განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
330100119003224610
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4697-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

სტაჟიორ-პროკურორი: გ------- ც-–--–---

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: მ------ ა-------–---–ი

მამის სახელი: ვ-------

დაბადებული: 2---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული: თ---–-----------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------–----------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ ა-------–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: მ------ ა-------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევმა პირმა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2----–-–---------–---, მ------ ა-------–---–ი გასამართლებული იქნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით, საიდანაც 06(ექვსი) თვის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 02(ორი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 21 ოქტომბრიდან. 2----–-–---------–---, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მ------ ა-------–---–ი გასამართლებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 59-ე, 67-ე და 63-64-ე მუხლების საფუძველზე განესაზღვრა 02(ორი) წლის მოხდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 03(სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. 2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 13:45 საათზე, თბილისში, მ----------------------------–---–----------------------––- მ------ ა-------–---–ი ატარებდა დანას, რომელიც ცივი იარაღის ექსპერტიზის #----–- დასკვნის თანახმად, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები სასამართლო სხდომაზე არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით #4----- დანაშაულის შესახებ, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმით, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით, ცივი იარაღის #----–- დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პასუხით მ------ ა-------–---–ის სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული ნივთმტკიცება - დანით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განჩინებით, გაუქმდა მსჯავრდებულ მ------ ა-------–---–ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 წელი თავისუფლების აღკვეთა.

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ მ------ ა-------–---–მა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 03 წლამდე.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა პირობით გამოსაცდელი ვადის დინების პერიოდში.

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მ------ ა-------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს ჯარიმა 2.000 ლარის ოდენობით და 02(ორი) წლით, 08(რვა) თვით და 10(ათი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ------ ა-------–---–ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით (2019 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს, სრულად დაემატოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განჩინებით მ------ ა-------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02(ორი) წელი, 08(რვა) თვე და 10(ათი) დღე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მ------ ა-------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის, 08(რვა) თვის და 10(ათი) დღის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ------ ა-------–---–ს დაეწყოს 2019 წლის 30 ოქტომბრიდან.

ვინაიდან, მ------ ა-------–---–ის მიმართ გამოყენებული არ იქნა აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობს აღკვეთი ღონისძიების საკითხზე.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - მ------ ა-------–---–ის პირადი გასინჯვისას ამოღებული ცივი იარაღი - დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე