განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100119003143444
საქმე №1/461-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი 2019 წელი ქ.ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - სალომე ქობალია
პროკურორი - კო--------------------
ბრალდებული - გ--------------–---–-
ადვოკატი: ბ-------------–---–-
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №------------
ბრალდებული: გ--------------–---–-;
პირადი ნომერი: 1-----------
დაბადებული: 1----–-–--------------------
საქართველოს მოქალაქე;
განათლება : საშუალო ;
ნასამართლობა: არ მქონე;
რეგისტრირებული ქ----------------------------------------
მისამართი ქ----------------------------------------
კვალიფიკაცია;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით ;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების დადგენილების თანახმად გ--------------–---–-- არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების თანახმად მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2----–-–-----------ს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ--–-------------–-------------------------------–- მცხოვრებმა გ--------------–---–--, რომელიც სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს თ--------------------, სახლში ყოფნის დროს, მცირეწლოვანი შვილის ლ-----------–---–-- თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების დროს დაუწყო მას ლანძღვა - გინება და სახის არეში ორჯერ გაარტყა ხელი, რის შედეგადაც მან განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ--------------–---–- არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
სასამართლომ დაადგინა:
გ--------------–---–-- ჩაიდინა მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, 2----–-–-----------ს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ--–-------------–-- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს თ--------------------, სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების დროს დაუწყო ლანძღვა, ასევე ხელი ძლიერ მოუჭირა მაჯის არეში, რის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. ბრალდებულმა გ--------------–---–-- სასამართლოს წინაშე თავი ცნო დამნაშავედ სსკ-ს 1261 მუხლის პირველი ნაწილით; მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გარდა თ--------------------, თო-------------–---–--- და გ--------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებისა სადავო არაა და მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა უდაო მტკიცებულებებად და მიენიჭა პრეიუდიციული ძალა; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
დაზარალებულმა თ----------------------- ბრალდებულის მეუღლე) სასამართლო მთავარ სხდომაზე უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე თ---------------–---–-- (ბრალდებულის მამა) აჩვენა, რომ 2----–-–------------- დილიდან ტაქსაობდა და დაახლოებით 16 საათზე მივიდა სახლში. ისადილა და დაიწყო ტელევიზორის ყურება. საღამოს გაიგონა ხმამაღალი საუბარი. მალევე გაიგონა ავტომანქანის ხმა. პოლიციელებმა შეატყობინეს, რომ ზარი იყოო 112-ში. დააკავეს მისი შვილი. დღეის მდგომარეობით შვილი და რძალი შერიგებულები არიან და ტკბილად ცხოვრობენ; შვილიშვილი 4 წლისაა. შვილსა და რძალს შორის რა მოხდა დღემდე უცნობია; (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
ბარალდებულმა გ--------------–---–-- აჩვენა, რომ 2----–-–-----------ს საღამოს საათებში მეუღლესთან მოუვიდა შელაპარაკება და უხეშად მიმართა, ბრაზი მოუვიდა და აგინა. ამაზე აყვნენ, ფიზიკურად ხელი ხელში მოუჭირა მაგრად და შეაჯანჯღარა. იყვნენ სამზარეულოს ოთახში სხვა არავინ არ ყოფილა. შვილს ეძინა; ნანობს, ავღანეთში მოკავშირეების ჯარში მსახურობდა ოთხი წელი, რადგან ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა და დღესაც უჭირს; ამის გამოა ხანშიშესული მამა რომ ტაქსაობს; (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები:
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ იქნა დადასტურებული ისეთი ფაქტი, რომელიც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო ბრალდებულ გ--------------–---–-ს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისა.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ-------------------- უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.
ბრალდებულმა გ--------------–---–-- სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ დაზარალებულს ფიზიკურად ხელი ხელში მოუჭირა მაგრად და შეაჯანჯღარა. სამზარეულოს ოთახში იყვნენ, იქ სხვა არავინ არ ყოფილა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ჩაიდინა ძალადობა.
მოწმე თ---------------–---–-- განმარტა, რომ ფაქტის შემსწრე არაა;
ამდენად სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა გ--------------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
4. გ--------------–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით, ბრალდებულის დაკავებისა და გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, მოწმების: თო--------------–---–--------------------------------------------------------------------------–-------- გამოკითხვის ოქმებით. ქორწინების მოწმობით, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად თ------------------- უჩიოდა ტკივილს ორივე ზედა კიდურში, კერძოდ მაჯის მიდამოში; დათვალიერებით მარჯვენა ხელის მტევანზე შეიმჩნეოდა სილურჯე 6-7 სმ დიამეტრით;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
სსკ-ს 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ გ--------------–---–-ს მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
7. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2----–-–-----------ს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ--–-------------–-------------------------------–- მცხოვრებმა გ--------------–---–--, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს თ--------------------, სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების დროს დაუწყო ლანძღვა, ასევე ხელი ძლიერ მოუჭირა მაჯის არეში, რის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამართლებრივი შეფასება:
8. გ--------------–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. ბრალდებულ გ--------------–---–-ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ადრე ნასამართლევი და სახდელდადებული არ ყოფილა, დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და ერთად ცხოვრობენ, ჰყავთ 4 წლის მცირეწლოვანი შვილი; ბრალდებული ავღანეთში ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში;
10. ბრალდებული გ--------------–---–- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის ობიექტის, მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ადგილისა და ვითარების, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულების წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ გ--------------–---–- სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე შემამსუბუქებელი ( ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ადრე ნასამართლევი და სახდელდადებული არ ყოფილა, დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და ერთად ცხოვრობენ, ჰყავს 4 წლის მცირეწლოვანი შვილი); (დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია) გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით ( საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80-დან 150 საათამდე ვადით), ბრალის სიმძიმისა და მისი პიროვნების მხედველობაში მიღებით, სანქციის ზედა ზღვართან მიახლოებული ზომით-საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ოდენობით, რათა ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ--------------–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ--------------–---–-ს მიმართ ამ სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 საათის ოდენობით გამოყენება სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორი და სამართლიანი განმსაზღვრელი ფაქტორია; რაც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებთან;
ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–-–----- ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ”საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–-- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განვითარებული მოსაზრება მასზედ, რომ ”დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით, საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით, მინიმალიზაციით,” ”არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ სხვა პირების დაშინება”, ”ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება”, ”სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სანქციის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი(კონკრეტული დაზარალებულისთვისაც და საზოგადოებისათვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისათვის ამ კონკრეტული დამნაშავის ქცევის შეკავების გზით, მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2----–-–----- იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;
ამდენად, სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას; ბრალდებულ გ--------------–---–-ს მიმართ სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა დანაშაულის ხასიათისა და ბრალდებულების პიროვნებების გათვალისწინებით ვერ იქნება მისი ღირსების შემლახავი;
ბრალდებულ გ--------------–---–-ს პიროვნებიდან და ბრალის ხასიათიდან გამომდინარე დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებით უფლებების შეზღუდვის დანიშვნა არ იქნება სამართლიანი;
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უმეტესი მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღნიშნული სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 44-ე, 53-ე 61-62-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებულ გ--------------–---–-ს (პ/ნ 1---------- ) ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე და ბრალდებული გ--------------–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
2.სსკ-ს 61-62-ე მუხლების თანახმად მსჯავრდებულ გ--------------–---–- სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 20---–-–-------------------------–---- ჩათვლით 06 (ექვსი) დღე შემდეგი გაანგარიშებით პატიმრობის ერთი დღე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 05 საათი და საბოლოოდ ბრალდებულ გ--------------–---–- (პ/ნ 1---------- ) სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 საათის ვადით;
3. მსჯავრდებულ გ--------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ასევე საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გამოყენებული ღონისძიება; გ--------------–---–- დაუბრუნდეს აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მოეხსნას ყადაღა თ---------------–---–-------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მ--------------------------------------------------–---------------------------------------
4.განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს გ--------------–---–-ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით კეკენაძე