გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.09.2019
საქმის ნომერი
911210018002507109
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
11.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N ( 2/31) 911210018002507109

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

,,11 '' სექტემბერი , 2019 წელი ქ. ონი

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ონის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე – გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი – ნინო ლებანიძე

მოსარჩელე - ც----- ჟ--–----–---–-

მოპასუხე - შ--–-- მ-------–---

წარმომადგენელი - მ------- მ-------–---

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 მოპასუხისაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება – 3 000 ( სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2.მოსარჩელის არგუმენტაცია:

 

ცხოვრობს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-----------–-, სადაც აქვს საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელსაც ამუშავებს და მოჰყავს წლის სარჩო. 2017 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელემ, მეზობლისაგან ნ-----–- კ---------აგან შეიტყო, რომ მის ყანაში იყო მოპასუხის შ--–-- მ-------–---- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც თავად გადმოდენა და ყანა მთლ--ნად განადგურებული იყო. მოსარჩელე ც----- ჟ--–----–---–- და ნ-----–- კობახიძე წავიდნენ ყანაში და ნახეს, რომ საქონელი კვლავ ყანაში იმყოფებოდა, ხოლო ყანა მთლ--ნად გაფუჭებული იყო. ამის შემდგომ, მოსარჩელემ დარეკა პოლიციაში, 2017 წლის 15 სექტემბერს ადგილზე გამოცხადდნენ ონის რაიონული სამმართველოს დეტექტივ – გამომძიებელი გ------- მ---------- და უბნის ინსპექტორი დ----- ო--–---–-. მათ დაათვალიერეს ყანა, დაითვალეს თუ რა კულტურები და რა რაოდენობით იყო ყანაში დარგული და შეადგინეს შესაბამისი დათვალიერების ოქმი. ასევე მოახდინეს ფოტოგრაფირება. მოსარჩელის განმარტებით, ყანაში იყო შემდეგი სახის კულტურები : სიმინდი, ლობიო, ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, წიწაკა, გოგრა. ყანა სიგრძით, არის 70 მეტრი. მოსარჩელის განმარტებით და დათვალიერების ოქმით ფიქსირდება, რომ ყანაში იყო 800 ძირი სიმინდი, 330 ძირი ლობიო, 84 ძირი პომიდორი, დაახლოებით 25 ძირი წიწაკა, 10 ძირი ჭარხალი, 5 ძირი გოგრა. ოქმით ასევე დასტურდება, რომ ნარგავები იყო ჩათელილი და ნაყოფი განადგურებული. მოსარჩელემ დათვალიერების ოქმი, იმის გასარკვევად, თუ რამდენი პროდუქცია უნდა მიეღო, წარუდგინა ინდივიდუალურ აუდიტორს ლ-- ც--–--------, რომელმაც გასცა დასკვა N 25/05–1, სადაც გაანგარიშებულ-- ჩამოთვლილი პროდუქტების საბაზრო ღირებულება, რომელმაც შეადგინა 3000 ლარი. ვინაიდან მოპასუხე მხარე უარს აცხადებს ნებაყოფლობით, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის თანხის ანაზღაურენაზე, ამიტომ მოსარჩელემ თავისი უფლებების დასაცავად, მომართა სასამართლოს და მოითხოვს მოპასუხე შ--–-- მ-------–---ს მის სასარგებლოდ, დაეკისროს მიყენებული ზიანის – 3000 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შ--–-- მ-------–---- წარმომადგენელმა მ------- მ-------–---მ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა: შ--–-- მ-------–--- არის მისი ოჯახის წევრი – მეუღლე. სექტემბრის თვეში გაიგო, რომ ც----- ჟ--–----–---–-- ყანაში შესულიყო საქონელი და ყანა გაეფუჭებიათ. ც----- ჟ--–----–---–- იძახდა, რომ მის ყანაში შესული იყო შ--–-- მ-------–---- საქონელი. გამოიძახა პოლიცია, პოლიციამ დაათვალიერა ყანა, თუმცა შ--–-- მ-------–----, ან მისი ოჯახის წევრისათვის არაფერი უცნობებიათ. მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მას ყავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელსაც საბალახოდ მიერეკება სოფლიდან მოშორებით, მის საქონელს უერთდება სოფლის ნახირი და საბალახოდ დადიან ერთად, კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ც----- ჟ--–----–---–-- ყანაში შეიძლებოდა მხოლოდ მისი საქონელი ყოფილიყოს, რადგან სოფლის ყველა საქონელი საბალახოდ დადის ერთად და თვითონ ჟ--–----–---–-- პირუტყვიც არ შორდება მათ. რაც შეეხება ნ-----–- კ--------- განმარტებას, რომ ყანაში, თითქოსდა, მან შ--–-- მ-------–---- საქონელი დაინახა და გადმოდენა, არის ტყუილი, მოსარჩელე ზეწოლას ახდენს მასზე, (დაშინებული ყავს), მოპასუხეს მოსარჩელესთან დიდი ხანია კარგი ურთიერთობა არ აქვს, ც----- ჟ--–----–---–- ცდილობს მას და მის ოჯახს დააბრალოს ყველა უბედურება, რაც კი მას დაემართება. მოპასუხის წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ ც----- ჟ--–----–---–- დამუშავებული ჰქონდა დაახლოებით 500 მეტრი მიწის ნაკვეთი და შეუძლებელ-- ამ ტერიტორიაზე მოვიდეს იმდენი პროდუქტი, რაც მას აქვს ჩამოთვლილი, მით უმეტეს, რომ სოფელში არიან ადამიანები, რომელთანაც საუბრისას, ჟ--–----–---–- ნათქვამი აქვს, რომ ,, ლობიო გამოკრეფილი ჰქონდა, წვერებში იყო დარჩენილი, გამოიკრიფებოდა 3 კილომდეო ‘’. ფოტომასალაშიც ჩანს, რომ ჭიგოები არის ცარიელი და მასზე ლობიო არ არის, ასევეა სიმინდი, ნახევარი მთლ--ნად უნაყოფოა.

მოსარჩელე ასევე სოფელში, ე.წ. ,, შარაზე ‘’ იძახდა დათვი გადმოდის ყანაშიო, მისი ფეკალიებიც კი ნახეს ყანაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს, როგორც უსაფუძვლოს, დაუსაბუთებელს და წინააღმდეგია მისი დაკმაყოფილების.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2017 წლის 11 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-----------–- მდებარე ც----- ჟ--–----–---–-- ყანაში შევიდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და დააზიანა ყანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე ( ს.ფ.1–13);

2. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების ყანის დათვალიერების ოქმი (ს.ფ.14–19)

3. ფოტოსურათები ( ს.ფ. 22–41 ), დისკი.

4.მოსარჩელე ც----- ჟ--–----–---–-- განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.1.2. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-----------–- მდებარე ც----- ჟ--–----–---–-- სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების ყანა სიგრძით არის 70 მეტრი, სიგანით – გზის მხარეს – 25 მეტრი, ხოლო მდინარის მხარეს –13 მეტრი. ნათესი განთავსებულ-- სიგრძით 50 და სიგანით 25 მეტრ მიწის ნაკვეთზე, სადაც დარგული იყო შემდგეი სახის კულტურები : სიმინდი – დაახლოებით – 800 ძირი, ლობიო – დაახლოებით – 330 ძირი; პომიდორი – 84 ძირი ; კიტრი – 42 ძირი; წიწაკა – 25 ძირი, ბადრიჯანი – 15 ძირი; ჭარხალი – 10 ძირი; გოგრა– 5 ძირი, ყაბაყი – 5 ძირი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების ყანის დათვალიერების ოქმი (ს.ფ.14–19)

2. .მოსარჩელის განმარტება (სხდომის ოქმი);

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-----------–- მდებარე მოსარჩელე ც----- ჟ--–----–---–-- კუთვნილი სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დათესილი კულტურებიდან, როგორც ვიზუალური დაკვირვებით, ასევე დათვლისას დადასტურებულ--, რომ ყანის ნახევარი იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიდან დაზიანებული, ხოლო ნახევარი ნათესი არ იყო დაზიანებული, ასევე დადასტურებულ--, რომ ნათესის ნახევარი, რომელიც არ იყო დაზიანებული, იყო უნაყოფო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1. .სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების ყანის დათვალიერების ოქმი (ს.ფ.14–19)

2: მოწმეების : გ------- მ----------- დ----- ო--–---–-ს ჩვენებები ( სხდ.ოქმი, ს.ფ. 100); )

3.ფოტომასალა ( ს.ფ. 21–41, დისკი );

 

4.2.3. დადგენილ--, რომ ყანის დათვალიერების დროს, პოლიციის თანამშრომლების მიერ, დათვლილი იქნა მთლ--ნად ყანაში არსებული ნათესი, ხოლო ცალკე დაზიანებული , ან/და დაუზიანებელი ნათესი დათვლილი არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1. მოწმეების : გ------- მ-----------; დ----- ო--–---–-ს ჩვენებები ( სხდ.ოქმი, ს.ფ. 100); )

 

4.2.4. დადგენილ--, რომ ინდივიდუალური აუდიტორის ლ-- ც--–-------- მიერ გაცემული დასკვნა N 25/05–1 , გაცემულ-- მოსარჩელის მიერ ჩამოთვლილ ოდენობაზე , მხოლოდ ქ. ხ-–----–- არსებული საბაზრო ფასებით. ასევე დადგენილ--, რომ მას დაზიანებული ყანა არ უნახავს, არ იცის მოვიდოდა თუ არა ჩამოთვლილი ოდენობის პროდუქცია, მან დასკვნა გასცა მხოლოდ ფასებთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.დასკვნა (ს.ფ.20–21)

2. აუდიტორის ახსნა – განმარტება (სხდომის ოქმი გვ. 100);

 

4.2.5. საქმის განხილვის დროს, მხარეთა განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის შემდგომ, სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162–ე მუხლის პირველი ნაწილით, განსახილველ საქმეზე დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება დაევალათ მხარეებს თანაბარწილად, მოსარჩელემ გადაიხადა ექსპერტიზის ჩატარებისათვის გათვალისწინებული მომსახურების ტარიფით განსაზღვრული – 260 ლარის ნახევარი – 130 ლარი, ხოლო მოპასუხემ არ გადაიხადა მომსახურების საფასური, რის გამოც, საქმე ექსპერტიზის ჩაუტარებლად დაბრუნდა უკან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ, ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, კანონმდებელმა ერთის მხრივ, განსაზღვრა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ხოლო მეორეს მხრივ, დაადგინა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელ--. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე, სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ _ დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ, მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა – განმარტებების, საქმეზე მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებით, ერთობლივი შეფასება სასამართლოს აძლევს საფუძველს, გააკეთოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ც----- ჟ--–----–---–-- საკარმიდამო მიწის ნაკვეთში შესული იყო მოპასუხე შ--–-- მ-------–---- კუთვნილი ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და დააზიანა ყანა, რაც დასტურდება მოსარჩელის და მოწმის ნ-----–- კ--------- ჩვენებებით.

 

სასამართლოს, მოპასუხის და მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისაგან დაზიანებული იყო ც----- ჟ--–----–---–-- ყანის ნახევარი ნაწილი, ყანის ნახევარი ნაწილი იყო დაუზიანებელი, რაც შეეხება ყანის დაზიანებულ ნაწილს, ნახევარი ნათესი იყო უნაყოფო, რაც ასევე დასტურდება საქმეში არსებული ფოტომასალით.

 

სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას, რომ სექტემბრის თვისათვის ლობიოს და პომიდორის მოსავალი ნაწილობრივ აღებულ--, რაც შეეხება მოსავლის ოდენობას კილოგრამებში – გაზრდილ--.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სასამართლომ შეისწავლა საქმე, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, მიიჩნევს, რომ ც----- ჟ--–----–---–-- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხე შ--–-- მ-------–---ს, ც----- ჟ--–----–---–-- სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის სახით – 750 ლარის გადახდა.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

–საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

–საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილ--.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად იმ პირმა, რომელიც ვალდებულ-- აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, სარჩოს ნაცვლად, დაზარალებულს შეუძლ-- მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის, წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო კოდექსის ეს ნორმები განსაზღვრავს აუცილებელ წინაპირობებს, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1003 –ე მუხლის თანახმად, ცხოველის მფლობელი ვალდებულ-- აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები, მესამე პირთა დასაცავად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ--, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნდა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ყანა, რომელიც იყო დამუშავებული და დათესილი სხვადასხვა დასახელების სასოფლო–სამეურნეო პროდუქციით, რომელიც მოპასუხის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მიერ იქნა დაზიანებული, მოსარჩელე მხარემ ვერ მიიღო მოსავალი, რის სანაცვლოდაც, ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოპასუხემ ნაწილობრივ დაადასტურა სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უტყუარად დადგენილი არ არის მოსარჩელეს ვისი კუთვნილი პირუტყვისაგან მიადგა ზიანი და რა ოდენობის ზიანი მიადგა. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მხრივ, იმ გარემოებაზე მითითებას, რომ სექტემბრის შუა რიცხვებისათვის, მოსავლის ნაწილი აღებულ-- და მოსარჩელეს, შესაძლო მოსავლის ოდენობა და ფასი აქვს გაზრდილი.

 

მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ--, რომ მოსარჩელის ყანის ნახევარი იყო დაზიანებული, ხოლო ამათგან დაზიანებული ნაწილის ნახევარი იყო უნაყოფო .

 

7.4. სასარჩელო მოთხოვნა ეხება მიყენებული ზიანის ანაზღაურებას - 3000 ლარის ოდენობით.

 

7.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობები, მაგრამ არა მოთხოვნილი ოდენობით, არამედ შემცირებული სახით. შესაბამისად მიაჩნია, რომ ც----- ჟ--–----–---–-- სარჩელი, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

8. სასამართლო ხარჯები

 

იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს, დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%–ს, მაგრამ არანაკლებ–100 ლარისა, ხოლო მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახ. ბაჟის გადასახადისაგან, გადაიხადა ექსპერტიზის ჩატარებისათვის გათვალისწინებული ხარჯი და წარმოადგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39–41–ე, 53-ე, 55–ე, 243- 244-ე, 248-ე, 257-ე, 365–ე, 369-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412–ე, 1003–ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ც----- ჟ--–----–---–-- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შ--–-- მ-------–---ს ( პ/ნ 3----------) მოსარჩელე ც----- ჟ--–----–---–-- სასარგებლოდ დაეკისროს, მიყენებული ზიანის სახით – 750 ( შვიდას ორმოცდაათი ) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შ--–-- მ-------–---ს ( პ/ნ 3---------- ) მოსარჩელე ც----- ჟ--–----–---–-- სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯის – 130 ( ას ოცდაათი ) ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე შ--–-- მ-------–---ს ( პ/ნ 3----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახ.ბაჟის 50 ( ორმოცდაათი ) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365–ე მუხლში აღნიშნული პირობების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ( მის: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32 ), ონის მაგისტრატი სასამართლოს ( მის: ქ. ონი, დ----- აღმაშენებლის ქუჩა N 17) მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილებჰის მხარეთათვის ჩაბარებიდან – 14 ( თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე : გურამ გოცირიძე