განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100119003067979 (№1-127/19)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10.10.2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
პროკურორი - ა-------------ა
ბრალდებული - გ--------------–--ე
ადვოკატი - ი-----–--–----ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173150419004 საქმე
ბრალდებულ გ--------------–--ის მიმართ
მამის სახელი: ნ-------ი
დაბადებული: 1--1-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო,მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: მქონე
პირადი ნომერი: 6----------
რეგისრტირებული: ქ------------------–---–---------
მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი წ-----–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 15 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-----–-ში, გ--------------–--ემ ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას შვილს ლ-----------–--ეს სახეში დაარტყა ხელი, ფიზიკური ძალადობის შედეგად ლ-----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2019 წლის 15 აპრილს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-----–-ში, გ--------------–--ემ ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას შვილს ლ-----------–--ეს მარჯვენა თვალბუდის არეში და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ფიზიკური ძალადობის შედეგად ლ-----------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გარეშე.
3. 2019 წლის 16 აპრილს, გ--------------–--ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რითაც 30 დღის განმავლობაში გ--------------–--ეს აეკრძალა შვილის ლ-----------–--ის სახლთან მიახლოება, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვის მიუხედავად, 2019 წლის 05 მაისს გ--------------–--ე მიუახლოვდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-----–-ში, მდებარე შვილის ლ-----------–--ის საცხოვრებელ სახლს, რითაც დაირღვა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
4.ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
5.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
6. გ--------------–--ემ განმარტა, რომ შვილს, ლ-----------–--ეს ფიზიკური ძალადობის შედეგად მიაყენა აყენებდა ფიზიკური ტკივილი.
8. დაზარალებულ ლ-----------–--ის განმარტებით, 2019 წლის 15 მარტს და 15 აპრილს მამამ, გ--------------–--ემ მას ფიზიკური ძალადობის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
7.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 მაისის №0-------- დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით ლ-----------–--ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალბუდის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
9.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოწმეების ქ-----------------ის, თ--------------–---–ის, მ--------------–--ის, თ---------------ის გამოკითხვის ომებით, შემაკავებელი ორდერით, დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულმა გ--------------–--ემ შვილის - ლ-----------–--ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
11. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
1-. 2019 წლის 16 აპრილის №------ შემაკავებელი ორდერით მოძალადე გ--------------–--ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება; აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა; მოძალადეს შეეზღუდა იარაღით (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა); შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
13. დაზარალებულმა ლ-----------–--ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 05 მაისს, გ--------------–--ე მიუახლოვდა ლ-----------–--ის საცხოვრებელ სახლს.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოწმეების ქ-----------------ის, თ--------------–---–ის, მ--------------–--ის, თ---------------ის გამოკითხვის ომებით, შემაკავებელი ორდერით, დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულმა გ--------------–--ემ განახორციელა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სამართლებრივი შეფასება:
14. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
15. გ--------------–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩადენა.
16. გ--------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, დაზარალებულთან შერიგება.
სასჯელის დასაბუთება:
17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ--------------–--ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ--------------–--ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის ალტერნატიულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, და მისი გამოყენება სასამართლოს მხრივ უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედების, სიტუაციის ზუსტი ანალიზის, თანამდევი შედეგის და იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეზე ძალადობას უკავშირდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირთა ჩარევისაგან. ფიზიკური ხელშეუხებლობა გულისხმობს არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ყოველგვარი ფიზიკური ძალდატანებისაგან, თავისუფლებას იმისგან, რომ არ განიცადო რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ნების წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთან მიმართებაში.
გ--------------–--ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და შეურიგდა დაზარალებულს, წინა ჩადენილი დანაშაული არ არის ძალადობრივი და მიიჩნევს, რომ გ--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, ვინაიდან მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია ასეთი სასჯელის გამოყენების პირობებშიც.
18. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ამავდროულად გ--------------–--ის პიროვნების და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით (ინანიებს დანაშაულის ჩადენას, შეურიგდა დაზარალებულს) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბრალდებული გ--------------–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი, ხოლო დამატებითი სასჯელის შეჯამებით, საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად გ--------------–--ეს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ--------------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვე და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
2. გ--------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
3. გ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან- 2019 წლის 14 მაისიდან.
4. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს, ხოლო უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე