გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1175-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი გვანცა ბერუაშვილი
მოსარჩელე - სს "თ-----------"
მოსარჩელის წარმომადგენელი - დ-----------------–---–ი
მოპასუხეები- ა----–----------ი, დ---------–----------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - ა----–----------ს და დ---------–----------ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 30237.45 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 27832.88 ლარი, დარიცხული სარგებელი - 1755.45 ლარი, პირგასამტეხლო - 649.12 ლარი. (თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა- 55 000 ლარი).
1.2. მოპასუხეს - ა----–----------ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 600 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 525.92 ლარი, პირგასამტეხლო - 74.08 ლარი.
1.3. მოპასუხეებს - ა----–----------ს და დ---------–----------ს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 27832.88 ლარზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი წლიური 16%, 2019 წლის 18 მაისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 4453.26 ლარს. (თავდების პასუხისმგებლობისს ზღვრული ოდენობა- 55 000 ლარი).
1.4. მოპასუხეებს - ა----–----------ს და დ---------–----------ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, სესხის ძირ თანხაზე - 27832.88 ლარზე დარიცხული 0.1%, ყოველდღიურად, 2019 წლის 18 მაისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში, რაც დღეში შეადგენს 27.83 ლარს, ხოლო ჯამურად - 2504.70 ლარს. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვროს ზღვრული თანხით (55 000 ლარი).
1.5. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N--------------- გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ა----–----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: გ-------------------–----------–------- 8-.1--1--3--. იპითეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად, თუ არ მოხდება კრედიტორის მიერ მოთხოვნილი დავალიანების სრულად დაფარვა, აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების - ა----–----------ის და დ---------–----------ის ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2012 წლის 23 აგვისტოს, სს ,,თიბისი ბანკს'' და ა----–----------ს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 2016 წლის 09 დეკემბერს.
გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 09 დეკემბერს სს ,,თიბისი ბანკს'' და ა----–----------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 50 000 ლარის ოდენობით, წლიური 16 %-ის დარიცხვით, 48 თვის ვადით. მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა თანდართული გრაფიკის შესაბამისად, გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გათავლისწინებული იყო ყოველდღიურად პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.50 %.
2012 წლის 23 აგვისტოს გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,თიბისი ბანკს'' და ა----–----------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება # 1--------------, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ა----–----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: გ-------------------–----------–------ 8-.1--1--3--.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 09 დეკემბერს, აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, სს ,,თიბისი ბანკს'' და დ---------–----------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება #-------------, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 55 000 ლარით.
2017 წლის 17 ივნისს სს ,,თიბისი ბანკს'' და ა----–----------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება N---------------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საბანკო კრედიტი 2524.72 ლარის ოდენობით 744 დღით. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად 106.70 ლარის გადახდით, სულ 24 გადახდა. გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.50 %-ის ოდენობით.
2019 წლის 17 მაისის მდგომარეობით, მსესხებლის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს:
N---------------- საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 30 237.45 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 27 832.88 ლარი, სარგებელი- 1755.45 ლარი, პირგასამტეხლო- 649.12 ლარი.
N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 606.82 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 525.92 ლარი, პირგასამტეხლო- 76.40 ლარი
მოპასუხის მიერ N---------------- საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბოლო თანხის გადახდა განხორციელდა 03.01.2019 წელს, ხოლო N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე- 13.02.2019 წელს.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხე ა----–----------მა შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სესხის ძირი თანხის ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში არ დაეთანხმა, რადგან მიაჩნია, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია, ასევე არ დაეთანხმა უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ოჯახი.
რაც შეეხება მოპასუხე დ---------–----------ს, მას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არცერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 23 აგვისტოს სს ,,თიბისი ბანკს'' და ა----–----------ს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #---------------, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაცემული საკრედიტო პროდუქტების ჯამური ლომიტი განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარით, წლიური მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი- 48 %, ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა- 15 წელი. 2016 წლის 09 დეკემბერს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
მტკიცებულება : საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #--------------- (ს.ფ. 21-28), შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 29-38)
3.1.2. 2016 წლის 09 დეკემბერს სს ,,თიბისი ბანკს'' და ა----–----------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 50 000 ლარის ოდენობით, წლიური 16 %-ის დარიცხვით და 48 თვის ვადით. მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა თანდართული გრაფიკის შესაბამისად, გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გათავლისწინებული იყო ყოველდღიურად პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.50 %.
მტკიცებულება: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N--------------- (ს.ფ. 39-41)
3.1.3. 2016 წლის 09 დეკემბერს, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს ,,თიბისი ბანკს'' და დ---------–----------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება #-------------, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 55 000 ლარით.
მტკიცებულება : თავდებობის ხელშეკრულება # 1------------ (ს.ფ. 45-48)
3.1.4. 2012 წლის 23 აგვისტოს გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,თიბისი ბანკს'' და ა----–----------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება # 1--------------, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ა----–----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: გ-------------------–----------–------- 8-.1--1--3--.
მტკიცებულება : იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.49-53), ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 54-55)
3.1.5. სს „თ-----------“-ს მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სს „თ-----------“-ს სასარგებლოდ არ შეუსრულებია. აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი სესხის დაფარვებით. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო განხორციელდა სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვა.
მტკიცებულება: სესხის დაფარვის გრაფიკი(ს.ფ. 42-43)
3.1.5 2017 წლის 17 ივნისს სს ,,თიბისი ბანკს'' და ა----–----------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება N---------------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საბანკო კრედიტი 2524.72 ლარის ოდენობით 744 დღით. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად 106.70 ლარის გადახდით, სულ 24 გადახდა. გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.50 %-ის ოდენობით.
მტკიცებულება: სესხის ხელშეკრულება; სესხის დაფარვის გრაფიკი;
3.1.6. 2019 წლის 17 მაისის მდგომარეობით მოპასუხე ა----–----------ს N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის სასრგებლოდ ერიცხება დავალიანება 30237.45 ლარი, ხოლო N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 606.82 ლარი.
მტკიცებულება: ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 69)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მოპასუხე მხარის მიერ ფაქტობრივი გარემოებებიდან სადაოდ მიჩნეულია პროცენტი(სარგებელი) და პირგასამტეხლო, რადგან თვლის, რომ შეუსაბამოდ მაღალია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,თ-----------ს" სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე-317-ე, 400-ე, 405-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ სს ,,თიბისი ბანკს” და ა----–----------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც სს ,,თიბისი ბანკს” წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. ბანკის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და გაიცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, მსესხებლის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მსესხებელს კრედიტი არ დაუფარავს და დაარღვია კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 09 დეკემბერს სს ,,თიბისი ბანკს'' და დ---------–----------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება # 1------------, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 55 000 ლარით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „თ-----------ს” მოთხოვნა დ---------–----------ის მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი(სარგებელი).
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის(სარგებლის) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალეებმა ვალდებულება არ შეასრულეს და არ გადაიხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეესაბამება სესხის ძირი თანხის ოდნობას, ასევე ხელშეკრულების დარღვევის ხარისხს, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს ანაზღაურება N--------------- ხელშერკულებიდან გამომდინარე 649.12 ლარის ოდენობით, ასევე სესხის ძირ თანხაზე- 27832.88 ლარზე დარიცხული 0.1% ყოველდღიურად, 2019 წლის 18 მაისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში, რაც დღეში შეადგენს 27.83 ლარს, ხოლო ჯამურად- 2504.70 ლარს.
ასევე ა----–----------ს უნდა დაეკისროს N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 606.82 ლარი, საიდანაც სესხის ძირია 525.92 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო- 76.40 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ იპოთეკიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე უნდა დაკმოყოფილდეს მოთხოვნა, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად ვერ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, აღსასრულებად მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. აღნიშნული გათვალისწინებულია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით;
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1133.86 ლარი. რა ნაწილშიც მოსარჩელემ სარჩელი ცნო იმის პროპორციული ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს ბიუჯეტიდან, ხოლო რა ნაწილშიც სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ სარჩელის არცნობის მიუხედავად, მისი პროპორციული ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს სს ,,თ-----------ს’’ (ს/ნ 204854595) სარჩელი მოპასუხეების: ა----–----------ის და დ---------–----------ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის თაობაზე.
2. მოპასუხეებს - ა----–----------ს (პ/ნ 1----------) და დ---------–----------ს (პ/ნ 1----------) სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 30237.45 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 27832.88 ლარი, დარიცხული სარგებელი - 1755.45 ლარი, პირგასამტეხლო - 649.12 ლარი. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობის ზღვრული თანხით (55 000 ლარი).
3. მოპასუხეს - ა----–----------ს (პ/ნ 1----------) სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 600 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 525.92 ლარი, პირგასამტეხლო - 74.08 ლარი.
4. მოპასუხეებს - ა----–----------ს (პ/ნ 1----------) და დ---------–----------ს (პ/ნ 1----------) სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 27832.88 ლარზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი წლიური 16%, 2019 წლის 18 მაისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 4453.26 ლარს. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობის ზღვრული თანხით (55 000 ლარი).
5. მოპასუხეებს - ა----–----------ს (პ/ნ 1----------) და დ---------–----------ს (პ/ნ 1----------) სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, სესხის ძირ თანხაზე - 27832.88 ლარზე დარიცხული 0.1%, ყოველდღიურად, 2019 წლის 18 მაისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში, რაც დღეში შეადგენს 27.83 ლარს, ხოლო ჯამურად - 2504.70 ლარს. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობის ზღვრული თანხით (55 000 ლარი).
6. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N--------------- გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ა----–----------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: გ-------------------–----------–------- 8-.1--1--3--. იპითეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად, თუ არ მოხდება კრედიტორის მიერ მოთხოვნილი დავალიანების სრულად დაფარვა, აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების - ა----–----------ის (პ/ნ 1----------) და დ---------–----------ის (პ/ნ 1----------) ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
7. მოპასუხეებს - ა----–----------ს (პ/ნ 1----------) და დ---------–----------ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 233.86 ლარის ანაზღაურება;
8. მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკს’’ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 21 ივნისს (საგადასახადო დავალება №1) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1133.86 ლარიდან 900 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი/ხაზინა: სახაზინო კოდი: 300063150, ბანკის კოდი: TRESGE22.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მამუკა ნოზაძე