/რაიონი, მ--- რიგი, მ------ორპუსის სადარბაზოში კ---- ს--------- იარაღის მაგვარი საგნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რ----- ა------ს, რაც დაზარალებულის მხრიდან აღქმული იქნა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა კ---- ს---------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - მ--- ს---------ს, რ----- ა------ის, მოწმეების: ე-–----- გ-------ის, პ----- დ-------ის, ქ------- დ---–--ის, დ----- ბ--------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, დათვალიერების ოქმს, პირადი ჩხრეკის ოქმს და ამოღებულ ნივთიერიმტკიცებულებას, სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია კ---- ს---------ს მიერ დანაშაულის ჩადენა.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
უდავო მტკიცებულებები:
2.4. დაზარალებულ მ--- ს---------ს 05.07.2019 წლის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 4 წელია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება კ---- ს--------თან. კ---- ს--------- უმიზეზოდ უყვირის, აგინებს, ლანძღავს და სცემს. კ---- ს--------მა არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა მას არცერთხელ პოლიციისთვის არ მიუმართავს. 2019 წლის 5 ივლისს, ღამის დაახლოებით 00:00 საათზე მ--- ს--------- იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად თ---–--–-- ვ---------–-- მ--- მ/რაიონი, მ--- რიგი, მ------ორპუსის ეზოში, კ---- ს--------მა უთხრა ასულიყო სახლში და ჩამოეტანა მისი მობილური ტელეფონის ყუთი, ამ დროს მ--- ს--------ს ტელეფონზე დაურეკა დედამ და დაუწყო საუბარი, რაზეც კ---- ს--------- გაღიზიანდა და ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელი სახის მარცხენა ნაწილში, ძალადობის გამო მ--- ს--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.5. მოწმე ე-–----- გ-------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ მისი შვილი მ--- ს--------- დაახლოებით 4 წლის წინ დაქორწინდა კ---- ს--------ზე. კ---- ს--------- არის ნერვიული, გაუწონასწორებელი პირი. ხშირად ყოფილა შემთხვევა როდესაც მ--- ს--------- ე-–----- გ-------თან მისულა ნაცემი, დალურჯებული და უთქვამს, რომ მეუღლემ სცემა. ე-–----- გ-------ი სთხოვდა შვილს დაშორებოდა კ---- ს--------ს და დაერეკა პოლიციაში, მაგრამ მ--- ს--------- უარს აცხადებდა. 2019 წლის 5 ივლისს, გვიან ღამით, მ--- ს--------მა ტელეფონით კომუნიკაციის დროს დედას უთხრა, რომ კ---- ს--------მა სცემა და ეს უკანასკნელი ცემის შემდეგ წავიდა იარაღის ასაღებად. სატელეფონო ზარიდან მცირე დროში მ--- ს--------- მივიდა ე-–----- გ-------თან სახლში, მოწმემ შენიშნა, რომ დაზარალებულს თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, მ--- ს--------მა დედას უთხრა, რომ მეუღლემ სცემა.
2.6. მოწმე რ----- ა------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ და მ--- ს--------- დაახლოებით 4 წლის წინ დაქორწინდა კ---- ს--------ზე. კ---- ს--------- არის ნერვიული, გაუწონასწორებელი პირი, საუბარს იწყებს ყვირილით, ლანძღვა-გინებით. ხშირად ყოფილა შემთხვევა როდესაც მ--- ს--------- მშობლების სახლში ნაცემი მისულა, დალურჯებული. ოჯახის წევრების შეკითხვაზე უთქვამს, რომ მეუღლემ კ---- ს--------მა სცემა. 2019 წლის 5 ივლისს, გვიან ღამით, მ--- ს--------- მშობლების სახლში მივიდა ატირებული, თვალჩალურჯებული და განაცხადა, რომ მეუღლემ კ---- ს--------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.7. მოწმე მ------ ა------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში, კ---- ს--------მა სახლში ვერ იპოვა საკუთარი ქამარი და აღნიშნულის გამო მოწმის თანდასწრებით სცემა მ--- ს---------. მოწმე გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ მ--- ს--------- მშობლების სახლში არაერთხელ მისულა მეუღლისგან ნაცემი. 2019 წლის 5 ივლისს, გვიან ღამით მშობლების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მოწმე მ------ ა------ი მივიდა მ--- ს---------, რომელიც ტიროდა და მარჯვენა თვალზე ჰქონდა სილურჯე. მ--- ს--------მა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ სცემა მეუღლემ კ---- ს--------მა.
2.8. შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელიც აღწერს მსხვერპლის მ--- ს---------ს მიერ პოლიციელისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, - დასტურდება, რომ 2019 წლის 5 ივლისს მეუღლემ კ---- ს--------მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახის არეში. შემაკავებელი ორდერის ოქმით ასევე დასტურდება, რომ მსხვერპლს სახეზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი.
2.9. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, მოქ. მ--- ს--------ს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.
2.10. ბრალდებულმა კ---- ს--------მა შესავალ და დასკვნით სიტყვებში აღიარა დანაშაული.
2.11.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 5 ივლისს ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრზე - მეუღლეზე მ--- ს--------ზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.12. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.13. დაზარალებულ რ----- ა------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 5 ივლისს, გვიან ღამით, მას შემდეგ რაც სახლში მ--- ს--------- მეუღლისგან ნაცემი მივიდა, რ. ა------მა გადაწყვიტა დალაპარაკებოდა სიძეს კ---- ს--------ს, ამ მიზნით იგი დაეშვა კორპუსის კიბეებზე. კიბეებზე შეხვდა სახლისკენ მომავალ კ---- ს--------ს, რომელმაც რ----- ა------ს იქვე კიბეზე მარცხენა ხელი ყელში წაუჭირა, მარჯვენათი კი თავზე პისტოლეტი მიადო და დაუყვირა ,,ხომ იცი გესვრი და ჯობია სახლში აბრუნდეო“. დაზარალებულის განმარტებით, კ---- ს--------- არის გაუწონასწორებელი პიროვნება, რის გამოც მისი სიტყვები ,,გესვრი“ რეალურად აღიქვა.
2.14. მოწმე ე-–----- გ-------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 5 ივლისს, გვიან ღამით, მას შემდეგ რაც კ---- ს--------მა სცემა მეუღლე მ--- ს---------, იარაღით დაემუქრა მ--- ს---------ს ძმას რ----- ა------ს. მოწმე გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ კორპუსის კიბეებზე, კ---- ს--------მა რ----- ა------ს ყელში ხელი წაუჭირა და მეორე ხელით იარაღი თავზე დაადო. მას შემდეგ, რაც ე-–----- გ-------მა დაიყვირა, რომ პოლიციაში რეკავდა, კ---- ს--------- შეშინდა და გაიქცა.
2.15. მოწმე ქ------- დ---–--ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 5 ივლისს, გვიან ღამით, სადარბაზოში გაიგონა ყვირილის ხმა. მეზობლის შვილმა მ--- ს--------მა ქ------- დ---–--ეს უთხრა, რომ მეუღლე კ---- ს--------- იყო ეზოში იარაღით მოსული და სთხოვა დახმარებოდა რ----- ა------ს, რადგან კ---- ს--------ს სურდა მისი მოკვლა. ქ------- დ---–--ემ გაიგონა სადარბაზოში კ---- ს---------ს ხმა, რომელიც რ----- ა------ს მოკვლით ემუქრებოდა.
2.16. მოწმე მ------ ა------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 5 ივლისს, მას შემდეგ რაც კ---- ს--------მა სცემა მეუღლე მ--- ს---------, სადარბაზოში მარცხენა ხელი ყელში მოუჭირა მოწმის ძმას - რ----- ა------ს, ხოლო მარჯვენა ხელით თავზე შავი პისტოლეტი დაადო და უყვიროდა, თუ სახლში არ ავიდოდა ესროდა. რ----- ა------ს გადაეფარა დედა ე-–----- გ-------ი, რათა კ---- ს--------ს არ ესროლა და დაიყვირა, რომ პოლიციაში დარეკავდა, მის ამ ნათქვამზე კ---- ს--------- გაიქცა.
2.17. დანაშაულის ჩადენის ღამეს, 2019 წლის 5 ივლისს დაკავებულ იქნა კ---- ს---------, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი - შავი ფერის პისტოლეტის მაგვარი საგანი, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის #7---- დასკვნის თანახმად წარმოადგენს პნევმატურ პისტოლეტს.
2.18. ბრალდებულმა შესავალ და დასკვნით სიტყვაში დაადასტურა მუქარის ფაქტი.
2.19. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულებების შინაარსის შეფასებით და ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებით სასამართლო ადგენს, რომ კ---- ს---------ს მხრიდან პნევმატური პისტოლეტით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელიც გამოიხატა იარაღის თავზე მიბჯენით და სიტყვაში ,,გესვრი“ დაზარალებულ რ.ა------ის მიერ ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ის ჩააგდო პანიკასა და შიშში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა კ---- ს---------ს ბრალეულობა.
3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა კ---- ს--------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. კ---- ს---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
4.2. კ---- ს---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის და მსხვერპლთა სიმრავლე (ჩადენილია დანაშაულის 2 ეპიზოდი, 2 დაზარალებულის მიმართ) და მუქარის ჩადენა პნევმატური პისტოლეტით.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:
5.3.1. მუქარა ჩადენილი იყო საშიში ხერხით - პნევმატური პისტოლეტით.
5.3.2. დანაშაულის და დაზარალებულთა სიმრავლე - ჩადენილია ორი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ორი პირის მიმართ.
5.3.3.უდავო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2019 წლსი 5 ივლისის ფაქტი არ ყოფილა ძალადობის პირველი შემთხვევა, კ---- ს--------- წარსულშიც ძალადობდა ფიზიკურად მეუღლეზე მ--- ს--------ზე. ამონარიდი მსხვერპლის გამოკითხვის ოქმიდან ,,ჩემს მეუღლეს კ---- ს--------ს არაერთხელ ვუცემივარ და მოუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს ყველაფერი ძალიან მთრგუნავს და მამყოფებს ფსიქოლოგიურ სტრესში’’. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს ბრალდებულს ძალადობრივი ქმედებების მიდრეკილებისაკენ, სასამართლოს შეფასებით მსხვერპლისგან იზოლაციით (თავისუფლების აღკვეთით) უნდა მოხდეს მოძალადის ქმედებების შეკავება და დამნაშავის სამომავლო დანაშაულებრივ ქმედებათა პრევენცია.
5.4.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა პირობითი მსჯავრის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების თაობაზე, ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოძალადეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და წარსულში არ არის ნასამართლევი, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პასუხისმგებლობის დამამძიმებელმა გარემოებებმა მნიშვნელოვნად გადაწონა შემამსუბუქებელი გარემოებები, შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ის, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენისათვის არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: უდავო მტკიცებულებებით - დაზარალებულების და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ უკანასკნელი ეპიზოდის ჩადენამდე ბრალდებული წარსულშიც, არაერთხელ ძალადობდა მსხვერპლზე მ--- ს--------ზე, თუმცა ყველა ეს დანაშაულებრივი ფაქტი რჩებოდა ლატენტური, რაც იწვევდა დამნაშავე პირის დაუსჯელობის განცდას და დროის მცირე პერიოდში ახალი განზრახი ეპიზოდების ჩადენას. ასევე ის, რომ ბრალდებულს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი ვერ გახდება უპირობოდ მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უდავო მტკიცებულებაზე ე-–----- გ-------ის გამოკითხვის ოქმზე, მოწმე ოქმში უთითებს, რომ კ---- ს--------- ცოლ-შვილს ყურადღებას ისედაც არ აქცევს, მას არ აქვს საცხოვრებელი ბინა, ძირითადად მანქანაში ცხოვრობს. ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას სასამართლო გაითვალისწინებს სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს.
5.5. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში კ---- ს---------ს სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს რა, რომ მუქარა ჩადენილია პნევმატური პისტოლეტით და მიიჩნევს, რომ სამომავლო რისკების თავიდან არიდების მიზნით კ.ს--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, 1(ერთი) წლის ვადით უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.კ---- ს--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. კ---- ს--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. კ---- ს--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება. კ---- ს--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ ასევე უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი.
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა ძირითადმა და დამატებითმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და კ---- ს---------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება, ასევე სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი.
4.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით კ---- ს---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 5 ივლისიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა