გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.10.2019
საქმის ნომერი
170310019003197714
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170310019003197714

საქმე #3/69-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

 

მოსარჩელე - ე-–----------------

მოპასუხე - სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლა

წარმომადგენელი - ნ------------------, ა------------

 

დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

აღიარებულ იქნეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, ე-–----------------- მიერ 1978 წლიდან 1989 წლამდე თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლა) სწავლის, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

სარჩელის საფუძველი:

 

ე-–----------------მ 1978 წლის 1 სექტემბერს სწავლა დაიწყო თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლაში, რომელიც დაასრულა 1989 წელს. სწავლის დასრულების შემდეგ, მის მიერ არ იქნა აღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი. 2019 წლის 13 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ატესტატის აღების მიზნით. იმავე წელს 15 ივნისს მიიღო პასუხი, რომლითაც უარი ეთქვა ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე. უარის თქმის საფუძველი იყო, ის რომ სკოლის დირექტორის საშუალო განათლების ატესტატის გაცემის შესახებ 1989 წლის 30 აგვიტოს #135 ბრძანებაზე არ იყო უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა სერვისების განვითარების სააგენტოში. 2019 წლის 6 სექტემბერის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ე-–---------------- მონაწილეობას იღებდა 2019 წლის 7 მაისს ჩატარებულ მწვანე ბარათის გათამაშებაში, რომელიც მოიგო და უწევს გასაუბრებაზე გასვლა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, სადაც განუმარტეს, რომ გასაუბრებაზე სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინოს ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი. იმის გამო, რომ სერვისების განვითარების სააგენტომ უარი უთხრა ატესტატის გაცემაზე, სხვა გზა არ რჩება გარდა იმისა, რომ აღიარებითი სარჩელით მიმართოს სასამართლოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი. ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე მხარის წარმომადგენლები ნ------------------ და ა------------ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას - ე-–----------------- მიერ 1978 წლიდან 1989 წლამდე თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლა) სწავლის, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარების თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის მიერ 2019 წლის 3 სექტემბერს გაცემული MES 9-19 01126532 ცნობის თანახმად, ე-–---------------- (პ/ნ 0--------------------------- წელი) დაფიქსირებულია 1988-1989 წლის მე-11 კლასის საკლასო ჟურნალის მოსწავლეთა სიაში და სკოლაში ინახება მისი პირადი საქმე #35/ბ, რომელიც გახსნილია 1978 წლის სექტემბერში და ასახავს მის აკადემიურ მოსწრებას.

 

თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლის 1988-1989 სასწავლო წლის XI კლასის მოსწავლეთა ყოფაქცევისა და მოსწავლის აღრიცხვის ნაკრების უწყისში მითითებულია ბ----------–------------------------–-, პირადი საქმე #35/ბ, პედსაბჭოს გადაწყვეტილება, დირექტორის(გამგის) ხელის მოწერის გრაფაში მითითებულია "მიეცა საშუალო განათლების ატესტატი", დატანილია ხელმოწერა და ბეჭედი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის მიერ 2019 წლის 3 სექტემბერს გაცემული MES 9-19 01126532 ცნობა, ს.ფ. 58.

- თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლის 1988-1989 სასწავლო წლის მოსწავლეთა ყოფაქცევისა და მოსწავლის აღრიცხვის ნაკრების უწყისი, ს.ფ. 59-61;

- საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს 1987 წლის 3 ივნისის #202 ბრაძანების ასლი და განმარტება, ს.ფ. 62-65.

 

3.1.2. თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლის არქივში დაცული ე-–------------------------–----------- პირადი #35/ბ საქმის თანახმად, 1792 წლის 16 მაისს დაბადებული ე-–------------------------–---------- 1978 წლის სექტემბერში პირველად შევიდა სკოლაში, 1988 წელს გადაყვანილი იქნა XI კლასში, 1989 წელს გაიცა ატესტატი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლის არქივში დაცული ე-–------------------------–----------- პირადი საქმე #35/ბ, ს.ფ. 51-54.

 

3.1.3. თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლის 1988-1989 სასწავლო წლის მეთერთმეტე კლასის საკლასო ჟურნალში, რიგითი #2 რეგისტრირებულია ბ----------–------------------------–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლის 1988-1989 სასწავლო წლის მეთერთმეტე კლასის საკლასო ჟურნალის ასლი, ს.ფ. 55-56.

 

3.1.4. თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის 1988-1989 წლების წიგნში რიგითი #2 რეგისტრირებულია ბ----------–------------------------–-, მითითებულია ატესტატის ნომერი 1------ სკოლაში შესვლის თარიღი 1978, ცოდნისა და ყოფაქცევის აკადემიური შეფასება, 1989 წლის 23 ივნისის პედსაბჭოს სხდომის ოქმის გადაწყვეტილება, საშუალო განათლების ატესტატის მიღებაზე ხელის მოწერა, ე-–----------------- გასწვრივ დატანილია ხელმოწერა ატესტატის მიღებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნი, ს.ფ. 47-50;

 

3.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 15 ივლისის #01/208190/გ გადაწყვეტილებით სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე ე-–----------------ს ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ ვერ მოხერხდა მოქალაქე ე-–----------------- მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

დადგენილია, რომ სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის #01/258365/გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე-–----------------- ადმინისტრაციული საჩივარი ატესტატის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 15 ივლისის #01/208190/გ გადაწყვეტილება, ს.ფ. 13-14;

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის #01/258365/გ გადაწყვეტილება, ს.ფ. 15-17;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ე-–----------------- სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შესახებ ნორმები, გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე - სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის წარმომადგენელმა, რომელიც წარმოადგენს თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლის უფლებამონაცვლეს ცნო სარჩელი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამათალწარმეობისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ე-–----------------- მიერ 1978 წლიდან 1989 წლამდე თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლა) სწავლის, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ე-–---------------- 1978 წელს ჩაირიცხა თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლაში. თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის 1988-1989 წლების წიგნის თანახმად ე-–------------------------–----------- სახელზე გაცემულია საშუალო განათლების ატესტატი #------.

 

6.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშსა და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია ე-–----------------- მიერ 1978 წლიდან 1989 წლამდე თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლა) სწავლის, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი და ე-–----------------- სახელზე გაცემულია საშუალო განათლების ატესტატი ##------.

 

6.4. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. აღნიშნულ უფლებას კი მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამასთან, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ე-–----------------- მიერ 1978 წლიდან 1989 წლამდე თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლა) სწავლის, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოადგენს ე-–----------------- სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. დადგენილია ასევე, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ე-–----------------ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე-–----------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. აღიარებულ იქნეს ე-–----------------- მიერ 1978 წლიდან 1989 წლამდე თ------–-------------------------–------------ საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლა) სწავლის, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;

 

3. მოსარჩელე ე-–----------------ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 20 სექტემბრს სს ,,საქართველოს ბანკში’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, სახაზინო კოდი 30008 3150;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. #11) მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი