გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2019
საქმის ნომერი
190210019003078054
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1215-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3 ოქტომბერი 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "ს------–------ი"

წარმომადგენელი თეონა გუგეშაშვილი

მოპასუხე დ----- ბ-------–---–ი

დავის საგანი ლიზინგის საფასურის და პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დ----- ბ-------–---–ისათვის 8543.24 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2018 წლის 25 ნოემბერს სს „ს------–------სა“ და დ----- ბ-------–---–ს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ლიზინგის საგანია სატრანსპორტო საშუალება MERCEDES-BENZ C320 სახ, ნომერი BB-568-HB. ლიზინგის საგნის სრული ღირებულებაა 9 288 ლარი, რომლის გადახდის ვადად განისაზღვრა 36 თვე. გრაფიკის თანახმად, ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 258 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის საურავი (პუნქტი 14.19) და პირგასამტეხლო გრაფიკით გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის გადასახდელი თანხის 2% ყოველ ვადაგააცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად 2500 ლარისა.

 

მოპასუხეს ლიზინგის საფასურის არცერთი თვის გადასახდელი არ გადაუხდია. ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს ს------–------მა შეწყვიტა ხელშეკრულება 2019 წლის 1 მაისს, რის შესახებ წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო საურავის ოდენობა შეადგენს 4398.89 ლარს, ხოლო ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოა 1993.35 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 1 მაისამდე პერიოდში. სს ს------–------მა ლიზინგის საგანზე გადაიხადა ორი ადმინისტრაციული ჯარიმა სავალდებულო ტექინსპექტრების გაუვლელობის გამო, რომელიც დაანგარიშებულია შემდეგნაირად: საჯარიმო ქვითრით Nავ003270292 – ჯარიმას 200 ლარს დაემატა გადარიცხვის საკომისიო ერთი ლარი და გამრავლდა კოეფიციენტზე 1.5, რის შედეგად გადასახსელი თანხაა 301.50 ლარი.

საჯარიმო ქვითრით Nემ937221 – ჯარიმას 200 ლარს დაემატა გადარიცხვის საკომისიო 1 ლარი და გადამრავლდა კოეფიციენტზე 1.5, რის შედეგად გადასახდელი თანხაა 301.5 ლარი.

მოპასუხის დავალიანებაა ჯამურად 8543.24 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1548 ლარი, შეწყვეტის საურავი 4398.89 ლარი, ყოველდღიურად დარიცხული საურავი 1993.35 ლარი და ადმინისტრაციული ჯარიმა 603 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 25 ნოემბერს სს „ს------–------სა“ და დ----- ბ-------–---–ს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ლიზინგის საგანია სატრანსპორტო საშუალება MERCEDES-BENZ C320 სახ, ნომერი BB-568-HB. ლიზინგის საგნის სრული ღირებულებაა 9 288 ლარი, რომლის გადახდის ვადად განისაზღვრა 36 თვე. გრაფიკის თანახმად, ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 258 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის საურავი (პუნქტი 14.19) და პირგასამტეხლო გრაფიკით გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის გადასახდელი თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად 2500 ლარისა (3,9 პუნქტი). ხელშეკრულების 14,9 პუნქტით, ლიზნგის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ლიზინგის მიღებს დაერიცხება საურავი, რომლის დაანგარიშებაც ხდება შემდეგნაირად: ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის დროს არსებულ დავალიანებას (3,9 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ჩათვლით) დაემატება გადახდის გრაფიკის მიხედვით დამდგარ პერიოდზე არსებული ვალდებულების ნარჩენი თანხა. ხელშეკრულების 6.3.16 პუნქტის მიხედვით, ლიზინგის მიმღები სრულად არის პასუხისმგებელი ლიზინგის საგანთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად წარმოშობილ გადასახდელებზე და ამ სახდელის აღსრულებით გამოწვეულ ნებისმიერი სახის ზიანზე-ხარჯზე, რომელის შეიძლება მიადგეს/დაეკისროს ლიზინგის გამცემს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ხასიათიდან გამომდინარე და რომელიც წარმოიშობა ლიზინგის საგნის მისთვის გადაცემის შემდეგ. სახდელის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ ლიზინგის საფასური განსაზღვრულია ეროვნულ ვალუტაში, საჯარიმო თანხას ემატება გადარიცხვის საკომისიოს თანხა, რომელიც გამრავლდება 1,5 კოეფიციენტზე. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნას გრაფიკით გათვალისწინებული სალიზინგო გადასახდელი თანხის ბოლო გადახდის დღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 19-33. ტომი 1)

 

3.1.2. დ----- ბ-------–---–ს ლიზინგის საფასურის არცერთი თვის გადასახდელი არ გადაუხდია. ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს ს------–------მა შეწყვიტა ხელშეკრულება 2019 წლის 1 მაისს, რის შესახებ წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო საურავის ოდენობა შეადგენს 4398.89 ლარს, ხოლო ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოა 1993.35 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 1 მაისამდე პერიოდში. სს ს------–------მა ლიზინგის საგანზე გადაიხადა ორი ადმინისტრაციული ჯარიმა სავალდებულო ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო, რომელიც დაანგარიშებულია შემდეგნაირად: საჯარიმო ქვითრით Nავ003270292 – ჯარიმას 200 ლარს დაემატა გადარიცხვის საკომისიო ერთი ლარი და გამრავლდა კოეფიციენტზე 1.5, რის შედეგად გადასახდელი თანხაა 301.50 ლარი.

საჯარიმო ქვითრით Nემ937221 – ჯარიმას 200 ლარს დაემატა გადარიცხვის საკომისიო 1 ლარი და გადამრავლდა კოეფიციენტზე 1.5, რის შედეგად გადასახდელი თანხაა 301.5 ლარი. მოპასუხის დავალიანებაა ჯამურად 8543.24 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1548 ლარი, შეწყვეტის საურავი 4398.89 ლარი, ყოველდღიურად დარიცხული საურავი 1993.35 ლარი და ადმინისტრაციული ჯარიმა 603 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- გაფრთილების წერილების ასლები, ჯარიმის გადახდის საგადახდო დავალებების ასლები (ს.ფ. 36-41. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ?? ???????? 70-?–78-? ???????? დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომის თარიღი მოპასუხეს ეცნობა ოჯახის წევრის მეშვეობით. 2019 წლის 27 სექტემბერს სასამართლო უწყება ჩაიბარა მისმა ნათესავმა მანია ზედგინიძემ. მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა არც სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. ამდენად, სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. მოპასუხისათვის გაგზავნილი სარჩელი და თანდართული საბუთები ასევე ნათესავმა მინია ზედგინიძემ ჩაიბარა 2019 წლის 4 სექტემბერს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე, 580 ?5 -?, 316-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 325-ე, 115-ე, 625-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ლიზიგნის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის თანახმად, 1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ:ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება;ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

 

ამავე კოდექსის 580 ?5 -? ?????? ????????, 1. ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. 2. ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც ლიზინგის საგანს მიიღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ვეღარ ახორციელებს მფლობელობას ლიზინგის საგანზე ან მფლობელობის უფლება შეიზღუდა იმ პირის მიერ, რომელსაც უპირატესი უფლება აქვს ქონებაზე, თუკი ეს უფლება ან პრეტენზიები გამომდინარეობს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის გამცემი არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურება და არა ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა.

ამდენად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღების ვალდებულებაა ლიზინგის საზღაურის გადახდა. ეს ვალდებულება მოპასუხემ არ შეასრულა. ხელშეკრულების შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებულია ლიზინგის საფასურის ყოველთვიურად გადახდა 36 თვის განმავლობაში, საიდანაც არცერთი თვის შენატანი არ გადაუხდია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხემ ლიზინგის საფასურის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ლიზინგის გამცემმა 580 ?5 -? ?????? ?????????? ???????? ???????? ????????????, ???? ????????? ???? ?????????? ლიზინგის საფასურია 1548 ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია ლიზინგის საფასურის გადახდის ვადის გადაცილების ან გადაუხდელობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ლიზინგის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 2% ყოველ ვადაგააცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად 2500 ლარისა. ასევე გათვალისწინებულია ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის საურავი (პუნქტი 14.19).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა პირგასამტეხლოს შესახებ არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტია, რათა მოვალე დამატებითი ფულადი პასუხისმგებლობის შიშით „აიძულოს" დროულად და სრულად შეასრულოს ვალდებულება, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მინიმალურად აინაზღაუროს ზიანი პირგასამტეხლოს დაკისრებით.

 

სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის საფუძველზე მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, რადგან 418-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუმცა, 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია შეამციროს პირგასამტეხლო, თუკი იგი აშკარად იმდენად მაღალია, რომ მოვალისათვის მისი დაკისრება სამართლიანობის და მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, რადგან სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს პირგასამტეხლო, რომელიც შეუსაბამოდ მაღალი. შესაბამისად, ყოველი კონკრეტული სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად უნდა გადაწყდეს პირგასამტეხლო გონივრული ოდენობისაა თუ არა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის გამო აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის პრინციპზე შეთანხმების შედეგად ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

ხელშეკრულების 3.9 პუნქტით გათვალისწინებული ლიზინგის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის ყოველდღიური პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 2%-ის ოდენობით. ასევე გათვალისწინებულია ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის საურავი, რომელიც მოიცავს ლიზინგის საფასურის გადაუხდელი თანხისა და ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს საერთო ოდენობას.

 

ამდენად, ხელშეკრულების ამ პირობის საფუძველზე კრედიტორს წარმოეშობა უფლება ორჯერ მოითხოვოს ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო, რადგან ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის საურავი მოიცავს ხელშეკრულების 3.9 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს (რაც არის ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო) და ლიზინგის საფასურის დავალიანების ჯამს. მოსარჩელე მოითხოვს ყოველდღიურად დარიცხულ პირგასამტეხლოს ჯამურად 1993,35 ლარს და ხელშეკრულების შეწყვეტის საურავს, ხოლო ამ უკანასკნელის ანგარიშში შედის ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და არა დამატებითი შემოსავლის მიღება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. 2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ დავაში არსებობს ამ ნორმის გამოყენების საფუძველი, რადგან ეს ნორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების პირობები განისაზღვრება ერთერთი მხარის მიერ. ლიზინგის სახელშეკრულებო ურთიერთობაში ლიზინგის გამცემი სტანდარტული სახელშეკრულებო პირობებით მხარეებს სთავაზობს სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებს, მეორე მხარეს ამ პირობების შემუშავების და შეცვლის შესაძლებლობა თითქმის არა აქვს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნება, რადგან ხელშეკრულების დადებით მხარეებს სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში წარმოეშობათ უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის მთელი რიგი ნორმები, 420-ე და 325-ე მუხლები სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს მხარეთა მიერ შეთავაზებული პირობების სამართლიანობა და კეთილსინდისიერება, რა დროსაც სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შინაარსი, ვალდებულების შესრულების პროცესში გამოვლენილი გარემოებები, სადაო ვალდებულების არსი.

 

სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლით, ისევე როგორც 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017)

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებელი, სარჩელის საწინააღმდეგო შედავება არ განახორციელა, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებიდან, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა საქმის სამართლებრივი შეფასების სფეროში ექცევა და სასამართლო უფლებამოსილია სამართლებრივი შეფასების პროცესში გამოიკვლიოს პირგასამტეხლოს გონივრულობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, გათვალისწინებული უნდა იქნას ორივე მხარის ინტერესები ხელშეკრულების მიმართ.

 

ლიზინგის ურთიერთობაში ლიზინგის გამცემი იურიდიული პირი ერთგვარად უპირატეს მდგომარეობაშია, იგი განსაზღვრავს ხელშეკრულების არსებით პირობებს, რომელსაც სთავაზობს კონტრაჰენტებს. ხელშეკრულების მიხედვით, ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ერთჯერადად გადასახდელ საურავში შედის მანამდე ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო, ხოლო ხელშეკრულებაში მკაფიოდ და გარკვევით არ არის მითითებული, რომ ასეთ შემთხვევაში მოვალეს საურავთან ერთად აღარ ეკისრება უკვე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა. მოსარჩელე ჯამურად მოითხოვს პირგასამტეხლოს 6391,59 ლარს, ხოლო ლიზინგის საფასურის ძირითადი დავალიანებაა 1548 ლარი. მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის ძირითადი დავალიანების 400%.

 

სასამართლო მოიხმობს მსგავს საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტებას, რომელიც გაკეთებულია 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას-1262-1182-2017. „ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, ასევე, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს ნაწილში რაიონულმა სასამართლომ სწორად განსაზღვრა დასაკისრებელი თანხის გონივრული ოდენობა, რამდენადაც ხელშეკრულებით შეთანხმებული ყოველთვიური სარგებელი წლიურ 58,68%-ს წარმოადგენდა და ამგვარი შეთანხმება სწორედ ამორალური გარიგებაა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), რომ საქართველოს საბანკო სექტორში სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის საშუალო ოდენობა შეადგენს 18%-ს, რაც თვეში 1,5%-ია და განსხვავებით წლიური 58,68%-ისა იგი ფულად მიმოქცევაში საკმარისად უზურუნველყოფს კრედიტორის ინტერესებს (ამ მხრივ მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: #ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი; #ას-408-381-2017, 30 ივნისი, 2017 წელი), გარდა ამისა, შეთანხმებული პირგასამტეხლო ასევე შეუსაბამოდ მაღალია, რაც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეამცირა პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო სამართლებრივი პრეტენზიის ფარგლებში სააპელაციო პალატამ არასწორად გაზარდა მისი ოდენობა“.

 

სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გაჩინებაში გაკეთებულ განმარტებას საქმე №ას-408-381-2017. „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულება, რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე“ (იხ. სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებების გამო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და იგი უნდა განისაზღვროს მსგავსი ურთიერთობისათვის, სესხის ხელშეკრულებისათვის კანონით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით (ამოქმედდა 2018 წლის 1 სექტემბრიდან), თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება. სესხის ვადის გადაცილებისას ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.

 

ამ დანაწესის საფუძველზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ის ოდენობით სანქციის დაკისრება ფულად მიმოქცევაში საკმარისად უზრუნველყოფს კრედიტორის ინტერესებს, რის გამოც სადაო ურთიერთობაში გონივრული იქნება პირგასამტეხლო განისაზღვროს ყოველდღიურად 0,27%-ის ოდენობით. ლიზინგის საფასურის ძირითადი თანხის დავალიანებაა 1548 ლარი, რომლის 0,27% არის 4,1796 ლარი, ხოლო ვადის გადაცილების პერიოდში (15.12.2018-დან-01.05.2019წ-მდე) გასული 126 დღის გადასახდელი პირგასამტეხლოა 526 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის საურავის გადახდა, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების 14.19 პუნქტით და ერთჯერადად გადასახდელი თანხაა. ხელშეკრულების მიხედვით, საურავი მოიცავს ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს და გადასახდელი ლიზინგის დავალიანების ჯამურად ოდენობას. იმის გამო, რომ მოსარჩელე საურავთან ერთად მოითხოვს ლიზინგის საფასურს და ყოველდღიურად დარიცხულ პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების შეწყვეტის საურავის ოდენობა უნდა შემცირდეს, რადგან მოთხოვნილი ოდენობით საურავის დაკისრება გამოიწვევს დარიცხული პირგასამტეხლოს განმეორებით დაკისრებას და უსამართლოდ ზრდის პირგასამტეხლოს ოდენობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის დარიცხული ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობის ნახევრით, რაც ამ შემთხვევაში შეადგენს 263 ლარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა, რომლის მიზანია ვალდებულების დარღვევის პრევენცია, მოვალეზე ზეგავლენის მოხდენა იმ მიზნით, რომ მოვალემ ფინანსური სანქციის დაკისრების თავიდან არიდების გამო ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის ზომები მიიღოს, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლო იძენს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას. პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის პრინციპიდან გამომდინარე მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ როგორც ყოველდღიური პირგასამტეხლო, ისე ერთჯერადად გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო საურავის განსაზღვრის წესი იწვევს შეუსაბამოდ გაზრდილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას, რადგან ფაქტობრივად კრედიტორი ერთდროულად მოითხოვს ლიზინგის საფასურის და პირგასამტეხლოს დავალიანების ჯამური დავალიანების დაკისრებას ისეთ პირობებში, როცა საურავისგან დამოუკიდებლადაც მოითხოვს საფასურის დავალიანების და დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრებას .

 

ამდენად, ჯამურად გადასახდელი პირგასამტეხლოა 789 ლარი, რაც უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალისათვის სანქციის დაკისრებას და კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციის შესრულებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ლიზინგის საგნის სარგებლობის პერიოდში დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელების დაკისრება.

 

ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად, ლიზინგის მიმღების ვალდებულებაა გადაუხადოს სატრანსპორტო საშუალების გადაცემის შემდეგ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელები. მოპასუხემ ეს ვალდებულება არ შეასრულა, რადგან მოსარჩელის მიერ 2019 წლის 14 თებერვალს და 22 აპრილს გადახდილია ადმინისტრაციული ჯარიმა თითოეულ შემთხვევაში 200 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მიხედვით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიზინგის მიმღებს ეკისრება გადახდილი საჯარიმო თანხა, რომელსაც ემატება ჯარიმის გადახდის საკომისიო და 1,5 კოეფიციენტზე ნამრავლი თანხა, რაც თითოულ შემთხვევაში 301,50 ლარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმების გადაუხდელობა ლიზინგის გამცემისათვის ზიანის წარმომშობი გარემოებაა, რის გამოც მოსარჩელის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულებაა ლიზინგის საფასური (ძირითადი თანხა) 1548 ლარი, ყოველდღიურად დარიცხული პირგასმატეხლო 526 ლარი, ხელშეკრულების შეწყვეტის საურავი 263 ლარი, ადმინისტრაციული ჯარიმების გადაუხდელობით მიყენებული ზიანი 603 ლარი, საერთო ჯამში გადასახდელია 2940 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელე სს „ს------–------ი“ სარჩელით მოითხოვს 8543,24 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 2940 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 35%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 257 ლარის 35% არის 89,95 ლარი, რომლის მოსარჩელისთვის გადახდა სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული ხარჯის 200 ლარის ოდენობით ანაზღაურებას. ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს დაკისრებული თანხიდან, რადგან სსსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლო ხარჯების ანაზღაურება სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. მოპასუხისათვის დაკისრებულია 2940 ლარი, რომლის 4%-ია 117,6 ლარი. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებას ამ საქმეზე უწევს ტეონა გუგეშაშვილი, რომლიც შპს ექსპრესის ცნობის თანახმად, 2018 წლის 20 ივლისიდან მუშაობს შპს ექსპრესში იურისტის პოზიციაზე. ამდენად, იურიდიული მომსახურების ხარჯის მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 117,6 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ს------–------ის “ სარჩელი;

1.1. დ----- ბ-------–---–ს დაეკისროს სს „ს------–------ისათვის“ 2940 ლარის გადახდა;

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვა 5603,24 ლარის დაკისრების ნაწილში;

 

2. დ----- ბ-------–---–ს დაეკისროს სს „ს------–------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 89,95 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 117,6 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი