გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1107-18
N200210118002736256
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თ----ი ბანკი''
წარმომადგენელი - ნ---- ს-------ა
მოპასუხე - ე-–--ე ნ-------–---–ი
კანონიერი წარმომადგენელი - გ------ი ნ-------–---–ი
დაინტერესებული მხარე - სსიპ ს--–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ი
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ე-–--ე ნ-------–---–ს, როგორც ი--–-------ის უფლებამონაცვლეს (კანონიერი წარმომადგენელი გ------ი ნ-------–---–ი) სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 950.18 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 497.96 ლარი, პროცენტი - 137.69 ლარი და პირგასამტეხლო - 314.53 ლარი.
1.2 2018 წლის 19 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 497.96 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 48%-ს სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 19.91 ლარს.
1.3 2017 წლის 13 ნოემბრიდან საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 960.73 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 497.25 ლარი, პროცენტი - 140.45 ლარი, ჯარიმა - 323.23 ლარი;
1.4 2018 წლის 19 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 13 ნოემბრიდან საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 497.25 ლარზე, ვალდებულების სრულდ შესრულებამდე, წლიური 48%-ს სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 19.89 ლარს.
1.5 2018 წლის 09 მარტიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1036.68 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1000 ლარი და პროცენტი - 36.68 ლარი;
1.6 2018 წლის 19 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 09 მარტიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 09 მარტის (ხელშეკრულების მომქედების ვადა) ჩათვლით ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა.
1.7 მოპასუხე ე-–--ე ნ-------–---–ს დაეკისროს სს ,,თ----ი ბანკის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 183.73 ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%-ს არაუმეტეს 244.98 ლარის გადახდა. მოპასუხე სს ,, თ----ი ბანკს“ დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 23.99 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
სს ,,თ----ი ბანკსა“ და ი--–-------ეს შორის 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 48%-ით კრედიტის სს ,,თ----ი ბანკის“ ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; ხელეშკრულებაში ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღისთვის 1 ლარი და ვადაგადაცილებული დღისთვის დავალიანების 1.5%. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25- ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს; დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 18 რიცხვი. მსესხებელი ი--–-------ე გარდაიცვალა 2018 წლის 01 მაისს, რის გამოც 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა 2018 წლის მაისის თვეში და შემდეგ აღარ მომხდარა ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კრედიტის დაბრუნების ვადა გადაცილებულია სულ მცირე ორჯერ, გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრე უარს აცხადებს მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლის უფლებამონაცვლისათვის არსებული საკრედიტო დავალიანების დაკისრება; 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით ე-–--ე ნ-------–---–ს, როგორც ი--–-------ის უფლებამონაცვლეს 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 950.18 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 497.96 ლარი, პროცენტი -137.69 ლარი და ჯარიმა - 314.53 ლარი;2018 წლის 07 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობით, გაცემული ნოტარიუს მ-----ე წ-–--–-–---–ის მიერ, დგინდება, რომ ე-–--ე ნ-------–---–ი პ/ნ 2----------(კანონიერი წარმომადგენელი გ------ი ნ-------–---–ი) არის ი--–-------ის პირველი რიგის მემკვიდრე -შვილი და მან საკუთრებაში მიიღო სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით (მოძრავი და უძრავი ნივთები, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში) და მამკვიდრებლის, ი--–-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თ--–--ი, სოფელი კ----------–-----ი, ს/კ:5-----------;ასევე სს ,,თ----ი ბანკსა“ და ი--–-------ეს შორის 2017 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისიწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით; საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 48%-ით კრედიტის სს ,,თ----ი ბანკის“ ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღისთვის 1 ლარი და ვადაგადაცილებული დღისთვის დავალიანების 1.5%. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს; დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 13 რიცხვი. მსესხებელი ი--–-------ე გარდაიცვალა 2018 წლის 01 მაისს, რის გამოც 2017 წლის 13 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა და აღარ მომხდარა ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კრედიტის დაბრუნების ვადა გადაცილებულია სულ მცირე ორჯერ, გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრე უარს აცხადებს მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლის უფლებამონაცვლისათვის არსებული საკრედიტო დავალიანების დაკისრება; 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით ე-–--ე ნ-------–---–ს, როგორც ი--–-------ის უფლებამონაცვლეს 2017 წლის 13 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 960.93 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 497.25 ლარი, პროცენტი -140.45 ლარი და ჯარიმა - 323.23 ლარი;ასევე სს ,,თ----ი ბანკსა“ და ი--–-------ეს შორის 2018 წლის 09 მარტს გაფორმდა საბანკო კრედიტის №6252557-9679942 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისიწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი - 1000 ლარის ოდენობით; ყოველთვიური შენატანი (მომსახურების ყოველთვიური საკომისიო) განისაზღვრა - 50 ლარით, სულ უნდა განხორციელებულიყო 12 შეტანა, ჯამში მსესხებელს უნდა დაებრუნებინა 1600 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 9 რიცხვში. კრედიტის ვადად განისაზღვრა - 365 დღე, 2018 წლის 09 აპრილიდან 2019 წლის 09 მარტის ჩათვლით; ხელშეკრულებით ასევე გათვალისიწინებული იქნა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის არსებული ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;მსესხებელი ი--–-------ე გარდაიცვალა 2018 წლის 01 მაისს, რის გამოც სესხზე 2018 წლის 10 აპრილის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა; 2018 წლის 09 მარტს საბანკო კრედიტის №6252557-9679942 ხელშეკრულება დარღვეულია. კრედიტის დაბრუნების ვადა გადაცილებულია სულ მცირე ორჯერ, გარდაცვლილის მსესხებლის მემკვიდრე უარს აცხადებს მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლის უფლებამონაცვლისათვის არსებული საკრედიტო დავალიანების დაკისრება; 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით ე-–--ე ნ-------–---–ს, როგორც ი--–-------ის უფლებამონაცვლეს 2018 წლის 09 მარტს საბანკო კრედიტის №6252557-9679942 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1036,68 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1000.00 ლარი და პროცენტი -36.68 ლარი. ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს; ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო; განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვერ იღებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ი--–-------ის გარდაცვალების შემდეგ არ მომხდარა აღნიშნული სესხის დაფარვა, ეს ყველაფერი უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ოჯახს არ ჰქონდა საშუალება ერთბაშად დაეფარა სესხი, ხოლო რაც შეეხება გადახდას ი--–-------ის სიცოცხლეში, მას არცერთხელ არ დაურღვევია სესხის გადახდის გრაფიკი; ვალდებულების შესრულება დაირღვა არა მსესხებლის ან მისი უფლებამონაცვლის არაკეთილსინდისიერებით, არამედ იმ გარემოების გამო, რომ მსესხებელი ი--–-------ე გარდაიცვალა და მისი უფლებამონაცვლე არის მისი მცირეწლოვანი შვილი, 5 წლის ე-–--ე ნ-------–---–ი, რომლის კანონიერი წარმომადგენელია მამა გ------ი ნ-------–---–ი, რომელთა მხრიდან ერთბაშად ვერ ხერხდება სესხის დაფარვა უსახსრობის გამო, ამავე დროს მხარე არ ეთანხმება ასევე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს თანხას, რომელიც მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ თანხად. 2018 წლის 01 მაისს გარდაიცვალა ი--–-------ე, იგი იმყოფებოდა ფაქტობრივ ქორწინებაში გ------ი ნ-------–---–თან, რა დროსაც შეეძინათ ქალიშვილი ე-–--ე ნ-------–---–ი, რომელიც არის 5 წლის. გ------ი ნ-------–---–ის განმარტებით მოსარჩელესთან არსებული ვალდებულება მათთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი. გ------ი ნ-------–---–ი არის მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს მცირეწლოვანი შვილი აღსაზრდელი, ოჯახი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული და იღებს შემწეობას.
გ------ი ნ-------–---–ი არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა სსიპ ს--–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის წარმომადგენელმა გ------ი გორგაძემ სასამართლო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვა, ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს ,,თ----ი ბანკსა“ და ი--–-------ეს შორის 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 48%-ით კრედიტის სს ,,თ----ი ბანკის“ ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღისთვის 1 ლარი და ვადაგადაცილებული დღისთვის დავალიანების 1.5%. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25- ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს; დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 18 რიცხვი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 25-32);
- საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 31-32);
3.2.2. მსესხებელი ი--–-------ე გარდაიცვალა 2018 წლის 01 მაისს, რის გამოც 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა 2018 წლის მაისის თვეში. 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით ე-–--ე ნ-------–---–ს, როგორც ი--–-------ის უფლებამონაცვლეს 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - ძირი თანხაა - 497.96 ლარი, პროცენტი -137.69 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დარიცხული ჯარიმა 314,53 ლარი, არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს 50 ლარამდე.
შესაბამისად სესხზე დავალიანების თანხა(ძირი,პროცენტი, შემცირებული ჯარიმა) შეადგენს 685.65 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 109);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 108)
3.2.3. სს ,,თ----ი ბანკსა“ და ი--–-------ეს შორის 2017 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით; საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 48%-ით კრედიტის სს ,,თ----ი ბანკის“ ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღისთვის 1 ლარი და ვადაგადაცილებული დღისთვის დავალიანების 1.5%. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25- ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს; დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 13 რიცხვი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 25-32);
- საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 31-32);
3.2.4. მსესხებელი ი--–-------ე გარდაიცვალა 2018 წლის 01 მაისს, რის გამოც 2017 წლის 13 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა და აღარ მომხდარა ნაკისრი ვალდებულების შესრულება. 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით ე-–--ე ნ-------–---–ს, როგორც ი--–-------ის უფლებამონაცვლეს 2017 წლის 13 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - ძირი თანხა - 497.25 ლარი, პროცენტი -140.45 ლარი
სასამართლოს მიაჩნია, რომ დარიცხული ჯარიმა 323,23 ლარი, არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს 50 ლარამდე.
შესაბამისად მოცემულ სესხზე დავალიანების თანხა (ძირი,პროცენტი, შემცირებული ჯარიმა) შეადგენს 687.70 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 109);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 108);
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 104-107);
3.2.5. სს ,,თ----ი ბანკსა“ და ი--–-------ეს შორის 2018 წლის 09 მარტს გაფორმდა საბანკო კრედიტის №6252557-9679942 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა კრედიტი - 1000 ლარის ოდენობით; ყოველთვიური შენატანი (მომსახურების ყოველთვიური საკომისიო) განისაზღვრა - 50 ლარით, სულ უნდა განხორციელებულიყო 12 შეტანა, ჯამში მსესხებელს უნდა დაებრუნებინა 1600 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 9 რიცხვში. კრედიტის ვადად განისაზღვრა - 365 დღე, 2018 წლის 09 აპრილიდან 2019 წლის 09 მარტის ჩათვლით; ხელშეკრულებით ასევე გათვალისიწინებული იქნა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის არსებული ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 9 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 84-86);
- საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 87-103);
3.2.6. მსესხებელი ი--–-------ე გარდაიცვალა 2018 წლის 01 მაისს, რის გამოც სესხზე 2018 წლის 10 აპრილის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა; 2018 წლის 09 მარტს საბანკო კრედიტის №6252557-9679942 ხელშეკრულება დარღვეულია. 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით ე-–--ე ნ-------–---–ს, როგორც ი--–-------ის უფლებამონაცვლეს 2018 წლის 09 მარტს საბანკო კრედიტის №6252557-9679942 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1036,68 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1000.00 ლარი და პროცენტი -36.68 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 109);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 108);
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 104-107);
3.2.7. ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათალისწინებულ მოგებას მიიღებს; ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.8. 2018 წლის 07 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობით, გაცემული ნოტარიუს მ-----ე წ-–--–-–---–ის მიერ, დგინდება, რომ ე-–--ე ნ-------–---–ი პ/ნ 2----------( კანონიერი წარმომადგენელი გ------ი ნ-------–---–ი) არის ი--–-------ის პირველი რიგის მემკვიდრე -შვილი და მან საკუთრებაში მიიღო სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით (მოძრავი და უძრავი ნივთები, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში) და მამკვიდრებლის, ი--–-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თ--–--ი, სოფელი კ----------–-----ი, ს/კ:5-----------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 112-113);
3.2.9. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ი--–-------ის შვილი ე-–--ე ნ-------–---–ი, რომელმაც მიიღო დედის მიერ დანატოვარი სამკვიდრო ქონება არის ხუთი წლის. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული და იღებს შემწეობას. ი--–-------ის უფლებამონაცვლე მცირეწლოვან ე-–--ე ნ-------–---–ს მეტი საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სამკვიდრო მოწმობა(ს.ფ.105)
-ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მსესხებელ ი--–-------ეს 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - ძირი თანხაა - 497.96 ლარი, პროცენტი -137.69 ლარი და შემცირებული ჯარიმა 50 ლარი, სულ 685. 65 ლარი.
ასევე მსესხებელს გააჩნია დავალიანება ამავე სესხზე 2018 წლის 19 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 497.96 ლარზე, წლიური 48%-ს სარგებელი, რაც ყოველთვიურად შეადგენს 19.91 ლარს უნდა დაეკისროს არა უმეტეს ერთი წლისა თანხით 238,92 თეთრი.
მსესხებელ ი--–-------ეს 2017 წლის 13 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - ძირი თანხა - 497.25 ლარი, პროცენტი -140.45 ლარი, შემცირებული ჯარიმა 50 ლარი, სულ თანხით 687.70 ლარი.
მსესხებელს გააჩნია დავალიანება 2017 წლის 13 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 497.25 ლარზე, წლიური 48%-ს სარგებლი, რაც ყოველთვიურად შეადგენს 19.82 ლარს არა უმეტეს ერთი წლისა თანხით 237,84 თეთრი.
მსესხებელს გააჩნია დავალიანება 2018 წლის 09 მარტს საბანკო კრედიტის №6252557-9679942 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1036,68 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1000.00 ლარი და პროცენტი -36.68 ლარი. ასევე მსესხებელს გააჩნია დავალიანება 2018 წლის 09 მარტს საბანკო კრედიტის №6252557-9679942 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 09 მარტის ჩათვლით (ხელშეკრულების მოქმედების ვადა) ყოველთვიურად 50 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,თ----ი ბანკის'' სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11-ე, მე-12-ე, მე-14-ე, მე-15-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილ მსესხებელ ი--–-------ეს გააჩნდა ვალდებულება მოსარჩელე მხარის მიმართ.
ასევე საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი--–-------ის სამკვიდრო ქონება აქტივებითა და პასივებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის და ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად მიიღო მისმა მცირეწლოვანმა შვილმა, ე-–--ე ნ-------–---–მა.
საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ე-–--ე ნ-------–---–მა მემკვიდრეობით მიიღო დედისაგან ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც თვითონ და მისი მამა ცხოვრობენ, სხვა რაიმე ქონება მამკვიდრებელს არ გააჩნდა. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ ოჯახი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული და იღებს შემწეობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11-ე მუხლის თანახმად 1.ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა _ უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12-ე მუხლის თანახმად 1. ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. ამავაე მუხლის მე-6-ე ნაწილის თანახმად კი 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროდ ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14-ე მუხლის თანახმად 1. არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-15-ე მუხლის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მოპასუხე ე-–--ე ნ-------–---–ი არის მცირეწლოვანი და კანონის თანახმად თანახმად 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროდ ითვლება.
ასვე დადგენილია ის გარემოებაც, რომ ოჯახი, სადაც ე-–--ე ნ-------–---–ი ცხოვრობს, სოციალურად დაუცველია და იღებს საარსებო შემწეობას. ე-–--ე ნ-------–---–ი კანონის შესაბამისად ქმედუუნარო ითვლება. მისი კანონიერი წარმომადგენელი მოცემულ შემთხვევაში, როგორც მამა, ასევე ს--–---–------------------------------ოს წარმომადგენელი არ ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) რომლის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,1.ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას“.
ამავე კონვენციის N14 ზოგადი კომენტარის თანახმად ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ,,ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში“.ასევე ,,პირველი პუნქტის მიზანია, უზრუნველყოს, რომ უფლება გარანტირებული იყოს ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბავშვს ან ბავშვებს, უნდა ითვალისწინებდეს მათ საუკეთესო ინტერესებს როგორც უპირველეს პრიორიტეტს. სიტყვა „ქმედება“ მოიცავს არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს, არამედ მოქმედებებს, ქცევას, წინადადებებს, მომსახურებას, პროცედურებსა და სხვა ღონისძიებებს“. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ქმედება არ ემსახურება ბავშვების საუკეთესო ინეტერსებს.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ჩარჩოს მონაწილე სახელმწიფოთა სამი სხვადასხვა სახის ვალდებულებებისთვის:(ა) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სათანადოდ ინტეგრირებული იყოს და თანმიმდევრულად ხდებოდეს მათი გათვალისწინება საჯარო უწყების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში, განსაკუთრებით განხორციელების ყველა ღონისძიებაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოებაში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვს ბავშვებზე; (ბ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ყველა სასამართლო და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც ბავშვებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში ნათლად ჩანდეს,, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს დაეთმო უპირველესი ყურადღება... (გ)ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ინტერესები შეფასდა და დაეთმო უპირველესი ყურადღება კერძო სექტორის ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში, მათ შორის მომსახურების მიმწოდებლების ან ნებისმიერი სხვა კერძო ორგანიზაციის ან დაწესებულების მიერ, რომლებიც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ან შეეხება მას.
ამავე კოვნენციის N14 ზოგადი კომენტარის თანახმად ,,სოციალური დაცვის საჯარო ან კერძო დაწესებულებები“ ეს ტერმინები არ უნდა განიმარტოს ვიწროდ და არ უნდა შემოიფარგლოს სოციალური ინსტიტუციებით ვიწრო გაგებით. ისინი უნდა განიმარტოს როგორც ყველა დაწესებულება, რომლის საქმიანობა და გადაწყვეტილებები ზეგავლენას ახდენენ ბავშვებზე და მათი უფლებების რეალიზაციაზე. ამგვარი დაწესებულებები მოიცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებთან დაკავშირებულ დაწესებულებებს (მაგ. ზრუნვა, ჯანდაცვა, გარემო, განათლება, ბიზნესი, დასვენება და თამაში და სხვ.), არამედ ისეთ დაწესებულებებსაც, რომლებსაც მუშაობენ სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში (მაგ. რეგისტრაცია დაბადებისას, ნებისმიერ გარემოში ძალადობისაგან დაცვა და სხვ.). სოციალური დაცვის კერძო დაწესებულებები მოიცავს კერძო სექტორის ორგანიზაციებს - კომერციულს და არაკომერციულს - რომლებიც მონაწილეობენ ბავშვების მიერ თავიანთი უფლებებით სარგებლობისათვის უმნიშვნელოვანესი მომსახურებების მიწოდებაში, და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფო სამსახურების სახელით, მათთან ერთად ან მათი ალტერნატივის სახით.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის მიმართ მოპასუხე მხარის სასესხო ვალდებულების არსებობა, სარჩელის დაკმაყოფილების და მოპასუხე ე-–--ე ნ-------–---–ისათვის თანხის დაკისრების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახს არა აქვს შემოსავალი ალბათობის დიდი ვარაუდით მოითხოვს გადაწყვეტილების აღსრულებისა და თანხის ამოღების მიზნით, იმ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის რეალიზაციას, სადაც აწ გარდაცვლილი ი--–-------ის მცირეწლოვანი უფლებამონაცვლე ცხოვრობს, რაც სასამართლოს შეხედულებით არ ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს მიაჩნია რომ ბავშვის საუკეთესო ინეტერესებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ზეგავლენას მოახდენს ბავშვზე, რომელსაც ცხოვრების პირობები გაუუარესდება და ყოვლად შეაძლებელია აღმოჩნდეს საცხოვრებელი სახლის გარეშე, თანახმად “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) რომლის მე-3 მუხლისა ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბავშვს ან ბავშვებს, უნდა ითვალისწინებდეს მათ საუკეთესო ინტერესებს, როგორც უპირველეს პრიორიტეტს, სწორედ პრიორიტეტად და უპირატესად მიაჩნია სასამართლოს ბავშვის ინტერესი, ჰქონდეს საარსებო საშუალება და საცხოვრებელი სახლი, ვიდრე მოსარჩელე მხარის ინტერესი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სამოქალქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით და მოპასუხე ე-–--ე ნ-------–---–ს (პირადი N2----------) აკრძალული აქვს, აწ გარდაცვლილი ი--–-------ის (პირადი N2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: მისამართი: თ--–--ი, სოფელი კ----------–-----ი; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 3-------------–------------------------------–----------–------------------------------------------; სხვა ფართი: გაშენების ფართი N1-84.1კვ.მ.;N2-41.8კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N5-----------.
გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 269-ე,270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.მოსარჩელე სს,,თ----ი ბანკის“ დაზუსტებული სარჩელი მოპასუხე ე-–--ე ნ-------–---–ის (კანონიერი წარმომადგენელი გ------ი ნ-------–---–ი) მიმართ ვალდებულების შესრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2.გაუქმდეს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებთ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე ე-–--ე ნ-------–---–ს (პირადი N2----------) აეკრძალა აწ გარდაცვლილი ი--–-------ის (პირადი N2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: მისამართი: თ--–--ი, სოფელი კ----------–-----ი; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 3-------------–------------------------------–----------–------------------------------------------; სხვა ფართი: გაშენების ფართი N1-84.1კვ.მ.;N2-41.8კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N5-----------.
3.მოპასუხე სს ,, თ----ი ბანკს“ დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 23.99 ლარის ოდენობით.
4. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელწიფო ბაჟის თანხა 183,01 ლარი ჩაითვალოს გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე