განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003138766
1-705/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ა-–--------------------
ბრალდებული - ბ--- ს---–-ძე
ადვოკატი - მ--------------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N 1-----------
ბრალდებული: ბ--- ს---–-ძე
მამის სახელი: მ------
დაბადებული: 20.08.1-----------------------------------
მოქალაქეობა: ს----------–------------–-------–----–---------------–---------------–---------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „გ’ ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ--- ს---–-ძემ, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში’’ შექმნა გვერდი სახელწოდებით - ,,აიფონები ამერიკიდან გამოწერით’’, ასევე შექმნა ლ--------------–---ს სახელით ფეისბუქ პროფილი, რაც იყო მითითებული ზემოთაღნიშნული გვერდის ადმინისტრატორად. ხსენებული ფეისბუქგვერდის ადმინისტრაციას, ,,ფეისბუქ მესენჯერ’’-ის გამოყენებით, 2019 წლის იანვრის თვეში დაუკავშირდა ზ----- მ-------ე, რომელსაც სურდა ,,აიფონ X’’-ის ფირმის მობილური ტელეფონის შეძენა განვადებით. ზ----- მ-------ეს ,,მესენჯერ’’-ის საშუალებით მიწერა ლ--------------–---ს სახელით და გვარით რეგისტრირებულმა ბ--- ს---–-ძემ, რომელმაც განუმარტა, რომ გვერდის ადმინისტრატორი იყო თვითონ და შეეძლო მისთვის ,,აიფონ X’’-ის ფირმის მობილური ტელეფონის გამოწერა ამერიკიდან მისთვის სასურველი პირობებით, რისთვისაც საჭირო იყო წინასწარ 194 (ასოთხმოცდათოთხმეტი) ლარის, განბაჟების თანხის გადახდა. ბ--- ს---–-ძემ მოიპოვა ზეინაb მ-------ის ნდობა, რის შემდგომაც, 2019 წლის 15 იანვარს ზ----- მ-------ემ ბ--- ს---–-ძის მითითებით სს ,,ი--------------ას’’ ელექტრონული საფულის არავერიფიცირებულ ანგარიშზე - N3-------- გადარიცხა 195 (ასოთხმოცდათხუთმეტი) ლარი. აღნიშნულის შემდგომ ბ---ს---–-ძემ, მოახდინა სს ,,ი--------------ას’’ ანგარიშის ვერიფიკაცია გ-------------------–------------------------ის მიერ ჩარიცხულ ფულად თანხას ქალაქ რუსთავში, არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
აღნიშნულის შემდგომ, 2019 წლის 24 იანვარს, ლ--------------–---ს სახელით შექმნილი ,,ფეისბუქ მესენჯერი’’-ს საშუალებით, ბ--- ს---–-ძემ ზ----- მ-------ე მოატყუა, რომ ისეთი ტელეფონი, როგორიც მას სურდა, იყო ბათუმში, სხვა კლიენტზე ჩამოტანილი, რომელსაც აღარ სურდა ტელეფონის შეძენა და თუ ჰქონდა სურვილი, შეეძლო მისთვის მიეყიდა. ამასთან, განუმარტა, რომ გადასახდელიიყო 144 (ასორმოცდაოთხი) ლარი, ვინაიდან ტელეფონი განბაჟებული იყო სხვა პირის მიერ და ეს თანხა უნდა მიეცა იმ პირისათვის, ვინც განაბაჟა მობილური ტელეფონი. ზ----- მ-------ე დარწმუნებული იყო, რომ ლ--------------–---ს სახელით მოსაუბრე პირი ეუბნებოდა სიმართლეს, რის გამოც, 2019 წლის 24 იანვარს, ზ----- მ-------ემ ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით გადაუგზავნა ლ--------------–---ს სახელით რეგისტრირებულ ბ--- ს---–-ძეს მისი კუთვნილი ,,თიბისი ბანკი’’-ს პლასტიკური ბარათის ფოტოები, საიდანაც ბ--- ს---–-ძემ 150 (ასორმოცდაათი) ლარი გადარიცხა დედის - ც-----–--–---–---–ის სახელზე რეგისტრირებულ ონლაინ ტოტალიზატორ ,,აჭარაბეთი''-ს ანგარიშზე, რასაც არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, ხოლო მობილური ტელეფონი ზ----- მ-------ისათვის არ გადაუცია. აღნიშნული ქმედებით ზ----- მ-------ეს მიადგა 345 (სამასორმოცდახუთი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის.
არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების ზ----- მ-------ის, ბ--- ს---–-ძის, გ---- გ----ძის, გ------- ტ--–--–-–--ლის, ც-----–--–---–---–ის გამოკითხვის ოქმები, შპს "ავ------------ნ" გამოთხოვილი ინფორმაცია, სს "ი--------------ადან გამოთხოვილი ინფორმაცია, სს "თიბისი ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სს "ლიბერთი ბანკიდან" გამოთხოვილი ინფორმაცია და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბრალდებულმა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „გ’ ქვეპუნქტი - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის- სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
ბ--- ს---–-ძის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტი დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ბ--- ს---–-ძის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ბ--- ს---–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ’ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ბ--- ს---–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
ბ--- ს---–-ძეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბ--- ს---–-ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბ--- ს---–-ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბ--- ს---–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი