განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1883-19
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – მ-----–------ას
ბრალდებულ – მ--–---- მ-–------–---–ის
ადვოკატ – გ--------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– მ--–---- ნ-------ის ძე მ-–------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის: ქ------–--–---–----------–-----------3-ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-----------------–-------------------------------------ში, ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--–---- მ-–------–---–ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 20 ოქტომბრის, 2019 წლის 3 იანვრის და 2019 წლის 4 აპრილის ეპიზოდები).
მასვე წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--–---- მ-–------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ჭ-----------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ--–---- მ-–------–---–მა შელაპარაკებისას მეუღლეს - ნ----- კ--------ს წიხლი ჩაარტყა მუცელში და წააქცია იატაკზე. წაქცეულ ნ----- კ--------ს მ--–---- მ-–------–---–მა სხეულზე მრავალჯერ დაარტყა წიხლები და მუშტები, რითაც ნ----- კ--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნულის გამო მ--–---- მ-–------–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ასევე, 2019 წლის 3 იანვარს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ჭ-----------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ--–---- მ-–------–---–მა შელაპარაკებისას მეუღლეს - ნ----- კ--------ს წიხლი ჩაარტყა მუცელში, რითაც ნ----- კ--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. კონფლიქტისას მ--–---- მ-–------–---–ი ნ----- კ--------ს დაემუქრა მოკვლით, რაც ნ----- კ--------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნულის გამო მ--–---- მ-–------–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ასევე, 2019 წლის 4 აპრილს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ჭ-----------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ--–---- მ-–------–---–მა შელაპარაკებისას მეუღლეს - ნ----- კ--------ს მუცელში ჩაარტყა წიხლი და მიახეთქა კედელზე, ხოლო შემდეგ ფეხი დაარტყა ზურგზე, რის შედეგადაც ნ----- კ--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნულის გამო მ--–---- მ-–------–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მ--–---- მ-–------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ--–---- მ-–------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია არ მიუწოდებია სასამართლოსათვის.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ----- კ--------მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნ----- კ--------ს დედა - ჯ--–--- კ--------, რომელმაც განმარტა, რომ იგი პირადად არ შესწრებია მისი შვილის - ნ----- კ--------ს მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს. 2019 წლის 4 აპრილს, საღამოს, დაურეკა შვილს - ნ----- კ--------ს, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლემ - მ--–---- მ-–------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თირკმელებში დაარტყა ფეხი. შემდეგ გაიგო, რომ ნ----- კ-------- პოლიციაში იყო მისული, რის გამოც თავადაც წავიდა პოლიციის განყოფილებაში და გამოკითხვისას შეიტყო, რომ გარდა იმ დღით განხორციელებული ძალადობისა, მ--–---- მ-–------–---–ის მხრიდან ძალადობის სხვა ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი.
ნ----- კ--------ს და მ--–---- მ-–------–---–ის ოჯახის ახლობელმა - ლ---- ხ--–-–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ნ----- კ--------სა და მ--–---- მ-–------–---–ს შორის კონფლიქტს ან ძალადობას პირადად არ შესწრებია. 2019 წლის 3 იანვარს იმყოფებოდა მეგობართან, საიდანაც დაბრუნდა 2019 წლის 4 იანვარს და სახლში დახვდა ნ----- კ--------, რომელთან დაკავშირებითაც მისმა შვილმა - მ---- ხ--–-–---–მა უთხრა, რომ ნ----- კ--------ს და მ--–---- მ-–------–---–ს ბინის საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ კონფლიქტი. ასევე, 2019 წლის 4 აპრილს, მისი შვილისაგან - მ---- ხ--–-–---–ისაგან გახდა ცნობილი, რომ დაურეკა ნ----- კ--------მ და უთხრა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მეორე დღეს კი ასევე მისი შვილისაგან შეიტყო, რომ მ--–---- მ-–------–---–ი იყო დაკავებული.
გარდა დაზარალებულ ნ----- კ--------ს და მოწმეების ჯ--–--- კ--------ს და ლ---- ხ--–-–---–ის ჩვენებებისა, სხვა მტკიცებულებები მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა მ--–---- მ-–------–---–ის მიერ მეუღლის - ნ----- კ--------ს მიმართ ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ მ--–---- მ-–------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაულები.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. მოცემულ შემთხვევაშიც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირების - ნ----- კ--------ს და მ--–---- მ-–------–---–ის გარდა კონფლიქტს სხვა პირი არ შესწრებია, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ დაზარალებულს და ბრალდებულს. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულმა ნ----- კ--------მ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ასევე, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო ბრალდებულმა და სასამართლოსთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია ბრალად წარდგენილ ქმედებებთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში მ--–---- მ-–------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია:
1. ნ----- კ--------ს განცხადება, რომლის თანახმად, 2019 წლის 4 აპრილს მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს მ--–---- მ-–------–---–ის მხრიდან 2019 წლის 4 აპრილს განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო და ითხოვა სათანადო რეაგირება. აღნიშნული განცხადება, რომელსაც ბრალდების მხარე მიიჩნევს მ--–---- მ-–------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვერ ჩაანაცვლებს ნ----- კ--------ს ჩვენებას, რამდენადაც იგი მხოლოდ განცხადებაა, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო და რომელშიც აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო. მასში აღწერილი ფაქტების ნამდვილობა კი შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებით უნდა დადასტურებულიყო.
2. ბრალდების მხარემ მტკიცებულებად მოიშველია ასევე ნ----- კ--------ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რასაც სასამართლო ვერ გამოიყენებს მტკიცებულებად, რამდენადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მოწმის ჩვენება ეს არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეთა გარემოებების შესახებ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი ითვალისწინებს იმ გამონაკლის შემთხვევებს, რა დროსაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, როგორც მტკიცებულება, თუმცა აღნიშნულ ნაწილშიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამორიცხავს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება თავისი მეუღლის წინააღმდეგ.
3. ბრალდების მხარემ მტკიცებულებად მოიშველია ირიბი ჩვენებები, კერძოდ, მოწმეების - ჯ--–--- კ--------ს და ლ---- ხ--–-–---–ის ჩვენებები, ასევე მოწმე მ---- ხ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომლებიც სასამართლოს აწვდიან ნ----- კ--------საგან მიწოდებულ ინფორმაციას და ისიც მხოლოდ ბრალდების ორ ეპიზოდთან (ძალადობის 2019 წლის 3 იანვრისა და 2019 წლის 4 აპრილის ფაქტებთან) დაკავშირებით. ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება ემყარება მხოლოდ ერთი წყაროდან - დაზარალებულ ნ----- კ--------საგან მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ინფორმაცია ვერ გადამოწმდა თავად პირველწყაროსთან, ნაკლებია მათი სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას, რის გამოც ნაკლებია ამ ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. სწორედ ამიტომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა.
4. ბრალდების მხარემ მტკიცებულებად მოიშველია ასევე სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, 2019 წლის 5 აპრილს მოქალაქე ნ----- კ--------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები წელის მიდამოში მარცხნივ/მარცხენა თეძოს ფრთის საპროექციოდ/სისხლნაჟღენთის და მარჯვენა წვივის შუა მესამედში წინა ზედაპირზე ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაც ვერ გამოდგება მ--–---- მ-–------–---–ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რამდენადაც იგი ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ პირადი შემოწმებისას ნ----- კ--------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ (მ--–---- მ-–------–---–მა თუ სხვა პირმა) მიაყენა, ან როდის და რა ვითარებაში (თვითდაზიანებით, სხვა პირის მიერ ან შემთხვევით დაცემის ან სხვა გზით) მიიღო ნ----- კ--------მ აღნიშნული დაზიანებები, ან ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულმა დაზიანებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით დანაშაულის სუბიექტის დადგენა და იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ ფონზე, როდესაც 2018 წლის 20 ოქტომბერს განხორციელებული ძალადობისა და 2019 წლის 3 იანვარს განხორციელებული მუქარის ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, 2019 წლის 3 იანვრის ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ირიბი ჩვენება - მოწმე მ---- ხ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, ხოლო 2019 წლის 4 აპრილს განხორციელებული ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, ასეთ ვითარებაში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირის მსჯავრდების საფუძვლიანობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–---- მ-–------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–---- მ-–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. მ--–---- მ-–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
3. მ--–---- მ-–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4. მ--–---- მ-–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5. მ--–---- მ-–------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი