განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4117-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2019წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----–--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–- გ-------- ძე ა---–-–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, დაბადებული 1--- წლის 3-----------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–---- ძ---- კ----------- ქ.#1----–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ჩ------- ქ. #---–ი
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
ადვოკატი - ლ-–- ლ-–------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით დროის შუალედში, ი-----–- ა---–-–---–ი სისტემატურად, ფსიქოლოგიურად ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე - ნ---- ნ------–---–ზე. აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ი-----–- ა---–-–---–ის ქმედებების შედეგად ნ---- ნ------–---–მა განიცადა ტანჯვა და თავი იგრძნო დამცირებულად.
1.2. 2019 წლის მაისის შუა რიცხვებში, თ---–--–-- ჩ--------- ქუჩა #----- მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას, ი-----–- ა---–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - ნ---- ნ------–---–ს დაუზიანა კუთვნილი ავტომანქანის სალონი და უკანა ხედვის სარკე. ფიზიკურადაც იძალადა მასზე - ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნულის შედეგად ნ---- ნ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა ი-----–- ა---–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ---- ნ------–---–ის და მოწმეების - ე-–--- ა---–-–---–ის, მ------ ჭ--------–--ის, ს--–-------------------, თ------–-----ძის გამოკითხვის ოქმებს, ტელეფონის დათვალიერების ოქმს, შემაკავებელი ორდერის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი-----–- ა---–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებით, მტკიცებულებებით და ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა 2019 წლის მაისში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე ნ---- ნ------–---–ზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, დასჯად ქმედებად განიხილავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ნ---- ნ------–---–ის და არასრულწლოვანი მოწმის ე-–--- ა---–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ ი-----–- ა---–-–---–ი ყოფილ მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რასაც მსხვერპლი ძალიან განიცდიდა და ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა. ამონარიდი დაზარალებულ ნ---- ნ------–---–ის გამოკითხვის ოქმიდან: ,,.. მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ ვცხოვრობთ, ი-----–- სისტემატურად მირეკავს და მწერს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას რაც არის შეურაცხმყოფელი, ყოველი მისი ,,სმს“, ყოველი მისი ზარი არის შეურაცხმყოფელი, მაგინებს და მომმართავს საშინელი, უხამსი სიტყვებით, მამცირებს და მიგდებს აბუჩად, მექცევა როგორც ქუჩის ქალს, რაც ბუნებრივია ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ანალოგიურად მომექცა ი-----–- დღეს, 26 ივლისს როდესაც ჩემს ნომერზე გამომიგზავნა ხმოვანი შეტყობინება იმასთან დაკავშირებით თუ რა თანხის ფასად ჩავუწვებოდი საწოლში, რა ვღივარ, აღნიშნული ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია ჩემთვის, ასევე დღესვე ერთ ერთი ხმოვანი შეტყობინებით მეკითხებოდა თუ რა დაჯდებოდა ჩემი სიკვდილის ინსცენირება... რა თანხის ფასად მოვახდენდი ჩემივე სიკვდილის ინსცენირებას, მისი ყოველი თუნდაც სატელეფონო კომუნიკაცია არის ჩემთვის ტანჯვის მომტანი“ ,,...ი-----–- განქორწინებამდე ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა, გახდა აგრესიული ჩემს მიმართ, რისი მიზეზი გახდა ის, რომ არ ვაძლევდი ფულად თანხას, რადგან არ დაეხარჯა ნარკოტიკის შესაძენად და ამის გამო მეჩხუბებოდა, მაძალებდა გამეყიდა ჩემი კუთვნილი ავტომანქანა, საოჯახო ნივთები და მისთვის მიმეცა ფული, რასაც ბუნებრივია არ ვაკეთებდი, ი-----–- ამის გამო მეჩხუბებოდა, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას“.
3.4. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. პატივი და ღირსებაც წარმოადგენს ადამიანის ხელშეუვალ უფლებას, რომელსაც ასევე იცავს საქართველოს კონსტიტუცია, ამ უფლების ხელყოფის შემთხვევაც აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს მართლმსაჯულების გზით. სასამართლო მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.6.სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ი-----–- ა---–-–---–ის ბრალეულობა.
3.7. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ი-----–- ა---–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ი-----–- ა---–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
4.2. ი-----–- ა---–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის სიმრავლე (2 ეპიზოდი), ქმედების ჩადენა გამოსაცდელ ვადაში, დანაშაულის რეციდივი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნეს მიღებული პასუხისმგებლობის შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები:
ა. დანაშაული ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;
ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;
გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;
დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;
ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;
ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;
ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;
თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;
ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება:
5.3.1. დანაშაულის მასშტაბი: ჩადენილია როგორც ფიზიკური ძალადობა, ასევე სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება. დამცირების მძიმე ფორმა - დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მოძალადე მას როგორც ,,ქუჩის ქალს“ ისე ექცეოდა, აბუჩად იგდებდა, შეურაცხყოფდა მის პატივსა და ღირსებას. ამონარიდი დაზარალებულ ნ---- ნ------–---–ის გამოკითხვის ოქმიდან ,,... ი-----–- სისტემატურად მაგინებს და მომმართავს საშინლად უხამსი სიტყვებით, მამცირებს და მიგდებს აბუჩად, მექცევა როგორც ქუჩის ქალს, რაც ბუნებრივია ჩემთვის შეურაცხმყოფელია... გამომიგზავნა ხმოვანი შეტყობინება იმასთან დაკავშირებით თუ რა თანხის ფასად ჩავუწვები საწოლში რა ვღირვარ..., 2019 წლის 17 მაისს ...ი-----–-მ მაგინა, მომმართა უცენზურო სიტყვებით, ხელთ ეკავა ყავის ჭიქა, რომელშიც ესხა ყავა და შემასხა სახეში“.
5.3.2. დანაშაულის სიმრავლე და ინტენსივობა - ჩადენილია დანაშაულის 2 ეპიზოდი დროის მცირე მონაკვეთში.
5.3.3. ეკონომიკური ძალადობის ფაქტები, მოძალადე სისტემატურად სთხოვდა მსხვერპლს თანხებს, უარის მიღების შემთხვევაში ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. ერთ-ერთი ასეთი უარის დროს, 2019 წლის 17 მაისს, ი-----–- ა---–-–---–მა დაზარალებულს დაუმტვრია ავტომანქანის შიდა სარკე, დაუზიანა საჭე და სალონი. ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ბრალდებულის ოჯახის წევრის (ყოფილი მეუღლე) გამოკითხვის ოქმში გაცხადებული ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ი-----–- ა---–-–---–ის დამოკიდებულებას ნარკოტიკებზე და ამ მიზნით ყოფილი მეუღლის იძულებას უზრუნველყოს მოძალადე ფინანსურად.
5.3.4. მსხვერპლზე განხორციელებული მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობის და შეურაცხყოფის გამო, რომელსაც გარკვეულ ეპიზოდებში ესწრებოდა არასრულწლოვანი შვილი ე-–--- ა---–-–---–ი, ამ უკანასკნელის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. წარსულში გამოცემული შემაკავებელი ორდერის მიხედვით ე-–--- ა---–-–---–ს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი, ხოლო ი-----–- ა---–-–---–ს მოძალადის. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან ,,ე-–---ს მამის აგრესიული ტონის და მოვარდნის შიშით, რაც ბუნებრივია კონფლიქტს გამოიწვევდა, ემართებოდა პანიკა და საშინელი სტრესის ქვეშ უწევდა ყოფნა, რაც დღემდე გრძელდება, ე-–---მ შეწყვიტა სკოლაში სიარულიც, მამის ძალადობიდან გამომდინარე, არის სულ დაძაბული და განერვიულებული და მეხვეწება მამამის მივცე თანხა იქნებ წავიდეს საზღვარგარეთ რათა მშვიდად ვიცხოვროთ..., ჩვენი შვილი საშინელი სტრესის ქვეშ იყო, ე-–--- ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა აღნიშნულს..., ე-–--- განიცდიდა ფსიქოლოგიურ სტრესს, გახდა გულჩათხრობილი და შეწყვიტა სკოლაში სიარული და მეგობრებთან კომუნიკაციაც. ე-–---ს ფსიქიკა იმდენად ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე გამერიდებინა მამის აგრესიისთვის და დროებით წამეყვანა მონასტერში სადაც ამჟამადაც იმყოფება.“. ამონარიდი არასრულწლოვანი მოწმის ე-–--- ა---–-–---–ის გამოკითხვის ოქმიდან ,,...მამა მრავალი წელია მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს და არის რამდენჯერმე ნასამართლევი, რის გამოც დიდი ხანია იხდიდა სასჯელს, ხოლო სახლში ყოფნის დროს ის ხშირად ეჩხუბება დედას, არაერთხელ მინახავს, როგორ აგინებდა ი-----–- ნ----ს, ასევე ფიზიკურად როგორ შეეხო და სცემა დედას, ასეთი ფაქტები იყო 2012-2017 წლებში, ერთ-ერთი ცემის დროს დედას დაუზიანდა ცხვირიც, მე ვხედავდი თუ როგორ განიცდიდა დედა ფიზიკურ ტკივილს..., ი-----–-ს ყველა ზარი თუ კომუნიკაცია არის შეურაცხმყოფელი და შემაწუხებელი, მე მამისგან შემოსული ზარები არ მსიამოვნებს, სულ ვარ დაძაბული და მაქვს შიში, რომ რაღაც ცუდს შეგვამთხვევს, უფრო მეტად დედას..., ...ი-----–-ს მხრიდან ზარები და შეტყობინებები მე მძაბავდა და მაშფოთებდა, განვიცდი ფსიქოლოგიურ სტრესს, მამის ყველა კომუნიკაცია აუტანელ ტანჯვას მაყენებს, რადგან სულ ცუდს ველოდები მისგან, მისი დუმილიც კი შემაშფოთებელია, რადგან არ ვიცი რას გეგმავს და გვიმზადებს..., ...არ მსურს ი-----–-სთან კომუნიკაცია, მინდა მის გარეშე დედასთან ერთად მშვიდი ცხოვრება, არ მინდა შიშით და სტრესით ვიცხოვრო..., ... ი-----–- მირეკავდა და მემუქრებოდა მოვარდნით და მართლა მქონდა შიში, რის გამოც სკოლაშიც შევწყვიტე სიარული..., ...მონასტერშიც კი ვიყავი წასული.“
5.3.5. პასუხისმგებლობას ასევე ამძიმებს დანაშაულების ჩადენა პირობითი მსჯავრის პერიოდში: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით ი-----–- ა---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
5.3.6. დამამძიმებელი გარემოებაა ასევე ბრალდებულის პიროვნული მახასიათებელი - ი-----–- ა---–-–---–ი წარსულში არაერთხელ იმყოფებოდა კანონთან კონფლიქტში, სახეზეა დანაშაულის რეციდივი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ,,დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ი-----–- ა---–-–---–თან. ი-----–- ა---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“, ,,მეტამფეტამინის“ შეძენა-შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით და ჯარიმა 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდა სასჯელის ნაწილის 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობით 5 (ხუთი) წლის გამასაცდელი ვადით და ჯარიმა 5000 ლარი. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის #28/02/01 გადაწყვეტილებით შეწყალებულ იქნა 2017 წლის 31 მარტის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან, პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენი დარჩა ძალაში. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით ი-----–- ა---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით (იგულისხმება 2017 წლის 31 მარტის განაჩენი პირობითი მსჯავრის ნაწილში) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი. თბილისის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 30 ივლისის წერილის თანახმად გამოსაცდელი ვადის დასაწყისია 31.07.2018წ. - ხოლო დასასრული 30.07.2023წ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 30 ივლისის წერილის მიხედვით ჯარიმა 3 000 ლარი გადახდილი არ არის და ი-----–- ა---–-–---–ი ირიცხება მოვალეთა რეესტრში. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ. 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით ი-----–- ა---–-–---–ი ნასამართლევია ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის და განსახილველ საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს არ ჰქონდა ნასამართლობა გაქარწყლებული. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ი-----–- ა---–-–---–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს რეციდივისვთის დადგენილი წესით.
5.4. დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, როგორიცაა დანაშაულის აღიარება და სინანული, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები აისახება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, კერძოდ, დანაშაულთა ერთობლიობის დროს არ იქნება გამოყენებული სასჯელთა სრული ან ნაწილობრივ შეკრების პრინციპი, ხოლო განაჩენთა ერთობლიობის დროს სრული შეკრების პრინციპი.
5.5. ეპიზოდთა სიმრავლის, ხერხის, ინტენსივობის, რეციდივის და დანაშაულის განმეორების რისკების მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ი-----–- ა---–-–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–- ა---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. ი-----–- ა---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) სრულად შთანთქოს თანაბარი სასჯელი და ი-----–- ა---–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული 5(ხუთი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სრულად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 3000 (სამი ათასი) ლარი და ი-----–- ა---–-–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.
5.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ი-----–- ა---–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 31 ივლისიდან.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა