განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100119002907706 (№1-84/19)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25.10.2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე
პროკურორი - აკ------------ა
ბრალდებული - თე--------------–-------–---–ი
ადვოკატი - და---------–--–---–ი
საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173070219001 საქმე
ბრალდებულ თე--------------–-------–---–ის მიმართ
მამის სახელი: პა----
დაბადებული: 2--------- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: სა–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 61---------
ნასამართლობის: მქონე
რეგისტრირებული: ქობულეთის რაიონი, სოფელი გო--------ი.
მცხოვრები: ქ. ბათუმი, ს. ხი-–--–---–ის ქუჩა №2-----------.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი და მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის 273-ე მუხლი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2015 წლის 21 მაისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა თე--------------–-------–---–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონის მარილს“ წონით - 2 გრამი და აგრეთვე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინს“ წონით 3,498 გრამი, რაც 2019 წლის 07 თებერვალს დაახლოებით 02:48 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში მდებარე საბაჟო გამტარ პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარებული თე--------------–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას იქნა აღმოჩენილი.
2. 2015 წლის 21 მაისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ნასამართლევმა თე--------------–-------–---–მა ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები ამფეტამინი, მდმა, მეტამფეტამინი, მეტადონი, ოპიუმის ჯგუფი, რაც 2019 წლის 07 თებერვალს დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწმებისას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სასამართლო სხდომაზე სადავოდ იქნა მიჩეული გამომძიებლების, ლე----------ისა და ალ---------------------ის ჩვენები. დანარჩენი მტკიცებულებები მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს. შესაბამისად, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.
4. მოწმის სახით დაკითხული, ლე----------ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 6 თებერვალს სარის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში შეჩერებული იქნა თე--------------–-------–---–ი, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, თე--------------–-------–---–ი გადაყვანილი იქნა გასაჩხრეკ ოთახში, სადაც პირადი ჩხრეკის დროს საცვალში, უკანა მხარეს აღმოჩენილი იქნა მწებავი ლენტით შენაფუთები, რომელშიც აღმოჩნდა სხვადასხვა სახის აბები და თეთრი ფერის სალფეთქში შეხვეული ყავისფერი მასა. აღნიშნული ნივთიერები იქვე იქნა დალუქული, თე--------------–-------–---–ს აღნიშნულზე პრეტენზია არ განუცხადებია და როგორც შემდგომში დადგინდა, ამოღებული ნივთიერებები იყო სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. თე--------------–-------–---–ი ასევე გადაყვანილი იქნა საექსპერტო დაწესებულებაში, ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება და დაუდგინდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი.
მოწმის სახით დაკითხული, გამომძიებელ ალ---------------------ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 7 თებერვალს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ თე--------------–-------–---–ს სხვა პირებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკიდან უნდა შემოეტანათ ნარკოტიკული საშუალებები, რაზეც დაიწყო გამოძიება და ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, სადაც 02 საათსა და 48 წუთზე შემოვიდა თე--------------–-------–---–ი. იგი შეჩერებული იქნა და შეკითხვაზე ჰქონდა თუ არა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, განაცხადა, რომ არ გააჩნდა. მან თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე და ვინაიდან გაჩხრეკა იწვევდა გაშიშვლებას, გადაყვანილი იქნა სპეცილურ გასაჩხრეკ ოთახში. ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ თე--------------–-------–---–ს ტრუსის უკანა ნაწილში შენახული ჰქონდა მწებავი ლენტით შეკრული ორი ცალი ოვალური ფორმის შენაფუთი. გახსნისას ერთ შენაფუთში აღმოჩნდა მთლიანობაში 50 ტაბლეტი და მეორე შენაფუთში აღმოჩნდა თეთრის ფერის ქაღალდში შეხვეული ყავისფერი მასა. აღნიშნული ნივთიერებები დაილუქა გამჭირვალე ფაილში, თე--------------–-------–---–ის განმარტებით 50 აბი იყო ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, ხოლო ფხვიერი მასა იყო ეგრეთ წოდებული სირეცი და მოჰქონდა პირადი მოხმარებისათვის. ამ საფუძვლით თე--------------–-------–---–ი იქნა დაკავებული, ჯერ გადაყვანილი იქნა განყოფილებაში, შემდგომ ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაყვანილი იქნა კრიმინალურ სამსახურში და შემოწმების შედეგად დაუდგინდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. ამოღებულ ნივთირებებზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალებები.
5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 07 თებერვლის ექსპერტიზის №ქ/94 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი თე--------------–-------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 50 ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი) – 02 გრამის ოდენობით. ხოლო თე--------------–-------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთიერი მასა წონით 85,175 გრამი, შეიცავს 3,498 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს.
6. თე--------------–-------–---–ი არცერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არ დაესწრო, შესაბამისად სასამართლოზე ვერ იქნა დადგენილი მისი პიზიცია ბრალის აღიარებასთან ან უარყოფასთან დაკავშირებით.
7.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
8. ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია II, №40 რეგისტრაციით და 2 გრამი ,,მეთადონი” წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას;
9. ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” შეტანილია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია I, №181 რეგისტრაციით და 3,498 გრამი ,,ჰეროინი” წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას;
10.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებები ,,მეთადონი” და ,,ჰეროინი” მიეკუთვნებიან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მათი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
11. თე--------------–-------–---–ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონის” და ,,ჰეროინის” შეძენისა და შენახვის თაობაზე.
12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტში დაცული ელექტრონული ბაზის თანახმად თე--------------–-------–---–მა სასაზღვრო გამტარი პუნქტი ,,სარფი“ გადმოკვეთა - შემოსვლა 07.02.2019 წელი 02:48 საათი. თე--------------–-------–---–ს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა 07.02.2019 წელი 02:53 საათიდან 03:28 საათის შუალედში, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები და დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
13. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა.
14. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ი” ქვეპუნქტის თანახმად სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;
15. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი” და ,,ჰეროინი” მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი საქართველოში შემოტანა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
16. თე--------------–-------–---–ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონის” და ,,ჰეროინის” - საქართველოში შემოსატანად.
17. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენით თე--------------–-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
18. 2019 წლის 07 თებერვლის აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წერილის თანახმად აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.05.2015 წლის №1-475 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად დაკისრებული ჯარიმა 3000 ლარი თე--------------–-------–---–ს მიერ გადახდილი არ არის და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.
19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებული პირის ნასამართლობა გაქარწყლდება - სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.
20. თე--------------–-------–---–ი ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებული იქნა 2015 წლის 21 მაისს. აღნიშნული განაჩენით დაკისრებული ჯარიმა თე--------------–-------–---–ს გადახდილი არ აქვს, რაზეც აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. თე--------------–-------–---–მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონის მარილი“ წონით - 2 გრამი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 3,498 გრამი უკანონოდ შეიძინა შეინახა და საქართველოში შემოიტანა 2019 წლის 07 თებერვალს.
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული თე--------------–-------–---–ი 2019 წლის 07 თებერვალს ითვლებოდა ნასამართლევად - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული).
22. თე--------------–-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მოწმეების: რო-----------ის, თა--------------ის, ლე----------ის, ალ---------------------ის, თე--------------–-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით და პირადი ჩხრეკის ოქმი და საქმეზე დართული ნივთმტკიცებით.
ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება:
23. ექსპერტიზის №90145 დასკვნის თანახმად, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 2019 წლის 07 თებერვალს თე--------------–-------–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ამფეტამინის, მდმას, მეტამფეტამინის, მეტადონის, ოპიუმის ჯგუფის მოხმარება.
24. თე--------------–-------–---–მა გამოძიების პროცესში განაცხადა, რომ მან მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები ამფეტამინი, მდმა, მეტამფეტამინი, მეტადონი, ოპიუმის ჯგუფი და მას ექიმის ნებართვა არ ჰქონია.
25.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ25 ნაწილის თანახმად უკანონო მომხმარებელია - პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს I, II ან III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, მაგრამ არა აქვს ჩამოყალიბებული მასზე დამოკიდებულება.
26. ნარკოტიკული საშუალებები - ამფეტამინი, მდმა, მეტამფეტამინი, მეტადონი, ოპიუმის ჯგუფი, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებებია და მათი მოხმარება საჭიროებს ექიმის სპეციალურ ნებართვას.
27. თე--------------–-------–---–ს ექიმის სპეციალური ნებართვა ზემოთაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის არ აქვს.
28. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თე--------------–-------–---–მა ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ:
29. როგორც სასამართლომ აღნიშნა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენით თე--------------–-------–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
30. 2019 წლის 07 თებერვლის აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წერილის თანახმად აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.05.2015 წლის №1-475 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად დაკისრებული ჯარიმა 3000 ლარი თე--------------–-------–---–ს მიერ გადახდილი არ არის და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.
31. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებული პირის ნასამართლობა გაქარწყლდება - სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.
32. თე--------------–-------–---–ი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის მსჯავრდებული იქნა 2015 წლის 21 მაისს. აღნიშნული განაჩენით დაკისრებული ჯარიმა თე--------------–-------–---–ს გადახდილი არ აქვს, რაზეც აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. თე--------------–-------–---–ს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება დაუდგინდა 2019 წლის 07 თებერვალს.
33. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული თე--------------–-------–---–ი 2019 წლის 07 თებერვალს ითვლებოდა ნასამართლევად - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
34. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
35. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
36. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
37.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
38.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
39.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
40. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
41. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
42. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
43. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ თე--------------–-------–---–მა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
44. თე--------------–-------–---–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
45. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასაჯელის მინიმალურ ვადას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თე--------------–-------–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთის სახით.
46. თე--------------–-------–---–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თე--------------–-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის 262-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით თე--------------–-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით თე--------------–-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
`ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ თე--------------–-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
3. თე--------------–-------–---–ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 07 თებერვლიდან.
4.თე--------------–-------–---–ის მიმართ უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას. აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელისაგან განთავისუფლებისთანავე.
5. ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად, ხოლო ერთი ცალი დისკი დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე