განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
010100119003161493
დავის ტიპი
276 2
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003161493

საქმე N1-773/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08.10.2019 წელი ქ . ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ან--------ა

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: თა---------------ე

მამის სახელი: ზუ-----

დაბადებული: 2--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

მისამართი: ქ. სამტრედია, წი----–---------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება);

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 0-----------

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1.სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 07 ივნისს დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ ქობულეთის შემოვლითი გზის 21-ე კილომეტრზე, თა---------------ე მოძრაობდა რა ბათუმიდან ფოთის მიმართულებით ,,B--“-ს მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო სანომრე ნიშნით -N------), - ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32 პუნქტი1-ის, მუხლი 33 პუნქტის 1-ის და საგზაო მოძრაობის წესების დანართის, საგზაო ამკრძალავი ნიშნების, საგზაო ამკრძალავი ნიშნების 3,24-ის მოთხოვნები, გასწრების მანევრის დასრულების შემდეგ საჭე ვერ დაიმორჩილა და შეეჯახა გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს განლაგებულ ჯებირს, ხოლო შემდეგ მარჯვენა მხარეს განლაგებულ ჯებირს და ამოტრიალდა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ,,B--“-ს მარკის ავტომანქანის მგზავრმა მა------–------ამ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება

 

2.1 წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3 ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №1----, 18.07.2019 წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ თა---------------ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის, მუხლი 33 პუნქტი 1-ის და საგზაო მოძრაობის წესების დანართის, საგზაო ამკრძალავი 3.24-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

2.5. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0--------, 27.07.2019 წ. დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით მა------–------ა მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას სს ევექსი- ქობულეთის ჰოსპიტალში 2019 წლის 07 ივნისიდან. აღენიშნებოდა: მარჯვენა მხარის ძვლის ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით, ექსკორიაციაები მარჯვენა მტევნისა და ორივე მუხლის სახსრის მიდამოში, აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2.6. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის სქემა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N1---- დასკვნა, ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის Nს------- დასკვნა, ალკოტესტით შემოწმების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, თა---------------ის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ მა------–------ას გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თა---------------ემ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თა---------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 07 ივნისს, ქ. ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტომობილის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, მა------–------ამ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ თა---------------ის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, თა---------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, თა---------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა ზ/მითითებული გარემოებების და ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით, დამატებითი სასჯელის გარეშე - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ თა---------------ე აღრიცხვაზე იმყოფება იმერეთის პრობაციის ბიუროში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე და სასჯელის სახედ დაზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი პირობირი მსჯავრი 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობითი მსჯავრის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო.

 

სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად გააუქმოს პირობითი მსჯავრი ბრალდებულის ჩადენილი ქმედების შემდგომი ქცევის გათვალისწინებით; მის მიმართ დაზარალებულს რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, ბრალდებულის განმარტებით მან დაზარალებულს გაუწია დახმარება;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს;

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელს სრულად უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: ავტომანქანა ,,----’ სახელმწიფო ნომრით N------, განთავსებულია შპს ,,ბ--------------ის“ სპეციალურ ავტოსადგურზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული თა---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 236 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ პირობით სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას - 02 წლისა და 03 თვის ვადით, რაც ჩათვლილია პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, - დაემატოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი ) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ თა---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 02 წლისა და 03 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ თა---------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.

 

პირობით მსჯავრდებულის თა---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,----’ სახელმწიფო ნომრით N------, რომელიც განთავსებულია შპს ,,ბ--------------ის ‘’ სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს და შპს ,,ბ--------------ის ‘’ ადმინისტრაციას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე