გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2019
საქმის ნომერი
060210118002672229
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/890-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 მაისი, 2019 წელი ქ. სამტრედია

შესავალი ნაწილი

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი გურამ შენგელია

 

მოსარჩელე - სს ”ლ-------ი ბ---ი”;

წარმომადგენელი - ლ--–ი გ------ა;

მოპასუხეები - ჯ---ი ო------ე, რ----– მ----–--ე, ქ------- დ------–-–---–ი, ბ---- ვ-–-----ე, გ---ო მ----–--ე;

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს გ---ო მ----–--ეს, ჯ---ი ო------ეს, რ----– მ----–--ეს, ქ------- დ------–-–---–ს და ბ---- ვ-–-----ეს სს ”ლ-------ი ბ---ის” სასარგებლოდ სოლიდარულად (თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შემოიფარგლოს 7828 ლარით) დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 16129.16 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 6497.33 ლარი, პროცენტი - 7466.83, ჯარიმა - 2165 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2015 წლის 21 აპრილს სს „ლ-------ი ბ---სა“ და გ---ო მ----–--ეს შორის გაფორმდა N0-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა შეადგენდა 7600 ლარს, წლიური 40%. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 23 აპრილი. მხარეთა შორის გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენდა 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები. კერძოდ 2015 წლის 21 აპრილს ბ---სა და ქ------- დ------–-–---–ს, რ----– მ----–--ეს, ჯ---ი ო------ესა და ბ---- ვ-–-----ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა ბ---ის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თითოეული თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 7828 ლარით. მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა არ უზრუნველყო მისი გადახდა. 2017 წლის 23 იანვრიდან მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაფარვა, რის შემდეგაც კრედიტს დაერიცხა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა გ---ო მ----–--ემ, ჯ---ი ო------ემ, რ----– მ----–--ემ, ქ------- დ------–-–---–მა და ბ---- ვ-–-----ემ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების ანაზღაურებაზე განაცხადეს უარი მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 21 აპრილს სს „ლ-------ი ბ---სა“ და გ---ო მ----–--ეს შორის გაფორმდა N0-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა შეადგენდა 7600 ლარს, წლიური საპროცენტო სარგებელი 40%. პირგასამტეხლო ყოველ ვადადაგადიცილებულ დღეზე 1%. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 23 აპრილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2019 წლის 25 აპრილი);

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-25);

 

3.1.2. მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 24-25)

_ მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2019 წლის 25 აპრილი)

 

3.1.3. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „ლ-------ი ბ---სა“ და მოპასუხეებს ჯ---ი ო------ეს, რ----– მ----–--ეს, ქ------- დ------–-–---–სა და ბ---- ვ-–-----ეს შორის გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადებები და ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 26-33);

 

3.1.4. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 7828 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 27,29,31,33)

 

3.1.5 მოპასუხეების მიერ ბანკის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2017 წლის 23 იანვრიდან არ შესრულებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2019 წლის 25 აპრილი)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 24-25)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ''ლ-------ი ბ---ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქოკოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში 2015 წლის 21 აპრილს სს „ლ-------ი ბ---სა“ და გ---ო მ----–--ეს შორის N0-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმებითა და 2015 წლის 21 აპრილს სს „ლ-------ი ბ---სა“ და ქ------- დ------–-–---–ს, რ----– მ----–--ეს, ჯ---ი ო------ესა და ბ---- ვ-–-----ეს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა ის გარემოება, რომ მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, რაც გამოიხატება კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 21 აპრილს სს ''ლ-------ი ბ---სა'' და გ---ო მ----–--ეს შორის დადებული N0-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 40%.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხეებმა გ---ო მ----–--ემ, რ----– მ----–--ემ, ქ------- დ------–-–---–მა და ბ---- ვ-–-----ემ სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი დავალიანების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს დავალიანების ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის არსებული კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულება მოპასუხეების მხრიდან დაირღვა და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს - 16129.16 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 6497.33 ლარი, პროცენტი - 7466.83 ლარი, ხოლო ჯარიმა - 2165 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 200 ლარამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველი ინატანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ ძირითადი მოთხოვნის 6497.33 ლარის ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის ნაწილი 194.92 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 230 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახ. ბაჟის 50 ანაზღაურება სს “ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 208-ე, 49-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ლ-------ი ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მოპასუხეებს გ---ო მ----–--ეს, ჯ---ი ო------ეს, რ----– მ----–--ეს, ქ------- დ------–-–---–ს და ბ---- ვ-–-----ეს სს ,,ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ N0-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ ძირითადი დავალიანების 6497.33 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს გ---ო მ----–--ეს, ჯ---ი ო------ეს, რ----– მ----–--ეს, ქ------- დ------–-–---–ს და ბ---- ვ-–-----ეს სს ,,ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ N0-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ პროცენტის სახით 7466.83 ლარის გადახდა.

1.3. მოპასუხეებს გ---ო მ----–--ეს, ჯ---ი ო------ეს, რ----– მ----–--ეს, ქ------- დ------–-–---–ს და ბ---- ვ-–-----ეს სს ,,ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ N0-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ ჯარიმის სახით 200 ლარის გადახდა.

1.4. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვროს 7828 ლარით.

1.5. მოპასუხეებს გ---ო მ----–--ეს, ჯ---ი ო------ეს, რ----– მ----–--ეს, ქ------- დ------–-–---–ს და ბ---- ვ-–-----ეს სს ,,ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 230 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა.

2. მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბ---ს“ სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 194.92 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 10 ოქტომბერს, სს ,,ლ-------ი ბ---ში“, საგადახდო დავალება N5148149264, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი TRESGE22; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300213150.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა