განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003227290
საქმე N1-999/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14.11. 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ნათია ზოიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოლ-----------–---–ი
დაცვის მხარე
ბრალდებული: უჟ--------------ძე
მამის სახელი: თე------–-
დაბადებული: 1--1--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, თა---–---–----------------------
ადვოკატი - და----------–-ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1 2019 წლის 27 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ბათუმში, თაყ--–---–-----------------------ში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, უჟ--------------ძე სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, თავისი ოჯახის წევრებს, მეუღლეს - ლა------------------ას და გერს- არ----------------ას, რაც დაზარალებულებმა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის
მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა
მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარის სადავო მტკიცებულებებზე მხარეები შეთანხმდნენ, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია; (იხ ოქმი);
საქმის განხილვისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა წარმოადგინა წერილობითი განცხადება, რომლითაც ბრალდებული თანახმაა მისი მონაწილეობის გარეშე მოხდეს საქმის განხილვა ადვოკატის თანდასწრებით; (იხ განცხადება);
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3 27.09.2019 წლის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლების მიერ შედგენილი N 0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 სექტემბერს თა---–---–----------------------ში მცხოვრები უჟ--------------ძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ლა------------------ას და გერს არ----------------ას. (იხ.ს.ფ 26-33)
2.4 ბრალდებულის დაკავებისა ოქმით დადგენილია, რომ უჟ--------------ძე დაკავებული იქნა 2019 წლის 07 სექტემბერს, დაკავების ზუსტი დრო: 22:47სთ; დაკავების ადგილი: ქ, ბათუმი, თა---–---–---------------------; დაკავება მოხდა იძულებისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე; (იხ ოქმი ს.ფ. 37-42)
2.5. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.6. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (დაზარალებულების ლა------------------ას და არ----------------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ვა---------------------------------------------ის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერები და შემაკავებელი ორდერის ოქმები, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა და ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა უჟ--------------ძემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ უჟ--------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. უჟ--------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედებების აღიარება;
4.2. უჟ--------------ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ უჟ--------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციათა ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება ამ დროისთვის მოქმედი სსკ-ის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლით განხორციელებული ცვლილების თანახმად, კერძოდ ხსენებული მუხლის მე-7 ნაწილით ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან ამავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. ვინაიდან ცვლილება ამოქმედდა 2019 წლის 15 ოქტომბრიდან და კონკრეტულ შემთხვევაში უჯენი თედორაძის მიერ დანასაულებრივი ქმედება ცადენილია 2019 წლის 27 სექტემბერს, სასამართლო სსკ-ის მე-3 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე შესაძლებლად მიიჩნევს სასჯელის სახედ გამოიყენოს ჯარიმა; სასჯელის სახის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, არის ხანდაზმული - 78 წლის და ამჟამად აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის საქმის განხილვის დროს იმყოფება სტაციონალურ მკურნალობაზე (იხ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა საქმეში ); აღიარებს ჩადენილს;
სასამართლო ითვალისწინებს დანიშნული სასჯელის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული უჟ--------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად უჟ--------------ძის პატიმრობაში ყოფნის პერიოდს - 2019 წლის 27 სექტემბრიდან 2019 წლის 29 სექტემბრამდე გათვალისწინებით, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ უჟნი თედორაძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ირ---–-------------ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი ფულადი თანხა 2 000 (ორი ათასი) ათასი ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი N1-------), დასტურის №ა 0-----) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე