განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2019
საქმის ნომერი
330100114447399
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1429-14

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამა---შვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – გ-------------–---ს

ადვოკატ – ი----- ნ-------–---–-ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ თ------ ხ---------ის მონაწილეობის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე – თ------ ვ--–----ს ძე ხ---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), რეგისტრირებულის ქ------–--–-----–-------------------------------------------------------–ი, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------ ხ---------მა ჩაიდინა მითვისება, ესე იგი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში.

 

თ------ ხ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

შპს ,,ჯ-----------“ დირექტორის გ--------–-–---–ის 2008 წლის 01 მაისის #--- ბრძანების საფუძველზე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, 2008 წლის 01 მაისიდან 2008 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით თ------ ხ---------ი მუშაობდა შპს „ჯ-----------“ სავაჭრო აგენტის (დისტრიბუტორის), შემდგომში ექსპედიტორის თანამდებობაზე. ხსენებული ხელშეკრულების თანახმად, თ------ ხ---------ის სამსახურეობრივ მოვალეობაში სხვა ფუნქციებთან ერთად შედიოდა თბილისში არსებული სავაჭრო ობიექტებისათვის შპს „ჯ-----------“ საწყობიდან ამავე საზოგადოების მიერ იმპორტირებული საქონლის, სხვადასხვა სახის ჰიგიენური საშუალებების მიწოდება, მიწოდებული საქონლის ღირებულების მაღაზიებიდან ამოღება და საწარმოს საბანკო ანგარიშზე შეტანა.

 

შპს ,,ჯ---------ში“ მუშაობის პერიოდში თ------ ხ---------მა განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საზოგადოების კუთვნილი ფულადი თანხების მითვისება. სისრულეში მოყვანის მიზნით, თ------ ხ---------მა დისტრიბუტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, 2008 წლის ნოემბრის თვის პერიოდში მოახდინა 32 602 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაცია, საიდანაც საზოგადოების ანგარიშზე შეიტანა 20 564 ლარი, ხოლო დანარჩენი 12 038 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

ე.ი. თ------ ხ---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე გამოკვლეულ იქნა მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ თ------ ხ---------მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.

 

სასამართლოსათვის უცნობია ბრალდებულ თ------ ხ---------ის პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, რადგან მან თავი აარიდა გამოძიებასა და სასამართლოს. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 20 სექტემბრის #------- წერილის თანახმად, 2008 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 18 სექტემბრამდე მოქალაქე თ------ ხ---------ის (დაბ. 1--1--1---–., პ/ნ 0----------) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი - საქართველოდან გასვლა - დაფიქსირდა 2009 წლის 10 აპრილს, „თ---–--------------------“ გავლით, საფრანგეთის მიმართულებით.

 

თ------ ხ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

შპს ,,ჯ-----------“ დირექტორის 2008 წლის 12 აპრილის #279 ბრძანებით, თ------ ხ---------ი მიღებულ იქნა გამოსაცდელი ვადით შპს ,,ჯ---------ში“ მომარაგების განყოფილების სტაჟიორად 2008 წლის 12 აპრილიდან.

 

შპს ,,ჯ-----------“ დირექტორის 2008 წლის 1 მაისის #--- ბრძანებით, შპს ,,ჯ-----------“ მომარაგების განყოფილების სტაჟიორი თ------ ხ---------ი გადაყვანილ იქნა სავაჭრო განყოფილებაში დისტრიბუტორის თანამდებობაზე 2008 წლის 1 მაისიდან.

 

შპს ,,ჯ-----------“ დირექტორის 2008 წლის 30 ნოემბრის #319ბ ბრძანებით, თ------ ხ---------ი 2008 წლის 30 ნოემბრიდან გათავისუფლდა დისტრიბუტორის თანამდებობიდან სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევის გამო, რამაც კომპანიას მიაყენა მატერიალური ზიანი.

 

მაშასადამე, საქმეში არსებული მასალების თანახმად, თ------ ხ---------ი შპს ,,ჯ---------ში“ დისტრიბუტორად მუშაობდა 2008 წლის 1 მაისიდან 2008 წლის 30 ნოემბრამდე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა და---რალებულის წარმომადგენელი დ----- ბ-----–---–ი, რომელიც 2013 წლიდან იურიდიულ მომსახურებას უწევდა შპს „ჯ---------ს“. მოწმის განმარტებით, შპს „ჯ---------ი“ ახორციელებდა სხვადასხვა დასახელების საქონლის საქართველოში იმპორტს და შემდგომ შემოტანილი საქონლის სავაჭრო ქსელში რეალიზაციას დისტრიბუტორების და ექსპედიტორების საშუალებით. თ------ ხ---------ი შპს „ჯ---------ში“ მუშაობდა დისტრიბუტორის თანამდებობაზე და ევალებოდა სავაჭრო ობიექტებისათვის შპს „ჯ-----------“ საწყობიდან იმპორტირებული საქონლის მიწოდება, მიწოდებული საქონლის ღირებულების მაღაზიებიდან ამოღება და საწარმოს საბანკო ანგარიშზე შეტანა, თუმცა ამოღებული თანხის ნაწილი მიითვისა და არ შეიტანა საწარმოს საბანკო ანგარიშზე, კერძოდ, თ------ ხ---------ის მიერ 2008 წლის ნოემბრის თვეში მითვისებულ იქნა 30 000 ლარზე მეტი, რითიც საწარმოს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა შპს „ჯ-----------“ დირექტორი გ-- გ-----–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ შპს ,,ჯ---------ი“ ახორციელებდა სხვადასხვა საქონლის იმპორტს და მათ დისტრიბუციას. თ------ ხ---------ი აღნიშნულ კომპანიაში დისტრიბუტორის თანამდებობაზე მუშაობდა 2008 წლის 01 მაისიდან 2008 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო თანამდებობიდან გათავისუფლდა კომპანიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის გამო. თ------ ხ---------ის მოვალეობაში შედიოდა პროდუქციის რეალიზაცია. კერძოდ, იგი გარკვეულ უბნებზე არსებული მაღაზიებიდან იღებდა შეკვეთებს, პროდუქციის რაოდენობისა და სახეობების ჩამონათვალის მითითებით, წარადგენდა მათ კომპანიის ოფისში, სადაც იბეჭდებოდა სასაქონლო ზედნადებები, ფორმდებოდა ბუღალტრულად, მეორე დღეს კი ექსპედიტორები შეკვეთილი პროდუქციის დისტრიბუციას ახდენდნენ შესაბამის მაღაზიებში. თანხას, პროდუქციის გადაცემის მომენტში გადახდის შემთხვევაში, იღებდნენ ექსპედიტორები, რომლებიც მას რიცხავდნენ შპს ,,ჯ-----------“ საბანკო ანგარიშზე, ხოლო პროდუქციის კონსიგნაციის წესით რეალიზაციის შემთხვევაში, თანხას ნაღდი ანგარიშსწორების გზით იღებდნენ დისტრიბუტორები, რომლებიც მათზე განპიროვნებული სალარო აპარატის მეშვეობით ბეჭდავდნენ ჩეკს, ხოლო მიღებულ თანხას რიცხავდნენ შპს ,,ჯ-----------“ საბანკო ანგარიშზე და ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენდნენ ბუღალტერიაში. თ------ ხ---------ი, როგორც დისტრიბუტორი, მუშაობდა კონსიგნაციის წესით პროდუქციის რეალიზებაზე, კერძოდ, მის მოვალეობაში შედიოდა ასეთი პროდუქციის ღირებულების თანხის მიღება, სალარო აპარატზე ჩეკის ამობეჭდვა, თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა და დოკუმენტის ბუღალტერიაში წარდგენა. კომპანიაში კონტროლის განხორციელების შედეგად აღმოჩნდა, რომ მაღაზიებს კონსიგნაციის წესით მიწოდებული პროდუქციის ღირებულების თანხა გადახდილი ჰქონდათ, თუმცა დოკუმენტი არ იყო წარდგენილი ბუღალტერიაში. მოწმემ მიუთითა თ------ ხ---------ზე გაფორმებული სალარო აპარატის ნომერი - 0-----------. მისივე განმარტებით, თ------ ხ---------ის მიერ 2008 წლის ნოემბრის თვეში მითვისებულ იქნა 30 550,52 ლარი. ამასთან, თ------ ხ----------მა მასთან საუბარში აღიარა შპს ,,ჯ-----------“ წინაშე არსებული დავალიანება, რის შესახებაც წერილობით გაფორმდა შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ.

 

2008 წლის 3 დეკემბრის ხელწერილით, თ------ ვ--–----ს ძე ხ---------ი ადასტურებს შპს „ჯესოტარის“ მიმართ 34 000 ლარის ზიანის მიყენების ფაქტს და პირობას დებს, რომ დავალიანებას დაფარავს 2009 წლის 28 თებერვლამდე.

 

თ------ ხ---------სა და შპს ,,ჯ---------ს“ შორის 2009 წლის 23 მარტს გაფორმებული ვალის აღიარების შესახებ შეთანხმების თანახმად, თ------ ხ---------მა აღიარა კრედიტორის - შპს ,,ჯ-----------“ მიმართ დავალიანება 30 550,56 ლარის ოდენობით, რაც წარმოიშვა კრედიტორისაგან - შპს ,,ჯ-----------გან“ მიღებული საქონლის ღირებულების კრედიტორის საბანკო/სალარო ანგარიშზე შეუტანლობის გამო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე - თ------ ხ---------ი შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 2012 წლის 30 სექტემბრამდე ყოველთვიურად გადაიხდიდა თანხებს 700 ლარის ოდენობით და 2012 წლის 30 სექტემბრამდე სრულად დაფარავდა კრედიტორის მიმართ არსებულ დავალიანებას.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართალია შპს ,,ჯ-----------“ წარმომადგენლები მიუთითებენ ბრალდებულის მხრიდან 30 000 ლარზე მეტი თანხების მითვისებაზე, რაც თავის მხრივ დაფიქსირებულია 2008 წლის 3 დეკემბრის ხელწერილში და ვალის აღიარების შესახებ შეთანხმებაში, თუმცა ბრალდების მხარე ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებებით. ცხადია, სასამართლოც საქმეს განიხილავს ზიანის მხოლოდ იმ მოცულობის ფარგლებში, რასაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს (12 038 ლარს).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა შპს ,,ჯ-----------“ მთავარი ბუღალტერი ვ------- გ-------, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 2007 წლიდან. მოწმის განმარტებით, შპს „ჯ-----------“ მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის მიზნით, კომპანიაში მუშაობდნენ დისტრიბუტორები და ექსპედიტორები. დისტრიბუტორები, რომლებიც მიმაგრებულები იყვნენ კომპანიის მიერ განაწილებულ კონკრეტულ უბნებზე, იღებდნენ შეკვეთებს მათ ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტებიდან, ხოლო ექსპედიტორები შემკვეთს აწვდიდნენ პროდუქციას. თანხას, პროდუქციის გადაცემის მომენტში გადახდის შემთხვევაში, იღებდნენ ექსპედიტორები, რომლებიც რიცხავდნენ შპს ,,ჯ-----------“ საბანკო ანგარიშზე, ხოლო პროდუქციის კონსიგნაციის წესით რეალიზაციის შემთხვევაში, თანხას ნაღდი ანგარიშსწორების გზით იღებდნენ დისტრიბუტორები. 2008 წლის ნოემბრის თვეში თ------ ხ---------ს აღმოაჩნდა დარღვევა, მან კომპანიის წინაშე წერილობით აღიარა დაახლოებით 30.000 ლარის მითვისება, თუმცა აღნიშნულის შემდეგ მიიმალა და არ მოახდინა მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

შპს ,,ჯ-----------“ შიდა აუდიტმა ი---- მ-----–-–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ თ------ ხ---------ი აღნიშნულ კომპანიაში 2008 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით მუშაობდა დისტრიბუტორის პოზიციაზე. მას შიდა შემოწმების შედეგად, 2008 წლის ნოემბრის თვეში, თ------ ხ---------ს დაუდგინდა დავალიანება შპს „ჯ-----------“ მიმართ.

 

მოწმე ზ---– ხ--–--------–მა განმარტა, რომ 2006 წლიდან არის შპს ,,-------–-ს“ (საბითუმო მაღაზია) დირექტორი. აღნიშნული ობიექტის ერთ-ერთი მიმწოდებელი იყო შპს ,,ჯ---------ი“. საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხდებოდა როგორც უშუალოდ საქონლის მიღებისას, ასევე, კონსიგნაციის წესით. კონსიგნაციის შემთხვევაში თანხას აძლევდა დისტრიბუტორს. ამასთან, კონსიგნაციის შემთხვევაში თუ დავალიანება მომდევნო თვეში გადადიოდა, მათ კომპანიაში მიდიოდნენ შპს „ჯ-----------“ წარმომადგენლები და დავალიანებას უდასტურებდნენ სპეციალურ ფორმაზე ხელმოწერით. მისი განმარტებით, შპს ,,-------–-ს“ შპს ,,ჯ-----------“ მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

 

2012 წლის 17 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა ზ---– ხ--–--------–ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი - 2008 წლის 4 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურა #------- სერია ბ----- რომელშიც გამყიდველად დასახელებულია შპს „ჯ---------ი“, ხოლო მყიდველად შპს „ს------–-“, ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია საერთო თანხით - 1 838 ლარი. ანგარიშ-ფაქტურა დამოწმებულია ხელმოწერით შპს „ჯ-----------“ წარმომადგენლის მიერ და დასმულია კომპანიის ბეჭედი, მყიდველის გრაფაში ხელმოწერა შესრულებულია შპს ,,-------–-ს“ წარმომადგენლის მიერ, ასევე, 2008 წლის 18 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურა #------- სერია ბ----- რომელშიც გამყიდველად დასახელებულია შპს ,,ჯ---------ი“, ხოლო მყიდველად შპს „ს------–-“, ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია საერთო თანხით 10 200 ლარი, ანგარიშ-ფაქტურა დამოწმებულია ხელმოწერით შპს „ჯ-----------“ წარმომადგენლის მიერ და დასმულია კომპანიის ბეჭედი, მყიდველის გრაფაში ხელმოწერა შესრულებულია შპს „ს------–-ს“ წარმომადგენლის მიერ. ორივე ანგარიშ-ფაქტურაზე დაკრულია თანხის გადახდის დამადასტურებელი ჩეკი, რომელიც ამობეჭდილია შპს „ჯ-----------“ საკონტროლო სალარო აპარატიდან.

 

მოწმე კ------------- გ--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2008 წლის მდგომარეობით იყო სავაჭრო ობიექტის - შპს ,,ზ---------“ დირექტორი. აღნიშნული ობიექტის ერთ-ერთი მიმწოდებელი იყო შპს ,,ჯ---------ი“. საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხდებოდა როგორც უშუალოდ საქონლის მიღებისას, ასევე, კონსიგნაციის წესით. საქონლის მიღებისას თანხას აძლევდა ექსპედიტორს, ხოლო კონსიგნაციის შემთხვევაში - დისტრიბუტორს. ამასთან, კონსიგნაციის შემთხვევაში თუ დავალიანება მომდევნო თვეში გადადიოდა, მათ კომპანიაში მიდიოდნენ შპს „ჯ-----------“ წარმომადგენლები და დავალიანებას უდასტურებდნენ სპეციალურ ფორმაზე ხელმოწერით. მისი განმარტებით, შპს ,,ზღაპარს“ შპს ,,ჯ-----------“ მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

 

შპს ,,------“ დირექტორმა თ------ რ---–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მისი სავაჭრო ობიექტის ერთ-ერთი მიმწოდებელი იყო შპს ,,ჯ---------ი“. მოწმემ დაადასტურა, რომ 2008 წლის ნოემბრის თვეში შპს „ჯ-----------“ დისტრიბუტორს - თ------ ხ---------ს მათ კომპანიაში შეჰქონდა კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები, რომლის ღირებულებაც მათი კომპანიის მიერ სრულად იქნა გადახდილი.

 

შპს ,,ა--------ს“ დირექტორმა ბ----------–-------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ აღნიშნული სავაჭრო ობიექტის ერთ-ერთი მიმწოდებელი იყო შპს ,,ჯ---------ი“. საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხდებოდა როგორც უშუალოდ საქონლის მიღებისას, ასევე, კონსიგნაციის წესით. კონსიგნაციის შემთხვევაში შესაბამისი თვის ბოლოს სრულად ახდენდა მიღებული პროდუქციის სრული ღირებულების გადახდას. შესაბამისად, შპს ,,ა--------“ შპს ,,ჯ-----------“ მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

 

შპს ,,ნ---ს“ დირექტორმა ე-–---- ა-------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2004 წლიდან ეწევა სამეწარმეო საქმიანობას - გახსნილი აქვს სავაჭრო ობიექტი, რომლის ერთ-ერთი მიმწოდებელი იყო შპს „ჯ---------ი“. 2008 წლის ნოემბრის თვეში შპს „ჯ-----------“ დისტრიბუტორმა თ------ ხ---------მა 2-ჯერ შეიტანა საქონელი კონსიგნაციის წესით, რომლის ღირებულებაც მოგვიანებით, ერთიანად გადაუხადა უშუალოდ თ------ ხ---------ს. მოწმის განმარტებით, შპს ,,ჯ-----------“ მიმართ მის კომპანიას რაიმე დავალიანება არ აქვს.

 

2012 წლის 18 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა ე-–---- ა-------ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი 2008 წლის 10 ნოემბრის #------- ანგარიშ-ფაქტურა სერია ბ----- რომელშიც გამყიდველად დასახელებულია შპს „ჯ---------ი“, ხოლო მყიდველად შპს „ნ---“. ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია საერთო თანხით 498,82 ლარი , ასევე, 2008 წლის 18 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურა #------- სერია ბ----- რომელშიც გამყიდველად დასახელებულია შპს ,,ჯ---------ი“, ხოლო მყიდველად შპს „ნ---“. ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია საერთო თანხით - 286,36 ლარი. ანგარიშ-ფაქტურები დამოწმებულია შპს „ჯ-----------“ წარმომადგენლის ხელმოწერით და დასმულია კომპანიის ბეჭედი. მყიდველის გრაფაში საქონლის მიღება კი დადასტურებულია შპს „ნ---“-ს წარმომადგენლის მიერ. დათვალიერებულ იქნა აგრეთვე შპს ,,ჯ-----------“ კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილი აღნიშნული თანხების გადახდის დამადასტურებელი ჩეკი.

 

შპს ,,ჰ--------“ მთავარმა ბუღალტერმა ა--- ს-----–---მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შპს ,,ჰ--------“ - სავაჭრო ობიექტის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი იყო შპს ,,ჯ---------ი“. აღნიშნული კომპანიისგან საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, როგორც უშუალოდ საქონლის მიღებისას, ასევე კონსიგნაციის წესით. კონსიგნაციის შემთხვევაში ყოველი მესამე მიწოდების დროს ხდებოდა პირველი მიწოდების სრულად ანაზღაურება, შესაბამისად, შპს ,,ჯ-----------“ მიმართ მათ კომპანიას დავალიანება არ გააჩნია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შპს „ჰ--------- და შპს „ჯ---------ს“ შორის პერიოდულად ფორმდებოდა შედარების აქტები, სადაც 2013 წლისთვის მხოლოდ 112 ლარი იყო დავალიანება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ანგარიშსწორების დამადასტურებელი ქვითრები მათ მიერ წარდგენილ იქნა საგამოძიებო ორგანოში.

 

2013 წლის 4 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა ა--- ს-----–---ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი შპს ,,ჯ-----------“ სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილი 2008 წლის 28 ნოემბრის ჩეკი, საერთო თანხით 2 850 ლარი.

 

ინდივიდუალურმა მეწარმე ლ-–- კ-------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას - გახსნილი აქვს სავაჭრო ობიექტი. 2008 წლის მდგომარეობით აღნიშნული ობიექტის ერთ-ერთი მიმწოდებელი იყო შპს „ჯ---------ი“, რომელთანაც ჰქონდა ნაღდი ანგარიშსწორება და საქონლის ღირებულებას იხდიდა საქონლის მიღებისთანავე. მას შპს „ჯ-----------“ მიმართ დავალიანება არა აქვს, რადგან მიღებული პროდუქციის თანხა სრულად აქვს გადახდილი.

 

ინდივიდუალურმა მეწარმე რ--------- ნ-----–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2008 წლის მდგომარეობით ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, გახსნილი ჰქონდა მაღაზია, რომლის ერთ-ერთი მიმწოდებელი იყო შპს „ჯ---------ი“. იგი შპს „ჯ---------იდან“ კონსიგნაციის წესით იღებდა საქონელს, ხოლო საქონლის ღირებულებას თვის ბოლოს ყოველთვის იხდიდა, შესაბამისად, მის საწარმოს შპს „ჯ-----------“ მიმართ დავალიანება არა აქვს.

 

ინდივიდუალურმა მეწარმე ე----- თ------მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მისი სავაჭრო ობიექტის ერთ-ერთი მიმწოდებელი იყო შპს ,,ჯ---------ი“. მოწმემ დაადასტურა 2008 წლის 10 ნოემბრით დათარიღებული სასაქონლო ზედნადებით და ანგარიშფაქტურით მითითებული პროდუქციის მიღების ფაქტი, ასევე აღნიშნული პროდუქციის ღირებულების - დაახლოებით 1300 ლარის გადახდის ფაქტი, რაც მისი განმარტებით დაადასტურეს თავად შპს „ჯ-----------“ წარმომადგენლებმა გადახდიდან მეორე დღეს.

 

2013 წლის 23 მაისის შუალედური აქტის თანახმად, შპს ,,ჯ-----------“ საქმიანობის თემატური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დისტრიბუტორ თ------ ხ---------ს 2008 წლის ნოემბრის თვეში სალარო აპარატის ზეტ ანგარიშებით სამუშაო უბნის სავაჭრო ობიექტებიდან ფაქტიურად ამოღებული აქვს 32 602 ლარი, ხოლო საწარმოს საბანკო ანგარიშზე შეტანილი აქვს 20 564 ლარი, სხვაობა შეადგენს 12 038 (32602-20564) ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ------ ხ---------ის ვალდებულება შპს ,,ჯ-----------“ წინაშე შეადგენს 12 038 ლარს.

 

ზემოაღნიშნული შუალედური აქტის ავტორმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ს--–---–-------------–-----------------------------------------ის მთავარმა ინსპექტორმა მ------- თ----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა შუალედური აქტის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგ--------------------------------------------------------------------–ი - ნ---- კ--–------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

2013 წლის 15 აპრილის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ-----------“ მონაცემებით, შპს ,,ა--------ს“ (ს/კ 2--------) დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 204 ლარს, ხოლო შპს ,,ა--------ს“ მონაცემებით, მას დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ არ უფიქსირდება.

 

2013 წლის 15 აპრილის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ-----------“ მონაცემებით, შპს ,,ზ---------“ (ყოფილი შპს ,,ჰ-------“) (ს/კ 2--------) დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 112,34 ლარს, ხოლო შპს ,,ზ---------“ მონაცემებით, მას დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ არ უფიქსირდება.

 

2013 წლის 15 აპრილის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ-----------“ მონაცემებით, შპს ,,------ (ს/კ 2--------) დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 3646 ლარს, ხოლო შპს ,,------ მონაცემებით, შპს ,,ჯ-----------“ მიმართ მისი დავალიანება შეადგენს - 2992 ლარს.

 

2013 წლის 15 აპრილის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ-----------“ მონაცემებით, ი/მ „ნ----------–---–ის“ (ყოფილი ი/მ ნ--- ა--------–---–ი) (პ/ნ 0----------) დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 1545,78 ლარს, ხოლო ი/მ „ნ----------–---–ის“ (ყოფილი ი/მ ნ--- ა--------–---–ი) მონაცემებით, მას დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ არ უფიქსირდება.

 

2013 წლის 16 აპრილის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ-----------“ მონაცემებით, შპს ,,ს------------ის (ს/კ 2--------) დავალიანება შპს „ჯ-----------“ მიმართ 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 579,95 ლარს, ხოლო შპს ,,ს-----------“-ის მონაცემებით, მას დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ არ უფიქსირდება.

 

2013 წლის 15 აპრილის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ-----------“ მონაცემებით, ი/მ „ი----- ტ-----–--ის“ (პ/ნ 3----------) დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 761,13 ლარს, ხოლო ი/მ „ი----- ტ-----–--ის“ მონაცემებით, შპს ,,ჯ-----------“ მიმართ მისი დავალიანება შეადგენს 29,40 ლარს. ამავე აქტზე გაკეთებული შენიშვნით კი ირკვევა, რომ აღნიშნული 29,40 ლარი გადახდილ იქნა 2008 წლის 31 დეკემბერს.

 

2013 წლის 15 აპრილის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ-----------“ მონაცემებით, ი/მ „რ--------- ნ-----–---–ის“ (პ/ნ 0----------) დავალიანება შპს „ჯ-----------“ მიმართ 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 2333,34 ლარს, ხოლო ი/მ „რ--------- ნ-----–---–ის“ მონაცემებით, მას დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ არ უფიქსირდება.

 

2013 წლის 15 აპრილის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ-----------“ მონაცემებით, შპს ,,ზ---------“ (ს/კ 2--------) დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 3800,69 ლარს, ხოლო შპს ,,ზ---------“ მონაცემებით, მას დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ არ უფიქსირდება.

 

2013 წლის 15 აპრილის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ-----------“ მონაცემებით, ი/მ „ე----- თ------ის“ (პ/ნ 0----------) დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 1292,50 ლარს, ხოლო ი/მ „ე----- თ------ის“ მონაცემებით, მას დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ არ უფიქსირდება.

 

2013 წლის 16 აპრილის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ-----------“ მონაცემებით, შპს ,,------“ (ს/კ 2--------) დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 489,38 ლარს, ხოლო შპს ,,------“ მონაცემებით, მას დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ არ უფიქსირდება.

 

2013 წლის 15 აპრილის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ-----------“ მონაცემებით, ი/მ „ლ-–- კ------ის“ (პ/ნ 5----------) დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 1667,44 ლარს, ხოლო ი/მ „ლ-–- კ------ის“ მონაცემებით, მას დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ არ უფიქსირდება.

 

2013 წლის 16 აპრილის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ-----------“ მონაცემებით, შპს ,,ნ---ს“ (ს/კ 2--------) დავალიანება შპს ჯ----------- მიმართ 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 785,18 ლარს, ხოლო შპს ,,ნ---ს“ მონაცემებით, მას დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ არ უფიქსირდება.

 

2013 წლის 16 აპრილის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ-----------“ მონაცემებით, შპს ,,ვ----“ (ს/კ 2--------) დავალიანება შპს „ჯ-----------“ მიმართ 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 500 ლარს, ხოლო შპს ,,ვ----“ მონაცემებით, მას დავალიანება შპს ,,ჯ-----------“ მიმართ არ უფიქსირდება.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია ურთიერთშედარების აქტები, რომელთაც მხოლოდ შპს ,,ჯ-----------“ წარმომადგენლები - დირექტორი გ-- გ-----–-–---–ი და ამავე კომპანიის მთავარი ბუღალტერი ვ------- გ------- აწერენ ხელს. აღნიშნული სახის ურთიერთშედარების აქტების თანახმად, შპს ,,ჯ---------ი“ ადასტურებს, რომ მის მიმართ, 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, შპს ,,ი-----“-ს (ს/კ 2--------) გააჩნია დავალიანება 1032,73 ლარის ოდენობით, შპს ,,ნ----–-------“-ს (ს/კ 2--------) – 589,88 ლარი, ი/მ „მ-----------------ს“ (პ/ნ 0----------) – 375,23 ლარი, შპს ,,------“ (ს/კ 2--------- – 640,01 ლარი, შპს ,,ფ----------“-ს (ს/კ 2--------) – 253,92 ლარი, შპს ,,ს----------–---“-ს (ს/კ 2--------- - 70 ლარი, ი/მ, „გი----------------–---–ს“ (პ/ნ 0----------) – 12,75 ლარი, ი/მ „ნ------------–---–ს“ (პ/ნ 0----------) – 369,29 ლარი.

 

2013 წლის 29 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა ზ---------------ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი შპს ,,ჯ-----------“ სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილი ხუთი ცალი ჩეკის ქსეროასლი, კერძოდ: 2008 წლის 13 დეკემბრის ჩეკი, თანხით 2992,50 ლარი, 2008 წლის 26 დეკემბრის ჩეკი, თანხით 1 464,48 ლარი, 2008 წლის 24 დეკემბრის ჩეკი, თანხით 604,89 ლარი, 2008 წლის 13 დეკემბრის ჩეკი თანხით 3 129,30 ლარი და 2008 წლის 27 დეკემბრის ჩეკი თანხით, 484,48 ლარი.

 

მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ სალარო აპარატი გაპიროვნებული იყო თ------ ხ---------ის სახელზე და მისი გამოყენების უფლება სხვა პირს არ ჰქონდა, შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ჯ-----------“ სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილი ჩეკების ქსეროასლები გაცემულია სწორედ ბრალდებულის მიერ, რასაც თავის მხრივ ადასტურებენ შესაბამისი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები.

 

ამდენად, სასამართლომ განიხილა მხარეების მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, შეაფასა მათი სანდოობა და რელევანტურობა და ყველა მათგანის ერთობლიობაში შეფასებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მივიდა დასკვნამდე, რომ თ------ ხ---------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, როდესაც ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში.

 

განსახილველი დანაშაულის ობიექტია საკუთრება. ობიექტური მხარე გამოიხატება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში. მოცემულ შემთხვევაში თ------ ხ---------ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს “ჯ-----------“ კუთვნილ ფულად თანხას 12 038 ლარის ოდენობით, რითაც და---რალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. იმისათვის, რომ ქმედებას მიეცეს მითვისების კვალიფიკაცია, გარდა მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტის არსებობისა, სავალდებულო კომპონენტია, რომ პირი მართლზომიერად ფლობდეს მისათვისებელ ნივთს. განსახილველ შემთხვევაში თ------ ხ---------ი იყო რა შპს “ჯ-----------“ დისტრიბუტორი, მის უფლებამოსილებაში სხვა ფუნქციებთან ერთად შედიოდა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების კლიენტისაგან მიღება და ამ ფულადი თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა, ხოლო ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის კომპანიის ბუღალტერიაში წარდგენა. ბრალდებულმა გამოიყენა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, არ ჩარიცხა კომპანიის საბანკო ანგარიშზე მის მიერ კლიენტებისაგან მიღებული ფულადი თანხები და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ------ ხ---------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, როდესაც ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ გამგებლობაში, თუმცა გამგებლობა გულისხმობს ისეთ ვითარებას, როცა პირი განაგებს ნივთის ბედს და მას ამის უფლება აქვს, მოცემულ შემთხვევაში კი დისტრიბუტორ თ------ ხ---------ს შპს „ჯ-----------“ კუთვნილი ქონების (ფულადი თანხების) მართვის უფლება არ ჰქონდა და შესაბამისად, არ განაგებდა მას, ანუ აღნიშნული ფულადი თანხები არ იყო მოქცეული მის მართლზომიერ გამგებლობაში, თუმცა სწორედ სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე იყო მოქცეული ეს თანხები მის მართლზომიერ მფლობელობაში, რამდენადაც სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებული თანხები თავს იყრიდა მის ხელში (ფაქტობრივი ფლობა), ხოლო მას ეს თანხები უნდა შეეტანა კომპანიის ანგარიშზე და არ უნდა მიეთვისებინა იგი. ამდენად, ბრალდების ფორმულირებაში მითითებული უნდა ყოფილიყო არა მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სხვისი ნივთის მითვისებაზე, არამედ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი ნივთის მითვისებაზე, რისი დაზუსტებაც სასამართლოს მხრიდან არ იწვევს ბრალდების დამძიმებას და არც გავლენას ახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე.

 

განსახილველი დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ. მოცემულ შემთხვევაში თ------ ხ---------ის განზრახვაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან გარკვეული ოდენობის თანხის დაუფლების დასაფარად კომპანიაში შეგნებულად არ წარადგინა პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა არ გამოაშკარავებულიყო მისი ნამოქმედარი. ასევე მხედველობაშია მისაღები ბრალდებულის ქცევა დანაშაულებრივი საქმიანობის პროცესში და დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კერძოდ, რომ არა შპს „ჯ-----------“ ხელმძღვანელი პირების მიერ მისი საქმიანობით დაინტერესება, ბრალდებულის მიერ შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო თანხების მითვისება, რამდენადაც მისი ამგვარი საქმიანობა ერთჯერადად არ განხორციელებულა და გრძელდებოდა დროის გარკვეული პერიოდი. ამასთან, ბრალდებულმა ნაცვლად იმისა, რომ აენაზღაურებინა კომპანიისათვის მიყენებული სოლიდური ზიანი (რაც მისი მხრიდან აღიარებული და ხელწერილით დამოწმებული იყო), დატოვა საქართველოს ტერიტორია და თავი აარიდა როგორც მატერიალური ვალდებულებების შესრულებას, ისე მართლმსაჯულებას.

 

რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებასა და დიდ ოდენობას, ამ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ თ------ ხ---------ი იყო შპს „ჯ-----------“ დისტრიბუტორი და იგი სწორედ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე მართლზომიერად ფლობდა იმ თანხებს, რასაც იგი სისტემატურად ითვისებდა, ხოლო რაც შეეხება დიდ ოდენობას, ვინაიდან მითვისებული თანხის ღირებულება ჯამში შეადგენს 12 038 ლარს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, იგი წარმოადგენს დიდ ოდენობას, რამდენადაც იგი აღემატება 10 000 ლარს.

 

თ------ ხ---------ის მიერ მითვისებული თანხები კლიენტების მიერ პირადად მას გადაეცემოდა და რიგ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია კიდეც მათი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა ისინი ბრალდებულის მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშზე შეტანილი არ იყო. მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ სწორედ თ------ ხ---------ის მიერ იქნა მითვისებული აღნიშნული თანხები.

 

სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ თ------ ხ---------მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც მას უნდა დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. თ------ ხ---------ის ნასამართლობის არქონასთან ერთად, სასამართლო ითვალისწინებს და---რალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, ასევე იმ გარემოებას, რომ ეს ზიანი დღემდე არ არის არც სრულად და არც ნაწილობრივ მაინც ანაზღაურებული, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ კომპანიის მხრიდან მიეცა გონივრული ვადა ზიანის ეტაპობრივად ასანაზღაურებლად. მიუხედავად ამისა, თ------ ხ---------მა თავი აარიდა მის გადახდას და დატოვა ქვეყანა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ------ ხ---------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა, ხოლო განსახილველი დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია 2008 წლის ნოემბრის თვეში, შესაბამისად, თ------ ხ---------ის მიმართ უნდა გავრცელდეს ხსენებული კანონის მოქმედება და დანიშნული სასჯელი (როგორც ძირითადი, ისე დამატებითი) უნდა გაუნახევრდეს ამავე კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------ ხ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდეს და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. თ------ ხ---------ს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სადისტრიბუციო საქმიანობის უფლება, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდეს და აღნიშნული უფლება ჩამოერთვას 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. თ------ ხ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

4. ამოღებული დოკუმენტაცია - სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ამონაწერები, სალაროს შემოსავლის ორდერები, ხელწერილები, ამონაწერი თ------ ხ---------ის ვალის შესახებ, ასევე შპს „ჯ-----------“ მიერ წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტები, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

6. მსჯავრდებულ თ------ ხ---------ის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით მისი დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამა---შვილი