განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
330100118002534605
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3176-18

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ,სხდომის მდივან - ნინო ვარაზაშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლების - ნ-----–------–-ს, ლ-–----------–იძის,ბრალდებულ - გ---------------–---–-ს,ადვოკატ - ჯ-----------–--ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ------------–--------------–---–-ს (დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თ---–--–-, ბ--------ის ქუჩის N---- კორპუსის, ბინა N---ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-, ვაზისუბნის მე-4 მ/რ------- პ------–----------–-ს, N---- კ--------------------ში) მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2015 წლის მაისის შუა რიცხვებში, გამოძიებით ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, გ---------------–---–- თ----–-----------ისთვის შენგენის ვიზის დამზადების და საზღვარგარეთ გამგზავრების მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა გ----------------ის კუთვნილ ფულად თანხას 3200 ევროს ოდენობით, ექვივალენტით ლარებში 8600 ლარს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით, გ---------------–--ლმა დაზარალებულ გ----------------ეს მიაყენა 8600 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

დაზარალებულ გ----------------ის ჩვენებით, მისი მეუღლე თ----–-----------ე რამდენიმე წლის განმავლობაში სამუშაოდ წასული იყო საბერძნეთში, საიდანაც დაბრუნდა 2015 წლის აპრილში. საზღვრის გადმოკვეთისას, საბუთების მოუწესრიგებლობის გამო დააჯარიმეს 1200 ევროს ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდებოდა აღნიშნული ჯარიმის გადახდა, იგი ვერ შეძლებდა საზღვარგარეთ გამგზავრებას, ხოლო ჯარიმის გადახდის შემდეგ თ----–-----------ის სახელზე უნდა დამზადებულიყო შენგენის ვიზა. 2015 წლის მაისის შუა რიცხვებში, მის ავტოსამრეცხაოში მივიდა მისი ძველი ნაცნობი გ---------------–---–-, რომლის მეუღლეს - თ------–-----------–--ლს ჰქონდა ო----- და იგი ამზადებდა ვიზებს. გ---------------–--ლს ჰკითხა შეძლებდა თუ არა იგი დახმარებას და მისი მეუღლისთვის შენგენის ვიზის დამზადებას, რაზეც გ---------–---–მა განუმარტა, რომ იგი შეძლებდა შენგენის ვიზის დამზადებას თ----–-----------ის სახელზე. შეთანხმებისამებრ, თავდაპირველად მისთვის უნდა გადაეცა ჯარიმის გადასახდელი თანხა, კერძოდ, 1200 ევრო, ხოლო შემდეგ 2000 ევრო, რის სანაცვლოდაც თ----–-----------ის სახელზე გ---------------–---–- დაამზადებდა შენგენის ვიზას. 2015 წლის მაისის შუა რიცხვებში, მეუღლესთან ერთად მივიდა გ---------------–---–-ს სახლში, სადაც დახვდნენ თ------–-----------–--ლი, მათი მეგობარი ტ---------------–--–- და თათულის დედა. 1200 ევრო, მეუღლის საზღვარგარეთის პასპორტი და ჯარიმის ქვითარი გადასცა თ------–-----------–--ლს, რომელმაც თანხა მოათავსა პასპორტში და მისცა გ---------------–--ლს. თ------–-----------–--ლი და გ---------------–---–- დაჰპირდნენ თ----–-----------ის სახელზე გამოწერილი ჯარიმის გადახდას, რის შემდეგაც 2000 ევროს სანაცვლოდ დაამზადებდნენ შენგენის ვიზას. 1200 ევროს გადაცემიდან დაახლოებით ორ დღეში, დაუკავშირდა გ---------------–---–-, რომელმაც უთხრა, რომ მას გადახდილი ჰქონდა გამოწერილი ჯარიმა და ითხოვდა მისთვის შენგენის ვიზის დასამზადებლად 2000 ევროს, რაზეც განუცხადა თანხმობა. გ---------------–---–- მივიდა მის სამრეცხაოში და თავად მისცა ზემოაღნიშნული თანხა 2000 ევროს ოდენობით. თანხის გადაცემიდან დაახლოებით ორ დღეში, მისთვის უცნობი მამაკაცი დაუკავშირდა ფარული ნომრიდან, რომელმაც უთხრა, რომ იყო გ---------------–---–-ს ახლობელი და ვიზის დასამზადებლად დამატებით ითხოვდა 500 ევროს. აღნიშნულზე დაუკავშირდა გ---------------–---–-ს მეუღლეს - თ------–-----------–--ლს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ზემოხსენებულ პიროვნებას თავად მისცა მისი ტელეფონის ნომერი, ვინაიდან ვიზის დასამზადებლად საჭირო იყო დამატებით 500 ევროს გადახდა. დამატებით თანხის გადახდაზე განუცხადა უარი, რის შემდეგაც ტელეფონის ნომერზე თ------–-----------–--ლმა გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც უთითებდა, რომ გ---------------–---–- იყო დაკავებული, ხოლო თავად აღარ პასუხობდა მის სატელეფონო ზარებს. ბრალდებულის დაკავების შემდეგ რამდენიმე დღეში, გ---------------–---–-ს ნათესავმა, ვინმე ზ-------- დაუბრუნა თ----–-----------ის საზღვარგარეთის პასპორტი და ჯარიმის ქვითარი. მისივე ჩვენებით, მთლიანობაში გ---------------–--ლს გადასცა 3200 ევრო, თუმცა მის მიერ არ მომხდარა ვიზის დამზადება და არც თანხა დაუბრუნებია უკან, რითაც მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

მოწმე თ----–-----------ის ჩვენებით, 2008 წლის ოქტომბერში სამუშაოდ გაემგზავრა საბერძნეთში, საიდანაც საქართველოში დაბრუნდა 2015 წლის მარტის ბოლოს. საბერძნეთში ყოფნის დროს დაკარგა საზღვარგარეთის პასპორტი და საზღვრის გადმოკვეთა შეძლო საბერძნეთში დამზადებული დროებითი პასპორტით, რის გამოც საზღვარზე დააჯარიმეს 1200 ევროს ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ არ გადაიხდიდა მის სახელზე გამოწერილ ჯარიმას, ვერ შეძლებდა საზღვარგარეთ გამგზავრებას, ხოლო ჯარიმის გადახდის შემდეგ უნდა დამზადებულიყო შენგენის ვიზა. 2015 წლის მაისში, მისმა მეუღლემ - გ----------------ემ უთხრა, რომ ჰყავდა ნაცნობი გ---------------–---–-, რომელიც შეძლებდა მის სახელზე გამოწერილი ჯარიმის გადახდას და შემდგომ შენგენის ვიზის დამზადებას. გ----------------ისგან ასევე შეიტყო, რომ გ---------------–---–-ს მეუღლის - თ------–-----------–--ლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა უცხოეთში მოქალაქეების სამუშაოდ გამგზავრება და ვიზების დამზადება. მოლაპარაკების თანახმად, 1200 ევრო უნდა გადაეხადა ჯარიმის თანხა, ხოლო ვიზის დამზადების სანაცვლოდ გ---------------–---–-სთვის უნდა მიეცა 2000 ევრო, რომელიც უზრუნველყოფდა შენგენის ვიზის დამზადებას. 2015 წლის 19 მაისს, მეუღლესთან ერთად მივიდა გ---------------–---–-ს სახლში, სადაც გ----------------ემ გ---------------–--ლს და მის მეუღლეს - თ------–-----------–--ლს გადასცა 1200 ევრო, მისი საზღვარგარეთის პასპორტი და ჯარიმის ქვითარი. გ---------–---–ის განმარტებით, აღნიშნული თანხით გადაიხდიდა ჯარიმას, რის შემდეგაც 2000 ევროს სანაცვლოდ დაამზადებდა შენგენის ვიზას. თანხის გადაცემიდან ორ დღეში, გ---------------–--ლმა უთხრა, რომ მას უკვე გადახდილი ჰქონდა ჯარიმა და 2000 ევროს გადაცემის შემდგომ დაამზადებინებდა შენგენის ვიზას. 2015 წლის მაისის შუა რიცხვებში, გ----------------ემ თავის სამსახურში გ---------------–--ლს მისცა 2000 ევრო. აღნიშნული თანხის გადაცემის შემდგომ, გ----------------ეს დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც გაეცნო, როგორც გ---------------–---–-ს ახლობელი და ვიზის დასამზადებლად დამატებით მოითხოვა 500 ევრო, რაზეც განუცხადეს უარი. 2015 წლის 27 მაისს, გ----------------ემ ტელეფონის ნომერზე მიიღო თ------–-----------–--ლის შეტყობინება, რომ გ---------–---–ი დაკავებული იყო პოლიციის მიერ. მოწმის განმარტებით, 3200 ევრო, რაც მისმა მეუღლემ მისცა გ---------------–--ლს და მის მეუღლეს, უკან არ დაბრუნებია.

მოწმე ი---------------ს ჩვენებით, 2015 წლის 31 დეკემბერს, გ----------------ის განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო მის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე. გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები. ადასტურებს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობას.

მოწმე ლ--–--–-------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა დაზარალებული, ბრალდებულ გ---------------–--ლს წარუდგინა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამოითხოვა საქმეში არსებული სხვადასხვა წერილობითი მტკიცებულება.

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს თ----–-----------ის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი ბერძნულ ენაზე შესრულებული ღია მწვანე ფურცელი, სადაც ფურცლის ქვედა კუთხეში შესრულებულია ქართულ ენაზე თ----------ის ხელმოწერა. აღნიშნულ ფურცელზე მითითებულია სარეგისტრაციო N-----, ხოლო მეორე მცირე ზომის თეთრ ფურცელზე შესრულებულია წარწერა ბერძნულ ენაზე და მითითებულია 1200.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ---------------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: თ------–-----------–--ლის, მ-------------------–---–-ს, ზ-----------–-----–---–-ს, ტ---------------–--–-ს, კრ--------------------ს გამოკითხვის ოქმები და ფარული აუდიოჩანაწერი DVD დისკზე, მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ---------------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ---------------–---–-ს მხრიდან სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის მიზანს წარმოადგენდა, დაზარალებულ გ----------------ის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ---------------–--ლს წინასწარ ჰქონდა განზრახული გ----------------ის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ---------------–--ლმა დაარწმუნა გ----------------ე, რომ მისი მეუღლის სამუშაოს სფეროს წარმოადგენდა უცხოეთში მოქალაქეების სამუშაოდ გამგზავრება, ვიზების დამზადება და დაჰპირდა დახმარებას. კონკრეტულად კი, თ----–-----------ის სახელზე გამოწერილი ჯარიმის გადახდას და შემდგომ შენგენის ვიზის დამზადებას. აღნიშნულის სანაცვლოდ, 2015 წლის მაისის შუა რიცხვებში, გ----------------ემ გ---------------–--ლს და მის მეუღლეს თავად გადასცა 1200 ევრო, ხოლო თანხის გადაცემიდან ორ დღეში, მას შემდეგ რაც გ---------------–--ლმა აცნობა, რომ ჯარიმის სახით გამოწერილი თანხა 1200 ევროს ოდენობით უკვე გადახდილი ჰქონდა, გ---------------–--ლს, შენგენის ვიზის დამზადების მიზნით, მისივე მოთხოვნით ხელზე მისცა 2000 ევრო, ხოლო რამდენიმე დღეში მისი ახლობლის სახელით დამატებით მოთხოვნილი 500 ევროს გადახდაზე განუცხადა უარი. დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მიუხედავად მოთხოვნილი თანხის გადახდისა, გ---------------–--ლს საერთოდ არ ჰქონდა გადახდილი თ----–-----------ის სახელზე გამოწერილი ჯარიმა და არც ვიზა დაუმზადებია. მის კუთვნილ თანხას კი დაეუფლა მოტყუებით.

ის ფაქტი, რომ გ---------------–---–- მოტყუებით დაეუფლა გ----------------ის კუთვნილ ფულად თანხას, დასტურდება როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ისე მოწმე თ----–-----------ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ საბერძნეთის საზღვრის კვეთის დროს დოკუმენტების მოუწესრიგებლობის გამო დააჯარიმეს 1200 ევროს ოდენობით, რის გამოც ვერ ახერხებდა საზღვარგარეთ გამგზავრებას. მისი მეუღლეს - გ----------------ეს აღნიშნული საკითხის მოწესრიგებაში დახმარებას დაჰპირდა გ---------------–---–-, რომლის მეუღლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა მოქალაქეთა საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრება და ვიზების დამზადება. გ---------------–---–- გ----------------ეს დაჰპირდა, რომ 2000 ევროს გადახდის სანაცვლოდ შენგენის ვიზას დაუმზადებდა იმ პირობით თუ დამატებით 1200 ევროს მას გადასცემდა, რითაც უზრუნველყოფდა საელჩოში მის სახელზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას. შეთავაზებულ წინადადებას დასთანხმდა გ----------------ე, რის შემდეგაც 2015 წლის მაისის შუა რიცხვებში, მეუღლესთან ერთად მივიდა გ---------------–---–-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გ----------------ემ გ---------------–--ლს და მის მეუღლეს მისცა 1200 ევრო, მის სახელზე გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი და ჯარიმის ქვითარი. თანხის გადაცემიდან ორ დღეში, გ---------------–--ლმა დაარწმუნა, რომ ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა და ითხოვდა შენგენის ვიზის დასამზადებლად 2000 ევროს. შეთანხმებისამებრ, გ----------------ემ გ---------------–--ლს 2000 ევრო მისცა მის კუთვნილ ავტოსამრეცხაოში, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გ---------------–--ლს საერთოდ არ ჰქონდა გადახდილი ჯარიმის თანხა და არც შენგენის ვიზა დაუმზადებია მისთვის. გადაცემულ ფულად თანხას კი მოტყუებით დაეუფლა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდაო მტკიცებულებად მიჩნეულ მოწმე თ------–-----------–--ლის დაკითხვის ოქმზე, რომელიც თავად ესწრებოდა გ---------------–---–-სა და გ----------------ის შეხვედრას, რა დროსაც გ----------------ემ, მისი მეუღლის სახელზე გამოწერილი ჯარიმის და შენგენის ვიზის დამზადების სანაცვლოდ, გ---------------–--ლს მაგიდაზე დაუდო 1200 ევრო, რაც თავად გადასცა გ---------------–--ლს. მოწმის დაკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ მისი მეუღლის დაკავების შემდგომ, გ---------------–---–-სგან ცნობილი გახდა, რომ მას საბერძნეთის ვიზის დამზადების სანაცვლოდ გ----------------ისგან აღებული ჰქონდა ფულადი თანხა 2700 ევროს ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს გ---------------–---–-ს დანაშაულებრივ განზრახვაზე, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა გ----------------ის კუთვნილ ფულად თანხას, რაც მის მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.

გ---------------–---–-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებს, ასევე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რითაც უტყუარად დგინდება, რომ დაზარალებულ გ----------------ეზე მიყენებული ზიანი 3200 ევროს ოდენობით, მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ 150 ლარს.

შესაბამისად, ბრალდებულ გ---------------–---–-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულ გ----------------ეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულ გ---------------–---–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

ამდენად, გ---------------–--ლმა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ გ---------------–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით, გ---------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 იანვრის განაჩენით კი, გ---------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით, გ---------------–---–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 იანვრის განაჩენით, გ---------------–---–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით, გ---------------–---–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---------------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, კერძოდ, 2015 წლის მაისის შუა რიცხვებში გ---------------–---–- ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი, ვინაიდან მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, როდესაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული. ამასთან, აღნიშნული მუხლით ნასამართლობა, არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს, ან მის შემადგენელ ნაწილს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში, შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ---------------–---–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით. საბოლოო სასჯელი კი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესით, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 იანვრის განაჩენით, გ---------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, მითითებული მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ფარული აუდიოჩანაწერი, გადატანილი DVD დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

საბოლოოდ, გ---------------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ გ---------------–--ლს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2015 წლის 25 მაისის 12:05 საათიდან.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ფარული აუდიოჩანაწერი, გადატანილი DVD დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე