გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2019
საქმის ნომერი
240210019002856178
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210019002856178 (№2/85)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.10.2019 წელი ქ.სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

მოსარჩელე - ს--–---–-------------------------------------------–-------------–------------–--ა

წარმომადგენელი - ნ-------–-–--

მოპასუხე - ნ---------- (დაუსწრებლად)

დავის საგანი - მშობლის უფლების შეზღუდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნ----------სთვის მისი მცირეწლოვანი შვილის - რ-------–-----–--ს მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის 17 იანვარს ს--–---–-------------------------------------------–-------------–------------–--ას მომართა განცხადებით ჟ-------------–-----–--მ პ/ნ 2----------, რომელმაც აღნიშნა, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს გარდაეცვალა შვილი რ--------–-----–--, რომელსაც დარჩა ოთხი შვილი, 9 წლის რ-------–-----–-- (დაბ. 29.07.2---წ. პ/ნ 2----------) იზრდება მასთან, ხოლო ქ------------–-----–-ა (პ/ნ 2----------), ს--–-------–-----–-ა (პ/ნ 2----------) და გ----------–-----–-ა (პ/ნ 2----------) იმყოფებიან მინდობით აღზრდაში. რ-------–-----–--ს დედა ნ---------- არ ცხოვრობს შვილთან ერთად და არ იჩენს მის მიმართ მზრუნველობას, ბებია ითხოვს დედას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება და დაინიშნოს არასრულწლოვანი შვილიშვილის რ-------–-----–--ს მზრუნველად რათა შესაძლებელი გახდეს ბავშვისათვის მარჩენალდაკარგულის პენსიის დანიშვნა. ბავშვის რამინ გაწერელიების ოჯახი მუდმივად იყო ჩართული სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვი’’-ს სახელმწიფო პროგრამაში. 2017 წლის 9 ივნისიდან კი ყველაზე მცირეწლოვანი გ----------–-----–-ა გადაუდებელი რეაგირებით გადაყვანილ იქნა გადაუდებელ მინდობით აღზრდაში. ყოველივე ამის შემდეგ ოჯახური ძალადობის ფაქტზე ნ---------- მის სამ შვილთან რამინ, ქრისტინე და ს--–-------–-----–-ასთან ერთად 2017 წლის 13 ივნისიდან განთავსდა ქ.გორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარში. შემდეგ გადაიყვანეს აღნიშნული დაწესებულების ქ.ქუთაისის ფილიალში. სადაც ნ----------მ რამდენჯერმე განახორციელა შვილების მიმართ ფიზიკური ძალადობა. რის გამოც 2017 წლის 01/11 საქმე 1/807-17 განაჩენით ნ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წელი თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით და მის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. არასრულწლოვნები ქრისტინე და ს--–-------–-----–-ები იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ გადაყვანილი იქნა ქ.ქუთაისში გადაუდებელ მიმღებ ოჯახში შემდეგ ბავშვები განთავსდნენ ქ.ზუგდიდში რეგულარულ მინდობით აღზრდაში. ბავშვის დედა ნ---------- ამჟამად ცხოვრობს მარტვილის რაიონში სოფელ თამაკონში მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად. ის არის შშმ სტატუსის მქონე პირი, მნიშვნელოვნად გამოხატული II ჯგუფის მისი ჯანმრთელობის დიაგნოზია: მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით. მისი ჯანმრთელობის დიაგნოზიდან გამომდინარე უჭირს ურთიერთობა და პოზიტიური კავშირის დამყარება შვილთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ბავშვის დედას ნ----------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეს ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით, თუმცა პასუხი განსაზღვრულ ვადაში არ შემოუტანია. მიუხედავად კანონით გათვალისწინებული წესით გაფრთხილებისა, მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომებზე, შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია სადავო საკითხთან მიმართებაში, სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. რ-------–-----–--ს (დაბ. 29.07.2---წ. პ/ნ 2----------) დედა არის ნ---------- (პ/ნ 2----------), ხოლო მამა რ--------–-----–--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დაბადების მოწმობა

 

3.1.2 რ--------–-----–-- გარდაიცვალა 2018 წლის 28 ნოემბერს

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაცვალების მოწმობა

 

3.1.3 რ--------–-----–--ს დედა არის ჟ-------------–-----–--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა

 

3.1.4 დასკვნა-რეკომენდაციის თანახმად, 2019 წლის 17 იანვარს ს--–---–-------------------------------------------–-------------–------------–--ას მომართა განცხადებით ჟ-------------–-----–--მ პ/ნ 2----------, რომელმაც აღნიშნა, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს გარდაეცვალა შვილი რ--------–-----–--, რომელსაც დარჩა ოთხი შვილი, რ-------–-----–--, რომელიც იზრდება მასთან, ხოლო ქ------------–-----–-ა, ს--–-------–-----–-ა და გ----------–-----–-ა იმყოფებიან მინდობით აღზრდაში. რ-------–-----–--ს დედა ნ---------- არ ცხოვრობს შვილთან ერთად და არ იჩენს მის მიმართ მზრუნველობას, ბებია ითხოვს დედას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება და დაინიშნოს არასრულწლოვანი შვილიშვილის რ-------–-----–--ს მზრუნველად რათა შესაძლებელი გახდეს ბავშვისათვის მარჩენალდაკარგულის პენსიის დანიშვნა. ბავშვის დედა ნ---------- ამჟამად ცხოვრობს მარტვილის რაიონში სოფელ თამაკონში მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად. ის არის შშმ სტატუსის მქონე პირი, მნიშვნელოვნად გამოხატული II ჯგუფის მისი ჯანმრთელობის დიაგნოზია: მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით. მისი ჯანმრთელობის დიაგნოზიდან გამომდინარე უჭირს ურთიერთობა და პოზიტიური კავშირის დამყარება შვილთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დასკვნა-რეკომენდაცია

- ახსნა-განმარტება

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

_ “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.

_ საქართველოს კონსტიტუცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

6.2. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:

,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

 

სახელმწიფოს მიერ ბავშვთა უფლებების დაცვა, კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით ,,1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.

4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას.

5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

 

6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

 

დასახელებული ნორმის პრინციპიდან გამომდინარე, მშობლებს შვილების მიმართ ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხიმგებლობა. ისინი ვალდებულნი არიან სათანადოდ არჩინონ და აღზარდონ შვილები. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს არამარტო კანონიდან, არამედ ის მორალისა და ზნეობრივი პრინციპებითაცაა განმტკიცებული. მშობლებს შეუძლიათ განსაზღვრონ სად და ვისთან ერთად იცხოვრებენ მათი შვილები. მშობლის პირადი მოვალეობაა უზრუნველყოს შვილის უფლებების დაცვა, ასევე მშობელი ვალდებულია დაიცვას შვილის ინტერესები, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. იგი ვალდებულია არჩინოს შვილი, სანამ იგი არასრულწლოვანი და შესაბამისად, შრომისუუნაროა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასრულწლოვანს საკუთარი შრომით აქვს შემოსავალი, მშობელი მისი რჩენის ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეა განსაზღვრული მშობლის მოვალეობის უპირობო განხორციელების ვალდებულება.

 

6.4. ვინაიდან კანონი ბავშვის ინტერესების დაცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იმავდროულად ითვალისწინებს გარკვეულ ზომებს იმ მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც სათანადოდ არ ზრუნავენ ბავშვის რჩენაზე და აღზრდაზე. ერთერთი ასეთი პასუხისმგებლობის ზომა მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილში, რომლის მიხედვითაც ,,1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილების აღზრდის ყველა საკითხს წყვეტენ მშობლები. მათ მიმართ დაწესებულია კანონისმიერი ვალდებულება: - მშობლის უფლებები არ განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. თუ დადგინდება, რომ მშობელი შვილის მიმართ მოვალეობებს ვერ ასრულებს ან არ ასრულებს, ასევე თუ უფლებებს იყენებს ბოროტად, მაშინ სავალდებულოა მისი უფლება შეიზღუდოს. ამ შეზღუდვის მიზანია შვილის ინტერესის დაცვა. მშობლის უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შვილების ინტერესებიდან გამომდინარე. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ რ-------–-----–-- დარჩენილია მშობლის ზრუნვის გარეშე. მის მზრუნველობას ამჟამად ახორციელებს ბებია ჟ-------------–-----–--, რომელიც არაა მისი მშობელი და ასევე არაა მისი მეურვე. თვით ნ---------- კი შვილზე ზრუნვის მოვალეობას ვერ ახორციელებს. იმისათვის, რომ მისი ნებისაგან დამოუკიდებლად გადაწყდეს ყველა ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაც რ-------–-----–--ს სათანადო აღზრდასთანაა დაკავშირებული, აუცილებელია მას შვილის მიმართ მშობლის უფლებები შეეზღუდოს, რაც შემდგომში გახდება მის მიმართ მეურვის დანიშნვის საფუძველი. სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით დაცული იქნება რ-------–-----–--ს უფლებები. ასევე მიღწეული იქნებ მის მიმართ ზრუნვის მიზანი.

 

საპროცესო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” პუნქტის მიხედვით. დასახელებული ნორმის დაცვით გადასახდელი სახ. ბაჟი შეადგენს 100 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ ს--–---–-------------------------------------------–-------------–------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე ნ----------ს (პ/ნ 2----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის - რ-------–-----–--ს (დაბ. 29.07.2---წ. პ/ნ 2----------) მიმართ.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ნ----------ს (პ/ნ 2----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე