განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/70-19
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ-–-------–-------------–---, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი #6----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: წ--–--------------------–---------------
ადვოკატი - ნ-----------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი; სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი
დისპოზიცია: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, წა-–---------------------–------------–- მდებარე შ---------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ვალის გამო, რ-–------------–--- თოფის დემონსტრირებით და სიტყვებით „უნდა დაგხოცოთ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ჯ--------------------------–---------------–--–---------, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. 2019 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, წა-–---------------------–------------–- მდებარე შ---------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ვალის გამო, რ-–------------–---მ თოფის ლულის მარჯვენა ფეხის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა ზ-------–------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეში ბრალდებულ რ-–------------–---- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა უდავოდ ცნეს. დაცვის მხარემ სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რასაც დაეთანხმა ბრალდებული. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე ორივე ეპიზოდთან მიმართებით წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულების - ი-----------------–---------------–- შ---------- განმარტებით, რ-–----- მივიდა მათ სახლში, იგინებოდა უცენზურო სიტყვებით და იძახდა უნდა დაგხოცოთო, ხელში ეჭირა თოფი. ჯ----–------- რ-–------------–----აგან 200 ლარად იქირავა მიწის ნაკვეთი კარტოფილის დასათესად, მაგრამ ნაკვეთზე კარტოფილი ვერ დათესა, რ-–----- ამ ფულს ითხოვდა. ზ-------–------- განმარტებით მათ სახლში მისული რ-–----- იყო ნასვამი, მოუწოდა სახლში წასულიყო. მან არ დაუჯერა, აგრძელებდა გინებას და თოფსაც უმიზნებდა, რა დროსაც თოფის ლულა გაარტყა მარჯვენა ფეხზე, რაზედაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. იგივე დაადასტურა ბრალდებულმა რ-–------------–---მ სასამართლოში დაკითხვისას, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. #0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ზ--------–------- დაუდგინდა სისხლჩაქცევა მარჯვენა წვივის ზედა მესამედში, გარეთა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. 2019 წლის 18 სექტემბრის დასკვნით #P----- იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის, ერთლულიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფი, მიეკუთვნება გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ასევე სამი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა და ვარგისია გამოსაყენებლად.
სამართლებრივი შეფასება:
6. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, გულისხმობს როგორც ცემას, ანუ არაერთჯერად დარტყმას, ასევე ძალადობის სხვაგვარ ფორმებს, მაგალითად ერთჯერად დარტყმას. მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი შეიძლება დადგინდეს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმით. სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო აღნიშნავს, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარა დასჯადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუქარამ დაზარალებულს გაუჩინა მისი განხორციელების რეალური შიში, რისი შეფასებაც ხდება ყველა გარემოების გათვალისწინებით.
7. სასამართლოს შეფასებით, დასტურდება რ-–------------–---- მიერ ი---------------------------------–---------–-- შ---------- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (აღსანიშნავია, რომ მუქარას წინ უძღვოდა თოფის დემონსტრირება და სიტყვები -გამოდით გარეთ, უნდა დაგხოცოთო, რამაც, სასამართლოს შეფასებით, შექმნა რეალური გარემო დაზარალებულებისათვის, ჰქონოდათ ბრალდებულის მიერ მუქარის განხორციელების რეალურობის საკმარისი საფუძველი). ასევე დასტურდება ბრალდებულის მიერ ზ--------–------- მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
8. ბრალდებულმა რ-–------------–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, ჯ--------------------------–---------------–- შ---------- მიმართ ჩაიდინა სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ზ-------–------- მიმართ ასევე - სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა რ-–------------–---- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა მათი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით. ამასთან არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებები, რის გამოც რ-–------------–--- მოცემული კვალიფიკაციებით უნდ იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. რ-–------------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, თავიდანვე აღიარებდა ჩადენილ დანაშაულებს და ინანიებს მათ ჩადენას, არის პენსიონერი, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე.
10. რ-–------------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
12. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
13. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას კერძოდ, სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ასევე საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას - ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
14. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გათვალისწინებით, რომლებიც განხორციელდა თოფის დემონსტრირებითა და თოფის დარტყმის გზით სასამართლო გამორიცხავს რ-–------------–---- მიმართ სსკ-ის 151-ე მუხლთან მიმართებით ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელის გამოყენებას, ვინაიდან სახეზეა თოფის გამოყენებით 5 პირის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, 200 ლარის გამო, მეზობლების მიმართ, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად, ხოლო სსკ-ის 126-ე მუხლთან მიმართებით შინაპატიმრობის გამოყენება იქნება პროპორციული ღონისძიება.
15. რ-–------------–---- მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას ორივე მუხლთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს წინამდებარე განაჩენის მე-9 პუნქტში მითითებულ შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობას, დაზარალებულთა წრესა და რაოდენობას და დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის პირობებში მას სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსისი 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა - კერძოდ დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთების სანადირო თოფისა და ვაზნების ჩამორთმევა. სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. ამგვარი საჭიროებები სახეზეა რ-–------------–---სთან მიმართებით. გარდა ამისა, მას სსკ-ის 521 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, 3 წლით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის კი რ-–------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს შინაპატიმრობა 6 თვის ვადით.
16. ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო რ-–------------–--- ნასამართლობის არმქონეა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 1 წელი, რაც ადეკვატური პერიოდია რ-–------------–---- ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ-–------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე რ-–------------–---ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების - სანადირო თოფისა და 2 ვაზნის -ჩამორთმევა. მასვე, სსკ-ის 521 მუსხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 3 წლით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. რ-–------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 6 თვის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით, რ-–------------–---ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე რ-–------------–---ს ჩამოერთვას სანადირო თოფი და 2 ვაზნა, ხოლო ამავე კოდექსის 521 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 3 წლით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
4. რ-–------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 6 სექტემბრიდან იმავე წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო.
5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
6. რ-–------------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს.
7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი