განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
120100119003036035
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/152-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ე---–------------ (დაბ. 0---------წ., პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ქ. ვ--–-- ს----–---ს ქ. N--, ფაქტ. მცხოვრები ქ. ვ--–-- 9-------–---------

 

ადვოკატი - ი--------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე---–------------ს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

დადგენილების თანახმად, ე---–------------მ 2019 წლის 28 აპრილს დაახლოებით 20:00 საათზე ქ. ვ--–-–- 9-------–-- ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფითი უთანხმოების ნიადაგზე მეუღლეს ლ------------ნს არასრულწლოვანი შვილის ნ------------ს თანდასწრებით მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ხელის მოჭერით სახის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა. ე---–------------ს ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ--------------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით.

 

2. სასამართლომ დაადგინა

 

2.1. ბრალდებული ე---–------------ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით მოწმეების ა-–---------------, გ-------------------, ა------------------ და გ--–----------- ჩვენებები უდავოდ იქნა ცნობილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება [...] ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მოწმე ა-–--------------- გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს ვ--–-ს პოლიციის განყოფილებაში. 2019 წლის 28 აპრილს მიღებული შეტყობინების საფუძველზე თანამშრომელ გ----------------------- ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ შეტყობინების ინიციატორი ლ------------ნი და მისი არასრულწლოვანი შვილი ნ-----------ე. პირად საუბარში ლ--------------- განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ე---–------------მ სახლში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ პირზე ხელის აფარებით ცდილობდა მის გაგუდვას, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ნ-----------ე, რომელმაც ასევე დაადასტურა აღნიშნული.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა გამოძიებას მოწმის სახით გამოკითხულმა გ-------------------.

 

რაც შეეხება ა----------------- და გ--–----------- ისინი არიან სხვადასხვა საგამოძიები/საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირები, შესაბამისად გამოძიებისას უშუალოდ გამოკითხულები არ ყოფილან.

მოწმე ა-–-------------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვან დაზარალებულს ნ-----------ეს გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე, განუმარტა უფლებები და ბებიის თანდასწრებით, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 28 აპრილს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგო გინების ხმა, ოთახიდან რომ გავიდა დაინახა მამა ე---–------------, რომელსაც ხელი ჰქონდა აფარებული დედის ლ------------ნის პირზე.

 

მოწმე გ------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, გამოძიების ფარგლებში ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დააკავა ე---–------------, დაკითხა მოწმეები, ასევე დაზარალებულს ლ------------ნს გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე, განუმარტა უფლებები, დაკითხვისას ლ--------------- განუმარტა, რომ მისი მეუღლე ე---–------------ მასზე ძალადობდა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

 

მოწმე ლ------------ ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტად, შეტყობინების საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ქალბატონი ლ------------ნი და მისი შვილი, ლ--------------- მიუთითა ადგილი, სადაც მისმა მეუღლემ მიაყენა შეურაცხყოფა.

 

რაც შეეხება დაზარალებულებს ლ------------ნს და ნ-----------ეს, მათ გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის - მეუღლის და მამის - ე---–------------ს მიმართ.

 

ბრალდებულმა ე---–------------მ გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე.

 

ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა ლ------------ნთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, ის განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებებად. მაშინ, როდესაც მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა და ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, გამომძიებელი არარელევანტური პირია და ვერ შეცვლის ინფორმაციის წყაროს. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატრების მიზანია მიღებული ინფორმაციის (ამ შემთხვევაში ჩვენების) შემოწმება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ე---–------------ს მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელებას.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში ე---–------------ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ე---–------------მ მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლის ლ------------ნის მიმართ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. თავად დაზარალებულებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის. ამასთან, განსახილველი კატეგორიის დანაშაულისათვის საკმარისი არ არის დადგინდეს მხოლოდ ფაქტის - ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობა, სავალდებულოა იყოს დადგენილი, რომ დაზარალებულმა ასეთი მოქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდებულს ბრალი ედებოდა მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სავალდებულოა სახეზე იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადგენდა, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. თავად დაზარალებულმალ--------------- კი სასამართლოს არ მისცა ჩვენება. შესაბამისად, სახეზე არ არის დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭირო ნიშანი.

 

რაც შეეხება მოწმეების ლ-------------, ა-–-------------------–---–-- და გ------------------- ჩვენებებს, ასევე ა-–--------------- და გ------------------- მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციას, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მათი ჩვენება მთლიანად ეფუძნება დაზარალებულის მიერ განცხადებულ ინფორმაციას.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

საქართველოს კანონმდებლობაში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის კრიტერიუმებს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია (მე-2 ნაწილი); სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება (მე-3 ნაწილი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, ე---–------------ს მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 272-ე, 275-276-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე---–------------ (პ/ნ 4----------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

2. ე---–------------ს (პ/ნ 4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს გ--–----------- (პ/№4----------) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, მიმღების ანგარიშის ნომერი - G----------------------, მიმღები ბანკი - სს,,ს----------–---------“, ბანკის კოდი BAGAGE22, 2----–-–----------- გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 5000 ლარი.

 

3. განემარტოს ე---–------------ს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N-2) მეშვეობით;

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა