განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/1160-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ნოემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: შ---- გ-------–---–ი
ადვოკატები: ვ-–- მ--–--ე, ე----- ბ-------ი, შ--–-- ხ----------ე, ზ------ რ-------–---–ი
თარჯიმანი: ვ-----–- მ----------ი
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ნ---- კ----–--ე
მამის სახელი: ს--–-----
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 1----------–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------------–----------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 0----------–--–---------–----------–------------–--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
დაკავების დრო: 05.02.2019 წ. 17:45 საათი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
ბრალდებული: ჯ----- ა-------
მამის სახელი: ს-----------
დაბადების თარიღი: 0----------–-
მოქალაქეობა: თ---------------------–-----------–---
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
ფაქტობრივად მცხოვრები: ბ-------------------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 0----------–---------–----------–------------–--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
დაკავების დრო: 05.02. 2019 წ. 18:45 საათი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ს----------–------------–------------------------------------------- პროკურორის შ---- გ-------–---–ის შუამდგომლობა ზემდგომი პროკურორის ბ---- თ---–--ის თანხმობით, ს/ს №1/1160-19 საქმეზე ბრალდებულ ნ---- კ----–--ესთან 2019 წლის 31 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ჯ----- ა-------ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე უხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი: ნ---- კ----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ჯ----- ა------მა წინასწარი შეთანხმებით ნ---- კ----–--ესთან ერთად, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - კოკაინი (ფუძე), წონით 797,2514 გრამი. კერძოდ: 2019 წლის 05 თებერვალს ნ---- კ----–--ემ ქ. ქ------–---–------------–-----–------------------ში განთავსებულ ,,ს----------–-------------“ შენობაში, საკონტროლო მიწოდების ფარგლებში აიღო მის სახელზე არსებული გზავნილი - ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე), წონით 797,2514 გრამი, რაც შემდგომში გადასცა ჯ----- ა------ს.
იმავე დღეს - 2019 წლის 05 თებერვალს, ქ---------–---–------------–-----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს----------–----–-----–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ჯ----- ა-------ს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.
2019 წლის 31 ოქტომბერს ბრალდებულ ნ---- კ----–--ესთან დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალზე და სასჯელზე გარიგების ფორმით. აღნიშნულ პროცედურაში, ბრალდებულის გარდა, მონაწილეობდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ვ-–- მ--–--ე.
2019 წლის 04 ნოემბერს საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა შ---- გ-------–---–მა, ზემდგომი პროკურორის ბ---- თ---–--ის თანხმობით და ითხოვა ბრალდებულ ნ---- კ----–--ესთან 2019 წლის 31 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
2019 წლის 04 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა შ---- გ-------–---–მა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს, ბრალდებულმა ნ---- კ----–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სრულად დაადასტურა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
2019 წლის 04 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირა ადვოკატმა ვ-–- მ--–--ემ და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა შეკრება და საპროცესო დამაგრება განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და ასაბუთებენ ბრალდებულ ნ---- კ----–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ---- კ----–--ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე უხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. ინკრიმინირებული ქმედების ბრალდებულ ნ---- კ----–--ის მიერ ჩადენა, გარდა ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეში არსებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. ამასთან, იგი აღიარებს ჩადენილს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია: მოწმეების დაკითხვის ოქმებით, ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, ამოღებული ნივთიერი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
სასამართლომ სხდომაზე გამოიკვლია და დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას ადგილი არ ქონია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, რაც შეიძლებოდა, გამხდარიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; იგი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს და მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა და ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), საქმის ფაქტობრივ გარემოებებს პროკურორმა მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა სამართლიანია - იგი შეესაბამება ბრალდებულის პიროვნებას და შერაცხული ბრალდების სიმძიმეს.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილს, წარსულში არ არის ნასამართლები და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ჯ----- ა------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ჯ----- ა------მა წინასწარი შეთანხმებით ნ---- კ----–--ესთან ერთად, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - კოკაინი (ფუძე), წონით 797,2514 გრამი. კერძოდ: 2019 წლის 05 თებერვალს ნ---- კ----–--ემ ქ. ქ------–---–------------–-----–------------------ში განთავსებულ ,,ს----------–-------------“ შენობაში, საკონტროლო მიწოდების ფარგლებში აიღო მის სახელზე არსებული გზავნილი - ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე), წონით 797,2514 გრამი, რაც შემდგომში გადასცა ჯ----- ა------ს.
იმავე დღეს - 2019 წლის 05 თებერვალს, ქ---------–---–------------–-----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს----------–----–-----–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ჯ----- ა-------ს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ---- ბ-------მა განმარტა, რომ მუშაობს შ--------–----------------- ,,ა--------------“ ს-------------------–---------–--------------–---------------–--------–--ოფიცრად. მისი მოვალეობაა რენტგენის აპარატის საშუალებით, შემოსული ამანათების სკანირება-დათვალიერება, ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი მისი გახსნა და დეტალური დათვალიერება. კონკრეტული ამანათი (მიმღები - ნ---- კ----–--ის სახელი და გვარის ლათინური წარწერით) საქართველოში 2019 წლის 22 იანვარს შევიდა ბ-------–------. ვინაიდან ის მიჩნეული იქნა საეჭვოდ, ს---–--------------------------------------------–-----------------–--ოფიცერ ვ--–----- მ---–---–თან და შპს ,,ს----------–-------------“ თანამშრომელ ლ---- ც-----სთან ერთად მოწმემ ამანათი გახსნა და დაათვალიერა, შესაბამის ოთახში, რომელიც აღჭურვილია ვიდეო კამერებით. ამანათში აღმოჩნდა 06 ცალი ქილა, აქედან ნაწილში სპეციალური აპარატის საშუალებით დადგინდა, რომ იყო კოკაინი, ხოლო ნაწილში აღმოჩნდა ყავა და საკვები დანამატები, ასევე, ლობიო და მაისური. მოწმემ განმარტა, რომ ვ--–----- მ---–---–მა ფხვნილის შემოწმებისათვის გამოიყენა სპეციალური აპარატი, ნიმუშად აღებული იყო სავარაუდოდ 1 გრამამდე ნივთიერება. აღნიშნულის შემდეგ ამანათი ისევ დაილუქა, მოთავსდა იგივე შეფუთვაში, ჩაიდო შპს ,,ს----------–-------------“ ცელოფანში და გადაეკრა შ--------–----------------- საბაჟო ლუქი. დათვალიერების შესახებ შედგა აქტი, რომელიც გადაეგზავნა პოლიციას. მოწმემ განმარტა, რომ აპარატმა, რომელიც გამოიყენა ვ--–----- მ---–---–მა, ლათინური ასოებით დაწერა ნივთიერების შემცველობა, კერძოდ - კოკაინი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- გ-----------–---–მა განმარტა, რომ ს---–------------------------–--------–--------------–---- პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ნ---- კ----–--ის სახელზე ბ-------–------ საქართველოში გამოგზავნილ ამანათში აღმოჩენილი იქნა ნარკოტიკული საშუალება - კოკაინის შემცველი ნივთიერება. შესაბამისად, დაიწყო გამოძება. მან ამოიღო და დაათვალიერა ამანათი, დანიშნა ექსპერტიზა, მონაწილეობა მიიღო ჩხრეკაში, დაკავებასა და პირების გამოკითხვაში. გზავნილზე ლათინური ასოებით ეწერა ნ---- კ----–--ის სახელი-გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ასევე, მითითებული იყო, რომ ამანათი ბ-------–------ იგზავნებოდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქილებიდან აღებულ ნიმუშებში იყო კოკაინი. დაიგეგმა საკონტროლო მიწოდების ჩატარება, რომლის ფარგლებშიც 2019 წლის 4 თებერვალს, ამანათი გადაეცა შპს ,,ს----------–-------------“ მენეჯერს და შეთანხმდნენ, რომ ამანათს ჩვეულებრივ გადასცემდნენ ადრესატს. ფოსტის ოფისში ამანათის გაცემას ვიზუალურად აკონტროლებდა ა--------–-–---–ი. სამუშაო დღის დასასრულს, ფოსტაში მივიდა ნ---- კ----–--ე და ჯ----- ა------- და ჩაიბარეს ამანათი, რაც თანამშრომლებს აცნობა ა--------–-–---–მა. მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა დატოვეს ფოსტის შენობა, მოწმემ და მისმა თანამშრომლებმა შეაჩერეს აღნიშნული პირები და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. კერძოდ მოწმემ მონაწილეობა მიიღო ნ---- კ----–--ის პირად ჩხრეკაში და დაკავებაში. ჯ----- ა-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ამანათი, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება - კოკაინით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა--------–-–---–მა განმარტა, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, 2018 წლის 04 თებერვალს შედგა საგამოძიებო ჯგუფი და ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ქ------–---–-. მათ დაევალათ ნ---- კ----–--ის სახელზე ფოსტაში ჩამოსული ამანათის გატანისას, ამ უკანასკნელზე ვიზუალური კონტროლი. შესაბამისად, 05 თებერვალს სამუშაო საათების დაწყებისთანავე მივიდნენ ფოსტის შენობასთან. დღის ბოლოს, დაახლოებით 1600 საათის შემდგომ, ნ---- კ----–--ე საშუალო ასაკის მამაკაცთან ერთად მივიდა ფოსტაში, ისინი უცხო ენაზე საუბრობდნენ. ნ---- კ----–--ემ ფოსტის თანამშრომელს მიაწოდა პირადობის მოწმობა და მოითხოვა მის სახელზე ჩამოსული ამანათი, რომელიც ფოსტის თანამშრომელს გამოართვა თანმხლებმა მამაკაცმა. ნ---- კ----–--ემ კი შესაბამის დოკუმენტს მოეწერა ხელი. ფოსტის შენობიდან გამოსვლისას შეყოვნდნენ, მამაკაცმა ჩაიხედა პაკეტში, ხელით ნახულობდა რაღაცას, დაახლოებით 30 მეტრში კი საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა გააჩერეს. ნ---- კ----–--ის ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო არაფერი იქნა ამოღებული. ნივთები დაილუქა და ხელი მოაწერეს ორივე დაკავებულმა. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამანათში იყო კოკაინი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- რ-----–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 22 იანვარს დეპარტამენტში შ--------–----------------- ს---–----------------------- შევიდა შეტყობინება, რომ ნ---- კ----–--ის სახელზე გამოგზავნილ ამანათში შესაძლოა, ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალებები. 2019 წლის 05 თებერვალს, თანამშრომლებთან ერთად მივიდა ქ------–---–- მდებარე ფოსტის შენობაში, სადაც ნ---- კ----–--ის მიმართ უნდა განხორციელებულიყო საკონტროლო მიწოდება. კერძოდ, შემოსავლების სამსახურიდან ამოიღეს ნივთი, რომელიც ფოსტიდან უნდა გაეტანა ნ---- კ----–--ეს და მიიტანეს შპს ,,ს----------–-------------“ შენობაში. საღამოს საათებში ნ---- კ----–--ე ჯ----- ა------თან ერთად, მივიდა ნივთის წასაღებად. მათ აიღეს ამანათი, გავიდნენ გარეთ და გაემართნენ ა----–-----–-----------, თუმცა მოწმემ და მისი თანამშრომლებმა მალევე შეაჩერეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მოწმემ, ა---------– შ----–----ესა და თ---------- მ------–---–თან ერთად, ჯ----- ა-------სგან ამოიღო შპს ,,ს----------–-----------იდან“ წამოღებული ამანათი (პარკი), რომელშიც იყო მუყაოს ყუთი მასში მოთავსებული რამდენიმე ქილით. მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა ასევე თარჯიმანი. ჯ----- ა------ს განემარტა ოქმებში შენიშვნის შეტანის უფლების შესახებ, თუმცა მას არ გამოუთქვამს შენიშვნის გაკეთების სურვილი. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მოწითალო თუნუქის ქილებში არსებული ნივთიერება იყო კოკაინი. ბრალდებულების გამოკითხვის შემდეგ ორივესთან ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობები. ნ---- კ----–--ეს და ჯ----- ა------ს უნდა ამოეცნოთ ის პიროვნება - ა----- გ------–ი, რომელიც მათთან კავშირში იყო ფოსტიდან ამანათის გამოტანამდე. ნ---- კ----–--ემ და ჯ----- ა------მა ამოიცნეს ერთი და იგივე პიროვნება. მოწმემ განმარტა, რომ ფოსტის შენობაში იყო ა--------–-–---–ი და თვალყურს ადევნებდა მოვლენებს, გარეთ დაახლოებით 20-25 მეტრში იყვნენ მისი თანამშრომლები და უყურებდნენ ფოსტის შენობას. მოწმეს არ დაუნახავს, როგორ შევიდნენ ნ---- კ----–--ე და ჯ----- ა------- ს----------–------------- შენობაში. ამის შესახებ აცნობა ა--------–-–---–მა. ნ---- კ----–--ე და ჯ----- ა-------, გამოვიდნენ ფოსტის შენობიდან და გაემართნენ ფოსტიდან მარჯვენა მხარეს, ა----–-----–-------------. ბრალდებულები შეაჩერეს ფოსტის შენობიდან დაახლოებით 50-60 მეტრში, გააცალკევეს და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. ამანათზე ეწერა ნ---- კ----–--ის სახელი გვარი, პირადი ნომერი, მისამართი. ამანათი იყო გამოგზავნილი ბ-------–------.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---------– შ----–----ემ განმარტა, რომ 2019 წლის 05 თებერვალს გაგზავნეს ქ------–---–-. ა----–-----–----------- მდებარე ფოსტაში უნდა მომხდარიყო ბ-------–------ გამოგზავნილი ამანათის საკონტროლო გადაცემა ნ---- კ----–--ეზე. ეს უკანასკნელი ფოსტის შენობაში გამოცხადდა ჯ----- ა------თან ერთად. მათ აიღეს ამანათი და ფეხით გადაადგილდებოდნენ ა----–-----–-----------, ისე, რომ მოწმე მუდმივად ხედავდა მათ. ბრალდებულებმა გახსნეს გზავნილი და ჩაიხედეს, შემდეგ გააგრძელეს გზა, თუმცა მალევე შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმემ მ------–----–თან ერთად ჩაატარა ჯ----- ა-------ს პირადი ჩხრეკა და ამოიღეს ნივთიერება, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა, იყო ნარკოტიკი. საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა თარჯიმანი და ბრალდებულს უთარგმნიდა მის მიმდინარეობას. უშუალოდ ფოსტის შენობაში იმყოფებოდა ა--------–-–---–ი და უყურებდა საკონტროლო გადაცემას. თავად კი მ------–---–ან და რ-----–---–თან ერთად შენობის გარეთ დაახლოებით 20 მეტრში იდგა.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე თ---------- მ------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ მან, ი-----–- რ-----–---–მა და ა----- შ----–----ემ პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს და დააკავეს ჯ----- ა------- და ამოიღეს ამანათი, რომელშიც სხვა ნივთებთან ერთად იდო 03 ლითონის ქილა, რომლებშიც თავის მხრივ, იყო რაღაც ნივთიერება, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა ჯ----- ა------ს უთარგმნა თარჯიმანმა. მას ოქმში შენიშვნა არ დაუფიქსირებია და მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- ა------–---–მა განმარტა, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში 2019 წლის 22 იანვარს მონაწილეობა მიიღო ნივთიერი მტკიცებულების გახსნა-დათვალიერებაში, დეტექტივ-გამომძიებელ ლ-–- გ-----------–---–თან და ექსპერტ ა-–---------- დ--------ესათან ერთად. კერძოდ, ამ უკანასკნელმა გახსნა მათ მიერ ც--------–---------------–----------–-–------------------------ წაღებული, შპს ,,ს----------–-----------იდან“ ამოღებული წებოვანი ლენტით შეფუთული ამანათი. მასში აღმოჩნდა თეთრი ფერის ტომარა შპს ,,ს----------–-------------“ ლოგოთი, რომელზეც იყო აღნიშვნა - ლათინური ასოებით - ნ---- კ----–--ე (ვის სახელზეც იყო გზავნილი), ასევე პირადი ნომერი და მობილური ტელეფონის ნომერი. ტომარაში მოთავსებული იყო 3 ლითონის ქილა, 2 მინის ქილა, 1 პოლიეთილენის ქილა, 2 პოლიეთილენის პაკეტი, რომელთაგან ერთ-ერთში იყო ლობიო, მეორეში კი მოყავისფრო ნივთიერება და მოყვითალო ფერის მაისური. მინის ქილები იყო ქარხნული წესით დალუქული, დაზიანების გარეშე. ლითონის ქილები იყო დაზიანებული და მასში იყო თეთრი ფხვნილისებური ნივთიერება, ხოლო ასევე დაზიანებულ მოყვითალო ფერის ქილაში იყო უცნობი ნივთიერება. ექსპერტმა გახსნილი ქილებიდან აიღო სინჯები და ცალ-ცალკე დალუქა. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით ცნობილი გახდა, რომ ამანათში იყო კოკაინი. პარალელურად მოხდა ნ---- კ----–--ის იდენტიფიცირება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- დ--------ემ განმარტა, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში 2019 წლის 22 იანვარს გამომძიებლებთან - ლ-–- გ-----------–---–თან და ა-–---------- ა------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში. წარდგენილი იყო ერთი პაკეტი დალუქული სახით, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, მასში მოთავსებული იყო 3 ლითონის ქილა, 1 პოლიმერული მასისგან დამზადებული ქილა, 2 მინის ქილა, ასევე 2 პოლიეთილენის პაკეტი და 1 ყვითელი ფერის მაისური, მოთავსებული მომწვ---- ფერის პოლიეთილენის პარკში. მეტალის ქილებიდან და პოლიმერული მასალის ქილიდან, აიღო ნიმუშები, რომელიც მოთავსდა სინჯარაში და დაილუქა. 4 ცალი ქილის ძირზე, უხილავი ფანქრით დაიტანა წარწერა - ,-–-----. 3 ცალ მეტალის ქილაში იყო მოთეთრო ფერის ნივთიერება, ხოლო 1 ქილაში იყო მოყავისფრო ნივთიერება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე კ-------- წ--–----ემ განმარტა, რომ პირადმა კონტაქტმა მიაწოდა ინფორმაცია ფოტო სურათით, რომ მოცემულ საქმესთან დანაშაულებრივ კავშირში უნდა ყოფილიყო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ვინმე - ა----- გ------–ი, კერძოდ ა----- გ------–ი უნდა ყოფილიყო საქართველოში და ტელეფონის კონკრეტული ნომრით უნდა დაემყარებინა კონტაქტი ნ---- კ----–--ესთან. მოიპოვა ასევე თურქეთის მოქალაქის სარგებლობაში არსებული ტელეფონის რამდენიმე ნომერი. ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- გ----------–---–მა განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე იყო დამხმარე გამომძიებელი და ჩაატარა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმები გადააგზავნა სასამართლოში, პროკურორთან და პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორთან, ასევე შეადგინა ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები. მანვე, ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა, კერძოდ ა----- გ------–მა ამოიცნო ჯ----- ა-------.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- ო----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,ს----------–-----------აში“ გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე ქ------–----- სერვისცენტრში. 05 თებერვალს დაახლოებით 1600 საათზე კონკრეტული მომხმარებელი - ნ---- კ----–--ე მივიდა ფოსტაში მის სახელზე მიღებული ამანათის წასაღებად. სტანდარტულად მოხდა კლიენტის იდენტიფიცირება და გადასცა ამანათი. მის კითხვაზე, საიდან იგზავნებოდა ამანათი, გოგონამ თავის მხრივ ჰკითხა თანმხლებ მამაკაცს, სავარაუდოდ თურქულ ენაზე. ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ამანათი ბ-------–------ იყო გამოგზავნილი. გადაცემისას ამანათი აიღო მამაკაცმა. პროცედურა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. გასვლამდე მოთხოვეს ს----------–------------- ბრენდირებული პაკეტი, რომელშიც ჩადეს ამანათი და წავიდნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----– ა---–---მა განმარტა, რომ მუშაობს ს----------–-----------აში ს-------–-----------------–---------------–---- უფროსად. 2019 წლის 22 იანვარს ბ-------–------ ნ---- კ----–--ის სახელზე ჩამოვიდა ამანათი. მოგვიანებით გაიგო, რომ ამანათში, რომელიც ინახებოდა შპს ,,ს----------–-------------“ საბაჟო ტერმინალის ოთახში, იყო პირადი ნივთები და სამი თუნუქის ქილა, გაურკვეველი ნივთიერებით. ამანათი დალუქული იყო ს---–--- ლუქით და მოთავსებული იყო შპს ,,ს----------–-------------“ პაკეტში. ს---–--- თანამშრომელმა მისცა დალუქული ამანათი, რომელიც მან შეინახა სეიფში, შემდეგ გაეცნო ამოღების აქტს და დადგენილებას და გადასცა გამომძიებელს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დალუქეს ამანათი და ხელი მოაწერეს ლუქს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე----- ქ--------–მა განმარტა, რომ მუშაობს ს----------–-----------აში, ,,ქოლცენტრის’’ უფროსად. 4-5 თებერვალს ნ---- კ----–--ის გზავნილთან დაკავშრებით ფოსტაში შესული იყო რამდენიმე (დაახლოებით 5) ზარი, ოპერატორი აწვდიდა ინფორმაციას, თუ სად მდებარეობდა კონკრეტული გზავნილი. ბოლო სატელეფონო საუბრისას მოსაუბრემ ოპერატორს აცნობა, რომ იყო ნ---- კ----–--ე, მიუთითა გზავნილის კოდი და ის, რომ ამანათი იყო ბ-------–------, ოპერატორმა კი თავის მხრივ მოახსენა, რომ ამანათი იყო ქ------–---–-.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- ნ----–---–მა დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 23 იანვარს გაცემული N2------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ნ---- კ----–--ის სახელზე გამოგზავნილ ამანათში აღმოჩენილ ნივთიერებებიდან აღებული ნიმუშები:
ეპენდორფის 3 ცალ სინჯარაში, ციფრობრივი აღნიშვნებით - ,,1“, ,,2“, ,,3“ მოთავსებული თეთრი ფერის ნივთიერების სამი წონაკი, ფხვნილისა და გრანულების სახით, წონებით შესაბამისად: 0,3125 გრამი, 0,3945 გრამი და 0.2498 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს, წონებით, ფუძეზე გადაანგარიშებით, შესაბამისად, კოკაინი (ფუძე) - 0.2543 გრამს, 0,3156 გრამს და 0,2023 გრამს (ობ. N1-3).
ობიექტებში N1-3 ნარკოტიკული საშუალება კოკაინის საერთო წონა ფუძეზე გადაანგარიშებით შეადგენს, კოკაინი (ფუძე) - 0,7722 გრამს.
ეპენდორფის სინჯარაში, ციფრობრივი აღნიშვნით ,,4“ მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 0,4941 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს (ობ. N4).
მოწმემ განმარტა, რომ პაკეტის შეფუთვის მთლიანობა დარღვეული არ იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- ო-----–---–მა დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 07 თებერვალს გაცემული N4------------------ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ა------ ჯ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: - წითელი ფერის, თუნუქის ქილაში წარწერით: ,,NESCAU 2.0“ მოთავსებული, თეთრი ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, წონით - 398.771 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს, ფუძეზე გადაანგარიშებით - კოკაინი (ფუძე) - 319.2774 გრამს.
- წითელი ფერის, თუნუქის ქილაში წარწერით: ,,NESCAU 2.0“ მოთავსებული, თეთრი ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, წონით - 398.5408 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს, ფუძეზე გადაანგარიშებით - კოკაინი (ფუძე) - 318.6406 გრამს.
- მოყავისფრო-მოწითალო ფერის, საშუალო ზომის თუნუქის ქილაში წარწერით: ,,NESCAFE“ მოთავსებული, თეთრი ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, წონით - 199.441 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს, ფუძეზე გადაანგარიშებით - კოკაინი (ფუძე) -159.3334 გრამს.
წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (ფუძე) საერთო წონა შეადგენს - 797.2514 გრამს.
ყვითელი ფერის, პოლიმერული მასალის კონტეინერში, წარწერით „Cappuchino DIET 150g”. მოთავსებული, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით - 151.3812 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას.
- მინის ქილაში, წარწერით: ,,NESCAFE“ მოთავსებული, ყავისფერი გრანულოვანი ნივთიერება, წონით - 200 გრამი; მინის ქილაში, წარწერით: ,,NESCAFE“ მოთავსებული, ყავისფერი გრანულოვანი ნივთიერება, წონით - 100 გრამი; პოლიეთილენის პაკეტში, უცხოენოვანი წარწერებით, მოთავსებული მოყავისფრო მარცვლები, წონით 1000 გრამი და პოლიეთილენის (თეთრი-წითელი) პაკეტში, უცხოენოვანი წარწერებით მოთავსებული, თეთრი ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, წონით - 198.56 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.
- ნ---- კ----–--ის სახელზე გამოგზავნილი ამანათიდან აღებული ნიმუშების სახით, ობიექტები N1,2,3 და ა------ ჯ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ობიექტები N5,6,7 ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.
ორი ცალი წითელი ფერის თუნუქის ქილის, მოყავისფრო-მოწითალო ფერის თუნუქის ქილის, ყვითელი ფერის პოლიმერული მასალის კონტეინერის გარეთა ძირზე დატანილი ცისფერი ლუმინესენციის მქონე წარწერები :,,1 ც-----, ,,2 ც-----, ,,3 ც-----, ,, 4 ც----- და მოცისფრო ქაღალდზე დატანილი ცისფერი ლუმინესენციის მქონე წარწერები: ,-–-----, ,-–-----, ,-–-----, ,-–-----, შესრულებულია ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის მქონე ფანქრით.
მოწმემ განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტები დალუქული იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კანცელარია არ ჩაიბარებდა. პაკეტებში არსებული პოლიეთილენის შეფუთვები და ზოგი ქილის შეფუთვა დარღვეული იყო, ზოგის არა.
ექსპერტიზის N2------------- და N4------------------ დასკვნების სისწორე ასევე დაადასტურა კვლევაში მონაწილე ს----------–----–--------------------------–---------------------------- ქ------------------------------------------–------–----- ექსპერტმა პ------ წ--–---–--ემ. მანვე, დამატებით განმარტა, რომ ორივე ექსპერტიზის შედეგად დადგინდა კოკაინის შემადგენლობა.
N4------------------ დასკვნის სისწორე ასევე დაადასტურა ს----------–----–--------------------------–---------------------------- ქ----------------------------------–--------------- ექსპერტმა ე---------- კ----------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ კვლევა სხვადასხვა დარგის სამმა ქიმიკოსმა ჩაატარა, სამივემ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან, სამივე ექსპერტმა ერთად გახსნა პაკეტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ--------ემ დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 05 ივნისს გაცემული N3--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამას არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.
სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამიდან ამოღებული პიროვნებების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ფოტოსურათებში არსებული პიროვნებების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ ნ---- კ----–--ის ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ ჯ----- ა-------ს ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ----- უ------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 26 მარტს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: 1-2 ექსპერტიზის წინაშე წარმოდგენილი N1 ტელეფონიდან და მასში მოთავსებული N1 სიმ ბარათიდან ამოღებული - სრული არსებული და აღდგენილი სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით - ,,PhoneN1”, რომელიც დაარქივებულ იქნა პროგრამა ,,WinRar-ის გამოყენებით ფაილის სახელწოდებით ,,PhoneN1.rar” (მოცულობა 1,335,233,730 ბაიტი). აღნიშნული შემდგომ ჩაწერილ იქნა ,,Verbarim-ის“ წარმოების დისკზე, სერიული ნომრით ,------------------.
N2 ტელეფონიდან და მასში მოთავსებული N2 სიმ ბარათიდან ამოღებული - სრული არსებული და აღდგენილი სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით - ,,PhoneN2”, რომელიც დაარქივებულ იქნა პროგრამა ,,WinRar-ის გამოყენებით ფაილის სახელწოდებით ,,PhoneN2.rar”(მოცულობა 2.531.923.291 ბაიტი). აღნიშნული შემდგომ ჩაწერილ იქნა ,,Verbarim-ის“ წარმოების დისკზე, სერიული ნომრით ,-------------------
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--- ნ-----–--–---–მა განმარტა, რომ მან ჩაატარა
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა საქმის მასალებით, ანუ სამედიცინო დოკუმენტებით. ექსპერტიზა დაიწყო 24.10.2019 და დასრულდა 30.10.2019. წარმოდგენილი იყო სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც: ჯ----- ა------ს დადგენილი აქვს შემდეგი დაავადებები: ქრონიკული ვირუსული B ჰეპატიტი დელტა აგენტით (2016 წლიდან); ღვიძლის ფიბროზი 4/6 სტადია, გართულებული თრომბოციტოფენიით, ლიმფოციტოზით (2019 წ.) ნაღველკენჭოვანი და სხვა. შფოთვითი აშლილობა, ბუდობრივი ალოპეცია, გადატანილი ჰემოროიდექტომია (2017 წ.). მისი მდგომარეობა არის მძიმე, რასაც განაპირობებს ქრონიკული ვირუსული B ჰეპატიტი დელტა აგენტით, გართულებული ფიბროზის მე-4 სტადიით და ციროზით, ლიმფოციტოზით და თრომბოციტოფენიით და მისი შედარებით ახალგაზრდა ასაკით. დაავადება განუკურნებელია და სწრაფად პროგრესირებადი. მისი სიცოცხლის გაუმჯობესება შესაძლებელია მისთვის დანიშნული პრეპარატების მუდმივი მიღებით. ჯ----- ა------- თურქეთის რესპუბლიკაში 2016 წლიდან ჩართულია მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში და უფასოდ იღებდა პრეპარატებს. საქართველოში მსგავსი სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, ამიტომ მას საპატიმრო დაწესებულებაში რამდენიმე თვის მანძილზე არ მიეწოდებოდა პრეპარატი ტენოფოვირი, რომლის უეცარი შეწყვეტა დაუშვებელია, ვინაიდან იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს და გართულებებს, რითაც აუარესებს პაციენტის ძირითადი დაავადების მიმდინარეობას. უფასო რეცეპტის მიღება შესაძლებელია თურქეთის რესპუბლიკაში მისი პირადი გამოცხადებით და თითის ანაბეჭდის აღების შემდეგ. საპატიმრო დაწესებულებაში მას არ უტარდება სრულფასოვანი მკურნალობა პრეპარატის მიღების წყვეტის გამო, დაწესებულებაში ჯ----- ა------- ვერ მიიღებს მისთვის აუცილებელ დიეტურ კვებას, რომელიც ძირეულად განსხვავდება მის ქვეყანაში მიღებული და მისთვის ჩვეული საკვებისაგან.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ---- კ----–--ემ განმარტა, რომ მეგობარ მ------თან კაფეში მუშაობდა მიმტანად, რომელმაც იცოდა მისი პირადი და ტელეფონის ნომრები, როგორც დაქირავებული მუშაკის. თებერვალის ერთ-ერთ დღეს კაზინოში ყოფნისას, დაცვის თანამშრომელმა უთხრა, რომ ვიღაც თურქი მამაკაცი ეძებდა და დასაკავშირებლად დაუტოვა ნომერი. მან, რადგან საკუთარი ტელეფონი ჰქონდა დალომბარდებული, დაურეკა სხვისი ტელეფონით. მოსაუბრე გაეცნო სახელით - ა-----ი, დაახლოებით 2 წუთში მივიდა მასთან და უთხრა, რომ ფოსტაში მის სახელზე ჩამოსული იყო ამანათი, რომელსაც ელოდებოდა სასტუმრო ,-------------- მეპატრონე, ვინმე ჯ-----ი. შესაბამისად, ა-----მა წაიყვანა ბ------–- მდებარე შპს ,,ს----------–-------------“ ფილიალში, თუმცა ოპერატორმა მოითხოვა ამანათის კოდი, რისთვისაც ა-----მა დაურეკა ვინმე ჯ-----ს და მიმართა - „ჯ----- აბი“, რაც ნიშნავს ,,არ არის აქ“. ასევე უთხრა, რომ საჭირო იყო კოდი. დაახლოებით 10-20 წუთში ჯ-----მა გამოუგზავნა კოდი, რაც ა----- გ------–მა აჩვენა მოწმეს. ა-----მა უთხრა, რომ წაჰყოლოდა ა-------------- გზაზე მდებარე ფოსტაში, რადგან ჯ-----ი არ ასვენებდა. შეთანხმებისამებრ მეორე დღეს - 5 თებერვალს მოწმე კვლავ დაუკავშირდა ა----- გ------–ს და შეხვდა. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მას თავად არ ეცალა და ნ---- კ----–--ე უნდა წასულიყო ქ------–---–-, აეღო გზავნილი და მიეტანა სასტუმრო ,,----------–-- და იმ შემთხვევაში თუ მეპატრონე არ დახვდებოდა, დაეტოვებინა ვინმე ი-----–-სათვის. ასევე, მიაწოდა ფურცელზე დაწერილი კოდი და ჩასვა ტაქსში. ავტომანქანაში იჯდა მძღოლი და მისთვის უცნობი თურქი მამაკაცი, რომელმაც უპასუხა, რომ ამანათი მას არ ეკუთვნოდა, აღნიშნულის გამო მობრუნდა უკან და ჩამოვიდა ტაქსიდან. აღნიშნულზე გაბრაზებულმა ა-----მა უთხრა: ,,გოგო შენ რატომ არ წახვედი, ამანათი რატომ არ ჩამოიტანე?“. ვინმე მ--------- მოწმე და ა----- გ------–ი წაიყვანა სასტუმროში, საიდანაც ამ უკანასკნელმა დაარეკინა ს----------–-----------აში, რათა გაერკვია ამანათი ნამდვილად იყო თუ არა შპს ,,ს----------–-----------აში“. ბრალდებულმა განმარტა, რომ სასტუმროსთან დაინახა ჯ----- ა-------. დაახლოებით 1500 საათზე, მას შემდეგ, რაც ნ---- კ----–--ემ კატეგორიული უარი უთხრა, რომ არ წაყვებოდა გზავნილის ასაღებად თუ არ ეტყოდნენ რა იდო მასში, ჯ-----მა უთხრა, რომ ამანათში იყო ნარკოტიკული საშუალება და იყო მისი, თუმცა ნ----ს მხოლოდ გზავნილის მიღებაზე უნდა მოეწერა ხელი. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ დაახლოებით 1630 საათზე ის, ჯ----- ა------- და ა----- გ------–ი იყვნენ ქ------–----- ცენტრში, უშუალოდ ფოსტაში კი შევიდა ჯ----- ა------თან ერთად. ოპერატორს მიაწოდა პირადობის მოწმობა, ფურცელი კოდით და მოითხოვა ამანათი. ჯ----- ა-------ს თხოვნით ოპერატორს ასევე გამოართვა პოლიეთილენის პაკეტი. ამანათის აღებისას ჯ----- ა------მა ჩაიხედა ამანათში, შემდეგ კი ჩადო პაკეტში. სანამ სავალ გზაზე გადავიდოდნენ, ჯ-----მა გახსნა პაკეტი და ჩახედა, გადაკვეთეს გზა და მალევე დააკავეს. ამანათი ხელში ეჭირა ჯ----- ა------ს. ბრალდებულმა განმარტა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს არ ყოფილა ძალადობა, შეურაცხყოფა, იძულება. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ამანათში იყო ნარკოტიკული საშუალება, მაინც წავიდა ფოსტაში და აიღო, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ასვენებდნენ და უნდოდა მისთვის თავი მალე დაენებებინათ. იმ დროისთვის ვერ გააცნობიერა, რომ დანაშაულს ჩადიოდა, თუმცა დღეს თავს თვლის დამნაშავედ.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ჯ----- ა------მა განმარტა, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული, ის მხოლოდ გამოიყენეს. 2017 წლის დეკემბერში ჩამოვიდა საქართველოში და დაუმეგობრდა უ----- ტ-–----ს. სწორედ მან გამოიყენა. ბრალდებულმა დაიქირავა სასტუმრო ,,-----------“, რომელსაც ამუშავებდა. უ----- ტ-–----მა უთხრა, რომ აპირებდნენ პარფიუმერიის ბიზნესის წარმოებას და სურდა სასტუმროს მისამართზე მათი ჩამოტანა, რადგან გზავნილი უნდა ყოფილიყო საქართველოს მოქალაქის სახელზე. ბრალდებულმა უპასუხა, რომ ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი, ანუ უ----- ტ-–----ის სახელით მოხდებოდა. საბოლოოდ ნ---- კ----–--ის სახელით ჩამოიტანეს. ამასთან, მოგვიანებით გაიგო, რომ უ----- ტ-–----ის თანმხლები 2 პირიდან, ერთ-ერთი იყო სწორედ ნ---- კ----–--ის ახლობელი. მოგვიანებით უ----- ტ-–----ი დაუკავშირდა და უთხრა, რომ 22-ში ჩამოვიდა ამანათი, თუმცა თავად ვერ გავიდოდა გარეთ და ვერ აიღებდა, რადგან ბევრი მევალე ეძებდა. სწორედ ამის გამო უ----- ტ-–----მა სთხოვა დაკავშირებოდა ნ---- კ----–--ეს და დახმარებოდა ამანათის აღებაში. ამასთან, მისცა ნ----ს შესახებ ინფორმაცია - სახელი და ტელეფონის ნომერი. ბრალდებული მივიდა უ----- ტ-–----ის მიერ მითითებულ რესტორანში, თუმცა ნ---- იქ აღარ მუშაობდა, რაც აცნობა უ----- ტ-–----ს. ამის შემდეგ, 1-2 თებერვალს მასთან სასტუმროში მივიდა ა----- გ------–ი, რომლსაც იმ დროისთვის იცნობდა როგორც ფ------- და რომელმაც უთხრა, რომ ნ----ს იპოვიდა. უ----- ტ-–----მა მოგვიანებით ჰკითხა, მივიდა თუ არა მასთან ა----- გ------–ი, რაზეც მან უპასუხა, რომ ა----- გ------–ი წავიდა ნ---- კ----–--ის მოსაძებნად. უ----- ტ-–----მა გამოუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება და ჰკითხა, მივიდა თუ არა მეგობარი, რაზეც უპასუხა, რომ იმ დრომდე არ მისულა, რაზეც უ----- ტ-–----მა უთხრა, რომ 5-ზე იკეტებოდა ფოსტა. ამასთან, გამოუგზავნა ფოსტის ფოტოსურათი (ადგილმდებარეობა), თუ სად იყო ამანათი. ბრალდებულმა განმარტა, რომ ის ეხმარებოდა უ-----ს, რადგან თვლიდა ძმად და სურდა უ----- ტ-–----ს წამოეწყო რაიმე საქმე და არ ყოფილიყო უსაქმური. 04 თებერვალს ა----- გ------–ი და ნ---- კ----–--ე წავიდნენ ფოსტაში, ამ დროისათვის ნ---- კ----–--ეს არ იცნობდა. ა----- გ------–ი კი ეუბნებოდა, რომ საქმე დაეჩქარებინა. ბრალდებულმა უ----- ტ-–----ს უთხრა, რომ საჭირო იყო კოდი. გამოგზავნილი კოდი თავის მხრივ ბრალდებულმა გადაუგზავნა ა----- გ------–ს. ეს უკანასკნელი ყოველ წამს ურეკავდა სხვადასხვა საკითხზე, ხან კოდი ჭირდებოდა, ხან ატყობინებდა, რომ გოგო მივიდა და ა.შ. უ----- ტ-–----ს სჭირდებოდა სანდო პირი და ის და ნ---- გამოიყენა. ა----- გ------–ისთვის ცნობილი იყო, რომ ამანათი (პარფიუმერია) უ----- ტ-–----ის და მ------ის იყო, რომელიც გამოაგზავნინეს ნ---- კ----–--ის სახელზე. ა----- გ------–ი და ნ---- კ----–--ე მიდიოდნენ ამანათის ასაღებად, თუმცა ბრალდებული უბრალოდ წაყვა, რადგან სთხოვა უ----- ტ-–----მა. ა----- გ------–ს, მ-------- და ნ----ს შეხვდა სასტუმროს გასასვლელთან, გადაიხადა ტაქსის თანხა. ტაქსში ჩაჯდომამდე ნ----ს შესახებ არაფერი იცოდა. ფოსტაში ამანათი აიღო ნ---- კ----–--ესთან ერთად, გზავნილზე თანხა გადაიხადა თავად. ნ---- კ----–--ისათვის არ უთქვამს, რომ გზავნილში ნარკოტიკი იყო. უ----- ტ-–----ისთვის ამანათი ვის უნდა გადაეცა, არ იცის. ბრაზილიაში ნაცნობი არ ჰყავს. ფოსტიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც დააკავეს, პოლიციას უთხრა, რომ ამანათი მისი არ იყო და ბ------–- მიიყვანდა იმ პირთან, ვისიც იყო, თუმცა არ მიაქციეს ყურადღება.
მოწმე ა----- გ------–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 7 წელია ცხოვრობს საქართველოში. 2018 წელს მუშაობდა კაზინოში, სადაც გაიცნო თურქეთის მოქალაქე მ------------------–--- და მისი მეგობარი - ნ---- კ----–--ე. ძველ სამსახურში (სასადილოში) უთხრეს, რომ თურქეთის მოქალაქეები ეძებდნენ. ასევე, მასთან მივიდა ვინმე მ-------- და უთხრა, რომ მისი ნახვა უნდოდა სასტუმროს მეპატრონე ჯ----- ა------ს. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ნ---- კ----–--ის სახელზე ამანათი იყო ჩამოსული და სთხოვა დახმარება მის პოვნაში. ა-----მა უარი განუცხადა, მაგრამ მ-------- და ჯ-----ი მას ყოველ დღე ურეკავდნენ, დაუკავშირდა ასევე მ------იც და სთხოვა ნ----ს მოძებნაში დახმარება. უთხრა, რომ ჯ-----ისთვის თურქეთში წასაღებად გამოგზავნილი იყო პარფიუმერია, რომელსაც ნ----ს გარდა არავის მისცემდნენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ნ----ს ძებნა, კაზინოში დაცვის თანამშრომელს დაუტოვა ტელეფონის ნომერი და სთხოვა, რომ თუ ნ---- გამოჩნდებოდა, დაერეკა. მართლაც ნ---- დაუკავშირდა და ერთმანეთს შეხვდნენ კაზინოში, ეს უკანასკნელი მისი ტელეფონით ესაუბრა მ------ს, რომელმაც თავის მხრივ ნ----ს აცნობა ამანათის შესახებ და უთხრა, რომ უნდა აეღო და მიეტანა ჯ-----ისთვის სასტუმროში. ნ---- შეპირდა ამანათის გამოტანას მეორე დღისთვის. მეორე დღეს ა----- გ------–ი ნ----სთან ერთად მივიდა ბ-------- ფოსტაში, თუმცა მოსთხოვეს ამანათის კოდი, შესაბამისად დაუკავშირდა ჯ-----ს და გაიგო კოდი. საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ამანათი იყო ქ------–---–-. ა-----ი და ნ---- მ--------- მიიყვანა ჯ-----ის სასტუმროში. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ამანათი მისი იყო და ნ---- უბრალოდ უნდა წაყოლოდა გამოსატანად, ვინაიდან მის გარეშე არ მისცემდნენ. შესაბამისად, მ--------, ნ----, ა-----ი და ჯ-----ი წავიდნენ ამანათის ასაღებად ქ------–---–-. ფოსტაში შევიდნენ ნ---- და ჯ-----ი, დანარჩენები ტაქსში დარჩნენ, ცოტა ხანში ჯ-----მა დაურეკა მ-------- და უთხრა, რომ ტაქსი გაეშვა. ნ----ს და ჯ-----ს ელოდებოდნენ 15-20 წუთი, თუმცა არ გამოჩნდნენ და ვერც ტელეფონზე დაუკავშირდნენ, რის გამოც ა-----ი და მ-------- ტაქსით დაბრუნდნენ ბ------–-. მოგვიანებით ნ----ს ადვოკატისგან შეიტყო მათი დაკავების მიზეზი. რამდენადაც ახსოვს ს----------–-----------აში ამანათის მოსაკითხად მან და ნ----მ დაახლოებით სამჯერ დარეკეს, ორჯერ მისი ტელეფონით (-------------, ერთხელ კი უცნობი ქალბატონის ტელეფონიდან, ვინაიდან მას ანგარიშზე არ ჰქონდა თანხა.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის:
- შ--------–----------------- 2019 წლის 22 იანვრის წერილის თანახმად, 2019 წლის 22 იანვარს საფოსტო გადამზიდავი კომპანია შპს ,,ს----------–-------------“ მეშვეობით, ბ-------–------ საქართველოში შემოვიდა ნ---- კ----–--ის კუთვნილი ამანათი. ს---–--------–----------- განხორციელებისას გაფორმების ეკონომიკური ზონის ,,ა--------------“ უფლებამოსილი თანამშრომლისა და ს---–-----------------------------------------------------–--- თანამშრომლებთან ერთად, ფიზიკურად დათვალიერდა/შემოწმდა საქონელი. ამანათში არსებულ 3 ცალ თუნუქის ქილაში აღმოჩნდა თეთრი ფერის ფხვნილი, საერთო ბრუტო ქონით - 1,197 კგ. ამასთან ნარკოტიკული ნივთიერების აღმომჩენი პირველადი ტესტერით შემოწმების მიხედვით, აღნიშნული თეთრი ფერის ფხვნილი სავარაუდოდ შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება კოკაინს.
- 2019 წლის 22 იანვრის დათვალიერების N------- აქტის თანახმად, დათვალიერდა ნ---- კ----–--ის საფოსტო გზავნილი, რა დროსაც გზავნილში არსებულ 3 ცალ თუნუქის ქილაში სავარაუდოდ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შემცველი ფხვნილი საერთო ბრუტო ქონით - 1,197 კგ. აქტი ხელმოწერილია - გეზ ,,ა--------------“ ს-------------------–---------–--------------–---------------–--------–--ოფიცერ ვ---- ბ-------ის, რ--------------------–------------------–--ოფიცერ ვ--–-----ა მ---–---–ის და შპს ,,ს----------–-------------“ თანამშრომელ ლ---- ც-----ს მიერ.
- 2019 წლის 22 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისის ა-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე შპს ,,ს----------–-------------“ საწყობში მ-----– ა---–---ისაგან ამოღებული იქნა ტომარა, მასში მოთავსებული ამანათით, რომელსაც ლათინური ასოებით აწერია ----------------- ტელეფონის ნომერი +------------- ამანათზე ასევე მიკრულია სტიკერი, რომელზეც აღნიშნულია - ნ---- კ----–--ე, ბ-----------–--------------
- ს----------–----–--------------------------–---------------------------- 2019 წლის 23 იანვრის N2------------- დასკვნის თანახმად:
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ნ---- კ----–--ის სახელზე გამოგზავნილ ამანათში აღმოჩენილ ნივთიერებებიდან აღებული ნიმუშები:
ეპენდორფის 3 ცალ სინჯარაში, ციფრობრივი აღნიშვნებით - ,,1“, ,,2“, ,,3“ მოთავსებული თეთრი ფერის ნივთიერების სამი წონაკი, ფხვნილისა და გრანულების სახით, წონებით შესაბამისად: 0,3125 გრამი, 0,3945 გრამი და 0.2498 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს, წონებით, ფუძეზე გადაანგარიშებით, შესაბამისად, კოკაინი (ფუძე) - 0.2543 გრამს, 0,3156 გრამს და 0,2023 გრამს (ობ. N1-3).
ობიექტებში N1-3 ნარკოტიკული საშუალება კოკაინის საერთო წონა ფუძეზე გადაანგარიშებით შეადგენს, კოკაინი (ფუძე) - 0,7722 გრამს.
ეპენდორფის სინჯარაში, ციფრობრივი აღნიშვნით ,,4“ მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 0,4941 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს (ობ. N4).
- საქართველოს შ--------------------------–----------------------------- 2019 წლის 7 თებერვლის N4------------------ დასკვნის თანახმად:
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ა------ ჯ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: - წითელი ფერის, თუნუქის ქილაში წარწერით: ,,NESCAU 2.0“ მოთავსებული, თეთრი ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, წონით - 398.771 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს, ფუძეზე გადაანგარიშებით - კოკაინი (ფუძე) - 319.2774 გრამს.
წითელი ფერის, თუნუქის ქილაში წარწერით : ,,NESCAU 2.0“ მოთავსებული, თეთრი ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, წონით - 398.5408 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს, ფუძეზე გადაანგარიშებით - კოკაინი (ფუძე) - 318.6406 გრამს.
მოყავისფრო-მოწითალო ფერის, საშუალო ზომის თუნუქის ქილაში წარწერით: ,,NESCAFE“ მოთავსებული, თეთრი ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, წონით - 199.441 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს, ფუძეზე გადაანგარიშებით - კოკაინი (ფუძე) -159.3334 გრამს.
წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (ფუძე) საერთო წონა შეადგენს - 797.2514 გრამს.
ყვითელი ფერის, პოლიმერული მასალის კონტეინერში, წარწერით „Cappuchino DIET 150g”. მოთავსებული, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით - 151.3812 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას.
მინის ქილაში, წარწერით: ,,NESCAFE“ მოთავსებული, ყავისფერი გრანულოვანი ნივთიერება, წონით - 200 გრამი; მინის ქილაში, წარწერით: ,,NESCAFE“ მოთავსებული, ყავისფერი გრანულოვანი ნივთიერება, წონით - 100 გრამი; პოლიეთილენის პაკეტში, უცხოენოვანი წარწერებით, მოთავსებული მოყავისფრო მარცვლები, წონით 1000 გრამი და პოლიეთილენის (თეთრი-წითელი) პაკეტში, უცხოენოვანი წარწერებით მოთავსებული, თეთრი ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, წონით - 198.56 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.
ნ---- კ----–--ის სახელზე გამოგზავნილი ამანათიდან აღებული ნიმუშების სახით, ობიექტები N1,2,3 და ა------ ჯ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ობიექტები N5,6,7 ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.
ორი ცალი წითელი ფერის თუნუქის ქილის, მოყავისფრო-მოწითალო ფერის თუნუქის ქილის, ყვითელი ფერის პოლიმერული მასალის კონტეინერის გარეთა ძირზე დატანილი ცისფერი ლუმინესცენციის მქონე წარწერები :,,1 ც-----, ,,2 ც-----, ,,3 ც-----, ,, 4 ც----- და მოცისფრო ქაღალდზე დატანილი ცისფერი ლუმინესცენციის მქონე წარწერები: ,-–-----, ,-–-----, ,-–-----, ,-–-----, შესრულებულია ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის მქონე ფანქრით.
- საქართველოს შ--------------------------–----------------------------- 2019 წლის 5 ივნისის N3--------- დასკვნის თანახმად: გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამას არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.
სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამიდან ამოღებული პიროვნებების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ფოტოსურათებში არსებული პიროვნებების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ ნ---- კ----–--ის ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ ჯ----- ა-------ს ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
- 2019 წლის 26 მარტის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნის თანახმად: 1-2 ექსპერტიზის წინაშე წარმოდგენილი N1 ტელეფონიდან და მასში მოთავსებული N1 სიმ ბარათიდან ამოღებული - სრული არსებული და აღდგენილი სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით - ,,PhoneN1”, რომელიც დაარქივებულ იქნა პროგრამა ,,WinRar-ის გამოყენებით ფაილის სახელწოდებით ,,PhoneN1.rar” (მოცულობა 1,335,233,730 ბაიტი). აღნიშნული შემდგომ ჩაწერილ იქნა ,,Verbarim-ის“ წარმოების დისკზე, სერიული ნომრით ,------------------.
N2 ტელეფონიდან და მასში მოთავსებული N2 სიმ ბარათიდან ამოღებული - სრული არსებული და აღდგენილი სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით - ,,PhoneN2”, რომელიც დაარქივებულ იქნა პროგრამა ,,WinRar-ის გამოყენებით ფაილის სახელწოდებით ,,PhoneN2.rar”(მოცულობა 2.531.923.291 ბაიტი). აღნიშნული შემდგომ ჩაწერილ იქნა ,,Verbarim-ის“ წარმოების დისკზე, სერიული ნომრით ,-------------------
- 2019 წლის 29 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ნ---- კ----–--ის სახელზე გამოგზავნილი ამანათი. შ--------------------------–----------------------------- სპეც. პაკეტის მთლიანობა, რომელშიც მოთავსებულია ამანათი, დარღვეული არ არის, ასევე მთლიანობა არ აქვს დარღვეული ამანათს და მისი სახე შენარჩუნებულია, შეკრულია წებოვანი ლენტით.
- 2019 წლის 29 იანვრის ოქმის თანახმად, დეტექტივ-გამომძიებელმა ლ-–- გ-----------–---–მა საკონტროლო მიწოდების ფარგლებში შპს ,-----------–-------------- ქ------–----- N---- სერვის ცენტრის მენეჯერ ბ------ მ------–-----ეს გადასცა შპს ,,ს----------–-------------“ საწყობიდან ამოღებული ნ---- კ----–--ის სახელზე ბ-------–------ ჩამოსული ამანათი, დანაშაულის ჩამდენი პირისათვის გადაცემის მიზნით.
- 2019 წლის 30 იანვრის ოქმის თანახმად, დეტექტივ-გამომძიებელმა ლ-–- გ-----------–---–მა შპს ,-----------–-------------- ქ------–----- N---- სერვის ცენტრის მენეჯერ ბ------ მ------–-----ის მონაწილეობით ჩაიბარა საკონტროლო მიწოდების ფარგლებში მისთვის გადაცემული ნ---- კ----–--ის სახელზე გამოგზავნილი საფოსტო გზავნილი. გზავნილი არის გაუხსნელი მდგომარეობაში.
- 2019 წლის 5 თებერვლის ოქმის თანახმად, დეტექტივ-გამომძიებელმა ლ-–- გ-----------–---–მა საკონტროლო მიწოდების გარგლებში შპს ,-----------–-------------- ქ------–----- N---- სერვის ცენტრის მენეჯერ ბ------ მ------–-----ეს გადასცა შპს ,,ს----------–-------------“ საწყობიდან ამოღებული ნ---- კ----–--ის სახელზე ბ-------–------ ჩამოსული ამანათი, დანაშაულის ჩამდენი პირისათვის გადაცემის მიზნით.
- 2019 წლის 4 თებერვლის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ კ-------- წ--–----ის პატაკის თანახმად, ნ---- კ----–--ესთან დანაშაულებრივ კავშირში იმყოფება თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა----- გ------–ი, რომელიც დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებს სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით და მას კავშირი აქვს ნ---- კ----–--ესთან.
- 2019 წლის 5 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჯ----- ა------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა ქ. ქ------–---–- დ-------–-----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ამოღებული იქნა 1 ცალი პოლიეთილენის ,,ს----------–-------------“ პაკეტი გახსნილ მდგომარეობაში, რომელშიც თავის მხრივ მოთავსებულია მუყაოს ყუთი, ასევე გახსნილ მდგომარეობაში. ყუთს გარედან შემოხვეული აქვს წებოვანი ლენტი, რომელზე მიკრულია თეთრი ფერის ქაღალდი, რომელზეც ლათინური ასოებით შესრულებულია წარწერა - ,----------------, ,,N6----------”, ,,------------------------------------------------------------ ყუთზე ასევე მიკრულია ქაღალდის სტიკერი წარწერით - ,,ბრაზილია საო პაულო, ნ---- კ----–--ე, ბ-----------–-------------------–------------. ყუთში აღმოჩნდა 1 ცალი პოლიეთილენის ტომარა, 2 ცალი შუშის ქილა, 1 ცალი პლასტმასის მოყვითალო ფერის ქილა, 1 ცალი მაისური და 3 ცალი მოწითალო ფერის თუნუქის ქილა, რომლებშიც მოთავსებულია მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება.
- 2019 წლის 6 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ჯ----- ა------მა განმარტა, რომ ამოსაცნობი პირი ამოიცნო სახის მოყვანილობით, ხორბლისფერი პირისახით, მუქი თმით და წვერით. ამოცნობილი პირი არის პიროვნება, რომელიც მას გაეცნო სახელით - ფ------. ეს უკანასკნელი კი ნახა მაშინ, როცა მივიდა მასთან სასტუმროში ტაქსით და სთხოვა დახმარება ნ----ს ფოსტაში წაყვანაზე დაყოლიებაში.
- 2019 წლის 7 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ნ---- კ----–--ემ განმარტა, რომ ამოსაცნობი პირი ა-----ი არის მისი დიდი ხნის ნაცნობი, რომელიც გაიცნო მ------ის მხრიდან და რომელმაც წაიყვანა ჯ----- ა------თან ერთად შპს ,,ს----------–-----------აში“ გზავნილის მისაღებად.
- 2019 წლის 6 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ა----- გ------–მა განმარტა, რომ ამოსაცნობი პირი მას გაეცნო სახელით ჯ-----ი, რამდენჯერმე ნანახი ყავს ნ---- კ----–--ის სახელზე გამოგზავნილი ამანათთან დაკავშირებით, მათ შორის 2019 წლის 5 თებერვალს, როდესაც ერთად წავიდნენ ბ----------- ქ------–---–-, რათა ნ---- კ----–--ეს და ჯ-----ს შპს ,,ს----------–-----------იდან“ გამოეტანათ ამანათი.
- 2019 წლის 6 მარტის ელექტრონული ბაზის დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად, ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან ჯ----- ა-------ს ფოტოსურათთან ერთად ამობეჭდილი იქნა მისი მსგავსი 3 პირის ფოტოსურათი.
- 2019 წლის 4 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა შპს ,,ს----------–-----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ე.წ. ,,ქოლ ცენტრში: განხორციელებული 3 ზარიდან 2 ზარი განხორციელდა ტელეფონის ნომრიდან 5--------, ხოლო 1 ზარი 5-------- ნომრიდან, სამივე სატელეფონო საუბარი შეეხება ნ---- კ----–--ის სახელზე ბ-------–------ გამოგზავნილ ამანათს.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, ასევე, დათვალიერდა როგორც ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ვიდეო-აუდიო მასალა და ტელეფონებიდან ამოღებული და აღდგენილი ინფორმაცია, მათ შორის ,,სქრინები’’, რომლითაც დასტურდება ჯ----- ა-------ს კომუნიკაცია როგორც უ-----თან ასევე, ა----- გ------–თან.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ჯ----- ა------მა და ნ---- კ----–--ემ წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს ნარკოტიკული საშუალება - კოკაინი (ფუძე), წონით 797,2514 გრამი. კერძოდ: 2019 წლის 5 თებერვალს ნ---- კ----–--ემ ქ. ქ------–---–------------–-----–------------------ში განთავსებულ შპს ,,ს----------–-------------“ შენობაში, საკონტროლო მიწოდების ფარგლებში აიღო მის სახელზე არსებული გზავნილი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე), წონით 797,2514 გრამი, რაც იქვე გადასცა ჯ----- ა------ს.
იმავე დღეს - 2019 წლის 5 თებერვალს, ქ---------–---–------------–-----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს----------–----–---–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ჯ----- ა-------ს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა - აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დაადასტურეს, რომ 2019 წლის 5 თებერვალს იმყოფებოდნენ ქ------–---–------------–-----–------------------ში განთავსებულ ,,ს----------–-------------“ შენობასთან, სადაც უნდა მომხდარიყო ნ---- კ----–--ის სახელზე ჩამოსული ამანათის, საკონტროლო მიწოდება, რადგანაც 2019 წლის 22 იანვრის შ--------–----------------- წერილის თანახმად - 2019 წლის 22 იანვარს საფოსტო გადამზიდავი კომპანია შპს ,,ს----------–-------------“ მეშვეობით, ბ-------–------ საქართველოში ნ---- კ----–--ის სახელზე შემოვიდა ამანათი, მასში არსებულ 3 ცალ თუნუქის ქილაში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილით, რომელშიც თავის მხრივ ნარკოტიკული ნივთიერების აღმომჩენი პირველადი ტესტერით შემოწმების მიხედვით, აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი.
აღნიშნული ამანათის ნ---- კ----–--ის და ჯ----- ა-------ს მიერ ფოსტიდან გატანის ფაქტი, გარდა საგამოძიებო მოქმედების ,,ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალისა, ასევე დაადასტურა თავად ბრალდებულმა ჯ----- ა------მა, თუმცა განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო ამანათში ნარკოტიკული საშუალების არსებობა, ენდო მეგობარს, რომლის დახმარებასაც ცდილობა, თუმცა ის ნ---- კ----–--ესთან ერთად გამოიყენეს.
ბრალდებულის ჩვენება არ არის შესაბამისობაში ბრალდებულ ნ---- კ----–--ის ჩვენებასთან, რომლმაც აღიარა დანაშაულის ჩადენა და დაადასტურა, რომ მისთვის უცნობმა პირმა ა-----მა უთხრა, რომ მის სახელზე ფოსტაში ჩამოსული იყო ამანათი, რომელსაც ელოდებოდა სასტუმრო ,-------------- მეპატრონე, ვინმე ჯ-----ი. ასევე, 05 თებერვალს ა----- გ------–მა უთხრა, რომ უნდა წასულიყო ქ------–---–-, აეღო გზავნილი და მიეტანა სასტუმრო ,,----------–-- და იმ შემთხვევაში თუ სასტუმროს მეპატრონე არ დახვდებოდა, გადაეცა ვინმე ი-----–-სათვის, ასევე მიაწოდა ფურცელზე დაწერილი კოდი და ჩასვა ტაქსში. გარდა ამისა, წინა დღეს, მაშინ, როცა ბ-------- ფოსტის ფილიალში მოითხოვეს ამანათის კოდი, ა----- გ------–ი დაუკავშირდა სწორედ - ჯ-----ს. ასევე, სასტუმროში ჯ----- ა-------ს ნახვისას, დაახლოებით 1500 საათზე, მას შემდეგ რაც მან კატეგორიულად უთხრა, რომ არ წაყვებოდა გზავნილის ასაღებად, თუ არ ეტყოდნენ, რა იდო ამანათში, სწორედ ჯ-----მა უთხრა, რომ გზავნილში იყო ნარკოტიკული საშუალება, ის იყო ჯ-----ის, თუმცა ნ----ს მხოლოდ ხელი უნდა მოეწერა. ბრალდებულმა კ----–--ემ დაადასტურა, რომ დაახლოებით 1630 საათზე ის, ჯ----- ა------- და ა----- გ------–ი იყვნენ ქ------–----- ცენტრში, უშუალოდ ფოსტაში კი შევიდა ჯ----- ა------თან ერთად. ამ უკანასკნელმა ჩაიხედა ამანათში, შემდეგ კი ჩადო პაკეტში, გზად ჯ-----მა გახსნა პაკეტი და კვლავ ჩაიხედა, თუმცა მალევე დააკავეს. იმ დროისთვის ვერ გააცნობიერა, რომ დანაშაულს ჩადიოდა, თუმცა დღეს თავს თვლის დამნაშავედ. ამდენად, ნ---- კ----–--ემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ ამანათი ეკუთვნოდა სწორედ ჯ----- ა------ს, ამანათში კი იყო ნარკოტიკული საშუალება, რის შესახებაც მან შეიტყო ფოსტაში წასვლამდე უშუალოდ ჯ-----ისგან.
გამოკვლეული მტკიცებულებით დადგენილია, რომ ჯ----- ა------- აქტიურ მონაწილეობას იღებდა ფოსტიდან იმ ამანათის აღებაში, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული მან თავადაც დაადასტურა, თუმცა ეს გარემოება ახსნა ნარკოტიკული საშუალების რეალური მფლობელის მეგობრული თხოვნით, იმაზე მინიშნებით, რომ მეგობარს ყველა დაეხმარება. ამასთან მიუთითა, რომ მისთვის უცნობი იყო ამანათში ნარკოტიკის არსებობის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული განმარტებები მოგონილია ბრალდებულის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, რადგან რომ არა მისივე პირადი დაინტერესება, ცხადია, არ ჩაებმებოდა მოქმედებებში, რადგან ამის ობიექტური საჭიროება (მეგობრის დახმარების კუთხით) ფაქტობრივად არ არსებობდა. კერძოდ, თუ გავყვებით ბრალდებულისავე ვერსიას - ბ-------–------ საქართველოში ნ---- კ----–--ის სახელზე უ----- ტ-–----მა და მისმა ,,პარტნიორმა“, რომელიც იმავდროულად იყო ნ----ს მეგობარი, გამოგზავნეს ნარკოტიკული საშუალება. ამანათის ასაღებად საჭირო იყო ნ---- კ----–--ის ფოსტაში მისვლა, რაც ცხადია, თავისუფლად შეეძლო ნ---- კ----–--ეს თანმხლებ ა----- გ------–თან ერთად. შესაბამისად, უ----- ტ-–----ს ამანათის მისაღებად ლოგიკურად არანაირად არ სჭირდებოდა ჯ----- ა-------ს ჩართვა. ამის საპირისპიროდ, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამანათის ასაღებად საჭირო რეკვიზიტებს აწვდიან სწორედ ჯ----- ა------ს, ფოსტაში მისვლისთვის ტაქსის საფასურს იხდის ის თავად, ასევე ფოსტაში ამანათს იღებს პირადად და იხდის გზავნილის თანხას.
ცხადია, ამ მოქმედებების მეგობრის დასახამარებლად შესრულება თეორიულად დასაშვებია, თუმცა საქმეში არსებულ მტკიცებულებების ფონზე არ არის გასაზიარებელი, რადგან როგორც აღინიშნა, თუ ნ---- კ----–--ის სახელზე ჩამოსული ამანათი ეკუთვნოდა არა მას, არამედ მის მეგობარ უ----- ტ-–----ის და ვინმე მ------ს, ამასთან, ნ---- კ----–--ე და ა----- გ------–ი საქმის კურსში იყვნენ და შეეძლოთ და მცდელობაც ჰქონდათ, დამოუკიდებლად, მისი მონაწილეობის გარეშე აეღოთ ამანათი, ჩნდება კითხვა, რატომ ჩართო უ----- ტ-–----მა ის ამ მარტივ პროცედურაში, ან/და რატომ ადებენ მას ხელს, როგორც ამანათის რეალურ მიმღებს. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის შეფასებაც, რომ მას შემდეგ, რაც ნ---- კ----–--ემ კატეგორიული უარი განაცხადა ამანათის აღებაში დახმარებაზე, სანამ რეალურად არ ეცოდინებოდა როგორც ამანათის მიმღების ვინაობა, ასევე ამანათის შიგთავსი, სწორედ აღნიშნულის გამო გახდა იძულებული ა-------, რომ რეალობა ეთქვა კ----–--ისთვის ამანათში ნარკოტიკის არსებობის თაობაზე, რომ კ----–--ეს მხოლოდ ხელი უნდა მოწერა, ხოლო გზავნილი ეკუთვნოდა ჯ-----ს და მეტი დამაჯერებლობისათვის და პირადი გარანტიისთვის, რომ ამანათს საფრთხე არ დაემუქრებოდა, პრაქტიკულად თავის თავზე აიღო ამანათის მიღება და თავადაც გაყვა ჯგუფს ქ------–---–-.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ა----- გ------–ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, სწორედ ჯ----- ა------მა უთხრა, რომ ნ---- კ----–--ის სახელზე ჩამოსული იყო ამანათი და სთხოვა ამ უკანასკნელის პოვნაში დახმარება. არაერთი თხოვნის შემდეგ, კაზინოში დაცვის თანამშრომელს დაუტოვა ტელეფონის ნომერი და სთხოვა, რომ ნ---- დაკონტაქტებოდა. საბოლოოდ ნ----სთან ერთად მივიდა ბ-------- ფოსტაში, თუმცა არ უთხრეს, სად იყო ამანათის ადგილსამყოფელი, რადგან სჭირდებოდათ კოდი, შესაბამისად დაუკავშირდა ჯ-----ს და სწორედ მისგან გაიგო კოდი. სასტუმროში სწორედ ჯ----- ა------მა უთხრა, რომ ამანათი იყო მისი და ნ---- უბრალოდ უნდა წაყოლოდა გამოსატანად, ვინაიდან მის გარეშე არ მისცემდნენ. ფოსტაში შევიდნენ ნ---- და ჯ-----ი, მოგვიანებით გაიგო, რომ ისინი პოლიციამ დააკავა. შპს ,,ს----------–-----------აში“ ამანათის მოსაკითხად ნ----სთან ერთად დარეკა დაახლოებით სამჯერ, მათ შორის 2-ჯერ მისი ტელეფონით.
დაცვის მხარე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულს არ მიეცა საშუალება კითხვები დაესვა ა----- გ------–ისათვის, რომელიც რეალური დამნაშავეა და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მისი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმე - ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY) სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება არ უნდა იყოს ,,გადამწყვეტი” და არ უნდა განაპირობებდეს განმცხადებლის მსჯავრდებას. იმავე გადაწყვეტილებით ეროვნული სასამართლო ვალდებული იყო განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინა მოწმეთა სანდოობის შეფასებისას, ვინაიდან არც დაცვის მხარეს და არც სასამართლოს შეეძლო მოწმეთათვის სასამართლო სხდომაზე დაესვათ კითხვები და დაკვირვებოდნენ მათ ქცევას.
სასამართლო აღნიშნავს - რომ ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). ,,გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე მართალია ვერ დაიკითხა მოწმე ა----- გ------–ი და ბრალდებულს არ ქონდა შესაძლებლობა დაესვა მისთვის კითხვები, თუმცა მის მიერ მიცემული ჩვენება შესაბამისობაშია საქმის სხვა მასალებთან. ამასთან, მისი ჩვენება არ წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას მოცემულ საქმეში, ამ პირობებში კი სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის ხმარის პოზიციას.
გარდა ამისა, დაცვის მხარე ძირითადად აქცენტს აკეთებს ნ---- კ----–--ის გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაზე, რომელიც თავის მხრივ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად კი მოწმის ჩვენება ეს არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში კი ნ---- კ----–--ემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ ამანათი ეკუთვნოდა ბრალდებულ ჯ----- ა------ს და მისთვის ცნობილი იყო ამანათში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების შესახებ.
2019 წლის 7 თებერვალს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი - ა------ ჯ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (ფუძე) საერთო წონა შეადგენს - 797.2514 გრამს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელ----ტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და მის გასაღებას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება კოკაინი (ფუძე), იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე და მარილები) 0,06 გრამამდე ოდენობით ითვლება მცირე ოდენობად, 0,6-6 გრამი (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 6 გრამზე მეტი ოდენობა მიიჩნევა განსაკუთრებით დიდ ოდენობად. შესაბამისად დგინდება, რომ ნ---- კ-----–--ის და ჯ----- ა-------ს მიერ შეძენილი და შენახული, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი - 797,2514 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შემცველი ნივთიერება, მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
რაც შეეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე, როგორიცაა ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
ამასთან, მნიშვნელოვანია თავად ურთიერთშეთანხმების, როგორც პროცედურის, სამართლებრივი შეფასება, ვინაიდან, აღნიშნული არ გულისხმობს რაიმე მზა რეცეპტს, ან წინასწარ გაწერილ ,,რეგულაციებს’’. როგორც წესი, დამნაშავეები დანაშაულის ერთობლივად ჩადენაზე შეთანხმების შესახებ არ საუბრობენ საჯაროდ, არამედ შენიღბულად, საიდუმლოდ, რომ მათი ერთობლივი განზრახვა და შეთანხმება წინასწარ არ გახდეს ცნობილი სხვა პირთათვის.
იმ პირობებში, როდესაც ბრალდებული ნ---- კ----–--ის აღიარებს დანაშაულის ჩადენას და განმარტავს, რომ სწორედ ჯ----- ა------ს ეკუთვნოდა ამანათი, რომელშიც იყო ნარკოტიკული საშუალება და რომელიც მის სახელზე იქნა გამოგზავნილი და შესაბამისად, მისი საშუალებით ფოსტიდან გამოტანილი, უდავოდ გულისხმობს მათ შორის შეთანხმებას, ერთობლივად შეეძინათ და შეენახათ ნარკოტიკული საშუალება. ამასთან იმ ფაქტზე, რომ ამანათში მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება, საუბარი იყო ჯერ კიდევ მათი ფოსტაში წასვლამდე.
ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ფოსტის თანამშრომელმა და გამომძიებლებმა დაადასტურეს, რომ ნ---- კ----–--ემ მოითხოვა მის სახელზე არსებულია ამანათი, რომელიც უშუალოდ ჯ----- ა------მა გამოართვა ფოსტის თანამშრომელს, ნ---- კ----–--ემ კი მის ჩაბარებაზე მოაწერა ხელი, ასევე საგამოძიებო მოქმედების ,,ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალითა და ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ამანათი უშუალოდ ჯ----- ა------ს ჰქონდა პირადად ფოსტიდან გამოსვლისას და შემდგომ, ვიდრე გამომძიებლებმა არ შეაჩერეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ჯ----- ა------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ჯ----- ა-------ს ჩვენებას, რომ მისთვის უცნობი იყო ნარკოტიკული საშუალების არსებობის შესახებ, ასევე დაცვის მხარის მოსაზრებას მისი უდანაშაულობის შესახებ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა და ბრალდება ემყარება მხოლოდდამხოლოდ მოწმეთა არასანდო ჩვენებებს, რადგან აღნიშნული გარდა მოწმეთა ჩვენებებისა ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით - ექსპერტის დასკვნით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალით, რომელთა შინაარსიც სრულ შესაბამისობაშია ბრალდებულ ნ---- კ----–--ის ჩვენებასთან.
დაცვის მხარე საუბრობს ზოგადად ვერსიებზე, რომ ჯ----- ა------- კონკრეტული დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს, რასაც სასამართლო არ იზიარებს, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით ყოველგვარ ეჭვის გარეშე დადასტურდა ა-------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის კონკრეტული ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს ბრალდების ამ ნაწილში რაიმე კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საუბრობს ზოგადად ვერსიაზე, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დამნაშავედ ცნობს ჯ----- ა------ს წარდგენილ ბრალდებაში, მაშინ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებობს მისთვის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების, ან აღსრულების გადავადების საფუძველი, სასამართლო განმარტავს, რომ პირველ რიგში, მოთხოვნა არ გამომდინარეობს და არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 283-284-ე მუხლებით გათვალისწინებული რეგულაციებს, ამასთან, ექსპერტ მ--- ნ-----–--–---–ის განმარტებები საკმაოდ ზოგადია, არ ეფუძნება სტაციონალური კვლევის ფაქტობრივ და დღის მდგომარეობით არსებულ მდგომარეობას და ყველაზე მთავარი, ვერ პასუხობს უმთავრეს შეკითხვას - რამდენად შეუსაბამოა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის მოხდასთან, ან ხელს უშლის სასჯელის მოხდას და მისი გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ჯ----- ა------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ჯ----- ა------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, თუმცა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ერთის მხრივ, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხოლო მეორე მხრივ, ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, რომელიც მკვეთრად აღემატება განსაკუთრებით დიდი ოდენობისათვის დადგენილ ზღვარს.
სასამართლოსLOმიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მაღალი სოციალური საშიშროებისა და ამ ტიპის დანაშაულთა შემდგომი პრევენცია მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებითაც. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე და მისი პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, ჯ----- ა-------ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 12(თორმეტი) წლის ვადით, მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 93-94-ე, 209-215; 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1) ს----------–------------–------------------------------------------- პროკურორის შ---- გ-------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს 2019 წლის 31 ოქტომბერს ს----------–------------–------------------------------------------- პროკურორ შ---- გ-------–---–ს (ზემდგომი პროკურორის ბ---- თ---–--ის თანხმობით) ბრალდებულ ნ---- კ----–--ესა და ადვოკატ ვ-–- მ--–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ნ---- კ----–--ე (პ№6----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლისა და 09(ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 09(ცხრა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 06(ექვსი) წელი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად ნ---- კ----–--ეს განესაზღვროს 06(ექვსი) წელი.
ნ---- კ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გაუქმდეს.
ნ---- კ----–--ეს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 05 თებერვლიდან 2019 წლის 04 ნოემბრის ჩათვლით და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ნ---- კ----–--ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ნ---- კ----–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე, ნ---- კ----–--ეს, 02(ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
2) ჯ----- ა------- (პირადი ნომრის გარეშე) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12(თორმეტი) წლის ვადით.
ჯ----- ა-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ჯ----- ა------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, კერძოდ 2019 წლის 05 იანვრის 18 საათი და 45 წუთიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჯ----- ა------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება, ქილები, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება, ამანათის ყუთი ,,ს----------–-------------“ პოლიეთილენის ცელოფანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ნ---- კ----–--ის მობილური ტელეფონი, ჯ----- ა-------ს მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ვიდეო ჩაწერა, აუდიო ჩაწერა და ფოტოგადაღების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ერთ ცალ დისკზე, ამანათის ამოღების ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, გახსნა-დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, ნ---- კ----–--ის სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ერთ ცალ დისკზე, ,,ს----------–-----------იდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ დისკზე, ჯ----- ა-------ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ დისკზე და სასტუმრო ,,-----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
მსჯავრდებულ ნ---- კ----–--ის ნაწილში, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, უფლება აქვს, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე