გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
190210118002545814
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2108-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი - სალომე არევაძე

მოსარჩელე - ჯა------–----–----ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - და------------------–---–ი

მოპასუხე - სუ-----------------ი, იო---------------ი, გი-----------–--–---–ი

მოპასუხეების იო---------------ისა და გი-----------–--–---–ის წარმომადგენელი- რა–-------–--–--ა

დავის საგანი - სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა, სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ჯა------–----–----ს გაუგრძელდეს სამკვიდროს მიღების ვადა.

1.2. გაუქმდეს 2015 წლის 21 ივლისის #15------3 და 2016 წლის 23 იანვრის #16------7 სანოტარო აქტები სამკვიდროს მიღების შესახებ.

1.3. გაუქმდეს სუ----------------ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: 81.15.28.1-4.

1.4. ჯა------–----–----ი ცნობილი იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: გარ----------–-----ს ქუჩა 30, საკადასტრო კოდი: 81.15.28.1-4 მესაკუთრედ.

 

სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:

 

სარჩელში მითითებულია, რომ ჯა------–----–----ი ცხოვრობს რუსეთში, საქართველოში მას ჰყავდა მამიდა ნა---------–----ა, რომელიც იყო მამის- ად------–----ის და, მას ასევე ჰყავდა მამიდაშვილი იუ---------------ი, რომელიც მამიდას ჰყავდა არარეგისტრირებული ქორწინებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად რუსეთში ცხოვრობდა, ად------–----ი დროის დიდ ნაწილს ატარებდა თავის დასთან საქართველოში, ყურადღებას აქცევდა და ზრუნავდა დასა და დისშვილზე.

2003 წლის 14 ოქტომბერს გარდაიცვალა ნა---------–----ა, მისი დაკრძალვის ხარჯები გაიღო ად------–----მა, დის დაკრძალვის შემდეგ იგი უფრო ხშირად იმყოფებოდა საქართველოში და უვლიდა დისშვილს.

2014 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა იუ---------------ი, რომლის დაკრძალვის ხარჯები გაიღო ჯა------–----–----მა. 2015 წლის 02 ივლისს ად------–----მა მიმართა ნოტარიუსს დ. ბე------–---–ს განცხადებით სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, მისი აწ გარდაცვლილი დის ნა---------–----ას დანაშთ ქონებაზე.

2015 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა ად------–----ი, მისი გარდაცვალების შემდეგ ჯა------–----–----ი და მისი მეუღლე ჩამოდიოდნენ საქართველოში და ყურადღებას აქცევდნენ მამიდის დანატოვარ ქონებას.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის მარტში ჯა------–----–----მა მამის სამკვიდრო ქონებაზე მიიღო სამკვიდრო მოწმობა.

2018 წლის 10 მაისს ჯა------–----–----მა აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოითხვა საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, 2015 წლის 21 ივლისის სანოტარო აქტით იო---------------მა, როგორც მამკვიდრებლის მეოთხე რიგის მემკვიდრემ მიიღო აწ გარდაცვლილი ძმისშვილის იუ---------------ის სამკვიდრო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სანოტარო აქტები არის უკანონო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯა------–----–----ის მოთხოვნას წარმოადგენს:

1. ჯა------–----–----ს გაუგრძელდეს სამკვიდროს მიღების ვადა.

2. გაუქმდეს 2015 წლის 21 ივლისის #15------3 სანოტარო აქტი და 2016 წლის 23 იანვრის #16------7 სანოტარო აქტი სამკვიდროს მიღების შესახებ.

3. გაუქმდეს სუ----------------ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო კოდი: 81.15.28.1-4.

4. ჯა------–----–----ი ცნობილი იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: გარ----------–-----ს ქუჩა 30, საკადასტრო კოდი: 81.15.28.1-4 მესაკუთრედ.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა იო---------------მა და სუ----------------მა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ჯა------–----–----ი და მისი არცერთი ოჯახის წევრი არ დასწრებია ნა---------–----ას დაკრძალვას, მისი დაკრძალვის ხარჯები ბენიამინოვის ოჯახის წევრებმა გასწიეს, რაც შეეხება იუ---------------ის დაკრძალვის ხარჯებს, იგი სუ----------------მა ვითიბი ბანკიდან გამოტანილი 2000 ლარით დაფარა.

მოპასუხე ასევე არ ეთანხმება ჯა------–----–----ის პოზიციას იმასთან კავაშირებით, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ყურადღებას აქცევდა მამიდის დანატოვარ ქონებას. შესაგებელში მითითებულია, რომ იო---------------ი არის მეოთხე რიგის მემკვიდრე (იუ---------------ის მამის ევ---------------ის ძმა), რაც დასტურდება სანოტარო აქტით. შესაბამისად ვინაიდან ჯა------–----–----ი არის მეხუთე რიგის მემკვიდრე და მასზე წინა რიგის მემკვიდრე სახეზეა, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე გი-----------–--–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ სანოტარო აქტი გაცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, იო---------------ი წარმოადგენს მამკვიდრებლის მეოთხე რიგის ერთადერთ კანონისმიერ მემკვიდრეს, რაც შეეხება ჯა------–----–----ს იგი არის მეხუთე რიგის მემკვიდრე, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ არსებობს წინა რიგის ერთ-ერთი მემკვიდრე, აღნიშნული გამორიცხავს შემდეგი რიგის მემკვიდრეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნოტარიუსი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სანოტარო აქტების გაბათილობის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. იუ---------------ის მამა ევ---------------ი გარდაიცვალა 1961 წლის 11 მარტს, ხოლო დედა ნა---------–----ა 2003 წლის 14 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- გარდაცვალების მოწმობა ( გვ.159-160)

 

3.1.2. 2015 წლის 21 ივლისს ნოტარიუსს გი-----------–--–---–ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, იუ---------------ი გარდაიცვალა 2014 წლის 25 დეკემბერს. იო---------------მა, როგორც მამკვიდრებლის მეოთხე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ- ბიძამ მიიღო აწ გარდაცვლილი ძმის შვილის- იუ---------------ის სამკვიდრო, რომელშიც შედის ყველა ის მოძრავი და უძრავი ქონება, მატერიალური ფასეულობა, აქციები, თანხა, რომელიც გარდაცვლილის საკუთრებას წარმოადგენს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- 21.07.2015 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა #15------3 ( გვ.24-26)

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 30)

 

3.1.3. 2016 წლის 23 იანვარს ნოტარიუსს გი-----------–--–---–ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, იო---------------ი არის მამკვიდრებლის იუ---------------ის მეოთხე რიგის მემკვიდრე ბიძა, ხოლო იუ---------------ი- ნა---------–----ას პირველი რიგის მემკვიდრე- შვილი. იო---------------მა მიიღო იუ---------------ის სახელზე რიცხული სამკვიდრო ქონება სრულად, მასში შემავალი აქტივებით და პასივებით. სამკვიდრო მასაში ასევე შედის იუ---------------ის 2003 წლის 14 ოქტომბერს გარდაცვლილი დედის- ნა---------–----ას სახელზე რიცხული სამკვიდრო ქონება სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- 23.01.2016 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა #16------7 (გვ.21-23)

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 29)

 

3.1.4. უძრავი ქონება, მდებარე: გარ----------–-----ს ქუჩა #30, საკადასტრო კოდით: 81.15.28.1-4 სამკვიდრო მოწმობა #16------7-ის საფუძველზე იო---------------ის სახელზე აღირიცხა. აღნიშნული ქონება 27.06.2018 წელს დარეგისტრიდა სუ----------------ის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (გვ.35-36, 54-55)

 

3.1.5. მისამართზე გარ----------–-----ს ქუჩა #30, 25.10.1983 წლიდან რეგისტრირებულია იუ---------------ი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- საინფორმაციო ბარათი (გვ. 153)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1423-ე, 1426-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდქსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს გაუქმდეს ნოტარიუს გი-----------–--–---–ის მიერ 2015 წლის 21 ივლისს #15------3 და 2016 წლის 23 იანვარს #16------7 გაცემული სანოტარო აქტები სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება. მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვა შეზღუდულია დროით. ამ მოქმედების განხორციელების შედეგად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო უკვე შეიძინა, იგი არის მისი მესაკუთრე. მითითებულ დანაწესში კანონმდებელი უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებს მემკვიდრის ნების დადგენას - სურს თუ არა მას სამკვიდროს მიღება. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდაოა რომ ჯა------–----–----ის მამიდა-ნა---------–----ა გარდაიცვალა 2003 წლის 14 ოქტომბერს, მისი მამიდაშვილი იუ---------------ი 2014 წლის 25 დეკემბერს, ხოლო მამა- ად------–----ი 2015 წლის 16 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ჯა------–----–----მა 2016 წლის მარტში მიიღო მამის სამკვიდრო ქონება. 2015 წლის 21 ივლისს და 2016 წლის 23 იანვარს ნოტარიუს გი-----------–--–---–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, იო---------------მა მიიღო იუ---------------ის სახელზე რიცხული სამკვიდრო ქონება სრულად, მასში შემავალი აქტივებით და პასივებით. სამკვიდრო მასაში ასევე შედის იუ---------------ის 2003 წლის 14 ოქტომბერს გარდაცვლილი დედის- ნა---------–----ას სახელზე რიცხული სამკვიდრო ქონება სრულად. რაც შეეხება ჯა------–----–----ს, მას არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის და არ მოუთხოვია სამკვიდროს ფაქტობრივი გზით მიღების ფაქტის დადგენა, თუმცა მისი განმარტებით, იუ---------------ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და მისი მამიდაშვილის დასაკრძალად გაიღო ხარჯები, კერძოდ საფლავი მოაწესრიგა, იყიდა სასახლე, მისი დასაფლავების შემდეგაც ჩამოდიოდა საქართველოში და უვლიდა მის ქონებას, თუმცა 2018 წლის აგვისტოში მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ქონება ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით იო---------------მა მიიღო.

 

მოსარჩელე მიიჩნევს რა, რომ აღნიშნული სანოტარი აქტები უკანონოა, ითხოვს მათ ბათილობას და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას, როგორც ად------–----ის მემკვიდრე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დავის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია დადგინდეს ის ფაქტი, რომ ად------–----ი, როგორც იუ---------------ის მეოთხე რიგის მემკვიდრე, იუ---------------ის გარდაცვალებიდან კანონით განსაზღვრულ 6 თვიან ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა მის ქონებას. მართალია, ჯა------–----–----მა 2016 წლის მარტში მიიღო მამის სამკვიდრო ქონება, რომლის თანახმად მასზე გადავიდა მამის სიცოცხლეში არსებული აქტივები და პასივები, თუმცა მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ად------–----ის მიერ იუ---------------ის საკუთრებაში არსებული ქონების დაუფლების ფაქტი. მოსარჩელის განმარტებით, ად------–----ი რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა იგი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში დასთან, სადავო ქონება სწორედ მან აუშენა ნა---------–----ას, იგი მუდმივად ზრუნავდა დასა და დისშვილზე, ნა---------–----ას გარდაცვალების ხარჯებიც მან გაიღო, გარდაცვალების შემდეგ იგი დროის დიდ ნაწილს საქართველოში ატარებდა და უვლიდა თავის დისშვილს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. მეორე რიგში- გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა. მესამე რიგში- ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან. მეოთხე რიგში- ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები. მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მეოთხე რიგის მემკვიდრის ად------–----ის, როგორც მემკვიდრის მიერ ისეთი მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში ისეთი მოქმედებების განხორციელების ფაქტი, რაც მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით განხორციელებულ ქმედებად იქნება მიჩნეული. ის ფაქტი, რომ ად------–----მა აუშენა სახლი დას და სიცოცხლის განმავლობაში მას ყურადღებას აქცევდა, ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ სამკვიდროს კანონით განსაზღვრულ ვადაში (6 თვე) დაუფლების ფაქტად აღქმული, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევაში დადგინდეს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ად------–----ის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობა ან მართვა. საქმეში წარმოდგენილი საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის და მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად, ად------–----ი საქართველოში არ ყოფილა, ასევე არ დასტურდება მის მიერ სხვა რაიმე ისეთი ქმედების განხორციელება, როგორიცაა თანხის გადმორიცხვის გზით ქონების მოვლა- პატრონობა, რომელიც შესაძლოა მიჩნეული ყოფილიყო ქონების დაუფლებად. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ იუ---------------ის გარდაცვალების შემდეგ იგი დაეუფლა მამკვიდრებლის უძრავ ქონებას.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა. მოცემულ შემთხვევაში, ჯა------–----–----ის განმარტებით, მის მიერ იუ---------------ის დაკრძალვის ხარჯების გაღებით, მათ შორის საფლავის მოწესრიგებით, სასახლის დამზადებით გამოხატა სამკვიდროს მართვა- დაუფლებისკენ მიმართული ნება,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მტკიცების საგანი, ანუ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვისა და დავის გადაწყვეტის მიზნით.

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების საგანში შედის უძრავი ქონების ფაქტობრივი გზით დაუფლების ფაქტი, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულების მითითების ვალდებულება მოსარჩელე მხარეს აკისრია, რაც მას არ განუხორციელებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ჯულიეტა რავაევა, მარკოს ოგანეზოვი, როზა იუნანოვა, მათი განმარტებით, იუ---------------ის გარდაცვალების შემდეგ, სადავო ქონებაში არავინ იმყოფებოდა, ჯა------–----–----ი როდესაც საქართველოში ჩამოდიოდა იგი რჩებოდა ნათესავთან მარკოს ოგანეზოვთან, მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ ჯაბრაილს გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯები არ გაუწევია, როდესაც იგი საქართველოში ჩამოვიდა სასახლე უკვე ნაყიდი იყო, მეზობლების განმარტებით არც იუ---------------ის და არც ნა---------–----ას დაკრძალვის ხარჯები ადამ და ჯა------–----–----ებს არ გაუღიათ.

შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მხარეთა ახსნა-განმარტებების, სანოტარო აქტების და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ად------–----ს არც ფაქტობრივი ფლობით და არც ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით, კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მიუღია სამკვიდრო ქონება, სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართალია 2015 წლის 02 ივლისს ად------–----მა ნოტარიუსს მიმართა განცხადებით ნა---------–----ას დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით, თუმცა ვინაიდან იგი გარდაიცვალა და ვერ მოასწრო სამკვიდრო მოწმობის მიღება, ჯა------–----–----ს, როგორც მის მემკვიდრეს არ ანიჭებს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან აღნიშნული დროისათვის, მისი სამკვიდრო ქონება გადასული იყო შვილზე იუ---------------ზე, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება მიიღო ერთადერთმა მეოთხე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ იო---------------მა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სანოტარო აქტების ბათილობის და მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლით სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ხოლო ამავე კოდექსის 1423-ე მუხლით სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.

 

ჯა------–----–----ის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს იუ---------------ის სამკვიდრო ქონების მიღების კანონით განსაზღვრული 6 თვიანი ვადის გაგრძელება, აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად იგი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ჯა------–----–----ი იმყოფებოდა რუსეთში, რის გამოც კანონით გასაზღვრულ ვადაში ვერ მოახერხა ნოტარიუსისათვის მიმართვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ სასამართლომ სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადა საპატიოდ ცნოს საჭიროა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებათა ერთობლიობა: მოსარჩელე უნდა იყოს მამკვიდრებლის მემკვიდრე, გასული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადა, სხვა მემკვიდრეები წინააღმდეგები უნდა იყვნენ მოსარჩელე მემკვიდრისათვის მათ მიერ მიღებული სამკვიდროდან წილის გამოყოფაზე და სამკვიდროს ვადის გაშვება უნდა იყოს საპატიო. სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით ან სანოტარო ბიუროში სამკვიდროს მიღების სურვილთან დაკაშირებით განცხდების შეტანის გზით. ამასთან საპატიოდ გაშვებული ვადის მიჩნევისათვის შეუძლებელი ან მნიშვნელოვნად გართულებული უნდა იყოს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება ან ნების გამოვლენა მის პირთან სუბიექტური ან ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე როგორადაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაციის არქონა და სხვა მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს გახსნისას მისი არ მოწვევა ან ნების გამოვლენის შეუძლებლობის დროს მაგალითად ღია ზღვაში, ნაოსნობისას, ხანგრძლივად გემზე ყოფნა, ისეთი სახელმწიფო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება რა დროსაც ადგილსამყოფელის გამჟღავნება გამოიწვევს სახელმწიფოებრივი საიდუმლოების გამჟღავნებას ან ნების გამოვლენის შეზღუდვის დროს, ქმედუუნაროდ აღიარებისას ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სამკურნალოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა ან ჯანმრთელობის სხვა გართულებები მაგალითად კომაში ყოფნა, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღეს 2014 წლის 25 დეკემბერს. იო---------------მა, როგორც მამკვიდრებლის მეოთხე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ- ბიძამ მიიღო აწ გარდაცვლილი ძმის შვილის- იუ---------------ის სამკვიდრო, რომელშიც შედის ყველა ის მოძრავი და უძრავი ქონება, მატერიალური ფასეულობა, აქციები, თანხა, რომელიც გარდაცვლილის საკუთრებას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად: 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონით განსაზღვრული ვადის გაშვების საპატიო მიზეზად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოსარჩელის საზღვარგარეთ ცხოვრება, ვინაიდან მას შესაძლებლობა ჰქონდა საკონსულო დაწესებულების მეშვეობით სამკვიდროს მიღებისათვის საჭირო ნების გამოვლენის ფიქსაციისა. გარდა ამისა, უდაოა, რომ ჯა------–----–----ი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, შესაბამისად, მას ჰქონდა შესაძლებლობა მისი ნება სამკვიდროს მიღების შესახებ განეხორციელებინა, რაც მან კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დააფიქსირა, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის პოზიციას კანონით განსაზღვრული ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლის მიხედვით, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

 

ზემო აღნიშნულის გარდა, საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, იუ---------------ის სამკვიდრო ქონება მიიღო მისმა მეოთხე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მაშინ როდესაც ჯა------–----–----ი წარმოადგენს მეხუთე რიგის მემკვიდრეს, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკამყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სუ----------------ს (პ/ნომერი12001066475) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონების მდებარე: ქ. გარდაბანში, ლენინის ქუჩა 30 ს/კ 81.15.28.1-4. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს განჩინება, რომლითაც სუ----------------ს (პ/ნომერი12001066475) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. გარდაბანში, ლენინის ქუჩა 30 ს/კ 81.15.28.1-4. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჯა------–----–----ის სარჩელი მოპასუხეების იო---------------ის, გი-----------–--–---–ის და სუ----------------ის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის, სამკვიდრო მოწმობის გაუქმების და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 აგვისტოს განჩინება, რომლითაც სუ----------------ს (პ/ნომერი12001066475) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. გარდაბანში, ლენინის ქუჩა 30 ს/კ 81.15.28.1-4. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი