გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2019
საქმის ნომერი
110210019002801735
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210019002801735

№ 2/10-2019 წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ოქტომბერი 2019 წელი ქ.ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი: ირ--------------–---–ი;

მოპასუხე: მა-----------ძე, მა--------ძე;

წარმომადგენელი: მა----------ე;

მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

წარმომადგენელი- მა----------ძე;

დავის საგანი: - ოჯახში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი მცირეწლივანი ბავშვის გამოყვანა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 2----–-–--------------- დაბადებული მცირეწლოვანი გა------–------ძე გამოყვანილ იქნას მ------ და მა--------ძეების ოჯახიდან და გადაყვანილ იქნას მინდობით აღზრდაში, მინდობით აღმზრდელ პირთან.

 

1.2. სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განხორციელდეს ცვლილება გა------–------ძის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის მონაცემების ამორიცხვისა და ბავშვის გვარის ცვლილება დედის გვარის მიხედვით. ბავშვის გვარი ს------, შეიცვალოს დედის გვარით - გ------–-–---–-თ. ასევე ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ადგილი განისაზღვროს დედის რეგისტრაციის მიხედვით, მისამართი ზესტაფონი, სოფელი კ-------.

 

სარჩელის გარემოებები:

2017 წლის 7 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა ლი---------–-–---–მა, მან შეავსო განაცხადი თავისი ბიოლოგიური შვილის, 2----–-–--------------- დაბადებული გა------–------ძის გაშვილებაზე თანხმობის თაობაზე და იმავე დღეს გააკეთა განაცხადი ბავშვის ბიოლოგიური მამისათვის - მა-----------ძისათვის, ბავშვის აღსაზრდელად გადაცემისა და ამ უკანასკნელის მეუღლის მა--------ძისათვის ბავშვის მიშვილების თაობაზე. თავის მხრივ, მა-----------ძემ თანხმობა განაცხადა, რომ მისი შვილი ეშვილა მა--------ძეს, ხოლო მა--------ძემ გააკეთა განაცხადი, გა------–------ძის შვილების თაობაზე. ბავშვი დღემდე იზრდება მ------ და მა--------ძეების ოჯახში. ბავშვის დაბადების მოწმობა გაიცა შპს ,,ჯ--------------–-დან'' მიღებული სამედიცინო ცნობის საფუძველზე. იმ მომენტისათვის შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოდან მიღებული ინფორმაციით, გა------–------ძის გაშვილებასთან დაკავშირებით მოკვლეული იქნა მასალები და აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ იყო დაწყებული და არ იკვეთებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. თუმცა, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 6 თებერვალს შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის N------------ საქმე არასრუწლოვან გა------–------ძის მიმართ შვილად აყვანის მიზნით უკანონო გარიგების განხორციელების ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისას, ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა და დადგინდა, რომ გა------–------ძე არ არის მა-----------ძის ბიოლოგიური შვილი. ამდენად, გა------–------ძე მ------ და მა--------ძეების ოჯახში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება, იგი უნდა იქნას გამოყვანილი აღნიშნული ოჯახიდან და გადაყვანილი იქნას მინდობის აღზრდაში ,, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ'' საქართველოს კანონის საფუძველზე. ასევე, უნდა გასწორდეს ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა მ------ და მა--------ძეებმა სარჩელი ცნეს მხოლოდ მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნას, ბავშვის მათი ოჯახიდან გამოყვანის თაობაზე, არ დაეთანხმნენ.

 

შესაგებლის გარემოებები:

 

მ------ ს------ 2010 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მა--------ძესთან. მათ შვილი არ შესძენიათ. მა-----------ძეს ქორწინების გარეშე ურთიერთობა ჰქონდა ლი---------–-–---–თან. 2017 წლის 7 ოქტომბერს ლი---------–-–---–ს შეეძინა მამრობითი სქესის ბავშვი, რომელიც მა-----------ძემ თავის ბიოლოგიურ შვილად მიიჩნია და ლი---------–-–---–ის სურვილის საფუძველზე თავისთან წაიყვანა აღსაზრდელად. ვინაიდან მ------ და მა--------ძეები დარეგისტრირებულები იყვნენ შვილად აყვანის კანდიდატთა რეესტრში, ისედაც სურდათ ბავშვის აყვანა. ამის შემდგომ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები, რათა გ-------–- მათ აღეზარდათ. მოგვიანებით, ბიოლოგიური დასკვნის გაცნობისას, მა-----------ძისათვის მოულოდნელი და მტკივნეული აღმოჩნდა, რომ გ-------–- მისი შვილი არ იყო. მოპასუხეებმა გ-------–- საკუთარი შვილივით მიიღეს და დაბადებიდანვე დიდი სიყვარულით ზრდიან. ის, რომ გ-------–- მოსარჩელის ბიოლოგიური შვილი არ არის, არაფერს ცვლის. მათ ბავშვი უწინდებურად უყვართ და სურთ მათ შვილად დარჩეს.---------–- ყველა სათანადო პირობას უქმნიან, რომ იგი კარგად აღზარდონ. შესაძლებლობის ფარგლებში არაფერს აკლებენ, არც მატერიალურად და არც სულიერი აღზრდის თვალსაზრისით. ამჟამად, ვინაიდან სოფელ ა-------აში მათი სახლი ეკოლოგიური პრობლემების გამო დაზიანდა, ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში ქ.ზესტაფონში. სოციალურმა სამსახურმა სამჯერ შეამოწმა მათი საცხოვრებელი პირობები და სამივეჯერ დადებითი დასკვნა გასცა. ასევე ისინი მოინახულა ფსიქოლოგმა, შეისწავლა ბავშვისა და აღმზრდელების ურთიერთდამოკიდებულების ფსიქოლოგიური ასპექტები და დაასკვნა, რომ გ-------–ს მოპასუხეებთან აქვს მყარი ფსიქოემოციური კავშირი და ბავშვის მათგან დაშორება საზიანო იქნება გ-------–-სათვის. რაც შეეხება სოციალური სააგენტოს მიერ მათთვის ქულის მინიჭებას, წინა წლებთან შედარებით ამჟამად შედარებით მცირედით დაბალი ქულა მიიღეს, რაც გასაკვირია, ვინაიდან ამჟამად უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე წინათ, თუმცა იზრუნებენ საცხოვრებელი გარემოს გასაუმჯობესებლად. მათ სურთ, გ-------–-ს ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვი დარჩეს მათ ოჯახში, ხოლო თავად იზრუნონ და აღზარდონ იგი მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

 

2.2. მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაგებელი არ წარმოუდგენია და წარმომადგენელს სასამართლო პროცესზე არც პოზიცია დაუფიქსირებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2----–-–------------–-- გადაწყვეტილებით მოქალაქეები მ-------------- (პ/ნ 1---------- და მა-----------ძე (პ/ნ 1----------- აყვანილ იქნენ შვილად აყვანის მსურველთა კანდიდატთა აღრიცხვაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2----–-–------------–-- გადაწყვეტილებას.

 

3.2 2----–-–--------------- ლი---------–-–---–ს შეეძინა შვილი გა------–------ძე. ბავშვის დაბადების მოწმობაში მამად მიეთითა მა-----------ძე (პ/ნ 1-----------, დედის გრაფაში დედად მიეთითა - ლი---------–-–---–ი (პ/ნ 18-----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

დაბადების მოწმობას.

 

3.3. 2017 წლის 7 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა ლი---------–-–---–მა, მან შეავსო განაცხადი თავისი ბიოლოგიური შვილის, 2----–-–--------------- დაბადებული გა------–------ძის გაშვილებაზე თანხმობის თაობაზე და იმავე დღეს გააკეთა განაცხადი ბავშვის, მისივე განმარტებით ბიოლოგიური მამისათვის, მა-----------ძისათვის აღსაზრდელად გადაცემისა და ამ უკანასკნელის მეუღლის მა--------ძისათვის ბავშვის მიშვილების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

ლი---------–-–---–ის 2017 წლის 7 დეკემბრის განცხადებას ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის შესახებ; ლი---------–-–---–ის 2017 წლის 7 დეკემბრის განცხადებას ბავშვის ბიოლოგიური მამისათვის მა-----------ძისა და ამ უკანასკნელის მეუღლის მა--------ძისათვის ბავშვის მიშვილების თაობაზე.

 

3.4. მა-----------ძემ გამოხატა თანხმობა გა------–------ძეზე მზრუნველობის თაობაზე და ასევე იმაზე, რომ გ-------–- იშვილოს მისმა კანონიერმა მეუღლემ მა--------ძემ. თავის მხრივ, მა--------ძემ გამოხტა თანხმობა, რომ ეშვილა გა------–------ძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მ------ და მა--------ძეების 2----–-–------------------ განცხადებებს.

 

3.5. მა-----------ძე და მა--------ძე არ არიან ნასამართლევი პირები. ისინი არიან ჯანმრთელი და შრომისუნარიანი პირები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 7 დეკემბრის ნასამართლობების ცნობებს და 2017 წლის 7 დეკემბრის ჯანმრთელობის ცნობებს (ფორმა N100)

 

3.6 სოციალური მომსახურეების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2----–-–---------------- გადაწყვეტილებით, შეტანილ იქნა ცვლილება ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2----–-–------------–-- გადაწყვეტილებაში და ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირის მ--------------- გვარი ,,ბ-------ძე'' შეიცვალა ,,ს-----ით''.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–---------------- გადაწყვეტილებას.

 

3.7. სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ 2017 წლის 13 დეკემბერს წერილობით მიმართა შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს, განუმარტა, რომ განყოფილება აწარმოებდა შვილად აყვანის საქმეს გა------–------ძის შვილად აყვანის თაობაზე. მოითხოვა ინფორმაცია, აღნიშნულთან დაკავშრებით, ხომ არ არსებობდა მხარეთა შორის რაიმე გარიგება და ხომ არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილების 2017 წლის 13 დეკემბრის წერილს.

 

3.8. შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს 2017 წლის 31 დეკემბრის N----------- წერილის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა, რომ გა------–------ძის გაშვილებასთან დაკავშირებით მოკვლეული იქნა მასალები და აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა და არ იკვეთებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს 2017 წლის 31 დეკემბრის N----------- წერილს.

 

3.9. გა------–------ძის გაშვილებასთან დაკავშირებით, მა-----------ძის განცხადების საფუძველზე, სოციალური საგენტოს სოც. მუშაკის მიერ შესწავლილი იქნა მშვილებელ მშობელთა მა-----------ძისა და მა--------ძის საცხოვრებელი პირობები და 2017 წლის 27 დეკემბერს მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად, მა-----------ძესა და მა--------ძეს თავიანთ საცხოვრებელ სახლში ზესტაფონის რაიონის სოფელ ა-------აში ჰქონდათ არასრულწოვან გა------–------ძის აღზრდისათვის დამაკმაყოფილებელი, ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ბავშვი ცხოვრობდა მზრუნველ, თბილ და მოსიყვარულე ოჯახურ გარემოში, სადაც მამა და მისი მეუღლე მაქსიმალურად ცდილობდნენ მისი საჭიროებების დაკმაყოფილებას.

 

იმ მომენტისათვის ს------ების ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 110 410.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–--------------------------------ს.

 

3.10. არასრუწლოვანი გა------–------ძე დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს და იზრდება მ------ და მა--------ძეების ოჯახში და ამჟამად ის არის 1 წლის და 11 თვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებებს, ბავშვის დაბადების მოწმობას.

 

3.11. ბავშვის ბიოლოგიურ დედას ლი---------–-–---–ს, შვილის გაშვილების შემდგომ არასოდეს მოუკითხავს თავისი შვილი და მის მიმართ ინტერესი არ გამოუჩენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.12. 2018 წლის 9 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილებამ მა--------ძის მიერ გერის - გ-------– ს-----ის შვილად აყვანის თაობაზე მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტომ შეისწავლა ყველა ის აუცილებელი საკითხი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს შვილად აყვანის დროს და მიზანშეწონილად მიიჩნია, მა--------ძის მიერ მცირეწლოვანი ბავშვის გა------–------ძის შვილად აყვანა. ამ დროისათვის ს------ების ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 110 410.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2019 წლის 9 იანვრის N----------- დასკვნას.

 

3.13. 2018 წლის 6 თებერვალს შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის N------------ საქმე არასრუწლოვან გა------–------ძის მიმართ შვილად აყვანის მიზნით უკანონო გარიგების განხორციელების ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სისსხლის სამართლის საქმის მასალებს.

 

3.14.2----–-–------------–------------- გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ გა------–------ძე არ არის მა-----------ძის ბიოლოგიური შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2----–-–------------–------------- გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას.

 

3.15.სასამართლოში საქმის წარმოების პერიოდში, 2019 წლის 16 აპრილს სოციალური სამსახურის მიერ მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად, მა-----------ძე და მა--------ძე ცხოვრობენ ზესტაფონის მუნიციპალიტერტის სოფელ ა-------აში და ფლობენ ბელეტაჟის ტიპის სახლს. ოჯახი ეკოლოგიური (სტიქიური) პრობლემის გამო წარმოადგენს მიგრანტ ოჯახს, ვინაიდან მათ სახლი დაუზიანდათ, იქირავეს ოროთახიანი ბინა ქ.ზესტაფონში, ბავშვისათვის უკეთესი პირობების შესაქმნელად. ოჯახს აქვს საშუალო ფინანსური შემოსავალი და ნორმალური პირობები ბავშვის აღზრდისათვის. გ-------–- ცხოვრობს უსაფრთხო, მზრუნველ და თბილ ოჯახურ გარემოში, სადაც მისი ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია, აღმზრდელებსა და გ-------–ს შორის ჩამოყალიბებულია ძლიერი ემოციური კავშირი, რაც თავისთავად დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო- ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–------------–-------- დასკვნას.

 

3.16. სასამართლოში, საქმის განხილვისას, მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე, ფსიქოლიგის მიერ მომზადდა დასკვნა. დასკვნის თანახმად, შესწავლილი იქნა გა------–------ძის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ასევე ფსიქოლოგი შეხვდა მ--- და მა-----------ძეებს, შეისწავლა ყველა ფსიქოლოგიური ასპექტი ბავშვისა და მისი აღმზრდელების როგორც პიროვნული, ასევე მათი ურთიერთადამოკიდებულებისა და დაასკვნა: 1. გა------–------ძეს მ--- და მა-----------ძეებთან გააჩნია ძლიერი ფსიქო-ემოციური მიჯაჭვულობა, გამოკვეთილი სიმბიოზი და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მასზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს და ნეგატიურად აისახება. 2. მცირეწლოვანი გ-------–- მ--- და მა-----------ძეებს უკვე აღიქვამს მშობლებად, სახელდებით. ბავშვის აღზრდა ოჯახურ გარემოში შეუცვლელი სივრცეა და შეუსაბამოდ მიაჩნია მისი გადაადგილება სხვა, უცხო გარემოში, რაც ტრამვას მიაყენებს მის ფსიქიკას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ფსიქოლოგ ლა-–------–--ის 2019 წლის 21 მარტის დასკვნას.

 

3.17. 2019 წლის აპრილში, მ------ და მა--------ძეებმა მიმართეს სოციალური მომსახურების ზესტაფონის რაიონულ განყოფილებას მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართვაზე. ამ მიზნით, სოციალური სამსახურის მიერ შემოწმდა მ------ და მა--------ძეების საცხოვრებელი პირობები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულის დადგენის მიზნით და ამ მოპოვებული ინფორმაციის შეფასების შედეგად ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 84 000. ვინაიდან ოჯახმა მიიღო ზღვრულ ქულაზე -1000001-ზე ნაკლები, მ------ და მა--------ძეებს უარი ეთქვათ მინდობით აღმზრდელ პირებად რეგისტრაციაზე და ამდენად-ბავშვის მათთვის მინდობით აღზრდაში გადაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.18. მას შემდეგ, რაც სოცილური სამსახურისათვის ცნობილი გახდა გა------–------ძის გაშვილებასთან დაკვშირებული პრობლემები, მათ ბავშვის ბიოლოგიურ დედას ლი---------–-–---–ს შესათავაზეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა სერვისი, რათა ეზრუნა საკუთარ შვილზე, თუმცა დედამ არ გამოთქვა სურვილი ბავშვი აღეზარდა და ეზრუნა მასზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სოციალური სამსახურის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას.

 

3.19. სოციალური სამსახურის მიერ ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული და შერჩეული მინდობით აღმზრდელი კონკრეტული ოჯახი, სადაც ს------ების ოჯახიდან გამოყვანის შემთხვევაში, უნდა იცხოვრობს გ-------–მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სოციალური სამსახურის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია, ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ'' საქართველოს კანონი,საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება, 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ბავშვების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების აუცილებელობა აღიარებულია ჯერ კიდევ 1924 წელს ,,ბავშვთა უფლებების შესახებ ჟენევის დეკლარაციით. ბავშვთა უფლებების შესახებ მრავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტით: ,,ბავშვთა უფლებების შესახებ'' გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია'' ; ,,ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების გაეროს მინიმალური სტანადარტული წესები (პეკინის წესები ) სხვა მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. რომელთა მიღებით ცივილზებული მსოფლიო გვეუბნება, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ბავშვთა უფლებებია.

 

ამ სამართლებრივ სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ძალაში შევიდა 2000 წლის 25 მაისს. კონვენცია მოითხოვს: ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის საუკეთესო ინტერესები. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვთა კეთილდღეობაზე. ბავშვზე ზრუნვის ყველა საჯარო, კერძო და მოხალისეთა დაწესებულება და სერვისი უნდა შეესაბამებოდეს კონვენციით და კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს. კონვენცია მიუთითებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატოსების გათვალისწინების ვალდებულების შესახებ, ასევე, ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება მშობლის ვალდებულებას, ოჯახის გაერთიანებას, ბავშვის განცალკავებას მშობლებისაგან, ოჯახური გარემოსგან მოშორებას და ალტრენატიულ ზრუნვას, შვილად აყვანას.

 

ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ყოვლისმომცველი განვითარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებია არასრულწლოვნის აღზრდის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.

 

კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობლების და, შესაბამის შემთხვევებში, გაფართოებული ოჯახის ან თემის წევრების, როგორც ეს გათვალისწინებულია ადგილობრივი წეს–ჩვეულებებით, მეურვეების ან კანონით ბავშვისათვის პასუხიხმგებელი სხვა პირების პასუხისმგებლობას, უფლებებსა და მოვალეობებს, რომ სათანადოდ მართავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ბავშვს მის მიერ წინამდებარე კონვენციით აღიარებული უფლებების განხორციელებაში და ამას აკეთებდნენ ბავშვის განვითარებადი უნარების შესაბამისად.

 

აღნიშნული კონვენციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტით, მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გარჩევაში და გამოთქვას თავისი თვალსაზრისით.

კონვენციის მე-20 მუხლის თანახმად, ბავშვი, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია თავის ოჯახურ გარემოცვას, ან რომელსაც საკუთარი საუკეთესო ინტერესებისათვის არ შეუძლია ასეთ გარმოცვაში დარჩეს, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული დაცვისა და დახმარების უფლება აქვს. მონაწილე სახელმწიფოები თავიანთი ეროვნული კანონების შესაბამისად უზრუნველყოფენ ასეთი ბავშვის მოვლის შეცვლას. ასეთი მოვლა შეიძლება შეიცავდე, კერძოდ, აღსაზრდელად გადაცემას, შვილად აყვანას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვთა მოვლის შესაბამის დაწესებულებებში მოთავსებას. შეცვლის ვარიანტების განხილვისას სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობა და მისი ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური და კულტურული კუთვნილება და მშობლიური ენა.

კონვენციის 21-ე მუხლის თანახმად,მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ და/ან ეთანხმებიან შვილად აყვანის სისტემის არსებობას, უზრუვნელყოფენ, რომ პირველ რიგში გათვალისწინებული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, და ისინი:

ა) უზრუნველყოფენ, რომ შვილად აყვანის ნებას რთავდნენ მხოლოდ კომპეტენტური ხელისუფალნი, რომლებიც შესაბამისი კანონისა და პროცედურების საფუძველზე და საქმესთან დაკავშირებული და უტყუარი მთელი ინფორმაციის საფუძველზე ადგენენ, რომ შვილად აყვანა დასაშვებია მშობლების, ნათესავების და კანონიერი მეურვეების მიმართ ბავშვის სტატუსის თანახმად და რომ თუ საჭიროა, დაინტერესებულმა პირებმა შვილად აყვანაზე გაცნობიერებული თანხმობა განაცხადონ ისეთი კონსულტაციის საფუძველზე, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს.

ამდენად, სასამართლო მსჯელობს რა მოცემული დავის გადაწყვეტაზე, ითვალისწინებს საკითხის სპეციფიკურობას და უპირველ ყოვლისა ეყრდნობა ბავშვის საუკეთესო ინტერესს, საქმის გარემოებებთან შესაბამისობაში.

6.2 ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ'' საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების განხორციელებას და ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინებას შვილად აყვანისას და მინდობით აღზრდისას. ეს კანონი ადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესებსა და პირობებს, აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც შვილად აყვანისას /მინდობით აღზრდისას წარმოიშობა სახელმწიფოსა და მშვილებელს /მინდობით აღმზრდელს შორის, აგრეთვე განსაზღვრავს წარმოშობის სახელმწიფოსა და მიმღებ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს.

ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები (მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“ და კონვენცია „ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ (შემდგომ – ჰააგის კონვენცია)), საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კანონი და სხვა სამართლებრივი აქტები.

ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა ემსახურება მისი საუკეთესო ინტერესების დაცვას. ბავშვის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის თაობაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს მისთვის ისეთი სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნას, რომელიც ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და რომელშიც ბავშვს ექნება იმაზე უკეთესი პირობები და განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც შვილად აყვანამდე ან მინდობით აღზრდამდე ჰქონდა. ბავშვზე მზრუნველობის უპირატესი ფორმებია: ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდა, მეურვეობა /მზრუნველობა, შვილად აყვანა და მინდობით აღზრდა. დაუშვებელია დედმამიშვილების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს.

ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო თავის სამოქმედო ტერიტორიაზე. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს: საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვის უფლებების დაცვას; შვილად აყვანის /მინდობით აღზრდის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე გასაშვილებელი ბავშვის /მინდობით აღსაზრდელის წარმომადგენლობას; ბავშვის გაშვილების მსურველი პირისთვის და ბავშვის მიტოვების მსურველი პირისთვის კონსულტაციის გაწევას; შვილად აყვანის მსურველი პირისთვის შვილად აყვანის შესახებ კონსულტაციის გაწევას, რაც დასტურდება სპეციალური ფორმით, რომელსაც სააგენტოს დირექტორი ბრძანებით ამტკიცებს; ბავშვისთვის საჭირო კონსულტაციის გაწევას მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით; შვილად აყვანის მსურველი პირის (პირების) განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღებას; ამ კანონით დადგენილი წესით პირისათვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებას; შვილად აყვანის მსურველი პირის (პირების) ოჯახის და გასაშვილებელი ბავშვის შეფასებას; შვილად აყვანის მსურველი პირის (პირების) რეგისტრაციას; შვილად აყვანის პროცესის განხორციელებას; შვილად აყვანის შესახებ სასამართლო საქმის წარმოების პროცესში მონაწილეობას; შვილად აყვანის შემდეგ მშვილებლისთვის (მშვილებლებისთვის) დახმარების გაწევას, მათ შორის, ახალ გარემოში ბავშვის ფსიქოსოციალური ადაპტაციისთვის; მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას; მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის რეგისტრაციას;

ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, შვილად აყვანას ექვემდებარება ბავშვი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში.

ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, დაუშვებელია ბავშვის მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის გარეშე გაშვილება. მშობელმა (მშობლებმა) ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა უნდა დაადასტუროს (დაადასტურონ) სპეციალური ფორმით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

ამავე კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, გარდა ამ კანონის მე -15 მუხლით გათვალისწინებული შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირისა.

ამავე კანონის 71-ე მუხლის ,,ზ''ქვეპუნქტის თანახმად, მინდობით აღმზრდელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, გარდა: იმ პირისა, რომლის ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი სარეიტინგო ქულა დარეგისტრირების მომენტისთვის ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ------ და მა--------ძეებმა, როგორც შვილად აყვანის მსურველებმა 2010 წელს დაიწყეს სამართლებრივი პროცედურები შვილად აყვანის თაობაზე. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2----–-–------------–-- გადაწყვეტილებით მოქალაქეები მ-------------- (პ/ნ 1---------- და მა-----------ძე (პ/ნ 1---------- აყვანილ იქნენ შვილად აყვანის მსურველთა კანდიდატთა აღრიცხვაზე.

 

მა-----------ძეს ქორწინების გარეშე ურთოერთობა ჰქონდა ლი---------–-–---–თან. ამ ურთიერთობის პერიოდში, 2----–-–--------------- ლი---------–-–---–ს შეეძინა შვილი გა------–------ძე, რომელიც მა-----------ძეს თავის შვილად მიაჩნდა და ამავეს ადასტურებდა ლი---------–-–---–ი. ბავშვის დაბადების მოწმობაში მამად მიეთითა მა-----------ძე (პ/ნ 1-----------, დედის გრაფაში დედად მიეთითა - ლი---------–-–---–ი (პ/ნ 18-----------

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა ლი---------–-–---–მა, მან შეავსო განაცხადი თავისი ბიოლოგიური შვილის, 2----–-–--------------- დაბადებული გა------–------ძის გაშვილებაზე თანხმობის თაობაზე და იმავე დღეს გააკეთა განაცხადი ბავშვის, მისივე განმარტებით, ბიოლოგიური მამისათვის - მა-----------ძისათვის, ბავშვის აღსაზრდელად გადაცემისა და ამ უკანასკნელის მეუღლის მა--------ძისათვის ბავშვის მიშვილების თაობაზე.

 

დადგენილია, რომ მა-----------ძემ გამოხატა თანხმობა გა------–------ძეზე მზრუნველობის თაობაზე და ასევე იმაზე, რომ გ-------–- იშვილოს მისმა კანონიერმა მეუღლემ მა--------ძემ. თავის მხრივ, მა--------ძემ გამოხტა თანხმობა, რომ ეშვილა გა------–------ძე.

 

მა-----------ძე და მა--------ძე არ არიან ნასამართლევი პირები. ისინი არიან ჯანმრთელი და შრომისუნარიანი პირები.

 

დადგენილია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ 2017 წლის 13 დეკემბერს წერილობით მიმართა შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს, განუმარტა, რომ განყოფილება აწარმოებდა შვილად აყვანის საქმეს გა------–------ძის შვილად აყვანის თაობაზე. მოითხოვა ინფორმაცია, აღნიშნულთან დაკავშრებით, ხომ არ არსებობდა მხარეთა შორის რაიმე გარიგება და ხომ არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები. შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს 2017 წლის 31 დეკემბრის N----------- წერილის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა, რომ გა------–------ძის გაშვილებასთან დაკავშირებით მოკვლეული იქნა მასალები და აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა და არ იკვეთებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ამდენად, მ------ და მა--------ძეებმა იმ მონაცემების საფუძველზე, რაც არსებობდა, კანონიერად განახორციელეს ყველა პროცედურა გა------–------ძის მათთვის აღსაზრდელად გადაცემისა და მა--------ძის მიერ შვილად აყვანისათვის.

6.3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით განსაზღვრულია ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებები. დადგენილებით გაწერილია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

დადგენილების თანახმად, დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას ახორციელებს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. სარეიტინგო ქულა არის პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია;

 

დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას 2. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.

 

ამავე დადგენილების მე-9 მუხლის თანახმად, პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ოჯახის წევრის დაბადებას (შვილად აყვანას), ავტომატურად შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების გარეშე და ახალი სარეიტინგო ქულის გადათვლა მოახდინოს, ოჯახის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, მიღებული ან აღმოჩენილი (გამოვლენილი), დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლას, მიიღოს გადაწყვეტილება, სარეიტინგო ქულის არსებული წესით ცვლილების თაობაზე, რაც ეცნობება დაინტერესებულ მხარეს. სარეიტინგო ქულის შეცვლა დასაშვებია სტიქიური უბედურების ან დაუძლეველი ძალის გამომწვევი სხვა მოვლენებით მიყენებული ზიანის ფარგლებშიც. (

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების (სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი ) მე-6 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. მე-2 პუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე:

ა) საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი;

ბ) ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი.

3. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება:

ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი).

2. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 100001 (ასი ათას ერთი).

 

მოცემულ შემთხვევაში, გა------–------ძის შვილად აყვანის საქმის წარმოებისას სოციალურმა სამასახურმა ორჯერ შეისწავლა შვილად ამყვანების სოციალურ-ეკონომიური პირობები და მოამზადა დასკვნები.

 

კერძოდ: 1. გა------–------ძის გაშვილებასთან დაკავშირებით, მა-----------ძის განცხადების საფუძველზე, სოციალური საგენტოს სოც. მუშაკის მიერ შესწავლილი იქნა მშვილებელ მშობელთა მა-----------ძისა და მა--------ძის საცხოვრებელი პირობები და 2017 წლის 27 დეკემბერს მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად, მა-----------ძესა და მა--------ძეს თავიანთ საცხოვრებელ სახლში ზესტაფონის რაიონის სოფელ ა-------აში ჰქონდათ არასრულწოვან გა------–------ძის აღზრდისათვის დამაკმაყოფილებელი, ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ბავშვი ცხოვრობდა მზრუნველ, თბილ და მოსიყვარულე ოჯახურ გარემოში, სადაც მამა და მისი მეუღლე მაქსიმალურად ცდილობდნენ მისი საჭიროებების დაკმაყოფილებას. იმ მომენტისათვის ს------ების ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 110 410.

 

2. 2018 წლის 9 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილებამ მა--------ძის მიერ გერის - გ-------– ს-----ის შვილად აყვანის თაობაზე მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტომ შეისწავლა ყველა ის აუცილებელი საკითხი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს შვილად აყვანის დროს და მიზანშეწონილად მიიჩნია, მა--------ძის მიერ მცირეწლოვანი ბავშვის გა------–------ძის შვილად აყვანა. ამ დროისათვის ს------ების ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 110 410.

 

მესამედ, უკვე სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლოში საქმის წარმოების პერიოდში, 2019 წლის 16 აპრილს, სოციალური სამსახურის მიერ მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად, მა-----------ძე და მა--------ძე ცხოვრობენ ზესტაფონის მუნიციპალიტერტის სოფელ ა-------აში და ფლობენ ბელეტაჟის ტიპის სახლს. ოჯახი ეკოლოგიური (სტიქიური) პრობლემის გამო წარმოადგენს მიგრანტ ოჯახს, ვინაიდან მათ სახლი დაუზიანდათ, იქირავეს ოროთახიანი ბინა ქ.ზესტაფონში, ბავშვისათვის უკეთესი პირობების შესაქმნელად. ოჯახს აქვს საშუალო ფინანსური შემოსავალი და ნორმალური პირობები ბავშვის აღზრდისათვის. გ-------–- ცხოვრობს უსაფრთხო, მზრუნველ და თბილ ოჯახურ გარემოში, სადაც მისი ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია, აღმზრდელებსა და გ-------–ს შორის ჩამოყალიბებულია ძლიერი ემოციური კავშირი, რაც თავისთავად დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო- ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე.

 

ამდენად, სამი დასკვნა მოამზადა სოციალურმა სამსახურმა და სამივე დადებითად აფასებს მ------ და მა--------ძეების საცხოვრებელ პირობებს და ასევე მათი მხრიდან გ-------–ზე მზრუნველობასა და ყურადღებას, დასკვნებში ყოველთვის ხაზგასმულია მ------ და მ--- სავნიძეების მშობლიური, სიყვარულითა და სითბოთი სავსე დამოკიდებულება გ-------–-ს მიმართ. ასევე, მათი გარჯა იმ მიზნით, რომ გ-------–ს ჰქონდეს ცხოვრებისა და აღზრდისათვის ყველა პირობა, კომფორტული საცხოვრებელი გარემო, კვება, ტანსაცმელი და სხვა.

 

,, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ '' საქართველოს კანონის მე-17 მუხლის,,დ''პუნქტის თანახმად, მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, გარდა იმ პირისა: რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, გარდა ამ კანონის მე -15 მუხლით გათვალისწინებული შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირისა.

ამავე კანონის 71-ე მუხლის ,,ზ''ქვეპუნქტის თანახმად, მინდობით აღმზრდელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, გარდა იმ პირისა, რომლის ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი სარეიტინგო ქულა დარეგისტრირების მომენტისთვის ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ორი შემოწმებისას ს------ების ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 110 410, ხოლო 2019 წლის აპრილში, მოპასუხეების მინდობით აღზრდის მსურველ პირებად რეგიტრაციასთან დაკავშირებით, სოციალური სამსახურის მიერ კვლავ შემოწმდა მ------ და მა--------ძეების საცხოვრებელი პირობები და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულის დადგენის მიზნით და ამ მოპოვებული ინფორმაციის შეფასების შედეგად ოჯახს ამჯერად მიენიჭა სარეიტინგო ქულა 84 000. ვინაიდან ოჯახმა მიიღო ზღვრულ ქულაზე - 100 001-ზე ნაკლები ქულა, მ------ და მა--------ძეებს უარი ეთქვათ მინდობით აღმზრდელ პირებად რეგისტრაციაზე, რაც შეუძლებელს ხდის მათთვის ბავშვის -გა------–------ძის მინდობით აღზრდაში გადაცემას.

 

სასამართლო განმატავს, რომ კანონი თავის მოთხოვნებს აყენებს შვილად ამყვანისა და მინდობით აღმზრდელ ოჯახთათვის და მათი ცხოვრების პირობები გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. კონკრეტულ საქმეზე სოციალურმა სამსახურმა სწორედ საცხოვრებელი პირობების დადგენის მიზნით სამჯერ შეამოწმა ს------ების ოჯახი და სამივეჯერ დადებითი დასკვნა გასცა. ამავე სამსახურმა განსაზღვრა ასევე ოჯახის სარეიტინგო ქულაც, რომელიც 2017 და 2018 წლებში შეადგენდა 110 410, თუმცა 2019 წლის აპრილის მდგომარეობით შემოწმებისას, ქულამ შეადგინა 84 000. მართალია, ბოლო მონაცემით, 84 000 არის საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრულ ქულაზე - 100001 -ზე ნაკლები, თუმცა სხვაობა არ არის დიდი და რამე რადიკალურად განსხვავებული სურათის შემქმნელი. (ამასთან, 84 000 ქულის შემთხვევაში ოჯახის სრუწლოვანი წევრი არ არის შემწეობის მიომღები და შესაბამისად მ------ და მა--------ძეები არ იღებენ საარსებო შემწეობას).

 

ამასთანავე, რაც მთავარია, საქმის განხილვისას, სასამართლოს დავალების საფუძველზე მომზადებულია სოციალური სამსახურის თანამშრომლის კვალიფიციური დასკვნა, რომელიც მ------ და მა--------ძეების საცხოვრებელ პირობებს კარგ, დადებით შეფასებას აძლევს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრუწლოვანი ბავშვის ცხოვრებისა და აღზრდისათვის მ------ და მა--------ძეების ოჯახში არის სრულიად ნორმალური და დამაკმაყოფილებელი პირობები. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ წინა წელს ოჯახმა შეფასებისას მიიღო ზღვრულ ქულაზე მეტი-110 410, ხოლო ამჟამად მართალია ზღვრულ ქულაზე -100 001-ზე ნაკლები 84 000, მაგრამ ზღვართან მიახლოებული, აღნიშნული ფაქტი და სოციალური მუშაკის დასკვნები იძლევა საფუძვლიან ვარაუდს, რომ ოჯახს აქვს პერსპექტივა ხელახალი შემოწმებისას კვლავ გადალახოს ზღვრული ქულა და მოპასუხეები დარეგისტრირდნენ მინდობით აღზრდის მსურველ პირებად.

 

6.4. ფსიქოლოგიური ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება სასამართლოს პრაქტიკაში უკვე ერთ საუკუნეზე მეტს ითვლის. დღესდღეობით განსაკუთრებით აქტიური ხდება ფსიქოლოგის ჩარევა სამოქალაქო საქმეების ანალიზისას, როგორიცაა პიროვნების ასაკობრივი მდგომარეობის გავლენა მის სუგესტიურობაზე (თვითშეგნებაზე), ფსიქიკური სტატუსის მდგომარეობა და განსაკუთრებით ბავშვის მეურვეობის პრობლემების გადაწყვეტა, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება და მისთვის ფსიქოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შერჩევა და შენარჩუნება.

 

იმისათვს, რომ ფსიქოლოგმა გამოიტანოს დასკვნა, თუ რა იქნება ბავშვისათვის უმჯობესი-საკმაოდ ბევრი ფაქტორის შეფასება ხდება საჭირო. ამ შემთხვევაში ფასდება, როგორც ბავშვის ან ბავშვების, ასევე მშობლების მდგომარეობა და დგინდება, ხომ არ აქვთ მათ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები, აგრეთვე უნდა შეფასდეს ბავშვების და მშობლის ურთიერთობა და გაცნობიერდეს ყველა ნიუანსი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს იმ მოცემულობასთან, რომ ბავშვი იზრდება არაბიოლოგიურ მშობლებთან და სოციალური სამსახური ითხოვს მის გამოყვნას იმ ოჯახიდან, სადაც გაბარიელს დაბადებიდან დღემდე ზრდიან.

 

სასამართლომ ფსიქოლოგს თავისი განჩინებით დაავალა ამ საქმეზე ყველა ფსიქოლოგიური ასპექტის შესწავლა და მთავარი აქცენტი გადატანილია იმაზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვისათვის, რა შეიძლება იყოს მისთვის საუკეთესო და რამ შეიძლება მოუტანოს მას ზიანი.

 

დასკვნის თანახმად, შესწავლილი იქნა გა------–------ძის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ასევე ფსიქოლოგი შეხვდა მ--- და მა-----------ძეებს, შეისწავლა ყველა ფსიქოლოგიური ასპექტი ბავშვისა და მისი აღმზრდელების როგორც პიროვნული, ასევე მათი ურთიერთადამოკიდებულებისა და დაასკვნა: 1. გა------–------ძეს მ--- და მა-----------ძეებთან გააჩნია ძლიერი ფსიქო-ემოციური მიჯაჭვულობა, გამოკვეთილი სიმბიოზი და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მასზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს და ნეგატიურად აისახება. 2. მცირეწლოვანი გ-------–- მ--- და მა-----------ძეებს უკვე აღიქვამს მშობლებად, სახელდებით. ბავშვის აღზრდა ოჯახურ გარემოში შეუცვლელი სივრცეა და შეუსაბამოდ მიაჩნია მისი გადაადგილება სხვა, უცხო გარემოში, რაც ტრამვას მიაყენებს მის ფსიქიკას.

 

ამდენად, ფქსიქოლოგი ასკვნის, რომ ამ ოჯახური გარემოდან ბავშვის გამოყვანა საზიანო იქნებე თავად ბავშვისათვის.

 

7. შემაჯამებლი დასკვნა.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილია გარემეობები, რომ გა------–------ძე დაბადებიდან, 2017 წლის 7 ნოემბრიდან დღემდე იზრდება მ------ და მა--------ძეების ოჯახში.

 

დადგენილია, რომ გ-------–-ს ბიოლოგიურმა დედამ მასზე უარი განაცხადა და დაბადებიდან დღემდე არ დაინტერესებული შვილის მდგომარეობით. მიუხედავად სოციალური სამსახურის მიერ შეთავაზებული დახმარებისა, მან კვლავ უარი განაცხადა შვილზე მზრუნველობაზე და ფაქტობრივად არავითარ ინტერესს არ იჩენს მის მიმართ.

 

დადგენილია ასევე, რომ ს------ების ოჯახს აქვს იმის შესაძლებლობა, პოტენციალი და რესურსი, რომ მატერიალური თვალსაზრისით ბავშვს შეუქმნან აღზრდისათვის ნორმალური გარემო. ასევე დადგენილია, რომ სოციალური, მორალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ისინი იქცევიან როგორც ჩამოყალიბებული პასუხუმგებლიანი მშობლები და გ-------–ს არ აკლებენ ზრუნვასა და სიყვარულს.

 

დადგენილია ასევე, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრითი ბავშვის გამოყვანა ოჯახიდან დიდ ზიანს მოუტნას მას.

 

დადგენილია ასევე, რომ სოციალური სამსახურის მიერ ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული და შერჩეული მინდობით აღმზრდელი ოჯახი, სადაც ს------ების ოჯახიდან გამოყვანის შემთხვევაში, უნდა იცხოვროს გ-------–მა.

 

,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის'' შესახებ საქართელოს კანონის დაწესებით, აღიარებული სახელმწიფოს მიზანი -დაიცვას ბავშვის ინტერესები და იმპერატიული რეგულაციებით მაქსიმალურად აღმოფხვრას ბავშვის უფლებების დარღვევა.

 

ამდენად, დადგენილი გარემოებების, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის, შინაგანი რწმენის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გა------–------ძის გამოყვანა არ უნდა მოხდეს აღმზრდელთა ოჯახიდან და სოციალურმა სამსახურმა თავად ამ ოჯახს უნდა მისცეს შესაძლებლობა, გ-------–-ს აღზრდა განაგრძოს მინდობის აღზრდის ფარგლებში, ვინაიდან ოჯახს აქვს პერსპექტივა ხელახალი შეფასებისას გადალახოს ზღვრული ქულა და მიიღოს უფრო მაღალი შეფასება, რაც გახდის შესაძლებელს მოპასუხეთათვის ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემის. სოციალურმა სამსახურმა კი ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს და დახმარება გაუწიოს ოჯახს მოცემული საკითხის დარეგულერებაში, ვინაიდან ბავშვს არ მიადგეს ზიანი და მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით მან განაგრძოს ცხოვრება სწორედ ამ ოჯახში, სადაც დაბადებიდან იზრდება, ხოლო მ------ და მა--------ძეებს აღიქვამს მშობლებად.

 

რაც შეეხება, მეორე სასარჩელო მოთხოვნას ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ უნდა განხორციელდეს ცვლილება გ-------–ს ს-----ის დაბადების მოწმობის N----------- სააქტო ჩანაწერში მამის მონაცემების ამორიცხვისა და ბავშვის გვარის ცვლილება დედის გვარის მიხედვით. ბავშვის გვარი ს------, შეიცვალოს დედის გვარით - გ------–-–---–-თ. ასევე ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ადგილი უნდა განისაზღვროს დედის რეგისტრაციის მიხედვით, მისამართი ზესტაფონი, სოფელი კ-------.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

დავა არაქონებრივია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ,, თ'' ქვეპუნქტის თანახმად, ბაჟის ოდენობა განსაზღვრულია 100 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის'' შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ''ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და ასევე მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებმა მ------ და მა--------ძეებმა დაკმაყოფილებულ ნაწილში, მოსამზადებელ ეტაპზე ცნეს სარჩელი, მოპასუხე მხარეს არ უნდა გადახდეს ბაჟი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუცო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების (-------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განხორციელდეს ცვლილება გა------–------ძის (პ--------------- დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის მონაცემების ამორიცხვისა და ბავშვის გვარის ცვლილება დედის გვარის მიხედვით. ბავშვის გვარი ს------, შეიცვალოს დედის გვარით - გ------–-–---–-თ. ასევე ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ადგილი განისაზღვროს დედის რეგისტრაციის მიხედვით, მისამართი ზესტაფონი, სოფელი კ-------.

 

3. სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებას უარი ეთქვას 2----–-–--------------- დაბადებული მცირეწლოვანი გა------–------ძის (პ--------------- მ------ და მა--------ძეების ოჯახიდან გამოყვანაზე.

 

4. მხარეები სახელმიწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის'' შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ''ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო იმ ნაწილში რა ნაწილშიც სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები, შესაბამისად ან ნაწილში მოპასუხეც გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან. ხოლო 2500 ლარის დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, შესაბამიდ ამ ნაწილის ბაჟი არ დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები .

 

სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლის მიხედვით მოპასუხე ალექსანდრე ფერაძეს (პ/ნ 18001058764) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში მდებარე 32.09.44.053; 32.09.44.051; 32.09.44.014 ს. კოდის მქონე უძრავი ქონებების გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა; ასევე, აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში მდებარე 32.09.44.118; 32.09.44.128; 32.09.44.130; 32.09.44.120 ს. კოდის მქონე უძრავი ქონებების მისი კუთვნილი 1/3 წილის გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა, საქმის შედეგის მიხედვით უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

 

სარეზოლუცო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (ს/კ 204900483) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ალექსანდრე ფერაძეს (პ/ნ 18001058764) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს(ს/კ 204900483) სასარგებლოდ დაეკისროს 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა.

 

ალექსანდრე ფერაძეს (პ/ნ 18001058764) დაეკისროს შპს ,,გორი სიტის’’ სადგომიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მის ბალანსზე არსებული ავტომანქანის - ,, UAZ 396259'' სახ N AL-117'' , შეუფერხებლად გაყვანისათვის, შპს ,,გორი სიტისათვის'' საჯარიმო სადგომზე ავტომანქანის გადაყვანისა და შენახვისათვის გადასახდელი ყველა ხარჯის ანაზღაურება.

 

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (ს/კ 204900483) უარი ეთქვას ალექსანდრე ფერაძეზე (პ/ნ 18001058764) 2500 (ორი ათას ხუთას ) ლარის დაკისრებაზე.

 

3. მხარეები სახელმიწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან.

 

4. უცვლელი დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით: მოპასუხე ალექსანდრე ფერაძეს (პ/ნ 18001058764) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში მდებარე 32.09.44.053; 32.09.44.051; 32.09.44.014 ს. კოდის მქონე უძრავი ქონებების გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა და ასევე აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში მდებარე 32.09.44.118; 32.09.44.128; 32.09.44.130; 32.09.44.120 ს. კოდის მქონე უძრავი ქონებების მისი კუთვნილი 1/3 წილის გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა;

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე