განაჩენი

სისხლის სამართლის 20.10.2019
საქმის ნომერი
080100119003162768
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
20.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003162768

საქმე №1/742-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

07.10.2019 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: გვ--–-----------ე;

 

დაცვის მხარე

ადვოკატი: და-------------ე;

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე

№0-----------

 

ბრალდებული - ჯი-–---ი კი--------–--ე

მამის სახელი: მა----ა

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუ-----ი, ი----------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. 2019 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქუ-----ში რ. თა-----–---–ის ქუჩა №2-/4--ში, ჯი-–--- კი--------–--ემ არასრულწლოვანი შვილის - ილ-- კი--------–--ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ--- ც-----ას. კერძოდ, ხელი მოუჭირა ორივე მაჯაზე, დაარტყა ფეხი მუხლის ქვემოთ, ხელი დაარტყა სახისა და თვალის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად ლ--- ც-----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

3. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლა-–-------–-–---–მა (ლ--- ც-----ას - დეიდა) განმარტა, რომ - ბრალდებულსა და ლ--- ც-----ას უყვართ ერთმანეთი, მათ ჰყავთ საერთო შვილი ილ-- კი--------–--ე. 2019 წლის 15 ივლისს დილით 10:00 საათისთვის უნდა მისულიყო ჯი-–--- კი--------–--ე თა-----–---–ის №2-/4- ბინაში, სადაც იმყოფებოდა ლ--- ც-----ა ბავშვთან ილ-- კი--------–--ესთან ერთად და ბავშვი უნდა წაეყვანათ თბილისში ბებიასთან, ქალბატონ ნი-----–--------თან, მაგრამ რადგან ლ--- იყო სიცხიანი, ჰქონდა 40-4- გრადუსი ტემპერატურა, მძიმე მდგომარეობაში იყო და ვერ ახერხებდა წასვლას თბილისში, რის გამოც სთხოვა ჯი-–---ს, მისულიყო და წაეყვანა ბავშვი თბილისში ნი-----–--------თან, მასთან უნდა მისულიყო ძიძა, რომელიც მიხედავდა ბავშვს. ბავშვი იქნებოდა თბილისში იმ პერიოდში, რა პერიოდში ლ--- იქნებოდა საავადმყოფოში და იმკურნალებდა. ჯი-–--- კი--------–--ე მივიდა დაგვიანებით 11:00 საათისათვის. ბრალდებული ტელეფონზეც არ პასუხობდა, რის გამოც მოწმე ლა-–-------–-–---–მა დაურეკა ბრალდებულის დედას, ქალბატონ ნე-----ს და ჰკითხა თუ სად იყო ჯი-–---ი. ქალბატონმა ნე-----მა უპასუხა, რომ ჯი-–---ს ეტყოდა ყველაფერს და დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ბრალდებული მართლაც მივიდა ლა-–-------–-–---–ის სახლში. ჯი-–---სა და ლ---ს შორის მოხდა შელაპარაკება, რაც გამოწვეული იყო მისი დაგვიანების გამო, რადგანაც ბავშვს ელოდებოდა ლ---ს დედა. შელაპარაკება დაიწყო იმიტომ, რომ ბავშვი დროულად უნდა ჩაეყვანათ თბილისში, რადგან ძიძა იყო ნაპოვნი, რომელიც მივიდოდა, მის მოსავლელად და უკვე ოჯახში ელოდებოდა ბავშვს, ფაქტიურად კარგავდნენ ძიძას. მათ შორის მოხდა შელაპარაკება, ხელებით დატაკება, ლ--- ც-----ამ ჯი-–--- კი--------–--ეს უთხრა, რომ ის იყო უნამუსო, უპასუხისმგებლო, ბავშვი მას უნდა ჩაეყვანა თბილისში და მან დააგვიანა. ლ--- იყო გაღიზიანებული და წაიწია ჯი-–---ისკენ, ერთმანეთს დაეტაკნენ. ამ დროს ბავშვიც იქ იყო და ტირილი დაიწყო, რის გამოც მოწმემ მას ხელი მოკიდა და მოუწოდა ორივეს რომ დაწყნარებულიყვნენ, დამშვიდებულიყვნენ. თავისთავად ორივე მხარე გაღიზიანებული იყო. ბავშვს ხელი მოჰკიდა და აყვანა, ხოლო როდესაც მობრუნდა დაინახა, რომ ჯი-–--- კი--------–--ეს დაკავებული ჰქონდა ლ--- ც-----ას ხელები, ის უკან ვერ წავიდოდა, რადგან მის უკან იდგა დივანი და ჩაჯდა იქვე, რომ ჩაჯდა ორივე ხელები ჰქონდა დაკავებული, რომლითაც ურტყამდა თავში, მერე მიარტყა ფეხში და ამის შემდეგ მოწმემ გააშველა ისინი, ხოლო ჯი-–---ის უთხრა, რომ წასულიყო იქედან. ჯი-–--- კი--------–--ემ ერთი ჭიქა წყალი დალ-- სულის მოუთქმელად, გავიდა სახლიდან და წავიდა. შემთხვევის დროს მოწმე ადგილზე იმყოფებოდა და სადმე არ გასულა. ბავშვი დასვა ძირს, ორივე გააშველა და უთხრა ჯი-–---ს, რომ წასულიყო სახლიდან. სასამართლო სხდომაზე მოწმემ დეტალურად აღწერა მისი საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახი, სადაც მოხდა აღნიშნული ქმედება. ჯი-–--- კი--------–--ე და ლ--- ც-----ა არ იმყოფებოდნენ ოფიციალურ ქორწინებაში. თბილისში ჰქონდათ ბინა დაქირავებული და იქ ცხოვრობდნენ. ვინაიდან და რადგანაც ჯი-–---ს ერთი ოჯახი ქუ-----ში ყავს, თავისთავად ის ხან ქუ-----ში, იყო ხან თბილისში. თბილისში გარკვეული პერიოდის განმავლობაში რჩებოდა მათთან, ხან ორი კვირა, ხან სამი დღე, ის ყურადღებას აქცევდა ბავშვს, დაჰყავდა მასთან თავისი შვილები, დაჰყავდა გასართობად, ბავშვებს ერთმანეთში კარგი ურთიერთობა ჰქონდათ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა ლ--- ც-----ამ განმარტა, რომ - ის და ბრალდებული ერთად ცხოვრობდნენ 3 წლის განმავლობაში, ჰყავთ საერთო შვილი ილ-- კი--------–--ე, რომელიც არის წლინახევრის. 2019 წლის 15 ივლისს ჰქონდა მაღალი სიცხე, იყო ცუდად. ის ცხოვრობდა დეიდასთან ლა-–-------–-–---–თან, თა-----–---–ის ქუჩა №2--ში. მასთან, უნდა მისულიყო ბრალდებული და წაეყვანათ ბავშვი თბილისში ლ---ს დედასთან. ჯი-–--- ჯი--------–--ე მათთან არ გამოცხადდა 10:00 საათზე, ურეკავდა ტელეფონით, უგზავნიდა ასევე მესიჯებს, მაგრამ ის არ პასუხობდა არც სატელეფონო ზარს და არც მესიჯებს. შემდეგ მან დეიდამისს სთხოვდა, რომ დაერეკა ქალბატონი ნე-----ისთვის, რის შემდეგაც ლალიმ დაურეკა ნე-----ს. სატელეფონო ზარის შემდეგ, ქალბატონმა ნე-----მა უთხრა ლალის, რომ დაურეკავდა ჯი-–---ს და გაიგებდა თუ რატომ აგვიანებდა. მართლაც ცოტა ხნის შემდეგ დარეკა ჯი-–---მა და უთხრა, რომ აგვიანდებოდა, ხოლო თუ რატომ არ განუმარტავს. ჯი-–---ი იქ მივიდა 11:00 საათზე, მოწმემ უთხრა ბრალდებულს, რომ ის მოიქცა უპასუხისმგებლოდ, რადგანაც ბავშვი წასაყვანი ჰყავდათ, ხოლო ის ვერ შეძლებდა მასთან ერთად თბილისში წასვლას, ვინაიდან საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას. შედეგად მოუვიდათ შეკამათება. შეკამათება გამოიხატა სიტყვიერ შელაპარაკებაში. მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა, ლ--- ც-----ა იყო ოთახში, სადაც შეიხედა ბრალდებულმა და უთხრა მას, რომ ის მოკვდებოდა, ხოლო თავად და ბავშვი კარგად იქნებოდნენ, ეს სასჯელი მისთვის ცოტა იყო, სიცხე ცოტა იყო მისთვის, მას მოუწყობდა ჯოჯოხეთს, ის არ იმსახურებდა კარგად ცხოვრებას. მოწმემ განმარტა, რომ ამ სიტყვებზე გამწარდა, ის საძინებელში იყო წამოწოლილი, ხოლო ბავშვი ლალის ჰყავდა მეორე ოთახში, გაეკიდა ოთახიდან ბრალდებულს და უთხრა, რომ გათრეულიყო იქედან და მოკიდა საროჩკაზე ხელი და უშვებდა სახლიდან, შედეგად მან დაუკავა ხელები და ცემდა, ლ--- ეუბნებოდა, რომ გაჩერებულიყო, უყვიროდა, წასულიყო და გაშორებოდა მათ. ცოტა ხანს იჩხუბეს, იკამათეს. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა ლა-–-------–-–---–ი და ბავშვი. ბავშვი განერვიულდა და ტიროდა. მოწმემ განმარტა, რომ მან არ იცის ფეხი მიარტყა ბრალდებულმა მას ფეხში, თუ მოუხვდა. ისინი კონფლიქტის დასრულების შემდეგ თვითონ დაშორდნენ, ბრალდებული თავისით წავიდა, ლა-–-------–-–---–მაც მოუწოდა, რომ წასულიყო, რის შემდეგაც მართლაც წავიდა ბრალდებული. ჯი-–--- კი--------–--ე, ლ--- ც-----ას მეორე მეუღლეა. ლ--- და ჯი-–---ი ცხოვრობდნენ ერთად როდესაც ის იყო ორსულად, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ხოლო ბავშვის დაბადების შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ ორთაჭალაში. ჯი-–---ს ბავშვები ქუ-----შიც ჰყავდა და ის დადიოდა თბილისა და ქუ-----ს შორის, რადგან ყველასთვის უნდა მიექცია ყურადღება. ანუ ნახევარჯერ თბილისში იყო და ნახევარჯერ ქუ-----ში, უმეტესად ჯი-–---ი იყო თბილისში ლ---სთან და მისი ბავშვები ჯი-–---ის მშობლებთან იყვნენ. ეს ყველაფერი გრძელდებოდა სისტემატურად. მოწმეს აქვს ჯი-–---ის განქორწინების მოწმობა, პირველი ქორწინებიდან, რომელიც არის მის ხელთ და მას შეუძლ-- დაადასტუროს, რომ ისინი ნამდვილად ერთად ცხოვრობდნენ. მათ ჰქონდათ ძალ--ნ კარგი ურთიერთობა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი №1----------------------- შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, საქართველოს შსს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრ 112-იდან შემოვიდა შეტყობინება ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, რომლის თანახმადაც - ინციდენტის თარიღი იყო 15.07.2019 11:59:10, ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი, ოჯახური ძალადობა. მისამართი ქუ-----ი, რ. თა-----–---–ის ქუჩა, კორპუსი 2- ერთი -7-4-, ინიციატორი იყო ლ---, ტელეფონის ნომერი რომლითაც განხორციელდა ზარი - 5------------ კითხვაზე რომელი ოჯახის წევრის მიმართ და ვის მიერ ხორციელდება ძალადობა (კონფლიქტი), პასუხი იყო - მეუღლეებს შორის. (ს.ფ. 2)

 

საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი №------------------------ შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუ-----ი) ,,112’’ საპატრულო ეკიპაჟიდან გ. გიგატაძემ ტელ: 5----------- - ით აცნობა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მორიგეს, რომ ქუ-----ში, თა-----–---–ის N2-/4--ში ლ--- ც-----ამ განაცხადა, რომ მეუღლემ ჯი-–--- კი--------–--ემ, რომლის მიმართაც ამა წლის 08 ივლისს შედგენილ-- შემაკავებელი ორდერი, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ.3).

 

საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილ--, რომ 15.07.2019წ. 17:27-17:40 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ლ--- ც-----ას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (ს.ფ. 10-13).

დაზარალებულ ლ--- ც-----ას და მოწმე ლა-–-------–-–---–ის დაკითხვის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ბრალდებულმა ჯი-–--- კი--------–--ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ჯი-–--- კი--------–--ემ დასკვნით და საბოლოო სიტყვაში აღიარა ჩადენილი ქმედება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან მხარეებმა სხვა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა (წარმოდგენილი და დაკითხული იქნა მხოლოდ ორი მოწმე: ლა-–-------–-–---–ი და დაზარალებული ლ--- ც-----ა), თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯი-–--- კი--------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, დადასტურებულ-- მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად, სადავოდ და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ჯი-–--- კი--------–--ის ბრალეულობას, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, მოწმეების: ლ--- ც-----ას, ლა-–-------–-–---–ის, ზა-----------–--ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

სასამართლოს უტყუარ დადგენილ ფაქტად მიაჩნია ჯი-–--- კი--------–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია როგორც მოწმე ლა-–-------–-–---–ის ჩვენებასთან, ისე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია. ჯი-–--- კი--------–--ეს ოჯახური კონფლიქტის დროს ხელებით ჰყავდა დაჭერილი დაზარალებული ლ--- ც-----ა და მისივე ხელებს ურტყამდა თავში, აგრეთვე ფეხი დაარტყა ფეხში, რასაც ადასტურებს როგორც დაზარალებული ლ--- ც-----ა, აგრევე მოწმე ლა-–-------–-–---–ი. საქმეზე ასევე არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხავი რაიმე გარემოება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯი-–--- კი--------–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ჯი-–--- კი--------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ჯი-–--- კი--------–--ეს არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ჯიმშრ კი--------–--ე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი (მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე ქვეყანაში და სახეზეა მის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღების საჭიროება) და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება.

 

გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი საშიშროებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა არასაპატიმრო სასჯელის სახის დანიშვნით. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ჯი-–--- კი--------–--ეს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, ამასთან, ნასამართლევი არ ყოფილა და აღიარა დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

ამდენად, ჯი-–--- კი--------–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ჯი-–--- კი--------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 63-ე, 64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯი-–---ი კი--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

2. მსჯავრდებულ ჯი-–---ი კი--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 ივლისიდან 2019 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით.

 

3. ჯი-–---ი კი--------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. მსჯავრდებული ჯი-–---ი კი--------–--ე დაუყონებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

6. მსჯავრდებულ ჯი-–---ი კი--------–--ეს დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი;

 

7. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.

 

8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

9. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე ნანა ჯოხაძე