განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3547-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----- ყ---–-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - უ-- ნ---------ს ძე ბ---–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------- დაბადებული 1--- წლის 1-------, ნასამართლევი, რეგისტრაციის ადგილი: გ------ სოფელი ბ----–-–----, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: თ---–---- წ---–-------- ქუ-- #18
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის)
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილი (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ-------–--–-- ს. ც--–---- ქუ-- #8--–- მდებარე ბინაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა უ-- ბ---–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის - ი--------–---–ის მიმართ. კერძოდ, უ-- ბ---–---–მა ი--------–---–ს მათი შვილის - ნ-------- ბ---–---–ის თანდასწრებით, ძლიერად მოუჭირა მარჯვენა ხელი მარცხენა ხელზე. ძალადობის შედეგად ი--------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ-------–--–-- ს. ც--–---- ქუ-- #8--–- მდებარე ბინაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი უ-- ბ---–---–ი ნაჯახის დემონსტრირების გზით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ - მეუღლეს ი--------–---–ს. ი--------–---–მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით უ-- ბ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქრთველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2019 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათიდან - 2019 წლის 18 ივნისს, 02:15 საათამდე დროის შუალედში, ქ-------–--–-- ს. ც--–---- ქუ-- #----- და გ-------- ქუ-- #2---- მიმდებარე ტერიტორიაზე, უ-- ბ---–---–ი ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, დამრტყმელ-დამჩეხ ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ ნაჯახს.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. დაზარალებულ ი--------–---–ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ 2007 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა უ-- ბ---–---–თან. 2017 წლის იანვრის თვეში ისინი განქორწინდნენ, განქორწინების მიზეზი იყო ოჯახური კონფლიქტები, უ-- ბ---–---–ი მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ბრალდებულის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა მსხვერპლის ორსულობის პერიოდშიც, დაზარალებულმა გაიხსენა ფეხმძიმობის ეპიზოდი, როცა უ-- ბ---–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს სამეურნეო დანიშნულების ხელსაწყო ჩაარტყა მუცელში, ამის შემდეგ დაზარალებულმა სცადა სახლიდან გაქცევა, რის გამოც ბრალდებულმა იგი უმოწყალოდ სცემა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრალდებულის თხოვნით კვლავ დაქორწინდნენ და რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2019 წლის მაისის ჩათვლით. 2019 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ი--------–---–ის სახლში თბილისში, ს. ც--–---- ქუ-- #81-ში, ღია კარებიდან მოულოდნელად შევიდა უ-- ბ---–---–ი. ი--------–---–მა ბრალდებულს მოუწოდა, ვინაიდან სახლში იყვნენ არასრულწლოვნები, მათ შორის მათი საერთო შვილი ნ-------- ბ---–---–იც, არ შეეშინებინა ისინი და დროულად დაეტოვებინა სახლი. დაზარალებულის მოწოდებაზე უ-- ბ---–---–ი გაღიზიანდა, ი--------–---–ს მარცხენა ხელზე მაგრად მოუჭირა ხელი, უთხრა რომ ჰქონდა მასთან სალაპარაკო და შეეცადა ძალით გაეთრია საძინებლისკენ. ი--------–---–ის განმარტებით, უ-- ბ---–---–მა ერთი ხელი ძლიერად წაავლო ხელში, ხოლო მეორე ხელით უკან რაღაცას მალავდა. ბავშვებმა დაიწყეს ტირილი, ი--------–---–ი სთხოვდა უ-- ბ---–---–ს თავის დანებებას, მაგრამ ბრალდებული არ ჩერდებოდა, უკან დამალულ ხელში აღმოაჩნდა ნაჯახი, რომელიც მოუქნია ი--------–---–ს. შეშინებულმა ი--------–---–მა დაიწყო ყვირილი და საშველად მოუხმო ოჯახის წევრებს. კონფლიქტში მალევე ჩაერთო არასრულწლოვანი ნ-------- ბ---–---–ი, რომელმაც შეძლო მამის შეკავება, ამ დროს ი--------–---–ი გაიქცა კარებისკენ, უ-- ბ---–---–ი დაედევნა, მოქნეული ნაჯახის კარებში გაჭედვით გააღო კარები, დაზარალებული მიაყუდა კარებზე და სთხოვდა ახსნას რატომ უჩივლა წარსულში პოლიციაში. პროცესში ჩაერთო არასრულწლოვანი ნ-------- ბ---–---–ი, რომელმაც მამას გაშველების მიზნით ხელი ჰკრა, ბრალდებული წაბორძიკდა, აღნიშნულით ისარგებლა ი--------–---–მა, გაიქცა სახლიდან და მეზობლის ბინიდან დახმარების მიზნით გამოიძახა პოლიცია. სახლიდან ი--------–---–ის გაქცევის შემდეგ ბრალდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი. დაზარალებულის ჩვენებით, ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებით, - ხელის ძლიერად მოჭერით განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ნაჯახის მოქნევით გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში. ძალადობასა და მუქარას შეესწრო დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი ნ-------- ბ---–---–ი.
2.2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე, დაცვის მხარემ სადავოდ გახადა მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, შესაბამისად, დაზარალებული ი--------–---–ი დაიკითხა სასამართლო სხდომაზე.
2.3. სასამართლოს დასკვნა უ-- ბ---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - გ------- გ----–---–ის, ნ-------- ბ---–---–ის, თ------ ბ------–---–ის, თ------ ნ-----–---–ის, ი-----–- კ----–---–-სა და თავად ბრალდებულ უ-- ბ---–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შეტყობინებას „112“-ში, ბრალდებულ უ.ბ---–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმს, ნივთიერ მტკიცებულებას - პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ხის ტარიან, ლითონის მასალისაგან დამზადებულ ნაჯახს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ი--------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციას, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, ტრასოლოგიური ექსპერტიზის #2----–- დასკვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დაზარალებულის ზეპირ ჩვენებასთან ერთად დამტკიცებულად მიიჩნია უ-- ბ---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
2.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დაზარალებულის ი--------–---–ის ჩვენებითა და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 17 ივნისს უ-- ბ---–---–მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ი--------–---–ზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
რაც შეეხება სსკ-ის 1261 მუხლის მაკვალიფიცირებელ ნიშნებს:
2.5.1.ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი: დაზარალებულის ჩვენებით და არასრულწლოვანი მოწმის ნ-------- ბ---–---–ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ უ-- ბ---–---–მა ფიზიკური ძალადობა ჩაიდინა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის - ნ-------- ბ---–---–ის თანდასწრებით.
2.5.2.ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არაერთგზის - სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით, უ-- ბ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით ნასამართლობა გაქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. უ-- ბ---–---–ი 2019 წლის 17 ივნისს, ოჯახური ძალადობის ჩადენის მომენტისთვის იმყოფებოდა გამოსაცდელ ვადაში იმავე - სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას არ ჰქონდა ნასამართლობა გაქარწყლებული, შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა.
2.6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის ი--------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, უ-- ბ---–---–მა მოახდინა ნაჯახის დემონსტრირება, მან ნაჯახი მოუქნია ი--------–---–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ნაჯახის მოქნევა დაზარალებულის მიერ აღქმული იქნა სიცოცხლის რეალურად მოსპობის საფრთხედ, რის გამოც მან სცადა გაქცევა, თუმცა უ-- ბ---–---–ი ნაჯახით დაედევნა, რამაც მსხვერპლს უფრო მეტად გაუღვივა შიში, რომ მეუღლეს იგი შესაძლოა მართლაც მოეკლა. დაზარალებულმა მუქარა რეალურად რომ აღიქვა, დასტურდება მისი სახლიდან გაქცევით და დასახმარებლად ,,112“-ში დარეკვით. ,,112“-ში განხორციელებული შეტყობინებით დასტურდება, რომ ინიციატორი იყო თავად მსხვერპლი, რომელიც აცხადებდა, რომ ყოფილი მეუღლე მიუვარდა სახლში ნაჯახით. ბრალდებულის ქმედებების განუჭვრეტელობაზე და მუქარის საფრთხეზე ისიც მიუთითებდა, რომ უ-- ბ---–---–ი ნაჯახის მოქნევის პროცესში არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
რაც შეეხება სსკ-ის 111-151-ე მუხლის მაკვალიფიცირებელ ნიშანს:
2.6.1.მუქარა, ჩადენილი არაერთგზის - 2019 წლის 29 მაისის განაჩენით, უ-- ბ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. უ-- ბ---–---–ი 2019 წლის 17 ივნისს, მუქარის ჩადენის მომენტისთვის იმყოფებოდა გამოსაცდელ ვადაში იმავე 151-ე მუხლით - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას არ ჰქონდა ნასამართლობა გაქარწყლებული, შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა.
2.7 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცივი იარაღის ტარება იმ პირის მიერ ვინც ნასამართლევია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ასევე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ წარსულში განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი უ-- ბ---–---–ი ატარებდა ნაჯახს, რომელიც ექპერტიზის #2----–- დასკვნის თანახმად წარმოადგენს დამრტყმელ-დამჩეხავ ცივ იარაღთა კატეგორიას.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.4. სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ უ-- ბ---–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის), სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის) და სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილი (განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) გათვალისწინებული ბრალეული ქმედებები, რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. უ-- ბ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
4.2. უ-- ბ---–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე, ინტენსივობა, ხერხი, მუქარის ჩადენა ოჯახის წევრის და არასრულწლოვნის თანდასწრებით, დანაშაულის ჩადენა არაფხიზელ მდგომარეობაში და გამოსაცდელ ვადაში, ასევე დანაშაულის რეციდივი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნეს მიღებული პასუხისმგებლობის შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები.
ა. დანაშაული ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;
ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;
გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;
დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;
ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;
ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;
ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;
თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;
ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება:
5.3.1. მუქარა ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თანადასწრებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თანადასწრებით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.3.2. დანაშაულის ხერხი და გამოყენებული საშუალება - მუქარა ჩადენილი იყო ცივი იარაღის - ნაჯახის დემონსტრირებით.
5.3.3. დანაშაულის რეციდივი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ,,დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებისთვის დანაშაულის რეციდივის შემადგენლობა გამოიწვია იმ ფაქტობრივმა გარემოებამ, რომ დასახელებული მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის დროს უ-- ბ---–---–ი ნასამართლევი იყო 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო 111-151 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლევი იყო 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
5.3.4. პასუხისმგებლობას ასევე ამძიმებს დანაშაულის სიმრავლე (ჩადენილია დანაშაულის 3 ეპიზოდი), ინტენსივობა - უ-- ბ---–---–მა დროის მცირე პერიოდში - მხოლოდ ერთ დღეს ჩაიდინა 3 განზრახი დანაშაული.
5.3.5. დანაშაულის ჩადენას არაფხიზელ მდგომარეობაში სასამართლო აფასებს პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, ვინაიდან იგი გახდა მოტივატორი და მაპროვოცირებელი განზრახი დანაშაულების ჩადენის.
5.3.6. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის (სსკ-ის 1261, 151-ე მუხლები)
5.3.7. პასუხისმგებლობას ასევე ამძიმებს დანაშაულების ჩადენა პირობითი მსჯავრის პერიოდში.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. ასევე ზემოთ დასახელებული კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. განსახილველ საქმეში პასუხისმგებლობის დამამძიმებელმა გარემოებებმა მნიშვნელოვნად გადაწონა შემამსუბუქებელი გარემოება, როგორიცაა დანაშაულის აღიარება, შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.5. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში უ-- ბ---–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.2. უ-- ბ---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნაჯახი, განადგურდეს კანონოთ დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უ-- ბ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
2. უ-- ბ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
3. უ-- ბ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, სრულად შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელი და უ-- ბ---–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლის ვადით და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და უ-- ბ---–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით უ-- ბ---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 18 ივნისიდან.
7.ნივთიერი მტკიცებულება
ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
უ-- ბ---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნაჯახი, განადგურდეს კანონოთ დადგენილი წესით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
9. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა