გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
08021011900-0-1971
#2/1477-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.10.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი- სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - მ--------------–---–ი;
წარმომადგენელი - მ--–----------ე;
მოპასუხე - მ--------------ი, გ-------------–---–ი;
წარმომადგენელი- ლ--------–--ე (მ--------------ის);
დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა, უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება, ყადაღის მოხსნა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2014 წლის 16 აპრილს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N1-------- (დამოწმებული ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ) მ--------------სა (პ/ნ 4----------) და გ-------------–---–ს (პ/ნ 6----------) შორის შეთანხმების ნაწილში.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუსს მ------------–---–ის მიერ 22/02/2017 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N1--------.
1.3. შეწყდეს კერძო აღმასრულებლის (რ----------––--ე) მიერ დაწყებული სააღსრულებო წარმოება NA180-0-86 დაწყებული ნოტარიუსს მ------------–---–ის მიერ 22/02/2017 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე N1--------.
1.4 მ--------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე- ქუთაისი, მ--------–---–----------–--–--------------------–----------ში, საკადასტრო კოდი #0-.0-.2-.1--. გათავისუფლდეს (მოეხსნას) იპოთეკისაგან (რეგისტრაციის #8-----------, 28/12/16წ.) და ყადაღისაგან (რ/ნ #1-----------, 11/0-/2018წ. საფუძველი: კერძო აღმასრულებლის რ----------––--ის მომართვა #180-0-86-006/001, 10/0-/2018წ.)
1.5. მოპასუხე მხარეს- მ--------------სა (პ/ნ 4----------) და გ-------------–---–ს (პ/ნ 6----------) მ--------------–---–ის (პ/ნ 60001000-20) სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 16 აპრილს მ--------------–---–ს და გ-------------–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სანოტარო რეგისტრაციის #1--------, რომლის თანახმად მ--------------–---–მა გ-------------–---–ს სესხად გადასცა ფულადი თანხა 17 000 აშშ დოლარი, თვეში 3,68% სარგებლის დარიცხვით, 1 წლის ვადით-2015 წლის 16 აპრილის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულებით მ--------------იც იღებდა ვალდებულებას მოვალე გ-------------–---–ისთვის გადაეცა სესხი 13 000 აშშ დოლარი, თვეში 3.68 % სარგებლის დარიცხვით, 1 წლის ვადით. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალე-გ-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება- მდებარე ქუთაისი, გ-------–---------, საკადასტრო კოდი #0-.0-.2-.1--. მოპასუხე გ-------------–---–მა მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, უზრუნველყოფილი ქონება აუქციონის წესით შეიძინა მ--------------–---–მა, ხოლო 2019 წლის 23 მაისს ჩაბარდა წერილობითი შეტყობინება კერძო აღმასრულებელ რ----------––--ის მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომლითაც ეცნობა მოპასუხე მ--------------ის მოთხოვნის შესახებ მოვალე გ-------------–---–სა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე.
მ--------------ის მოთხოვნა ეფუძნება თვალთმაქცურ, მოჩვენებით გარიგებას, მას არანაირი ფულადი თანხა სესხად არ გადაუცია მოვალე გ-------------–---–ისათვის, შესაბამისად არ არსებობდა სესხი. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სესხის ხელშეკრულების გარეშე ვერ იარსებებდა, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია თანხის მოვალისათვის გადაცემაში, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება მ--------------ს უნდა წარმოედგინა, რომელსაც ვერ წარმოადგენდა არ არსებობის გამო. მ--------------ისა და შუამავალ თ--------------ის, შემდგომში მ---------–------–---–ისა და მათი დამხმარე პირთა ინტერესი იყო მოტყუებით, თვალთმაქცურად მ--------------–---–ისაგან სარგებლის მიღება არარსებული დავალიანების დასაფარად ქონების რეალიზაციის ხარჯზე. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია;
2.1. მოპასუხე მ--------------მა წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 16 აპრილს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლისათვის გადაცემული იქნა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება. აღნიშნული უძრავი ქონება თავად მოსარჩელემ შეიძინა. სეესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს მოსარჩელე მხარე, ხელმოწერილია ასევე მ--------------ის მიერაც, თავად მოსარჩელე მხარე აღნიშნავს სარჩელში, რომ გ-------------–---–ის მოვალე, ასევე იყო მ--------------ი. ხელშეკრულების დადებისას მსესხებელს გადაეცა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა და მსესხებელს სადავოდ არ გაუხდია, აღნიშნულის შესახებ ასევე ცნობილი იყო მოსარჩელისთვის. მოპასუხე მ--------------მა აღნიშნა, რომ სარჩელი უსაფუძვლო და ხანდაზმულია. (იხ. შესაგებელი).
2.2. მოპასუხე გ-------------–---–ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 16 აპრილს მ--------------ს და გ-------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ--------------მა გ-------------–---–ს სესხის სახით გადასცა 13 000 აშშ დოლარი, თვეში 3,68% სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულების თანახმად მ--------------–---–მა გ-------------–---–ს სესხის სახით გადასცა 17 000 აშშ დოლარი, თვეში 3,68%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 16.0-.2014 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება;
3.2.2. დადგენილია, რომ მ--------------–---–ის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელდა გ-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე- ქუთაისში, მ--------–---–----------–--–--------------------–----------ში, საკადასტრო კოდი #0-.0-.2-.1--, აუქციონზე რეალიზაცია. აუქციონზე ქონება შეიძინა მ--------------–---–მა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა განმარტება;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.3. 2014 წლის 16 აპრილის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გ-------------–---–ის მიერ მ--------------ის მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მ--------------ის მოთხოვნის საფუძველზე 2017 წლის 22 თებერვალს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც განისაზღვრა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, კრედიტორის მიერ ასევე მოთხოვნილი იქნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. (უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მ--------------–---–ი).
2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით გ-------------–---–ს და მ--------------–---–ს მიეცათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.02.2017წ სააღსრულებო ფურცელი;
-კერძო აღმასრულებელ რ----------––--ის წინადადება.
3.2.4. მოსარჩელე მ--------------–---–ის მტკიცებით, 2014 წლის 16 აპრილს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება მ--------------ის სესხის გაცემის ნაწილში არის ბათილი, ვინაიდან მ--------------ს გ-------------–---–ისათვის თანხა 13 000 აშშ დოლარის ოდენობით არ გადაუხდია. შესაბამისად არ არსებობდა არც სესხი. მოპასუხე ცდილობს არ არსებული დავალიანების მოსარჩელისგან მიღებას მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2.5. ხელშეკრულება არ არის მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგება. ხელშეკრულება არ არის დადებული მოტყუებით.
დადგენილია, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო მ--------------–---–ს, მ--------------ს და გ-------------–---–ს შორის.
სადავო ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით. ხელშეკრულების თანახმად იპოთეკარი მ--------------ი მესაკუთრეს გ-------------–---–ს გადასცემს 13 000 აშშ დოლარს....., ხოლო იპოთეკარი მ--------------–---–ი მესაკუთრეს გ-------------–---–ს გადაცემს 17 000 აშშ დოლარს...., სანოტარო აქტის მიხედვით ნოტარიუსმა დაადგინა მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა, ასევე განუმარტა ხელშეკრულების დადების სამართლებრივი შედეგები.
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ გ-------------–---–ის მიმართ სესხი გაიცა, როგორც მ--------------–---–ის მიერ, ასევე მ--------------ის მიერ.
დადგენილია, რომ ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ--------------–---–ის სარჩელი მ--------------ის მიმართ. მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი ეს სარჩელი ეფუძნებოდა 2014 წლის 16 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს შემცირებას. მ--------------–---–ს ამ დავის ფარგლებში სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდია, პირიქით მ--------------–---–ი მ--------------ის სასარგებლოდ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში ცვლილების შეტანას მოითხოვდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგება არ არის, ვინაიდან მხარეებს შორის ნამდვილად წარმოიშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართალურთიერთობა. რაც შეეხება მოსარჩელის მტკიცებას, რომ ეს თვალთმაქცური გარიგებაა, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ დასტურდება, რომ მხარეთა შორის სხვა სამართალურთიერთობა არსებობდა, რომელიც დაფარულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით. თავად მხარეც არ მიუთითებს, რა გარიგება დაიფარა ამ ხელშეკრულებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სამოქალაქო საპროცესო სამართლაში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1. მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხდევით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნის გაკეთების უფლებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ--------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 56-ე, 81-ე, 83-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/0-; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.2-; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 16 აპრილს მ--------------ს და გ-------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ--------------მა გ-------------–---–ს სესხის სახით გადასცა 13 000 აშშ დოლარი, თვეში 3,68% სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულების თანახმად მ--------------–---–მა გ-------------–---–ს სესხის სახით გადასცა 17 000 აშშ დოლარი, თვეში 3,68%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო.
მოსარჩელის მტკიცებით, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება მ--------------ის სესხის გაცემის ნაწილში არის ბათილი, ვინაიდან მ--------------ს გ-------------–---–ისათვის თანხა 13 000 აშშ დოლარის ოდენობით არ გადაუხდია. შესაბამისად არ არსებობდა არც სესხი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.5. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ხელშეკრულება მ--------------ის ნაწილში მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებაა.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში გარიგების მონაწილე მხარეები განზრახ მოქმედებენ, მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის მიღება. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. სადავო გარიგებისას მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობა უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სესხის თანხა გ-------------–---–მა მიიღო როგორც მ--------------–---–ისაგან, ასევე მ--------------ისაგან. მ--------------ის მიერ გ-------------–---–ისათვის თანხის გადაცემის შესახებ ფაქტი, 2014 წლის 16 აპრილის შემდეგ სადავოდ არ გამხდარა. მხოლოდ მოსარჩელის განმარტება, რომ მ--------------ს გ-------------–---–ისათვის თანხა არ გადაუცია, მ--------------ის ნაწილში ხელშეკრულების ბათილად ცნობის წინაპირობას არ ქმნის, გარიგება ვერ იქნება მიჩნეული, როგორც მოჩვენებითი. დადგენილია, რომ მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების შინაარსი და მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ, შესაბამისად მხარეებს შორის წარმოიშვა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამართალურთიერთობა.
რაც შეეხება თვალთმაქცურ გარიგებას, ამ შემთხვევაში მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით დაფარულია სხვა გარიგება, ამასთან, სადავო გარიგება პირდაპირ ბათილი კი არ არის, არამედ მასზე ვრცელდება დაფარული გარიგებისათვის გათვალისწინებული წესები.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ--------------ს და გ-------------–---–ს შორის არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით რაიმე სხვა გარიგება დაიფარა და მხარეებს შორის, სინამდვილეში, სხვა სამართლაურთიერთობა არსებობს. მოსარჩელე თავადაც ვერ მიუთითებს, რა გარიგება დაიფარა სესხით და იპოთეკით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი, მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური, მეორე რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია, თუმცა ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია, მხარეთა რელური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში მხარეები ვერ ერკვევიან რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურდათ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ. (სუსგ №ას-976-908-2017, 22.01.2018, # ას 871-821-2015, 05.02.2016წ;).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით, ვერ დაასაბუთა მ--------------ის ნაწილში სესხის და იპოთეკის ხელშელშეკრულების თვალთმაქცური ხასიათი. სადავო გარიგების ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე უნდა დაამტკიცოს მან ვისაც მიაჩნია, რომ თვალთმაქცურად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომლებმაც განაპირობეს თვალთმაქცური გარიგების დადება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხის და მესამე პირთა მოქმედება მიმართული იყო მისი მოტყუებით. მოსარჩელის მოსაჩვენებლად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მ--------------ის დაფიქსირება ფიქტიურად. აღნიშნული ხელშეკრულებით მოპასუხეებმა დაფარეს სხვა გარიგება, და ეს არის მოსარჩელისაგან უსაფუძვლოდ სარგებლის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებულია სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადებისას ნოტარიუსმა შეამოწმა მხარეთა ნების ნამდვილობა, ასევე განუმარტა მათ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები. მოსარჩელემ იცოდა, რა ხელშეკრულებას დებდა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ იგი რაიმე გარემოების შესახებ მოატყუა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოსარჩელის მიერ სარჩელში აღწერილი გარემოებები არ დასტურდება.
სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან.
ამ ნორმის საფუძველზე, მესამე პირის მიერ მოტყუება გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია მხოლოდ მაშინ, თუ იგი გარიგების მეორე მხარესთან შეთანხმებულად მოქმედებს, ან გარიგების მხარეს ობიექტურად უნდა სცოდნოდა მოტყუების შესახებ.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ-------------–---–ი და მ--------------ი შეთანხმებულად მოქმედებდნენ და სურდათ მ--------------–---–ის მოტყუების მიზნით მისგან სარგებლის მიღება.
ვინაიდან სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ 2017 წლის 22 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის, კერძო აღმასრულებლის (რ----------––--ე) მიერ დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის, ასევე მ--------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკისაგან და ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა ასევე უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სსკ 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 1392 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოპასუხე ითხოვს მოსარჩელემ აუნაზღაუროს სასამართლოს გარეშე ხარჯი - ადვოკატის მომსახურების საფასური 1000 ლარი. თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარის ფარგლებში, სასამართლო განსაზღვრავს გონივრულ ოდენობას, რომელსაც წაგებული მხარე ანაზღაურებს.
საქმის სირთულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს უნდა აუნაზღაუროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 300 ლარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით (საქმე #2/1477-19) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ, 2017 წლის 22 თებერვალს გაცემული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (#A180-0-86).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით (საქმე #2/1477-19) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ, 2017 წლის 22 თებერვალს გაცემული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (#A180-0-86).
4. მ--------------–---–ს - მ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის გადახდა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე