გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2019
საქმის ნომერი
110210019003115846
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210019003115846

2/428-2019 წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე _ ბ------ კ-----ძე;

მოპასუხე _ ნ----- გ------–-ძე;

დავის საგანი_ ქორწინების შეწყვეტა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შეწყდეს ბ------ კ-----ძესა და ნ----- გ------–-ძეს შორის 2012 წლის 21 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება.

 

სარჩელის გარემოებები: ბ------ კ-----ძე და ნ----- გ------–-ძე 2012 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ერთი შვილი. მათ შორის ხშირად იყო კონფლიქტები, რის გამოც მოსარჩელემ არაერთხელ სთხოვა განქორწინება მოპასუხეს, რაზედაც ნ----- გ------–-ძე არ დასთანხმდა. ამდენად, მათ შორის არის დაძაბული და კონფლიქტური მდგომარეობა. მხარეთა ოჯახური თანაცხოვრება შეუძლებელია და მოსარჩელეს კატეგორიულად სურს განქორწინება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. განმარტა,რომ მათ ჰყავთ შვილი, რომლის გამო არ სურს ოჯახის დანგრევა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ბ------ კ-----ძე და ნ----- გ------–-ძე 2012 წლის 21 სექტემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს და ქორწინების მოწმობას.

 

3.2. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი, რომელიც ამჟამად არის 7 წლის და ცხოვრობს მამასთან.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.3. მხარეები ოთხი თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.4. ქორწინების განმავლობაში მხარეთა შორის ხშირად იყო კონფლიქტი და ამჟამადაც კონფლიქტისა და ხასიათების შეუთავსებლობის გამო, დაძაბული და ძალიან ცუდი ურთიერთდამოკიდებულებაა.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბ------ კ-----ძის მოთხოვნა განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს,5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე და 1127-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

ამდენად, ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თავისუფალ ნებას ემყარება. ოჯახი იქმნება მათი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებით და მისი ხანგძლივობაც მხოლოდ მეუღლეთა ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც გადაწყვეტს, რომ აღარ სურს საქორწინო კავშირის შენარჩუნება, ეს საფუძველს აცლის ოჯახს და ქორწინების შეწყვეტის საფუძველია.

 

საქართველოს სსკ-ის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებელად მიღებული ზომებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბ------ კ-----ძე კატეგორიულად ითხოვს განქორწინებას. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მხარეები უკვე ოთხი თვეა ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათ ცოლქმრული ურთიერთობა არ აქვთ, უკმაყოფილებისა და ხასიათების შეუთავსებლობის გამო, მათი ოჯახური ცხოვრება ვერ შედგა და ოჯახი ვერ შეინარჩუნეს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას განქორწინებაზე, ვინაიდან მათ ჰყავთ შვილი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ქორწინება მხოლოდდამხოლოდ ორი ადამიანის კავშირია და ოჯახის შენარჩუნება და თანაცხოვრება დამოკიდებულია ამ ორი ადამიანის სურვილზე. იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას, ხოლო მოპასუხე ამის საწინააღმდეგოდ მხოლოდ შვილის ინტერესს მიუთითებს, აღნიშნული ვერ იქნება მოპასუხის პოზიციის გაზიარების და სარჩელის არ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება მხარეთა შორის ერთიანობისა და სიმტკიცის შესახებ, რაც სასამართლოს მისცემდა რწმენას მხარეებისათვის მიეცა ვადა მათი შერიგების და კვლავ ერთად ცხოვრების მიზნით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------ კ-----ძისა და ნ----- გ------–-ძის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია და მოსარჩელის მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში ბ------ კ-----ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფოს ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ბ------ კ-----ძის (პ/ნ 6----------- სარჩელი ნ----- გ------–-ძის (პ/ნ 1----------- მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს ბ------ კ-----ძესა (პ/ნ 6----------- და ნ----- გ------–-ძეს (პ/ნ 1----------- შორის სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2012 წლის 21 სექტემბრის N----------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

 

3. მოპასუხე ნ----- გ------–-ძეს (პ/ნ 1----------- მოსარჩელე ბ------ კ-----ძის (პ/ნ 6----------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე