განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2019
საქმის ნომერი
330100119002855237
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/655-19

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ თ----------–-----–---–-ს, ა----–----–---–------–---------–-–---–---

ბრალდებულ _ გ---------------------ს,ადვოკატ _ თ----------------ის,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ-----------------------------------ს (დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: თბილისში, გ--------------------------–-------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისში, გ-----------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათიდან - 04:00 საათამდე დროის შუალედში, თბილისში, შ--–------–-------------------ის მიმდებარედ განთავსებული „ტ-----------------ს“ მარკის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით: N--------), გ--------------------- გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ-----–---------------- კუთვნილ ნივთებს: 100 ლარად ღირებულ ქურთუკს, საერთო ჯამში 100 ლარად ღირებულ ორ სუნამოს, 50 ლარად ღირებულ ქარქაშიან დანას და 10 ლარამდე ოდენობის ფულად თანხას. აღნიშნული ქმედებით ნ-----–---------------ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი.

2019 წლის 09 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, მ---–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--------------------- გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ-----------------ის კუთვნილ „STANKY“-ის და „dewalt“-ის დასახელების სამსახურებრივ ხელსაწყოებს და ხელსაწყოების ჩასადებ ჩანთებს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 1520 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (02 ეპიზოდი).

 

დაზარალებულ ნ-----------------ის ჩვენებით, 2019 წლის 09 იანვარს, გამთენიისას, იმყოფებოდა სახლში თბილისში, მ---–---–-------------ში. სახლის ჭიშკარი იკეტება ურდულით და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი გაღება. გამთენიისას, ფანჯრიდან დაინახა სილუეტი, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დაახლოებით ხუთ წუთში შემოესმა მისი დის - ა-------------ის ყვირილი, რომ ეზოში იმყოფებოდნენ უცხო პირები. გარეთ გასვლის დროს ნახა, რომ მოპარული იყო ზურგჩანთა მასში არსებული ხელსაწყოებით. მისი სამსახურებრივი ნივთების ღირებულება, შეადგენდა დაახლოებით 2000 ლარს. მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ხელსაწყოები, თუმცა ვერ იქნა ნანახი მისი პირადი ნივთები.

დაზარალებულ ნ-----–---------------- ჩვენებით, 2019 წლის 08 იანვარს, საღამოს საათებში, კუთვნილი „ტ-----------------ს“ მარკის ავტომანქანა გააჩერა, თბილისში, ნ--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლის ეზოში. გამთენიისას, მეზობელ ჯ--–------------ისგან შეიტყო, რომ მანქანა იყო გატეხილი. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ ავტომანქანის წინა მარცხენა მინა იყო მთლიანად ჩამსხვრეული, ხოლო მანქანიდან მოპარული იყო 100 ლარად ღირებული ქურთუკი, 50 ლარად ღირებული ორი სუნამო, ხურდა ფული და 50 ლარად ღირებული დანა. მისი მონაწილეობით ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაათვალიერეს ავტომანქანა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ გვერდზე მდებარე კორპუსში ანალოგიურად გატეხილი იყო სხვა ავტომანქანა. დაზარალებულის ჩვენებით, მეზობელმა ჯ--–------------ემ დაინახა თუ როგორ გატეხა ორმა პიროვნებამ მისი მანქანა და შემდგომ როგორ გაიქცნენ თეთრი მანქანით. მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო მისი კუთვნილი ქურთუკი. აღნიშნული ქურდობის შედეგად მიადგა 250 ლარის მატერიალური ზიანი.

მოწმე ჯ--–------------ის ჩვენებით, 2019 წლის 09 იანვარს, გამთენიისას, დაახლოებით 03:40 საათზე გაეღვიძა მანქანის სიგნალიზაციის ხმაზე და გაიხედა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ მეზობლის კუთვნილი „ტ-----------------ს“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით: N--------, ორივე წინა კარი ჰქონდა ღია მდგომარეობაში, ასევე დაინახა ორი პიროვნება, რომლებიც მიემართებოდნენ ეზოს გასასვლელში მდგომ თეთრი „პრიუსის“ მარკის მანქანისკენ, სახელმწიფო ნომრით: K--------. მანქანა იდგა მისგან რამოდენიმე მეტრში და ვინაიდან იყო გარე განათება, მანქანის ნომრის დაფიქსირება არ გასჭირვებია. მან აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობა მის მეზობელ ნ-----–---------------ს.

მოწმე გ--------–------ის ჩვენებით, ნაცნობობა აკავშირებს ბრალდებულ გ----------------ურთან, რომელიც ცხოვრობდა მის მეზობლად. 2019 წლის 08 იანვარს, ღამის საათებში გავიდა სატაქსაოდ, საიდანაც სახლში დაბრუნდა 00:30 საათზე. ავტომანქანა „ტ-----------------“, რითაც ტაქსაობდა, გადასცა მის ძმას - ნ-----–-----–------ეს, რომელიც ღამის საათებში გავიდა სატაქსაოდ. რომელ საათზე დაბრუნდა ნ-----–-----–------ე სახლში, მისთვის უცნობია. 2019 წლის 09 იანვარს, ღამის საათებში, ნ-----–-----–------ესთან ერთად იმყოფებოდა ს-------–---–-- ქუჩაზე, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერებინეს ავტომანქანა და ჩაატარეს ჩხრეკა, რის შედეგადაც ავტომანქანიდან ამოიღეს მისი კუთვნილი სათვალე, სუნამო და ქურთუკი, რაც ნ-----–-----–------ის განმარტებით, მანქანაში დარჩა ერთ-ერთ მგზავრს. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანის გაჩერების შემდგომ გადაიყვანეს წ---–-------ს ქუჩაზე, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დააბრუნეს უკან.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე ნ-----–-----–------ის გამოკითხვის ოქმებით, ცხოვრობს თბილისში, გ-----------------------------ის ბინა N----ში, ძმასთან - გ--------–------ესთან და დედასთან ერთად. საკუთრებაში ჰყავს ავტომანქანა „ტ-----------------“, სახელმწიფო ნომრით: K--------, რომლითაც ტაქსაობს თვითონ და მისი ძმა. 2019 წლის 08 იანვარს, ღამის საათებში, სატაქსაოდ გასული იყო მისი ძმა გ-------, რომელიც სახლში დაბრუნდა დაახლოებით 00:30 საათზე, რის შემდეგაც აღნიშნული მანქანით თავად გავიდა სატაქსაოდ. ქ------ ქუჩისა და ი-------ს ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 02:40 საათზე, გააჩერა ნაცნობმა გ----------------ურმა, რომელსაც თან ახლდა მისთვის უცნობი მამაკაცი. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ მათ სთხოვეს ჯერ ნ--–------ს ქუჩაზე, შემდეგ სხვა მისამართზე გაყვანა, რაშიც საბოლოოდ დაჰპირდნენ 20 ლარის გადახდას. აღნიშნულზე განუცხადა თანხმობა და გაიყვანა ნ--–------ს და ა-------ის ქუჩების კვეთაზე. ნ--–------ს კვეთის მიმდებარედ მოსთხოვეს მანქანის გაჩერება, რაზეც დასთანხმდა და ნ--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა ავტომანქანა გზის სავალი ნაწილის გვერდით. ორივე მამაკაცი გადავიდა ავტომანქანიდან და გააგრძელეს მოძრაობა ნ--–------ს ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც დაკარგა თვალთახედვის არეალიდან. დაახლოებით 25-30 წუთი ელოდა მათ, რის შემდეგაც აღნიშნული პიროვნებები სირბილით დაბრუნდნენ ავტომანქანასთან. გ--------------------- ჩაუჯდა წინ, ხოლო მეორე მამაკაცი დაჯდა უკან. გ----------------ურს მანქანაში ჩაჯდომის დროს ხელში ეკავა მოლურჯო ქურთუკი, რაც ჩაჯდომისას უკან გადააწოდა მეორე პიროვნებას, რომელსაც ასევე ხელში ეჭირა რაღაც ნივთები, თუმცა მათი გარჩევა ვერ შეძლო. ორივემ ერთხმად მოსთხოვეს მანქანის სწრაფად დაძვრა და გაქცევა. მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა ქურდობის ფაქტს და სთხოვა მათ რაიმე შარში არ გაეხვიათ, რაზეც უპასუხეს „არხეინად იყავი, მოვგვარდებითო“. ნ--–------ს ქუჩიდან აღნიშნული პიროვნებები გაიყვანა ვ-------, კერძოდ, მ---–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ მოსთხოვეს ავტომანქანის გაჩერება. ორივე გადავიდნენ ავტომანქანიდან და მალევე მოეფარნენ თვალს. დაახლოებით 5-10 წუთში, გ--------------------- და მისი თანმხლები პიროვნება სწრაფად ჩასხდნენ ავტომანქანაში, რა დროსაც მისთვის უცნობ მამაკაცს, ხელში ეჭირა ჩანთა და დაჯდა მანქანის უკანა სავარძელზე, ხოლო გ--------------------- ჩაუჯდა წინ. მოწმის განმარტებით, ისინი მანქანასთან მივიდნენ სირბილით. მის კითხვაზე, თუ რა ხდებოდა, მათ უპასუხეს „დაიკიდე, გავიქცეთო“. სწრაფად დაძრა ავტომანქანა და გაეცალა მიმდებარე ტერიტორიას, რის შემდეგაც ორივე დატოვა ქ---- ქუჩისა და გ-------–---–-ს გამზირის კვეთის მიმდებარედ. მანქანიდან გადასვლის დროს, გ---------------------ს თანმხლებ მამაკაცს ხელში ეჭირა მუქი მოცულობითი ჩანთა. სანამ აღნიშნულ ადგილამდე მივიდოდა, გზად მან უთხრა, რომ ჰქონდა ქანჩები, რაც უნდა გადაეყარა და ჰკითხა ხომ არ უნდოდა მას, რაზედაც უპასუხა, რომ თუ გადაყრას აპირებდა, ეჩუქებინა მისთვის. მან მართლაც აჩუქა აღნიშნული ქანჩები, რაც მოთავსებული იყო მოშაო-მოყვითალო ჩანთაში, სადაც ასევე იდო სხვადასხვა ინსტრუმენტი. ავტომანქანიდან გადასვლის შემდგომ ნახა, რომ მათ მანქანაში იდო ქურთუკი, რაც ჩადო საბარგულში, ხოლო ჩანთა და მასში არსებული ქანჩები, ხელსაწყოებთან ერთად შეინახა სახლში, გ-----------------------------ის ბინა N----ში. მოწმის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 09 იანვარს, ღამის საათებში, ძმასთან - გ--------–------ესთან ერთად იმყოფებოდა ს-------–---–-- ქ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუტარეს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ქურთუკი, რაც დარჩათ გ----------------ურს და მის თანმხლებ პირს. გ--------------ს თანმხლები პიროვნება იჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რის გამოც მისთვის სათანადო ყურადღება არ მიუქცევია და შესაბამისად, მისი ამოცნობა არ შეუძლია. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ჩანთა მასში მოთავსებული ქანჩებით და ხელსაწყოებით არის სწორედ ის ჩანთა, ქანჩები და ხელსაწყოები, რომლებიც გ----------------ურმა და მისმა თანმხლებმა პირმა 2019 წლის 09 იანვარს, ავტომანქანით მგზავრობის დროს დაუტოვეს, როდესაც გადაადგილდებოდნენ მ---–---–-ს ქუჩიდან - ქ---- ქუჩის მიმართულებით. ჩანთა ქანჩებით და ხელსაწყოებით თან ჰქონდათ გ----------------ურს და მის თანმხლებ პირს, როდესაც მ---–---–-------------ის მიმდებარედ ჩაუსხდნენ ავტომანქანაში, ასევე მათ თან ჰქონდათ მასიური რაღაც ნივთი, რომლისთვისაც ყურადღება არ მიუქცევია. რაც შეეხება ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ სათვალეს და სუნამოს ფლაკონს, არის მისი კუთვნილება.

მოწმე გ------------------ ჩვენებით, 2019 წლის იანვრის დასაწყისში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნ--–------ს ქ----------ის მიმდებარედ ორი „ტოიოტას“ მარკის, ხოლო ერთი „ნისანის“ მარკის ავტომანქანის ქურდობაში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნება იყო, გ------------------------------------ში მცხოვრები გ---------------------, რომელიც იმავე საცხოვრებელ მისამართზე ინახავდა მანქანიდან მოპარულ ნივთებს, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე კ----–--------------ის ჩვენებით, 2019 წლის 09 იანვარს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ნ--–------ს ქ----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანების გაქურდვის ჩამდენი ერთ-ერთი პიროვნება გ---------------------, დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდა ნ-----–-----–------ის მართვის ქვეშ მყოფი „ტ-----------------ს“ მარკის ავტომანქანით, რომელიც იმყოფებოდა სარაჯიშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავტომანქანაში უნდა ჰქონოდა მოპარული ნივთები, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე თ------------------ის ჩვენებით, 2019 წლის 09 იანვარს, გამთენიისას, მიიღო შეტყობინება ნ--–------ს ქუჩაზე ავტომანქანის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ნ--–------ს ქ----------ში, სადაც განთავსებული იყო „ნისანის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც გატეხილი ჰქონდა წინა მარჯვენა მინა. მის გვერდით განთავსებული იყო „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც გატეხილი ჰქონდა წინა მარცხენა მინა და ნ--–-------------------ში გატეხილი იყო ავტომანქანა, რომელსაც ასევე წინა მარცხენა მინა ჰქონდა ჩამსხვრეული. სამივე მანქანის მესაკუთრეები იმყოფებოდნენ ადგილზე და აცხადებდნენ, რომ მათი კუთვნილი მანქანებიდან წაღებული იყო სხვადასხვა ნივთი. ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დაათვალიერა ავტომანქანები, თუმცა ხელის კვლების ამოღება ვერ მოხერხდა. გამოძიების მსვლელობის დროს მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი პიროვნება იყო გ---------------------, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა ნ-----–-----–------ის კუთვნილი ავტომანქანით. გამოკითხული იქნა ნ--–-------------------ის მაცხოვრებელი ჯ--–------------ე, რომელმაც დაინახა თუ როგორ გატეხა ორმა პიროვნებამ ნ-----–---------------- ავტომანქანა, რის შემდეგაც გაიქცნენ თეთრი „ტ-----------------ს“ მარკის ავტომანქანით. გაჩხრეკილ იქნა ნ-----–-----–------ის ავტომანქანა, საიდანაც ამოღებულ იქნა სუნამოს ფლაკონი, ასევე ქურთუკი, რაც შემდგომ ამოიცნო ნ-----–---------------მ. მოწმის განმარტებით, გამოკითხვაზე დაბარებული გ--------------------- განყოფილების საკონფერენციო დარბაზში იმყოფებოდა ადვოკატთან ერთად, რა დროსაც მან მოახერხა მეორე სართულიდან გადახტომა და ადგილიდან გაქცევა, თუმცა იგი შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. გ----------------ურმა გადახტომის დროს ფეხზე მიიღო დაზიანება, რის გამოც მოათავსეს სამედიცინო დაწესებულებაში. მისივე ჩვენებით, გ--------------ს და ნ-----–-----–------ის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის დროს პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს სხვადასხვა ხელსაწყო.

მოწმე ე-–----------------ის ჩვენებით, 2019 წლის 09 იანვარს მონაწილეობა მიიღო გ--------–------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო გ--------–------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა სათვალე, სუნამო და ლურჯი კაპიუშონიანი ქურთუკი. გარდა აღნიშნულისა, მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოღება, რა დროსაც გ--------–------ისგან ამოღებულ იქნა მისი მართვის ქვეშ მყოფი „ტ-----------------ს“ მარკის ავტომანქანა.

მოწმე დ-----------–-–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 09 იანვარს მონაწილეობა მიიღო გ--------–------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. მანვე, მონაწილეობა მიიღო გ--------–------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა სათვალე, სუნამო და ნაჭრის ქურთუკი. მისივე მონაწილეობით ჩატარდა ასევე გ--------–------ისგან მისი მართვის ქვეშ მყოფი „ტ-----------------ს“ მარკის ავტომანქანის ამოღება.

მოწმე თ----------------–---–-ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა ნ-----–-----–------ე, რომელიც უთითებდა, რომ გ---------------------ს მიერ გადაცემულ ნივთებს ინახავდა სახლში, რის შემდეგაც გაჩხრეკილ იქნა გ---------------თა ქუჩაზე მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ამოღებულ იქნა ქანჩები, ინსტრუმენტები, სახრახნისები და სხვადასხვა ხელსაწყო.

მოწმე ლ-–--------–----ის ჩვენებით, 2019 წლის 09 იანვარს მონაწილეობა მიიღო ნ-----–-----–------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. 2019 წლის 10 იანვარს ასევე მონაწილეობა მიიღო გ------------------------------------ში მდებარე გ---------------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა ზურგჩანთა მასში მოთავებული ელ.სადენებით.

მოწმე გ-------------- ჩვენებით, 2019 წლის 09 იანვარს მონაწილეობა მიიღო ნ-----–------–-------- პირად ჩხრეკაში, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. 2019 წლის 10 იანვარს, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით ჩაატარა გ------------------------------------ში მდებარე გ---------------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ჩანთა მასში მოთავსებული ელ.სადენებით, ხამუთებით და სხვადასხვა ინსტრუმენტით.

მოწმე ფ----------–---------ს ჩვენებით, 2019 წლის 10 იანვარს, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნ-----–-----–------ის საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ნ-----–-----–------ემ თავდაპირველად მიუთითა ქ------ ქუჩაზე, სადაც ჩაისვა გ--------------------- თანმხლებ პირთან ერთად, რომელსაც არ იცნობდა. შემდეგ წავიდნენ ა-------ის და ნ--–------ს ქუჩების კვეთაზე, რა დროსაც მიუთითა იმ ადგილზე, სადაც აღნიშნული პირები გადავიდნენ მანქანიდან და უკან დაბრუნდნენ დაახლოებით 20 წუთში. ნ-----–-----–------ემ ასევე მიუთითა მ---–---–-ს ქუჩაზე, სადაც აღნიშნული პირები 15 წუთით გადავიდნენ მანქანიდან, შემდეგ დაბრუნდნენ, ჩანთა ჩადეს მანქანაში და სთხოვდნენ ჩქარა წასვლას. საბოლოოდ, ნ-----–-----–------ემ აღნიშნული პირები ჩამოსვა ქ---- ქუჩაზე.

მოწმე თ----------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 10 იანვარს მონაწილეობა მიიღო ნ-----–-----–------ის საგამოძიებო ექსპერიმენტში. ამ უკანასკნელის მითითებით მივიდნენ ქ------ ქუჩაზე, რა დროსაც ნ-–-------მ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ავტომანქანაში ჩაისვა ორი პიროვნება. ამის შემდგომ მიუთითა ნ--–------ს და ა-------ის ქუჩების კვეთაზე, სადაც ორივე მამაკაცი გადავიდა მანქანიდან და მალევე დაბრუნდნენ უკან. ნ.წ-------- მითითებით გასვლა მოხდა მ---–---–-ს ქუჩაზე, სადაც ორივე მამაკაცი კვლავ გადავიდა მანქანიდან და ცოტა ხანში დაბრუნდნენ უკან, რა დროსაც ხელში ეჭირათ ჩანთები. საბოლოოდ გაემართნენ გ-------–---–-ს გამზირზე, სადაც ორივე მამაკაცი ჩამოსვა მანქანიდან.

მოწმე გ------------–-–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 10 იანვარს იმყოფებოდა ვ---------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ--------------------- საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. დილის საათებში, გ----------------ურთან შეხვედრის მიზნით მისული იყო მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, რომელიც ბრალდებულთან გასაუბრების მიზნით შევიდა მეორე სართულზე მდებარე საკონფერენციო დარბაზში. საუბრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გაიგონა ადვოკატის ხმა, „რას შვრები არ დამღუპოო“, რა დროსაც დაინახა თუ როგორ გადახტა გ--------------------- მეორე სართულის ფანჯრიდან და გაიქცა პ---------------ის მიმართულებით. გ----------------ურს გადახტომის დროს დაუზიანდა ფეხი.

მოწმე ა------------------–-ს ჩვენებით, 2019 წლის 10 იანვარს იმყოფებოდა ვ---------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ--------------------- საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. დილის საათებში, გ----------------ურს შეხვდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი კ-------------–---, რომელიც ბრალდებულთან გასაუბრების მიზნით შევიდა მეორე სართულზე მდებარე საკონფერენციო დარბაზში. საუბრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, დაინახა თუ როგორ გადახტა გ--------------------- მეორე სართულის ფანჯრიდან და გაიქცა პ---------------ის მიმართულებით, რა დროსაც მიიღო ფეხის დაზიანება. მანვე, გასაუბრების ოქმი შეადგინა ადვოკატ კ---------–---სთან, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტის შესახებ.

მოწმე გ---------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 09 იანვარს გამოძიება დაიწყო მ---–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ნ-----------ის ნივთების ქურდობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც დაზარალებულ ნ-----------------ის მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, თუმცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ამოღებული არ ყოფილა.

მოწმე ა-------------ის ჩვენებით, ცხოვრობს მ---–---–-------------ში ძმასთან - ნ-----------------ესთან ერთად. მისი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს პირველ სართულზე. 2019 წლის 09 იანვარს, გამთენიისას, საცხოვრებელი სახლის ეზოში შენიშნა მაღალი პიროვნება, რომელიც იდგა მისი ძმის - ნ-----------------ის მანქანასთან. გავიდა გარეთ, თუმცა კარის გაღების დროს მამაკაცი გაიქცა. სწორედ ამ დროს გაიგონა მანქანის კარებების დახურვის და მისი დაძვრის ხმა. ნ-----------------ემ ნახა, რომ ეზოში აღარ იყო მისი კუთვნილი ხელჩანთა, სადაც მოთავსებული ჰქონდა სხვადასხვა სამუშაო ინვენტარი.

მოწმეების: ლ-------–-----ის, ბ-----------–----ს და ზ-------–-------–---–-ს ჩვენებებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხეს მოწმეები. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მოწმე მ----------–--ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ნ-----–---- და გ--------–------ეები. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ-------–-–----ის ჩვენებით, 2019 წლის 10 იანვარს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე გ------------–---სთან ერთად, გამოცხადდა გ----------ის ქუჩაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო გ---------------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც საძინებელი ოთახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა მოშაო-მოყავისფრო ჩანთა მასში არსებული ელ.სადენებით და ხამუთებით, რაც დალუქული სახით გადაეცა გამომძიებელს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ-------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 10 იანვარს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე მ------------–---–თან ერთად, გამოცხადდა გ-----------------------------ის ბინა N----ში მდებარე ნ-----–-----–------ის საცხოვრებელ ბინაში, რომლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ჩანთა მასში არსებული ხელსაწყოებით.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ---------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 09 იანვარს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ი-----–-----------სთან ერთად, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, რაც მდებარეობდა ნ--–------ს ქ----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე დახვდა ავტომანქანები, რომლის მინებიც იყო ჩამსხვრეული, ხოლო მანქანებიდან მოპარული იყო სხვადასხვა ნივთი. ავტომანქანები დამუშავებულ იქნა სპეციალური ფხვნილით, თუმცა ხელის კვლების ამოღება ვერ მოხერხდა.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ-------------ს ჩვენებით, 2019 წლის 22 იანვარს გასცა სასაქონლო ექსპერტიზის N----ს დასკვნა, რომლის თანახმად ავტომანქანა „T-----------”, სახელმწიფო ნომრით: N---------, წინა მარცხენა კარის მოძრავი მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით, შეადგენს 70 ლარს.

ავტომანქანა „T-----------”, სახელმწიფო ნომრით: N---------, წინა მარცხენა კარის მოძრავი მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით, შეადგენს 50 ლარს.

ავტომანქანა „N----------------”, სახელმწიფო ნომრით: N---------, წინა მარცხენა კარის მოძრავი მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით, შეადგენს 110 ლარს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ-----------–--–---–-ს ჩვენებით, ექსპერტ ს----------ასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებაში, რაზეც 2019 წლის 22 მარტს გასცეს სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი „S-------------”-ის ფირმის შავი ნაჭრის ზურგჩანთისა და მასში არსებული ხელსაწყოების საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, ცალ-ცალკე შეადგენს: შავი ნაჭრის ზურგჩანთა, მარკირებით: „S-------------“-ის ფირმის - 100 ლარს; რვა სახრახნისი, მარკირებით: „S------”-ს ფირმის - 70 ლარს, ორი ბრტყელტუჩა, მარკირებით: „S------“-ს ფირმის - ჯამში 40 ლარს; ოთხი მკვნეტარა, მარკირებით: „S------“-ს ფირმის - ჯამში 80 ლარს, შვიდი ქანჩის გასაღებების ნაკრები, მარკირებით: „S------”-ს ფირმის - 30 ლარს; ქანჩის გასაღები, მარკირებით: „S------”-ს ფირმის - 05 ლარს; ქანჩის ნაკრები, მარკირებით: „S------”-ს ფირმის - 10 ლარს; ორი „S------”-ს ფირმის საკანცელარიო დანა, თავისი სამი სათადარიგო პირით - ჯამში 15 ლარს; სამი ქლიბი, მარკირებით: „S------”-ს ფირმის - 45 ლარს; გამჭვირვალე კოლოფი, მარკირებით: „D-----”-ს ფირმის, მასში არსებული ხუთი ბურღით - 15 ლარს; გამჭვირვალე კოლოფი, მარკირებით: „D-----”-ს ფირმის, მასში არსებული ცხრა ბურღით - 30 ლარს; ორი მოგრძო ზომის ბურღი - ჯამში 10 ლარს; ვარსკვლავას ქანჩის გასაღები, მარკირებით: „S------”-ს ფირმის - 25 ლარს, ქანჩის გასაღების კრებული, მარკირებით: „S----”-ს ფირმის - 25 ლარს; ელ.ძაბვის მზომი მოწყობილობა, მარკირებით: „L---------”-ის ფირმის - 15 ლარს; ფანარი თავზე სამაგრით, მარკირებით: „S------”-ს ფირმის - 30 ლარს; მწვანე ქანჩის გასაღები, მარკირებით: „S------”-ს ფირმის -15 ლარს; პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული ჭანჭიკებით - ჯამში 03 ლარს; „D-----”-ის ფირმის ელექტროხერხის სათადარიგო პირი (კონუსის ფორმის) - 55 ლარს; სალესი ქვა - 03 ლარს; ჩაქუჩი, მარკირებით: „S------”-ს ფირმის - 15 ლარს; შავ და ყვითელ ფერებში კომბინირებული ხელსაწყოების ჩანთა, მარკირებით: „S------”-ს ფირმის - 50 ლარს; შვიდი შავი ელ.სადენი - 07 ლარს; მომრგვალო ფორმის სასიგნალო მოწყობილობა - 06 ლარს; ორი პლასტმასის ხამუთი - 01 ლარს, რაც ჯამში შეადგენს 745 ლარს.

შემთხვევის ადგილი დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ნ--–------ს ქ----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე გაჩერებულია „ტ-----------------ს“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც წინა მარცხენა საქარე მინა აქვს ჩამტვრეული.

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, გ--------–------ის კუთვნილი ავტომანქანის „ტ-----------------ს“, სახელმწიფო ნომრით: K--------, ჩხრეკის შედეგად, წინა სავარძლებს შორის არსებული სათავსოდან ამოღებულ იქნა ცისფერი სუნამოს ფლაკონი ცარიელ მდგომარეობაში. წინა მხარეს სარკეზე ჩამოკიდებული ჯვრის ზონრიდან ამოღებულ იქნა შავი მზის სათვალე, ხოლო ავტომანქანის უკანა სავარძლიდან - ლურჯი ნაჭრის კაპიუშონიანი ქურთუკი.

ამოღების ოქმის მიხედვით, გ--------–------ისგან ამოღებულ იქნა ავტომანქანა „ტ-----------------“, სახელმწიფო ნომრით: K--------.

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნ-----–-----–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სხვადასხვა პირადი ნივთი, თუმცა რაიმე კანონსაწინააღმდეგო საგანი ამოღებული არ ყოფილა.

გ---------------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესაბამისად, ჩხრეკა ჩატარდა გ------------------------------------ში, რა დროსაც საძინებელ ოთახში, კედელთან, ბეტონის იატაკზე ნანახი იქნა მოშავო-მოყვითალო ზურგჩანთა, წინა მხარეს წარწერით: „S-------------“, რომელსაც მოყვითალო ნაწილებზე აღენიშნება ქართულენოვანი წარწერა: „ნ----------“. ჩანთაში მოთავსებულია მონაცრისფრო მცირე ზომის ელ.მწყობილობა, მომრგვალო ფორმის მოშავო-მოწითალო სადენებიანი მოწყობილობა და პლასტმასის ხამუთები.

ნ-----–-----–------ის ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ნ-----–-----–------ემ ნებაყოფლობით წარადგინა საძინებელ ოთახში, პარკეტის იატაკის ზედაპირზე არსებული მოშაო-მოყვითალო ჩანთა, მასში არსებული სამუშაო ინსტრუმენტებით.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2019 წლის 10 იანვარს, ნ-----–-----–------ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ნ-----–-----–------ის მითითებით გასვლა მოხდა ქ------ ქუჩაზე, რა დროსაც ნ-–-------მ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც თავის კუთვნილ მანქანაში ჩაისვა ორი პიროვნება. შემდგომ მიუთითა ნ--–------ს და ა-------ის ქუჩების კვეთაზე, სადაც ორი მამაკაცი ცოტა ხნით გადავიდა მანქანიდან და უკან დაბრუნების შემდეგ წაიყვანა მ---–---–-ს ქუჩაზე. ამის შემდგომ ორივე მათგანი კვლავ გადავიდა მანქანიდან და მალევე დაბრუნდნენ უკან, რა დროსაც მათ ხელში ეჭირათ ჩანთები. საბოლოოდ, დაიძრნენ გ-------–---–-ს გამზირისკენ, სადაც მანქანიდან ჩამოსვა ორივე მამაკაცი.

ნივთის ამოცნობის ოქმის შესაბამისად, ნ-----–---------------მ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო რიგით პირველ ობიექტად განთავსებული ქურთუკი, რასთან დაკავშირებითაც განმარტა, რომ ქურთუკი მან ამოიცნო მისი შიდა მარჯვენა მხარეს განთავსებული ჯიბით, რაც იკვრება ელვაშესაკრავით და ქურთუკზე დამაგრებული კაპიუშონით, რაც მაგრდება ელვაშესაკრავით. ნ-----–---------------- განმარტებით, აღნიშნული სწორედ ის ქურთუკია, რაც მისი „ტ-----------------ს“ მარკის ავტომანქანიდან მოჰპარეს 2019 წლის 09 იანვარს სხვა ნივთებთან ერთად.

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ნაჭრის კაპიუშონიანი ლურჯი ქურთუკი, რომლის ზედა მარცხენა მხარეს განთავსებულია ორი ჯიბე. ქურთუკი იკვრება ელვაშესაკრავით, ქურთუკის კაპიუშონი და ქურთუკის სახელოები იკვრება მეტალის ღილაკებით. ქურთუკს დაკრული აქვს ზომის მაჩვენებელი ნიშანი N54. შიდა მხარეს აქვს წარწერა ლათინური ასოებით: „Z------------”. ქურთუკს შიდა მარჯვენა და მარცხენა მხარეს აქვს ორი ჯიბე. მარჯვენა მხარეს განთავსებული ჯიბე იკვრება ელვაშესაკრავით. ქურთუკზე კაპიუშონი მაგრდება ელვაშესაკრავით.

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს პაკეტი, რომელშიც გახსნის შემდეგ ნანახი იქნა: მოშავო-მოყვითალო ჩანთა, გარე სათავსოებით, წარწერით: „ნ--“; რვა სახრახნისი, ტარზე დახვეული ლურჯი იზოლენტით; ორი ბრტყელტუჩა, ტარზე დახვეული იზოლენტით, ინიციალებით: „ნ--“; ოთხი მკვნეტარა, ინიციალებით: „ნ--“; ქანჩის ნაკრები შვიდი ქანჩით; საკანცელარიო დანა, თავისი სამი პირით; სალესი, ინიციალებით: „ნ--“; ორი კოლოფი, წარწერით: „ნ--“; კოლოფი მასში არსებული ცხრა ბურღით; ორი მოგრძო ზომის ბურღი; ცხრა მეტალის საგანი; ქანჩის კრებული, ორი ნაჭრით; ელექტროძაბვის მზომი მოწყობილობა, ლურჯი იზოლენტით, ინიციალებით: „ნ--“; ფანარი; პლასტმასის ქანჩი; პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული ჭანჭიკებით; ელექტროხერხის სათადარიგო პირი; ელსადენის გადასადენი ორი მოწყობილობა, ტარზე იზოლენტით; სალესის პირი; ჩაქუჩი, ინიციალებით: „ნ--“; შავ და ყვითელ ფერებში გაწყობილი ჩანთა, ინიციალებით: „ნ--“, ასევე სახელი „ნ------“; შვიდი შავი ელსადენის ხვეული; მომრგვალო ფორმის სასიგნალო მოწყობილობა და ორი პლასტმასის ხამუთი. ნ-----------------ის განმარტებით, აღნიშნული ნივთები არის მისი საკუთრება, რასაც იგი ყოველდღიურად იყენებდა და ზუსტად მის მიე

რ იქნა მისი სახელი და ინიციალები დაწერილი აღნიშნულ ნივთებზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ---------------------ს ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ანდა დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება გ---------------------ს წინააღმდეგ.

გ---------------------ს ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა გ---------------------ს მიერ თანამზრახველთან ერთად, ფარულად სხვისი ქონების დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულთა საკუთრების უფლებას.

ის ფაქტი, რომ გ--------------------- თანმხლებ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ-----------------ის და ნ-----–---------------- პირად ნივთებს, დასტურდება როგორც დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, დაზარალებულმა ნ-----------------ემ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მართალია იგი არ შესწრებია უშუალოდ ქურდობის ჩადენის ფაქტს, თუმცა საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან დაინახა ადამიანის სილუეტი, რომელსაც თავდაპირველად არ მიაქცია ყურადღება, მას შემდეგ კი, რაც მისმა დამ - ა-------------ემ ეზოში შენიშნა უცხო პირები, გავიდა გარეთ და ნახა, რომ მოპარული იყო ზურგჩანთა, მასში მოთავსებული ხელსაწყოებით. ნ--–------ს ქ----------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტომანქანის მინის ჩამტვრევის გზით პირადი ნივთების მოპარვის ფაქტს ადასტურებს ასევე დაზარალებული ნ-----–---------------, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 09 იანვარს, გამთენიისას, მეზობელ ჯ--–------------ისგან შეიტყო, მისი ავტომანქანის გატეხვის შესახებ. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ ავტომანქანის წინა მარცხენა მინა მთლიანად იყო ჩამსხვრეული, საიდანაც მოპარული იყო ქურთუკი, სუნამოები, დანა და ფულადი თანხა.

მოწმის სახით დაკითხულ ა-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან თავად დაინახა საცხოვრებელი სახლის ეზოში უცხო პიროვნება, რომელმაც კარის გაღების დროს შეძლო გაქცევა და შემთხვევის ადგილიდან ავტომანქანით მიმალვა. გარეთ გასვლის დროს ნახა, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოდან მოპარული იყო მის ძმის კუთვნილი სამუშაო ხელსაწყოები.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ნ-----–-----–------ის გამოკითხვის ოქმებზე, სადაც იგი უთითებს, რომ სწორედ ბრალდებული გ--------------------- იყო ის პიროვნება, რომელმაც 2019 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 02:40 საათზე, ტაქსაობის დროს გააჩერა თანმხლებ პირთან ერთად ქ------ ქუჩისა და ი-------ს ქუჩების კვეთის მიმდებარედ და სთხოვა ჯერ ნ--–------ს ქუჩაზე, შემდეგ სხვა მისამართზე წაყვანა, რაშიც დაჰპირდნენ 20 ლარის გადახდას. მითითებულ ადგილზე მისვლისას, მათივე მოთხოვნით მანქანა გააჩერა ნ--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალი ნაწილის გვერდით, რის შემდეგაც გ--------------------- თანმხლებ მამაკაცთან ერთად გადავიდა ავტომანქანიდან და დაახლოებით 25-30 წუთში სირბილით დაბრუნდა უკან. გ--------------------- ჩაუჯდა წინ, ხოლო თანმხლები მამაკაცი დაჯდა უკან. გ----------------ურს მანქანაში ჩაჯდომის დროს ხელში ეკავა მოლურჯო ქურთუკი, რაც გადააწოდა უკან მჯდომ პიროვნებას, რომელსაც ასევე ხელში ეჭირა რაღაც ნივთები. ორივემ ერთხმად მოსთხოვეს მანქანის სწრაფად დაძვრა და გაქცევა. მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა ქურდობის ფაქტს და სთხოვა რაიმე შარში არ გაეხვიათ, რაზეც უპასუხეს „არხეინად ყოფილიყო და მოგვარდებოდნენ“. მოწმის გამოკითხვის ოქმებით ასევე დადგენილია, რომ ნ--–------ს ქუჩიდან აღნიშნული პიროვნებები გაიყვანა ვ-------, კერძოდ, მ---–---–-------------ის მიმდებარედ, სადაც მას ასევე მოსთხოვეს ავტომანქანის გაჩერება, რის შემდეგაც ორივე გადავიდა მანქანიდან და უკან დაბრუნდნენ დაახლოებით 5-10 წუთში. გ--------------------- და მისი თანმხლები პიროვნება სწრაფად ჩაუჯდნენ მანქანაში, რა დროსაც მისთვის უცნობ მამაკაცს, ხელში ეჭირა ჩანთა. მის შეკითხვაზე თუ რა ხდებოდა, უპასუხეს „დაიკიდე, გავიქცეთო“. სწრაფად დაძრა ავტომანქანა და გაეცალა მიმდებარე ტერიტორიას, რის შემდეგაც ორივე მათგანი დატოვა ქ---- ქუჩისა და გ-------–---–-ს გამზირის კვეთის მიმდებარედ. მისივე ინფორმაციით, მანქანიდან გადასვლის დროს, გ----------------ურთან ერთად მყოფმა პიროვნებამ საჩუქრად გადასცა ქანჩები, რაც მოთავსებული იყო მოშაო-მოყვითალო ჩანთაში, სადაც ასევე იდო სხვადასხვა ინსტრუმენტი. ავტომანქანიდან გადასვლის შემდგომ ნახა, რომ მათ ავტომანქანაში დარჩათ ქურთუკი, რაც ჩადო საბარგულში, ხოლო ჩანთა და მასში არსებული ქანჩები, ხელსაწყოებთან ერთად, შეინახა სახლში, გ-----------------------------ის ბინა N----ში, რაც შემდგომ ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა მისი ბინის ჩხრეკის დროს. მოწმის განმარტებით, 2019 წლის 09 იანვარს, ღამის საათებში, ძმასთან - გ--------–------ესთან ერთად იმყოფებოდა ს-------–---–-- ქ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა, ჩაუტარეს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ქურთუკი, რომელიც დარჩათ გ----------------ურს და მის თანმხლებ პირს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ბინიდან ამოღებული ჩანთა მასში მოთავსებული ქანჩებით და ხელსაწყოებით კი არის სწორედ ის ჩანთა, ქანჩები და ხელსაწყოები, რომლებიც გ----------------ურმა და მისმა თანმხლებმა პირმა 2019 წლის 09 იანვარს ავტომანქანით მგზავრობის დროს დაუტოვეს.

ის, რომ გ---------------------ს საცხოვრებელი სახლის და ნ-----–-----–------ის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ადგილი ჰქონდა დაზარალებულების: ნ-----–---------------- და ნ-----------------ის კუთვნილი ნივთების ამოღების ფაქტს, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა სრულად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ჩხრეკის ოქმებით. კერძოდ, „ტ-----------------ს“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით: K--------, ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ცისფერი სუნამოს ფლაკონი ცარიელ მდგომარეობაში, შავი მზის სათვალე და ლურჯი ნაჭრის კაპიუშონიანი ქურთუკი. გ------------------------------------ში მდებარე გ---------------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად კი, საძინებელ ოთახში, კედელთან, ბეტონის იატაკიდან ამოღებულ იქნა მოშავო-მოყვითალო ზურგჩანთა, წინა მხარეს წარწერით: „S-------------“, რომელსაც მოყვითალო ფერის ნაწილებზე ასევე აღენიშნება ქართულენოვანი წარწერა: „ნ----------“. ჩანთაში მოთავსებულია მონაცრისფრო მცირე ზომის ელ.მწყობილობა, მომრგვალო ფორმის მოშავო-მოწითალო სადენებიანი მოწყობილობა და პლასტმასის ხამუთები. რაც შეეხება ნ-----–-----–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს, დადგენილია, რომ ნ-----–-----–------ემ ნებაყოფლობით წარადგინა საძინებელ ოთახში პარკეტის იატაკის ზედაპირზე არსებული მოშაო-მოყვითალო ჩანთა, მასში არსებული სამუშაო ინსტრუმენტებით.

ჩხრეკის ოქმებში მითითებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია მოწმეების: ლ-–--------–----ის და გ-------------- ჩვენებებთან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გ------------------------------------ში მდებარე გ---------------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა ზურგჩანთა, მასში მოთავსებული ელ.სადენებით.

მოწმეების: ე-–----------------ის და დ-----------–-–---–-ს ჩვენებებით კი დადგენილია, რომ მონაწილეობა მიიღეს გ--------–------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა სათვალე, სუნამო და ლურჯი კაპიუშონიანი ქურთუკი.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ-------–-–----ის და ნ-------------–---–-ს ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ მონაწილეობა მიიღეს გ-----------------------------ის ბინა N----ში მდებარე ნ-----–-----–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, საიდანაც ამოღებულ იქნა ჩანთა მასში არსებული ხელსაწყოებით, ხოლო გ---------------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მოშაო-მოყავისფრო ჩანთა მასში არსებული ელ.სადენებით და ხამუთებით.

დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ფაქტის თვითმხილველ მოწმე ჯ--–------------ის ჩვენებასთან, რომელმაც 2019 წლის 09 იანვარს, გამთენიისას, ავტომანქანის სიგნალიზაციის ხმაზე გარეთ გახედვისას თავად დაინახა, რომ მის მეზობლად მცხოვრები ნ-----–---------------- კუთვნილი ავტომანქანის ორივე წინა კარი იყო ღია მდგომარეობაში, ხოლო ორმა პიროვნებამ, რომლებმაც მოასწრეს გაქცევა, ჩასხდნენ „ტ-----------------ს“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით: NK--------.

ის ფაქტი, რომ გ--------–------ის კუთვნილი „ტ-----------------ს“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით: NK--------, დანაშაულის ჩადენის ღამეს სარგებლობდა ნ-----–-----–------ე, რომელიც გადაადგილდებოდა გ---------------------ს და მისი თანმხლები პირის მითითებების შესაბამისად, გარდა ნ-----–-----–------ის ჩვენებისა, ასევე დასტურდება გ--------–------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, რითაც დადგენილია, რომ 2019 წლის 08 იანვარს, ღამის საათებში, სატაქსაოდ იყო გასული, საიდანაც სახლში დაბრუნდა 00:30 საათზე. სახლში დაბრუნების შემდგომ, აღნიშნული ავტომანქანა გადასცა მის ძმას - ნ-----–-----–------ეს, რომელიც ღამის საათებში ასევე გავიდა სატაქსაოდ. 2019 წლის 09 იანვარს, ღამის საათებში, ნ-----–-----–------ესთან ერთად იმყოფებოდა ს-------–---–-- ქუჩაზე, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერებინეს ავტომანქანა და ჩაუტარეს ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ქურთუკი, რაც ნ-----–-----–------ის განმარტებით მანქანაში დარჩა ერთ-ერთ მგზავრს.

ანალოგიური დასტურდება მოწმის სახით დაკითხულ კ----–--------------ის და გ------------------ ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილ იქნა ქურდობის ჩამდენი პირის და ნაქურდალი ნივთების ადგილმდებარეობა. კერძოდ, ნ--–------ს ქ----------ის მიმდებარედ ორი „ტოიოტას“ მარკის, ხოლო ერთი „ნისანის“ მარკის ავტომანქანების ქურდობაში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნება იყო, გ------------------------------------ში მცხოვრები გ---------------------, რომელიც იმავე საცხოვრებელ მისამართზე ინახავდა მანქანიდან მოპარულ ნივთებს. ამასთან, დადგენილ იქნა, რომ ნ--–------ს ქ----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანის გაქურდვის ჩამდენი ერთ-ერთი პიროვნება გ--------------------- დანაშაულის ჩადენის დროს მოძრაობდა ნ-----–-----–------ის მართვის ქვეშ მყოფი „ტ-----------------ს“ მარკის ავტომანქანით, რომელიც იმყოფებოდა ს-------–---–-- ქ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავტომანქანაში უნდა ჰქონოდა მოპარული ნივთები.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ დათვალიერების ოქმებზე, რითაც დასტურდება, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს გ---------------------ს და ნ-----–-----–------ის საცხოვრებელი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დაზარალებულთა კუთვნილი ნივთები. კერძოდ, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ნაჭრის კაპიუშონიანი ლურჯი ქურთუკი, რომლის ზედა მარცხენა მხარეს განთავსებულია ორი ჯიბე. ქურთუკი იკვრება ელვაშესაკრავით, ქურთუკის კაპიუშონი და ქურთუკის სახელოები იკვრება მეტალის ღილაკებით. ქურთუკს დაკრული აქვს ზომის მაჩვენებელი ნიშანი N54. შიდა მხარეს აქვს წარწერა ლათინური ასოებით: „Z------------”. ქურთუკს შიდა მარჯვენა და მარცხენა მხარეს აქვს ორი ჯიბე. მარჯვენა მხარეს განთავსებული ჯიბე იკვრება ელვაშესაკრავით. ქურთუკზე კაპიუშონი მაგრდება ელვაშესაკრავით. დათვალიერების ობიექტს ასევე წარმოადგენს მოშავო-მოყვითალო ჩანთა, გარე სათავსოებით, წარწერით: „ნ--“; რვა სახრახნისი, ტარზე დახვეული ლურჯი იზოლენტით; ორი ბრტყელტუჩა, ტარზე დახვეული იზოლენტით, ინიციალებით: „ნ--“; ოთხი მკვნეტარა, ინიციალებით: „ნ--“; ქანჩის ნაკრები შვიდი ქანჩით; საკანცელარიო დანა, თავისი სამი პირით; სალესი, ინიციალებით: „ნ--“; ორი კოლოფი, წარწერით: „ნ--“; კოლოფი მასში არსებული ცხრა ბურღით; ორი მოგრძო ზომის ბურღი; ცხრა მეტალის საგანი; ქანჩის კრებული, ორი ნაჭრით; ელექტროძაბვის მზომი მოწყობილობა, ლურჯი იზოლენტით, ინიციალებით: „ნ--“; ფანარი; პლასტმასის ქანჩი; პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული ჭანჭიკებით; ელექტროხერხის სათადარიგო პირი; ელსადენის გადასადენი ორი მოწყობილობა, ტარზე იზოლენტით; სალესის პირი; ჩაქუჩი, ინიციალებით: „ნ--“; შავ და ყვითელ ფერებში გაწყობილი ჩანთა, ინიციალებით: „ნ--“, ასევე სახელი „ნ------“; შვიდი შავი ელსადენის ხვეული; მომრგვალო ფორმის სასიგნალო მოწყობილობა და ორი პლასტმასის ხამუთი. ნ-----------------ის განმარტებით, აღნიშნული ნივთები არის მისი საკუთრება, რასაც იგი ყოველდღიურად იყენებდა და ზუსტად მის მიერ იქნა მისი სახელი და ინიციალები დაწერილი აღნიშნულ ნივთებზე.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, რითაც დადგენილია, რომ ნ-----–-----–------ემ ყოველგვარი იძულების გარეშე, ნებაყოფლობით მიუთითა ქ------ ქუჩაზე, სადაც თავის კუთვნილ მანქანაში ჩაისვა ორი პიროვნება. შემდგომ მიუთითა ნ--–------ს და ა-------ის ქუჩების კვეთაზე, სადაც გ--------------------- თანმხლებ მამაკაცთან ერთად გადავიდა მანქანიდან და უკან დაბრუნების შემდეგ წაიყვანა მ---–---–-ს ქუჩაზე, სადაც ორივე მათგანი კვლავ გადავიდა მანქანიდან და მალევე დაბრუნდნენ უკან, რა დროსაც მათ ხელში ეჭირათ ჩანთები. საბოლოოდ დაიძრნენ გ-------–---–-ს გამზირისკენ, სადაც მანქანიდან ჩამოსვა ორივე პიროვნება.

გ---------------------ს მიერ დაზარალებულების: ნ-----–---------------- და ნ-----------------ის კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს ასევე ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ამოცნობის ოქმი, რითაც უტყუარად დგინდება, რომ ნ-----–---------------მ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო რიგით პირველ ობიექტად განთავსებული ქურთუკი, რასთან დაკავშირებითაც განმარტა, რომ ქურთუკი მან ამოიცნო მისი შიდა მარჯვენა მხარეს განთავსებული ჯიბით, რაც იკვრება ელვაშესაკრავით და ქურთუკზე დამაგრებული კაპიუშონით, რაც მაგრდება ელვაშესაკრავით. ნ-----–---------------- განმარტებით, აღნიშნული სწორედ ის ქურთუკია, რაც მისი „ტ-----------------ს“ მარკის ავტომანქანიდან მოჰპარეს 2019 წლის 09 იანვარს სხვა ნივთებთან ერთად.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით არის ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ე.ი. ქმედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, როდესაც ჯგუფის წევრები იწყებენ მიზანმიმართულ და წინასწარ განსაზღვრულ ქმედებებს, მოცემულ შემთხვევაში, ფარულად დაეუფლონ სხვის ქონებას, რაც მათ მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს, წარმოადგენს ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

განსახილველ შემთხვევაში იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.

იმის შესაფასებლად, გ---------------------ს და მისი თანმხლები პირის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულებს ნამდვილად მიადგათ თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს თავად დაზარალებულების: ნ-----–---------------- და ნ-----------------ის ჩვენებების იმ ნაწილს, სადაც ისინი განმარტავენ, რომ 2019 წლის 09 იანვარს, მათი კუთვნილი ნივთების ქურდობის შედეგად, ნ-----------------ეს მიადგა 2000 ლარამდე, ხოლო ნ-----–---------------ს - 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. დაზარალებულებზე მიყენებული ზიანის ოდენობის შეფასების ნაწილში, სასამართლო ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, რითაც დადგენილია, რომ ნ-----------------ის კუთვნილი „S-----”-ის და „dewalt”-ის დასახელების სამსახურებრივი ხელსაწყოების და აღნიშნული ხელსაწყოების ჩასადები ჩანთების ღირებულება მთლიანობაში შეადგენს 745 ლარს. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ---------------------ს და მისი თანმხლები პირის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულებს: ნ-----------------ეს და ნ-----–---------------ს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი, ვინაიდან მათთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, ცალ-ცალკე მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ 150 ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ---------------------ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გ----------------ურმა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (02 ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ გ----------------ურს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე.

სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ---------------------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, მას სასჯელები უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. საბოლოო სასჯელი კი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ნ-----–-----–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: მოშავო-მოყვითალო ჩანთა, რვა სახრახნისი, ორი ბრტყელტუჩა, ოთხი მკვნეტარა, ცხრა სხვადასხვა ზომის ქანჩი, ორი საკანცელარიო დანა თავისი სამი პირით, სამი სალესი, ორი კოლოფი წარწერით „დევალტი“ მასში არსებული თოთხმეტი ბურღით, ორი მოგრძო ზომის ბურღი, ბრტყელთავიანი ბურღი, ცხრა მეტალის საგანი, ქანჩის კრებული ოცი ნაჭრით, ელექტრო ძაბვის საზომი მოწყობილობა, ფანარი, პლასტმასისტარიანი ქანჩი, პოლიეთილენის პარკში დაფასოებული ჭანჭიკები, ელექტრო ხერხის სათადარიგო პირი და ელექტრო სადენის გადასადენი ორი მოწყობილობა; „T-----”-ს მარკის „P-----”-ს მოდელის ავტომანქანის (სახელმწიფო N-------) ჩხრეკისას ამოღებული: სუნამოს ფლაკონი, შავი მზის სათვალე და ლურჯი ქურთუკი; „T-----”-ს მარკის „P-----”-ს მოდელის ავტომანქანა; ნ-----–-----–------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: მოშავო ტყავის ერთი წყვილი ხელთათმანი, მაჯის საათი, ჯაჭვი ჯვრით და ბეჭდით; გ---------------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ჩანთა მასში არსებული შვიდი ელექტრო სადენების ხვეულით, მცირე ზომის ელექტრო მოწყობილობით, მომრგვალო ფორმის სადენებიანი მოწყობილობით და პლასტმასის ხამუთებით, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ორ ლაზერულ დისკზე; ნ-----–-----–------ის ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები ლაზერულ დისკზე; გ---------------------ს ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები ლაზერულ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ-----–---------------- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

გ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ-----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ-----–---------------- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 04 (ოთხი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ-----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------------ურს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით, გ---------------------ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ გ----------------ურს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 იანვრის 19:43 საათიდან.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ნ-----–-----–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: მოშავო-მოყვითალო ჩანთა, რვა სახრახნისი, ორი ბრტყელტუჩა, ოთხი მკვნეტარა, ცხრა სხვადასხვა ზომის ქანჩი, ორი საკანცელარიო დანა თავისი სამი პირით, სამი სალესი, ორი კოლოფი წარწერით „დევალტი“ მასში არსებული თოთხმეტი ბურღით, ორი მოგრძო ზომის ბურღი, ბრტყელთავიანი ბურღი, ცხრა მეტალის საგანი, ქანჩის კრებული ოცი ნაჭრით, ელექტრო ძაბვის საზომი მოწყობილობა, ფანარი, პლასტმასისტარიანი ქანჩი, პოლიეთილენის პარკში დაფასოებული ჭანჭიკები, ელექტრო ხერხის სათადარიგო პირი და ელექტრო სადენის გადასადენი ორი მოწყობილობა; „T-----”-ს მარკის „P-----”-ს მოდელის ავტომანქანის (სახელმწიფო N-------) ჩხრეკისას ამოღებული: სუნამოს ფლაკონი, შავი მზის სათვალე და ლურჯი ქურთუკი; „T-----”-ს მარკის „P-----”-ს მოდელის ავტომანქანა; ნ-----–-----–------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: მოშავო ტყავის ერთი წყვილი ხელთათმანი, მაჯის საათი, ჯაჭვი ჯვრით და ბეჭდით; გ---------------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ჩანთა მასში არსებული შვიდი ელექტრო სადენების ხვეულით, მცირე ზომის ელექტრო მოწყობილობით, მომრგვალო ფორმის სადენებიანი მოწყობილობით და პლასტმასის ხამუთებით, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ორ ლაზერულ დისკზე; ნ-----–-----–------ის ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები ლაზერულ დისკზე; გ---------------------ს ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები ლაზერულ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე