განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002722120
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/12-19 5 აგვისტო 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031031118002)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ცაცა ებრალიძე,თამთა ჩულუხიძე, ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ალექსანდრე ამირხანაშვილი
ბრალდებული: ბ------ ა---–---
მამის სახელი: ბ------
დაბადებული: 1-----–-–-------------
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. თბილისი, კაკაბაძის ქუჩა N33
ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ზღვისუბნის დასახლება, კორპუსი N7, ბინა N39
ბრალდებული: გ------- ს--------
მამის სახელი: ი----
დაბადებული: 1-----–-–----------
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ჯავახეთის ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N10
თარჯიმანი: სუსანა მ-------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 ბ------ ა---–---მ და გ------- ს-------მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 03 ნოემბერს დაახლოებით 08.30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ბ------ ა---–--- წინასწარი შეთანხმებით გ------- ს-------თან და სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა ხ--–--– ბ--–---–იევს და ა---- ბ--–---–იევს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ავტომანქანა „ოპელ კორსას“ მარკის ა/მანქანით სახ. ნომრით QG-019-QG და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ დიდი ოდენობით მათ კუთვნილ სხვადასხვა სახის ოქროს ნაკეთობებს, ღირებულს 80 000 ლარად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული ხ--–--– ბ--–---–იევი. მან განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს მარნეულის რაიონში სოფელ ყიზილაჯლოში. ვაჭრობს ოქროზე. 2018 წლის 3 ნოემბერს დაახლოებით 08:30 საათზე ფანჯრიდან ეზოს ჭიშკართან დაინახა ერთი ადამიანი, რომელსაც ეცვა ჯინსის შარვალი, შეხედა ჭიშკარს და გავიდა. დაახლოებით ნახევარ საათში მამასთან - ა---- ბ--–---–იევთან ერთად ,,ოპელ კორსას“ ავტომანქანით დაიძრა სამსახურისაკენ. მან ოქროული სპორტული ჩანთით მოათავსა მანქანის უკანა სავარძელზე. დაზარალებულმა განმარტა, რომ საჭესთან იჯდა თავად, გასვლისას დაინახეს, რომ გზაზე იდგა ,,ტოიოტა პრიუსის“ ავტომანქანა, რომელსაც გზა ჰქონდა გადაკეტილი და გავლა შეუძლებელი იყო. დაზარალებულის განმარტებით ავტომანქანა იყო წყლისფერი და ჰქონდა ყალბი ნომრები. აღნიშნული მიიჩნია საეჭვოდ, დაძრა მანქანა უკუსვლით, უნდოდა სახლში შებრუნება თუმცა იფიქრა ბავშვებს არ შეშინებოდათ და გააჩერა მეზობლის კართან, დაახლოებით 10-15 მეტრში საკუთარი სახლიდან. დაზარალებულის განმარტებით ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 4-5 პიროვნება, ოთხი ნამდვილად დაინახა, პირველად უკანა კარიდან, ხოლო შემდეგ წინა კარიდან გადმოვიდნენ, გამოემართნენ მისი მანქანის მიმართულებით და პისტოლეტი ჰქონდათ მოშვერილი. ხ--–--–ი ბ--–---–იევმა განმარტა, რომ ორი პიროვნება მასთან მივიდა, ორიც მამამისთან და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ითხოვდნენ ფულს და ოქროს. ერთ-ერთ მათგანს ეჭირა ასევე ჩაქუჩიც, ჩაარტყა ზურგში, ვისაც ჩაქუჩი ეჭირა იყო მაღალი შავგვრემანი ადამიანი, მანვე ჩატეხა მანქანის მინა, აიღო ოქრო და წავიდნენ. დაზარალებულმა ჩაქუჩი აღწერა, როგორც ნიკელისფერი, ერთი მხარეს კი ლურსმნის ამოსაღები ჰქონდა. მისი განმარტებით ავტომანქანის შუშა ჩატეხეს მძღოლის საპირისპიროდ უკანა მხარეს, თავდამსხმელს თავზე თითქოს შარფი ჰქონდა მოხვეული. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ დაინახა თავდამსხმელის ტანი, აღნაგობა, თვალები. დაზარალებულმა განმარტა, რომ ოქროს ნივთები იყო 80 000 ლარის, იყო სხვადასხვა დასახელების სამკაულები, მათ შორის ცეპები, საყურეები, სამაჯურები ბეჭდები, ბრილიანტის კომპლექტები. დაზარალებულმა ასევე განმარტა ოქროს იბარებდნენ სოფლებიდან და შემდეგ ყიდდნენ.
ხ--–--– ბ--–---–იევმა დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, სადაც წარუდგინეს სამი ადამიანი, რომელთაგან ამოიცნო ის პირი, ვინც სცემა და ოქრო წაიღო.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ა---- ბ--–---–იევი. მან დაადასტურა ხ--–--– ბ--–---–იევის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ მას თავზე ადგა ერთი პიროვნება. მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ასევე განაცხადა, რომ თავდამსხმელები იყვნენ შეიარაღებულნი პისტოლეტით, ჩაქუჩით. მათ გატეხეს მანქანის უკანა მინა და წაიღეს ოქრო. ა---- ბ--–---–იევმა განმარტა, რომ მან მონაწილოება მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო ის პიროვნება, ვინც მას ადგა თავზე, ამოიცნო ტანით და თვალებით. მისივე განმარტებით წარდგენილ პირებს ჰქონდათ ერთნაირი ფერის თვალები და თავზე ეხურათ ქუდი, შარფიც ჰქონდათ მოხვეული და იყვნენ ერთი სიმაღლის. ა---- ბ--–---–იევმა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა წაიღეს ოქრო და გაემართნენ მანქანისაკენ, მან საკუთარი მანქანის საბარგულიდან ამოიღო ნაჯახი და ესროლა იმ პირს ვისაც ჩანთა მიჰქონდა. მისივე განმარტებით აღნიშნული ნაჯახი სავარაუდოდ მოხვდა მას.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე მ------ წ------–---–ი. მან განმარტა, რომ არის ოქრომჭედელი და სახელოსნო აქვს საცხოვრებელ მისამართზე. დაადასტურა, რომ ბ------ ა---–--ისაგან მიიღო შეკვეთა დაემზადებინა ოჯახისათვის ოქროს ნივთები. მასთან ბ------მ წარადგინა ძველი ნივთები, კომუნისტების დროინდელი, ნივთები იყო დაზიანებული, თვლებით. ოქროს ნივთები ზოგი მაღალი სინჯის იყო, ზოგი დაბალი. იმისათვის, რომ მიეღო სასურველი სინჯი საჭირო იყო ოქროს ნივთების გადამუშავება, ამიტომ ადნობდა ოქროს ნივთებს. პოლიცია სწორედ ამ დროს მივიდა მასთან. ჰკითხეს თუ საიდან ჰქონდა ეს ნივთები, ამოიღეს ოქროც, ძვირფასი თვლებიც. მ------ წ------–---–მა ასევე განმარტა, რომ პოლიციის მიერ ამოღებული იქნა მისი პირადი ოქროც, კერძოდ ნახევრად დამუშავებული ,,ცეპი“ და სამაჯური. მ------ წ------–---–მა ასევე დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო ამოცნობებში. მას ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან ამოიცნო ბ------ ა---–---ც და გ------- ს--------ც. ასევე განმარტა, რომ წარდგენილი პირები განსხვავდებოდნენ ამოსაცნობი პირებისაგან. შეკითხვაზე მ------ წ------–---–მა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნივთების 70% იყო ძველი, შესაბამისად იფიქრა, რომ იქნებოდა ოჯახიდან მოტანილი.
2018 წლის 8 ნოემბრის მ------ წ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისში, ჟინვალის ქ.N4-ში. ჩხრეკა ჩატარდა გამომძიებელ ბ------– გ----–---ის მიერ. ჩხრეკას ასევე ესწრებოდნენ ექსპერტ კრიმინალისტები გ---ო ჩ----ე, შ--–---------რი, შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს შულავერის განყოფილების უფროსი კ---- ს------–---–ი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ამილ გ------ი. ეზოში განთავსებულია ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც დაბლა გააჩნია სარდაფი. სარდაფში მოწყობილია ოქროს სამჭედლო. სამჭედლოდან ამოღებულ იქნა ოქროს ნივთები, საფულე ორი ცალი, მათ შორის შავი საფულე სადაც მოთავსებული იყო ბ------ ა---–--ის პირადობის მოწმობა. ასევე ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის მცენარე, ძვირფასი თვლები და სხვადასხვა ნივთები. ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით და გაკეთდა შესაბამისი ხელწერილები.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ექსპერტ კრიმინალისტები შ--–---------რი, გ---ო ჩ----ე, გამომძიებელი კ---- ს------–---–ი. მათ დაადასტურეს, რომ მონაწილეობდნენ ოქრომჭედლის მ------ წ------–---–ის სახელოსნოს ჩხრეკაში. ჩხრეკის შედეგად ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა ფერადი ლითონები, თვლები, მომწვანო ფერის თვლები, საფულე, პირადობა, გასაღები. ამოღებული ნივთები დაილუქა სპეც-პაკეტებში, დასურათდა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. კ---- ს------–---–მა განაცხადა, რომ ჩხრეკას ატარებდა გამომძიებელი ბ------– გ----–---ი.
შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა შ--–-- ს---------აძემ დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დანაშაულის ჩადენის დროს დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ მწვანე ფერის ,,ტოიოტა პრიუსით“.
მოწმის სახით ასევე დაიკითხა გ-- მ-------–---–ი. მან განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, ქირით, მუშაობდა ბ------ ა---–---სთან ერთად ,,სილქნეტში“. დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბერი იქნებოდა სთხოვა მანქანა, რომელიც მან კერძო პირისაგან იქირავა და მიუყვანა. ასეთი შემთხვევა განმეორდა ორჯერ. ერთი ან ორი დღის ინტერვალით. გ-- მ-------–---–მა განმარტა, რომ ბ------ ა---–--- მას აძლევდა ფულს და ის ხელზე იხდიდა. გ-- მ-------–---–ი არ დაეთანხმა წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას და განაცხადა, რომ დანაშაულის შესახებ მან არაფერი იცოდა და არ ინტერესდებოდა ბ------ ა---–---ს რისთვის უნდოდა მანქანა, იცოდა, რომ ტურისტებთან ჰქონდა შეხება. ასევე დაადასტურა, რომ ბ------ ა---–--ისაგან აიღო თანხა.
2018 წლის 8 ნოემბერს ქ. თბილისში ქვლივიძის ქN18-ში ჩატარდა გ-- მ-------–---–ის ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონები. ჩხრეკა ჩატარდა გ------- თიგიშვილის მიერ. ჩხრეკის შედეგად საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე მტკიცებულება ამოღებული არ ყოფილა. 2018 წლის 8 ნოემბერს, ასევე ჩატარდა გ-- მ-------–---–ის პირადი ჩხრეკაც.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გ------- თიგიშვილი მან განმარტა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების გამომძიებლად. დაადასტურა, რომ ჩაატარა გ-- მ-------–---–ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. გ------- თიგიშვილმა განაცხადა, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნანახი იქნა თანხა, რომელიც გ-- მ-------–---–ის მეუღლის განმარტებით წარმოადგენდა ბინის ქირაში გადასახდელ თანხას, რომელიც მათ მოუტანა შვილმა.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ გ----ამ ს---–---–ი, ლ-–ა ა-----–---–ი და გ------- ა-----–---–ი.
გ----ამ ს---–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ისანში, დოდაშვილის 24, აქირავებს ავტომანქანებს, რომლებიც აქვს ლიზინგით, ავტომანქანები არის ,,საქართველოს ბანკის სახელზე“. დაადასტურა, რომ ჰყავს ტოიოტა პრიუსი, ნომერი ზუსტად არ ახსოვდა. დაახლოებით ახალ წლამდე, მას დაუკავშირდა ლ-–ა ა-----–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ უნდოდათ ავტომანქანის ქირაობა. ასევე განმარტა, რომ გ-- მ-------–---–- არ იცნობდა, თუმცა შეიძლება სახეზე ეცნო. ასევე განმარტა, რომ კრემისფერი პრიუსი მათ არ ჰყავთ. ავტომანქანა კი, რომელიც გააქირავეს არის სხვადასხვა ფერის, მზეზე სხვა ფერია, ჩრდილში სხვა ფერი.
გ------- ა-----–---–მა და ლ-–ა ა-----–---–მა ასევე დაადასტურეს, რომ აქირავებენ ავტომანქანებს, განცხადება განთავსებული აქვთ საიტზე. მათ კლიენტები უკავშირდებიან ტელეფონის ნომრით. გ------- ა-----–---–მა დაადასტურა, რომ ლ-–ა ა-----–---–მა დაურეკა და დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს ტოიოტა პრიუსი ნომრით FW944WE, გაატანა კლიენტს, თავიდან წაიყვანეს ერთი დღით, ხოლო შემდეგ ერთი დღეც დაამატეს. გ------- ა-----–---–ის ჩვენება შესაბამისობაშია ლ-–ა ა-----–---–ის ჩვენებასთან. მან განმარტა, რომ მისი მითითებით გაატანა ავტომანქანა გ------- ა-----–---–მა, მას ურეკავდა პიროვნება, დაამახსოვრდა იმიტომ რომ ესაუბრებოდა მამაშვილურად. ასევე განაცხადა, რომ როდესაც უნდა დაებრუნებინათ ავტომანქანა ვერ ახერხებდნენ მასთან შეხვედრას და უთხრა რომ მანქანა დაეტოვებინა ფრესკოსთან და შემდეგ თავად მიაკითხავდნენ. თანხას კი ურიცხავდნენ ანგარიშზე.
2018 წლის 6 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად გამომძიებელ თამარ ჩუბინიძის მიერ გ------- ა-----–---–ისაგან ამოღებულ იქნა 48 ფურცლიანი რვეული, სადაც მითითებულია, რომ 2018 წლის 1 ნოემბერს გ-- მ-------–---–მა წაიყვანა ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსი“ ნომრით FW944WF.
2018 წლის 6 ნოემბრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერება მიმდინარეობდა მარნეულის რაიონული სამმართველოს ავტოსადგომზე. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ გამომძიებელი ელდარ ბ---–----ე, ექსპერტ კრიმინალისტები ნიკა ჯაჭვაძე, დ-----რი კვირიკაშვილი, მესაკუთრე ლ-–ა ა-----–---–ი. დათვალიერების ობიექტს წარმოადგენდა ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწოფო ნომრით FW944WF, ავტომანქანა არის მწვანე ფერის, უკანა ფანჯრის საწვიმარი არის მოტეხილი, სხვა საწვიმრები ადგილზეა, ავტომანქანას აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები, ავტომანქანიდან აღებულ იქნა ანაწმენდები და დაილუქა კანონით დადგენილი წესით. საგამოძიებო მოქმედების ოქმზე დაფიქსირებულია მონაწილე პირთა ხელმოწერები.
აღნიშნული ავტომობილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა სასამართლოში და გასვლით სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით დათვალიერდა. ავტომანქანა არის მომწვანო ფერის, უკანა ფანჯრის საწვიმარზე აღენიშნებოდა დაზიანება.
2018 წლის 3 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზლაჯლოში. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილია გამომძიებელ ბ------– გ----–---ის მიერ. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები: დ-----რი კვირიკაშვილი, ლ-–ა მ------ე, თარჯიმანი ნანული გოგ--ნი, მოწმე ა---- ბ--–---–იევი. ა---- ბ--–---–იევის საცხოვრებელი სახლიდან 20 მეტრის მოშორებით იდგა მოლურჯო ფერის ,,ოპელ კორსას“ ფირმის ავტომანქანა, რომელსაც მარჯვენა უკანა მინდა ჰქონდა ჩამტვრეული. მინის ნამსხვრევებს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. ექსპერტ კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა ავტომანქანის წინა მარჯვენა საქარე მინაზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები და ასფალტის ზედაპირიდან მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც მოთავსდა პაკეტში FCI426188 და დაილუქა, დაესვა საქმის ნომერი და თარიღი. ასფალტის ზედაპირიდან ასევე ამოღებული იქნა მინის ნამსხვრევები მოწითალო ფერის ლაქებით, ავტომანქანის სახელურებიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები, სიგარეტის ნამწვები და თავად ავტომანქანა. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის შსს ინსპექტორ-გამომძიებელი ბ------– გ----–---ი. მან განმარტა რომ 2018 წლის 3 ნოემბერს მიიღეს შეტყობინება დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით. გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდნენ ბაბაქიშიევები, მოშორებით კი იდგა მათი ავტომანქანა ,,ოპელ კორსა“, რომლის უკანა მარჯვენა მინა იყო ჩამტვრეული. წინა შუშაზე ასევე აღინიშნებოდა სისხლის კვლები. ექსპერტების მიერ აღებულ იქნა შესაბამისი ნიმუშები. ბ------– გ----–---მა განმარტა, რომ 7 ნოემბერს მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ დაყაჩაღებისას წაღებული ოქროს ნივთები იმყოფებოდა კონკრეტულ მისამართზე. კერძოდ მ------ წ------–---–ის სახლში, ქ. თბილისი ჟინვალის ქ.N4. მივიდა ადგილზე, გაჩხრეკილ იქნა ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული სახლი და ნახეს გადამდნარი ოქროს ნივთები, შავი ფერის საფულე, პირადობის მოწმობით, ამოიღეს ოქროს ცეპი, გადამდნაირი ნივთები. ოქროს ცეპთან დაკავშირებით ჩატარდა ამოცნობაც და ბაბაქიშიევის მიერ ამოცნობილ იქნა ზემოაღნიშნული ცეპი. გამომძიებლის განმარტებით დაკავების შემდეგ ბ------ ა---–--- და გ------- ს-------- გადაყვანილ იქნენ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში. მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ასევე განმარტა, რომ მასთან წარდგენილ იქნა ხარვეზიანი ორდერი, რის შემდეგაც ესაუბრა ადვოკატს და დაზუსტებული ორდერის წარდგენის შემდეგ საქმეში მოთავსდა ორივე ორდერი.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ექსპერტ კრიმინალისტები დ-----რი კ------–ვილი და ლ-–ა მ------ე.
დ-----რი კ------–ვილმა დაკითხვისას განმარტა, რომ ლ-–ა მ------ესთან ერთად 2018 წლის 3 ნოემბერს დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, შემთხვევის ადგილი წარმოადგენდა ჩიხს, სადაც იყო მუქი ფერის ავტომანქანა, უკანა საქარე მინა ჩამსხვრეული ჰქონდა, ამოღებულ იქნა სისხლის კვლები, საბარგულიდან შავი ქუდი, დამუშავდა დაქტილოსკოპიურად, მოშორებით კი დაზარალებულის მითითების საფუძველზე ამოღებულ იქნა სიგარეტის ნამწვები. ექსპერტის განმარტებით საგამოძიებო მოქმედებას ასევე ესწრებოდნენ დაზარალებული და თარჯიმანი. ამოღებული ნივთები დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. აღნიშნული დაადასტურა ლ-–ა მ------ემ. ასევე განმარტა, რომ მათი მისვლისას შემთხვევის ადგილი დაცული იყო ლენტით.
2018 წლის 12 ნოემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N2734/სტ დასკვნის თანახმად წარმოდგენილ ავტომობილზე (ოპელი სახ. N QJ019QJ) არსებული დაზიანება დამახასიათებელია მისი როგორც მკვრივი, ასევე რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) ურთიერთქმედებისათვის.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გ---ო კ-----ნიძე. მან დაადასტურა მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2018 წლის 8 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ჩატარდა ბ------ ა---–--ის პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი. 2018 წლის 8 ნოემბერს ასევე ჩატარდა ბ------ ა---–--ის სახლის ჩხრეკაც. ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები და კომპიუტერი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 3 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N002258319 დასკვნის თანახმად ბ------ ა---–---ს 10.11.18 წელს ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა და ნაჭდევები მარჯვენა მტევნის მიდამოში, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ჭრილობა - რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ალექსი ბარათაშვილი. მან დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დაზიანება შესაძლებელია ასევე განვითარებულიყო საქმის მასალებში მითითებულ დღეზე ერთი დღით ადრე ან გვიან.
2018 წლის 9 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ექსპერტების ირაკლი წვერავას და კახაბერ კარტოზიას მიერ ბ------ ა---–--ისაგან (პ/ნ0----------) 20:50 საათიდან 21:05 საათებს შორის პერიოდში აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში. ოქმში მითითებულია, რომ ბ------ ა---–--ის ნერწყვის ნიმუში მოთავსდა პაკეტში, რომლის ლუქის ნომერია NFCI433446. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილია თამარ ჩუბინიძის მიერ, მასზე დაფიქსირებულია ექსპერტების ირაკლი წვერავას, კახაბერ კარტოზიას ხელმოწერები, ასევე თავად ბ------ ა---–--ის ხელმოწერა.
ოქმის აღწერილობით ნაწილში მითითებული, რომ ბრალდებულ გ------- ს--------საგან იქნა აღებული ნერწყვის ნიმუში, თუმცა არსად დაფიქსირებული არ არის გ------- ს--------ს ხელმოწერა. საქმის მასალების თანახმად კი იმავე დღეს 20:00 დან 20:40 საათამდე ნერწყვის ნიმუში აღებულ იქნა გ------- ს--------საგან და ხელმოწერაც დაფიქსირებულია ოქმზე.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი თამარ ჩუბინიძე. მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. ბ------ ა---–---მ დაკითხვისას განმარტა, რომ იგი დათანხმდა ნიმუშის აღებაზე, რადგან გამოცდილება არ ჰქონდა, ხოლო საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ მისთვის დნმ ნიმუში არ აუღიათ.
სასამართლომ შეაფასა 2019 წლის 9 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმი, აღნიშნულ ოქმთან დაკავშირებით მხარეთა და ბრალდებულის განმარტებები და მიიჩნევს, რომ ოქმში დაშვებულია ბეჭდვითი შეცდომა და ნერწყვის ნიმუშის აღება მოხდა ბ------ ა---–--ისაგან. აღნიშნული დადასტურებულია თავად ბრალდებულის ხელმოწერით და რაიმე გარემოება გარდა ზემოაღნიშნული ტექნიკური შეცდომისა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ოქმის სიყალბეში წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N001849119 დასკვნის თანახმად:
- პაკეტში წარწერით: ...მოწითალო ფერის ლაქა 1ც ბიო. ჩხირზე ავტომანქანა ოპელი სახელმწიფო ნომრით QG-019-QG- ის წინა საქარე მინის გარე მარჯვენა კუთხიდან..“ მოთავსებულ მინის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები(ობ.N5 და ობ.N7 N007827418 წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ------ ა---–---ს (პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში 1ც. ბიოლოგიურ ჩხირზე ... ბრალდებული ბ------ ა---–---)
2018 წლის 12 დეკემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N008482918 ექსპერტის დასკვნის თანახმად : 1,2,3) მოქ. ხაილ ბ--–---–იევს 05.11.18წ. ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მდგომარეობაში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
2018 წლის 12 დეკემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N008482418 ექსპერტის დასკვნის თანახმად : 1,2,3) მოქ. და ა---- ბ--–---–იევს, 05.11.18წ. ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მდგომარეობაში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ბესიკ მანჯგალაძე. მან დაადასტურა, რომ სამედიცინო ექსპერტიზები გასცა ხ--–--–ი ბ--–---–ვიევის და ა---- ბ--–---–იევის მიმართ, დაადასტურა, რომ ისინი შეამოწმა პირადად.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ელმარ მამიშოვმა განმარტა, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზლაჯლოში, დაახლოებით 7-8 თვის წინ დილით, როდესაც იმყოფებოდა სახლში, შემოესმა ხმაური, დაინახა დაზარალებულები. მოწმემ განმარტა, რომ მისი ქუჩიდან ჩანს ცენტრალური ქუჩა, რაც შეეხება სამანქანო ტრასას, ის არ ჩანს. მოწმე დაეთანხმა მის მიერ წინასწარ გამოძიებაშ მიცემულ ჩვენებას.
სასამართლოში ასევე დაიკითხა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი იგორ ქ---–--ე. მან განმარტა, რომ იმყოფებოდა საგამოძიებო ჯგუფში, დაკითხა მოწმის სახით ელმარ მამიშოვი, რომელიც დახვდა პოლიციის შენობაში, სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
სასამართლოში ასევე დაიკითხა გამომძიებელი დავით ბოჭოიძე. მან დაადასტურა, რომ მონაწილეობდა ზ.გივიაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, ასევე ჩაატარა ბ------ ა---–--ის პირადი ჩხრეკა და დაკითხა გ.ს--------, აიღო ნერწყვის ნიმუში და მასვე წაუყენა ბრალი. ბ------ ა---–--ის პირადი ჩხრეკისას, როგორც მოწმემ განმარტა, ამოიღეს თანხა და ტელეფონი, რომელიც დალუქეს და საგამოძიებო მოქმედების შედეგები ასახეს ოქმში. მანვე დაადასტურა, რომ ზ. გივიაშვილის სახლის ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შემდეგ კი იგი გადაყვანილ იქნა განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით.
მოწმე რაშად ვ--–---მა დაკითხვისას განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, გ-- მ-------–---–ის სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომერთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფებოდა კავშირში 2018 წლის 3 ნოემბერს ბ--–---–იევებზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის მონაწილეებთან.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გამომძიებელი რომან ბ---–----ე. მან განმარტა, რომ ჩაატარა ბ------ ა---–--ის სახლის ჩხრეკა და მ------ წ------–---–ის გამოკითხვა. დაადასტურა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ტელეფონები და კომპიუტერები. ასევე ჩხრეკას ესწრებოდნენ ბ------ ა---–--ის მეუღლე და მშობლები. მისივე განმარტებით მ------ წ------–---–ი დახვდა პოლიციის შენობაში, სავარაუდოდ დაბარებული იყო საქმის მთავარი გამომძიებლის მიერ. იყო 2018 წლის 8 ნოემბერი, დრო ზუსტად ვერ დააკონკრეტა და განმარტა, რომ შეიძლება დროსთან დაკავშირებით ყოფილიყო ტექნიკური შეცდომა.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები იური ქ---–--ე, ამილ გ------ი, გ------- ბ----–ია, მახმუდ კ----------ი. იური ქ---–--ემ განმარტა, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ყაჩაღური თავდასხმის დროს წაღებული ნივთები უნდა ყოფილიყო დამნაშავე პირთა საცხოვრებელ სახლებში. ამილ გ------მა კი განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისში ოქრომჭედლის სამუშაო ოთახში ჩატარებულ ჩხრეკაში. დაადასტურა, რომ ამოღებულ იქნა დამუშავებული ოქრო, ასევე ტელეფონი და საფულე. ჩხრეკა ჩატარებულ იქნა ბ------– გ----–---ის მიერ. გ------- ბ----–იამ ასევე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ ჩაატარა გ------- ს--------ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, ყველაფერი აღნიშნული იყო ოქმში, რომელსაც ადასტურებდა ხელმოწერით. გამომძიებელმა მახმუდ კ----------მა ასევე განმარტა, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2018 წლის 3 ნოემბერს მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, რის თაობაზეც მოახსენა ხელმძღვანელობას.
2018 წლის 14 ნოემბრის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ამოცნობა ჩატარდა ხ--–--– ბ--–---–იევთან და მას ამოსაცნობად წარედგინა სამი ცალი მეტალის ცეპი. წარდგენილი ნივთებიდან ხ--–--– ბ--–---–იევმა განმარტა, რომ მესამე ცეპი, რომელიც იყო მოოქროსფერო, დაახლოებით 30 სმ. სიგრძის, რგოლებით გადაბმული ერთმანეთზე ეკუთვნოდა მას და იყო იმ ჩანთაში, რომელიც თავდასხმისას ხუთმა ნიღბიანმა პიროვნება გასტაცა.
2018 წლის 8 ნოემბერს გამომძიებელ ბ------– გ----–---ის მიერ ჩატარდა გ------- ს--------ს საცხოვრებელი სახლის და პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, ასევე მობილური ტელეფონები და კომპიუტერი აორებულ იქნა გ------- ს-------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.
2018 წლის 9 ნოემბრის ამოცნობის ოქმის თანახმად ამოცნობა ჩატარდა ა---- ბ--–---–იევთან. მას ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება: გ------- ა-----–-შვილი, გ------- ს-------- და გ------- ბ-----ე. ამოცნობას ესწრებოდნენ თარჯიმანი გულნაზი კასუმოვა, დაზარალებულის ადვოკატი სულეიმან ისმაილოვი და ბრალდებულ გ------- ს--------ს ადვოკატი რობერტ გვარლიანი. ა---- ბ--–---–იევმა განმარტა, რომ ამოსაცნობი პირი ამოიცნო აღნაგობით, სიმაღლით, თვალების მეშვეობით, თვალებში კი თავდამსხმელს ჩახედა სწორედ მაშინ, როდესაც ცდილობდა ნიღაბის ჩამოხსნას. აღნიშნული ოქმი დადასტურებულია თავად ბრალდებულის გ------- ს--------ს ხელმოწერით, ოქმი შედგენილია გამომძიებელ ბ------– გ----–---ის მიერ.
2018 წლის 11 ნოემბრის ამოცნობის ოქმის თანახმად ამოცნობა ჩატარდა ხ--–--– ბ--–---–იევთან. მას ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება: ზ-----ი ბ------ე, გ------- ქ----–----ე, ბ------ ა---–---. მან ბ------ ა---–--- ამოიცნო აღნაგობით, სიმაღლით, სახის მოყვანილობით და ტუჩებით. აღნიშნული ოქმი დადასტურებულია თავად ბრალდებულის ბ------ ა---–--ის ხელმოწერით, ოქმი შედგენილია გამომძიებელ თამარ ჩუბინიძის მიერ.
2018 წლის 9 ნოემბრის ამოცნობის ოქმის თანახმად ამოცნობა ჩატარდა მ------ წ------–---–თან. მას ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება: ზ-----ი ბ------ე, გ------- ქ----–----ე, ბ------ ა---–---. მან ბ------ ა---–--- ამოიცნო თვალის ფერით, სიმაღლით, სახის მოყვანილობით. აღნიშნული ოქმი დადასტურებულია თავად ბრალდებულის ბ------ ა---–--ის ხელმოწერით, ოქმი შედგენილია გამომძიებელ ბ------– გ----–---ის მიერ. იმავე დღეს მ------ წ------–---–თან ჩატარდა ამოცნობა. მას ამოსაცნობად წარედგინა გ------- ს--------, გ------- ა-----–-შვილი და გ------- ბ-----ე. მან ამოიცნო გ------- ს--------, აღნაგობით, თვალის ფერით, სიმაღლით, სახის მოყვანილობით. ოქმი ხელმოწერილია თავად გ------- ს--------ს მიერ, ასევე ამოცნობა ესწრებოდა ბრალდებულ გ------- ს--------ს ადვოკატი რობერტ გვარლიანი. საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა ბ------– გ----–---მა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ამოცნობაში მონაწილე პირები: გ------- ქ----–----ე, ზ----- ბ------ე, გ------- ბ-----ე და გ------- ა-----–-შვილი.
გ------- ქ----–----ემ განმარტა, რომ 2018 წლის ნოემბერში იმყოფებოდა რუსთავში, მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, უთხრეს, რომ ამოცნობაში უნდა მიეღო მონაწილეობა. განაცხადა, რომ სავარაუდოდ ეცვა ჯინსის შარვალი და სპორტული ზედა. მასთან ერთად იყო ასევე ზ----- ბ------ე, რომელიც არის მისი დეიდაშვილის ქმარი და ერთად მუშაობენ რუსთავში. განმარტა, რომ ქუდი არ ეფარა და არც დიდი თმა არ ჰქონდა. ასევე დაადასტურდა, რომ ამომცნობი ჯერ დააკვირდა მათ და შემდეგ ამოიცნო.
ზ----- ბ------ემ დაადასტურა, რომ მონაწილეობდა რუსთავში პოლიციის შენობაში ამოცნობაში, ოთახში ჯერ თავად შევიდნენ, ბოლოს ბრალდებული შევიდა, ჩაცმულობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ არ ახსოვდა რა ეცვა თავად. ასევე არ ახსოვდა რა ეცვა გ------- ქ----–----ეს.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ------- ბ-----ემ განმარტა, რომ პოლიციელებმა შეაჩერეს ქუჩაში, გადაუღეს სურათი, შემდეგ წაიყვანეს პოლიციის შენობაში ამოცნობაში მონაწილეობის მისაღებად. ამოცნობის დროს იყვნენ სამნი, გაუკეთეს ბენდენა და დაახურეს კეპი, ასევე განმარტა, ამოცნობაში მონაწილე ყველა პირს ეხურა ქუდი და უჩანდათ მხოლოდ თვალები. ასევე დაადასტურა, რომ ამოცნობისას რაღაცას ავსებდნენ კომპიუტერთან, რომელსაც შემდეგ მოაწერა ხელი.
დაკითხვისას ასევე გ------- ა-----–-შვილმა დაადასტურა ამოცნობაში მონაწილეობა, ასევე დაადასტურა ამოცნობის ოქმზე მისი ხელმოწერა, განმარტა, რომ თუ ხელი მოაწერა ოქმს აუცილებლად წაიკითხავდა. ყველა დაკითხულმა მოწმემ განმარტა, რომ ამომცნობს ისინი არ ამოუცვნიათ.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გამომძიებელი თამარ ჩუბინიძე. მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. განმარტა, რომ გამოკითხა დაზარალებულები, ბ------ ა---–---სთან ჩაატარა ამოცნობა, დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზები, ესაუბრა გ------- ა-----–---–ს.
დაკავების ოქმის თანახმად გ------- ს-------- დაკავებულ იქნა 2018 წლის 8 ნოემბერს 16:03 საათზე რუსთავში ფიროსმანის ქუჩაზე, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში. დაკავების ოქმი შედგენილია გამომძიებელ დავით ბოჭოიძის მიერ. დაკავების ოქმს ხელს აწერს ასევე თავად ბრალდებული გ------- ს--------.
ბ------ ა---–--- დაკავებულ იქნა 2018 წლის 8 ნოემბერს 15:50 საათზე, რუსთავში, ფიროსმანის N15-ში. დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ბ------ ა---–---ს მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე აღენიშნება ფუფხიანი ზედაპირის მქონე დაზიანება. დაკავების ოქმი შედგენილია თამარ ჩუბინიძის მიერ, დაკავებაში მონაწილეობდნენ ამილ გ------ი და ვანო მაისურაძე.
2019 წლის 29 ნოემბერი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007827418 ექსპერტის დასკვნის თანახმად სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ -პაკეტში წარწერით: „ ... ანაწმენდები 8 ც ბიო. ჩხირზე აღებული ა/მ. ოპელი სახ. ნომ. QG-019-QG-ის წინა და უკანა, მარჯვენა და მარცხენა კარებების გარე სახელურებიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე, წინა მარცხენა და მარჯვენა კარის გარეთა სახელურიდან (ობ.N1,2) და უკანა მარცხენა კარის გარეთა სახელურიდან (ობ.
N3). არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ერთსა და იმავე მამრობითი სქესის პირს. ამავე პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ.N4) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისის, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური, კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
-პაკეტში წარწერით: „ ...მოწითალო ფერის ლაქა 1ც ბიო. ჩხირზე ა/მ ოპელი სახ. ნომ. QG-019-QG-ის წინა საქარე მინის გარე მარჯვენა კუთხიდან...“ მოთავსებულ ერთ-ერთ ბამბიანი ჩხირზე და პაკეტში , წარწერით: „...მინის ნამსხვრევები მოწითალო ფერის ლაქებით ასფალტის ზედაპირიდან..“, მოთავსებულ მინის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N5 და ობ.N7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ერთსა და იმავე მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ობ. N1-3-ის გენეტიკური პროფილისაგან. ზემოთ აღნიშნულ პაკეტში მოთავსებულ მეორე ბამბიან ჩხირზე არსებული მოვარდისფრო-მოწითალო ლაქა (ობ.N6)სისხლი არ აღმოჩნდა.
-პაკეტში წარწერით: „ ...6ც სიგარეტის ნამწვავი ...“, მოთავსებულ:
-სიგარეტის ორ ცალ ნამწვავზე, წარწერებით: „..KENT NANO SILVER...”არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N11.12) ეკუთვნის ერთსა და იმავე მამრობითი სქესის პირს;
-სიგარეტის სამ ცალ ნამწვავზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N8, ობ. N9, ობ.
N10) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის სამ სხვადასხვა მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ობ.N11.12-ის გენეტიკური პროფილისაგან. ობ.N8-ის, ობ. N9-ის, ობ.
N10-ის და ობ.N11.12-ის გენეტიკური პროფილები განსხვავდება ობ. N1-3-ის და ობ.N5,7-ის გენეტიკური პროფილებისგან.
-სიგარეტის მეექვსე ნამწვავზე (ობ.N13) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
-პაკეტში წარწერით: „ ... შავი ფერის ტყავის ქუდი ამოღებული ა/მ. ოპელი სახ. ნომ. QG-019-QG-ის საბარგულიდან...“, მოთავსებულ ქუდის გარე და შიდა ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N15,160 გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება ობ. N1-3-ის, ობ.N5,7-ის
ობ.N8-ის, ობ. N9-ის, ობ.N10-ის და ობ.N11.12-ის გენეტიკური პროფილებისგან. ქუდზე არსებული მოყავისფრო-მონარინჯისფრო ლაქა (ობ.N15ა) სისხლი არ აღმოჩნდა , ხოლო ქუდიდან ამოღებულ თმებზე (ობ.N14) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
-პაკეტში წარწერით: „ ...24ც. ბ/ჩ ანაწმენდებით ა/მ-ის კარებების შიდა და გარე სახელურებიდან, საჭიდან და სიჩქარის კოლოფის სახელურიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე , უკანა მარცხენა კარის გარე სახელურიდან, არსებული ბიოლოგიური მასალის (ობN23 ) გენეტიკური პროფილი და საჭის ანაწმენდებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობN26,27,28 ) შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება ობ. N1-3-ის, ობ.N5,7-ის, ობ.N8-ის, ობ. N9-ის, ობ.N10-ის , ობ.N11.12-ის და ობ.N15,16ი-ის გენეტიკური პროფილებისგან. პაკეტში მოთავსებულ სხვა ანაწმენდებზე (ობ.N17,19,21,22,24) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, შერეული გენეტიკური პროფილებით. ობ.N19,21,22,24-ის გენეტიკური პროფილები და ობ.N26,28-ის პროფილების მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ხოლო დარჩენილ ანაწმენდებზე (ობ.N18,20,25) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული, დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
-პაკეტში წარწერით: „ ... 6 ც მუქი ფერის ლაქის ანაწმენდებით ა/მ-ის წინა მარჯვენა კარის შიდა სათავსოდან...მარჯვენა მხრიდან ე. წ. „ ბარის “ უკანა ნაწილიდან, უკანა სავარძლიდან, წინა მარჯვენა სავარძლის ქვედა ნაწილიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ.N29-34) არსებული მოყავისფრო და მოყავისფრო -მოყვითალო ფერის ლაქები სისხლი არ აღმოჩნდა. ობ.N33-ზე (ანაწმენდი, ავტომანქანის შუაში მდებარე ე. წ. „ ბარი “-დან ) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება ობ. N1-3-ის,ობ.N5,7-ის, ობ.N8-ის, ობ. N9-ის, ობ.N10-ის , ობ.N11.12-ის, ობ.N15,16-ის და ობN23-ის გენეტიკური პროფილებისაგან. ობN29,30,32,34-ზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა შერეული გენეტიკური პროფილებით. ობN29,30, 34-ის გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ხოლო დარჩენილ ანაწმენდებზე (ობ.N31) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
ობ. N1-3-ის,ობ.N5,7-ის, ობ.N8-ის, ობ. N9-ის, ობ.N10-ის , ობ.N11.12-ის, ობ.N15,16-ის და ობN23-ის, ობ.N32-ის და ობ.N33-ის პროფილების იდენტიფიკაცია ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით ვერ მოხდა;
ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით ობ.N17-ის პროფილის ერთ-ერთი წილი შესაძლოა ეკუთვნოდეს საქართველოს შინაგან საქმეა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს IV განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის -ბიძინა საბანაძის მიერ 2013 წლის 25 დეკემბერს N0004322308 მომართვისა და N0004316171 დადგენილების (ბიუროს 2013 წლის 25 დეკემბრის რეგისტრაციის N1007368613) საფუძველზე ,სს N001300913003 საქმეზე, მომზადებულ ბიოლოგიურ (გენეტიკურ) ექსპერტის დასკვნა N000729414-ში შესადარებელი ნიმუშის სახით წარმოდგენილ ზაურ გივიაშვილს.
ბიოლოგიური ნიმუშის (სისხლი, ნერწყვი) წარმოდგენის შემთხვევაში დამატებითი კვლევების (გაზრდილი ლოკუსები) საფუძველზე შესაძლოა მოხდეს პროფილის სრული იდენტიფიკაცია.
დაკითხვისას ექსპერტმა ეკატერინე სხირტლაძემ დაადასტურა ის მიერ ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ბ------ ა---–---. მან განმარტა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობდა დამნაშავედ. დააკავეს 7 ნოემბერს ჟინვალში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის შსს თანამშრომლებმა. მოიყვანეს ,,კინო საქართველოსთან“, შემდეგ ისევ დააბრუნეს ჟინვალის ქუჩაზე. ბრალდებულის განმარტებით არ ეუბნებოდნენ თუ რა ხდებოდა, მიიყვანეს ნაძალადევის სამმართველოში, ხოლო შემდეგ წაიყვანეს რუსთავში. მხოლოდ ეუბნებოდნენ ,,მაგრა დაგერხა, მაგრა დაგერხაო“. ბ------ ა---–---მ განაცხადა, რომ სამმართველოში მისვლისას სამხარეოს უფროსმა მას უთხრა თითი მაჩვენეო, ხოლო შემდეგ განუცხადა, რომ მომხდარი იყო ყაჩაღობა და მას უნდა ეღიარებინა. მანვე განმარტა, რომ გ------- ს--------ს დაკავებაზე მან ამ დროისათვის არაფერი იცოდა, აჩვენებდნენ მხოლოდ გ-- მ-------–---–-, რომლის გამოც მან დაკარგა სამსახური. ბ------ ა---–--ის განმარტებით მან ოქრომჭედელს მიუტანა ოჯახის ოქრო, უნდა დაემზადებინათ სხვადასხვა ნივთები, ოქრომჭედელი კი მისი სახლიდან დაახლოებით 25 მეტრში ცხოვრობდა. მსგავს ფაქტთან მას არ ჰქონია შეხება, ნიმუშის აღებაზეც დათანხმდა, რადგან იყო გამოუცდელი, ჰყავს სამი შვილი. მისი განმარტებით გამომძიებელი დაკითხვისას სადღაც რეკავდა და ჩვენებას წერდა. ამოცნობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ამოცნობამდე მან ნახა დაზარალებული, ასევე ამოცნობისას მას ამოსაცნობი პირებისაგან განსხვავებულად ეცვა. ბ------ ა---–---მ დაადასტურა გ-- მ-------–---–ისათვის თანხის გადაცემა, განმარტა, რომ ჰქონდა თანამშრომლის ვალი, რომელსაც გარდაეცვალა დედა. რაც შეეხება წ------–---–ს მასთან ცუდი ურთიერთობა ბრალდებულის განმარტებით არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ბრალდებული გ------- ს--------. მან განმარტა, რომ 7 ნოემბერს იმყოფებოდა დედასთან, როდესაც დაახლოებით ღამის 3 საათზე გაისმა ტელეფონის ზარი, ასევე კარზე კაკუნი. როდესაც გააღო კარი ჰკითხეს იყო თუ არა გ-------, ჰკითხეს მისი იყო თუ არა შავი მანქანა, რომელზე ჩატეხილი იყო საქარე მინა. ჩავიდა მათთან ერთად, დაინახა, რომ მანქანას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა იქ კი უთხრეს რომ იყო დაკავებული, გარკვეული პერიოდი ისხდნენ მანქანაში ელოდნენ რაღაცას, შემდეგ კი წაიყვანეს რუსთავის სამხარეო სამმართველოში. ბრალდებულმა განმარტა, რომ თანხმდებოდა ყველა საგამოძიებო მოქმედებას, რადგან სურდა მტკიცებულებები ვერ შეკრებილიყო. ამავე მიზეზით მოუწერა ხელი გამოკითხვის ოქმზე. ამოცნობასთან დაკავშირებით ასევე მიუთითა, რომ ამოსაცნობი პირები მისგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ ჩაცმულობით. განაცხადა, რომ ბ------ ა---–---სთან აკავშირებდა მეგობრობა. პოლიციაში ერთად ისხდნენ დივანზე. ასევე განმარტა, რომ გამომძიებელთან პრეტენზია არ ჰქონდა და ჩვენებაზე ხელმოწერა მხოლოდ იმიტომაა, რომ ბ------ ა---–--- იმყოფებოდა მის გვერდით.
სასამართლომ შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულებანი, რომლებიც მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, შეაფასა მათი ურთიერთშესაბამისობა და საქმესთან რელევანტურობა. სასამართლო იზიარებს დაზარალებულების ხ--–--– და ა---- ბ--–---–იევების ჩვენებებს. მართალია, მათ შორის არის განსხვავებანი, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ჩვენებები ურთიერთშესაბამისი უნდა იყოს ძირითად და არსებით გარემოებებთან მიმართებით. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ა---- და ხ--–--– ბ--–---–იევები არიან ყაჩაღური თავდასხმის მსხვერპლნი, გასათვალისწინებელია მათი ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ქმედების დროს, შესაბამისად მათ მიერ აღქმული და დანახული გარემოებები სრულად ვერ დაემთხვევა ერთმანეთს. სასამართლო მიუთითებს, რომ ბევრად უფრო საეჭვო იქნებოდა მოწმეთა ჩვენების სრული თანხვედრა, ვიდრე მათ შორის, ის ბუნებრივი განსხვავებანი, რაც ორი ადამიანის მიერ ფაქტების გადმოცემასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. სასამართლო ასევე იზიარებს 2018 წლის 9 ნოემბრის ამოცნობის ოქმებს, რომელიც ჩატარდა ხ--–--– და ა---- ბ--–---–იევებთან. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ამოცნობაში მონაწილე პირები. ყველა მათგანმა დაადასტურა ამოცნობაში მონაწილეობა. არც ერთ მათგანს არ აღუნიშნავს, რომ ამოცნობა ჩატარდა ორ სხვადასხვა დღეს. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ 2018 წლის 11 ნოემბერს ამოცნობის ოქმი ჩატარებული ხ--–--– ბ--–---–ევთან, ბ------ ა---–--ის ამოცნობასთან დაკავშირებით შეიცვას ტექნიკურ უზუსტობას და აღნიშნული ამოცნობაც, მსგავსად სხვა ამოცნობებისა ჩატარებულია 2018 წლის 9 ნოემბერს. სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ამოსაცნობი პირები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნიშნები, რითაც დაზარალებულმა მოახდინა ბრალდებულების ამოცნობა იყო მსგავსი ამოსაცნობ პირებსა და ბრალდებულებს შორის. კერძოდ ისინი იყვნენ დაახლოებით ერთი სიმაღლის, ასევე გ------- ს--------ს ამოცნობისას ყველა მათგანს უჩანდათ მხოლოდ თვალები და დაზარალებულმა სწორედ ამ ნიშნებით ამოიცნო ბრალდებული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ამოცნობების ჩატარებისას არსებითად არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები, რაც აღნიშნული მტკიცებულების არგაზიარების საფუძველი გახდებოდა.
სასამართლო ასევე იზიარებს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დანაშულის ადგილას, დაზარალებულის ავტომანქანის მინაზე აღმოჩნდა ბ------ ა---–--ის სისხლის კვალი. აღნიშნული მტკიცებულება თავის არსით და ბუნებით არის უტყუარი, მასში ცდომილება მინიმალურია. რაც შეეხება ბ------ ა---–--ისაგან ნიმუშის აღებას ამ შემთხვევაშიც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნერწყვის ნიმუში სწორედ ბ------ ა---–--ისაგან იქნა აღებული. სასამართლო სხდომაზე ასევე დადასტურდა, რომ ბ------ ა---–---ს თითზე მიღებული ჰქონდა დაზიანება, რომლის წარმოშობაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არ ეწინააღმდეგებოდა მომხდარი შემთხვევის თარიღს. ასევე დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალი დატოვებულ იქნა დამნაშავეების მიერ და დაზარალებულებს რაიმე დაზიანება შემთხვევის დროს არ მიუღიათ.
სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს ყაჩაღურ თავდასხმაში გ------- ს--------ს მონაწილეობის ფაქტს. 2018 წლის 9 ნოემბრის ამოცნობის ოქმის თანახმად ა---- ბ--–---–იევმა ამოიცნო გ------- ს-------- და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება ადგა მას თავზე ყაჩაღობის დროს. გ------- ს-------- ასევე ამოიცნო მ------ წ------–---–აც და განმარტა, რომ სწორედ ეს პიროვნება ახლდა ბ------ ა---–---ს მასთან მისვლისას.
ასევე გასათვალისწინებელია ოქრომჭედლის მ------ წ------–---–ის განმარტება ბ------ ა---–--ის მიერ მიტანილ ოქროს ნივთებთან დაკავშირებით. ოქროს ნივთები იყო საკმაო რაოდენობის არა 10-20 გრამი და ასევე ნივთები იყო ძველი. დაზარალებულმა ხ--–--– ბ--–---–იევმა სასამართლოს განუმარტა, რომ ოქროს იბარებდნენ სოფლებიდან და შემდეგ ყიდდნენ. შესაბამისად ის, რომ ოქროს ნივთები, როგორც დაზარალებულის, ასევე მ------ წ------–---–თან ბ------ ა---–--ის მიერ წარდგენილი იყო ძველებური.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულთა ჩვენებებს და მიიჩნევს, რომ ისინი არ გამომდინარეობენ საქმის მასალებიდან და ემსახურებიან პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. ბ------ ა---–--ის განმარტება, რომ მას ცუდი ურთიერთობა აქვს გ-- მ-------–---–თან, რის გამოც მან სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამყარებული არ არის რაიმე მტკიცებულებით. ასევე ბრალდებული არაერთხელ აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ამ დროს მის მიერ ოქროს ნივთების გადამუშავება ახალი სამკაულების დამზადების მიზნით არ მიაჩნია ლოგიკურად.
სასამართლო არ იზიარებს 2018 წლის 14 ნოემბრის ხ--–--– ბ--–---–იევის მიერ ოქროს ცეპის ამოცნობის ოქმს. საქმის მასალების თანახმად აღნიშნული ოქროს ცეპი ამოღებულ იქნა მ------ წ------–---–ის ოქროს სამჭედლოდან. მ------ წ------–---–მა განმარტა, რომ გარდა ბ------ ა---–--ის მიერ მიტანილი ნივთებისა, რომელიც ჰქონდა გადამდნარი და სურდა მიეღო ოქროს მაღალი სინჯი, პოლიციის მიერ მისი სამჭედლოდან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი ოქროს ცეპიც, რომელსაც ამუშავებდა. სასამართლო სხდომაზეც დათვალიერდა აღნიშნული ნივთიერ მტკიცებულება. ხ--–--– ბ--–---–იევმა დაკითხვისას ასევე განმარტა, რომ მას ჰქონდა ჩვეულებრივი ცეპები, რომელთა მსგავსი სხვასაც შეიძლება ჰქონოდა. სასამართლო არ იზიარებს ზემოაღნიშნულ ამოცნობის ოქმს და დაზარალებულ ხ--–--– ბ--–---–იევის განმარტებას ცეპთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს მ------ წ------–---–ის საკუთრებას. დაზარალებული ამ შემთხვევაში შეიძლება სცდებოდეს და მასაც გააჩნდეს მსგავსი ცეპი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მ------ წ------–---–ს ბ------ ა---–--ის მიერ მიტანილი ოქროს ნივთები ჰქონდა გადამდნარი, დამუშავების პროცესში და შესაბამისად მ------ წ------–---–ის გამარტება არის საფუძვლაინი და მას სასამართლო იზიარებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ადგენს, რომ ბ------ ა---–---მ გ------- ს-------თან და გამოძიებით დაუდგენელ პირებთნ ერთად ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
2.2. ჩადენილი ჯგუფურად:
საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის თანახმად დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. დაზარალებულებმა განმარტეს, რომ მათ 2018 წლის 3 ნოემბერს თავს დაესხათ 4-5 პიროვნება. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ ბ------ ა---–--- და გ------- ს--------. შესაბამისად დგინდება, რომ დანაშაული ორი და მეტი პირის მიერაა ჩადენილი, ანუ დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად.
2.3. დიდი ოდენობით:
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ს/ს N031031118002 საქმეზე, დადგენილების მიხედვით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფირფიტები და მოგრძო ფორმის ზოდები არის ძვირფასი ლითონი, კერძოდ - დაბალი სინჯის ოქრო. წარმოდგენილ საგნებში და ფირფიტებში ოქროს წილობრივი შემადგენლობა მერყეობს 32,804- 36,547% ფარგლებში, დეტალურად იხ. ფოტოილუსტრაცია.
წარმოდგენილი მეტალის ფირფიტისა და მოგრძო საგნების ზუსტი წონა მთლიანობაში არის 765,18 გრამი. ძვირფასი ლითონის - ოქროს შემადგენელი ზუსტი წონის დადგენა შეუძლებელია სათანადო პროცედურების ჩატარების გარეშე.
წარმოდგენილ ფირფიტებში და მოგრძო ფორმის ზოდებში ოქროს სინჯი, დაბალი სინჯის ტრადიციულ სტანდარტზე - 375-ზე დაბალია და 328-365 ფარგლებში მერყეობს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა გოჩა გერაძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მასთან წარდგენილი იყო ოქროს ზოდები და მართულები, ოქრო იყო დაბალი სინჯის და გამოკვლევები ჩატარდა სათითაოდ.
დადგენილია, რომ დაზარალებულები ვაჭრობენ ოქროზე, შესაბამისად მათთვის კარგადაა ცნობილი მისი ფასიც და ისით თუ რა ღირებულების ნაკეთობები ჰქონდათ მთლიანობაში. დაზარალებულებმა განმარტეს, რომ ოქროს ნივთების საერთო ღირებულება იქნებოდა 80 000 ლარამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ თავის თანახმად დიდ ოდენობით ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით. შესაბამისად გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------- ს-------მა და ბ------ ა---–---მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2.გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დასჯადია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრებას, ისე მის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. ყაჩაღობის დროს გამოყენებული ფიზიკური ძალადობა საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეფასების იმ კრიტერიუმით, ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ჩათვლიდა თუ არა ბრალდებულის მიერ გამოვლენილ მოქმედებას რეალურად. ბუნებრივია თავდასხმის მომენტში იარაღისმაგვარი საგნის გამოყენებით ფულადი თანხის მოთხოვნისას, რასაც თან ერთვის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა, ნებისმიერ ნორმალური ფსიქიკის ადამიანის მიერ მუქარა აღიქმება რეალურად და დაზარალებულისათვის რეალურად არსებობს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი საფრთხე.
დანაშაულის საშიშროებიდან გამომდინარე ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა ხასიათდება განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით, მითუმეტეს, როდესაც იგი ჩადენილია ჯგუფურად.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ყაჩაღობის ჩადენა ჯგუფურად. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის დროს აუცილებელი არ არის ყველა თანაამსრულებელმა გამოიყენოს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის. საკმარისია მათგან თუნდაც ერთმა მიმართოს ამგვარ ძალადობას და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვითაც იყოს მოცული. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებმა და მათთან მყოფმა პირებმა შერაცხული დანაშაული ურთიერთშეთანხმებული ქმედებებით ერთობლივად, ჯგუფურად განახორციელეს.
3.3. აღნიშნულ საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ბ------ ა---–---მ და გ------- ს-------მა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
4.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
4.3. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე ვადით.
ბ------ ა---–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მისი პიროვნება, ოჯახური მდგომარეობა(დაოჯახებული, ჰყავს შვილები), წარსული ცხოვრება(ნასამართლობის არმქონეა, შესაბამისად არ არსებობს საფუძველი მის მიმართ სასჯელის დამძიმებისა) და მიიჩნევს, რომ მას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
გ------- ს--------ს მიმართ სასამართლომ ასევე გაითვალისწინა მისი პიროვნება და ოჯახური მდგომარეობა, გაითვალისწინა, რომ ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის და მიიჩნია, რომ მინიმალური სასჯელის განსაზღვრა მის მიმართ იქნებოდა არასამართლიანი და მიიჩნევს, რომ თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით სრულად უზრუნველყოფს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
5.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგ----დება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი მ------ წ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული სხვადასხვა მეტალის საგნები, ფირფიტები და ძვირფასი თვლები უნდა დაუბრუნდეთ დაზარალებულებს - ა---- და ხ--–--– ბ--–---–იევებს. ოქროს ცეპი და მობილური ტელეფონი ,,აიფონი“ - დაუბრუნდება მ------ წ------–---–ის. შავი ფერის საფულე, ბ------ ა---–--ის პირადობის მოწმობა და 3 ცალი ჩარიცხვის ქვითარი - დაუბრუნდება ბ------ ა---–--ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. ასევე, ბ------ ა---–--ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამსუნგი J3, აიფონ 5, შავი ფერის სამსუნგი, შავი ფერის ,,ვიანო“ - დაუბრუნდება ბ------ ა---–--ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. გ-- მ-------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, ,,FLY“, ,,აიფონ 4S“, ,,ჰუავეი“ და ,,სამსუნგი“ - უნდა დაუბრუნდეს გ-- მ-------–---–-. გ------- ს--------ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები ,,სონი“, ,,ჰუავეი“, ,,აიფონი“, ,,აიფონ 5“ - დაუბრუნდება გ------- ს--------ს ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. დაქტილოფირები, მოწითალო ფერის ლაქები, ანაწმენდები, სიგარეტის ნამწვები -უნდა განადგ----დეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ასევე მხედველობაში იქნას მიღებული რომ ავტომანქანა ,,ოპელ კორსა“ და ,,ტოიოტა პრიუსი“ დაბრუნებული ჰყავთ მათ კანონიერ მფლობელებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ------ ა---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ბ------ ა---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 8 ნოემბრიდან.
ბ------ ა---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
გ------- ს-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით.
გ------- ს-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2018 წლის 8 ნოემბრიდან.
გ------- ს--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
დაქტილოფირები, მოწითალო ფერის ლაქები, ანაწმენდები, სიგარეტის ნამწვები -განადგ----დეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მხედველობაში იქნას მიღებული რომ ავტომანქანა ,,ოპელ კორსა“ და ,,ტოიოტა პრიუსი“ დაბრუნებული ჰყავთ მათ კანონიერ მფლობელებს.
მ------ წ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული სხვდასხვა მეტალის საგნები, ფირფიტები და ძვირფასი თვლები დაუბრუნდეთ დაზარალებულებს - ა---- და ხ--–--– ბ--–---–იევებს.
ოქროს ცეპი და მობილური ტელეფონი ,,აიფონი“ - დაუბრუნდეს მ------ წ------–---–ის.
შავი ფერის საფულე, ბ------ ა---–--ის პირადობის მოწმობა და 3 ცალი ჩარიცხვის ქვითარი - დაუბრუნდეს ბ------ ა---–--ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ბ------ ა---–--ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამსუნგი J3, აიფონ 5, შავი ფერის სამსუნგი, შავი ფერის ,,ვიანო“ - დაუბრუნდეს ბ------ ა---–--ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
გ-- მ-------–---–ის საცხოვრებელი სხლის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, ,,FLY“, ,,აიფონ 4S“, ,,ჰუავეი“ და ,,სამსუნგი“ - დაუბრუნდეს გ-- მ-------–---–-.
გ------- ს--------ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები ,,სონი“, ,,ჰუავეი“, ,,აიფონი“, ,,აიფონ 5“ - დაუბრუნდეს გ------- ს--------ს ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალ-–ი შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე