განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
010100119002915696
დავის ტიპი
141
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002915696

საქმე #1-229/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნი--- ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ა----–----–---------ს

ბრალდებულის - ვ-----–- შ------–----ის

ადვოკატების _ დ----------–--–---–-------------–------ს

თარჯიმნის - ლ--–-----------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171020219004 საქმე :

 

ბრალდებულ ვ-----–- შ------–----ის მიმართ

მამის სახელი: ვ--------

დაბადებული: 1--------- წელი

მოქალაქეობა: უკრაინის

განათლება: ტ----------

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: უკრაინა, ქ----------–----------–---------–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, თ----–---–------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-141-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის დეკემბრის თვიდან - 2019 წლის თებერვლის თვემდე დროის პერიოდში, ქ. ბათუმში, თ----–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სრულწლოვანი ვ-----–- შ------–----ი, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ბ---- შ----–--ეს - პირს, ვისთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას (ოჯახის წევრს), ხელებით ეხებოდა სასქესო ორგანოზე, ხელებს აკიდებინებდა თავის სასქესო ორგანოზე, აყურებინებდა პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეომასალას, ასევე 2019 წლის 21 იანვარს, იმავე მისამართზე ყოფნისას, ბ---- შ----–--ეს უსმევდა ხელებს სასქესო ორგანოზე, რაც დედის - ნ------ შ----–--ის ოთახში შესვლის გამო შეწყვიტა.

 

2. ვ-----–- შ------–----ს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-141-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ვ-----–- შ------–----ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმ----სი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ვ-----–- შ------–----მა ჩაიდინა გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღეველ ბ---- შ----–--ესთან, კერძოდ:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება, ე.ი. ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრთან :

 

4. დაზარალებულმა ბ---- შ----–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ჰყავს დედა - ნ------ შ----–--ე და პატარა ნახევარძმა გ--- მ---------ე. ძალიან პატარა ასაკიდან დედასთან ერთად ცხოვრობდა ა-–--------- პ---------სთან თავშესაფარში. შემდეგ დედა გათხოვდა და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან, ბ---- კი დატოვა თავშესაფარში ა-–---------ს მზრუნველობის ქვეშ. მასთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები. ყველა მათგანზე ზრუნავდა ა-–---------, მისი მეუღლე ი------–-----ი და სხვა აღმზრდელები - ბ--–-, ა-----. თავშესაფარში ცხოვრება მოსწონდა, ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით უყვარდა ა-–---------. მოგვიანებით თავშესაფარში მუშაობა დაიწყო ვ-----–- შ------–----მაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ ი--- და ა-–--------- დაშორდნენ ერთმანეთს, ი--- იტალიაში წავიდა, ა-–--------- კი დარჩა საქართველოში, თუმცა მალე თავშესაფარი დაიხურა, თავშესაფარში მყოფი ბავშვები წაიყვანეს მშობლებმა, თავად ბ---- და გ--- ა-–---------სთან გადავიდნენ საცხოვრებლად, რადგან დედას არ ჰქონდა საშუალება მიეხედა შვილებისთვის, ა-–---------მ კი მათზე ზრუნვა ისევ თავად იტვირთა და ნ------თან შეთანხმებით მისი შვილები თავისთან წაიყვანა საცხოვრებლად. ამ დროისთვის უკვე ა-–--------- და ვ-----–- შ------–----ი ერთად ცხოვრობნენ როგორც მეუღლეები. ა-–---------მ იქირავა სახლი, ცალკე ოთახში ცხოვრობდნენ ბ---- და გ---. ნ-------ც ყოველდღიურად მიდიოდა მათთან და ა-–---------ს ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ვ-----–- შ------–----მა მისი შევიწროვება, ღამ-ღამობით შედიოდა მის ოთახში, ლოგინში უწვებოდა და ხელს ადებდა სასქესო ორგანოზე, ბ----ს კი თავის სასქესო ორგანოზე აკიდებინებდა ხელს, რაც ძალიან არ მოსწონდა, მაგრამ ვ-----–- ემუქრებოდა, რომ სცემდა და ამის თაობაზე არავის ეუბნებოდა. ერთხელ, როდესაც აბანოში ბანაობდა, სადაც ასევე არის საპირფარეშოც, ვ-----–- შევიდა და უნიტაზში მოშარდა. იყო შემთხვევა, როდესაც უნიტაზის თავსახური ხელით დააჭერინა იმ დროს, როდესაც თვითონ შარდავდა. ტელეფონში ურთავდა ვიდეოებს, სადაც მამაკაცი და ქალი შიშვლები იყვნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ და სასქესო ორგანოებით ეხებოდნენ. ერთ საღამოს, როდესაც შ------–----ი ლოგინში მიუწვა და ხელს უსვამდა სასქესო ორგანოზე, ოთახში ნ------- შევიდა, ვ-----–- მაშინვე შეეშვა ბ----ს, ხოლო ნ-------ს შეკითხვაზე რა ხდებოდა, გასცა პასუხი - ვეთამაშები და ვუღიტინებო. იყო შემთხვევა, როდესაც შარვალი ჩაუწია, სასქესო ორგანო უკანა ტანზე მიადო, თუმცა ტკივილით არასდროს ტკენდა, მაგრამ ძალიან არ მოსწონდა ვ-----–-ს ასეთი საქციელი. მისი ქმედებები დაახლოებით ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. პირველ თებერვალს გაკვეთილების დასრულების შემდეგ დედამ თავის სახლში წაიყვანა, რადგან უქმე დღეები მოდიოდა. სახლში მისვლისას დაუსვა შეკითხვა ხომ არ აწუხებდა ვ-----–- შ------–----ი, გადაწყვიტა დედისთვის სიმართლე აღარ დაემალა და ყველაფერი მოუთხრო.

 

5. მოწმე ნ------ შ----–--ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ბ---- სულ რამდენიმე თვის ყავდა, როდესაც შვილთან ერთად ა-–--------- პ---------სთან მოხვდა თავშესაფარში. ბ---- სწორედ იქ გაიზარდა თავშესაფრის სხვა ბავშვებთან ერთად. მოგვიანებით გათხოვდა ვ-–- მ---------ეზე და ქმართან გადავიდა საცხოვრებლად, ბ---- კი კვლავ თავშესაფარში დატოვა, რადგან მატერიალური მდგომარეობის გამო არ შეეძლო შვილისთვის ისეთი პირობების შექმნა, როგორიც მას თავშესაფარში ჰქონდა. ბავშვებს ზრუნვას არ აკლებდნენ ა-–--------- და მისი მეუღლე ი---. თავადაც სისტემატურად დადიოდა მათთან და ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში. რამდენიმე წლის შემდეგ იტალიიდან თავშესაფარში სამუშაოდ ჩავიდა მოხალისე ვ-----–- შ------–----ი, რომელმაც თავშესაფრის სხვა პერსონალთან ერთად დაიწყო თავშესაფარში მყოფ ბავშვებზე ზრუნვა, ხოლო მას შემდეგ, რაც ი------–-----ი და ა-–--------- პ--------- ერთმანეთს დაშორდნენ და ი--- იტალიაში დაბრუნდა, ა-–---------ს დაუახლოვდა. მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება და განაგრძეს ბავშვებზე ზრუნვა. ი---ს წასვლიდან მალე თავშესაფარმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ბავშვები ოჯახებში წაიყვანეს მშობლებმა. ა-–---------მ და ვ-----–-მ იქირავეს სასტუმროს შენობა და გადავიდნენ საცხოვრებლად. ნ------მა მიიღო ა-–---------ს შეთავაზება და თავისი ორივე შვილი ბ---- შ----–--ე და გ--- მ---------ე ა-–---------სთან და ვ-----–-სთან დატოვა საცხოვრებლად, რადგან თვითონ არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა მიეხედა შვილებისთვის. ბავშვებს გამოყოფილი ქონდათ ცალკე ოთახი, მათთვის შექმნილი იყო საუკეთესო პირობები, თავად ა-–---------ს ან ვ-----–-ს დაყავდათ ბ---- სკოლაში, ასევე ცეკვის გაკვეთილებზე. შაბათ-კვირას ბავშვები ბებიასთან მიდიოდნენ, თავად ნ------- კი ყოველდღიურად მიდიოდა მათთან და ა-–---------ს ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში, ყურადღების გარეშე არ ტოვებდა შვილებს. 2018 წლის ბოლოს შენიშნა, რომ ბ---- უხალისო გახდა, ხასიათი შეეცვალა, ვერ ხვდებოდა მიზეზს, ბ---- კი არაფერს ამბობდა. ერთხელ, როდესაც ბ---- აბაზანაში ბანაობდა, შენიშნა იმავე აბაზანიდან გამომავალი შ------–----ი, რაც ძალიან გაუკვირდა, თუმცა კონკრეტული ეჭვები არ გასჩენია ვ-----–-ს მიმართ. იყო შემთხვევა, როდესაც დასაძინებლად წასული ბ----ს ოთახიდან ხმაური შემოესმა, ყვირილის ხმა. შევიდა ოთახში, დაინახა ბ----სთან საწოლზე მიწოლილი შ------–----ი, რომელმაც მის დანახვაზე ხელი აწია, ხოლო შეკითხვაზე თუ რა ხდებოდა, არაფერიო, უპასუხა, ვუღიტინებ და ვთამაშობთო. მიუხედავად ასეთი ფაქტისა, ისევ არ დაუშვია ვ-----–-ს მხრიდან შეუფერებელი საქციელის შესაძლებლობა, ამიტომ არავისთვის არაფერი უთქვამს, ბავშვები კვალინდებურად ცხოვრობდნენ ა-–---------სთან და ვ-----–-სთან ერთად. 2019 წლის პირველ თებერვალს, სახლში წაიყვანა შვილები, სურდა ბ----ს დალაპარაკებოდა. აუხსნა, რომ შეეძლო დედისთვის ყველაფერი გულწრფელად ეთქვა, ბ---- კარგა ხანს დუმდა, ბოლოს კი გამოუტყდა, რომ "ვ-----–- მოსვენებას არ აძლევდა". მოუთხრო, რომ ღამ-ღამობით შედის მის ოთახში და სასქესო ორგანოზე ჰკიდებს ხელს, აყურებინებს შიშველი მამაკაცის და ქალის ვიდეოებს, საპირფარეშოში შარდვისას უნიტაზის თავსახურს აჭერინებს ხელით. შვილის მონაყოლით შეძრულმა დაურეკა ბ--–- შ-----ს, რომელსაც ასევე თავშესაფრიდან იცნობს და მოუყვა ყველაფერი, შემდეგ ბ--–-სთან და ბ----სთან ერთად წავიდა სოფელში დედასთან. ბავშვმა ბ--–-ს და ბებიას თანდასწრებითაც გაიმეორა იგივე. ამის შემდეგ მიმართა პოლიციას.

 

6. მოწმედ დაკითხულმა დ--–- შ----–--ემ, ნ------ შ----–--ის დედამ დაადასტურა, რომ ნ------თან და ბ--–- შ-----სთან ერთად თავადაც იყო შემსწრე ბ----ს მონათხრობისა, სადაც ბავშვი ვ-----–-ს მხრიდან ჩადენილ გარყვნილ ქმედებებზე ყვებოდა.

 

7. საქმის არსებითი განხილვისას სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოქვეყნდა სოციალური მუშაკის, ი--- დ-------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომელშიც მოწმე ადასტურებს, რომ ბ---- შ----–--ისგან მოისმინა ინფორმაცია მის მიმართ ვ-----–- შ------–----ის მიერ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების თაობაზე. ბავშვის განმარტებით მხოლოდ მაშინ იძინებდა ღამით მშვიდად, როდესაც შ------–----ი იტალიაში მიდიოდა, სხვა შემთხვევებში ვ-----–- აწუხებდა ღამ-ღამობით. დ-------ის განმარტებით, ბავშვის დედამ ნ------ შ----–--ემაც განაცხადა სოციალურ მუშაკთან გასაუბრებისას შ------–----თან დაკავშირებული თავისი ეჭვების თაობაზე.

 

8. მოწმე ბ--–- შ-----მ მოწმედ დაკითხვისას განმარტა, რომ შვილთან ერთად, როგორც მარტოხელა დედა ცხოვრობდა "პ----------------" სახელობის საოჯახო ტიპის თავშესაფარში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ა-–--------- პ--------- მეუღლესთან ი------–-----თან ერთად. თავშესაფარში ცხოვრობდნენ სხვა მარტოხელა დედები და შეჭირვებული ოჯახების შვილები, მათ შორის ნ------ შ----–--ის შვილი ბ---- შ----–--ე, მოგვიანებით ნ------მა მეორე შვილი - გ--- მ---------ეც თავშესაფარში მიიყვანა, თვითონ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად დადიოდა სოციალურ სახლში. რამდენიმე წლის წინ იტალიიდან თავშესაფარში სამუშაოდ მოხალისედ ჩამოვიდა ვ-----–- შ------–----ი. ა-–---------ს და ი---ს დაშორების შემდეგ მალევე თავშესაფარმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ბენეფიციარებმა დატოვეს თავშესაფარი, ბ---- და მისი ძმა გ--- კვლავ ა-–---------ს მეურვეობის ქვეშ დარჩნენ, ამ დროს ეს უკანასკნელი უკვე შ------–----თან ერთად ცხოვრობდა. იქირავეს სასტუმრო, სადაც გადავიდნენ საცხოვრებლად ბ----სთან და გ---სთან ერთად. 2019 წლის იანვრის თვეში ნ------ შ----–--ისგან შეიტყო, რომ ვ-----–- ბ----სთან საეჭვოდ იქცეოდა, სააბაზანოში მაშინ შედიოდა, როდესაც იქ ბ---- ბანაობდა, ასევე დაინახა საწოლზე ბ----ს გვერდით დაწოლილმა შ------–----მა ნ-------ს დანახვაზე უხერხულად როგორ ამოიღო ხელი საბნიდან. ურჩია ნ------ს ბ---- სახლში წაეყვანა და კარგად გამოეკითხა რა ხდებოდა მასსა და შ------–----ს შორის. რამდენიმე დღის შემდეგ ნ------მა დაურეკა და მოუყვა, რომ ბ----ს გადმოცემით შ------–----ი ავიწროვებდა მას, ღამით შედიოდა საძინებელში და ხელს კიდებდა სასქესო ორგანოზე, აყურებინებდა უხამს ვიდეოებს. შეხვდა ბ----ს და მოისმინა მისგან იგივე მონათხრობი, რის შემდეგაც წავიდნენ პოლიციაში, სადაც გაკეთდა შეტყობინება ბ----ს ნაამბობიდან გამომდინარე. პირადად არასდროს შესწრებია შ------–----ის არაჯანსაღ ქმედებებს ბავშვის მიმართ, არასდროს გასჩენია მსგავსი ეჭვები.

 

9. მოწმე ი--- კ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2014 წლიდან შვილთან ერთად ცხოვრობდა საქველმოქმედო ორგანიზაცია "პ----------------"-ში, რომელიც იმჟამად მდებარეობდა ქ. ბათუმში კახაბრის დასახლებაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელები იყვნენ ა-–--------- პ--------- და მისი მეუღლე ი------–-----ი. ორგანიზაციას ჰქონდა კიდევ ერთი სახლი სხვა მისამართზე, სადაც ასევე ცხოვრობდნენ ბენეფიციარები. 2016 წელს ორგანიზაციაში მოხალისედ სამუშაოდ ჩავიდა ვ-----–- შ------–----იც. ორგანიზაციის ამ ორი სახლში მცხოვრებ პირებს ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობა, ხვდებოდნენ დღესასწაულებზეც. ასე გაიცნო ნ------ შ----–--ე და მისი შვილები. დაახლოებით ერთი წლის წინ ორგანიზაციამ ფინანასური პრობლემების გამო ფუნქციონირება შეწყვიტა. ბენეფიციარებმა დატოვეს სახლები. ა-–--------- პ---------მ, რომელიც იმ დროს უკვე გაცილებული იყო ი------–-----თან და ვ-----–- შ------–----თან ერთად ცხოვრობდა, იქირავა სხვა საცხოვრებელი ფართი და რადგან თავად კ-------ეს არ ჰქონდა წასასვლელი, შესთავაზა მასთან ერთად ეცხოვრა. შეთავაზება მიღო და 2019 წლის ნოემბრიდან საცხოვრებლად გადავიდა ვ-----–-ს და ა-–---------ს სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდნენ ნ------ შ----–--ის შვილები ბ---- და გ---. ა-–--------- და ვ-----–- ძალიან ზრუნავდნენ ბავშვებზე, ატარებდნენ სკოლაში, ბაღში. ბ---- დადიოდა ცეკვაზეც. არასდროს შეუმჩნევია ვ-----–-ს მხრიდან არაჯანსაღი დამოკიდებულება ბ----სადმი. თავად ნ-------ც ხშირაც დადიოდა მათთან სახლში, აძინებდა ბავშვებს და მიდიოდა ქმრის ოჯახში. ნ------ს უყვარდა უწმაწური სიტყვების და გამოთქმების ხმარება, მათ შორის ბავშვების თანდასწრებით. იყო შემთხვევა, როდესაც თავის შვილს გ---ს, ყველას და მათ შორის ბ----ს თანდასწრებით ჩახადა შარვალი, ეთამაშებოდა სასქესო ორგანოზე და ამბობდა, რომ მამამისზე დიდი ასო ჰქონდა. დაარეკინა პატარა გ---ს მამასთან და ათქმევინა ამის შესახებ. ორგანიზაციაში მომუშავე პერსონალისგან ასევე იცის, რომ იმ სახლში, სადაც ორგანიზაციის დაშლამდე ბ---- ცხოვრობდა, ცხოვრობდნენ ბავშვები სექსუალური გადახრებით, რომლებიც სხვადასხვა საგნებთან აკეთებდნენ სქესობრივი აქტის იმიტაციას და ეს ხდებოდა ბ----ს თვალწინ. ა-–---------სთან და ვ-----–-სთან ერთად ცხოვრებისას ბ----ს და გ---ს ჰქონდათ ცალკე ოთახი, ეძინათ ერთ ლოგინში. სახლის იატაკი იყო ხის და კარგად ისმოდა ნაბიჯების ხმა, გარდა ამისა, მთელ სახლს ესმოდა ვ-----–-ს და ა-–---------ს საძინებელი ოთახის კარის გაღების ხმა, რადგან მათ ჰყავდათ დიდი ძაღლი - კავკასიური ნაგაზი, რომელიც ყოველთვის წვებოდა საძინებლის კარის ზღურბლთან და თუ ძაღლის გვერდით არ გაწევდი, შეუძლებელი იყო ღამით შეუმჩნევლად გამოსულიყო ვინმე აღნიშნული ოთახიდან, ამიტომ კარის გაღება ყოველთვის იწვევდა ხმაურს. არასდროს არ გაუგონია ღამით ვ-----–-ს და ა-–---------ს ოთახის კარის გაღების ხმა, არასდროს შეუმჩნევია რაიმე საეჭვო ვ-----–-ს მხრიდან ბ----სადმი დამოკიდებულებაში, მხოლოდ მზრუნველობას ხედავდა. ახსოვს ახალი წლის საღამო, ანუ პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბ---- ვ-----–-ს ადანაშაულებს გარყვნილ ქმედებებში და ახსოვს ბ----ს საქციელიც, რომელიც ძალიან ხალისობდა და გვერდიდან არ შორდებოდა თოვლის ბაბუად გადაცმულ შ------–----ს. თუკი ამ დროს ვ-----–-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა გარყვნილ ქმედებებს და ყოველდღიურად აწუხებდა ბავშვს, ვერ სხნის რატომ ამჟღავნდებდა ბ---- სითბოს ვ-----–-ს მიმართ, კალთაში უჯდებოდა და ეხუტებოდა მას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, არ სჯერა, რომ შ------–----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბ----ს მიმართ გარყვნილ ქმედებებს და მიიჩნევს, რომ ეს ნ------ შ----–--ის მხრიდან მომდინარე ტყუილია, რომელიც ბოლო დროს გაბრაზებული იყო ა-–--------- პ---------ზე.

 

10. მოწმე პ----- ჯ-–მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2012 წლიდან ცხოვრობდა საქველმოქმედო ორგანიზაცია "პ-----------------"ს სოციალურ სახლში. კარგად იცნობს ნ------ შ----–--ეს და მის შვილებს ბ----ს და გ---ს. ორგანიზაციის მომსახურე პერსონალი ძალიან კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას, ზრუნავდნენ, აჭმევდნენ, ცოდნას უღრმავებდნენ ორგანიზაციაში მყოფ ბავშვებს. ბავშვებიდან რამდენიმეს ჰქონდა სექსუალური გადახრები, ასეთი იყო გ---------------ე, რომელსაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობაც კი მოუწია. ეს გოგონა ხშირად მასტურბირებდა ყველას თვალწინ, სექსუალურ აქტს ახდენდა თოჯინებთან, ბალიშებთან. ის და ბ---- ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, თუმცა სწორედ მისი ასეთი გადახრების გამო, გოგონა სხვა ოთახში გადაიყვანეს. ამიტომ თვლის, რომ ბ----მ სწორედ გ---------ს საქციელიდან გამომდინარე ბევრი რამ იცის სექსუალური ხასიათის თემებთან დაკავშირებით. ბ----ს და გ---------ს ერთად მარტოს მანქანაშიც კი არ ტოვებდნენ, რადგან გ---------ს სურდა სექსუალური სიახლოვე ბ----სთან. გ---------ს უმცროსი ძმები, დ----- და ნ--- ჩ----ეები ასევე იმიტირებდნენ სექსუალურ აქტს თოჯინებთან. საკუთარი თვალით დაინახა სახლის ეზოში როგორ გაიხადეს ტანზე ბ----მ, დ-----მ და ნ---მ, ეხებოდნენ ერთმანეთს და აჩვენებდნენ ინტიმურ ადგილებს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ნ------ შ----–--ეს ახასიათდებდა უწმაწური გამონათქვამები. ის თავის შვილებსაც და სხვებსაც საკმაოდ ხშირად ესაუბრებოდა უწმაწური სიტყვების გამოყენებით, თავად მოწმეს ეკითხებოდა როდის წავიდოდა ქალებში, რაც ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იყო 14 წლის ბიჭისთვის. ა-–--------- პ--------- ხშირად აძლევდა შენიშვნას ნ------ს მისი ასეთი გამონათქვამების გამო. რაც შეეხება ვ-----–-ს და ბ----ს ურთიერთობას, არასდროს არაფერი საეჭვო არ შემჩნევია. ორგანიზაციის დაშლის შემდეგ, თვითონაც ვ-----–-სთან და ა-–---------სთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში, სადაც ბ---- და გ---ც ცხოვრობდნენ. ვ-----–- ყველა ბავშვზე ზრუნავდა, მათ შორის ბ----ზეც. ეთამაშებოდა, ხშირად იცოდა ღიტინი და ბავშვების გაცინება. არადროს შეუმჩნევია ბ----ს მხრიდან ვ-----–-სადმი შიში. ბავშვს მხოლოდ დედამისის ეში---და, რომელიც ხშირად უყვიროდა შვილს.

 

11. მოწმე ა----- ვო---------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2009 წლიდან მუშაობა დაიწყო საქველმოქმედო ორგანიზაცია "პაპ იოანე XX|||"-ში, რომელიც ეხმარებოდა მარტოხელა დედებს, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების, ძალადობის მსხვერპლი ოჯახები ბავშვებს. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ ა-–--------- პ--------- და მისი მეუღლე ი------–-----ი. გვიანობამდე რჩებოდა ორგანიზაციის კუთვნილ სოციალურ სახლში და სხვა აღმზრდელებთან ერთად ზრუნავდა ბავშვებზე. ბ---- შ----–--ეს იცნობს ოთხი თვის ასაკიდან, იმ დღიდან, როდესაც დედამ, ნ------ შ----–--ემ ის საქველმოქმედო ორგანიზაციაში მიიყვანა. ნ------- მალე გათხოვდა და ქმართან გადავიდა საცხოვრებლად, შვილი ა-–---------სთან დატოვა. ამბობდა, რომ ქმრის ოჯახი წინააღმდეგი იყო ბ----ს მათთან ეცხოვრა, ამიტომ გოგონა სოციალურ სახლში გაიზარდა და მოწმე ვო---------ის განმარტებით, მან გაზარდა, ამიტომ ძალიან უყვარს, ამასთან, კარგად იცნობს მის ხასიათს, თვისებებს. ბავშვი ყოველთვის ძალიან განიცდიდა დედის გარეშე ცხოვრებას. მეორე ქმართან შეძენილი შვილიც - გ--- მ---------ე ნ------მა ა-–---------სთან მიიყვანა და საქველმოქმედო ორგანიზაციაში ზრდიდა. გ--- ხშირად მიყავდა მამის ოჯახში, ბ---- - არა. გოგონა განიცდიდა, არაერთხელ უტირია ამის გამო. ა-–--------- უწევდა დედობას ბავშვს, უვლიდა, ზრუნავდა, წაიყვანა იტალიაში, ასწავლიდა იტალიურს, დაყავდა ბალეტზე, რაც ბ----ს ძალიან ახარებდა. ნ------ შ----–--ე ბავშვების დატოვების შემდეგ, თავდაპირველად იშვიათად დადიოდა მათ სანახავად. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში კი საერთოდ დაიკარგა და ყველგან ეძებდნენ ა-–--------- და სხვა თანამშრომლები. სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული ვალების გამო, ნ------ს მევალეებიც ეძებდნენ, რომლებსაც ის ა-----ს ნომერს უტოვებდა საკონტაქტოდ. შემდეგ გამოჩნდა და გარკვეული პერიოდულობით დადიოდა შვილებთან. შესაბამისად, ბავშვებზე ა-–---------, ა----- და სხვა მომსახურე პერსონალი ზრუნავდა, მათ შორის ვ-----–- შ------–----ი, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში ჩამოვიდა მოხალისედ. ნ------ს ბილწსიტყვაობა ახასიათებდა, ბავშვების თანდასწრებით ხშირად იძახდა უწმაწურ სიტყვებს, პატარა ვაჟს ყველას თანდასწრებით სასქესო ორგანოზე კოცნიდა, ეუბნებოდა, რომ მამამისზე დიდი ასო ქონდა. მას შემდეგ, რაც 2018 წლის ივნისში საქველმოქმედო ორანიზაციამ ფუნქციონირება შეწყვიტა, ბენეფიციარებმა დატოვეს ორგანიზაცია. ა-–---------მ, რომელიც იმ დროს უკვე ვ-----–- შ------–----თან ერთად ცხოვრობდა, ცალკე იქირავა საცხოვრებელი ბინა, ნ------თან შეთანხმებით თავისთან დაიტოვა გ--- და ბ----, ასევე არასრულწლოვანი პ----- ჯ-–ი, რომელსაც არსად ჰქონდა წასასვლელი. მოწმე ვო---------ის განმარტებით, ყოველდღიურად მიდიოდა ა-–---------სთან და ბავშვებთან, ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში და აგრძელებდა ბავშვებზე ზრუნვას. ნ------ შ----–--ე მიდიოდა შვილების სანახავად, მაგრამ მთელი დღე ტელეფონით ხელში უსაქმოდ იჯდა და არ იჩენდა ყურადღებას საკუთარი შვილებისადმი, რომლებიც დედას ა-–---------ს ეძახდნენ, თუმცა ეს უკანასკნელი ყოველთვის უშლიდა და ასწავლიდა, რომ მათი დედა ნ------- იყო.

 

12. მოწმე ვ-----------მა ასევე განმარტა, რომ თავად ბ---- საკმაოდ გულღია ბავშვია, ადვილად შედის კონტაქტში სხვებთან, თუმცა არის პრეტენზიულიც, თითის დაკარებაზე ტირილს იწყებს. იყო შემთხვევა, როდესაც გ---მ ხელი უბიძგა, თუმცა ბ---- არ წაქცეულა, მაგრამ ისეთი რეაქცია ჰქონდა, თითქოს მაგრად სცემეს და ითხოვდა დახმარებას. იყო შემთხვევა, როდესაც თვითონ ჰკრა ხელი გ---ს და როდესაც ამაზე ა-----ს შენიშვნა მიიღო, უარყო და მაბრალებო, განუცხადა. ატყუებდა მასწავლებელსაც. ერთხელ, როდესაც ა-----მ სკოლაში მიაკითხა, მასწავლებლისგან შეიტყო, რომ მთელი კვირის განმავლობაში ყიდულობდა ბ----სთვის ფუნთუშებს, რადგან ბავშვი აცხადებდა, რომ შიოდა და სახლიდან ფულს არ ატანდნენ. ვო---------ი გაოცდა ამის მოსმენაზე, რადგან ყოველ დილით მისი თანდასწრებით ა-–--------- ფულს აძლევდა ბ----ს სკოლაში საკვების საყიდლად. მასწავლებელს ბავშვმა ისიც მოატყუა, რომ დედამისი და მისი მამინაცვალი დაშორდნენ ერთმანეთს, რასაც ასევე არ ჰქონია ადგილი არასდროს. როდესაც მასწავლებლისგან ამის შესახებ გაიგო, გაუჭირდა მისი გადარწმუნება, იმდენად დამაჯერებლად ჰქონდა ბავშვს მოყოლილი ნ-------ს და მისი მეუღლის დაშორების ამბავი. როგორც მოწმე მიიჩნევს, ეს იყო ბ----ს ფანტაზიის ნაყოფი, რადგან მას დედასთან ერთად ყოფნა სურდა, მამინაცვლის ოჯახი კი ამის წინააღმდეგი იყო. გამოგონილი ისტორია თავადვე დაიჯერა და დააჯერა მასწავლებელსაც. რაც შეეხება ბ----ს და ვ-----–-ს ურთიერთობას, არასდროს შეუმჩნევია რაიმე საეჭვო ვ-----–-ს ქმედებებში. ის ისეთივე მზრუნველობით ექცეოდა ბ----ს, როგორც თავშესაფარში მყოფ სხვა ბავშვებს. თავშესაფრის დატოვების შემდეგ კი ა-–---------სთან ერთად ითავა ბ----სა და გ---ზე ზრუნვა, მათი რჩენა. მთელი დღეების განმავლობაში გასული იყო სახლიდან, მუშაობდა და გვიან ღამით ბრუნდებოდა. ა-–---------ს იტალიაში ყოფნისას, ა----- რჩებოდა მათთან სახლში და ბ----სთან ერთად იძინებდა. ახსოვს მომენტი, როდესაც ერთ საღამოს ნ------მა ბ---- დასაძინებლად გაუშვა თავის ოთახში, მისი წასვლიდან მალევე, უცებ წამოხტა ფეხზე და მიაშურა შვილის ოთახს, ა-----ც უკან გაყვა, ორივე თითქმის ერთდროულად შევიდა ბ----ს ოთახში, სადაც დაინახეს ბ----ს გვერდით საწოლზე მიწოლილი ვ-----–-, რომელიც "უხიცინებდა" ბ----ს, ეს უკანასკნელი კი გულიანად იცინოდა. შ------–----ი სხვა ბავშვების მიმართაც ასეთი იყო, "უხიცინებდა", აცინებდა სხვებსაც და არასდროს არავის მიუჩნევია მისი ეს ქმედება, გარყვნილ ქმედებად. ასეთი ქმედებების შესახებ, ვო---------ის მტკიცებით, ბ----მ მის მიერ მოთხრობილი ისტორია გარყვნილი ქმედებების თაობაზე, შესაძლოა იცოდეს არა ვ-----–-სთან, არამედ და-ძმა ჩ-----ებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, რომლებსაც ახასიათდებდათ სექსუალური გადახრები, ახდენდნენ სქესობრივი აქტის იმიტირებას თოჯინებთან, ბალიშებთან.

 

13. მოწმე ა-–--------- პ---------ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 12 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში კათოლიკური ორგანიზაცია "პ----------------"-ს ეგიდით დაარსებული საოჯახო ტიპის სახლის პასუხისმგებელ პირად. ორგანიზაცია საქველმოქმედო მიზნებს ემსახურებოდა, ეხმარებოდა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, მარტოხელა დედებს, მოხუცებს. 2010 წელს მათ ორგანიზაციაში ოთხი თვის შვილთან ერთად მივიდა ნ------ შ----–--ე და იმ დროიდან დაიწყო პ---------ს ურთიერთობა ნ------თან და ბ----სთან, რომელიც მათ ორგანიზაციაში გაიზარდა. დედამისი საკმაოდ რთული ხასიათის პიროვნება აღმონდა, მიდიოდა პერიოდულად ორგანიზაციიდან და იკარგებოდა, დედის მზრუნველობის გარეშე ტოვებდა შვილს, "ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა მამაკაცებთან, რომლების ორგანიზაციაში მიდიოდნენ და იმუქრებოდნენ". შემდეგ შეიტყვეს, რომ გათხოვდა ვ-–- მ---------ეზე, მაინც მოდიოდა მათთან, იბანდა, ჭამდა. გახდა საკმაოდ ვულგარული, ახასიათებდა უწმაწური გამონათქვამები. მეორე შვილის - ვაჟის შეძენის შემდეგ ისიც ა-–---------სთან მიიყვანა და იქ ზრდიდა, ეს უკანასკნელიც ეხმარებოდა როგორც შეეძლო, რადგან ნ-------ს განმარტებით ქმრის ოჯახის არ ჰქონდა ბავშვების რჩენის მატერიალური შესაძლებლობა. ვაჟი - გ--- ხშირად მიყავდა მეუღლის ოჯახში, ბ----ს კი სახლში ტოვებდა, რადგან ქმრის ოჯახი არ იღებდა გოგონას, როგორც ამას ნ------- ამბობდა. ბ---- ძალიან განიცდიდა დედის ასეთ საქციელს. ა-–---------ს მიეჯაჭვა, დედად ის მიაჩნდა, ასევე ძალიან უყვარდა ა-–---------ს მეუღლე ი------–-----ი. მას შემდეგ, რაც ა-–--------- და ი--- დაშორდნენ ერთმანეთს და ამ უკანასკნელმა დატოვა საქართველო, ი--- ტელეფონით ურეკავდა ბ----ს, ესაუბრებოდა, ეუბნებოდა, რომ ვ-----–- შ------–----ის გამო დაშორდა ა-–---------ს და ბავშვს შ------–----ის საწინააღმდეგოდ განაწყობდა, რის გამოც ა-–---------მ თხოვა ბ----ს აღარ დალაპარაკებოდა ბლაგაიჩს. რაც შეეხება თავად ბ----ს, ჭირვეული ხასიათის გამო "პრინცესას" ეძახდნენ, ეხერხებოდა ტყუილებიც. მასწავლებელს ატყუებდა, რომ სახლიდან ფულს არ ატანდნენ სკოლაში ფუნთუშის შესაძენად, თავს აცოდებდა მშიაო და მთელი კვირა მასწავლებელი ყიდულობდა მისთვის საკვებს, ბ----ს კი ამ დროს ყოველთვის ჰქონდა ჯიბეში ფული, რომელსაც ა-–--------- ყოველ დილით აძლევდა. მასწავლებელს მოატყუა ისიც, რომ დედამისი და მისი მეუღლე დაშორდნენ ერთმანეთს, რაც ასევე არ შეესაბამებოდა სიმართლეს. იყო შემთხვევა სახლიდან ფულიც მოიპარა. თავშესაფრის დახურვის შემდეგ, ბ---- და გ--- თავისთან წაიყვანა ა-–---------მ ნაქირავებ სახლში, სადაც ვ-----–-სთან ერთად ცხოვრობდა, განაგრძო ბავშვებზე ზრუნვა, მათი მოვლა. დაყავდა სკოლასა და ბაღში, სპორტზე, ცეკვაზე. არ ყოფილა შემთხვევა ბ---- სახლში მარტო დარჩენილიყოს ვ-----–-სთან ერთად. ეს უკანასკნელი მუშაობდა მთელი დღის განმავლობაში, სახლში გვიან ღამით ბრუნდებოდა, ბავშვებზე ზრუნავდა, ძალიან უყვარდა, ეთამაშებოდა მათ. ბ---- და გ--- ერთ ოთახში, ერთ საწოლში იძინებდნენ. იმის გამო, რომ გ--- დაძინებისას ჭირვეულობდა, ყოველთვის ა-–--------- აძინებდა. შაბათ-კვირას ბავშვები ბებიასთან მიდიოდნენ სოფელში. ბოლო ზამთრის არდადეგებიც ბებიასთან გაატარეს. ა-–---------ს იტალიაში გამგზავრებისას, მათთან მომუშავე ი--- კ-------ე რჩებოდა ბავშვებთან, ასევე თავად ნ-------ც. არასდროს ყოფილან ღამით მარტო. ვ-----–-ს და ა-–---------ს საძინებლის კართან ყოველ ღამით წვებოდა მათი ძაღლი, რომელიც ოთახიდან გასვლისას ყეფას ტეხს და ვ-----–- ვერანაირად ვერ გავიდოდა ოთახიდან ა-–---------ს და სხვები უჩუმრად. თავად პ---------ს არასდროს შეუმჩნევია ვ-----–-ს საეჭვო ქცევები ბ----სთან. ბრალდებას უკავშირებს ნ-------ს ახირებებს, რომელსაც ვალი აქვს პ---------ს. ხშირად ართმევდა ფულს ქმრის ოპერაციისთვის, მანქანის, ასევე ტელევიზორის, პლანშეტის, ტელეფონის, სარეცხი მანქანის შესაძენად, ფულს კი არასოდეს აბრუნებდა. ბოლოს საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ჰქონდათ, როდესაც ნ------მა გ--- წაიყვანა სახლიდან, ბ---- კი დატოვა. მუქარანარევი სიტყვებით დაშორდა ა-–---------ს - "ნახავ ბოლოს ვინ დარჩება შენთან" და რამდენიმე დღეში მოხდა კიდეც პოლიციაში ჩივილი, თითქოს ვ-----–- გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა ბ----ს მიმართ, რომელიც სინამდვილეში ა-–---------ს და ვ-----–-ს ძალიან უყვარდათ და საკუთარ მშობლებზე მეტი ჰქონდათ გაკეთებული მისთვის.

 

14. ბ---- შ----–--ის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად, ბ---- შ----–--ეს მომატებული აქვს პიროვნული, ასევე სიტუაციური შფოთვის დონე, პოსტ-ტრავმული სიმპტომატიკა. ნერვიულობს, როდესაც იხსენებს მომხდარს, აქვს ბევრი დათრგუნული ემოცია, აქვს შინაგანად დაძაბულობა, არსებული ტრავმის გავლენის ქვეშაა, მტკივნეულად ლაპარაკობს განცდილზე, აწუხებს, რომ ვეღარ ნახავს ა-–-- (ა-–--------- პ---------ს). ბავშვის ფსიქიკა ტრავმული განცდებით არის დაკავებული, რის გამოც მსხვერპლის პოზიციაშია, საჭიროა მისი შემდგომი ფსიქოლოგიური დახმარება-რეაბილიტაცია.

 

15. ფსიქოლოგიური გამოკვლევის ავტორმა, ფსიქოლოგმა თ--------------ემ სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა გამოკვლევის შედეგებში ასახული ინფორმაციის და გაკეთებული დასკვნების სისწორე.

 

16. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 აპრილის N002284019 ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ---- შ----–--ეს შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მოვლენები. ვ-----–- შ------–----ის ქმედებებით მან განიცადა ფსიქოლოგიური სტრესი.

 

17. მოწმედ დაკითხულმა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ატორმა, ექსპერტმა ქ-----------------ემ დაადასტურა დასკვნის სისწორე, განმარტა, რომ ბ---- შ----–--ესთან ერთჯერადი შეხვედრის და გამომძიებლის მიერ მისთვის წარდგენილი მასალების საფუძველზე გასცა პასუხი გამომძიებლის დადგენილებაში დასმულ შეკითხვებს.

 

18. მითითებული ინფორმაცია ქმნის ბაზას მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ვ-----–- შ------–----ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.

 

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

20. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

21. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.

 

22. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - ბრალდებულ ვ-----–- შ------–----ის ჩვენება, მოწმეების - მ-----------ის, ა-–-–--------ის, ჯ-------------------ს, ჟ-----------------ს ჩვენებები, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი "ვექტორის" ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N01-01/03.

 

23. ბრალდებულმა ვ-----–- შ------–----მა არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არასდროს ჰქონია მისი მხრიდან ადგილი ბ---- შ----–--ის მიმართ გარყვნილ ქმედებას. წლების განმავლობაში მოხალისედ მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაციაში და სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებდა მისიას, ეხმარებოდა მზრუნველობამოკლებულ ოჯახებს, ბავშვებს, მოხუცებს. იგივე საქმიანობით იყო დაკავებული საქართველოშიც. მზრუნველობას იჩენდა ნ------ შ----–--ის შვილების მიმართაც, რომლებიც მასთან და ა-–---------სთან გადავიდნენ საცხოვრებლად საქველმოქმედო რგანიზაციის დაშლის შემდეგ. მუშაობდნენ, ცდილობდნენ ცხოვრების კარგი პირობები შეექმნათ მათთვის, უფრო მეტს უკეთებდნენ, ვიდრე საკუთარი დედა. ბ----სგან მის მიმართ გაჟღერებული უმძიმესი ბრალდების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთი დაჯავშნილი ჰქონდა და რამდენიმე დღეში გამგზავრებას აპირებდა, ჯავშანი გააუქმა, საქართველოში დარჩა და იმ დღიდან ცდილობს უდანაშაულობის დამტკიცებას. პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა პოლიციაში, ჰქონდა მოლოდინი, რომ დააკავებდნენ, ისიც კარგად იცოდა როგორ სასტიკად ეპყრობიან მსგავსი ბრალდებით დაკავებულ პირებს პენიტენციურ დაწესებულებებში, მაგრამ ვერც ამ შიშმა აიძულა ქვეყანა დაეტოვებინა და არ ებრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად. ფიქრობს, რომ ბ----ს მიერ გამოთქმული უმძიმესი ბრალდებები დედისგან ჩაგონებულია, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს ა-–--ადრას ყოფილ მეუღლე ი------–-----თან, ეს უკანასკნელი კი ყველაფერს გააკეთებს, რათა ვ-----–-ს და ა-–---------ს ურთიერთობას ავნოს.

 

24. მოწმე ჯ-------------------მ სასამართლოს განუმარტა, რომ 2008 წელს ა-–--------- პ---------სთან ერთად საქართველოში, კერძოდ კი ქ. ბათუმში გახსნა საქველმოქმედო ორგანიზაცია „პ----------------“-ს ფილიალი, რომლის ძირითადი მიზანი შეჭირვებული ოჯახების, მარტოხელა დედების, მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარება იყო. ფილიალს ა-–--------- პ--------- ხელმძღვანელობდა, თვითონაც ჩამოდიოდა პერიოდულად ბათუმში, კარგად იცნობს ფილიალში დასაქმებულ პერსონალს და ბენეფიციარებს, იცნობეს ნ------ შ----–--ეს და მის შვილებს ბ----ს და გ---ს, რომლებიც მათ ორგანიზაციაში გაიზარდნენ. თავად ნ------ს საკმაოდ უარყოფითად ახასიათებს, ჰქონდა არამდგრადი ხასიათი, ხშირად უმიზეზოდ სწევდა შვილებზე ხელს. მას საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა პ---------ს ყოფილ მეუღლე ი------–-----თან, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, აგრესეული იყო, ვერ იტანდა შ------–----ს და ყველაფერის გაკეთება შეეძლო მის საზიანოდ. ამის თაობაზე პირადად აქვს ნათქვამი კოფანოსთვის, ასევე მიწერილი აქვს წერილები მის მეილზე, რომ მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნიდა ა-–---------ს და ვ-----–-ს. ფიქრობს, რომ ვ-----–-ს მიმართ გაჟღერებული ბრალდება, ბლაგაიჩის და ნ------ შ----–--ის ერთობლივი მოქმედების შედეგია. თავად შ------–----ს ახასიათებს დადებითად. სანამ მოხდებოდა მისი მოხალისედ აყვანა, საქველმოქმედო ორგანიზაციაში არსებული სპეციალური კომისიის მიერ შესწავლილ იქნა მისი პიროვნება, გაიარა სპეციალური შემოწმება, მათ შორის ფსიქოლოგიური ტესტებით. ის აბსოლუტურად აკმაყოფილებდა ყველანარი მოთხოვნას. შ------–----ი სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებდა მისიას, მაგრამ არასდროს არავის მხრიდან გამოთქმულა ეჭვი მისი მხრიდან გარყვნილ ქმედებების ჩადენის თაობაზე.

 

25. მოწმე მ-----------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ძმასთან პ----- ჯ-–თან ერთად 2012 წლიდან ცხოვრობდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „პ----------------“-ს ბათუმის ფილიალის საოჯახო ტიპის სახლში, კარგად იცნობს მომსახურე პერსონალს და ბენეფიციარებს, მათ შორის ბ---- შ----–--ეს, მის დედას ნ------ს და ვ-----–- შ------–----ს. ამ უკანასკნელს ახასიათებს, როგორც ბავშვების მოყვარულ და მათზე მზრუნველ ადამიანს, ამიტომ არ სჯერა მის მიმართ გაჟღერებული ბრალდების. თავად ბ---- საკმაოდ მხიარული და გახსნილი ბავშვია, რომელიც ა-–--------- პ---------მ გაზარდა. ბ----ს ურთიერთობა ჰქონდა ამავე სახლში მცხოვრებ და-ძმა ჩ----ეებთან, რომლებსაც გარკვეული სექსუალური გადახრები აღენიშნებოდათ. გ---------------ე ყველას თანდასწრებით ახდენდა თოჯინასთან სექსუალური აქტის იმიტირებას. თავის ძმებს ნ---ს და დ-----ს ეუბნებოდა, რომ ეკოცნათ ბ----სთვის. მოწმის თანდასწრებით იყო შემთხვევა, როდესაც ძმებმა შარვალი ჩაიხადეს და ბ----ს აჩვენებდნენ სასქესო ორგანოებს. ასეთი პრობლემების გამო გ---------ს მკურნალობა მოუწია ფსიქიატრთანაც. რაც შეეხება ნ------ს ის ძალიან ხშირად ხმარობდა ყველას და მათ შორის ბ----ს თანდასწრებით უწმაწურ სიტყვებს, თავის პატარა ვაჟს ესაუბრებოდა სასქესო ორგანოზე.

 

26. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით, ფორმა N100/ა, დასტურდება გ---------------ის ფსიქიკური პრობლემების, მათ შორის სექსუალური გადახრების გამო ფსიქიატრთან მკურნალობის ფაქტი.

 

27. საქმის არსებითი განხილვისას სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოქვეყნდა მოწმე ა-–-–--------ის გამოკითხვის ოქმი, რომელშიც მოწმე აღნიშნავს, რომ 2017-2018 წლებში ცხოვრობდა და მოხალისედ მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „პ----------------“-ს ბათუმის ფილიალის საოჯახო ტიპის სახლში, იცნობს სახლის ბენეფიციარებს და მომუშავე პერსონალს. მასთან ერთად ოთახში ცხოვრობდნენ ბ---- შ----–--ე და მ----, რომელსაც ჰქონდა სექსუალური ხასიათი გადახრები, ნახევრად გახდილს ჩართული ჰქონდა სკაიპი და ესაუბრებოდა უცნობ მამაკაცებს, ამიტომ ბ---- სხვა ოთახში გადაიყვანეს. იყო შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარი ბავშვები სხვა ბავშვების თანდასწრებით სექსუალური აქტის იმიტაციას ახდენდნენ თოჯინებთან. რაც შეეხება ვ-----–- შ------–----ს, არასდროს შეუმჩნევია მისი არასათანადო ქცევა ბავშვებთან, პირიქით, მათ მიმართ მზრუნველობით გამოირჩეოდა.

 

28. მოწმე ჟ-----------------მ სასამართლოს განუმარტა, რომ მისი შვილი ა----- ვ-----------ი მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „პ----------------“-ს ბათუმის ფილიალის საოჯახო ტიპის სახლში, აქედან გამომდინარე იცნობდა სახლის ბენეფიციარებს და მომუშავე პერსონალს. იცის ბ---- შ----–--ის და მისი დედის მიერ ვ-----–- შ------–----ის მიმართ გაჟღერებული მძიმე ბრალდების შესახებაც, ამიტომ სრულიად მოულოდნელი იყო მისთვის, როდესაც დაინახა, რომ შ------–----ის დაკავების შემდეგ სოც. ქსელში ნ------ შ----–--ეს დადებული ჰქონდა შტაფლიუკთან ერთად გადაღებული სურათები. მისთვის წარმოუდგენელია შვილის მიმართ სავარაუდო მოძალადის სურათი სოც. ქსელში საკუთარ გვერდზე განათავსოს ადამიანმა.

 

29. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვექტორის“ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N01-01/03 დასკვნის თანახამად, ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების დროს ვ-----–- შ------–----ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ ატარებდა პათოლოგიური გადახრის ნიშნებს, მისი პიროვნების ფსიქოლოგიური სტრუქტურა არ შეესაბამება სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილი პედოფილებია არც ერთ ტიპს. შ------–----ი არც ადრე და არც ამჟამად არ ყოფილა დაავადებული პედოფილიით და არც რაიმე ფსიქო-სექსუალური გადახრით, რომელსაც თან ახლავს ბავშვზე სექსუალური ძალადობა. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ---- შ----–--ემ ვ-----–- შ------–----ის ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური სტრესი. იმის გამო, რომ საქმეში აღწერილი სექსუალური ძალადობის ფაქტები თავისი სიმძიმით ითვლებიან უმძიმეს მატრავმირებელ ფაქტორებად, ბ---- შ----–--ეს მის მიერვე აღწერილი სექსუალური ძალადობისგან უნდა მიეღო არა ფსიქოლოგიური სტრესი, არამედ ფსიქოლოგიური ტრავმა, უფრო მძიმე ფსოქო-პათოლოგიური გამოვლინებებით. მითითებულ დასკვნაში დაფიქსირებული ფსიქოლოგიური სტრესის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ყოველდღიური სიტუაციები. საქმის მასალებში არსებული ბ---- შ----–--ის თხრობის ფორმა, გამოყენებული სიტყვები და შინაარსი არ შეესაბამება მის ასაკს, აქედან გამომდიბარე ბ----ს მიმართ განხორციელდა ისეთი ზემოქმედება, რასაც შეეძლო გამოეწვია ჩვენების ცვლილება. საქმის მასალებიდან გამომდინარე, ნ------ შ----–--ემ შვილზე განახორციელა ფსიქოლოგიურ-ემოციური ძალადობა, ასევე შთამაგონეველი ზემოქმედება, რასაც შეეძლო გამოეწვია ბ----ს ჩვენებებში საქმის ირგვლივ არასწორი გარემოებების მიწოდება. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების დროს არ იქნა გამოყენებული ბავშვის გამოკითხვის საერთაშორისო პროტოკოლი (nichd spep wise interviev).

 

30. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაში ასახული გარემოებების და გაკეთებული დასკვნების სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა-ფსიქოლოგმა ე---------------–-–---–მა.

 

31. ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და ობიექტური შეფასება, არ იძლევა სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:

 

32. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით დასტურდება, რომ ბ---- შ----–--ე სულ მცირე ასაკიდან იზრდებოდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „პ----------------“-ს ბათუმის ფილიალის საოჯახო ტიპის სახლში, ზრდიდნენ და მასზე ზრუნავდნენ ორგანიზაციაში დასაქმებული პერსონალი, განსაკუთრებით ფილიალის ხელმძღვანელი ა-–--------- პ---------, რომელსაც ბავშვი ძალიან მიეჩვია, მეორე დედად მიიჩნევდა და ძალიან შეიყვარა. ყველა მოწმეს, რომლებიც დაიკითხნენ სასამართლოს წინაშე, უშუალო შემხებლობა ჰქონდა საოჯახო ტიპის სახლთან, ზოგი ბენეფიციარის, ზოგი მომსახურე პერსონალის სტატუსით სარგებლობდა. ყველა მათგანის ჩვენებიდან ჩანს, რომ ორგანიზაციაში ცხოვრობდნენ სხვადასხვა პრობლემების მქონე ბავშვები, სოციალურად შეჭირვებულები, ასევე სექსუალური გადახრების მქონენი. მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, ასეთ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში პატარა ბ---- შ----–--ე. გოგონა ყველას თვალწინ მასტურბირებდა, თოჯინებთან და ბალიშებთან ეწეოდა გარყვნილ ქმედებებს, საკუთარ ძმებს ტუჩებში კოცნიდა. ამ უკანასკნელებს ბ----სთვის აკოცნინებდა, იყო შემთხვევები, როდესაც ისინი მოურიდებლად იხდიდნენ შარვლებს და გოგონას სასქესო ორგანოებს აჩვენებდნენ. მოწმე პ----- ჯ-–ის ჩვენების თანახმად, მან საკუთარი თვალით დაინახა მათთან ერთად გაშიშვლებული ბ----, რა დროსაც ბავშვები ერთმანეთის სასქესო ორგანოებს ეხებოდნენ. მისივე თქმით, ძმები ჩ----ეები კომპიუტერში ბ----სთან ერთად უყურებდნენ სექსუალური ხასიათის ვიდეოებს. მოწმეთა განმარტებებით, ყველა ასეთ ფაქტზე ხდებოდა რეაგირება ხელმძღვანელობის მხრიდან, მაგრამ, აშკარაა, რომ ასეთ ფაქტებს არ ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი და ხელმძღვანელობის ძალისხმევა არ იყო საკმ----სი, ისინი ვერ იცავდენენ ბენეფიციარ ბავშვებს მსგავსი სახის პრობლემებისგან.

 

33. როგორც უკვე აღნიშნა, ბ---- შ----–--ე ყველა დღეს ასეთი პრობლემებით სავსე სოციალურ სახლში ატარებდა. მოწმეები ჩვენებებში ირწმუნებიან, რომ დედა არ ავლენდა სათანდო ყურადღებას პატარა გოგონას მიმართ. პერიოდულად იკარგებოდა, იღებდა ვალებს. გათხოვების შემდეგ ბ---- ისევ სოციალურ სახლში დატოვა, მისი პატარა ძმა ხშირად მიყავდა მამის ოჯახში, გოგონას კი შაბათ-კვირასაც ა-–---------სთან ტოვებდა, ან ბებია-ბაბუასთან ისტუმრებდა სოფელში. დედის ასეთ ქმედებებს ბ---- განიცდიდა, დედის და ძმის წასვლის შემდეგ დაღონებული და მოწყენილი იჯდა, რასაც სასამართლოს წინაშე მოწმედ დაკითხული, ამავე სახლში მცხოვრები ყველა პირი ადასტურებს. ამიტომ უფრო შეეჩვია ა-–--------- პ---------ს, რომელიც თავის მხრივ სიყვარულს და ზრუნვას არ აკლებდა ბავშვს, ატარებდა სკოლაში, სპორტზე, ცეკვაზე.

 

34. მოწმე ა----- ვო---------ი, რომელიც დაარსების დღიდან მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაციაში, თვეების ასაკიდან იცნობს ბ----ს. განმარტავს, რომ მისი გაზრდილია, ძალიან უყვარს, მაგრამ ბავშვის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას არ შეუშლია ხელი ესაუბრა მისთვის დამახასიათებელ არასასურველ თვისებებზე. მოწმის განმარტებით ბ---- საკმაოდ პრეტენზიული გოგონა იყო, რომელიც თითის დაკარებაზე ტირილს იწყებდა. ატყუებდა მასწავლებელს, უყვებოდა გამოგონილ ისტორიებს ნ------ შ----–--ის ქმასთან დაშორების თაობაზე, ასევე იგონებდა იმას, რომ მშიერი იყო და სახლიდან ფულს არ ატანდნენ სკოლაში საკვების საყიდლად, რის გამოც მთელი კვირა მასწავლებელი აძლევდა ფუნთუშას საყიდელ ფულს. ვო---------ის განმარტებით, გაუჭირდა მასწავლებლის გადარწმუნება, იმდენად დამაჯერებლად ჰქონდა ბავშვს ეს ისტორიები მოყოლილი. მოწმე მიიჩნევს, რომ რადგან ბ----ს დედა მუდმივად აკლდა და მასთან ერთად სურდა ყოფნა, მამინაცვლის ოჯახი კი წინააღმდეგი იყო ბავშვს მათთან ეცხოვრა, გამოიგონა და მასწავლებელს საკმაოდ დამაჯერებლად მოუთხრო დედის და მამინაცვლის დაშორების თაობაზე. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ა-–--------- პ---------მაც.

 

35. სასამართლოს წინაშე დაკითხული მოწმეები ერთხმად გამოთქვამეს აზრს იმის თაობაზე, რომ შ------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება მათთვის არადამაჯერებელია. ყველა მათგანს საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა ბრალდებულთან, ყველა დადებით პიროვნებად ახასიათებს მას, რომლის მხრიდან არასდროს შეუმჩნევიათ არაჯანსაღი დამოკიდებულება ბენეფიციარ ბავშვებთან. იხსენებენ, რომ სტეფლიუკი ყოველთვის ყურადღებიანი და მზრუნველი იყო მათ მიმართ, ეთამაშებოდა და როგორც თითქმის ყველა მოწმე მიუთითებს, უყვარდა ბავშვების „ხიცინი“, ანუ უღატუნებდა და აცინებდა მათ. იგივე დამოკიდებულება ჰქონდა პატარა ბ----ს მიმართაც, წლების განმავლობაში არსებული ურთიერთობის მანძილზე არავის არასდროს შეუმჩნევია და უეჭვია ვ-----–-ს არასათანადო დამოკიდებულებაზე გოგონას მიმართ. სოციალური ტიპის საოჯახო სახლებისთვის დამახასიათებელია კოლექტიური ცხოვრების ელემენტები, ცხოვრობენ, სადილობენ, ისვენებენ, იძინებენ ერთმანეთის თვალთახედვის არეში, ყველა მათგანის ყოველდღიურობა დაკავშირებულია ერთმანეთთან, ამიტომ ნებისმიერი პირის საეჭვო მოქმედებას ერთხელ მაინც დაინახავს და გაიგებს სხვაც. მიუხედავად აღნიშნულისა, როგორც მოწმეები განმარტავენ, სოციალურ სახლში არასდროს ჰქონია ადგილი შ------–----ის მხრიდან ბ----ს მიმართ არაჯანსაღ ქმედებებს.

 

36. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, სოციალურ სახლში ცხოვრების პერიოდში გარყვნილი ქმედების ფაქტებს არც ედავება სახელმწიფო შ------–----ს, თუმცა მანამდე არსებული ვითარების, გოგონას და ბრალდებულს შორის არსებული ურთიერთობის აღწერა მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიმღები ობიექტური დამკვირვებლისთვის, რადგან ნებისმიერი საეჭვო გარემოება გაამყარებს რწმენას ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების რეალურად არსებობასთან დაკავშირებით და სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების პარალელურად, საკმარისი შესაძლოა აღმოჩნდეს ბრალდების მხარის ვერსიის გასაზიარებლად.

 

37. სასამართლო განხილვისას დადგენილი გარემოებების თანახმად, 2018 წლის ზაფხულში ფინანსური პრობლემების გამო საქველმოქმედო ორგანიზაციამ არსებობა შეწყვიტა, ბენეფიციარებმა დატოვეს სოციალური სახლები, ა-–--------- პ---------მ და ვ-----–- შ------–----მა ცალკე იქირავეს საცხოვრებელი ბინა და თავისთან წაიყვანეს, ცხადია - ნ------ შ----–--ის სურვილით, მისი ორივე შვილი, ასევე პ----- ჯ-–ი, რომელსაც არ ჰქონდა სხვაგან წასვლის შესაძლებლობა. მოწმე ი--- კ-------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის ნოემბრიდან ა-–---------ს შეთავაზებით შვილთან ერთად თვითონაც მათთან გადავიდა საცხოვრებლად და ამის შემდეგ ყოველ დღე ახალ ბინაში იმყოფებოდა, ეხმარებოდა ა-–---------ს საოჯახო საქმეებში. ხშირად მიდიოდა ნ------ შ----–--ეც.

 

38. მოწმე კ-------ის ჩვენების თანახმად, ახალი ბინაში გადასვლის შემდეგ არასდროს შეუჩნევია სტეფლიუკის არაჯანსაღი დამოკიდებულება ბ----ს მიმართ, ის ძველებურად ყურადღებიანი და მზრუნველი იყო ბავშვებთან. მუშაობდა, რომ მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობები შეექმნა, სახლში დაღლილი საკმაოდ გვიან ბრუნდებოდა. არასდროს შეუმჩნევია ბ----ს ოთახისკენ მალულად მიმავალი. საძნებლიდან შეუმჩნევლად გასვლა შ------–----ს არც შეეძლო კართან მუდმივად მოდარაჯე ნაგაზის გამო, რომელიც კარის გაღებაზე ყეფდა და ხმაურს ტეხდა. გარდა ამისა, ბავშვები არასდროს იძინებდნენ მარტო, ხშირად ა-–--------- აძინებდა, ან ნ------- აწვენდა ბავშვებს დასაძინებლად და მერე მიდიოდა ქმრის ოჯახში. მოწმე კომახიძემ ყურადღება გაამახვილა 2019 წლის ახალის წლის ღამეზე, როდესაც ყველამ ერთად აღნიშნა ახალი წლის შემოსვლა. შ------–----ს თოვლის ბაბუის ფორმა ეცვა, ბავშვებმა იცოდნენ ამის შესახებ. ბ---- განსაკუთრებით ხალისობდა, ეთამაშებოდა მას, ეხუტებოდა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ დროისთვის ვ-----–- უკვე გარყვნილ ქმედებებს ახდენდა ბავშვის მიმართ, ამიტომ ვერ ხსნის ბ----ს ქცევებს ვ-----–-სთან ურთიერთობაში. ის არ გავდა შეშინებულ და დათრგუნულ ბავშვს, პირიქით, კოცნიდა და ეხუტებოდა მამობილს.

 

39. მოწმე კ-------ის ჩვენების აღნიშნული ეპიზოდი ეჭვქვეშ აყენებს ბ----ს ხასიათის ცვლილებასთან დაკავშირებით, ნ------ შ----–--ის განმარტებებს. ნ------- მიუთითებდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ბ---- გულჩათხრობილი გახდა. მისი ხასიათის ასეთ ცვლილებას არ ადასტურებს სასამართლოს წინაშე დაკითხული არც ერთი მოწმე და ყველა მათგანი მიუთითებს, რომ ბ---- ძველებულად ლაღი და მხიარული იყო. მხოლოდ მაშინ მოიწყენდა, როდესაც დედამისს პატარა გ--- თავისთან მიყავდა, ბ---- კი არა. უნდა აღინიშნოს, რომ მოწმედ დაკითხული ყველა პირი მიუთითებდა ნ------ შ----–--ის რთულ ხასიათზე. განმარტავდნენ, რომ ხშირად ჩხუბობდა, უყვარდა უწმაწური სიტყვების ხმარება ბავშვების თანდასწრებით. ამ განმარტებების საწინააღმდეგოდ, თავად ნ------ შ----–--ემ მოწმედ დაკითხვისას კატეგორიულად უარყო მისი მხრიდან ბილწსიტყვაობის ფაქტები.

 

40. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ნ------ შ----–--ის მიერ მიცემული ჩვენების სხვა ეპიზოდებიც, რომლებშიც ის საუბრობდა რამდენიმე ფაქტის თაობაზე, რამაც ეჭვები აღუძრა ბრალდებულის მიმართ. შ----–--ის განმარტებით, იყო შემთხვევა, როდესაც აბაზანიდან გამოსული შ------–----ი დაინახა, ამ დროს კი იმავე აბაზანაში ბ---- ბანაობდა. მისივე განმარტებით, ბ----ს ამ დროს გაწეული ჰქონდა აბაზანასა და საპირფარეშოს შორის არსებული გამყოფი ფარდა და არ ჩანდა ბავშვი, რაც თავისი თვალით დაინახა, როდესაც ვ-----–-ს გამოსვლის შემდეგ აბაზანაში შევიდა. ნ------ შ----–--ემ ისაუბრა მეორე მსგავსი ფაქტის შესახებაც, როდესაც ღამით შვილის ყვირილის ხმაზე ოთახში შესულმა დაინახა მის გვერდით ლოგინზე მიწოლილი შ------–----ი, რომელმაც მისი დანახვისას „უხერხულად აიღო ხელი საბნიდან“. უნდა აღინიშნოს, რომ მითითებულ შემთხვევას, გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში, ისევე, როგორც ბ--–- შ-----სთან და დ--–- შ----–--ესთან მონათხრობში განსხვავებულად აღწერს ნ------ შ----–--ე. მისი ეს განმარტებები საფუძვლად დაედო ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებას, რომ შ------–----ი „ბ---- შ----–--ეს უსმევდა ხელებს სასქესო ორგანოზე, რაც დედის - ნ------ შ----–--ის ოთახში შესვლის გამო შეწყვიტა“. სასქესო ორგანოზე ხელის მოსმის ფაქტის დანახვა, საერთოდ არ უხსენებია ნ------ შ----–--ის სასამართლოს წინაშე მოწმედ დაკითხვისას. მისი განმარტებები ატარებდა ნაკლებად კატეგორიულ ხასიათს, ვიდრე გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებში აფიქსირებდა. მისივე თქმით, ამ ორ შემთხვევას მაინც არ აღუძრავს მასში ისეთი ეჭვები, რაც შვილის გამო შეწუხებული დედის მხრიდან სიტუაციის მყისიერად გარკვევის და დაუყოვნებელი რეაგირების საფუძველი გახდებოდა. ამ ფაქტების შემდეგ ბ---- ისევ იმავე სახლში დატოვა საცხოვრებლად, სადაც სავარაუდო მოძალადე ცხოვრობდა.

 

41. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმე ვო---------მაც, რომელმაც განმარტა, რომ მოულოდნელად ფეხზე წამომხტარ და შვილის ოთახისკენ მიმავალ ნ------ს უკან გაყვა, ერთდროულად შევიდნენ ბ----ს საძინებელში, სადაც დაინახეს, როგორ „უხიცინებდა“ ვ-----–- შ------–----ი გულიანად მოცინარ ბ---- შ----–--ეს. ხელის საბანქვეშიდან გამოღებას, ბ----ს კივილს და უხერხულ სიტუაციას ადგილი არ ჰქონია. უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ფაქტის აღწერისას ნ------ შამილის განმარტებით ის მარტო შევიდა შვილის ოთახში. მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ შეკითხვის დასმისას მიუთითა ვო---------ის განმარტებებზე, შ----–--ემ განაცხადა, რომ არ ახსოვს ახლდა თუ არა ა-----, ბოლოს კი არ გამორიცხა ასეთის შესაძლებლობა.

 

42. დაცვის მხარის პოზიციით: პატარა ბ---- შ----–--ეს დედისგან ესმოდა უწმაწური სიტყვები, მასთან ერთად მცხოვრები სექსუალური გადახრების მქონე ბავშვებთან ერთად უყურებდა სექსუალურ ვიდეოებს, ხედავდა სექსუალური აქტის იმიტირების შემთხვევებს, ბავშვების შიშველ სხეულებს. ყველა ასეთ ფაქტზე ერთხმად მიუთითებენ მოწმეები, მათ შორის ისეთები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარუდგინა სასამართლოს. გარდა ამისა, გოგონას, რომელსაც ყოველთვის აკლდა მშობლის მზრუნველობა და უნდოდა დედასთან ეცხოვრა, უყვარდა ისტორიების შეთხზვა, ფაქტების მოგონება, რომ დედა დაშორდა მამინაცვალს, შესაბამისად, მის ფანტაზიებში შეეძლო შვილთან ერთად ყოფნა. იცოდა ტყუილები და მისთვის არასასურველი შეხების ყველა შემთხვევაზე ხდებოდა უკარება, პრეტენზიული და საკმაოდ ხმამაღლა გამოთქვამდა უკმაყოფილებას. როგორც ბავშვი თავის პირვანდელ განმარტებებში ყვებოდა (იხ. მაგ: მოწმე ი--- დ-------ის ჩვენება), მშვიდად მხოლოდ მაშინ ახერხებდა ღამის გატარებას და ძილს, როდესაც შ------–----ი იტალიაში მიემგზავრებოდა. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია ბრალდებულის მიერ ქვეყნის დატოვების შემთხვევებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ბრალდებით გათვალისწინებულ პერიოდში - 2018 წლის დეკემბრიდან - 2019 წლის თებერვლამდე, შ------–----ს ქვეყანა საერთოდ არ დაუტოვებია. დაცვის მხარე, შ------–----ის მიმართ გამოთქმული ბრალდებების ერთ-ერთ მიზეზად ა-–--------- პ---------ს ყოფილი მეუღლის ი------–-----ის შესაძლო ჩართულობაზეც მიუთითებს. ამ უკანასკნელს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნ------ შ----–--ესთან, ძალიან უყვარდა ბ---- შ----–--ეს, რომლის მიმართ საქართველოში ყოფნისას ბლაგაიჩი მამობრივ მზრუნველობას იჩენდა. ა-–--------- პ---------ს ჩვენების თანახმად, საქართველოდან გამგზავრების შემდეგ ბლაგაიჩი გოგონას ურეკავდა და ვ-----–-ს საწინააღმდეგოდ განაწყობდა. მოწმე ჯ-------------------ს ჩვენების თანახმად, ბლაგაიჩს არაერთხელ უთქვამს და მიუწერია მისთვის, რომ პრობლემებს შეუქმნიდა ა-–---------ს და მის ახალ მეუღლეს. მომოწერა წარმოდგენილია დაცვის მხარის მტკიცებულებებში.

 

43. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტის ჩვენების თანახმად, ბ---- შ----–--ემ ვ-----–- შ------–----ის ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური სტრესი. თავის მხრივ, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში და დასკვნის ავტორი ექსპერტის ჩვენებაში მითითებულია, რომ ბავშვის მიმართ საქმის მასალებში აღწერილი უმძიმესი ძალადობის ფაქტების გამო ბ---- შ----–--ეს უნდა მიეღო არა ფსიქოლოგიური სტრესი, რაც შინაგანი შფოთვის და დაძაბულობის ბევრად უფრო მსუბუქი მდგომარეობაა, არამედ ფსიქოლოგიური ტრავმა.

 

44. სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებული მოსაზრებების თანახმად, ფსიქოლოგიური სტრესი ჩვენი ცხოვრების თანმდევია და შეიძლება ითქვას, სასარგებლოც, რადგან ის ადამიანის მობილიზაციას და ცვალებად გარემოსთან შეგუებას უწყობს ხელს. მაგრამ თუ სტრესი ძლიერია და გრძელდება დიდხანს, ადამიანი ვერ ახერხებს ადაპტაციას/შეგუებას, რასაც ადამიანის ორგანიზში ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ პრობლემებამდე მივყავართ. მწვავე სტრესული რეაქცია ვითარდება პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური სტრესის შედეგად, დღეებისა, და შესაძლებელია, საათების განმავლობაში. მწვავე სტრესული რეაქციის დროს განსაკუთრებული როლი ენიჭება როგორც ინდივიდის მგრძნობელობას, ასევე მისი ადაპტაციის უნარს. სიმპტომები შერეული და ცვალებადია, საწყის ეტაპზე ხასიათდება: ცნობიერების შევიწროვებით, ყურადღების დაქვეითებით და ა.შ. ინდივიდს არ შეუძლია ადეკვატური რეაგირება გარეგან გამღიზიანებლებზე, შესაძლოა დეზორიენტაციაც. ხშირია პანიკური შფოთვის ნიშნები (პულსის აჩქარება, ოფლიანობა, გაწითლება). სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენს სტრესის ზეგავლენისთანავე და ქრება ორ-სამ დღეში (ხშირად რამდენიმე საათში). შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ნაწილობრივ ან სრულ ამნეზიას.

 

45. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ტრავმას - ძალადობის, ახლობლის სიკვდილის, საკუთარი მიწა-წყლის დატოვების ფაქტები არის ტრავმული გამოცდილება, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორზე. ის თანდათან ჩნდება, ხანგრძლივია და ზოგჯერ ადამიანში პიროვნულ ცვლილებებს იწვევს. განცდა იმისა - ,,მე აღარასოდეს ვიქნები ძველებურად“ -თან სდევს ძლიერ ტრავმას. ეს მოვლენები შეიცავენ საფრთხეს, საშიშროებას, დანაკარგს, ტკივილს. ფსიქოლოგები მათ ,,მატრავმირებელს“ უწოდებენ და ლაპარაკობენ ტრავმულ სტრესზე. ტრავმა არ შემოიფარგლება მხოლოდ მსხვერპლით. მან შეიძლება ასევე იმოქმედოს ტრავმირებული ადამიანის ახლობლებზე, ირგვლივ მყოფებზე.

 

46. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული განმარტებები თანხვედრაშია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგიური დასკვნის შედეგებთან და ექსპერტის განმარტებებთან. მოწმედ დაკითხულმა ე---------------–-–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ფსიქოლოგიური სტრესი შესაძლოა ადამიანმა მიიღო საკმაოდ ხშირად, დღეში რამდენჯერმე. ეს პროცესი კონკრეტული ქმედების განუხორციელებლობის ვერშეძლებას ან არასათანადოდ განხორციელებასაც შეიძლება სდევდეს, მაგ: სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემას, რაც ადამიანის დაძაბულობას, შინაგან ემოციას უკავშირდება; დანიშნულების ადგილზე დროულად ვერ მისვლამ და ა.შ. რაც შეეხება ტრავმას, ნებისმიერ სახის ძალადობის შემთხვევაში ადამიანი განიცდის ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომელიც ბევრად უფრო მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას გულისხმობს. ხანგრძლივი და ძნელად დასაძლევია, იწვევს პიროვნულ ცვლილებებს. ამიტომ რვა წლის ბავშვზე იმ სახის ძალადობის ფაქტები, რაც მის ჩვენებებშია აღწერილი, გამოიწვევდა ბევრად უფრო ღრმა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, ვიდრე ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ფსიქოლოგიური სტრესია.

 

47. მოწმე ქ-----------------ემ, „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-ფსიქოლოგმა სასამართლოს განუმარტა, რომ ბ---- შ----–--ის მდგომარეობა შეესაბამებოდა ფსიქოლოგიური სტრესისთვის დამახასიათებელ მოცემულობას. გამომძიებლის დადგენილებაში მითითებული კითხვა მდგომარეობდა ფსიქოლოგიური სტრესის არსებობის საკითხის გადაწყვეტაში და არ გაცდა ექსპერტიზის ფარგლებს, კვლევა აწარმოა შესაბამისი მიმართულებით.

 

48. სსსკ-ის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - ექსპერტმა ექსპერტიზის დასკვნაში უნდა გასცეს დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ასევე უნდა მიეთითოს ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამდენად, ექსპერტიზის პროცესში წარმოშობილი გარემოებებიდან გამომდინარე, ექსპერტს შეუძლია გასცდეს დასმულ შეკითხვებს და აწარმოოს კვლევა საკუთარი ინიციატივით, დაადგინოს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებსაც შესაძლოა არც მოიცავდა გამომძიებლის დადგენილებაში დასმული შეკითხვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის ავტორს ფსიქოლოგიური ტრავმის არსებობის შემთხვევაში, ცხადია, სრული შესაძლებლობა ჰქონდა ემსჯელა ამ ფსიქოლოგიური კატეგორიის შესახებ და მიეთითებინა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე.

 

49. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ასევე, რომ დასკვნა ეყრდნობა გამომძიებლის მიერ დადგენილებასთან ერთად გადაგზავნილ მხოლოდ რამდენიმე ჩვენებას, ესენია - ნეტან შ----–--ის, ბ--–- შ-----ს, ი--- დ-------ის, თ--------------ის ჩვენებები. ექსპერტს არ ჰქონია შესაძლებლობა შეესწავლა და გაეანალიზებინა - ა----- ვორკერჩიანის, ი--- კ-------ის, ა-–--------- პ---------ს, პ----- ჯ-–ის და კიდევ არაერთი სხვა მოწმის ჩვენებაში მითითებული საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები. ცხადია, საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი დასკვნა მეტად სრულყოფილი, დამაჯერებელი და თანმიმდევრულია თავისი არსით.

 

50. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე დათქმებს შეიცავს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენiთ პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეტანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

51. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

52. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, ესაა დაზარალებული ბ---- შ----–--ის ჩვენება. რაც შეეხება ნ------ შ----–--ის ჩვენებას, როგორც უკვე აღნიშნა, სასამართლოს წინაშე დაკითხვისას მან ნაკლები კატეგორიულობით ისაუბრა შ------–----ის ქმედებებიდან გამოწვეულ საკუთარ ეჭვებზე, გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებისგან განსხვავებულად აღწერა ორი შემთხვევა, რაც მისი თანდასწრებით მოხდა და ვ-----–-ს და ბ----ს ურთიერთობის არაჯანსაღ მხარეებზე მიუთითებდა. მისივე ჩვენებით, მას არ დაუნახავს შ------–----ის მიერ ბ----ს სასქესო ორგანოზე ხელის მოსმის ფაქტი, რაც ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერილობის შემადგენელი ელემენტია. მოწმე ვო---------ის ჩვენებიდან გამომდინარე კი ეჭვქვეშ დადგა აღნიშნული ეპიზოდის აღწერილობის ის ნაწილი, სადაც ბ----ს ყვირილზე და ბრალდებულის მიერ „ საბნიდან ხელის უხერხულ აქნევა-აღებაზეა“ საუბარი. ამდენად, მოწმე ნ------ შ----–--ის ჩვენება მხოლოდ ბ----ს მონათხრობ ფაქტებზეა აგებული და მოწმე მისივე განმარტებით არ შესწრებია გარყვნილი ქმედების არც ერთ ფაქტს. იგივე უნდა ითქვას ბ--–- შ-----ს, ი--- დ-------ის, დ--–- შ----–--ის ჩვენებებზე. არც ეს პირები შესწრებიან ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტებს. ისინი არ არიან ფაქტის უშუალოდ შემსწრე და თვითმხილველი პირები, მათი ჩვენებები თავისი არსით ირიბი ჩვენებებია, რომლებიც სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს.

 

53. საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, ვერ იქნება მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად.

 

54. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებების ერთობლიობის ნაცვლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და მხოლოდ ერთი მტკიცებულების საფუძველზე ითხოვს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებთ, სასამართლომ უკვე გამოთქვა თავისი შეფასებები. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში და მათ შორის 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ/18 განაჩენში მიუთითა, რომ იმ "...მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და მათი განმარტებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს".

 

55. მითითებული განაჩენით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა ფიზიკური ძალადობისთვის წარდგენილ ბრალდებაში. საქმეში წარმოდგენილი იყო დაზარალებულის ჩვენება, თუმცა მხოლოდ ერთი მტკიცებულება სასამართლომ არ მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტის შემქმნელ ინფორმაციად. მოცემულ შემთხვევაშიც სახეზეა, როგორც არაერთხელ აღინიშნა, ცხრა წლის დაზარალებულის ჩვენება, რომელსაც მისი აღმზრდელი და მასთან ერთად წლების განმავლობაში მცხოვრები პირები სხვადასხვა ისტორიების შეთხზვა - გამოგონებაში ადანაშაულებენ და არა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ქმნის გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების უპირობო საფუძველს.

 

56. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პატარა გოგონას ნებისმიერი სახის ძალადობისგან დაცვის, ნორმალური ცხოვრებით ცხოვრების, კარგი აღზრდის და შესაბამისად, სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბების ინტერესი ბევრად აღმატებულია ნებისმიერ სხვა ინტერესზე. დაშვებაც კი იმისა, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება ყოფილიყო საქველმოქმედო ორგანოზაციაში და არა საკუთარ ოჯახში მშობლებთან და ახლობლებთან ერთად მცხოვრები 8 წლის პატარა გოგონა ისეთი სახის ძალადობის შემთხვევაში, რომელსაც ბრალდება ითვალისწინებს და რომელიც მომდინარეობს მამობილის ფუნქციის შემსრულებელი ადამიანის მხრიდან, წარმოუდგენლად მძიმე და სასტიკია. ნებისმიერი მსგავსი ფაქტი და შემთხვევა საჭიროებს ადექვატურ და კანონისმიერ რეაგირებას, ეფექტურ გამოძიებას, სახელმწიფოს მხრიდან საკმარისი, დამაჯერებელი ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების მოპოვებას და სასამართლოსთვის წარდგენას.

 

57. სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი დანაშაულის ფაქტი, რომელშიც დაზარალებული პირი არასრულწლოვანია, მით უფრო, თუ საქმე ძალადობის ფაქტებს შეეხება, არ უნდა დარჩეს შესაბამისი რეაგირების და დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ადექვატური პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო პირდაპირი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა ერთნაირად აუცილებელია დანაშაულის ყველა შემთხვევის დროს, ნებისმიერი გამონაკლისის გარეშე. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, შესაბამისად, ის არის პასუხისმგებელი დამნაშავის სათანადო დასჯაზე. მისი მხრიდან არასაკმარისი და არადამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენის ნებისმიერ შემთხვევას, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ასაკობრივი კატეგორიის პირია ცნობილი დაზარალებულად, შედეგად მოჰყვება ბრალდებულის გამართლება და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.

 

58. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. დაცვის მხარემ, მის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი ინფორმაციით ყველა მიმართულებით გააჩინა ეჭვი წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.

 

59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

60. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

61. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვ-----–- შ------–----ის ბრალდების დადასტურება.

 

62. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .

 

სამართლებრივი შეფასება:

 

63. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ-----–- შ------–----ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ვ-----–- შ------–----ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს სსკ-ის 111-140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 276-277-ე, 279-ე, 280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ვ-----–- ვ--------ის ძე შ------–----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 141-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ვ-----–- შ------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის ასლი დაუყოვნებლივ გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულებას, რომელსაც დაევალოს გამართლებული ვ-----–- შ------–----ის პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი