განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2019
საქმის ნომერი
020100119003211774
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1 , 381 (1)
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100119003211774

საქმე №1/573-2019 წელი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ნოემბერი 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

პროკურორი - ა-----------

ბრალდებული - ე-–-------–-------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №0-----------

 

ბრალდებულ - ე-–-------–-------ს მიმართ;

დაბადების თარიღი: 1--1--1--- წელი;

პირადი ნომერი: 1-----------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

რეგისტრირებული; ზ----------------------------–--–--–---–-------------–-----------.

ფაქტობრივად მცხოვრები; ქ-------------------------------------

 

ადვოკატი-როზეტა ზარქუა;

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; (პირველი ეპიზოდი);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; (მეორე ეპიზოდი);

 

საქართველოს სსკ-ის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. (მესამე ეპიზოდი);

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1----–-–----5 მარტიდან ე-–-------–------- და ლ------------------ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2----–-–----------------- ღამის საათებში, ქ. ზ--------–------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ე-–-------–-------მ მეუღლეს - ლ------------------ს მარცხენა ყურის მიდამოში ძლიერად დაარტყა ხელი, რა დროსაც ლ------------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად; (პირველი ეპიზოდი);

 

1----–-–----5 მარტიდან ე-–-------–------- და ლ------------------ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2----–-–----------------- დილის საათებში, ქ. ზ--------–------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ე-–-------–-------მ მეუღლეს - ლ------------------ს მარჯვენა ხელის მუშტი ჩაარტყა თვალის მიდამოში, რა დროსაც ლ------------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად; (მეორე ეპიზოდი);

 

1----–-–----5 მარტიდან ე-–-------–------- და ლ------------------ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2----–-–---------–---- შემაკავებელი ორდერით N------ ე-–-------–-------ს 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ლ------------------ ცხოვრობს. მიუხედავად აღნიშნულისა, 2----–-–----------------- ე-–-------–-------მ დაარღვია 2----–-–---------–---- შემაკავებელი ორდერით N N------ გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, მივიდა ქ------------------------------------–- მდებარე სახლში, სადაც ცხოვრობს მსხვერპლი ლ------------------. (მესამე ეპიზოდი)

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; (ორი ეპიზოდი)

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

2.ბრალდებულმა ე-–-------–-------მ სასამართლოს წინაშე თავი ცნო წარდგენილ ბრალდებაში; მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გარდა ბრალდებულის ჩვენებისა, ლ------------------სა და კ-------------- გამოკითხვის ოქმებისა სადავო არაა და მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა უდაო მტკიცებულებებად და მიენიჭა პრეიუდიციული ძალა; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ლ-------------------- 14.0-.2----–--–- მიცემული ჩვენება; დაზარალებულმა აჩვენა, რომ მეუღლე, ე-–-------–------- დაახლოებით ექვსი თვეა რაც გათავისუფლდა ციხიდან; ძალიან ბევრს სვამს; სიმთვრალეში ხდება აგრესიული; 2----–-–---------–--- ბრალდებული მივიდა სახლში ნასვამი და დაუწყო გინება, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა; იმავე დღესვე გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით; მეუღლეს აეკრძალა სახლთან და მასთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; აღნიშნულის შემდეგ მეუღლე საცხოვრებლად გადავიდა ზ----------------------------–-–--––-; 2----–-–----------------- ღამით, გვიან, დაახლოებით 00:30 საათზე ე-–-------–------- მივიდა სახლში ქ. ზ--------–------------------------–-, ნასვამ მდგომარეობაში, ჯიბეში ნახევარლიტრიანი ბოთლით ედო არაყი, შევიდა შიგნით და უმიზეზოდ დაუწყო გინება, რა დროსაც მარცხენა ყურის მიდამოში ძლიერად დაარტყა ხელი და იგრძნო ძლიერი ტკივილი, ჩაიკეცა; მეუღლე, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა უფლება, დარჩა სახლში; დილით, რომ გათენდა, დაახლოებით 9 საათზე ბრალდებული ადგა, მოიყუდა ნახევარლიტრიანი არყით ბოთლი და დაცალა ნახევრამდე; დაახლოებით 10:00 საათზე ისევ უმიზეზოდ შეაგინა და მარჯვენა ხელის მუშტი ჩაარტყა თვალის მიდამოში, განიცადა ძლიერი ტკივილი;

დაზარალებულმა დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენება, და განმარტა, რომ ბრალდებულის მკაცრად დასჯას არ ითხოვს; პრეტენზია არ გააჩნია.

 

მოწმე კ-------------- სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ შემთხვევის ადგილზე დახვდა ლ------------------, რომელმაც განმარტა, რომ ქმარმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა როგორც ღამის , ასევე დილის საათებში. დაზარალებულს დაზიანებები ეტყობოდა სახის არეში, ტიროდა. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა ე-–-------–-------მ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 201--–-–---------------- იყო ნასვამი, შემაკავებელი ორდერის შინაარსი იცოდა, მაგრამ მაინც შევიდა სახლში, ტანსაცმელი უნდა წაეღო. ღამის და დილის საათებში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ხელი და მუშტი ჩაარტყა მეუღლეს სახის არეში; ნანობს. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–-------–-------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ: ს--–-----–-------- გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, სსგს ზუგდიდის სამსახურიდან მიღებული სააქტო ჩანაწერის ასლი; შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, 2-.1--2--- წლის განაჩენი, ნიმუშის აღების ოქმები, დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ლ------------------სა და მოწმე კ-------------- ჩვენებები და ასევე ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა;

 

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 1----–-–----5 მარტიდან ე-–-------–------- და ლ------------------ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2----–-–----------------- ღამის საათებში, ქ. ზ--------–------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ე-–-------–-------მ მეუღლეს - ლ------------------ს მარცხენა ყურის მიდამოში ძლიერად დაარტყა ხელი, რა დროსაც ლ------------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად; (პირველი ეპიზოდი)

 

1----–-–----5 მარტიდან ე-–-------–------- და ლ------------------ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2----–-–----------------- დილის საათებში, ქ. ზ--------–------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ე-–-------–-------მ მეუღლეს - ლ------------------ს მარჯვენა ხელის მუშტი ჩაარტყა თვალის მიდამოში, რა დროსაც ლ------------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად; (მეორე ეპიზოდი)

 

1----–-–----5 მარტიდან ე-–-------–------- და ლ------------------ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2----–-–---------–---- შემაკავებელი ორდერით N------ ე-–-------–-------ს 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ლ------------------ ცხოვრობს. მიუხედავად აღნიშნულისა, 2----–-–----------------- ე-–-------–-------მ დაარღვია 2----–-–---------–---- შემაკავებელი ორდერით N N------ გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, მივიდა ქ------------------------------------–- მდებარე სახლში, სადაც ცხოვრობს მსხვერპლი ლ------------------. (მესამე ეპიზოდი)

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; (ორი ეპიზოდი)

 

საქართველოს სსკ-ის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. (მესამე ეპიზოდი)

 

7. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი ნორმით დაცულ ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ასევეა სსკ-ის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მიმართებაში;

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე დაზარალებულის, მოწმისა და ბრალდებულის ჩვენებები სასამართლო სხდომაზე, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულებების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში ( სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი) ეპიზოდი და სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

8. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე-–-------–-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; (ორი ეპიზოდი)

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. (მესამე ეპიზოდი)

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ე-–-------–-------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი(ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.

;

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

9. ე-–-------–-------ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

12. ე-–-------–-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები: დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ;

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით სასჯელად გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 80-140 საათამდე ან და თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სსკ-ის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - სასჯელად გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 180-240 საათამდე ან და თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

13. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის ობიექტის (ქალი), მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, მისი ინტენსივობის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების (არაერთხელაა ნასამართლევი), ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ე-–-------–-------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ( თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ). თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, (პირველი ეპიზოდი), სსკ-ის 1261 პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის, 06(ექვსი) თვისა და 15 დღის ვადით, (მეორე ეპიზოდი), ხოლო საქართველოს სსკ-ის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - (თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ე-–-------–-------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–-–----- ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ”საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–-- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განვითარებული მოსაზრება მასზედ, რომ ”დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით, საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით, მინიმალიზაციით,” ”არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ სხვა პირების დაშინება”, ”ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება”, ”სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სანქციის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი(კონკრეტული დაზარალებულისთვისაც და საზოგადოებისათვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისათვის ამ კონკრეტული დამნაშავის ქცევის შეკავების გზით, მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2----–-–----- იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;

 

ამდენად, სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;

 

ბრალდებულ ე-–-------–-------ს პიროვნებიდან და ბრალის ხასიათიდან გამომდინარე დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებით უფლებების შეზღუდვის დანიშვნა არ იქნება სამართლიანი;

 

ასევე, ბრალდებულისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სასჯელად ვერ იქნება განსაზღვრული, რამეთუ ბრალდებული ზ---------------------–-------------–--- 2--- წლის 2- ოქტომბრის განაჩენით ნასამართლევია სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტით და მან აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. (მანამდეც, 2----–--–-------------–-------------------–-- მესამე ნაწილით და განესაზღვრა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა); ამდენად, ბრალდებულ ე-–-------–-------ს მიმართ სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდება არაეფექტური იქნებოდა;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას; საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულის მიმართ ამ სახისა და ზომის სასჯელი ( 1 წელი და 7 თვე თავისუფლების აღკვეთა) მისი პიროვნების, წარსულის, დანაშაულის ხასიათისა და დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით ვერ იქნება არასამართლიანი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 67-ე 73-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული ე-–-------–------- (პ/ნ 1----------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.ბრალდებულ ე-–-------–-------ს (პ/ნ 1----------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით (პირველი ეპიზოდი).

 

3.ბრალდებულ ე-–-------–-------ს (პ/ნ 1----------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის, 6(ექვსი) თვისა და 15 დღის ვადით (მეორე ეპიზოდი);

 

4.ბრალდებულ ე-–-------–-------ს (პ/ნ 1----------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ე-–-------–-------ს (პ/ნ 1----------- სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის, 6(ექვსი) თვისა და 15 დღის ვადით (მეორე ეპიზოდი);

 

6.საქართველოს სსკ-ის 67-ე და 73-ე მუხლების თანახმად გაუქმდეს ზ---------------------–-------------–--- 2--- წლის 2- ოქტომბრის განაჩენით და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 2---------------------- გადაწყვეტილებით ბრალდებულ ე-–-------–-------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

7..საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 15 დღე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ე-–-------–-------ს (პ/ნ 1----------- განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 7(შვიდი) თვის ვადით;

 

8.მსჯავრდებულ ე-–-------–-------ს მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2----–-–---------------------- მსჯავრდებული ე-–-------–------- მოთავსდეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;

 

9. ბრალდებულ ე-–-------–-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს;

 

1-- განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.

 

11.ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში და ანაწმენდები, ე-–-------–-------ს ნერწყვის და სუნის ნიმუში(გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ზ---------------------–-------------–--- მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით კეკენაძე