განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003030623
საქმე #1-453/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ო-–-----------–---–ის
ბრალდებულის - ი-----–- კ-----ის
ადვოკატის - მ-------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171220419010 საქმე :
ბრალდებულ ი-----–- კ-----ის მიმართ
მამის სახელი: ნ-----–-----
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების ადგილი: ბათუმი
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ----------------------------–-----------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ----------------------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი - სამი ეპიზოდი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. 2019 წლის 22 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ, ი-----–- კ-----ის მიმართ 30 (ოცდაათი) დღის ვადით გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N008980, რის საფუძველზეც მას, როგორც მოძალადეს, აეკრძალა თავის მეუღლესთან - მსხვერპლ ა-–----- ვ---------ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, მასთან, მის სამსახურში და ისეთ ადგილებში მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, 2019 წლის 01 მაისს, ი-----–- კ-----ე მივიდა ქ. ბათუმში, ყ------------------------------ში მდებარე ა-–----- ვ---------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა მსხვერპლი, ასევე 2019 წლის 01 მაისს, ა-–----- ვ---------ს დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე, რითაც ი-----–- კ-----ემ დაარღვია 2019 წლის 22 აპრილს გამოცემული N008980 შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
2. 2019 წლის 22 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ, ი-----–- კ-----ის მიმართ 30 (ოცდაათი) დღის ვადით გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N008980, რის საფუძველზეც მას, როგორც მოძალადეს, აეკრძალა თავის მეუღლესთან - მსხვერპლ ა-–----- ვ---------ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, მასთან, მის სამსახურში და ისეთ ადგილებში მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, 2019 წლის 02 მაისს, ი-----–- კ-----ე მივიდა ქ. ბათუმში, ყ------------------------------ში მდებარე ა-–----- ვ---------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა მსხვერპლი, ასევე 2019 წლის 02 მაისს, ა-–----- ვ---------ს დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე, რითაც ი-----–- კ-----ემ დაარღვია 2019 წლის 22 აპრილს გამოცემული N008980 შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
3. 2019 წლის 22 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ, ი-----–- კ-----ის მიმართ 30 (ოცდაათი) დღის ვადით გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N008980, რის საფუძველზეც მას, როგორც მოძალადეს, აეკრძალა თავის მეუღლესთან - მსხვერპლ ა-–----- ვ---------ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, მასთან, მის სამსახურში და ისეთ ადგილებში მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, 2019 წლის 05 მაისს, ი-----–- კ-----ე მივიდა ქ. ბათუმში, ყ------------------------------ში მდებარე ა-–----- ვ---------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა მსხვერპლი, ასევე 2019 წლის 05 მაისს, ა-–----- ვ---------ს დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე, რითაც ი-----–- კ-----ემ დაარღვია 2019 წლის 22 აპრილს გამოცემული N008980 შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
4. ი-----–- კ-----ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811- მუხლის პირველი ნაწილით - სამი ეპიზოდი;
სასამართლომ დაადგინა:
5. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ი-----–- კ-----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ი-----–- კ-----ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა:
6. დაზარალებულმა ა-–----- ვ---------მა სასამართლოს განუმარტა, რომ ი-----–- კ-----ე უკვე რვა წელია მისი მეუღლეა. აქვთ კარგი ურთიერთობა, თუმცა 2018 წლის 22 აპრილს შეკამათდნენ, რისი მიზეზიც ი-----–-ს მიერ მისთვის თანხის მოთხოვნა გახდა. დარეკა 112-ის სამსახურში, გამოიძახა პოლიცია. პოლიციის თანამშრომლების მისვლისას ი-----–- სახლში არ იმყოფებოდა, თავად კი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს ჩვენების მისაცემად. ი-----–-ს მიმართ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ვ---------ი ადგილზე გაეცნო და მოაწერა ხელი, თუმცა მისი მოთხოვნა არ ყოფილა ი-----–-ს მასთან მიახლოვება აკრძალვოდა. მხოლოდ ის სურდა ტოტალიზატორში სათამაშოდ მისთვის ფული არ მოეთხოვა და ცოტა შეშინებოდა. არასდროს გამხდარა მეუღლისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია როდესმე ი-----–-ს მისთვის, ამიტომ პოლიციაში დარეკვის მიზანი არ ყოფილა ბრალდებულს სახლში მისვლა და მასთან კომუნიკაცია აკრძალვოდა. გამომძიებელს იქვე განუცხადა, რომ არ აპირებდა კონტაქტი გაეწყვიტა მეუღლესთან და სახლში არ შეეშვა ის, რაზეც უპასუხეს, რომ ეს უკვე მისი საქმე იყო. ი-----–- იმავე საღამოს დაბრუნდა სახლში და როდესაც მეუღლისგან შეიტყო შემაკავებელი ორდერის შესახებ, თავისივე ინიციატივით დაურეკა გამომძიებელ ქ-------ეს. სატელეფონო საუბარს, რომელიც მეორე დღეს კ-----ის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებას შეეხებოდა, ვ---------იც ესწრებოდა, სხვა თემაზე საუბარი კ-----ეს და გამომძიებელს შორის არ მოუსმენია. როგორც იცის ი-----–- განყოფილებაში არ მისულა, ის ჩვეულებრივად აგრძელებდა მეუღლესთან ურთიერთობას, ურეკავდა, სახლშიც მიდიოდა. 2019 წლის 1 მაისს სახლში მისულმა კ-----ემ საფულე მოპარა, სწორედ ამიტომ მიმართა განმეორებით პოლიციას და არა იმიტომ, რომ ი-----–-ს სახლში ყოფნა და მასთან ურთიერთობა არ სურდა.
7. დაზარალებულ ა-–----- ვ---------ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი, მის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის სააბონენტო ნომერზე განხორციელებული შემავალ-გამავალი ზარების ამონაწერის თანახმად, 2019 წლის 22 აპრილის შემდეგ, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, ი-----–- კ-----ის მობილური ტელეფონის ნომრიდან ა-–----- ვ---------ის მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელდა არაერთი სატელეფონო ზარი.
8. გამომძიებელმა ა---- ქ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ი-----–- კ-----ის მიმართ 2019 წლის 22 აპრილს გასცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც კ-----ეს აეკრძალა 30 დღის განმავლობაში ა-–----- ვ---------ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, მასთან, მის სამსახურში და ისეთ ადგილებში მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერი უშუალოდ კ-----ისთვის არ გაუცვნია, ტელეფონით ესაუბრა მას, განუმარტა შემაკავებელი ორდერის პირობები და მიაწოდა ინფორმაცია ორდერით გათვალისწინებულ აკრძალვებთან დაკავშირებით.
9. საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით N008980 და შემაკავებელი ორდერის ოქმით დასტურდება, რომ კ-----ეს აეკრძალა 30 დღის განმავლობაში ა-–----- ვ---------ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, მასთან, მის სამსახურში და ისეთ ადგილებში მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულ დოკუმენტების გაცნობას ხელმოწერით ადასტურებს ა-–----- ვ---------ი, ი-----–- კ-----ის ხელმოწერა და შესაბამისად, მისი მხრიდან დადასტურება შემაკავებელი ორდერის პირობების გაცნობისა, დოკუმენტებში არ ფიქსირდება.
10. გამომძიებელ ა---- ქ-------ის მიერ შედგენილი სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, ი-----–- კ-----ეს სატელეფონო საუბრისას შეატყობინა, რომ მის მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი და ეკრძალებოდა ა-–----- ვ---------ის საცხოვრებელ სახლთან, მასთან, მის სამსახურში და ისეთ ადგილებში მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. კ-----ემ განუმარტა, რომ კარგად გაიგო შემაკავებელ ორდერში მითითებული აკრძალვების შესახებ.
11. ბრალდებულმა ი-----–- კ-----ემ საქმის არსებითი განხილვისას არ ცნო თავი დამნაშავედ სსკ-ის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია ჰქონდა შემაკავებელი ორდერის შესახებ და არ გაცნობია მის პირობებს. გამომძიებელ ქ-------ეს ტელეფონით ესაუბრა საკუთარი ინიციატივით და მხოლოდ განყოფილებაში გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელს მისთვის ტელეფონით არ აუხსნია და განუმარტავს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვები. ამიტომ ჩვეულებრივად მიდიოდა სახლში, ურთიერთობდა მეუღლესთან და არც ა-–----- იყო ამის წინააღმდეგი.
12. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:
13. სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი და დასჯადი ქმედება შესაძლოა ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახი ქმედებით, შესაბამისად, პირი კარგად უნდა აცნობიერებდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობას და ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში 3811-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობას. იმისათვის, რომ შეასრულო კონკრეტული სამართლებრივი აქტით - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, ზედმიწევნით სწორად და სრულყოფილად უნდა იყოს ცნობილი ასეთი მოთხოვნების და ვალდებულებების შინაარსი. ისეთ პირობებში, როდესაც შემაკავებელი ორდერის გაცემის პროცესი მიმდინარეობს სავარაუდო მოძალადის გარეშე, ორდერის გამცემმა და მის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ ყველანაირი შესაძლო ფორმით და საშუალებით უნდა უზრუნველყოს მისი პირობების სრულად გაცნობა პირისთვის, რომლის მიმართაცაა ის გაცემული და რომელსაც ორდერით ეკისრება გარკვეული ვალდებულებები, მით უფრო, რომ ვალდებულებების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ყველაზე მკაცრი - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
14. აღნიშნულის საპირისპიროდ გამოძიების მწარმოებელი ორგანო შემოიფარგლა მხოლოდ ცალმხრივი დოკუმენტის - სატელეფონო გასაუბრების ოქმის შედგენით, რის გამოც ღიად და უპასუხოდ დატოვა მთელი რიგი შეკითხვები, რომლებიც შეეხება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და აკრძალვების შესაბამის ობიექტამდე სწორად და სრულყოფილად მიტანას იმგვარი ფორმით, რომელიც გამორიცხავს საპირისპირო გარემოებების არსებობის თაობაზე ყოველგვარი შედავების შესაძლებლობას. ბრალდებული კატეგორიულად აღნიშნავს, რომ ის არ გაცნობია შემაკავებელ ორდერს და მის ოქმს, რაც აღნიშნულ დოკუმენტებზე მისი ხელმოწერის არარსებობითაც დასტურდება და ამავდროულად, დაბეჯითებით მიუთითებს, რომ სატელეფონო საუბარი, რომელიც გამომძიებელთან თავისივე ინიციატივით შედგა, შეეხებოდა მომდევნო დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებას და გამომძიებელს არ გაუცვნია მისთვის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვები და ვალდებულებები. საგულისხმოა, რომ ბრალდებულის ამ განმარტებას ბრალდების მხარე უპირისპირებს მხოლოდ ცალმხრივად შედგენილ გასაუბრების ოქმს. დაზარალებული ვ---------ის განმარტებით, ის ესწრებოდა ბრალდებულსა და გამომძიებელს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს და კ-----ისგან არ მოუსმენია რაიმე ისეთი ფრაზა, რაც დაკავშირებული იქნებოდა შემაკავებელი ორდერის პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასთან. გასათვალისწინებელია დაზარალებულის განმარტებაც, რომლის თანახმად, მან გამომძიებელს აუხსნა, რომ არ მოითხოვდა კ-----ეს აკრძალვოდა მასთან კომუნიკაცია და არც სახლში მისვლას დაუშლიდა მეუღლეს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად დაპირებისა, კ-----ე არ გამოცხდდა პოლიციაში. ცხადია, რომ ასეთ პირობებში გამომძიებელს მეტი ძალისხმევის გამოჩენა მართებდა, რათა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები პირადად და უშუალოდ გაეცნო ი-----–- კ-----ისთვის, რომ ამ უკანასკნელს კარგად გაეცნობიერებინა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკისრების საფრთხე და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არ დარჩენოდა ბრალდების მხარესთან შედავების შესაძლებლობა ორდერით გათვალისწინებული აკრძალვების არცოდნასთან დაკავშირებით.
15. ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც აკრძალვების ადრესატისთვის ცნობილია შემაკავებელი ორდერის გაცემის ფაქტი, მაგრამ შესაბამისი ორგანოდან ორდერით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების და აკრძალვის თაობაზე ინფორმაციის მიღება გასაგების ფორმით ვერ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებებით, ნებისმიერ შემთხვევაში ჩნდება მხოლოდ ვარაუდი და ეჭვი რამდენად ჰქონდა მას სრულყოფილი ინფორმაცია იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფოს, საგამოძიებო ორგანოს სახით მართებდა ყველა ზომის მიღება ასეთი ეჭვების გამოსარიცხად და საკმარისი, დამაჯერებელი, ობიექტური მტკიცებულებების ბაზის შექმნა, რომელიც ყოველგვარი ვარაუდების გარეშე დარწმუნებს სასამართლოს, რომ ბრალდებულმა გაცნობიერებულად დაარღვია შემაკავებელი ორდერის რომელიმე პირობა .
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
17. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია და არგუმენტები ემყარება მხოლოდ გამომძიებლის ჩვენებასა და მის მიერ ცალმხრივად შედგენილ დოკუმენტში ასახულ გარემოებებს, რომლების უტყუარად არსებობა ვერ დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით. ბრალდების თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებით ჩნდება ეჭვის საფუძველი, სასამართლო კი მოვალეა მის წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა მიიღოს გადაწყვეტილება დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა ობიექტურად განწყობილი დამკვირვებლის თვალში გააჩინა ეჭვი ბრალდების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სამართლებრივი შეფასება :
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-----–- კ-----ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდებში ის უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი.
ბრალდების არსი:
19. 2018 წლიდან - 2019 წლის 05 მაისამდე, დაკავებამდე დროის მონაკვეთში ი-----–- კ-----ე თავის მეუღლეს - ა-–----- ვ---------ს, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, უწმაწური სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა მას, რითაც მსხვერპლი ა-–----- ვ---------ი მუდმივად იმყოფებოდა სტრესისა და შიშის მდგომარეობაში და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
20. აღნიშნული ქმედებისთვის ი-----–- კ-----ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით;
სასამართლომ დაადგინა:
21. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ი-----–- კ-----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ი-----–- კ-----ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი გენდერული ნიშნით.
22. დაზარალებულმა ა-–----- ვ---------მა საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ი-----–- კ-----ესთან რვაწლიანი თანაცხოვრების მანძილზე არასოდეს გამხდარა მეუღლის მხრიდან დამცირების, გინების და ლანძღვის ობიექტი, რომ აღარაფერი ითქვას ფიზიკურ ძალადობაზე. ი-----–- კარგი ადამიანია და არასდროს ჰქონიათ დაძაბული ურთიერთობა. ბოლო პერიოდში ი-----–-ს ხასიათის ცვლილების მიზეზი წყვილის უშვილობა იყო. ბრალდებული ძალიან განიცდიდა ამას, დეპრესია დაეწყო და სმას მიეძალა. არ მოსწონდა ი-----–-ს გატაცება აზარტული თამაშებითაც, ის ხშირად თამაშობდა ონლაინ კაზინო „აჭარა ბეთში“ და სთხოვდა საამისოდ საჭირო თანხას. იყო შემთხვევა, როდესაც სახლში ბუზღუნებდა და იგინებოდა, მაგრამ გინების და შეურაცხყოფის ობიექტი ვ---------ი არასდროს ყოფილა. აღნიშნულის თაობაზე უთხრა კიდეც გამომძიებელს გამოკითხვისას, მაგრამ „მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს შენ გაგინებდა თუ ზოგადად იგინებოდაო“ - მიიღო პასუხად. მისი მხრიდან პოლიციისთვის მიმართვის საფუძველი სწორედ ის იყო, რომ ი-----–-ს ცოტა შეშინებოდა, აღარ დაელია და ფული აღარ მოეთხოვა მეუღლისთვის და არა ის, რომ ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა მასზე, ამცირებდა, ლანძღავდა და აყენებდა ტანჯვას.
23. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 6 აგვისტოს N005517815 ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მასალების და ა-–----- ვ---------ის მიერ კვლევის დროს გადმოცემული ფაქტების წინააღმდეგობრივი, ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გამო ვერ მოხერხდა მასალების შეჯერება.
24. ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა, ფსიქოლოგმა ქ------- დ-------ემ მოწმედ დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ვერ შეძლო ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით - განიცდიდა თუ არა ვ---------ი მეუღლის ქმედების გამო ფსიქოლოგიურ ტანჯვას - პასუხის გაცემა, რადგან გამოძიებისთვის ვ---------ის მიერ მიცემულ განმარტებებსა და უშუალოდ მასთან ფსიქოლოგიური კვლევისას გაკეთებული განმარტებებს შორის არსებითი წინააღმდეგობების გამოც შეუძლებელი გახდა ასეთი გარემოების უარყოფა ან დადასტურება.
25. ბრალდებულმა ი-----–- კ-----ემ არ ცნო დამნაშავედ თავი სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მეუღლისთვის არასოდეს მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა, არასოდეს უძალადია მასზე არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად.
26. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ანალიზი და ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას. სასამართლო განხილვისას დაკითხულმა დაზარალებულმა არათუ დაადასტურა მეუღლის მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფის, დამცირების, ლანძღვის და გინების ფაქტები, არამედ კატეგორიულად გამორიცხა მსგავსი რამ და განმარტა, რომ არასდროს გამხდარა მეუღლის მხრიდან დამცირების და მით უფრო - ფსიქოლოგიური ტანჯვის ობიექტი. ფსიქოლოგიური ექსპერტიზით ასევე ვერ დადგინდა ჰქონდა თუ არა ადგილი ბრალდებულის ქმედებებით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ექსპერტმა განმარტა, რომ მის წინაშე არსებული ინფორმაციის ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის და შინაარსის გამო, მან ვერც დაადასტურა და ვერც გამორიცხა ფსიქოლოგიური ტანჯვისთვის დამახასიათებელი კომპონენტების არსებობა და ვერ შეძლო აღნიშნულ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
28. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
30. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
31. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
32. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
33. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
34. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი-----–- კ-----ის ბრალდების დადასტურება.
35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
სამართლებრივი შეფასება :
36. ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-----–- კ-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ბრალდების აღმიშნულ ეპიზოდში ის უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
სასამართლომ დაადგინა:
37. 2019 წლის 01 მაისს, ქ. ბათუმში, ყ-----------------------------ში მდებარე ა-–----- ვ---------ის საცხოვრებელ სახლში, ი-----–- კ-----ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა-–----- ვ---------ის კუთვნილი საფულიდან ფულად თანხას, ა-–----- ვ---------ის სახელზე გაცემულ სს „თიბისი ბანკის“ საბანკო პლასტიკურ ბარათს, რითაც დაზარალებულს მიაყენა ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება :
38. დაზარალებულმა ა-–----- ვ---------მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2019 წლის 1 მაისს ი-----–- კ-----ე სახლში აფორიაქებული დაბრუნდა, იძახდა, რომ სადღაც წასვლას აპირებდა, თითქოს დააბნია მეუღლე, რომელიც სადარბაზოში გავიდა და ვერ ხედავდა ი-----–-ს მოქმედებებს. ის კი ბინიდან მოულოდნელად გამოვიდა და გაიქცა. სახლში შესულმა ვ---------მა აღმოაჩინა, რომ მისი საფულე ადგილზე აღარ იყო. საფულეში ინახავდა ფულად თანხას - 150 ლარს „და კიდევ ჰქონდა წვრილი ფულიც“, სს „თიბისი ბანკის“ და სს „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკურ ბარათები, პირადობის დამადასტურებელ მოწმობა და სხვადასხვა დასახელების პლასტიკური ბარათი. საფულე 20 ლარი ღირდა. „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე 113 ლარი იდო, „ლიბერთი ბანკის“ ბარათზე თანხა არ ჰქონდა. მიხვდა, რომ საფულე ი-----–-მ მოიპარა, ამიტომ დარეკა პოლიციაში, შემდეგ კი ჩვენების მისაცემად განყოფილებაში გამოცხადდა. მანამდე შეეცადა დაებლოკა „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათი, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ბანკის ოპერატორი ზარებს არ პასუხობდა. ბარათზე არსებული 113 ლარიდან მოიხსნა 110 ლარი. კ-----ე სახლში მეორე დღეს დაბრუნდა, ვ---------მა გამოიძახა პოლიცია, სახლში მისულ პოლიციის თანამშრომლებს ი-----–-მ განუცხადა, რომ ა-–-----ს საფულე სააბაზანოში სარეცხის მანქანის უკან ეგდო. სწორედ მითითებული ადგილიდან იქნა ამოღებული საფულე და პლასტიკური ბარათები შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას.
39. 2019 წლის 3 მაისს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. ბათუმში, ყ--------------------ში ა-–----- ვ---------ის საცხოვრებელი ბინის სააბაზანოს ოთახში სარეცხის მანქანის უკან აღმოჩენილ იქნა საფულისმაგვარი ნივთი. დათვალიერებაში მონაწილე ვ---------ის განმარტებით, ეს იყო მისი საფულე, რომელიც მოიპარა ბინიდან მისმა მეუღლემ ი-----–- კ-----ემ 2019 წლის 1 მაისს. საფულეში მოთავსებული იყო სხვადასხვა პლასტიკური ბარათები, მათ შორის „თიბისი“ ბანკის, ასევე გადახდის ქვითრები და ვ---------ის სახლზე გაცემული აიდი ბარათი.
40. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოილუსტრაცია, ფოტოებზე ასახულია საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, ასევე დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებული ნივთები.
41. ბრალდებულმა ი-----–- კ-----ემ თავი დამნაშავედ ცნო ფულადი თანხის ფარულად დაუფლებაში და აღიარა, რომ ნამდვილად დაეუფლა მეუღლის საფულედან ფულს, მაგრამ არა ვ---------ის მიერ მითითებული ოდენობით, არამედ მხოლოდ 148 ლარს. რაც შეეხება საფულეს და პლასტიკურ ბარათებს, ისინი არ მოუპარავს.
42. ქურდობა, ეს არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება მფლობელისგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი. როგორც დაზარალებული მიუთითებს, ვერ შენიშნა მისი კუთვნილი თანხის მეუღლის მიერ დაუფლების ფაქტი.
43. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ი-----–- კ-----ე ფარულად დაეუფლა ა-–----- ვ---------ის კუთვნილ თანხას და პლასტიკურ ბარათს.
ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
44. დაზარალებულ ა-–----- ვ---------ის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ დაზარალებულს მისი კუთვნილი თანხის და ბარათების წაღების უფლება ბრალდებულისთვის არ მიუცია.
45. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ჩამდენი პირი. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა სახეზე, როდესაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთებს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
46. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–----- ვ---------ის კუთვნილი ფულადი თანხა და პლასტიკური ბარათი, ამ უკანასკნელის მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე და ბრალდებულ კ-----ეს ჰქონდა საკუთარი შეხედულებისამებრ მათი თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა.
47. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული ი-----–- კ-----ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა-–----- ვ---------ის კუთვნილ თანხას და პლასტიკურ ბარათს.
კვალიფიკაციის შეცვლა:
48. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- კ-----ეს ბრალად ედება ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
49. სასამართლო ვერ გაიზიარებს წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს ქურდობით გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ი-----–- კ-----ის მიმართ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" პუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
50. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
51. ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის მითითებული თანხის კონკრეტული ოდენობა, რომლის ფარულად დაუფლებასაც ედავება ბრალდების მხარე კ-----ეს. დადგენილების თანახმად: ი-----–- კ-----ე ფარულად დაეუფლა ვ---------ის კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებულ ფულად თანხას, ბანკის პლასტიკურ ბარათებს, პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. აღნიშნულ შემდეგ, ვ---------ის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ვ---------ის სახელზე გაცემული სს „თიბისი ბანკის“ საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით უნებართვოდ შეაღწია კომპიუტერულ სისტემაში და ვ---------ის საბანკო ანგარიშიდან ონლაინ კაზინო „ აჭარა ბეთის „ ანგარიშზე გადარიცხა ფულადი თანხა 110 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც ვ---------ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
52. ამდენად, ბრალდების აღნიშნული ფორმულირებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე კ-----ეს ედავება მისი ქმედებით გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანს, თუმცა არ აკონკრეტებს რა რაოდენობით თანხის და რა ღირებულების ნივთების ფარულად დაუფლება მოახდინა ბრალდებულმა. „აჭარა ბეთის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ოდენობა მითითებულია და ის 110 ლარს შეადგენს. დადგენილებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ბრალდების მხარემ გააერთიანა ქურდობის გზით დაუფლებული თანხის და საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხის ოდენობები, რომელთა ჯამი აღემატება 150 ლარს, რაც ცალსახად არასწორია, ვინაიდან სახეზეა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი სხვადასხვა დანაშაულის შემადგენლობა (სსკ-ის 177-ე და 284-ე მუხლები) და ორი სხვადასხვა ბრალდებაა წარდგენილი ამ ქმედებებისთვის.
53. დაზარალებული ა-–----- ვ---------ის განმარტებით, ი-----–- კ-----ე 2019 წლის 1 მაისს ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, რომლის ოდენობა აღემატებოდა 150 ლარს და პლასტიკურ ბარათებს.
54. თავად ბრალდებულის განმარტებით, ის არ დაუფლებია საფულეს და მასში არსებულ ბარათებს, მხოლოდ თანხა ამოიღო 148 ლარის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა ბრალდების შესახებ დადგენილებაში საერთოდ არ არის აღნიშნული ქურდობის გზით რა ოდენობით თანხის დაუფლებას ედავება პროკურატურა კ-----ეს. შესაბამისად, კ-----ის მიერ მიცემული განმარტების, რომ მის მიერ ფარულად დაუფლებული თანხა არ აღემატებოდა 150 ლარს, საპირისპირო ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოს არ წარდგენია. რაც შეეხება საფულეს და პლასტიკურ ბარათებს, როგორც საქმის მასალებით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებული ვ---------ის ჩვენებით ირკვევა, ისინი აღმოჩენილი იქნა სახლის სააბაზანოში მდგარი სარეცხის მანქანის უკან. ფაქტი იმისა, რომ ამ ნივთებიდან კ-----ე ნამდვილად დაეუფლა სს“ თიბისი ბანკის“ საბანკო პლასტიკურ ბარათს, საიდანაც შემდეგ ონლაინ კაზინო „აჭარა ბეთის“ პირად ანგარიშზე გადარიცხა თანხა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, თუმცა სხვა ბარათები კ-----ემ ფულთან ერთად წაიღო სახლიდან, თუ თანხის დაუფლების შემდეგვე ჩაყარა სარეცხის მანქანის უკან, გაურკვეველია. 2019 წლის 3 მაისსაც, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე და შემთხვევის ადგილის დათვალიერებამდე, კვეჭაძეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა სარეცხის მანქანის უკან დაეყარა ნივთები, ასევე შესაძლებელია უშუალოდ ქურდობის მომენტშივე მხოლოდ თანხა და ბანკის პლასტიკური ბარათი აეღო, დანარჩენი ნივთები კი სააბაზანოში დაეყარა. მას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა ფარულად დაუფლებული საბანკო ბარათი სწორედ პოლიციის თანამშრომლების მოსვლამდე დაეგდო სხვა ნივთებთან ერთად, ან იმავე მომენტში ყველა ნივთი ერთად დაეყარა სარეცხი მანქანის უკან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ სცემენ ცალსახა პასუხებს ამ კითხვებზე. 2019 წლის 2 მაისს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, მხოლოდ გაკვრითაა მითითებული ბინაში არსებული სააბაზანო ოთახის შესახებ. იმის თაობაზე, რომ დათვალიერდა ეს ოთახი და მასში არსებული ნივთები, ოქმში არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, ვერ გამოირიცხება კ-----ის განმარტებების სისწორე იმ ნაწილში, რომ მეუღლის საფულიდან დაეუფლა თანხას, რომლის ოდენობა არ აღემატებოდა 150 ლარს, საფულე და პლასტიკური ბარათები კი (გარდა „თიბისი ბანკის“ ბარათისა, რომლლის შესახებაც უკვე იმსჯელა ზემოთ სასამართლომ) არ წაუღია და გადაყარა სარეცხის მანქანის უკან.
55. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებები არ იძლევა შესაძლებლობას სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნიოს, რომ ი-----–- კ-----ის ქმედებით გამოწვეულ იქნა მნიშვნელოვანი ზიანი.
56. როგორც უკვე აღინიშნა, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
57. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
58. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი იგივე სახელმძღვანელო დებულებებია გადმოცემული საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მესამე ნაწილებით, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით, 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
59. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–- კ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს მის სასარგებლოდ, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ადასტურებენ ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი და არა ამავე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სამართლებრივი შეფასება:
60. ყველა ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- კ-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით – შესაბამისად, ი-----–- კ-----ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ დაადგინა:
61. 2019 წლის 01 მაისს, ქ. ბათუმში, ყ---------------------------- ში მდებარე ა-–----- ვ---------ის საცხოვრებელ სახლში, ი-----–- კ-----ემ ა-–----- ვოსკნიანის კუთვნილი სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათის ფარულად დაუფლების შემდეგ, აღნიშნული ბარათის გამოყენებით უნებართვოდ შეაღწია კომპიუტერულ სისტემაში და დაზარალებულ ა-–----- ვოლკანიანის საბანკო ანგარიშიდან ონლაინ კაზინო „აჭარა ბეთის“ ანგარიშზე გადარიცხა ფულადი თანხა 110 (ას ათი) ლარის ოდენობით, რითაც ა-–----- ვ---------ს მიადგა მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა:
62. ბრალდებულმა ი-----–- კ-----ემ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არაერთხელ გადაურიცხია მეუღლის კუთვნილი პლასტიკური ბარათიდან თანხა საკუთარ ანგარიშზე. ა-–----- არასდროს ყოფილა ამის წინააღმდეგი, ამიტომ ამ შემთხვევაშიც ჩათვალა, რომ ჰქონდა თანხის საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხვის უფლება. რაც შეეხება კომპიუტარულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, მიიჩნევს, რომ სხვის კომპიტერულ სისტემაში არ შეუღწევია, მხოლოდ საკუთარ ანგარიზე ჩარიცხა თანხა, რისი ლეგიტიმური უფლებაც გააჩნდა.
63. დაზარალებული ა-–----- ვ---------ის ჩვენების ანალიზით დასტურდება, რომ ი-----–- კ-----ემ ა-–----- ვ---------ის სახელზე არსებული „თიბისი ბანკის“ საბანკო პლასტიკური ბარათიდან, ვ---------ის ნების საწინააღმდეგოდ, ონლაინ კაზინო „აჭარა ბეთის“ საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა ფულადი თანხა 110 ლარის ოდენობით.
64. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ შპს „ავიატორიდან“ და სს „თიბისი ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 2 მაისს ა-–----- ვ---------ის სახელზე „თიბისი ბანკში“ არსებული ანგარიშიდან ორჯერადად - პირველად 90 ლარის, შემდეგ კი 20 ლარის ოდენობით თანხა ჩაირიცხა ი-----–- კ-----ის სახელზე „აჭარა-ბეთში“ გახსნილ ანგარიშზე.
65. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ა-–----- ვ---------ის სახელზე გაცემული „თიბისი ბანკის“ საბანკო პლასტიკური ბარათი აღმოჩენილ იქნა ქ. ბათუმში, ყ--------------------ში მდებარე მისივე სახლის სააბაზანოს ოთახში სარეცხის მანქანის უკან 2019 წლის 3 მაისს.
66. სსსკ-ის მე-3 მუხლის 27-ე ნაწილის თანახმად, კომპიუტერული სისტემა – ესაა ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი).
67. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა, რომ ი-----–- კ-----ემ, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 1 მაისს ფარულად დაეუფლა ა-–----- ვ---------ის კუთვნილ ს/ს „თიბისი ბანკის“ საბანკო პლასტიკურ ბარათს, 2019 წლის 2 მაისს, ვ---------ისგან ყოველგვარი ნებართვის და თანხმობის გარეშე, ამ უკანასკნელის სახელზე არსებული ანგარიშიდან, საბანკო ბარათის უნებართვოდ გამოყენებით, ელექტრონულად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევით „აჭარა-ბეთში“ გახსნილ საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა 110 ლარი.
68. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- კ-----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
69. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
70. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი-----–- კ-----ის ბრალდების დადასტურება.
71. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
72. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
73. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
74. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
75. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა, რომ ი-----–- კ-----ემ, ა-–----- ვ---------ის კუთვნილ ს/ს „თიბისი ბანკის“ საბანკო პლასტიკურ ბარათის გამოყენებით, ვ---------ისგან ყოველგვარი ნებართვის და თანხმობის გარეშე, ამ უკანასკნელის სახელზე არსებული ანგარიშიდან, ელექტრონულად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევით „აჭარა-ბეთში“ გახსნილ საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა 110 ლარი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
76. ი-----–- კ-----ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
77. ი-----–- კ-----ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის აღიარება, შერიგება დაზარალებულთან.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
78. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
79. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
80. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
81. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
82. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
83. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
84. სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
85. სსკ-ის 284 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით.
86. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ბრალდებულ ი-----–- კ-----ეს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რომელიც გამომდინარე იქიდან, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, სახეზეა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ აქვს ,სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა 2 (ორი) წელი. საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
87. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
88. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნივთმტკიცებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდი ორ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, რაც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ა-–----- ვ---------ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული საფულე, სს „თიბისი ბანკის“ საბანკო პლასტიკური ბარათი, აფთიაქების PSP, „ავერსის“ და „ფარმადეპოს“ პლასტიკური ბარათები, „სუფთა სახლის“ ფასდაკლების ბარათი, „ივროშეს“ დაგროვების პლასტიკური ბარათი და ვიზა ბარათები, ა-–----- ვ---------ის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი), გადახდის ქვითრები, რაც ასევე ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში - დაუბრუნდეს დაზარალებულ ა-–----- ვ---------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ი-----–- ნ-----–-----ს ძე კ-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების სამივე ეპიზოდში (2019 წლის პირველი მაისის, ორი მაისის, ხუთი მაისის ეპიზოდებში), ასევე სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებულ ი-----–- კ-----ის მიმართ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ბრალდებული ი-----–- კ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი-----–- კ-----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ი-----–- კ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 05 მაისიდან, 2019 წლის 16 ოქტომბრამდე.
კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდი ორ ცალ ბიოლოგიორ ჩხირზე, რაც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ა-–----- ვ---------ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული საფულე, მასში მოთავსებული სს „თიბისი ბანკის“ საბანკო პლასტიკური ბარათი, აფთიაქების PSP, „ავერსის“ და „ფარმადეპოს“ პლასტიკური ბარათები, „სუფთა სახლის“ ფასდაკლების ბარათი, „ივროშეს“ დაგროვების პლასტიკური ბარათი და ვიზა ბარათები, ა-–----- ვ---------ის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი), გადახდის ქვითრები, რაც ასევე ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში - დაუბრუნდეს დაზარალებულ აილონა ვ---------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი