გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210119003097269
#2/221-2019 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10.10.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს. ,,თ----------ი“
მოსარჩელის წარმომადგენელი: შ.პ.ს. ,,ტ-----“ - წარმომადგენელი ს-------- გ--------ა
მოპასუხე: ა------ კ--------ე
დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” თ----------ი”-ს (ს/კ 2-------- წარმომადგენელი შ.პ.ს.,,ტ-----“ წარმომადგენელი ს-------- გ--------ა) წარმომადგენელმა, მოპასუხე - ა------ კ--------ის (პ.№5----------, მის: საჩხერე, სოფელი შ----------) მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს N3530391-8557391 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 8911,35 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 6101 ლარი პროცენტი 807,61 ლარი და ჯარიმა არის 1991,84 ლარი და დაზღვევა 10,90 ლარი) გადახდა. 2019 წლის 10 ივლისიდან (დავალიანების ცნობა) ძირ თანხაზე- 6101 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 14,5 პროცენტი სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 73,72 ლარს.
2018 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების გადახდა 1941,96 ლარის ოდენობით( საიდანაც ძირი თანხაა 850 ლარი, პროცენტი 330,46 ლარი და ჯარიმა 761,50 ლარი )
1.2.სს „ თ----------ი“-ს წარმომადგენელი სარჩელში მიუთითებს, რომ სს „ თ----------სა და ა------ კ--------ეს შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის # 3530319-8557391 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14.5% -ით, კრედიტის ვადა 2020 წლის 10 ოქტომბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0, 5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.
ა------ კ--------ემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2018 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ არ მომხდარა არსებული საკრედიტო დავალიანების დაფარვა, ასევე, ასევე მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებდა თანხის გადახდის ვალდებულებას.
სს : თ----------სა“ და ა------ კ--------ეს შორის 2018 წლის 9 თებერვალს დაიდო საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა-365 დღე(12 გადახდა). ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილების დღეს არსებული ძირითადი თანხის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ა------ კ--------ის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის 19 სექტემბრის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა. ასევე მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა , ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
1.3.მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 405,21ლარის დაკისრებას, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის დაკისრებას, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 80 ლარისა და ადვოკატის მომსახურეობის ხარჯების დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარის გადახდას.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე ა------ კ--------ეს შესაგებელი არ შემოუტანია, თუმცა იგი გამოცხადდა მოსამზადებელ სხდომაზე და განმარტა, რომ იგი დიდი ხანია ურთიერთობს მოსარჩელესთან. ორივე ხელშეკრულებაში ცნობს ძირ თანხას, კერძოდ საბანკო კრედიტის N 3530319-8557391 ხელშეკრულებიდან ცნობს 6101 ლარს, ხოლო 2018 წლის 9 თებერვლის საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან ცნობს 850 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ სს „ თ----------სა და ა------ კ--------ეს შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის # 3530319-8557391 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14.5% -ით, კრედიტის ვადა 2020 წლის 10 ოქტომბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0, 5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია გადახდის ვადა. ა------ კ--------ეს ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2018 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ არ გადაუხდია სესხი.
2019 წლის 11 ივლისს მოსარჩელის მიერ გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია რომ 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით # 3530319-8557391 სესხზე დავალიანება არის 8911,35 ლარის საიდანაც ძირი თანხაა 6101 ლარი პროცენტი 807,61 ლარი და ჯარიმა არის 1991,84 ლარი და დაზღვევა 10,90 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.23-26)
-დავალიანების ცნობა(ს.ფ.53)
-გრაფიკი (ს.ფ.25-26)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია რომ სს „ თ----------სა“ და ა------ კ--------ეს შორის 2018 წლის 9 თებერვალს დაიდო საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა-365 დღე(12 გადახდა). ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილების დღეს არსებული ძირითადი თანხის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია გადახდის ვადა. ა------ კ--------ეს ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2018 წლის 19 სექტემბრის შემდეგ არ გადაუხდია სესხი.
2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით ა------ კ--------ეს 2018 წლის 9 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1941,96 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 850 პარი, პროცენტი/სარგებელი 330.46 ლარი და ჯარიმა 761.50 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.30-31)
-დავალიანების ცნობა(ს.ფ.53)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 03 ოქტომბრის პოლისით N3530391-8557391 დაზღვეულია მსესხებლის -ა------ კ--------ის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიაა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0,72 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- ხელსეკრულება (ს.ფ.27-29)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს.,, თი ბი სი ბანკი“-ს სარჩელი ა------ კ--------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის რომ პროცენტი უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების შეწყვეტამდე , ხოლო მიუღებელი შემოსავალი ნაწილობრივ უნდა დაეკისროს. პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს თითოეულ ხელშეკრულებაზე გონივრულ ფარგლებში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
6.2. დადგენილია რომ სს „ თ----------სა და ა------ კ--------ეს შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის # 3530319-8557391 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14.5% -ით, კრედიტის ვადა 2020 წლის 10 ოქტომბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0, 5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია გადახდის ვადა. ა------ კ--------ეს ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2018 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ არ გადაუხდია სესხი.
2019 წლის 11 ივლისს მოსარჩელის მიერ გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია რომ 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით # 3530319-8557391 სესხზე დავალიანება არის 8911,35 ლარის საიდანაც ძირი თანხაა 6101 ლარი პროცენტი 807,61 ლარი და ჯარიმა არის 1991,84 ლარი და დაზღვევა 10,90 ლარი.
6.3. დადგენილია რომ სს „ თ----------სა“ და ა------ კ--------ეს შორის 2018 წლის 9 თებერვალს დაიდო საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა-365 დღე(12 გადახდა). ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილების დღეს არსებული ძირითადი თანხის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია გადახდის ვადა. ა------ კ--------ეს ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2018 წლის 19 სექტემბრის შემდეგ არ გადაუხდია სესხი.
2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით ა------ კ--------ეს 2018 წლის 9 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1941,96 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 850 პარი, პროცენტი/სარგებელი 330.46 ლარი და ჯარიმა 761.50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოდინარე # 3530319-8557391 ხელშეკრულებით და 2018 წლის 9 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პროცენტი და სასამართლო თვლის , რომ მოპასუხეს პროცენტი უნდა დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტამდე 2019 წლის 11 ივლისის მდგომარეობით გაცემული დავალიანების ცნობის მიხედვით.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“
სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. (საქმე №ას-681-652-2016 17 თებერვალი, 2017 წელი,)
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების დარღვევის გამო მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით, უნდა დაეკისროს გადაუხდელი ძირი თანხის 10 პროცენტი , კერძოდ 610 ლარი და 10 თეთრი.
უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
დადგენილია, რომ 2016 წლის 03 ოქტომბრის პოლისით N3530391-8557391 დაზღვეულია მსესხებლის -ა------ კ--------ის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიაა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0,72 %.
სარჩელის შემოტანით ხელშეკრულება შეწყდა , შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ # 3530319-8557391 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა დაეკისროს, დაზღვევა 10ლარის და 90 თეთრის გადახდა.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
სს „ თ----------სა და ა------ კ--------ეს შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს დადებული საბანკო კრედიტის # 3530319-8557391 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა შემცირდეს შეთანხმებული პირგასამტეხლო და ა------ კ--------ეს პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 610 ლარი და 10 თეთრი.
სს „ თ----------სა“ და ა------ კ--------ეს შორის 2018 წლის 9 თებერვალს დადებული საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ა------ კ--------ეს პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 85 ლარი .
6.6. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.7.ამდენად სასამართლო თვლის , რომ ა------ კ--------ეს უნდა დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ (# 3530319-8557391 ხელშეკრულება) 8139 ლარის და 71 თეთრის გადახდა (საიდანაც 6101 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 807ლარი61 თეთრი , პირგასამტეხლო არის 610 ლარი 10 თეთრი, დაზღვევა არის 10 ლარი და 90 თეთრი, მიუღებელი შემოსავალი 610 ლარი 10 თეთრი, ).
ა------ კ--------ეს უნდა დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ (2018 წლის 9 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან) 1265 ლარისა და 46 თეთრი (საიდანაც 850 ლარი არის ძირი თანხა, 330ლარი და 46 თეთრი არის პროცენტი ხოლო 85 არის პირგასამტეხლო).
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ა------ კ--------ემ ყველა ხელშეკრულებაზე ძირი თანხის ნაწილში ცნო სარჩელი შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. სს. ,, თ----------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს 208 (ორასრვა) ლარი და 53 (ორმოცდაცამეტი) თეთრი .
ა------ კ--------ეს უნდა დაეკისროს სს. ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ 73 ლარისა და 63 თეთრის , 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და 80 ლარის (აკრძალვის რეგისტრაციის საფასური) გადახდა.
სასამართლო თვლის , რომ ა------ კ--------ეს უნდა დაეკისროს სს. ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.ს. ,, თ----------ი“-ს (ს/კ2--------) სარჩელი ა------ კ--------ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.ა------ კ--------ეს დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ (# 3530319-8557391 ხელშეკრულება) 8139 ლარის და 71 თეთრის გადახდა (საიდანაც 6101 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 807ლარი61 თეთრი , პირგასამტეხლო არის 610 ლარი 10 თეთრი, დაზღვევა არის 10 ლარი და 90 თეთრი, მიუღებელი შემოსავალი 610 ლარი 10 თეთრი, ).
1.2. ა------ კ--------ეს დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ (2018 წლის 9 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან) 1265 ლარისა და 46 თეთრი (საიდანაც 850 ლარი არის ძირი თანხა, 330 ლარი და 46 თეთრი არის პროცენტი ხოლო 85 ლარი არის პირგასამტეხლო).
2. სს. ,, თ----------ი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 208 (ორასრვა) ლარი და 53 (ორმოცდაცამეტი) თეთრი (საგადასახადო დავალება №20, გადამხდელის ბანკი - სს „თ----------ი“, გადახდის თარიღი 11.07.2019წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 441.18 ლარი, გადამხდელი - სს „თ----------ი“ ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.
3. ა------ კ--------ეს უნდა დაეკისროს სს. ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ 73 ლარისა და 63 თეთრის , 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და 80 ლარის (აკრძალვის რეგისტრაციის საფასური) გადახდა.
ა------ კ--------ეს დაეკისროს სს. ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები 100(ასი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი