გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
# 351210018002608589
საქმე №2-386-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - ე-–-------- გ--------–-
მოსარჩელის წარმომადგენელი - თ------ ი---–---–ი
მოპასუხე - ა-–-- ა-–---ა (არ გამოცხადდა)
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - ლ-–-----------–---–ი
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ა-–-- ა-–---ას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების: ა) 15.09.2013 წელს დაბადებული ა--–-- გ--------–-ს (პ/ნ 0----------), ბ) 25.12.2014 წელს დაბადებული ლ---- გ--------–-ს (პ/ნ 0----------), გ) 18.11.2016 წელს დაბადებული ე-–------- გ--------–-ს (პ/ნ 0----------) მიმართ საქართველოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროში თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად (23.07.2019 წელს მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა);
სარჩელის მიხედვით, მხარეები ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფებიან 07.09.2012 წლიდან, რომლებსაც შეეძინათ სამი შვილი. 25.10.2013 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მხარეებს შორის შეწყდა ქორწინება, თუმცა გადაწყვეტილება არ დარეგისტრირდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში იმ მიზეზით, რომ მხარეებს შეეძინათ შვილი და მათ შორის განახლდა ოჯახური ურთიერთობები. დღეისათვის მხარები აღარ ცხოვრობენ ერთად. მოპასუხემ მიატოვა ქმარი 2018 წლის თებერვალში და წავიდა ოჯახიდან. თავდაპირველად ა--–-- გ--------–- მოპასუხემ წაიყვანა დედამისთან სოფელ აგთაკლიაში, მაგრამ ა-–-- ა-–---ამ შვილი დააბრუნა უკან სამ დღეში და თვითონ აღარ გამოჩენილა, არ კითხულობს შვილებს და არ ზრუნავს მათზე.
მოსარჩელეს სურს შვილების წაყვანა პერიოდულად საზღვარგარეთ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ან სხვაგან დასასვენებლად, რაშიც ექმნება პრობლემა, რადგან ბავშვებს არ აქვთ საქართველოს მოქალაქის პასპორტები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ა-–-- ა-–---ამ სარჩელი ცნო და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას (ს.ფ. 148-155).
2.2 მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.01.2019 წლის #31 დასკვნის თანახმად, ბავშვების ფიზიკური და გონებრივი და ემოციური განვითარება ასაკის შესაბამისია, დაკმაყოფილებულია მამის ოჯახის მხრიდან მათი საბაზისო საჭიროებები, დაცულია დღის და ღამის რეჟიმი, ჩართულები არიან სხვადასხვა გასართობ თუ მხიარულ აქტივობებში, ბევშვების ემოციები ასაკის შესაბამისი და ადექვატურია. ოჯახში საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, ოჯახის მხრიდან ხელი ეწყობა მათ ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ განვითარებას. ბიოლოგიური მამის და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან განხორციელებული მზრუნველობა დამაკმაყოფილებელია, მათ შორის ჩამოყალიბებულია პოზიტიური მიჯაჭვულობა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის - ლ-–-----------–---–ის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მშობლის უფლებების განხორცილება მოხდეს იმგვარად, რომ ამით არ მიადგეს ზიანი მათ. შესაბამისად, სოციალური სამსახური ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხე - ა-–-- ა-–---ა და მოსარჩელე - ე-–-------- გ--------–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 07.09.2012 წლიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 13).
3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ სამი შვილი: 15.09.2013 წელს ა--–-- გ--------–-, 25.12.2014 წელს ლ---- გ--------–- და 18.11.2016 წელს ე-–------- გ--------–-.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 14-16);
3.1.3. 25.10.2013 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შეწყდა მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება, რომელიც არ დარეგისტრირდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 2018 წლის თებერვლის თვის დასაწყისიდან მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, მოპასუხე წასულია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან. ბავშვები საცხოვრებლად დარჩნენ მამასთან, მისამართზე - გარდაბანი, სოფელი აგთაკლია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. მოპასუხე - ა-–-- ა-–---ა ცხოვრობს მეორე ქმრათან ერთად სოფელ ჯანდარაში, პოლიციასთან ახლოს, მამამთილის - ა-–--ზ ა-–---ის ოჯახში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოპასუხის ზეპირი ახსნა-განმარტება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, არასრულწლოვანი შვილების მიმართ საქართველოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, ასევე - სააღმზრდელო-საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროში თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1205-ე მუხლები;
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თნახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6.2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მოიცავს ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. აღნიშნული კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის, აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
,,ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. აღნიშნული მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.
სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელემ, ბავშვების მამამ მოითხოვა ბავშვების დედას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე არასრულწლოვანი შვილების მიმართ არ იჩენს მზრუნველობას, მიტოვებული ჰყავს ისინი და ცხოვრობს მეორე ქმართან ერთად. მოსარჩელეს ჰყავს ნათესავები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და მას სურვილი აქვს სტუმრად წაიყვანოს ხოლმე მათთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლი ითვალისწინებს რა მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ განსაზღვრავს ფაქტობრივ საფუძვლებს, რომელთა არსებობის პირობებშიც შესაძლებელია მშობლის უფლების შეზღუდვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არასრულწლოვანი შვილების მიმართ მშობლების უფლებების და ვალდებულებების განმსაზღვრელი ზოგადი პრინციპების საფუძველზე, რაც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1198-1199 მუხლებით, რომელთა თანახმად, მშობლებს აქვთ უფლებამოსილება და ვალდებულება, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.
არასრულწლოვანს თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო- სამართლებრივ ურთიერთობებში ან/და ნებისმიერ სხვა სფეროში. მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას, ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს, მშობელი შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები.
სასამართლოში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.01.2019 წლის #31 დასკვნის თანახმად, ბავშვების ფიზიკური და გონებრივი და ემოციური განვითარება ასაკის შესაბამისია, დაკმაყოფილებულია მამის ოჯახის მხრიდან მათი საბაზისო საჭიროებები, დაცულია დღის და ღამის რეჟიმი, ჩართულები არიან სხვადასხვა გასართობ თუ მხიარულ აქტივობებში, ბავშვების ემოციები ასაკის შესაბამისი და ადექვატურია. ოჯახში საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, ოჯახის მხრიდან ხელი ეწყობა მათ ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ განვითარებას. ბიოლოგიური მამის და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან განხორციელებული მზრუნველობა დამაკმაყოფილებელია, მათ შორის ჩამოყალიბებულია პოზიტიური მიჯაჭვულობა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი - ლ-–-----------–---–ი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ბავშვებზე მზრუნველობას ახორციელებს მხოლოდ მამა და მისი ოჯახის სხვა წევრები, ხოლო დედა დაქორწინებულია სხვა მამაკაცთან და ყავს ახალი ოჯახი, ცხოვრობს სოფელ ჯანდარაში და არ სურს მონაწილეობა მიიღოს ბავშვების აღზრდა-განვითარებაში, თანახმაა დაკმაყოფილდეს სარჩელი.
გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, მოსარჩელე ე-–-------- გ--------–-ს სარჩელი, მოპასუხე ა-–-- ა-–---ას მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან მოპასუხემ ცნო სარჩელი.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-14, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ე-–-------- გ--------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე - ა-–-- ა-–---ას არასრულწლოვანი შვილების: ა) 15.09.2013 წელს დაბადებული ა--–-- გ--------–-ს (პ/ნ 0----------), ბ) 25.12.2014 წელს დაბადებული ლ---- გ--------–-ს (პ/ნ 0----------), გ) 18.11.2016 წელს დაბადებული ე-–------- გ--------–-ს (პ/ნ 0----------) მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება - არასრულწლოვანი შვილებისთვის საქართველოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, ასევე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროში თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად;
3. მოსარჩელე - ე-–-------- გ--------–-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი, რომელიც გადახდილია თ------ ი---–---–ის მიერ 28.08.2018 წელს საგადასახადო დავალებით #0; მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, თვითმმართველი თემი გარდაბანი; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300113150; მიმღები ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი: TRESGE22;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი