განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119003170492
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/299-19 11 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N024170819001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნინო პაპაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ემზარ გეთიაშვილი
ბრალდებული: იმანი რუსტამოვი
მამის სახელი: ოკტაი
დაბადებული: 1974 წლის 21 სექტემბერი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დმანისის რაიონი სოფელი ამამლო
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 20:40 საათზე, იმანი რუსტამოვი დმანისის რაიონის სოფელ ამამლოში მდებარე თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმის გამო, რომ შენიშვნა მისცა ასლან რუსტამოვთან კამათისთვის, ჯერ ცულმოღერებული გაქანდა ლეილა ვეისალოვასკენ და უთხრა, რომ მოკლავდა, ხოლო შემდეგ კი თოფით მოკვლით დაემუქრა მას, რა დროსაც ლეილა ვეისალოვას ყველა შემთხვევაში გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. 2019 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 20:40 საათზე, იმანი რუსტამოვმა დმანისის რაიონის სოფელ ამამლოში მდებარე თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმის გამო, რომ შენიშვნა მისცა ასლან რუსტამოვთან კამათისთვის, ცულის ტარი ჩაარტყა ლეილა ვეისალოვას ცხვირის არეში, რითაც ლეილა ვეისალოვას მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
იმანი რუსტამოვის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
სამედიცინო ექსპერტიზის N006578019 დასკვნის თანახმად მოქ. ლეილა ვეისალოვას 18.08.19წ. ობიექტური შემოწმებითა და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 17.08.19წ-დან 18.08.19წ-მდე სტაციონარული მკურნალობის სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით დაუდგინდა: სისხლნაჟღენთი გულმკერდის მიდამოში, ნაჭდევები მარცხენა ზედა კიდურისა და სახის მიდამოში, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს; ცხვირის ძვლის მოტეხილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი ზედაპირის მქომე საგნის მოქმედებით.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული ლეილა ვეისალოვას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ჩიჩაკ რუსტამოვას, ასლან რუსტამოვის, რობერტი ოკმელაშვილის, ნურა ოსმანზადეს, რუხია რუსტამოვას, თურალ რუსტამოვის, ელნურა ბაირამოვას, ვუსალ რუსტამოვის, აინურ რუსტამოვას, ბახლულ გუსეინოვის და ბასტი გუსეინოვას გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 18 აგვისტოს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 18 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, 2019 წლის სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა № IV-100/ა, 2019 წლის 18 აგვისტოს ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 21 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებით (ცული) დადგენილია, რომ იმანი რუსტამოვმა ლეილა ვეისალოვას მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა იმანი რუსტამოვმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა იმანი რუსტამოვის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ იმანი რუსტამოვის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ლეილა ვეისალოვას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ჩიჩაკ რუსტამოვას, ასლან რუსტამოვის, რობერტი ოკმელაშვილის, ნურა ოსმანზადეს, რუხია რუსტამოვას, თურალ რუსტამოვის, ელნურა ბაირამოვას, ვუსალ რუსტამოვის, აინურ რუსტამოვას, ბახლულ გუსეინოვის და ბასტი გუსეინოვას გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 18 აგვისტოს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, 2019 წლის 18 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, 2019 წლის სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა № IV-100/ა, 2019 წლის 18 აგვისტოს ჩხრეკის ოქმი, 2019 წლის 21 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებით (ცული), სამედიცინო ექსპერტიზის N006578019 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა იმანი რუსტამოვის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, იმანი რუსტამოვის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ იმანი რუსტამოვმა ლეილა ვეისალოვას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების ხასიათსა და მოტივს. ბრალდებული დაზარალებულის მიმართ ახორციელებს მუქარას და აყენებს დაზიანებას, შენიშვნის მიცემის გამო. ქმედების განხორციელებისას იყენებს ცულს და ქალის მიმართ ახორციელებს ძალადობას მძიმე ფორმებით. ასევე გასათვალისწინებელია მისი ქმედების შედეგი, რაც დაწვრილებითაა აღწერილი ექსპერტიზის დასკვნაში. სასამართლომ შეაფასა აღნიშნულ ქმედებათა საზოგადოებრივი საშიშროება და მიიჩნევს, რომ სასჯელით, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თვისუფლების აღკვეთასთან, ვერ იქნება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნები მიღწეული. თუმცა ასევე სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმანი რუსტამოვი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, ჰყავს ოთხი შვილი და მიიჩნევს, რომ იმანი რუსტამოვს უნდა შეეფარდოს წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის სანქციის მინიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელი. სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული სასჯელი იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმანი რუსტამოვს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით იმანი რუსტამოვს, საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხი:
6.1 საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ცული უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
იმანი რუსტამოვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
იმანი რუსტამოვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქვას ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ იმანი რუსტამოვს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლის ვადით.
იმანი რუსტამოვს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 აგვისტოდან.
იმანი რუსტამოვს შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები 2(ორი) წლის ვადით.
უფლებების შეზღუდვის ნაწილში ეცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს და მისი ვადის ათვლა დაიწყოს იმანი რუსტამოვის გათავისუფლების მომენტიდან.
იმანი რუსტამოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ცული - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე