განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1776-19
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გ------ი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ა----------–---–ის
ბრალდებულ – ა-–---------- მ------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– ა-–---------- მ------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ------–--–---------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-------–---–-----------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–---------- მ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ა-–---------- მ------–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ. თბილისში, ჭ---–---–------------------------ში, ა-–---------- მ------–---–მა მეუღლეს - თ----- გ-------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სწვდა ხელით თმაში და რამდენჯერმე მოქაჩა, ამის შემდეგ ისე, რომ ა-–---------- მ------–---–ს არ გაუშვია თმებისთვის ხელი, მეორე ხელით სახის არეში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს დაარტყა, ხოლო შემდეგ ა-–---------- მ------–---–მა თავში ჩაარტყა გაშლილი ხელი ზედიზედ ორჯერ, რა დროსაც თ----- გ-------–---–მა ყოველ ჯერზე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ა-–---------- მ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გარდა აღნიშნულისა, 2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 01:40 საათზე, ქ------–--–-------–---–----------------------ა-ში, ა-–---------- მ------–---–ი სიტყვიერი შელაპარაკების დროს, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს - თ----- გ-------–---–ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. ა-–---------- მ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ა-–---------- მ------–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ, მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო მეუღლის მიმართ განხორციელებულ მუქარაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დაახლოებით ხუთი წელია თ----- გ-------–---–თან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 17 მარტს, სახლში დაბრუნდა დაახლოებით 01:00 საათზე, რა დროსაც მეუღლემ უთხრა, რომ თავადაც გვიან დაბრუნდა სახლში, რადგან სამსახურში სამუშაო საათები დაუმატეს. საჯარო სამსახურისათვის აღნიშნული გარემოება მას საეჭვოდ ეჩვენა, რის გამოც შეკამათდნენ და მეუღლე გამოუტყდა, რომ სამუშაო საათების დამატების შესახებ მოიტყუა, რეალურად კი სამსახურის შემდეგ, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა სახინკლეში. მეუღლის მხრიდან ტყუილის თქმის გამო იგი გაბრაზდა და კამათის დროს რამდენჯერმე დაარტყა თ-----ს სახეში ხელი, თუმცა მისთვის თავში არ ჩაურტყამს, ხოლო ტვინის შერყევის ფაქტს უკავშირებს მისი მხრიდან თ-----სთვის ხელის კვრის შედეგად კედელზე თავის მირტყმას, ხელის კვრა კი გამოწვეული იყო იმით, რომ თ----- გაცლოდა იქაურობას და წასულიყო დედამისთან.
ბრალდებულის განმარტებით, იგი თ----- გ-------–---–ს დანის გამოყენებით არ დამუქრებია მისი ან მამამისის სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით. ამოღებული დანა მართალია ეკუთვნის მას, თუმცა ინციდენტის ღამით საერთოდ არ სჭერია ხელში, უფრო მეტიც, იგი სხვა ოთახში არსებულ სათევზაო ჩანთაში ჰქონდა მოთავსებული სხვა იარაღებთან ერთად. მისი თქმით, თ-----მ არ იცის ტყუილის თქმა და იგი მეუღლის მხრიდან ფაქტების გაზვიადებას უკავშირებს სიდედრის - ლ-----------–---–ის დაინტერესებას, - ქმარი ჩამოაშოროს თ-----ს.
მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა, ა-–---------- მ------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ:
დაზარალებულმა თ----- გ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაახლოებით ხუთი წელია, რაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა-–---------- მ------–---–თან. 2019 წლის 16 მარტს, მან და მისმა თანამშრომლებმა პირველად აიღეს ხელფასი, რის გამოც გადაწყვიტეს მისი აღნიშვნა და ხინკლის საჭმელად წასვლა, თუმცა აღნიშნული ვერ შეატყობინა მეუღლეს, რადგან ბრალდებულმა მის ზარებს არ უპასუხა. სახლში დაბრუნდა დაახლოებით 21:30 საათზე, ხოლო მისი მეუღლე დაბრუნდა გვიან ღამით, - უკვე 2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე. მეუღლემ როგორც კი შეიტყო, რომ იგი მეგობრებთან ერთად წასული ყოფილა ხინკლის საჭმელად, ძალიან გაღიზიანდა და უყვირა „ეს რა გამიკეთეო“ და ეჭვიანობის ნიადაგზე დაუწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, კერძოდ, მოქაჩა თმით, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და თავში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაიწყო ტირილი. ასევე, დანის გამოყენებით დაემუქრა მეუღლე და უთხრა, რომ, თუ ვინმეს ეტყოდა მისი მხრიდან განხორციელებული ცემის შესახებ, - მოკლავდა. ამასთან, ვინაიდან მის ქმარს არ უნდოდა, რომ ემუშავა, ემუქრებოდა სახის დასერვითა და ტანსაცმლის დაწვით, რათა სამსახურში ვეღარ წასულიყო. მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო მას ძალიან შეეშინდა და დამორჩილდა ქმრის ნებას და დასახმარებლად არ მიუმართავს იმავე სახლში მცხოვრები მშობლებისათვის. გამთენიისას მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შესახებ მოუყვა დედას - ლ-----------–---–ს. იგი მთელი დღის განმავლობაში იყო შეუძლოდ, სტკიოდა თავი, რის გამოც 2019 წლის 18 მარტს, დედასთან ერთად, წავიდა ექიმთან და დაუდგინდა ტვინის შერყევა.
მოწმე რ--------- მ------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს P---ს სადაზღვეო კომპანიაში ოჯახის ექიმად. 2019 წლის 19 მარტს, გამოძახების საფუძველზე მივიდა ბინაზე, სადაც დახვდა პაციენტი თ----- გ-------–---–ი, რომელსაც სამედიცინო გამოკვლევები უკვე ჩატარებული ჰქონდა და დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა. პაციენტის - თ----- გ-------–---–ის განმარტებით, დაზიანებები მიღებული ჰქონდა მეუღლის მხრიდან ცემის შედეგად, თუმცა, ვინაიდან ეშინოდა ქმრის მხრიდან განხორციელებული მუქარის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ ჰქონდა მიმართული. მან პაციენტს გაუწია სამედიცინო კონსულტაცია, გაუხსნა საავადმყოფო ფურცელი, ასევე, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
2019 წლის 18 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის #----------- განჩინების საფუძველზე, გამომძიებელ გ---–- გ------ს მიერ შპს „---------------–------ კანცელარიის სპეციალისტისაგან ამოღებულ იქნა თ----- გ-------–---–ის (პ--------------) სრული სამედიცინო დოკუმენტაცია - 13 ფურცლად;
2019 წლის 18 მარტს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, თ----- გ-------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა S06.0, ცერვიკალგია M54.2; აღნიშნული ცნობის თანახმად ასევე ირკვევა, რომ პაციენტი უჩიოდა საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს მეტად კეფის არეში. უკავშირებდა მიღებულ ტრავმას - ხელის დარტყმას კეფის არეში (ოჯახური კონფლიქტი).
2019 წლის 18 მარტის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნის თანახმად, არსებული კტ. კვლევით ვლინდება მცირე ზომის დარბილების უბანი მარჯვნივ შუბლის წილში პერივენტრიკულურად.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 ივლისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და თ----- გ-------–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ თ----- გ-------–---–მა, ა-–---------- მ------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა მ----- ბ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
დაზარალებულის დედამ - ლ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ის და მისი მეუღლე ცხოვრობენ ქალიშვილთან და სიძესთან ერთად ერთ სახლში. 2019 წლის 16 მარტს, გვიან ღამით, დაახლოებით 21:30 საათზე დაბრუნდა თ----- გ-------–---–ი სახლში, ხოლო უკვე 17 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, დაბრუნდა მისი სიძე - ა-–---------- მ------–---–ი. ამ უკანასკნელის დაბრუნებიდან დაახლოებით 10 წუთში, ცოლ-ქმარს შორის დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც მისი შვილი - თ----- გ-------–---–ი ყვიროდა და ტიროდა, თუმცა თავად არავითარი ზომები არ მიუღია, რადგან იფიქრა, რომ მისი ჩარევით სიტუაცია უფრო გართულდებოდა. მან მათ სახლში მცხოვრებ ლ--–---- ბ----------ს სთხოვა დახმარება და მისი რჩევითაც გადაწყვიტა, რომ ცოლ-ქმარს შორის არსებულ კონფლიქტში არ ჩარეულიყო. მეორე დღეს მისმა შვილმა - თ----- გ-------–---–მა მოუყვა მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შესახებ. თ----- გ-------–---–ი მთელი დღის განმავლობაში თავს გრძნობდა ძალიან ცუდად, რის გამოც წაიყვანა ექიმთან და დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა.
სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ლ--–---- ბ----------ი, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს იმავე სახლში, სადაც ცხოვრობენ ბრალდებული და დაზარალებული. 2019 წლის 16 მარტს, შუა ღამისას, უკვე 17 მარტს, გააღვიძა მისი საძინებლის კარზე კაკუნის ხმამ, რის შემდეგაც თ----- გ-------–---–ის დედამ - ლ-----------–---–მა შეუხსნა კარები და სინათლე აანთო. იგი იყო ძალიან აღელვებული და უთხრა, რომ ქვემოდან ესმოდა მისი შვილის - თ----- გ-------–---–ის ყვირილისა და ტირილის ხმა და სთხოვა მას რჩევა - როგორ მოქცეულიყო, ჩარეულიყო თუ არა ცოლ-ქმრის კონფლიქტში. რამდენადაც მან იცოდა, რომ თ----- გ-------–---–ის დედას - ლ-----------–---–ს თავის სიძესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, ურჩია, რომ არ ჩარეულიყო მათ კონფლიქტში, რათა უფრო მეტად არ გართულებულიყო მდგომარეობა. მოწმის განმარტებით, თ----- გ-------–---–ის და ა-–---------- მ------–---–ის საცხოვრებელი ოთახიდან ისმოდა ყვირილისა და თ----- გ-------–---–ის ტირილის ხმა. მეორე დღეს ლ-----------–---–ისაგან გაიგო, რომ ცოლ-ქმარს უჩხუბიათ, რა დროსაც ა-–---------- მ------–---–ს მეუღლეზე ფიზიკურადაც უძალადია, რაც გამოწვეული ყოფილა იმ ფაქტით, რომ თ----- გ-------–---–მა მეუღლეს ვერ შეატყობინა მეგობრებთან ერთად კაფეში წასვლის შესახებ. შემდეგ უკვე თავად თ----- გ-------–---–ისაგან შეიტყო, რომ ა-–---------- მ------–---–ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას და ცემას, რის გამოც იგი იყო ძალიან ცუდად. მეორე დღეს თ----- და დედამისი წავიდნენ ექიმთან, სადაც გამოკვლევის შედეგად თ-----ს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა.
დაზარალებულის მამამ - ხ---- გ-------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 16 მარტს, გვიან ღამით, როდესაც მისი სიძე დაბრუნდა სახლში, გაიგო მის შვილს - თ----- გ-------–---–სა და სიძეს - ა-–---------- მ------–---–ს შორის ჩხუბის ხმა, თუმცა, ვინაიდან ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი ხშირად ხდებოდა, ჩარევა არ უცდია. მეორე დღეს მეუღლისაგან - ლ-----------–---–ისაგან გაიგო, რომ სიძეს - ა-–---------- მ------–---–ს ძლიერ უცემია თ----- გ-------–---–ი.
მოწმე გ------ი ქ-----ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებული თ----- გ-------–---–ი არის მისი მამიდაშვილი. 2019 წლის 16 მარტის მდგომარეობით ცხოვრობდა მამიდის - ლ-----------–---–ის სახლში, პირველ სართულზე, თ----- გ-------–---–ისა და ა-–---------- მ------–---–ის საცხოვრებელი ოთახის გვერდით ოთახში. 2019 წლის 16 მარტის ღამით იგი არ იმყოფებოდა სახლში, დარჩა მეგობართან, ხოლო მეორე დილას დაურეკა თ----- გ-------–---–მა და უთხრა, რომ წინა ღამით მეუღლემ ეჩხუბა და იყო ძალიან ცუდად. როდესაც სახლში მივიდა, ნახა, რომ თ----- გ-------–---–ი თავს გრძნობდა შეუძლოდ და იწვა, რადგან როგორც თ-----მ უთხრა ა-–---------- მ------–---–ს სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაურტყამს ხელი.
2019 წლის 19 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელ გ---–- გ------ს მიერ თ----- გ-------–---–ისაგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი დასაკეცი დანა, რომელსაც აქვს შავი ფერის ლითონის ტარი, ასევე შავი ფერის პირი, რომლის წვეტი არის მოტეხილი. თ----- გ-------–---–ის განმარტებით, აღნიშნული დანის გამოყენებით 2019 წლის 17 მარტს, ა-–---------- მ------–---–ი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 3 აპრილის ცივი იარაღის ექსპერტიზის #-----–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მოქალაქე თ----- გ-------–---–ისაგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა დ------ კ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დანის ლესილი პირი წვეროს მხარეს იყო გატეხილი, რის გამოც დანას არ გააჩნდა მჩხვლეტავი საგნისათვის დამახასიათებელი თვისებები.
შემაკავებელი ორდერის #------ ოქმის თანახმად, 2019 წლის 17 მარტს, 01:30 საათზე, თ----- გ-------–---–ს მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სახისა და თავის არეში და დანის გამოყენებით დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლ-----------–--------------------–-------------------–--ის თანამშრომლები - გ------ი გ------–--ე და შ--–-- მ------ი, რომელთაც განმარტეს, რომ 2019 წლის 19 მარტს, მათი თანამშრომლის - დ----- ბ-------ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში - ქ------–--–---------------------------------ში, გ------ი გ------–--ის მიერ შ--–-- მ------ის მონაწილეობით, საპროცესო ნორმების დაცვით დაკავებულ იქნა თ----- გ-------–---–ის მიმართ ძალადობისა და მუქარის განმახორციელებელი პირი - ა-–---------- მ------–---–ი. მათ დაადასტურეს დაკავების ოქმის სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლ-----------–--------------------–-------------------–--ის გამომძიებელი - გ---–- გ------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
აღსანიშნავია, რომ დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1-----–--ის განაჩენით ა-–---------- მ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ძველი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 17 ივლისიდან. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9---------ის განაჩენით დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 3-------ს განჩინებით კი მსჯავრდებულ ა-–---------- მ------–---–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით, ა-–---------- მ------–---–ს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 1-----–--იდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2005 წლის 17 ივლისიდან - 2006 წლის 1-----–--ამდე პატიმრობაში ყოფნის დრო. მსჯავრდებული ა-–---------- მ------–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 1 თებერვალს სასჯელის მოხდის გამო.
ზემოთ ჩამოთვლილ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ ა-–---------- მ------–---–მა მართლაც ჩაიდინა ოჯახში ძალადობა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად დადასტურდა, რომ ა-–---------- მ------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თ----- გ-------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, კერძოდ, ბრალდების ამ ნაწილში თავად ბრალდებულმა ა-–---------- მ------–---–მაც თავი დამნაშავედ ცნო და დაადასტურა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი. მისი განმარტებით, მეუღლის მიერ მისთვის ტყუილის თქმის გამო იგი გაღიზიანდა და თმები მოქაჩა, ასევე რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, თუმცა უარყო თავში ჩარტყმისა და აღნიშნული მიზეზით თავის ტვინის შერყევის გამოწვევის შესაძლებლობა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაზარალებულ თ----- გ-------–---–ის ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ ა-–---------- მ------–---–მა 2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმით, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც ძლიერად სტკიოდა თავი და იმ დღით იყო ძალიან ცუდად. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 18 მარტს დედასთან ერთად მიმართა ექიმს და გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა. გარდა ბრალდებულისა და დაზარალებულისა, აღნიშნულ ღამეს ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის ფაქტი დაადასტურეს დაზარალებულის მშობლებმა - ლ-----------–---–მა და ხ---- გ-------–---–მა, ასევე აღნიშნულ სახლში მცხოვრებმა ლ--–---- ბ----------მა, რომელთაც უშუალოდ გაიგეს ცოლ-ქმარს შორის ჩხუბისა და თ----- გ-------–---–ის ტირილის ხმა, ხოლო მეორე დღეს თ----- გ-------–---–ისაგან შეიტყვეს, რომ წინა ღამით ა-–---------- მ------–---–ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს, არამედ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას. აღნიშნულმა მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ ვინაიდან თ----- გ-------–---–ი მეუღლის მხრიდან განხორციელებული ცემის შედეგად იყო შეუძლოდ, დედასთან ერთად მიმართა ექიმს და დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა. ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის მეორე დღეს, თ----- გ-------–---–ის შეუძლოდ ყოფნის ფაქტი დაადასტურა ასევე მოწმე გ------ი ქ-----ემ, რომელიც სახლში მივიდა მეორე დღეს და ნახა, რომ თ----- იყო შეუძლოდ და იწვა, რის მიზეზადაც დაასახელა წინა ღამით მომხდარი კონფლიქტი, რა დროსაც მეუღლემ თავში და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. აღნიშნული ძალადობის ფაქტი დადასტურებულია აგრეთვე შეტყობინების ინიციატორის - P---ს დაზღვევაში მომუშავე ოჯახის ექიმის - რ--------- მ------ის ჩვენებით, რომელიც 2019 წლის 19 მარტს, გამოძახების საფუძველზე იმყოფებოდა თ----- გ-------–---–თან სახლში, რომელსაც სამედიცინო გამოკვლევები უკვე ჩატარებული ჰქონდა და დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა. მას პაციენტმა განუმარტა, რომ თავის ტვინის შერყევა მიღებული ჰქონდა მეუღლის მხრიდან ცემის შედეგად, რის თაობაზეც შიშის გამო ვერ ატყობინებდა პოლიციას. ექიმმა მომხდარის შესახებ აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.
გარდა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებისა, ა-–---------- მ------–---–ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების ფაქტი დასტურდება აგრეთვე სამედიცინო დოკუმენტაციით, რომლის თანახმად, 2019 წლის 18 მარტს, თ----- გ-------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა, რასაც პაციენტი უკავშირებს მიღებულ ტრავმას - მეუღლის მხრიდან ხელის დარტყმას კეფის არეში.
რაც შეეხება მუქარის განხორციელებას, მისი ნამდვილობაც უტყუარად დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულმა თ----- გ-------–---–მა მკაფიოდ მიუთითა, რომ ა-–---------- მ------–---–ი დანის გამოყენებით დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, თუ ვინმეს შეატყობინებდა მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ. ასევე დაემუქრა სახის დასერვით, რათა ვეღარ შეძლებოდა სამსახურში სიარული. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ ა-–---------- მ------–---–ი დაემუქრა მამის - ხ---- გ-------–---–ის „დანაზე აცმით“, თუ იგი გაბედავდა შვილის დასახმარებლად მათ ოთახში შესვლას. ყოველივე აღნიშნულმა კი თ----- გ-------–---–ს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან მისი მეუღლე იყო უკიდურესად აგრესიული და იცოდა, რომ ნასამართლევი იყო მკვლელობის მცდელობისათვის. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებლის მიერ თ----- გ-------–---–ისაგან ამოღებულ იქნა ის წვერმოტეხილი დასაკეცი დანა, რომლის გამოყენებითაც ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. აღნიშნული დანა ცივი იარაღის ექსპერტიზის #-----–- დასკვნის თანახმად, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. დანის კუთვნილება დაადასტურა თავად ბრალდებულმა ა-–---------- მ------–---–მა, თუმცა უარყო აღნიშნული დანის ჭერისა და მუქარის ფაქტი, რასაც სასამართლო არ იზიარებს, რამდენადაც რომ არა მუქარის ფაქტი და მუქარის განხორციელების რეალური შიში, დაუნდობელი ძალადობის პირობებში დაზარალებული არ დარჩებოდა აგრესიულ მოძალადე ქმართან პირისპირ და დასახმარებლად აუცილებლად მიმართავდა იმავე სახლის მეორე სართულზე მცხოვრებ მის მშობლებს ან სამართალდამცავ ორგანოებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი ა-–---------- მ------–---–ი კონფლიქტის მომენტში იყო უკიდურესად აგრესიული, მისი მხრიდან განხორციელებული მუქარის შედეგად თ----- გ-------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და სწორედ ამით უნდა აიხსნას მისი მხრიდან თავდაცვის ზომების მიუღებლობა და კონფლიქტის ადგილის დაუტოვებლობა.
აღსანიშნავია, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის დასტურდებოდეს მუქარის რეალურად განხორციელების გარდაუვალობა, არამედ საკმარისია, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, მუქარა რეალურად ჰქონდეს აღქმული და გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის ჩვენებისა და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმად, თ----- გ-------–---–მა ა-–---------- მ------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, სასამართლო ადგენს, რომ ა-–---------- მ------–---–ის მიერ თ----- გ-------–---–ის მიმართ აგრესიული ფორმით გამოთქმული სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა დაზარალებულის მხრიდან სავსებით საფუძვლიანად იქნა აღქმული რეალურად.
მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა (ბრალდებულის მხრიდან დანის გამოყენებით აგრესიული ფორმით ნათქვამი ფრაზები: „მოგკლავ“, „სახეს დაგისერავ“, „დანაზე ავაცვამ მამაშენს“), ბრალდებულის პიროვნება (იგი ნასამართლევია დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისთვის და იმ მომენტში იყო უკიდურესად აგრესიული) და შექმნილი ვითარება (ცოლ-ქმარს შორის მიმდინარეობს კონფლიქტი და ქმარმა მუქარის განხორციელებამდე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცოლს). ყოველივე აღნიშნული ობიექტურად ქმნიდა მუქარის რეალურად აღქმის საფუძველს, რამაც დაზარალებულში სუბიექტურადაც გამოიწვია მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დაექვემდებარა მოძალადის მოთხოვნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (მე-111 მუხლი) ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის. საქმეში წარმოდგენილი პიროვნების (ა-–---------- მ------–---–ის) შესახებ ინფორმაციით, ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ა-–---------- მ------–---–მა ძალადობა და მუქარა განახორციელა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ, რის გამოც სახეზეა ოჯახური დანაშაული.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ: ბრალდებული ნასამართლევია ძალადობრივი ხასიათის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი. ამასთან იგი მართალია ადასტურებს მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, თუმცა არ გამოთქვამს რაიმე სინანულს მომხდარის გამო.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ა-–---------- მ------–---–ის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ჰქონდა დაუნდობელი ხასიათი, რამაც თავის ტვინის შერყევა გამოიწვია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთი მხრივ, ბრალდებულსა და მეორეს მხრივ დაზარალებულსა და მის მშობლებს შორის კონფლიქტი ამოწურული ჯერაც არ არის, რაც ზრდის ბრალდებულის მხრიდან მომავალში ძალადობრივი ქმედებების გაგრძელების მაღალ რისკს, რის გამოც მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთის მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორეს მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეზე „ცივეკი თურქეთის წინააღმდეგ“ (Civek v. Turkey, განაცხადი №55354/11, 23/02/2016), რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს განმცხადებლის ქმარი, თუმცა სასამართლოს ბრძანებით მას დაევალა თავი შეეკავებინა მეუღლის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივი ან მუქარის შემცველი ქმედებისაგან, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცივეკი მოკლა მისმა ქმარმა. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოძალადე მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფომ არ მიიღო ზომები აღნიშნული მკვლელობის თავიდან ასარიდებლად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ იცოდა აშკარა და სერიოზული საფრთხის წინაშე ცივეკის ყოფნის შესახებ. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ჰალიმე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ“ (Halime Kilic v. Turkey, განაცხადი №63034/11, 28/06/2016), რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის შვილმა მისი მეუღლის წინააღმდეგ რამდენიმე დამცავი ორდერი აიღო, თუმცა სახელმწიფომ აღნიშნული ორდერების დარღვევისათვის არ დასაჯა ის პირი და შედეგად მან თავისი მეუღლე მოკლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების დარღვევა და დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მომჩივნის ქალიშვილი ქმრის ძალადობრივი ქმედებების პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. სასამართლოს შეფასებით, განმეორებით ძალადობრივ ქმედებებსა და მსხვერპლის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე თვალის დახუჭვით, ეროვნულმა ხელისუფლებამ შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ოჯახში ძალადობას.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ასევე ითვალისწინებს ა-–---------- მ------–---–ის წარსულ ცხოვრებას და კანონთან კონფლიქტის განმეორების ფაქტს, კერძოდ, დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1-----–--ის განაჩენით, ა-–---------- მ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ძველი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 1 თებერვალს, შესაბამისად, 2019 წლის 17 მარტის მდგომარეობით იგი ნასამართლევი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, რის გამოც სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ა-–---------- მ------–---–ის მიერ მუქარა ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება და მუქარის ნაწილში სასჯელის დანიშვნისას გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესი.
რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობას, ბრალდებულის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–---------- მ------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის და არა ნაწილობრივი ან სრული შეკრების წესი. საბოლოოდ დანიშნული სასჯელი კი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---------- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. ა-–---------- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–---------- მ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ა-–---------- მ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 19 მარტიდან.
5. თ----- გ-------–---–ისაგან ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლ-----------–--------------------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი