განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/599-19 (N 041090619001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი
სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი
ბრალდების მხარე
სტაჟიორ-პროკურორი - პ--------------
დაცვის მხარე
ადვოკატი - ი-----–--–-----–-ა
ბრალდებული ალ--------------------------
მამის სახელი: ზ--
დაბადების თარიღი: 1-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებული
ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები : ქ. ბ-------, პ----------------------
სხდომის სახე: ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (5 ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 0--------, დაახლოებით 04:4- საათზე, ქუთაისში, ნ--------------------–-------------ის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2018 წლის 1- ნ-------ის განაჩენით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ალ-------------------------- შეეცადა ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა რ---------------- კუთვნილ ,,ტ-----------------“-ს მარკისა და მოდელის, სახელმწიფო ნომრით ,,S--------” ნომრის მქონე ავტომანქანის ე.წ. კ-----–--------რს, რის შედეგადაც რ---------------- მიადგებოდა 1-00 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზ--ნი.
1.2. 2019 წლის 2-------- 21:00 საათიდან 2-------- 10:00 საათამდე დორის მონაკვეთში, ქუთაისში, ნ----------------ის წინამდებარე ტერიტორიაზე, ალ-------------------------- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ------------------ის ,,ტ-----------------“-ს მოდელის ,,L--------“ სახელმწიფო სერიისა და ნომრის მქონე ავტომანქანის კ-----–--------რს, რის შედეგადაც ნ------------------ეს მიადგა 1-00 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზ--ნი.
1.3. 2019 წლის 0--------, ქუთაისში, მ-----–---------------ში, ალ-------------------------- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ---------------ის ,,ტ-----------------“-ს მოდელის, სახელმწიფო ნომრით ,,U------“ ავტომანქანის კ-----–--------რს, რის შედეგადაც ნ---------------ეს მიადგა 1-00 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზ--ნი.
1.4. 2019 წლის 0- ი-----, ქუთაისში, წ-------–-------------თან, ალ-------------------------- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლ-–- ღ-----------ძის კუთვნილი ,,ტ-----------------“-ს მოდელის სახელმწიფო ნომრით ,,G--------“ ავტომანქანის კ-----–--------რს, რის შედეგადაც ლ-–- ღ-----------ძეს მიადგა 7-0 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზ--ნი.
1.5. 2019 წლის 0- ი-----, ქუთაისში, წ-------–--------------თან ალ-------------------------- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ-----------–--ის კუთვნილი ,,ტ-------- ა----“-ს მოდელის სახელმწიფო ნომრით ,,U--------” ავტომანქანის კ-----–--------რს, რის შედეგადაც ნ-----------–--ეს მიადგა 4-0 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზ--ნი.
1.6. 2019 წლის 08 ი----- 19:00 საათიდან 09 ი------ 1-:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქუთაისში, ნ--------------–---------------ში, ალ-------------------------- ფარულად მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ-------------ის კუთვნილ ,,ტ-----------------“-ს ფირმისა და მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით ,,B--------”-ს ე.წ. კ-----–--------რს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის, დაზარალებულების და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები და ამოღებული ნივთები, 2018 წლის 1- ნ-------ის განაჩენი, ექსპერტიზის დასკვნები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და სხვ.) ერთობლიობა ა-–------------------------ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ--------------------------მ ჩაიდინა: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზ--ნს გამოიწვევდა, ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჩადენილი არაერთგზის, ასევე ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზ--ნი გამოიწვია, ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (05 ეპიზოდი).
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
3.1. ა-–------------------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა.
3.2. ა-–------------------------ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის რომ, მან ახალი განზრახი დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა-–------------------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ა-–------------------------ძის პიროვნულ მახასიათებელს, კერძოდ:
ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1- ნ-------ის განაჩენით ალ-------------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მიუხედავად ამისა, დანიშნული სასჯელი ა-–------------------------ძისათვის არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მან განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა.
დადგენილია, რომ ალ--------------------------ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ა-–------------------------ძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ინტენსივობას, კერძოდ: დროის მოკლე მონაკვეთში მის მიერ განხორციელდა დანაშაულის ყველა ეპიზოდი და აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულებს მიადგათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზ--ნი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ალ--------------------------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ალ-------------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 09 ი------ ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 2-------- ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 02 ი------ ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 0- ი------ ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 0- ი------ ეპიზოდი - დაზ. ნ-----------–--ე) და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 08 ი------ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვოს:
1. საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 09 ი------ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 2-------- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 02 ი------ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 0- ი------ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 0- ი------ ეპიზოდი - დაზ. ნ-----------–--ე) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 08 ი------ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 08 ი------ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით შთანთქოს დანარჩენი 5 ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ალ--------------------------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1- ნ-------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულს სასჯელს - 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ალ--------------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა-–------------------------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ ა-–------------------------ძის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 09 ი----იდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
1. ა-–------------------------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ლითონის ქანჩი თავისივე დამაგრძელებელი ღერძით, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.
2. ა-–------------------------ძისგან ამორებული ტანსაცმელი: მოსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი, ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.
3. შემთხვევის ადგილის (ნ-----------------–-------) დათვალიერების დროს ამოღებული დანგრატი, ბეტონის ბლოკი, ჭანჭიკი, ორი ცალი ჭანჭიკის სახსნელი ქანჩი, ანაწმენდი და ორი ცალი ხელის კვლები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო ზურგჩანთა, პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.
4. შემთხვევის ადგილის (წ-------–-------------ის მიმდებარე ტერიტორია) დათვალიერების დროს ამოღებული ე.წ. „ტროსი“, სამი ცალი ჭანჭიკი, დანგრატი, დანგრატის სახელური ანაწმენდი, სიგარეტის ნამწვი და ოთხი ცალი ხელის კვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5. ოთხი ცალი დაქტილოფირი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. 5 (ხუთი) ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. შემთხვევის ადგილის (ნ-----------------–------) დათვალიერების დროს ამოღებული ბრტყელტუჩა, 4 ცალი ზამბარებიანი ჭანჭიკი, ორი ცალი უზამბარო ჭანჭიკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
8. შემთხვევის ადგილის (მ-----–--------------) დათვალიერების დროს ამოღებული ჭანჭიკები, მეტალის მილი, დანა და ანაწმენდი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
9. შემთხვევის ადგილის (ნ---------------) დათვალიერების დროს ამოღებული სამი ცალი ჭანჭიკი, ორი ცალი ზამბარა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
10. შემთხვევის ადგილის (წ-------–-------------) დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები და ხელის ორი კვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
11. ა-–------------------------ძის ნერწყვის ნიმუში და ხელი ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი