განაჩენი

სისხლის სამართლის 17.09.2019
საქმის ნომერი
330100119002819916
თარიღი
17.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/335-19

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

17 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ანნა ქოჩიაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ--------------–---

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ------------

 

ბრალდებული - ს---–-----------–---–-, დაბადებული - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------------------–----------.

 

კვალიფიკაცია/დისპოზიცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია); საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით); საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 12 დეკემბერს, ს---–-----------–---–- ქ. თბილისში, წ-------–------–---- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მშენებარე ქარხანა შპს „ნეოსტარიდან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 7 ცალ, დაახლოებით 5 მეტრი სიგრძის სპილენძის მილს, რითაც შპს „ნეოსტარს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

1.2. 2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ს---–-----------–---–- მივიდა ქ. თბილისში, წ-------–------–---- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ა---------–-–----–-–---–-- კუთვნილ და შპს „ნეოსტარის“ მფლობელობაში არსებულ ა/მანქანასთან (სახ. ნომრით D------) და მოხსნა ორივე აკუმულატორი. აღნიშნული ფაქტი შენიშნა შპს „ნეოსტარის“ დაცვის თანამშრომელმა გ-----------------, რომელმაც ს---–-----------–---–- ხელი დაუჭირა და შეეცადა მის შეპყრობას. ამ დროს ს---–-----------–---–-- ამოიღო დანა და გ----------------- სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა გაშვება. გაშვების შემდგომ ს---–-----------–---–- შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

1.3. 2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე ს---–-----------–---–- მივიდა ქ. თბილისში, წ-------–------–---- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ა---------–-–----–-–---–-- კუთვნილ და შპს „ნეოსტარის“ მფლობელობაში არსებული ა/მანქანის (სახ. ნომრით D------) მიმდებარედ განთავსებულ და თავისივე მოხსნილ აკუმულატორთან, რომელსაც შპს „ნეოსტარის“ დაცვის თანამშრომლის - გ--------–--------–-- მოთხოვნის მიუხედავად „თავი დაენებებინა“ აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა. ს---–-----------–---–-ს ქმედების შედეგად ა---------–-–----–-–---–- მიადგა 315 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ს---–-----------–---–-ს დანაშაულებრივი ქმედებების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ჯ------------- ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლიდან მუშაობდა ს---–-----------–---–---- ერთად, თავდაპირველად ქ------–---–-, ხოლო შემდეგ - შპს „ნეოსტარში“ (მდებარე: ქ. თბილისი, წ--------), თუმცა ბოლო პერიოდში, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა სამსახურიდან მისი დროებით გათავისუფლების საფუძველი. სამუშაო ადგილთან ახლოს სამსახურის მიერ ნაქირავები ჰქონდათ სახლი, სადაც ერთად ცხოვრობდნენ თანამშრომლები. იგი 2018 წლის 12 დეკემბერს იმყოფებოდა მ---------------–---–---- ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა ს---–-----------–---–-, რომელმაც შესთავაზა შპს „ნეოსტარიდან“ მილების მოპარვა. მოწმემ განმარტა, რომ ის, ისევე როგორც მ---------------–---–- შეეცადნენ მის გადარწმუნებას, თუმცა ს---–-----------–---–-- მალევე დატოვა მათი ადგილსამყოფელი. ამის შემდეგ, მოწმე მ---------------–---–---- ერთად მივიდა შპს „ნეოსტარის“ დაცვის თანამშრომელთან - ა-----------------, რომელიც გააფრთხილა მოსალოდნელი ქურდობის თაობაზე და უთხრა ყურადღებით ყოფილიყო, თუმცა სავარაუდო ქურდის ვინაობა მისთვის არ გაუმხელია. ამის შემდეგ, დათვალეს 9 ცალი მილი, რომლებიც განთავსებული იყო შპს „ნეოსტარის“ შიდა ტერიტორიაზე (მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „ნეოსტარის“ ტერიტორია იყო შემოღობილი), დაცვის ოთახიდან 10 მეტრში და წავიდნენ სახლში. იმავე დილის 05:00 საათზე, დამნაშავის ვინაობის დადგენის მიზნით მასთან მივიდა შპს „ნეოსტარის“ დაცვის წევრი. მოწმის განმარტებით, მას მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შემდგომ არ უსაუბრია ს---–-----------–---–----, შესაბამისად, დანამდვილებით იმის თქმა, რომ შპს „ნეოსტარიდან“ მან მოიპარა მილები, არ შეუძლია.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა------------- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შპს „ნეოსტარში“ დაცვის თანამშრომლად. 2018 წლის 12 დეკემბერს, მეწყვილე უ–------------–---–---- ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, ღამის საათებში მასთან მივიდა მისივე თანამშრომელი ჯ------------, რომელმაც უთხრა სავარაუდოდ მოსალოდნელი სპილენძის მილების ქურდობის შესახებ. ამის შემდეგ მან და ჯ------------მ დათვალეს მილები, რომლებიც განთავსებული იყო შპს „ნეოსტარის“ შიდა ტერიტორიაზე. მორიგეობის დასასრულს, გარეთ გამოსულმა დაცვის თანამშრომლებმა ნახეს, რომ ეზოში არსებული მილები მოპარული იყო. მოწმემ მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ აცნობა ოპერატიულ სამსახურს, ამ უკანასკნელებმა კი - საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს. აღნიშნული პირების შემთხვევის ადგილზე მისვლამდე მოწმემ საკუთარი ა/მანქანით მიაკითხა ჯ------------ს, რომელმაც კითხვაზე, თუ ვინ მოიპარა მილები, მიუთითა ს---–-----------–---–---.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე დ------------–-–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ტაქსისტად. შემთხვევის დღეს, საკუთარი ა/მანქანით გადაადგილდებოდა ქ. თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე, რა დროსაც გააჩერა ბრალდებულმა ს---–-----------–---–--. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ წ-------–- უნდოდა წასვლა, საიდანაც უნდა წამოეღო ტვირთი. მოწმემ დაადასტურა, რომ მგზავრმა ის მიიყვანა მისთვის უცნობ ადგილას, საიდანაც გამოიტანა სპილენძის მილები, რომლებიც, იმ მიზეზით, რომ ა/მანქანაში არ ეტეოდა, გაღუნეს და ისე ჩაალაგეს. ამის შემდეგ, გზა განაგრძეს ს---–-----------–---–-ს მიერ მითითებული მარშრუტით. მოწმის განმარტებით, ფერადი ლითონები მიიტანეს ქ. თბილისში, მ--------- გამზირზე არსებულ შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, სადაც ს---–-----------–---–-- საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ჩააბარა ის. შემდეგ ბრალდებული წაიყვანა მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიიღო მომსახურების საფასური და დაშორდნენ ერთმანეთს. აღნიშნული ფაქტიდან ორი დღის შემდეგ, მას დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან და უთხრეს, რომ აღნიშნულ საქმეში მისი ა/მანქანა ფიგურირებდა, რის გამოც დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში, სადაც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში. ასევე გამომძიებელმა დაათვალიერა მისი ტელეფონი, რადგან ს---–-----------–---–-- მგზავრობის პერიოდში მისი მობილური ტელეფონიდან განახორციელა რამდენიმე ზარი.

 

2.5. პირის ამოცნობის ოქმით (17.12.2018) დგინდება, რომ დ------------–-–---–-- ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ს---–-----------–---–-, როგორც ის პირი, ვისაც 2018 წლის 12 დეკემბერს, ქ. თბილისში, წ----------- მ--------- გამზირზე არსებულ შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, საკუთარი ტაქსით წააღებინა მილები. ამომცნობმა ამოსაცნობი პირი ამოიცნო: ასაკით, სიმაღლით, აღნაგობით, ცხვირით, ტუჩებით და სახის საერთო მოყვანილობით.

 

2.6. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (13.12.2018) დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე დ------------–-–---–-- მიუთითა ის ადგილი, სადაც 2018 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 04:30 საათზე გადაადგილდებოდა კუთვნილი ტაქსით და სადაც ჩაისვა მგზავრი - ს---–-----------–---–-. შემდეგ მიუთითა, რომ ამ უკანასკნელის მოთხოვნით, წავიდა ქ. თბილისში, წ-------–-. მოწმემ დეტალურად აღწერა და საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს მიუთითა ის გზა, რომლის გავლითაც მივიდა დანიშნულების ადგილზე. მგზავრის მიერ მითითებულ ადგილზე მისვლის შემდეგ, ს---–-----------–---–- გადავიდა ა/მანქანიდან და დაახლოებით 15 წუთში მოიტანა სპილენძის მილები, რომლებიც ერთად ჩაალაგეს ა/მანქანის საბარგულში. ამის შემდეგ, მოწმე დ------------–-–---–-- მითითებით გადაინაცვლეს, ქ. თბილისში, მ--------- გამზირზე მდებარე „შავი და ფერადი ლითონების ცენტრის ბაზაში“, სადაც ს---–-----------–---–-- ჩააბარა სპილენძის მილები.

 

2.7. მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით (13.12.2018) დგინდება, რომ მოწმე დ------------–-–---–-- მონაწილეობით დათვალიერდა მის მიერ წარმოდგენილი “NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი. ტელეფონი არის მოშავო, წინა ზედა მხარეს წარწერით “NOKIA”. მობილური ტელეფონი არის ერთბარათიანი. მასში გააქტიურებულია სიმ-ბარათი ნომრით 5--------. მობილური ტელეფონის ჩართვის შემდეგ, ეკრანის ზედა მხარეს ჩნდება სამი ფაილი წარწერის გარეშე. მომწვანო ფაილზე დაწოლისას ეკრანზე ჩნდება სხვადასხვა ფაილების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე. მომწვანო ფაილ “PHONE”-ის გახსნისას ეკრანზე ჩანს ხუთი შემოსული ზარი, საიდანაც ორი ზარი შემოსულია ნომრიდან “T---” და სამი ზარი - ნომრებიდან 5--------, 5-------- და 5--------; აგრეთვე, ორი გასული ზარი ნომრებზე: 5-------- და “G--------”. შემოსულ ნომერზე 5-------- დაწოლისას ეკრანზე ჩანს სამი შემოსული ზარი. აქედან პირველი შემოსულია 13 დეკემბერს 12:08 საათზე. სხვა რაიმე სახის შემოსული/გასული ზარი ან მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილურ ტელეფონში არ ინახება.

 

2.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დ-----------------–-- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ. თბილისში, მ--------- გამზირზე მდებარე შპს „ჯმ კომპანიში“ მენეჯერის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის შავი და ფერადი ლითონების მიღება-ჩაბარება. 2018 წლის 12 დეკემბერს, მასთან „ტ---------“ ფირმის ა/მანქანით მივიდა პირი, რომელმაც უთხრა, რომ სურდა ფერადი ლითონის ჩაბარება. მან კლიენტს ჟურნალში აღრიცხვის მიზნით მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირი, რომელსაც 45 კილოგრამი სპილენძის სანაცვლოდ გადასცა 562 ლარი, იყო ს---–-----------–---–-. მოწმემ დაადასტურა, რომ მეორე დღეს მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შედეგად ამოიღეს კომპანიის აღრიცხვის ჟურნალი, სადაც დაფიქსირებული იყო ს---–-----------–---–-ს მიერ ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების ფაქტი.

 

2.9. ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერების ოქმით (13.12.2018) დგინდება, რომ დათვალიერების ობიექტია მოწმე დ-----------------–-- მიერ წარმოდგენილი ჟურნალი. ჟურნალი დალუქულია საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს ბეჭდით. პირველ ფურცელზე მითითებულია შპს „ჯმ კომპანი“, შუა ნაწილში მითითებულია, ფერადი ლითონის მიღება ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი, ასევე - მისამართი (ქ. თბილისი, მ-----------------------). ჟურნალში მეორე გვერდზე, მე-13 ჩანაწერად ჩამბარებლის ვინაობაში მითითებულია „ს---–-----------–---–-“, მისამართის გრაფაში - ქ------–----, პირადი დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემებში - პირადი ნ-------------------, ლითონის სახეობაში - სპილენძი, წონის გრაფაში - 45, ჩაბარების თარიღში კი - 12.12.2018. ფასის გრაფა ცარიელია, ხოლო ხელმოწერის გრაფაში არის გაურკვეველი ხელმოწერა.

 

2.10. ამოღების ოქმით (13.12.2018) დგინდება, რომ დ-----------------–--გან ამოღებულ იქნა: სპილენძისფერი ლითონის 3,5 სმ დიამეტრის მილის 5 ნაჭერი, ზომებით 179 სმ; 115 სმ; 149 სმ; 44 სმ და 8 სმ სიგრძის. 5,5 სმ დიამეტრის მილის 15 ნაჭერი, ზომებით: 1) 171 სმ; 2) 157 სმ; 3) 186 სმ; 4) 142 სმ; 5) 179 სმ; 6) 135 სმ; 7) 77 სმ; 8) 96 სმ; 9) 110 სმ; 10) 6 სმ; 11) 9 სმ; 12) 48 სმ; 13) 50 სმ; 14) 46 სმ; 15) 27 სმ სიგრძის. ამოღებული მილების (ნაჭრების) წონა, საერთო ჯამში შეადგენს 44,7 კილოგრამს.

 

2.11. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №------ დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 5,0 მ. სიგრძის 55 მმ. (კედლის სისქით- 2,1 მმ) სპილენძის მილის ღირებულებამ შეადგინა 547,05 ლარი (ხუთას ორმოცდაშვიდი ლარი და ხუთი თეთრი). ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 5,0 მ. სიგრძის 35 მმ. (კედლის სისქით - 1,5 მმ.) სპილენძის მილის ღირებულებამ შეადგინა 247,40 ლარი (ორას ორმოცდაშვიდი ლარი და ორმოცი თეთრი).

 

2.12. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - ზ------------–----.

 

2.13. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ს--------–-------- ჩვენებით დგინდება, რომ არის შპს „ნეოსტარის“ მიერ დაკვეთილი ახალი ქარხნის მშენებლობის დირექტორი. ბრალდებული ს---–-----------–---–- მის საწარმოში ასრულებდა მთავარი მემონტაჟის თანაშემწის მოვალეობას, რომელიც სხვა თანამშრომლებთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, წ-------–-. მოწმემ მას შემდეგ, რაც მიიღო მშენებლობის ნებართვა, შემოღობა ტერიტორია, რაც უცხო პირებს არ აძლევდა შპს „ნეოსტარის“ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას. 2018 წლის 12 დეკემბერს, საღამოს საათებში იგი მივიდა სამსახურში, რა დროსაც თანამშრომლისგან შეიტყო სპილენძის მილების ქურდობის შესახებ. მოწმის განმარტებით, მოპარული მილების ღირებულების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით მიიღო 2 400 ლარი, რის გამოც ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია.

 

2.14. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (12.12.2018) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, წ-------–------–---- ქუჩის მიმდებარედ, მშენებარე ქარხანა შპს „ნეოსტარში“. აღნიშნული ქარხანა განლაგებულია გზის მარჯვენა მხარეს. ქარხნის ტერიტორია შემოღობილია რკინის ჩარჩოში ჩასმული მავთულებით. ტერიტორიაზე განლაგებულია სამი ცალკე მდგომი მშენებარე რკინის კონსტრუქციები. ტერიტორიაზე შესასვლელიდან მარჯვნივ, დაახლოებით 15 მეტრში არის ჯიხური. შესასვლელიდან მარცხნივ, დაახლოებით 10 მეტრში არის ერთსართულიანი კონტეინერი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ყუთები სხვადასხვა მოწყობილობებით. შესასვლელიდან პირდაპირ, დაახლოებით 15 მეტრში არის ერთსართულიანი კონტეინერი. კონტეინერის გვერდით დევს ხის ყუთები, სამშენებლო ბლოკის ნარჩენები. ყუთებთან ყრია ფიცრის ნაჭრები და ლითონის მილები (სპილენძის ფერი 2 ცალი წვრილი დიამეტრის მილი). ტერიტორიაზე ასევე არის სხვა კონტეინერებიც, აწყვია სამშენებლო მასალები და სხვა ნივთები.

 

2.15. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ გამომძიებლები: ბ------------------–---–-, მ-------------------, ნ------–----- და ი--------------–---–-, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.

 

2.16. ბრალდებულმა ს---–-----------–---–-- თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს „სლოტ კლუბში“ დიდი თანხის წაგების გამო, გადაწყვიტა ფარულად დაუფლებოდა შპს „ნეოსტარის“ ტერიტორიაზე არსებულ მილებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ტაქსით მივიდა შპს „ნეოსტარის“ ქარხანასთან და იქიდან ფარულად მოპარული სპილენძის მილები, იმავე ტაქსით (ისე, რომ ტაქსის მძღოლისთვის არ გაუნდია საკუთარი დანაშაულებრივი გეგმა) წაიღო და ჩააბარა შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში. ამის შემდეგ ტაქსის მძღოლს გადაუხადა მომსახურების საფასური, თავად კი წავიდა ქ------–---–-. ქ------–---–- ყოფნისას მას დაუკავშირდა ძმა და უთხრა, რომ პოლიციაში იყო დაბარებული. იგი ბრალის აღიარებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით

 

2.17. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ გ----------------- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შპს „ნეოსტარში“ დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. შემთხვევის დღეს, 24 საათიან ცვლაში გ--------–--------–---- ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 03:00 საათზე, ეზოდან შემოესმა ძაღლების ყეფა. თავდაპირველად მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა შემდეგ, როდესაც განმეორდა ძაღლების ყეფა, მოწმემ გაიხედა გზაზე, სადაც მოთავსებულია წყლის ცისტერნიანი ა/მანქანა. იქვე იყო ა/მანქანის აკუმულატორებიც. მოწმის განმარტებით, გარეთ გასვლისას შენიშნა მისი ყოფილი თანამშრომელი - ბრალდებული ს---–-----------–---–-, რომელიც ეუბნებოდა, რომ აკუმულატორები მას ეკუთვნოდა და სურდა მათი წაღება, თუმცა მან ამის საშუალება არ მისცა. იგი შეეცადა ს---–-----------–---–- შეეყვანა დაცვის ოთახში, პასუხად ბრალდებულმა პატარა დანა ამოიღო ჯიბიდან და დაემუქრა - თუ არ გაუშვებდა დაარტყამდა. აღნიშნული გარემოების გამო, მოწმე იძულებული გახდა გაეშვა ბრალდებული. ამის შემდეგ, იგი შევიდა ოთახში, გააღვიძა მეწყვილე, რომელსაც ჩასძინებოდა და ერთად გამოვიდნენ გარეთ. გარეთ გამოსვლისას ნახა, რომ ერთი აკუმულატორი წაღებული იყო, რის გამოც დარეკა ოპერატიულ სამსახურში, რომლებმაც თავის მხრივ დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ შეატყობინეს პოლიციას. მოწმემ დაადასტურა, რომ იმ მომენტში, როდესაც ბრალდებული დანის გამოყენებით ემუქრებოდა, დაინახა, რომ მათკენ მიემართებოდა ტაქსი.

 

2.18. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (13.12.2018) დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე გ----------------- მიუთითა ის ადგილი, საიდანაც ს---–-----------–---–- ცდილობდა აკუმულატორების მოპარვას. მისი მისვლის და ძიძგილაობის შემდეგ, ს---–-----------–---–-- ამოიღო დანა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, გ----------------- აგრეთვე მიუთითა, თუ რა მიმართულებით მიჰქონდა ს---–-----------–---–- ერთი ცალი აკუმულატორი; აგრეთვე ადგილი, სადაც აღმოაჩინა გადაადგილებული ნივთი.

 

2.19. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გ--------–--------–-- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შპს „ნეოსტარში“ დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. შემთხვევის დღეს, 24 საათიან ცვლაში გ-----------------თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ღამის საათებში, შესვენებით სარგებლობისას წამოწოლილი იყო დაცვის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ მოსასვენებელ ოთახში, რა დროსაც მასთან მივიდა გ---------------- სიტყვებით „მიშველე“. ამ უკანასკნელმა მოუყვა მას, თუ როგორ დაემუქრა დანის გამოყენებით პირი, რომელიც ცდილობდა აკუმულატორების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. იგი სასწრაფოდ გაჰყვა მეწყვილეს ქარხნის ეზოში, რა დროსაც იქვე მდგარი სატვირთო ა/მანქანის წინ შენიშნა აკუმულატორი, ხოლო პირი, რომელიც გ----------------- დანის გამოყენებით დაემუქრა, იქ აღარ დახვდათ. ამის შემდეგ, მათ დანაშაულებრივი ქმედების ფაქტი შეატყობინეს ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 30-35 მეტრის მოშორებით აღმოაჩინეს მეორე აკუმულატორიც.

 

2.20. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა---------–-–----–-–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ შპს „ნეოსტარს“ უწევს სატრანსპორტო მომსახურებას. შემთხვევის დღეს მისი კუთვნილი ა/მანქანა, რომელიც რეგისტრირებული იყო მეგობრის - მ--–-------------–---–-- სახელზე, გაჩერებული ჰყავდა ქ. თბილისში, წ-------–------–---- ქუჩაზე. მომდევნო დილით, მან თანამშრომლისგან შეიტყო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად აკუმულატორების ქურდობის შესახებ. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა დაათვალიერეს მისი ა/მანქანა, აგრეთვე შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც შემთხვევიდან რამდენიმე მეტრში ამოღებულ იქნა ერთი ცალი აკუმულატორი. მოწმეს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის მიუხედავად ბრალდებულთან პრეტენზია არ აქვს.

 

2.21. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მ--–-------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ „ვ---–----“ ფირმის ა/მანქანა (სახ. ნომრით D------) ერთი წლის წინ გაასხვისა ა---------–-–----–-–---–---, თუმცა ამჟამად კვლავ მის სახელზეა რეგისტრირებული. შესაბამისად, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალდა არა თავად, არამედ ა---------–-–----–-–---–-.

 

2.22. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ს--------–-------- განმარტა, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს, ს---–-----------–---–-ს მიერ აკუმულატორების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შესახებ შეიტყო თავისი თანამშრომლისგან, თავად ფაქტის უშუალო შემსწრე არ ყოფილა.

 

2.23. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: ვ-–--------------–---, თ----------------, ხ------–-----, ნ------–----- და ი--------------–---–-, რომელთაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.

 

2.24. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ს---–-----------–---–-- თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, აკუმულატორების მოპარვის განზრახვით მივიდა შპს „ნეოსტარის“ ტერიტორიაზე, სადაც გაჩერებული ა/მანქანიდან გადმოიღო ორი ცალი აკუმულატორი. ერთი მათგანი ა/მანქანიდან დაახლოებით 15-20 მეტრის დაშორებით გადააადგილა, რათა ტაქსთან, რომლის მეშვეობითაც უნდა წაეღო ის, ახლოს ყოფილიყო. როდესაც მეორე აკუმულატორისთვის უკან დაბრუნდა, იგი შეაჩერა დაცვის თანამშრომელმა, რომელიც ცდილობდა მის შეყვანას სამორიგეო ოთახში. ამ დროს მათ შორის მოხდა შელაპარაკება, თუმცა რაიმე კანონსაწინააღმდეგო იარაღი, მაგალითად დანა, შემთხვევის დროს თან არ ჰქონია. შელაპარაკებისას იგი ხელიდან დაუსხლტა დაცვის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

2.25. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ ს---–-----------–---–- ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ს---–-----------–---–- რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ს---–-----------–---–- თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ს---–-----------–---–- გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ს---–-----------–---–- თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

 

2.26. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - თ------------–-----–---–--.

 

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.27. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გ--------–--------–-- ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, აკუმულატორების ქურდობის შემდეგ აკონტროლებდა შპს „ნეოსტარის“ ტერიტორიას, რათა ნანახი აკუმულატორები საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ მის ამოღებამდე უყურადღებოდ არ ყოფილიყო. მოწმემ დილის საათებში, დაინახა, თუ როგორ გაჩერდა იმ ტერიტორიაზე „ო---–----------“ ფირმის ა/მანქანა, საიდანაც გადმოვიდა ბრალდებული ს---–-----------–---–- და აიღო აკუმულატორი. მოწმემ დაუძახა „რას აკეთებო“ და გაიქცა მისი მიმართულებით. დამნაშავე მიხვდა, რომ დაცვის თანამშრომელი მისკენ მიდიოდა, რის გამოც სწრაფად ჩადო აკუმულატორი ა/მანქანაში და გზა პირდაპირ მისკენ განაგრძო. მოწმემ დაადასტურა, რომ თავად რომ არ გაწეულიყო დამნაშავე ა/მანქანით დაეჯახებოდა. ამის შემდეგ ბრალდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი, თავად კი დაურეკა ოპერატიულ სამსახურს. მოწმეს შემთხვევის დღეს ეცვა დაცვის თანამშრომლის ოფიციალური ფორმა.

 

2.28. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (17.12.2018) დგინდება, რომ ქ. თბილისში, წ-------–------–---- ქუჩაზე არსებული მშენებარე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა აკუმულატორი.

 

2.29. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა---------–-–----–-–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ შპს „ნეოსტარს“ უწევს სატრანსპორტო მომსახურებას. შემთხვევის დღეს მისი კუთვნილი ა/მანქანა, რომელიც რეგისტრირებული იყო მეგობრის - მ--–-------------–---–-- სახელზე, გაჩერებული ჰყავდა ქ. თბილისში, წ-------–------–---- ქუჩაზე. მომდევნო დილით, მან თანამშრომლისგან შეიტყო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად აკუმულატორების ქურდობის შესახებ. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც შემთხვევიდან რამდენიმე მეტრში ამოიღეს ერთი ცალი აკუმულატორი. მოწმემ დაადასტურა, რომ მის ა/მანქანას ჰქონდა ორი აკუმულატორი, რომელთა ერთეულის ფასი შეადგენდა 315 ლარს. მომხდარი ფაქტის მიუხედავად მას ბრალდებულთან პრეტენზია არ აქვს.

 

2.30. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მ--–-------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ „ვ---–----“ ფირმის ა/მანქანა (სახ. ნომრით D------) ერთი წლის წინ გაასხვისა ა---------–-–----–-–---–---, თუმცა, ამჟამად კვლავ მის სახელზეა რეგისტრირებული. შესაბამისად, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალდა არა თავად, არამედ ა---------–-–----–-–---–-.

 

2.31. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ს--------–-------- განმარტა, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს, ს---–-----------–---–-ს მიერ აკუმულატორების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შესახებ შეიტყო თავისი თანამშრომლისგან, თავად ფაქტის უშუალო შემსწრე არ ყოფილა.

 

2.32. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: ვ-–--------------–---, თ----------------, ხ------–-----, ნ------–----- და ი--------------–---–-, რომელთაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.

 

2.33. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ს---–-----------–---–-- ნაწილობრივ დაადასტურა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, აკუმულატორების მოპარვის განზრახვით მივიდა შპს „ნეოსტარის“ ტერიტორიაზე, სადაც გაჩერებული ა/მანქანიდან გადმოიღო ორი ცალი აკუმულატორი. ერთი მათგანი ა/მანქანიდან დაახლოებით 15-20 მეტრის დაშორებით გადააადგილა, რათა ტაქსთან, რომლის მეშვეობითაც უნდა წაიღო ის, ახლოს ყოფილიყო. როდესაც მეორე აკუმულატორისთვის უკან დაბრუნდა, იგი შეამჩნია დაცვის თანამშრომელმა და აკუმულატორის დაუფლება ვეღარ შეძლო, რის გამოც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამის შემდეგ მივიდა თავის ბიძაშვილთან, რომელსაც სთხოვა ა/მანქანა. აღნიშნული ა/მანქანით დაბრუნდა შპს „ნეოსტარის“ ტერიტორიაზე, რათა დანაშაულებრივი გეგმა მოეყვანა სისრულეში. მოწმის განმარტებით, მას შემთხვევის ადგილზე არავინ დახვედრია, რის გამოც, მის მიერვე მოხსნილი ა/მანქანის აკუმულატორი მოათავსა თავის მფლობელობაში არსებულ ა/მანქანაში და დატოვა ტერიტორია.

 

2.34. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ ს---–-----------–---–- ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ს---–-----------–---–- რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ს---–-----------–---–- თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ს---–-----------–---–- გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ს---–-----------–---–- თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

 

2.35. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - თ------------–-----–---–--.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

3.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548, 22/01/2015, §41).

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

3.3. სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივ ჭრილში მიმოხილვამდე, ყურადღებას გაამახვილებს ქურდობის შემადგენლობის ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებზე. ქურდობის შემადგენლობის დროს აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ასევე ადგილი ექნება ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის რეალური შესაძლებლობა, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. სუბიექტური მხრივ დანაშაული განზრახია, იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

 

3.4. ს---–-----------–---–-სთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის მიმოხილვის შემდეგ, სასამართლო მიმოიხილავს ბრალდებულისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ჯ------------- ჩვენებაზე, რომელმაც ისაუბრა ს---–-----------–---–-ს განზრახვაზე - მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა შპს „ნეოსტარის“ კუთვნილი მილები. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის შესახებ მისთვის ცნობილი თავად ბრალდებულისგან გახდა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დღეს (2018 წლის 12 დეკემბერს) მასთან და მ---------------–---–---- ერთად მივიდა და შესთავაზა მონაწილეობა საკუთარი გეგმის აღსრულებაში. ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა ს---–-----------–---–-- ნამდვილად გაანდო ჯ------------ს და მ---------------–---–- საკუთარი განზრახვა შპს „ნეოსტარის“ კუთვნილი მილების ქურდობის თაობაზე, დასტურდება ა------------- ჩვენებით, რომელიც 2018 წლის 12 დეკემბერს იცავდა შპს „ნეოსტარის“ პერიმეტრს. აღნიშნული მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს მასთან მივიდა ჯ------------, რომელმაც უთხრა მოსალოდნელი ქურდობის შესახებ და გააფრთხილა ყურადღებით ყოფილიყო. მიუხედავად აღნიშნულისა, დამნაშავემ მაინც შეძლო შპს „ნეოსტარის“ ტერიტორიაზე არსებული მილების ფარული დაუფლება, რაც მორიგეობის დასასრულს აღმოაჩინა.

 

3.5. ფაქტი, რომ ნამდვილად ბრალდებული ს---–-----------–---–- დაეუფლა შპს „ნეოსტარის“ კუთვნილ მილებს, არც ბრალდებულს უარუყვია. უფრო მეტიც, თავის ჩვენებაში მან დეტალურად აღწერა, თუ როგორ განიზრახა და განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება. ს---–-----------–---–-ს განმარტებით, მან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული სპილენძის მილები ტაქსის მეშვეობით წაიღო და ჩააბარა შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში. აღნიშნული გარემოება დასტურდება სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ტაქსის მძღოლის - დ------------–-–---–--ა და ფერადი ლითონის ჩამბარებელი პირის - დ-----------------–-- ჩვენებებით, აგრეთვე მათივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით (მაგ., პირის ამოცნობის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერების ოქმითა და ამოღების ოქმით).

 

3.6. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ბრალდებულ ს---–-----------–---–-ს ქმედებაში ქურდობის ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმთა არსებობას. ამასთან, სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ს---–-----------–---–-ს მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, შპს „ნეოსტარს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველესად სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, ამოღების ოქმით დგინდება, რომ დ-----------------–--გან ამოღებულ იქნა: სპილენძისფერი ლითონის 3,5 სმ დიამეტრის მილის 5 ნაჭერი, ზომებით 179 სმ; 115 სმ; 149 სმ; 44 სმ და 8 სმ სიგრძის. 5,5 სმ დიამეტრის მილის 15 ნაჭერი, ზომებით: 1) 171 სმ; 2) 157 სმ; 3) 186 სმ; 4) 142 სმ; 5) 179 სმ; 6) 135 სმ; 7) 77 სმ; 8) 96 სმ; 9) 110 სმ; 10) 6 სმ; 11) 9 სმ; 12) 48 სმ; 13) 50 სმ; 14) 46 სმ; 15) 27 სმ სიგრძის. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №------ დასკვნით კი დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 5,0 მ. სიგრძის 55 მმ. (კედლის სისქით- 2,1 მმ) სპილენძის მილის ღირებულებამ შეადგინა - 547,05 ლარი (ხუთას ორმოცდაშვიდი ლარი და ხუთი თეთრი). ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 5,0 მ. სიგრძის 35 მმ. (კედლის სისქით - 1,5 მმ.) სპილენძის მილის ღირებულებამ შეადგინა - 247,40 ლარი (ორას ორმოცდაშვიდი ლარი და ორმოცი თეთრი). სასამართლო მიიჩნევს, რომ საინჟინრო ექსპერტიზით დადგენილი სპილენძის მილების საერთო ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ „მნიშვნელოვანი ზიანისთვის“ დაწესებულ მინიმალურ ნიშნულს.

 

3.7. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს---–-----------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით

 

3.8. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ყაჩაღობისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება, როგორც ქონების ხელყოფაში, ისე თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობის დროს ძალადობის მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მისი გამოვლენის ფორმას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ან სხვაგვარი მოქმედებით. ყაჩაღობის დროს დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებულ იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ყაჩაღობა დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა ამ შესაძლებლობის რეალიზება. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია აგრეთვე დადგინდეს, თუ როგორ აღიქვა და შეაფასა დაზარალებულმა მის მიმართ გამოთქმული მუქარის შინაარსი.

 

3.9. ს---–-----------–---–-სთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის მიმოხილვის შემდეგ, სასამართლო მიმოიხილავს ბრალდებულისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. უპირველესად სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის აღიარებას, რომ აკუმულატორების ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მივიდა შპს „ნეოსტარის“ ტერიტორიაზე, სადაც ნივთის დაუფლების პროცესში შემჩნეულ იქნა დაცვის თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელთან შელაპარაკების დროს მას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ჰქონია. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ნაწილობრივ ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ყურადღებას მიაქცევს მოწმეთა ჩვენებების იმ ნაწილზე, რაზეც დავობს დაცვის მხარე.

 

3.10. სადავო გარემოებათა დასადგენად, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ფაქტის უშუალო შემსწრე პირის - გ----------------- ჩვენებას, რომელმაც დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა მოვლენათა განვითარება მას შემდეგ, რაც დაინახა შპს „ნეოსტარის“ ტერიტორიაზე მყოფი ს---–-----------–---–-, რომელიც ცდილობდა კომპანიის ტერიტორიაზე არსებული ა/მანქანიდან აკუმულატორების დაუფლებას. მოწმის განმარტებით, ბრალდებული ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ აკუმულატორები მას ეკუთვნოდა, თუმცა მან ნივთების დაუფლების ნება არ მისცა. უფრო მეტიც, იგი შეეცადა ბრალდებულის დაცვის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში შეყვანას, რა დროსაც ს---–-----------–---–-- ამოიღო პატარა დანა და დაემუქრა - თუ არ გაუშვებდა დაარტყამდა. ბრალდებულისგან მომდინარე საფრთხიდან გამომდინარე, იგი იძულებული შეიქნა გაეშვა დამნაშავე. ამის შემდეგ, იგი შევიდა ოთახში, გააღვიძა მეწყვილე, რომელსაც ჩასძინებოდა და ერთად გამოვიდნენ გარეთ. გარეთ გამოსვლისას ნახა, რომ ერთი აკუმულატორი წაღებული იყო. ყურადსაღებია, რომ გ----------------- მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის პირობებში, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, სრულ შესაბამისობაშია მის ჩვენებასთან. სასამართლო მიიჩნევს, რომ გ----------------- ჩვენების თანმიმდევრული ხასიათისა და სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისობის გათვალისწინებით, არ არსებობს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

3.11. მტკიცებულება, რომელიც ასევე სიმყარით და ფაქტის უშუალო შემსწრე პირის მიერ სასამართლოში გაცხადებულ ინფორმაციასთან შესაბამისობით ხასიათდება, არის გ--------–--------–-- ჩვენება. აღნიშნული მოწმე, შემთხვევის დღეს გ-----------------თან ერთად იცავდა შპს „ნეოსტარის“ პერიმეტრს. ღამის საათებში, იმ დროს, როცა წამოწოლილი იყო დაცვის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ მოსასვენებელ ოთახში, მასთან მივიდა გ---------------- სიტყვებით „მიშველე“. ამ უკანასკნელმა მას მოუყვა, თუ როგორ დაემუქრა დანის გამოყენებით პირი, რომელიც ცდილობდა აკუმულატორების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. იგი სასწრაფოდ გაჰყვა მეწყვილეს ქარხნის ეზოში, რა დროსაც იქვე მდგარი სატვირთო ა/მანქანის წინ შენიშნა აკუმულატორი, ხოლო პირი, რომელიც გ----------------- დანის გამოყენებით დაემუქრა, იქ აღარ დახვდათ.

 

3.12. ზემორე მოწმეთა ჩვენებათა შეფასებისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გ-----------------, რომელიც უშუალოდ გახდა ყაჩაღობის მსხვერპლი, ს---–-----------–---–-ს მხრიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, დანაშაულის განხორციელებიდან მყისიერად აცნობა მეწყვილეს. გ----------------- ემოციურ მდგომარეობაზე, რომ იგი ს---–-----------–---–-ს მხრიდან მის მიმართ დანის დემონსტრირების შედეგად ნამდვილად შეშინებული იყო, მიუთითებს მეწყვილისთვის მისი სწრაფად და მოკლედ ნათქვამი პირველივე ფრაზა: „მიშველე“.

 

3.13. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ როგორ აღიქვა და შეაფასა დაზარალებულმა მის მიმართ გამოთქმული მუქარის შინაარსი. განსახილველ შემთხვევაში, გ----------------- ჩვენებით, უტყუარად დგინდება, რომ ბრალდებულის მიერ დანის გამოყენების მუქარისას, დამნაშავის მოთხოვნის (გაეშვა იგი) დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაუჩნდა მუქარის რეალიზების საფუძვლიანი ეჭვი. აღნიშნული ფაქტის დასტურია მისივე ქცევა - იგი ბრალდებულს აძლევს თავისუფლებას, თავად კი სწრაფად შერბის მეწყვილესთან დახმარების სათხოვნელად. მართალია განსახილველ შემთხვევაში, ს---–-----------–---–-- ვერ შეძლო საკუთარი დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანა, თუმცა, როგორც აღინიშნა მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა საკუთარი განზრახვის შესრულება ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ყაჩაღობა დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, რასაც რეალურად ჰქონდა ადგილი.

 

3.14. სასამართლო ყურადღების მიღმა არ დატოვებს დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში გამოთქმულ ვერსიას, რომლის თანახმად, ბრალდებულ ს---–-----------–---–-ს მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება შეიცავს არა ყაჩაღობის, არამედ ქურდობის შემადგენლობის ნიშნებს (ბრალდებული ამ ფარგლებში სრულად აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს). სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი მისი ფარული ხასიათია, რომელიც ქმედების სხვა პირთაგან შეუმჩნევლად ჩადენას გულისხმობს. რაც შეეხება ყაჩაღობას, მისი ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია დანაშაულის აშკარად, სხვა პირთათვის ხილულად ჩადენა. უფრო მეტიც, ყაჩაღობის დროს დამნაშავე მსხვერპლის მიმართ ახორციელებს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ქმედების შემადგენლობის განხორციელება ს---–------------–---–-- თავდაპირველი განზრახვით მხოლოდ ქურდობას მოიცავდა, თუმცა ქმედების შემადგენლობის დასრულებამდე, მისი ქმედება ყაჩაღობაში გადაიზარდა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს---–-----------–---–-ს ქმედება, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი გარემოებების არ არსებობის პირობებში, სრულ თანხვედრაშია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სტრუქტურულ აღწერილობასთან, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.

 

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

3.15. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სსკ-ით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ. ამასთან, დამნაშავეს ცხადია გააზრებული უნდა ჰქონდეს მისი დანაშაულებრივი ქმედების მნიშვნელობა და მის მისაღწევად წინააღმდეგობის გადასალახად ძალადობის ხერხის გამოყენების შესაძლებლობა, რაც შეიძლება გამოიხატოს, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ზემოქმედებაში.

 

3.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, არის თუ არა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაში და რამდენად აკმაყოფილებენ ისინი როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, პირის მსჯავრდებისთვის აუცილებელ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს: დაცვის მხარეს არ უარუყვია და შესაბამისად, მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს შემთხვევის დღეს ბრალდებულ ს---–-----------–---–-ს ყოფნა შპს „ნეოსტარის“ კუთვნილ ტერიტორიაზე. აგრეთვე, ხსენებული ადგილიდან აკუმულატორის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტი. სადავოა მხოლოდ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების შემადგენლობა, კერძოდ, დაცვის მხარის ვერსიით, ბრალდებულის ქმედებაში იკვეთება ქურდობის შემადგენლობის ნიშნები. ამდენად, დაცვის მხარის მიერ შეთავაზებულ ვერსიაზე მსჯელობისას სასამართლო მიმოიხილავს მოწმე გ--------–--------–-- (როგორც ფაქტის შემსწრე პირის) ჩვენებას და იმსჯელებს მისი უტყუარობის ხარისხზე.

 

3.17. მოწმე გიორგი წერეთელმა განმარტა, რომ გ----------------- მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის შემდეგ, აკონტროლებდა შპს „ნეოსტარის“ ტერიტორიას, რათა მათ მიერ ნანახი აკუმულატორები საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ მის ამოღებამდე უყურადღებოდ არ ყოფილიყო. მოწმემ დილის საათებში, დაინახა, თუ როგორ გაჩერდა იმ ტერიტორიაზე „ო---–----------“ ფირმის ა/მანქანა, საიდანაც გადმოვიდა ბრალდებული ს---–-----------–---–- და აიღო აკუმულატორი. მან დაუძახა „რას აკეთებო“ და გაიქცა მისი მიმართულებით. დამნაშავე მიხვდა, რომ დაცვის თანამშრომელი მისკენ მიდიოდა, რის გამოც სწრაფად ჩადო აკუმულატორი ა/მანქანაში და გზა პირდაპირ მისკენ განაგრძო. მოწმემ დაადასტურა, რომ თავად რომ არ გაწეულიყო დამნაშავე ა/მანქანით დაეჯახებოდა. ამის შემდეგ ბრალდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი, თავად კი დაურეკა ოპერატიულ სამსახურს. აღნიშნული მოწმის ჩვენებისგან განსხვავებულად აღწერა ბრალდებულმა ს---–-----------–---–-- შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები. მისი თქმით, იმ მომენტში, როდესაც ის მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა შპს „ნეოსტარის“ ტერიტორიაზე განთავსებულ აკუმულატორს, მის გარშემო არავინ ყოფილა. შესაბამისად, მან მის მიერ რამდენიმე საათის წინ მოხსნილი აკუმულატორი მოათავსა ა/მანქანის საბარგულში და დატოვა შემთხვევის ადგილი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის ვერსია სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების ნაწილში წარმოშობს გარკვეულ ეჭვებს და ბადებს კითხვებს. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და არც ბრალდებული უარყოფს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შემთხვევიდან რამდენიმე საათის წინ, მან შპს „ნეოსტარის“ ტერიტორიიდან ა/მანქანას ამოაცალა ორი ცალი აკუმულატორი, თუმცა ისე, რომ მათი დაუფლება ვერ შეძლო (იგი შემჩნეულ იქნა დაცვის თანამშრომლის მიერ) დატოვა შემთხვევის ადგილი. ასეთ პირობებში სასამართლოს, როგორც ობიექტურ დამკვირვებელს, უჩნდება ლოგიკური კითხვა: თუკი ს---–-----------–---–-ს მიერ ნივთის დაუფლების პროცესს არავინ შესწრებია, რა უშლიდა მას ხელს, რომ შემთხვევის ადგილიდან წაეღო რამდენიმე საათით ადრე მის მიერ გადაადგილებული მეორე აკუმულატორიც, რომელიც შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე? განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მისი მხრიდან ორივე აკუმულატორის დაუფლების განზრახვა თავიდანვე ნათელი იყო. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი სანდოობას უკარგავს ბრალდებულის ჩვენებას, რომელიც ლოგიკურ გზას აცდენილია და მიუთითებს საკუთარი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან დახსნის სურვილზე. ამის საპირისპიროდ, მოწმე გ--------–--------–- დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს. ამასთან, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვეთილა რაიმე პირადი მოტივი ან სუბიექტური დამოკიდებულება, რაც გ--------–--------–-- ბრალდებულის საწინააღმდეგოდ დაინტერესებაზე მიუთითებდა. სასამართლო აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სრულად იზიარებს მის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომელიც მიუთითებს აკუმულატორის აშკარად დაუფლებაზე. კერძოდ, ნივთის აშკარა დაუფლებას ხასიათზე მეტყველებს მოწმის განმარტება - მან დაუძახა „რას აკეთებო“ და გაიქცა მისი მიმართულებით. მოწმის შეფასებით ბრალდებულმა შეამჩნია ის, რაც სწრაფ რეაგირებაში გამოიხატა - ჩაჯდა ა/მანქანაში და სვლა მოწმის მიმართულებით განაგრძო. შემდეგ იმდენად მიუახლოვდა, რომ არ გაწეულიყო მოწმე, აუცილებლად დაეჯახებოდა. სასამართლო ამგვარ სიტუაციაში შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ბრალდებულს ვერ შეემჩნია დაცვის თანამშრომელი, დამატებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ--------–--------–- ეცვა დაცვის კომპანია „ალგანის“ სპეციალური ფორმა, ხოლო ს---–-----------–---–-სთვის, როგორც შპს „ნეოსტარის“ ყოფილი თანამშრომლისთვის, კარგად იყო ცნობილი, რომ ზემორე დაცვის კომპანიის თანამშრომლები იცავდნენ შპს „ნეოსტარს“.

 

3.18. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს---–-----------–---–-ს ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია ძარცვის შემადგენლობის ობიექტურ და სუბიექტურ ნიშნებთან. რაც შეეხება ს---–-----------–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს - ქმედებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მოცემულ შემთხვევაში, მართალია საქმეში წარმოდგენილი არ არის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რაც ზუსტად განსაზღვრავდა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ექსპერტიზის დასკვნის არ არსებობის ობიექტური მიზეზი - ნივთიერ მტკიცებულებათა ნაწილის აღმოუჩენლობა. ამგვარ შემთხვევებში, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დაზარალებულის ჩვენება: „იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის საგანი, რომელიც მიისაკუთრა დამნაშავემ, აღმოჩენილი არ არის, ზიანის მოცულობა განისაზღვრება საქმეში არსებული არაპირდაპირი მტკიცებულებებით, რომლებიც უნდა შეფასდეს ერთობლივად. მოცემულ შემთხვევაშიც, არსებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ზიანის მოცულობა უნდა განისაზღვროს დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, ამ ჩვენების საქმის სხვა გარემოებებთან შეჯერების გზით.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის №736აპ-10 გადაწყვეტილება). განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, დაზარალებულმა განმარტა, რომ ს---–-----------–---–-ს ქმედების შედეგად, მიადგა 315 ლარის მატერიალური ზიანი, რაც აღემატება კანონით დადგენილ 150 ლარიან ნიშნულს.

 

3.19. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმტკიცებულ მოსაზრებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003, № 37801/97, §34; ასევე Van De Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19/04/1994, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93, 29/05/1997, §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტზე და განმარტავს მისი გაუზიარებლობის საფუძველს.

 

3.20. საქმის არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარე იმ ფაქტზე მითითებით, რომ მოწმეები გ---------------- და გ--------–--------–- არ იყვნენ დაზარალებულად ცნობილები, ამტკიცებდა ბრალდებულის უდანაშაულობას საქართველოს სსკ-ის 179-ე და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ ბრალდებაში. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, იმ ნაწილში, რომ ძარცვის ან ყაჩაღობის ჩადენის შემთხვევაში, საქმეში ნამდვილად უნდა იქნეს დაზარალებულად ცნობილი ის პირი, ვისაც ამ დანაშაულით მიადგა მატერიალური ან/და მორალური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში კი სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დაზარალებულის სტატუსი რეალურად დაზარალებულ ყველა პირს არ მინიჭებია (მაგ., გ-----------------, რომელსაც ყაჩაღობის შემდეგად მიადგა მორალური ზიანი). თუმცა აღნიშნული გარემოება არ ნიშნავს ს---–-----------–---–-ს უდანაშაულობას. ზემორე საპროცესო დარღვევა, ისევე როგორც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირების განმარტება ბრალდებულთან პრეტენზიის არ ქონასთან დაკავშირებით, გავლენას ვერ იქონიებს ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადასტურებაზე. ეს უკანასკნელი გარემოება გათვალისწინებული იქნება სასჯელის დანიშვნის დროს.

 

3.21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ს---–-----------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილი - მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. ამდენად, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელებიდან თითოეული დანაშაულისთვის უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

4.3. სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობისა და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს ს---–-----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (ქურდობის ნაწილში ბრალის აღიარებას) და დამამძიმებელი გარემოების არ არსებობას, აგრეთვე, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ერთობლიობა, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სსკ-ით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებულის მიერ განხორციელებული სამივე დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა ღამის საათებში, რათა შეუმჩნეველი ყოფილიყო სხვა პირთათვის, თუმცა ორ შემთხვევაში მის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ატარებდა აშკარა ხასიათს); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით, სხვისი ნივთების დაუფლებას); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინა დანაშაული, რაც გამოიხატა მასში, რომ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების დროს გამოხატული წინააღმდეგობის მიუხედავად (რითაც ვერ შეძლო საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანა), რამდენიმე საათში კვლავ დაბრუნდა შემთხვევის ადგილას და ჯიუტად განაგრძო დანაშაულებრივი ქმედება); დამდგარ შედეგს (ყაჩაღობის ეპიზოდში ს---–-----------–---–-- ვერ მოახერხა აკუმულატორის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, თუმცა ქურდობისა და ძარცვის ეპიზოდებში დაზარალებულს ბრალდებულის ქმედების შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი); ოჯახურ მდგომარეობას (ჰყავს მცირეწლოვანი შვილები); აგრეთვე, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს (მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული აქტები, რომლებიც ადასტურებს ს---–-----------–---–-ს მიერ საქმეში დაზარალებულ ცნობილ პირთათვის ზიანის ანაზღაურების ფაქტს. დაზარალებულებს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვთ).

 

4.4. სასამართლო 4.3. პუნქტში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ს---–-----------–---–-სთვის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით, ხოლო საქართველოს სკკ-ის 178-ე და სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა მინიმალური სანქციის ზედა ფარგლებში. ამასთან, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები. სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.

 

5. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ამოღებული მილები უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ხოლო ერთი ცალი დისკი შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს---–-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ს---–-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ს---–-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს---–-----------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ს---–-----------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 4 იანვრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 17 დეკემბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

 

ს---–-----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - ამოღებული მილები დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ხოლო ერთი ცალი დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი