განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003131773
საქმე №1/677-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
1-.10.2019 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: გუ------------–--ე;
დაცვის მხარე
ადვოკატი: კო---------ე;
ბრალდებული: გრ-----–ი თვ-----ე
მამის სახელი: სი----ი
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
მცხოვრები: ცა----ის რაიონი, სოფელი ლა--–-–ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
ბრალდების არსი: ოჯახის წევრის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 2019 წლის 13 ივლისს, საღამოს საათებში, ქუ-----ში, ლე---–--ის ქუჩა №1---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გრ-----– თვ-----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მი------ა თო-------ას. კერძოდ, ემუქრებოდა, რომ დანით ყელს გამოჭრიდა. გრ-----– თვ-----ის ქმედების შედეგად მი------ა თო-------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2 2019 წლის 19 ივლისს, ღამის საათებში, ქუ-----ში, ლე---–--ის ქუჩა №1---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გრ-----– თვ-----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მი------ა თო-------ას. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. გრ-----– თვ-----ის ქმედების შედეგად მი------ა თო-------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის წევრის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გი---------------ემ განმარტა, რომ - ის პოლიციაში მუშაობს 2004 წლიდან, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 19 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ირიცხებოდა ოპერატიულ ჯგუფში. ის და მისი მეწყვილე გი-------------ე იმყოფებოდნენ ერთად, დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა დაწყებული, როდესაც პოლიციის მე-5 განყოფილების ოპერატიულმა მორიგემ დაურეკა მის მეწყვილეს გი-------------ეს და უთხრა, რომ ქალაქ ქუ-----ში ლე---–--ის ქუჩა №1-- იყო ოჯახურ კომფლიქტთან დაკავშირებით შეტყობინება შემოსული, სადაც გრ-----– თვ-----ე ითხოვდა პოლიციის დახმარებას. აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით გავიდნენ გი---------------ე და გი-------------ე, ადგილზე მისვლისას, შეტყობინების ინიციატორი დახვდათ ეზოში, ილანძღებოდა და მის მეუღლეს მი------ა თო-------ას აყენებდა სიტყვიერ შეურაცყოფას, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რომ მოკლავდა მას და აღნიშნულ სიტუაციას არ შეარჩენდა და მოთხოვდა პასუხს: „არ გაპატიებ, მოგკლავ მაინც“. მათ მოუწოდეს მას, რომ დაწყნარებულიყო. აღნიშნული ქმედება მოახსენეს ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დააკავეს გრ-----–ი თვ-----ე, შეადგინეს შესაბამისი დაკავების ოქმი, ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს პოლიციის მე-5 განყოფილებაში შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. დაკავების ოქმი შეადგინა გი-------------ემ, ხელი მოაწერა გი---------------ემ. მოწმის განმარტებით მას ზუსტად არ ახსოვს მოაწერა თუ არა ხელი ბრალდებულმა. დაზარალებულმა მათ განუცხადა, რომ მას ბრალდებული აყენებდა სიტყვიერ შეურაცყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც იყო შეშინებული. მათი მისვლიდან მალევე, ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციაც, თუმცა მას მათი სახელები და გვარები არ ახსოვს. შიგნით არ შესულან, რადგან დაზარალებული იმყოფებოდა ეზოში და მაქსიმალურად მოახერხეს სიტუაციის განმუხტვა და დააკავეს გრ-----– თვ-----ე. მოწმის განმარტებით ის იცნობდა ბრალდებულს, იქედან გამომდინარე, რომ მასზე წარსულში იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომლის კონტროლსაც ახორციელებდა, მას არაერთხელ განემარტა, რომ არ მისულიყო აღნიშნულ მისამართზე, თუმცა მან შემკავებელი ორდერი დარღვია, რის გამოც აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გი-------------ემ განმარტა, რომ - 2019 წლის 19 ივლისს უბნის ინსპექტორ გი---------------ესთან ერთად, ახორციელებდა ტერიტორიაზე შემოვლას სამსახურეობრივი ავტომობილი, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ქუ-----ში ლე---–--ის ქუჩა №1---ში მოქალაქე გრ-----–ი თვ-----ე ითხოვდა დახმარებას, რადგან მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი. ადგილზე მისვლისას ეზოში დახვდათ გრ-----– თვ-----ე, რომელიც აგინებდა მის მეუღლეს, მი------ა თო-------ას და ემუქრებოდა მოკვლით, რადგან ის მას სახლში არ უშვებდა. მათ დააკავეს გიორგი თვ-----ე, გი-------------ემ შეავსო დაკავების ოქმი, განუმარტა ბრალდებულს უფლებები, ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს პოლიციას მეხუთე განყოფილებაში. ოქმს ხელი მოაწერა თავად გი-------------ემ, განყოფილებაში პირადად გაეცნო გრ-----–ი თვ-----ე და მოაწერა ხელი, ოქმის ასლი გადასცა მას. ადგილზე მისვლისას მი------ა თო-------ა სახლის კარებთან იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ გრ-----– თვ-----ე აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცყოფას და ემუქრებოდა მოკვლით, რადგან ის არ უშვებდა სახლში. დაკავებისას ადგილზე იყო ასევე გი---------------ე. ისინი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ერთდროულად მივიდნენ ადგილზე. მოწმეს როგორც ახსოვს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეავსეს შემაკავებელი ორდერი, თუმცა როგორც განმარტა ზუსტად არ იცის. სამართალდამცველებისთვის ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მათ ადგილზე ზედაპირულად დაათვალიერეს გრ-----– თვ-----ე და არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოუჩენიათ. მოწმის თქმით ბრალდებული იყო ნასვამ მდგომარეობაში, რაც თვითონ დაადასტურა და პოლიციელებს უთხრა, რომ 2 კათხა ლუდი ჰქონდა დალეული. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მი------ა თო-------ამ (დაზარალებული) განმარტა, რომ - 2014 წლის 24 ნოემბერს ცა----ის რაიონის სოფელი ლა--–-–ში დაქორწინდა გრ-----– თვ-----ეზე. მათ ჰყავთ ორი შვილი, 3 წლის მა----- თვ-----ე და 2 წლის ნი---- თვ-----ე. დაოჯახების შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ სოფელ ლა--–-–ში. დაახლოებით ერთი წელია რაც გადმოვიდნენ ქუ-----ში და ცხოვრობდნენ გო----–---–ის ქუჩა №1--ში. ქუ-----ში გადმოსვლის შემდეგ მისი მეუღლე ხშირად დადიოდა ბავშვებთან, ნახულობდა მას მაგრამ მის მიმართ იყო ყოველთვის აგრესიული. ბრალდებული გრ-----– თვ-----ე აზიანებდა მი------ა თო-------ას სამსახურეობრივ ფორმასაც, რადგანაც არ სურდა, რომ ის სამსახურში არ წასულიყო. ამჟამად დაზარალებული დასაქმებულია კერძო დაცვაში, ,,ვი--------------------’’-ში. დაახლოებით ორი წელია რაც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ბოლოს ხელის დარტყმამდეც მივიდა საქმე, რაზეც ბრალდებული მას ეუბნებოდა, რომ აზრზე მოსასვლელად ურტყამდა. 2019 წლის 6 თებერვალს გრ-----–ი თვ-----ე სახლში მივიდა მათთან ნასვამ მდგომარეობაში და ითხოვდა, რომ მოწმე მი------ა თო-------ას მისი დედა გაეგდო, ნაქირავები ბინიდან, რომელიც დაზარალებულს ჰქონდა დაქირავებული. ამავე დროს დაიწყო ქვების აღება და კარზე სროლა, რომ აურზაური გამოეწვია და ამბობდა: „დაგხოცავთ, მოგკლავთ, გადადით, წადით, მოშორდით“, როდესაც დაზარალებული დედამისთან წავიდოდა, გრ-----– თვ-----ე მივიდოდა ღობეებს დახსნიდა, დალეწავდა. მი------ა თო-------ამ განმარტა, რომ მას ბინა ჰქონდა დაქირავებული, მაგრამ მფლობელმა გამოუშვა, იმიტომ, რომ არ სურდა მისი ქმარი იქ მისულიყო, რადგანაც არეულობას აწყობდა. რამოდენიმეჯერ ბრალდებულმა მას გაუგზავნა სასწრაფო, სახანძრო, ხოლო შემდეგ „ღადაობდა“ ამით. მოწმემ განმარტა, რომ დაახლოებით იქნება 6 თვე, რაც ლე---–--ის ქუჩაზე გადავიდა შვილებთან ერთად, ეს სახლი დაგირავებული ჰქონდა მათთვის გრ-----– თვ-----ეს 3000 (სამი ათას დოლარად). მისი მეუღლე იქაც მიდიოდა და ნახულობდა ბავშვებს, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, უბრალოდ დაზარალებული თავს არიდებდა მას, გარეთ გამოდიოდა როდესაც ის მოდიოდა და ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდა მეზობელთან. მისი მეუღლე ყველანაირად იმუქრებოდა რომ მას მოკლავდა. პირველი შემაკავებელი ორდერი გრ-----– თვ-----ის მიმართ გამოიცა მაშინ, როდესაც ისინი ცხოვრობდნენ გო----–---–ის ქუჩაზე №1--ში, თუმცა იმავე დღესვე დაარღვია, მაგრამ დაზარალებულს არ განუცხადებია. 2019 წლის 13 ივლისს, მი------ა თო-------ა მის შვილებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, ლე---–--ის ქუჩა №1---ში, როდესაც გრ-----– თვ-----ე მივიდა მათთან, ნასვამ მდგომარეობაში. დაზარალებულმა დატოვა ისინი, თუმცა თვ-----ე ამაზე ბრაზდებოდა, თუ რატომ გადიოდა მი------ა ოთახიდან და ტოვებდა მათ მარტო. მოწმეს კი ამის მიზეზი ჰქონდა, რადგან ეშინოდა თავისი მეუღლის. ბავშვების დაძინების შემდეგ, მი------ა მდივანზე იჯდა, რა დროსაც გრ-----– თვ-----ე მიიწია მისკენ, ამოიღო დანა, რომელიც იყო მოოქროვილი, ოქროსფერში, მიუწია ახლოს და უთხრა, რომ გამოჭრიდა ყელს. იმ დღეს მართლა შეეშინდა და ეს შიში დღესაც დაყვება. მოწმემ განმარტა, რომ მას სახლში გაჩერებაც ეშინია, ბინა მათ თვ-----ემ დაუგირავათ, დაზარალებული კარზე სკამებს დგამს, რომ სახლში არავინ მივიდეს. დანით დამუქრების შემდეგ ბრალდებული ადგა და გავიდა გარეთ. 2019 წლის 17 ივლისს მი------ა თო-------ას დაურეკა მისმა ძმამ და უთხრა, რომ გრ-----– თვ-----ე ვერ უკავშირდებოდა და დაერეკა მისთვის. ამის მიზეზი ის იყო, რომ მოწმეს გრ-----–ი დაბლოკილი ჰყავდა მისი ნომრით მობილურში და ის ვერ ახერხებდა დარეკვას. მოწმემ მართლაც დაურეკა მას, ხოლო გრ-----– თვ-----ემ უთხრა რომ ბინა იმ დღესვე უნდა დაეცალათ და ფული მიეცა ბინის მეპატრონისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავიდოდა მასთან და კარგი დღე არავის არ დაადგებოდა. დაზარალებულმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ ერთი წელი იცხოვრებდა ამ ბინაში, რომ თავშესაფარი ჰქონოდა, თუმცა ის იმ დღესვე ითხოვდა ბინის დაცლას. მოწმე მი------ა თო-------ამ განმარტა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდა მისი ნათესავი, დედამისის ბიძაშვილის შვილი ვა-–---ი ხვ---ა, რომელიც იყო სტუდენტი და მას თავად შესთავაზა დროებით მის ბინაში გაჩერება. გრ-----– თვ-----ემ, როდესაც გაიგო ამის შესახებ, ითხოვდა, რომ სახლიდან გაეგდო ვა-–---ი ხვ---ა, თორემ მივიდოდა მათთან და ყველას დახოცავდა. ის მართლაც მივიდა მი------ასთან გვიან საღამოს, დაახლოებით პირველი საათი იყო დაწყებული, შევიდა სახლში, ბავშვებს მიუტანა კანფეტები და ამავე დროს დაიწყო ყვირილი. დაზარალებული ეუბნებოდა, რომ დაწყნარებული, თუმცა ბრალდებული არ წყნარდებოდა და ითხოვდა, რომ ამ ბინიდან ყველანი გასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას დახოცავდა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო, მეზობელი სახელად მა----–ი, რომლის გვარიც დაზარალებულს არ ახსოვს. ვა-–---ი ხვ---აც იმყოფებოდა გვერდით ოთახში, თუმცა მი------ას ის დარიგებული ჰყავდა, რომ მას და მის მეუღლეს პრობლემები ჰქონდათ და იმ შემთხვევაში თუ ის იქ მივიდოდა არ ჩარეულიყო და არ გამოსულიყო ოთახიდან. ამ ფაქტის გამო მოწმემ უთხრა გრ-----– თვ-----ეს, რომ დარეკავდა 112-ში, თუმცა თვ-----ემ მოასწრო გარეთ გასვლა და თვითონ დაურეკა პოლიციას. ბრალდებული 2019 წლის 19 ივლისს ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით, რომელიც აღიქვა რეალურად. მი------ა თო-------ამ ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. ის გამომძიებელმა ექსპერტთან ერთად წაიყვანა შემთხვევის ადგილზე, სადაც მან მიუთითა კონფლიქტის ადგილები. გრ-----– თვ-----ე პოლიციამ დააკავა გარეთ, ეზოში. მოწმემ განმარტა, რომ მისი სურვილია ცოტა ხნით მაინც იყოს დაცული თავის შვილებთან ერთად და არ უნდა, რომ მასთან ვინმემ, მეუღლის მხრიდან კავშირი იქონიოს. ამ ეტაპისთვის ის სახლ-კარის გარეშეა და საზღვარგარეთ აპირებს წასვლას. ბრალდებულის ოჯახის წევრებს, არც ერთხელ არ დაურეკიათ და არ მოუკითხიათ ბავშვები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გრ-----– თვ-----ემ (ბრალდებული) განმარტა, რომ - მი------ა თო-------ასთან ქორწინებაში იმყოფება 2017 წლის 01 იანვრიდან. მათ ჰყავთ ორი შვილი. მოყვანიდან რამდენიმე ხანი, დაახლოებით თვენახევარი, ცხოვრობდნენ სოფელ ლა--–-–ში, ხოლო მერე გადმოვიდნენ ქუ-----ში. ამავე წელს ბრალდებული, რომელიც მსახურობდა ჯარში, ავღანეთში წავიდა რათა შეეძინა ბინა, იმის გამო, რომ მის მეუღლეს არ სურდა სოფელში ცხოვრება. მისი არ ყოფნის დროს მი------ა თო-------ა, რომელიც მეორე ბავშვზე იყო ორსულად ჯერ იმყოფებოდა დედამთილთან სოფელში, ხოლო შემდეგ გადავიდა დედამისთან. მან მეუღლეს სთხოვა, რომ დედამისს თანხა სჭირდებოდა, რაზეც გრ-----– თვ-----ეს უარი არ უთქვამს და მართლაც ასესხა თანხა მათ იმ პირობით, რომ როცა დაბრუნდებოდა საქართველოში ისინი დაახვედრებდნენ ამ თანხას, რადგანაც მას სურდა ბინის დაგირავება, თუმცა მას შემდეგ რაც ის დაბრუნდა უკან, არანაირი თანხა მასეზე არ მიუციათ. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის ფაქტს მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის 07 ივლისს მივიდა ლე---–--ის ქუჩაზე თუმცა დაბრუნდა 8 ივლისს, რადგანაც მეზობელს ჰქონდა ორმოცი და დახმარება სთხოვეს მას. მოწმემ დანასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მას დანა არასდროს არ უტარებია, შეიძლება ნადირობის დროს მხოლოდ ან სამსახურში რამეზე თუ სჭირდებოდა, მითუმეტეს ბავშვებთან დანას არ ატარებდა. ვინმეს მოკვლა რომ ნდომებოდა მაშინ მოკლავდა და არ დაემუქრებოდა. ზოგადად ის არ ცხოვრობდა მეუღლესთან მი------ა თო-------ასთან იმის გამო, რომ დეკემბერში გარდაიცვალა მამამისი და ამიტომ სოფელში იყო ხოლმე ამის გამო უფრო, თუმცა აქეთაც მოდიოდა ხოლმე. 2019 წლის 19 ივლისს მივიდა ლე---–--ის ქუჩაზე, მანამდე ბავშვებისათვის იყიდა ტკბილეული. როცა მივიდა მი------ამ უთხრა თუ რა უნდოდა და რის გამო მივიდა, რაზეც გრ-----– თვ-----ემ უპასუხა, რომ მივიდა ბავშვების სანახავად, ამან აგრესია გამოიწვია მასში. ბავშვებს ეძინათ მდივანზე, ხოლო მას სურდა ეკოცნა მათზე, რასა სთხოვდა მი------ას. ვა-–---იან ხვ---ას რაც შეეხება მი------ამ მას დაურეკა 17 ივლისს და უთხრა, რომ მასთან იმყოფებოდა მისი ნათესავი და უნდოდა რომ მასაც სცოდნოდა ამის შესახებ, რადგანაც შესაძლებელია სხვებსაც დაენახათ და სხვანაირად არ გაეგო. აუხსნა, რომ ვა-–---იან ხვ---ა იყო მისი ბიძაშვილი, თუმცა გრ-----– თვ-----ემ ვერ გაიხსენა ის, რადგანაც არ იცნობდა. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც სახლში მივიდა მეუღლესთან უთხრა მას, რომ გარეთ გასულიყვნენ ,,ბალკომზე’’ და იქ ესაუბრათ, ხოლო მი------ამ უთხრა, რომ წასულიყო, რადგანაც მისი ადგილი არ იყო იქ. გამოვიდნენ ,,ბალკომზე’’ რა დროსაც გრ-----–მა სთხოვა მი------ას გამოეყვანა ვა-–---იან ხვ---ა, რადგანაც სურდა მისი ნახვა, თუმცა მი------ა უხსნიდა, რომ ის იყო მისი ახლობელი. მაშინ მან უთხრა, რომ ის წავიდოდა და მეორე დღეს ჩამოიყვანდა აქ მი------ას ძმას და მამას, ჰკითხავდა რამდენად მისაღები იყო მისი ასეთი ქცევა. ამ დროს მი------ა თო-------ამ უთხრა მას, რომ დარეკავდა პოლიციაში, თუმცა მან დაასწრო დარეკვა, რადგანაც სურდა რომ ისინი მოსულიყვნენ და აეხსნა მათთვის რეალური სიტუაცია, ის რომ ბავშვებს არ ანახებდნენ. მართლაც მალევე მოვიდა პოლიცია, რა დროსაც მათ ჰკითხეს გრ-----–ის თუ რატომ მივიდა მეუღლესთან სახლში, ის უკვე გაფრთხილებული იყო, იმის თაობაზე, რომ არ უნდა შეეწუხებინა ისინი, თუმცა მოწმემ მათ განუმარტა, რომ სურდა მისი შვილების ნახვა და ეს იყო მისი იქ მისვლის მიზეზი, რაზეც უთხრეს, რომ მაინც არ შეიძლებოდა რომ მისულიყო მი------ა თო-------ასთან. გრ-----– თვ-----ემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რადგანაც მან თავად გამოიძახა პოლიცია იმის გამო, რომ მი------ა არ ანახებდა ბავშვებს, ხოლო მათ კი აქეთ დასდეს ბრალი და დააკავეს. მოწმის განმარტებით ბავშვებს ძირითადად ის ეხმარებოდა და ისინი დედამისის გაზრდილები არიან. მი------ას დედას უკმაყოფილება ჰქონდა გრ-----–თან და მი------აც დედამისის მხარეს იჭერდა. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მა---------–---მ (ექსპერტი) განმარტა, რომ – 2019 წლის 19 ივლისს შუადღისთვის მათთან შევიდა შეტყობინება, ელექტრონული სახით, მე-5 განყოფილებიდან, რის შემდეგაც გამოცხადდა პოლიციის მე-5 განყოფილებაში, სადაც დახვდა გამომძიებელი ბე-----------ე და უთხრა, რომ გადიოდნენ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად. დაიწყეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მანდილოსანთან ერთად, რომლის სახელი და გვარიც არ ახსოვს, ექსპერიმენტი ტარდებოდა ფოტო გადაღებით. მათ დააფიქსირეს, რომ პიროვნება იყო გრ-–-–---–ის ქუჩაზე, წამოვიდნენ და-----------------------ს ქუჩაზე, სადაც შევიდნენ საკუთარ სახლში და მანდილოსანმა აღნიშნა, რომ მისმა მეუღლემ სწორედ აქ დანის მუქარით განახორციელა ძალადობა და მიუთითა ადგილმდებარეობა თუ სად იყო, რაც დასურათდა. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ჭო--–ი, და-----------------------ს ქუჩაზე, ზუსტი მისამართი არ ახსოვს, ასევე არ ახსოვს სახლის ტიპი. სახლის შიგნით იყო ერთ ოთახი, რომელიც გატიხრული იყო ფარდით და ასევე იყო მეორე ოთახი, სადაც მანდილოსანმა მიუთითა საწოლზე, სადაც განხორციელდა ძალადობა მის მიმართ. მოწმემ განმარტა, რომ მას ზუსტად არ ახსოვს თუ რა განაცხადა დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ოქმს ხელი მოაწერეს მონაწილე პირებმა. რაიმე სახის ნივთი, საგამოძიებო მოქმედების დროს ამოღებული არ ყოფილა. სახლში ყველაფერი დასურათდა, დაფიქსირდა და გარეთ ადგილმდებარეობაც დასურათდა. სახლში როცა მივიდნენ, იქ არავინ არ დახვდათ. დაზარალებულს არ აღუწერია დანა, რომლითაც მას დაემუქრნენ, მან მხოლოდ ახსენა ის. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გი---------------ე განმარტა, რომ - 19 ივლისს ღამის საათებში, შემოვიდა შეტყობინება, ოჯახური კონფლიქტის ფაქტთან დაკავშირებით ლე---–--ის ქუჩაზე. შეტყობინების ინიციატორი იყო გრ-----– თვ-----ე. ადგილზე მისვლისას ბრალდებული ეზოში იმყოფებოდა და გაესაუბრნენ, რომელმაც განმარტა, რომ სახლი სადაც ის და მისი მეუღლე ერთად ცხოვრობდნენ, ჰქონდათ დაგირავებული და მისი განმარტებით, მასაც და მის მეუღლესაც თანაბარი უფლება ჰქონდათ ამ სახლში ყოფნის. როგორც შემდეგ გაირკვა გირავნობის ხელშეკრულება უკვე ამოწურული იყო. ასევე მოხდა გასაუბრება მი------ა თო-------ასთანაც, რომელმაც განუმარტა მათ, რომ მისი მეუღლე ემუქრებოდა დანით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ტელეფონის საშუალებით, ასევე წარსულში არაერთხელ ჰქონდა მსგავს ქმედებას ადგილი მის მიმართ. მათი მისვლისას ბრალდებული იმყოფებოდა ეზოში, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ქალბატონს, მაგრამ როდესაც შეხედა პოლიციის თანამშრომლებს, გაჩერდა. როდესაც მოწმე მივიდა მი------ა თო-------ასთან, ამ დროს სიტუაცია უკვე დაწყნარებული იყო. შემაკავებელი ორდერი შედგა ქალაქ ქუ-----ის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში, გრ-–-–---–ის ქუჩაზე. მან გრ-----– თვ-----ეს განუმარტა მისი უფლებები, გადასცა შემაკავებელი ორდერის ბლანკი, აქვე განუმარტა, რომ ორდერი უკანა მხარეს განმარტებული იყო ბრალდებულის უფლება-მოვალეობები, რაზედაც მან ხელი მოაწერა. ხოლო რაც შეეხება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ რაიმე სახის ძალადობის ფაქტს, მან განაცხადა რომ ეს არ ჩაუდენია არც იმ დღეს და არც წარსულში. ფსიქოლოგიური ძალადობა ცალსახა იყო, ამასთანავე სახეზე იყო მუქარა ბრალდებულის მხრიდან. მოწმემ განმარტა, რომ როგორც ახსოვს გრ-----– თვ-----ის მიმართ მანამდე გამოცემული იყო ორი შემაკავებელი ორდერი, რაც საკმარისი გახდა, რომ გამოეცა შემაკავებელი ორდერი. გრ-----– თვ-----ე დაკავებულ იქნა შემთხვევის ადგილზე და გადაყვანილ იქნა პოლიციის მეხუთე განყოფილებაში. ბრალდებულის მხრიდან მოწმის მიმართ არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, ხოლო მის მიმართ რაიმე სახის შეურაცყოფა რომ განხორციელებულიყო, მას დააკავებდა ადმინისტრაციული წესით. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ქე------------–--–---მ განმარტა, რომ - 2019 წლის 19 ივლისს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე №0----------- საქმეზე, ოჯახური ძალადობის და მუქარის ფაქტზე. მოწმე დილით გამოცხადდა სამსახურში და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხა, ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლები: გი---------------ე და გი-------------ე, რომლებმაც მიუთითეს, რომ 112-დან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ ქალაქ ქუ-----ში ლე---–--ის ქუჩა №1-- ნომერში, სადაც მათ ეზოში დახვდათ შეტყობინების ინიციატორი გრ-----– თვ-----ე, რომელიც მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცყოფას და ემუქრებოდა. აღნიშნული მათ შეატყობინეს ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც მოახდინეს გრ-----– თვ-----ის დაკავება. მას დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ის მხოლოდ სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა მეუღლეს და ემუქრებოდა, რაიმე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მოწმის წინაშე არ მომხდარა, გრ-----– თვ-----ის მიერ მისი მეუღლის მიმართ შეურაცხყოფის მიყენება ან მუქარის განხორციელება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ვა-–---იანე ხვ---ამ განმარტა, რომ - ცხოვრობს მა-------–ის რაიონის სოფელ დი--------ში. 2019 წლის 17 ივლისს გადმოვიდა ქალაქ ქუ-----ში საცხოვრებლად. ჩააბარა ქუ-----ის კოლეჯ ,,ი------’’-ში. ნათესავმა შესთავაზა, რომ მასთან ეცხოვრა დროებით, მანამ სანამ იქირავებდა ბინას, რაზედაც მისმა ოჯახმაც თანხმობა მისცა და გადმოვიდა საცხოვრებლად. ვა-–---იანემ იცოდა, რომ მი------ა მუშაობდა ,,გ------ა’’-ში და იქ მიაკითხა. ის არის მისი ნათესავი, მამამისის ბიძაშვილის შვილი. რაც შეეხება ბრალდებულს, მოწმის განმარტებით ის გაიცნო ნათესაურ შეკრებაზე, მაგრამ არ ახსოვს ზუსტი თარიღი. მი------ა თო-------ას ჰყავდა გარდაცვლილი ბებია და იქ პანაშვიდზე გაიცნო გრ-----– თვ-----ე. რაც შეეხება ბრალდებულის და მისი მეუღლის ქორწილს, ის იქ არ ყოფილა, რადგანაც ასაკით პატარა იყო. მოწმე ვა-–---იანე ხვ---ა მი------ასთან სამსახურში მივიდა 17 ივლისს, ხოლო მან უთხრა, რომ მასთან გადასულიყო საცხოვრებლად, რადგანაც მისი მეუღლე მასზე ძალადობდა, ემუქრებოდა და მას ეშინოდა მარტო დარჩენის. ასევე მი------ამ მას უთხრა, რომ მისი ქმარი იყო ჯარში და იშვიათად მიდიოდა სახლში. ვა-–---იანე გადავიდა მასთან საცხოვრებლად, ლე---–--ის ქუჩა №1---ში, იმავე დღეს. სახლში არის ორი ოთახი, ერთი არის მისაღები და მეორე საძინებელი და შუაში არის ფარდა, რომელიც ყოფს ამ ორ ოთახს. მას ეძინა საძინებელში, ხოლო მი------ას მისაღებში ბავშვებთან ერთად. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ ვა-–---იანე ხვ---ა, მი------ა თო-------ა და მისი ბავშვები, ხოლო მათ გვერდით ცხოვრობდა სახლის მეპატრონე. ბავშვები არიან 3-4 წლის ასაკის. მოწმეს მი------ამ უთხრა, რომ მისი მეუღლე წარსულში, 13 ივლისს ემუქრებოდა დანით, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით. 18-19 ივლისს, პირველის 5 წუთი იქნებოდა, ოჯახის წევრებს ეძინათ, როდესაც შემოესმა ხმაური და გინება, გარეთ არ გასულა და ოჯახურ კონფლიქტში არ ჩარეულა. გრ-----– თვ-----ე იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მი------ას არ უთქვამს, რომ ის ელოდებოდა მისი მეუღლის მისვლას. ვა-–---იანე ხვ---ას ეშინოდა, რომ ბრალდებულს მისთვისაც არ დაეშავებინა რაიმე და ამიტომ არ გავიდა გარეთ, თან არ ჩაერია მათ ოჯახურ კონფლიქტში. კონფლიქტის დროს ფარდა იყო ცოტათი გაწეული და მოწმემ დაინახა, რომ ბრალდებული ემუქრებოდა მი------ა თო-------ას. ის ხედავდა, რომ იგინებოდა და ეუბნებოდა მას, რომ გაეგდო მისი ნათესავი სახლიდან, თორემ მოკლავდა. ამის შემდეგ გრ-----– თვ-----ე გავიდა გარეთ და თვითონ დარეკა პოლიციაში, რა დროსაც მოწმე იმყოფებოდა საძინებელში. შემდეგ, როდესაც ბრალდებული და დაზარალებული გადაიყვანეს პოლიციის შენობაში, მოწმე ვა-–---იანე ხვ---ა დარჩა სახლში ბავშვებთან ერთად, ასევე მათთან ერთად იმყოფებოდა მეზობელი მა----------------–ი. პროკურორმა გამოაქვეყნა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის სისწორეც დაადასტურა ვა-–---იანე ხვ---ამ. იმ დღეს, როდესაც მი------ა დაკითხვიდან სახლში დაბრუნდა ვა-–---იანე მას სახლში დახვდა. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ბე-----------ემ განმარტა, რომ - პოლიციის მე-4 განყოფილებაში გადასვლამდე მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში, დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის პოზიციაზე. აღნიშნულ საქმეზე მუშაობისას ის იყო მე-5 განყოფილების თანამშრომელი. 2019 წლის 19 ივლისს, პოლიციის მე-5 განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე მათ მიერ დაწყებული იქნა გამოძიება 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მის მიერ დაკავებულ გრ-----– თვ-----ეს განემარტა უფლება - მოვალეობები. ასევე დედას ტელეფონის საშუალებით შეატყობინა მისი დაკავების შესახებ. მოწმის მიერ გამოკითხულ იქნა მი------ა თო-------აც, რომელსაც დაკითხვამდე განემარტა ახლო ნათესავის უფლებები. შემდგომ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მის მიერ ასევე გამოკითხული არიან: მა----------------–ი და ვა-–---იანე ხვ---ა. მოწმე ბე-----------ემ მი------ა თო-------ას გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და დაზარალებულის უფლება-მოვალეობები, ხოლო გრ-----– თვ-----ეს კი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, ასევე შესაბამისი მტკიცებულებები გააცნო მის დამცველს. მის მიერ შედგენილ იქნა სხვადასხვა მიმართვის წერილები და ასევე დათვალიერებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა 2019 წლის 19 ივლისს, ქალაქ ქუ-----ში ლე---–--ის ქუჩა №1---ში მდებარე მი------ა თო-------ას საცხოვრებელ სახლში. ექსპერიმენტი დაიწყო ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მე-5 განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან, ხოლო შემდეგ მი------ა თო-------ას მითითებებით მივიდნენ მისამართზე. მასში მონაწილეობდა იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტი მა---------–--- და თავად დაზარალებული. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლის ფართში სადაც ის ცხოვრობს, მან მიუთითა ადგილი სადაც გრ-----– თვ-----ე 2019 წლის 13 ივლისს დანით დაემუქრა, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით. ასევე მითითებულ იქნა ადგილი სადაც 2019 წლის 19 ივლისს ბრალდებულის მიერ განხორციელებული იქნა მუქარის ფაქტი. საგამოძიებო ექსპერიმენტი ოქმზე ხელი მოაწერეს მასში მონაწილე პირებმა. სახლი განთავსებულია ლე---–--ის ქუჩის მარჯვენა მხარეს, ეზოში დგას ბელეტაჟის ტიპის სახლი, მარჯვენა მხარეს ცხოვრობს სახლის უშუალოდ მესაკუთრე მარგო მეტრეველი, ხოლო მარცხენა მხარეს მი------ა თო-------ა. საცხოვრებელი ფართი მას გაყოფილი აქვს ფარდით, ორ ნაწილად, მისაღებ და საძინებელ ნაწილებად. მი------ა თო-------ამ, ეზოში მიუთითა ადგილი საიდანაც გრ-----– თვ-----ემ დარეკა პოლიციაში, შემდგომ მოხდა მათი შეხვედრა, სადაც ემუქრებოდა, სადაც მოხდა მისი დაკავება ბრალდებულის სახით. ეზოში, ადგილი სადაც თვ-----ე დაემუქრა მის მეუღლეს იქნა დასურათებული. მოწმემ განმარტა, რომ ზუსტად არ ახსოვს გამოკითხვისას აღწერა თუ არა დაზარალებულმა დანა, რომლითაც მისი მეუღლე უმუქრებოდა მას, მარამ როგორც ახსოვს ის ახსენებდა გასაშლელ დანას. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
საქმეში წარმოდგენილი №1----------------------- შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუ-----ი) ,,112’’ საპატრულო ეკიპაჟიდან გ. გი------ემ ტელ: 5----------- - ით აცნობა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებას, რომ ქუ-----ში ლე---–--ის ქუჩა N1---ში გრ-----– თვ-----ემ განაცხადა, რომ მეუღლესთან, მი------ა თო-------ასთან აქვს კონფლიქტი, ადგილზე მი------ა თო-------ამ განმარტა, რომ თვ-----ე აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. შედგება შემაკავებელი ორდერი. (ს.ფ.2).
საქმეში წარმოდგენილი №1----------------------- შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, საქართველოს შსს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრ 112-იდან შემოვიდა შეტყობინება ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, რომლის თანახმადაც - ინციდენტის თარიღი იყო 07.19.19 00:09:28, ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი, ოჯახური ძალადობა. მისამართი ქუ-----ი, ლე---–--ის ქუჩა N1--, ინიციატორი იყო გრ-----– თვ-----ე, ტელეფონის ნომერი რომლითაც განხორციელდა ზარი - 5--------, შენიშვნა: ყოფილი მეუღლე არ უშვებს სახლში ბავშვების სანახავად. ითხოვს საპატრულოს. (ს.ფ. 3)
საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 19 ივლისს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია შემდეგი - მი------ა თო-------ას მოწმის სახით დაკითხვისას მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მი------ა თო-------ას თანხმობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მასში მონაწილეობა მიიღეს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტმა მა---------–---მ, მი------ა თო-------ამ, გამომძიებელმა ბე-----------ემ. ქუ-----ში გრ-–-–---–ის ქუჩა №18-ში მდებარე ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო საგამოძიებო ექსპერიმენტი. მონაწილე პირებმა გაიარეს გრ-–-–---–ის ქუჩა და რუსთაველის გამზირი, საიდანაც გადავიდნენ და-----------------------ს ქუჩაზე, რომლის გავლით გაემართნენ ლე---–--ის ქუჩაზე. აღნიშნულ ქუჩაზე მი------ა თო-------ას მითითებით შეჩერდნენ №1-- საცხოვრებელ სახლთან. სახლს გააჩნდა ბეტონის ღობე, რომელშიც ჩასმული იყო ორი ლითონის ჭიშკარი. შეაღეს მარცხენა ჭიშკარში და შევიდნენ საცხოვრებელი სახლის ეზოში. მოპირდაპირე მხარეს განთავსებული იყო ტერასის ტიპის, ორსართულიანი სახლის, რომელსაც წინა მხრიდან გააჩნდა ორფრთიანი ხის კარი, რომლის მარცხნივ ჩასმული იყო ერთი ფანჯარა, ხოლო მარჯვნივ ორი ფანჯარა. აღნიშნული ფანჯრებიდან მარჯვენა მისი განმარტებით არის სახლის მესაკუთრის, მა----------------–ის ოჯახის, ხოლო აღნიშნული კარით შევიდნენ მის საცხოვრებელ ფართში. კარის გავლით შევიდნენ ერთ ოთახიან საცხოვრებელ ფართში, რომელიც იყო ფარდით გატიხრული ოთახი, მი------ა თო-------ას განმარტებით ოთახი არის საძინებელი ოთახის და მისაღები ოთახისგან შემდგარი. კარის გავლით შევიდნენ მისაღებ ოთახში, სადაც განთავსებული იყო საყოფაცხოვრებო ავეჯი. მარცხენა მხარეს განთავსებული იყო ხის მაგიდა, სკამები, რის შემდგომაც განთავსებული იყო რბილი ავეჯი, კერძოდ ე.წ ,,კრესლო’’, რაც განთავსებული იყო საძინებელი ოთახის და მისაღები ოთახის საზღვარზე. მი------ა თო-------ას განმარტებით, სწორედ აღნიშნულ სავარძელთან იდგა ის 2019 წლის 13 ივლისს, როდესაც მისმა ყოფილმა ქმარმა გრ-----– თვ-----ემ მის მიმართ განახორციელა მუქარა, რომ მოკლავდა მას. აღნიშნულ ოთახში განთავსებული იყო გასაშლელი ტიპის რბილი ავეჯი. აღნიშნული ოთახის გავლით შედიოდნენ საძინებელ ოთახში, სადაც განთავსებული იყო საძინებელი ოთახისათვის განკუთვნილი ავეჯი. დათვალიერებაში მონაწილე მი------ა თო-------ას განმარტებით, სწორედ აღნიშნულ მისაღებ ოთახში შევიდა გრ-----– თვ-----ე 2019 წლის 19 ივლისს დაახლოებით 00:05 საათზე, როდესაც მის მიმართ განახორციელა მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისი განმარტებით დანით მუქარა განხორციელდა 2019 წლის 13 ივლისს. აღნიშნული ოთახიდან გასვლის შემდგომ 2019 წლის 19 ივლისს, კერძოდ ეზოში მისი მითითებით გრ-----– თვ-----ე დაუკავშირდა 112-ის სამსახურს თითქოს ის ხელს უშლიდა სახლში შესვლაში, რაც მი------ა თო-------ას განმარტებით სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო ექსპერიმენტი დასურათდა ექსპერტის მიერ. (იხ. ს.ფ 33-37)
საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით №0----- ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2019 წლის 19 ივლისს, დაზარალებულის განმარტებით, მოძალადე მსხვერპლს დაემუქრა დანის გამოყენებით, მოახდინა დემონსტრირება და ტელეფონის მეშვეობით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ორდერის თანახმად გრ-----– თვ-----ეს აეკრძალა მი------ა თო-------ასთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. (ს.ფ 52-58).
მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ და მა----------------–ის ჩვენება უდავოდ ცნეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა უდავოდ გახადეს მოწმე მა----------------–ის ჩვენება, ის გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. თუმცა ის სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გრ-----– თვ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად, სადავოდ და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გრ-----– თვ-----ის ბრალეულობას, კერძოდ: მოწმეების: მი------ა თო-------ას, გი-------------ის, გი---------------ის, მა----------------–ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ჩატარებული მი------ა თო-------ასთან, გრ-----– თვ-----ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით.
4. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემურებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ნორმის თანახმად,პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან, მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს, იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლოს უტყუარ დადგენილ ფაქტად მიაჩნია გრ-----– თვ-----ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - ოჯახის წევრის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმე ვა-–---იანე ხვ---ას ჩვენებასთან, ასევე სხვა მტკიცებულებებთან. გრ-----– თვ-----ე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით დაზარალებულ მი------ა თო-------ას, რასაც ადასტურებს როგორც დაზარალებული მი------ა თო-------ა, აგრევე მოწმე ვა-–---იანე ხვ---ა. საქმეზე ასევე არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხავი რაიმე გარემოება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გრ-----– თვ-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გრ-----– თვ-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განაჩენით ის დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით, რაც მას არ მოუხდია იმის გამო, რომ ამ განაჩენის გამოტანიდან მალევე მან კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული.
6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გრ-----– თვ-----ე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი (მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე ქვეყანაში და სახეზეა მის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღების საჭიროება) და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება.
გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი საშიშროებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა არასაპატიმრო სასჯელის სახის დანიშვნით. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გრ-----– თვ-----ეს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში და აღიარა დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
ამდენად, გრ-----– თვ-----ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გრ-----– თვ-----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
7. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გრ-----–ი თვ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1.1 საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
1.2 საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 19 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, გრ-----–ი თვ-----ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გრ-----– თვ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით.
4. გაუქმდეს გრ-----–ი თვ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
5. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში მსჯავრდებულ გრ-----–ი თვ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 ივლისიდან 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.
6. მსჯავრდებული გრ-----–ი თვ-----ე დაუყონებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
8. მსჯავრდებულ გრ-----–ი თვ-----ეს დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი;
9. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
10. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
10.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთ) ცალ დისკად - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
11. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
12. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ნანა ჯოხაძე